„ენერგოეფექტურობის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ენერგოეფექტურობის შესახებ“
- „ენერგოეფექტურობის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
ენერგოეფექტურობის შესახებ
თავი I: ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზნები
1. ამ კანონის მიზანია:
ა) ქვეყნის ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების
ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა ,,ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ" ოქმით დადგენილი მიზნის მიღწევის
უზრუნველსაყოფად;
ბ) ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლება,
აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების წინაშე არსებული
დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა;
გ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცესის ჩამოყალიბება;
დ) ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიღების პროცედურის ჩამოყალიბება;
ე)ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან/და ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების
ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ენერგიის დაზოგვას;
ვ)ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის, კოორდინაციის, კონტროლის, ზედამხედველობის და
მონიტორინგის განხორციელება.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მოქმედების სფერო მოიცავს:
ა) ჰორიზონტალურ (სექტორთშორისი) პოლიტიკას, რომელიც გავლენას ახდენს, საჯარო და კერძო
სექტორზე დაკავშირებულია ენერგეტიკულ მომსახურეობასა და მონიტორინგთან, გაზომვასა და
დადასტურებასთან;
ბ) კონკრეტულ სექტორებს: კერძო და კომერციული შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების,
გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორს.
2. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო ორგანოების, ასევე კერძო დაწესებულებების, საყოფაცხოვრებო
სექტორის, ენერგეტიკული მომსახურების მიმწოდებლების, მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა
სექტორის ვალდებულებებს ენერგიის ეფექტური გამოყენების, ენერგოდანაზოგის ხელშეწყობისა და
ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების პროცესში.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არსებითი განახლება - სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება აღემატება ახალი მსგავსი
შენობის აგებისთვის საჭირო საინვესტიციო თანხის 50%-ს;
ბ) აღრიცხვის ,,ჭკვიანი“ სისტემა - ელექტრონული სისტემა, რომელსაც შეუძლია ენერგიის მოხმარების
გაზომვა, მრიცხველის მეშვეობით აღრიცხულ სტანდარტულ ინფორამციაზე მეტი ინფორმაციის
მიწოდება და ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით მონაცემების გაცვლა;
გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი - ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის
ოპერატორი;
დ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმა (შემდგომში პლატფორმა) - ელექტრონული პლატფორმა,
რომელიც გამოიყენება ენერგიის დანაზოგის სხვადასხვა პარამეტრის, მათ შორის, ენერგიის მოხმარების
დადასტურებისთვის;
ე) განაწილების სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის განაწილების
ლიცენზიატი;
1
ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია - ენერგია, რომელიც მიიღება განახლებადი
წყაროებიდან, კერძოდ, ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული და ოკეანის
ენერგია, ჰიდროენერგია, ბიომასა, ნაგავსაყრელებზე ორგანული მასალის დაშლის შედეგად მიღებული
გაზი, წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში წარმოქმნილი გაზი და ბიოგაზი;
ზ) გარემოსდაცვითი მართვის სისტემა - საწარმოს გარემოსდაცვითი გეგმის ურთიერთდაკავშირებული
და ურთიერთქმედითი ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავენ ეკოლოგიურ ამოცანებს და ამ
ამოცანების მიღწევის სტრატეგიას;
თ) ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნა - ენერგიის ის მოცულობა, რომელიც არ აღემატება
გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო ენერგიის რაოდენობას და რომლის სხვაგვარად
დაკმაყოფილებაც, კოგენერაციის გარდა, შესაძლებელია საბაზრო პირობებში გენერირებული ენერგიით;
ი) ენერგეტიკული გაერთიანება - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია წევრ ქვეყნებს
დაეხმაროს ევროკავშირთან ინტეგრირებული პანევროპული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაში;
კ) ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატი - სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტი,
რომელიც გაცემულია სერტიფიცირებული ექსპერტის ან აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ და
რომელიც ასახავს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგეტიკულ მახასიათებლებს;
ლ)ენერგია - ყველა სახის ენერგია, მათ შორის საწვავი, სათბობი, განახლებადი ენერგია, ელექტროენერგია
ან ენერგიის ნებისმიერი სხვა ფორმა;
მ) ენერგიის გამანაწილებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, გამანაწილებელი ქსელის ოპერატორის
ჩათვლით, რომელიც პასუხისმგებელია ენერგიის ტრანსპორტირებაზე ან განაწილების სადგურებში
ტანსპორტირებაზე, მისი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით;
ნ) ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი - პირველადი ენერგიის მოხმარების ან ენერგიის
საბოლოო მოხმარების შემცირების, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით (შემდგომშიეესგ) ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მაჩვენებელი;
ო)ენერგიის დანაზოგის ფინანსური ღირებულება - ენერგომახასიათებლების ხელშეკრულებით
შეთანხმებული, ენერგიის მიღწეული და დადასტურებული დანაზოგის ფიზიკური მაჩვენებლების
(კვტ.სთ-ში ან ჯოულში) ფულადი ღირებულება;
პ)ენერგიის მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე აწვდის ენერგიას საბოლოო
მომხმარებელს;
ჟ)ენერგიის საბოლოო მოხმარება - ენერგია, რომელიც მიეწოდება მრეწველობის, ტრანსპორტის,
შინამეურნეობების, მომსახურეობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს. ენერგიის საბოლოო
მოხმარებაში არ შედის ენერგიის გარდაქმნისა და ენერგეტიკული სექტორისთვის მიწოდებული ენერგია;
რ) ენერგოაუდიტი - სისტემური პროცედურა, რომლის მიზანია შენობების ეფექტურობის, სამრეწველო ან
კომერციული პროცესის ან/და დანადგარის, საჯარო ან კერძო მომსახურეობის ობიექტის არსებული
ენერგომოხმარების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური
პოტენციალის გამოვლენა, გაანგარიშება და შედეგების ანგარიშგება;
ს)ენერგოდანაზოგები - ენერგიის დაზოგილი რაოდენობა, რომელიც გამოითვლება ენერგიის
მოხმარებაზე გავლენის მქონე გარემო პირობების ნორმალიზების პირობებში, ენერგოეფექტურობის
გასაუმჯობესებელი ღონისძიების გატარებამდე და მის შემდეგ მოხმარებული ენერგიის გაზომილ ან/და
გაანგარიშებულ რაოდენობებს შორის სხვაობით;
ტ)ენერგოეფექტურობა - შესრულებული სამუშაოს ან მომსახურების, პროდუქტის ან/და ენერგიის
თანაფარდობა მოხმარებულ ენერგიასთან;
უ)ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა - საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადებულია კანონმდებლობით განსაზღვრული
მოთხოვნების შესაბამისად, ასახავს ენერგიის დაზოგვის ღონისძიებებს და ითვალისწინებს
ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას ენერგიის დაზოგვის მიზნით ენერგომომხმარებელ
სექტორებში;
ფ)ენერგოეფექტური გაუმჯობესება - ენერგოეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიური, ქცევითი ან/და
ეკონომიკური ცვლილებების შედეგად;
ქ)ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები - ღონისძიებები, რომელთა შედეგადაც
მცირდება მოხმარებული ენერგიის რაოდენობა;
2
ღ)ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა - მექანიზმი, რომელიც ჩართულ მხარეებს ავალდებულებს
ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას ან/და შესყიდვას დადასტურებული
ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების საშუალებით;
ყ) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვა - საჯარო უწყებების მიერ, ენერგოეფექტურობის მაღალი
მაჩვენებლების მქონე პროდუქტების, მომსახურეობისა და შენობების შესყიდვა, ხარჯთ-ეფექტურობის,
ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართე დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და
სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით;
შ) ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებები - ბაზრის მონაწილეების მიერ, ენერგოეფექტურობის
გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და ენერგომომსახურეობის მიწოდება-შესყიდვის
ხელშეწყობისა და სტიმულირების მიზნით ჩამოყალიბებული და ამოქმედებული მარეგულირებელი,
ფინანსური, ფისკალური, ნებაყოფლობითი ან საინფორმაციო უზრუნველყოფის ინსტრუმენტები;
ჩ) ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირი - ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების პროგრამის
შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც ასევე ჰყავს
ენერგომენეჯერთა სერტიფიცირების შესაბამისად სერტიფიცირებული პირი;
ც) ენერგომენეჯმენტის სისტემა - მენეჯმენტის გეგმის ურთიერთდაკავშირებული ან ურთიერთქმედითი
ელემენტების რიგი, რომლებიც განსაზღვრავენ ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებელს და ამ
მაჩვენებლის მიღწევის სტრატეგიას;
ძ)ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება – ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი
ღონისძიების მიმღებსა და მიმწოდებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის გადამოწმება
და მონიტორინგი ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის
შედეგადაც სამუშაოებში, საქონელში ან მომსახურეობაში განხორციელებული ინვესტიციის ამოგება
ხდება ენერგეტიკული მახასიათებლების ხელშეკრულებით შეთანხმებულ დონემდე გაუმჯობესების
შესაბამისად ან/და ენერგეტიკული მახასიათებლების სხვა შეთანხმებული კრიტერიუმის, მათ შორის,
ფინანსური დანაზოგების დაკმაყოფილების მიხედვით;
წ)ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ინვესტორი - მხარე, რომელიც იღებს
ენერგომახასიათებლების
შესახებ
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
განხორციელების რისკებისა და სარგებლის უმეტესობას;
ჭ) ენერგომომსახურება - ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა
მომსახურეობით, მათ შორის, ექსპლუატაცია, საექსპლუატაციო მომსახურება და პროცესის მართვა ან/და
ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების კომბინაციით მიღებული მატერიალური სარგებელი,
რომელიც ნორმალურ პირობებში, განაპირობებს ენერგოეფექტური გაუმჯობესების ან პირველადი
ენერგიის დაზოგვის გადამოწმებად ან გაზომვად შედეგს;
ხ) ენერგომომსახურების მიმღები - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობს
ენერგომომსახურების მიმღები საშუალებით ან ნაგებობით;
ჯ) ენერგომომსახურების მიმწოდებელი - საბოლოო მომხმარებელისთვის ან ენერგომომსახურების
მიმღების
საკუთრებაში,
მფლობელობაში
ან
სარგებლობაში
არსებული
ობიექტისთვის
ენერგომომსახურების ან ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი სხვა ღონისძიებების მიმწოდებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ჰ) ენერგომომსახურების მიწოდება - ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე
საბოლოო მომხმარებლის დანადგარზე ან შენობა-ნაგებობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი
ღონისძიებების განხორციელება, რომლისთვისაც ენერგომომსახურეობის მიმწოდებელი ანაზღაურებას
იღებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგომომსახურეობის მიმწოდებლის ინვესტიციის შედეგად
მიღებული ენერგოდანაზოგისთვის;
ჰ1) ეფექტური ცენტრალური გათბობა და გაგრილება - ცენტრალური გათბობისა და გაგრილების
სისტემები, რომლებიც მოიხმარენ სულ მცირე: 50% განახლებად ენერგიას ან 50% ნარჩენ (რეკუპირებულ)
თბურ ენერგიას, ან 75% კოგენერაცის საშუალებით მიღებულ სითბოს ან/და 50%-ს ზემოთ ჩამოთვლილი
ენერგიისა და სითბოს კომბინაციას;
ჰ2) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა - შენობა, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი
ენერგოფექტიანობა, ენერგიის თითქმის ნულოვანი და ძალიან მცირე მოთხოვნილებით, რომლის
მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული განახლებადი ენერგიის
წყაროებიდან;
3
ჰ3) ინდივიდუალური ღონისძიება - ღონისძიება, რომელიც იწვევს ენერგოეფექტურობის დადასტურებად
და გაზომვად ან/და შეფასებად გაუმჯობესებას და განხორციელებულია ენერგოეფექტურობის
პოლიტიკის შესაბამისად;
ჰ4) ინვესტიცია არამატერიალურ აქტივებში - საკონსულტაციო მომსახურებებში, სარგებლობაში,
მართვაში, შესყიდვებში ან/და სხვა საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც
ენერგომომსახურების მიმღებისთვის, მისი შენობა-ნაგებობების და საშუალებების ექსპლუატაციის
პირობების ცვლილებით ან ენერგო-მენეჯმენტის გაუმჯობესების საშუალებით განაპირობებს
დადასტურებად ენერგიის დანაზოგებს ან/და ენერგიასთან დაკავშირებულ ფინანსურ დანაზოგებს;
ჰ5) ინვესტიცია განუცალკევებად მატერიალურ აქტივებში - ენერგომომსახურეობის მიმწოდებლის მიერ
ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება საფუძველზე ინვესტიციის განხორციელება ისეთ
აქტივებში, როგორიცაა შენობის გარსი, შენობის საექსპლუატაციო მოსახურეობისთვის საჭირო აქტივში,
მათ შორის, ისეთ აქტივებში, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლის კონკრეტული
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდესაც ამგვარი აქტივი საბოლოო მომხმარებლის შენობანაგებობასთან იმგვარად არის დაკავშირებული, რომ ვერ მოხდება მისი განცალკევება ან განცალკევება
გამოიწვევს არსებით დანახარჯს ან ამგვარი აქტივების ღირებულების შემცირებას;
ჰ6) ინვესტიცია განცალკევებად მატერიალურ აქტივებში - ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ
განხორციელებული ინვესტიცია მის საკუთრებაში არსებულ, მის მიერ შენარჩუნებულ და გამოყენებად
აქტივებში,
რომლის
გამოყენებაც
ხდება
საბოლოო
მომხმარებლის
ენერგომოთხოვნის
დაკმაყოფილებისთვის;
ჰ7) კოგენერაცია - თბური და ელექტრო ან მექანიკური ენერგიის ერთდროული გამომუშავების
(წარმოების) პროცესი;
ჰ8) კომისია - სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისია;
ჰ9) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია - შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია;
ჰ10) ნებაყოფლობითი შეთანხმება - ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ერთ ან რამდენიმე კერძო პირს
(საწარმოს) შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიზანია კანონმდებლობით განსაზღვრული
ვალდებულებების გარდა
ზენორმატიული გარემოსდაცვითი ამოცანების შესრულება ან გარემოს
მდგომარეობის გაუმჯობესება;
ჰ11) მონაწილე მხარე - საწარმო ან საჯარო უწყება, რომელმაც ნებაყოფლობითი შეთანხმებით აიღო
კონკრეტული მიზნების მიღწევის ვალდებულება ან რომელიც ექვემდებარება
პოლიტიკის
განმსაზღვრელი დოკუმენტის რეგულირების სფეროს;
ჰ12) პასუხისმგებელი პირი - ადმინისტრაციული ორგანო, ენერგომომსახურების ბაზრის მონაწილეები,
ენერგომომსახურების მიმწოდებელი, ენერგოაუდიტორი, პირველი კატეგორიის საწარმო;
ჰ13) პირველადი ენერგიის მოხმარება - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ენერგიის ჯამური შიდა მოხმარება,
ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესებში დანაკარგების ჩათვლით, გარდა
არაენერგეტიკული მიზნით მოხმარებული ენერგიისა;
ჰ14) პირველი კატეგორიის საწარმო – საწარმო, რომლის მაჩვენებლები წლიური საანგარიშო პერიოდის
ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 50 მილიონ ლარს;
ბ) შემოსავალი აღემატება 100 მილიონ ლარს;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა აღემატება 250 დასაქმებულს.
ჰ15) საბოლოო მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ენერგიას ყიდულობს
საკუთარი მოხმარებისათვის;
ჰ16) საერთო სასარგებლო ფართი შენობის ან მისი ნაწილის ფართს, სადაც ენერგია გამოიყენება შიდა
კლიმატის შესაქმნელად;
ჰ17) უფლებამოსილი პირი/მხარე - საქართველოს მთავრობის ან სახელმწიფო უწყების მიერ
ენერგოეფექტურობის დაფინანსების სქემის შემუშავების, მართვის და ოპერირების უფლებამოსილებით
აღჭურვილი იურიდიული პირი;
ჰ18) შენობის ენერგეტიკული მახასიათებლები - ენერგიის გამოთვლილი ან გაზომილი რაოდენობა,
რომელიც საჭიროა შენობის მიერ ენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მათ შორის მოიცავს
4
გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის ტიპიურად მოხმარებულ
ენერგიას;
ჰ19) ცენტრალური გაგრილება ან ცენტრალური გათბობა - ცენტრალური წყაროდან, რამოდენიმე
შენობისთვის ან სხვა ობიექტისთვის, ერთიანი ქსელის გამოყენებით, თბური ენერგიის მიწოდება
ორთქლის ან ცხელი წყლის ან ცივი სითხის საშუალებით, შიდა სივრცის ან/და ტექნოლოგიური პროცესის
გათბობისა და გაგრილების მიზნით;
ჰ20) ყოველწლიური ანგარიში - ყოველწლიურად მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ასახავს
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლების შესრულების პროგრესს.
თავი II. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და ღონისძიებები
მუხლი 4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
1. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის
შექმნას, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრას და
იმ ბარიერების აღმოფხვრას, რომელიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების
ეფექტურობასა და ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით (შემდგომში - ეესგ)
გათვალისწინებული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.
2. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს და
ინიციატივებს, მათ შორის:
ა) პროექტების იდენტიფიცირებას, ტექნიკური დახმარებებისა და გრანტების განაწილების სქემების
განსაზღვრას;
ბ) შენობებში ენერგოეფექტურობის რეგულაციების მიღებას, მათ შორის შენობის ენერგეტიკული
მახასიათებლების სერტიფიცირების წესებს, მშენებლობის სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებას;
გ) ბიზნეს წრეებში ცოდნის გაღრმავებას, ენერგოაუდიტის და ენერგომენეჯმენტის სისტემის წესების
დადგენასა და ენერგოაუდიტორებისა და ენერგომომსახურების მიმწოდებლების კვალიფიკაციის
ამაღლებას;
დ) ენერგიის საბოლოო მომხმარებლებში, მათ შორის, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში მეწარმე
სუბიექტებში, ადმინისტრაციული ორგანოებში ენერგოეფექტურობის შესახებ ცოდნისა და
გამოცდილების ამაღლებას;
ე) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ვ) გარდაქმნის/გადაცემის/განაწილების სექტორებში ეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს
ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებას ქსელებში და ბუნებრივ გაზზე
მომუშავე ელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდას, კომბინირებული-ციკლის სადგურებზე
გადასვლით;
ზ) საბოლოო მოხმარების მოწყობილობის, მათ შორის, განათების, ავტომანქანების, ტუმბოების, ძრავებისა
და საწარმოებში საქვაბეების ეფექტურობის გაუმჯობესებას;
თ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური წახალისებისა და
საგადასახადო შეღავათების მექანიზმების შემოღებას;
ი) მრეწველობაში, შენობებში და სხვა შესაბამის სექტორებში კვალიფიკაციის, აკრედიტაციისა და
სერტიფიცირების სქემების დანერგვას ზედამხედველობისა და ანგარიშგებისთვის.
3. საქართველოს მთავრობა ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს
საზოგადოების მიერ მისაღებ სარგებელს შემდეგი მიზნების მისაღწევად:
ა) გაატაროს ენერგიაზე რეალური ღირებულების ამსახველი ფასების განმსაზღვრელი ღონისძიება,
იმგვარად რომ არ შენელდეს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგოეფეტური ღონისძიებების
განხორციელების მოტივაცია;
ბ) დაამტკიცოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მიერ წარდგენილი ეესგ;
გ) ენერგოეფექტურობის ასამაღლებელი ღონისძიებების განხორციელებაში შეასრულოს სამაგალითო
როლი;
5
დ) საფინანსო ინსტრუმენტების შემუშავების საშუალებით ხელი შეუწყოს საბოლოო მომხმარებლების
მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებას;
ე) გააძლიეროს საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობა;
ვ) აწარმოოს საინფორმაციო აქტივობები.
4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე სამინისტრო
ვალდებულია:
ა) განახორციელოს პოლიტიკა, ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების და
სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და მათი იმპლემენტაციის გზით, თავისი კომპეტენციის
ფარგლებში, საჯარო და სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან კოორდინაციით;
ბ) შეიმუშაოს ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის იმპლემენტაციას;
გ) შეიმუშაოს ეესგ, რომელიც მოიცავს ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებლებს და
დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;
დ) ენერგოეფექტურობის დონის ამაღლების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი
შეუწყოს მათ გახორციელებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას ენერგოეფექტურობის
გაუმჯობესების მიზნით;
ვ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგოეფექტურობის განხორციელებასთან დაკავშირებული ამ კანონით
განსაზღვრული სამართლებრივი აქტები და მეთოდოლოგიები;
ზ) განახორციელოს საქართველოს წარმომადგენლობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში და
წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარადგინოს ანგარიშები;
თ) სახელმწიფო და მუნიციპალური საჯარო ორგანოების წახალისების მიზნით, საქართველოს
მთავრობის წინაშე, წარადგინოს წინადადებები, რათა სახელმწიფო და მუნიციპალურ საჯარო
ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში:
თ.ა) დამოუკიდებლად ან/და კლიმატის ან გარემოსდაცვითი ფართო გეგმის ფარგლებში შეიმუშაოს
ენერგოეფექტურობის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ, ენერგიის დაზოგვისა და
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნებსა და ქმედებებს;
თ.ბ) ენერგოეფექტურობის გეგმაში ასახოს ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტირების
პროცესი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი;
თ.გ) შესაბამის
შემთხვევებში
გამოიყენოს
ენერგომომსახურების
კომპანიები
და
ენერგომახასიათებლების შესახებ კონტრაქტები განახლების დაფინანსებისთვის და გრძელვადიან
პერიოდში ენერგოეფექტურობის შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის;
თ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის და
ხარჯ-ეფექტურობის, ისევე როგორც სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდოს მხოლოდ
მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტები, მომსახურება და შენობები.
5. სამინისტრო ამ კანონის მიზნებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე ამტკიცებს ქვემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებათაგან ერთ-ერთს:
ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას;
ბ) ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებას ამ მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტებით მოცემული პრინციპების
შესაბამისად;
გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას და ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებებს
ერთობლივად.
6. სამინისტრო, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, სამწლიანი პერიოდულობით, უზრუნველყოფს
ყოველწლიური ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენას, საბოლოო მომხმარებლისთვის
წინა სამ წელიწადში მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე. სამიზნე მაჩვენებელები
ყოველი მომდევნო წლისთვის განისაზღვრება ეესგ-ს მიხედვით ან სამინისტროს ადმინისტრაციული
სამართლებრივი აქტით და განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ეესგ-ს დამტკიცების მომდევნო წელს, ეესგ-ს დამტკიცებამდე წინა სამ წელიწადში საბოლოო
მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,5%-ის ოდენობით;
ბ) ეესგ-ს დამტკიცებიდან მეორე წელს, ეესგ-ს დამტკიცებამდე წინა სამ წელიწადში საბოლოო
მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,5%-ის ოდენობით;
6
გ) ეესგ-ს დამტკიცებიდან მესამე წელს, ეესგ-ს დამტკიცებამდე წინა სამ წელიწადში საბოლოო
მომხმარებლისთვის მიყიდული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის 0,7%-ის ოდენობით.
7. ენერგიის გამანაწილებელი და მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ენერგოეფექტურობის
ვალდებულების სქემის შესაბამისად უზრუნველყონ ენერგოდანაზოგები შემდეგი საშუალებებით:
ა) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების შემცირების
პროგრამებით;
ბ) საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგიის მოხმარების შემცირებით.
8. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში მიღწეული დანაზოგების რაოდენობა და
დროითი გრაფიკი განისაზღვრება სამინისტროს მიერ მიღებული შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართლებრივი აქტით. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები არ ავალდებულებს
სადისტრიბუციო კომპანიებს გაყიდული ენერგიის აბსოლუტური რაოდენობის შემცირებას.
სადისტრიბუციო კომპანიებმა, ენერგიის დანაზოგები შეიძლება მიიღონ, ენერგოეფექტური
ღონისძიებების გატარების მიზნით, საკუთარ საბოლოო მომხმარებელის ან ბაზრის სხვა მონაწილეების,
მათ შორის, სხვა კომპანიის საბოლოო მომხმარებლის წახალისებით.
9. ენერგიის დაზოგვის ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებები და ენერგოდაზოგვის სამიზნე
მაჩვენებელი უნდა შეესაბამებოდეს მე-6 პუნქტით განსაზღვრული ენერგოდაზოგების რაოდენობას.
ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებები ემსახურება ეესგ-თი გათვალისწინებულ კონკრეტული
ტექნიკურ/საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელებას, კერძოდ:
ა) ენერგოაუდიტების განხორციელებასთან ერთად, მრეწველობაში სავალდებულო ენერგოეფექტური
ღონისძიებების დაწესება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) როგორც სასწავლო პროგრამების ასევე, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვა;
გ) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის სტანდარტების, ნორმების და ენერგოეტიკეტირების
სქემების დანერგვა.
10. სამინისტრო ვალდებულია ეესგ-ს დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში ენერგეტიკული
გაერთიანების სამდივნოს (შემდგომში სამდივნო) წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად მომზადებული ანგარიში ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების შესახებ, რომელიც
მოიცავს ინფორმაციას ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების მეშვეობით დანაზოგების
მოთხოვნილი რაოდენობების მიღწევისა და ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების მე-5 მუხლით
განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ.
მუხლი 5. ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებები
1. სამინისტრო ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების განსაზღვრისას ითვალისწინებს შემდეგ
პირობებს:
ა) ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებები უზრუნველყოფენ ამ კანონის მე-4 მუხლში
განსაზღვრული ეროვნული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას;
ბ) ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების ენერგოდანაზოგის სამიზნე რაოდენობა განისაზღვრება
გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, დაზოგვების მიღწევაზე და ღონისძიებების
განხორციელებაზე პასუხისმგებელ მხარეებთან თანამშრომლობით;
გ) ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის რაოდენობა წარმოადგენს
ენერგიის საბოლოო მოხმარების ან პირველადი ენერგიის მოხმარების დანაზოგს ამ კანონის მე-9 მუხლით
გათვალისწინებული გარდაქმნის კოეფიციენტების გამოყენებით;
დ) ენერგიის დანაზოგები გამოითვლება ამ კანონის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მეთოდებისა და პრინციპების
მეშვეობით;
ე) შესაბამისი უფლებამოსილი მხარის, მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს
პასუხისმგებლობის დადგენას;
ვ) დანაზოგის მიღებაზე პასუხისმგებელი მონაწილე მხარის ვალდებულებას წარადგინოს და
გაასაჯაროოს მიღწეული ენერგოდანაზოგის წლიური ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს არ
არის მიზანშეწონილი ენერგიის დაზოგვის წლიური მონაცემების თაობაზე არასაკმარისი ინფორმაციის
არსებობის გამო;
7
ზ) განხორციელებული ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების შედეგების მონიტორინგს და
შესაბამისი არადამაკმაყოფილებელი პროგრესის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებების გატარებას;
თ) ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების
ღონისძიებების შედეგების კონტროლის სისტემის დანერგვა.
2. ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებებით მიღებული ენერგიის დაზოგვის ტენდენციის
მონაცემები ქვეყნდება ყოველწლიურად სამინისტროს ვებ-გვერდზე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9
პუნქტის მიზნებითვის სამინისტრო უზრუნველყოფს, ენერგიის დანაზოგის ორმაგად დათვლის
პრევენციას, როდესაც ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებები ან ენერგოეფექტურობის
ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც განსაზღვრული არ არის ალტერნატიული პოლიტიკის
ღონისძიებებით, ერთმანეთს ემთხვევა.
3. სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ეესგ-ით მიღებული
ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის
შეტყობინების წარდგენის წესი.
მუხლი 6. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, ზედამხედველობა და კონტროლი
1. სამინისტრო ამ კანონითა და სხვა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით,
კონტროლს და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ენერგომენეჯმენტისა და ენერგოაუდიტის სისტემების დანერგვას;
ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობების და მომსახურების ხარისხის კონტროლს;
გ) ენერგოაუდიტორებისთვის, ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისათვის ენერგეტიკული
მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური
ინსპექტირების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას;
დ)ეროვნულ დონეზე მიღებული ენერგოდანაზოგების გამოთვლისა და ინდივიდუალური
ღონისძიებებით მიღებული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიების შემუშავებას;
ე) ენერგომომხმარებლების მიერ ენერგომომსახურების გაწევის შედეგად მიღწეული ენერგოდანაზოგის
მაჩვენებლის დადასტურებას;
ვ) სამრეწველო სექტორში სახელმწიფო მხარდაჭერის ბენეფიციარების მიერ მიღებული დანაზოგების
შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებას და დამტკიცებას;
ზ) შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს ამ კანონის 20-ე მუხლის მიზნებისათვის;
თ) მაღალეფექტური კოგენერაციის და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემების
გამოყენების პოტენციალის დეტალურ შეფასებას და ხარჯ-ეფექტურობის ანალიზის ჩაატარებას;
ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებას და წახალისება/ხელშეწყობას;
კ) სატრენინგო და ენერგო-საკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას;
ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას.
3. სამინისტრო:
ა) სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას უწევს:
ა.ა) ეესგ-ს განხორციელებას;
ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან/და ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების
შედეგად მიღებულ ენერგოდანაზოგებს;
ა.გ) ენერგოაუდიტორებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ექსპერტთა სიაში შეყვანილი
ექსპერტების საქმიანობას;
ა.დ) პირველი კატეგორიის საწარმოების მიერ ამ კანონის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
ჩატარებული აუდიტის არსებობას;
ა.ე) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და ფორმალური და სერტიფიცირებული
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს;
ა.ვ) ენერგოაუდიტის მიერ გაცემული ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან
შესაბამისობას;
ბ) ადგენს:
8
ბ.ა) კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას სახდელის დაკისრების თაობაზე;
ბ.ბ) ენერგომომხმარებელი პროდუქტის ეტიკეტირების წესების კანონმდებლობის მოთხოვნებთან
შესაბამისობას;
გ) ამოწმებს ენერგიის მომსახურების გაწევის შედეგად ენერგიისმომხმარებლის მიერ მიღწეული
ენერგოდანაზოგის მაჩვენებელს, მისი დადასტურების მიზნით;
დ) სისტემატიურ მონიტორინგს უწევს პლატფორმაზე განთავსებულ ეროვნულ დონეზე მიღებულ
ენერგოდანაზოგებს გაზომვასა და დადასტურების მიზნით;
ე) აანალიზებს სახელმწიფო ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას ყოველწლიურად;
ვ) აანალიზებს სახელმწიფო ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას სახელმწიფო ორგანოებისათვის და
ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებლების ჯგუფისთვის შეიმუშავებს
მითითებებსა და რეკომენდაციებს ენერგოდანაზოგებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების
ღონისძიებების შესახებ;
ზ) წარადგენს ანგარიშებს ამ კანონის მიზნების შესაბამისად;
თ) გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ
აქტებს ამ კანონით მისთვის მიკუთვნებული
უფლებამოვალეობების განხორციელების მიზნით;
ი) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისიწინებულ სხვა მოთხოვნებს;
კ) ხელს უწყობს:
კ.ა) ეესგ-ითი და წინამდებარე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
კ.ბ) კერძო და საჯარო სექტორებში პროექტების/პროგრამების განხორციელებას ენერგეფექტურობის
დანერგვის მიზნით;
კ.გ) სამდივნოსთვის და ევროპის კომისიისთვის ანგარიშის მომზადებას.
მუხლი 7. სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების განხორციელების
ხელშეწყობა
1. სამინისტრო, საერთშორისო და რეგიონულ დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციისა და თანხების
მობილიზაციის გზით, პოპულარიზაციას უწევს, ხელს უწყობს და ახორციელებს მრეწველობის,
შენობების, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ისეთ პროგრამებს,
ღონისძიებებსა და საქმიანობას, როგორიცაა:
ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტირების დანერგვა;
ბ) ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების, ასევე, შენობების, მრეწველობის, ტრანსპორის
სექტორებში ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის წახალისებას;
გ) ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და
ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება და ენერგო-საკონსულტაციო პროგრამები;
დ) სამრეწველო ენერგოაუდიტორებისთვის, ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის
ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ისპექტორებისათვის
სასერტიფიკაციო პროგრამები;
ე) სატრანსპორტო საშუალებების ეკო-მართვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება;
ვ) ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების, მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმელებისა და
მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების დანერგვის პროგრამები.
მუხლი 8. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი
1. ენერგიის დაზოგვის ეროვნული ინდიკატიური სამიზნე მაჩვენებელი, როგორც პირველადი ენერგიის
მოხმარების, ასევე ენერგიის საბოლოო მოხმარების დანაზოგის რაოდენოება, განისაზღვრება ეესგ-ით 3
წელიწადში ერთხელ, მომდევნო 3 წლისთვის. გრძელვადიანი მიზნებისთვის შესაძლოა განისაზღვროს
დამატებითი ინდიკატიური (საორიენტაციო) სამიზნე მაჩვენებელი.
2. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის დადგენისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში საპროგნოზო ენერგიის მოხმარება;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
გ) ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური დარჩენილი პოტენციალი;
დ) მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი;
9
ე) ენერგიის იმპორტ-ექსპორტის ცვლილებები;
ვ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მომხარება, ატომური ენერგიის მოხმარება, ასეთის
არსებობის შემთხვევაში, ნახშირორჟანგის ჩაჭერისა და დასაწყობების ინფრასტრუქტურის მშენებლობა
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) წინა პერიოდში განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიებების შედეგები.
3. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ანგარიშგების წესის შესაბამისად, სამინისტრო ყოველი
წლის პირველ მარტამდე ამზადებს და სამდივნოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელის შესრულების თაობაზე.
მუხლი 9. ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა
1. ეესგ განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის გასატარებელ პოლიტიკასა და
ღონისძიებებს.
2. ეესგ უნდა მოიცავდეს:
ა) ქვეყნის მიერ ენერგიის მოხმარების შეფასებასა და წარდგენას;
ბ) გრძელვადიან მიზნებს, ენერგოდანაზოგების ეროვნული ჩარჩოს ჩათვლით, ენერგოეფექტურობის
გასაუმჯობესებელ ღონისძიებებსა და ინდიკატორებს;
გ) ენერგიის დაზოგვის ეროვნულ ინდიკატიურ სამიზნე მაჩვენებელს;
დ) სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს;
ე) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებს ენერგეტიკული და მთავრობის მიერ მიღებული
სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად;
ვ) არსებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების გეგმას;
ზ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების რაოდენობის ზრდის გეგმას;
თ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადმინისტრაციული ორგანოს
სარგებლობაში არსებულ, გაგრილებას ან გათბობას დაქვემდებარებული შენობების საერთო ფართის 1%ის განახლებას, შენობის ან შენობის ნაწილისათვის დადგენილი მინიმალური ენერგეტიკული
მახასიათებლების დასაკმაყოფილებლად;
ი) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგების გაანგარიშებას, ენერგოდანაზოგების მონიტორინგის, გაზომვისა
და დადასტურების წესების შესაბამისად;
კ) ენერგიის დაზოგვისა და ენერგიის მოხმარების დაგეგმვისა და ანგარიშგების მიზნებისათვის
გარდაქმნის კოეფიციენტს;
ლ) გეგმის განსახორციელებლად საჭირო ფინანსებს და დაფინანსების სავარაუდო წყაროების, მათ შორის,
სახელმწიფო მხარდაჭერას/ბიუჯეტის, კერძო ინვესტიციის, დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ან
სხვა წყაროს მითითებას.
3. სამინისტროს მიერ შედგენილი ეესგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას
სამწლიანი პერიოდულობით.
4. მთავრობის მიერ დამტკიცებულ ეესგ-ს სამინისტრო წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების
სამდივნოს. წარსადგენი დოკუმენტები უნდა მოიცავდეს წინა წლით განსაზღვრული მიზნების
შესრულების ანალიზს.
მუხლი 10. ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
1. სამინისტრო, უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.
2. ყოველწლიური გეგმა უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს:
ა) წინა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შედეგების ანალიზით;
ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებით;
გ) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებით, ენერგეტიკული და მთავრობის მიერ
მიღებული სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად;
დ) გეგმის განხორციელებისათვის მონიტორინგის საშუალებებითა და ანგარიშგების გეგმით;
ე) ღონისძიებების დაფინანსების წყაროებით.
10
მუხლი 11. გაზომვისა და დადასტურების სისტემა
1. ეროვნულ დონეზე მიღებული ენერგოდანაზოგები და ენერგოეფექტურობის ინდივიდუალური
ღონისძიებების განხორციელებით მიღებული ენერგოდანაზოგები უნდა განთავსდეს პლატფორმაზე.
2. პლატფორმაზე განთავსდება შემდეგი ინფორმაცია/მონაცემები:
ა) ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ ენერგოეფექტური ღონისძიებების
განხორციელებისა და განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული ენერგოდანაზოგების
შესახებ.
3. პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების შეტანის ვალდებულება ეკისრება:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის
მოხმარებასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებისა და
გარემოებების, მათ შორის, ეესგ-ში გაწერილი ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების
განხორციელების თაობაზე;
ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ
მონაცემებს ასახავს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ენერგომომსახურეობის მიმწოდებელს, რომელიც განათავსებს ინვესტიციების განხორციელების
შედეგად მიღებული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებს და შესაბამის დამადასტურებელ
მტკიცებულებებს;
დ) სუბსიდიის მიმწოდებლებს, რომელიც განათავსებს მომავალ წელს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ
მონაცემებს - არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა, ხოლო წინა წელს განხორციელებული
საქმიანობის შესახებ ანგარიშებს - არაუგვიანეს მომდევნო წლის თებერვლისა.
4. პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების წესი და ფორმატი განისაზღვრება სამინისტროს მიერ
დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით და უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას;
ბ) ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღებული ენერგო-დანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიას;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებული მხარეების მიერ პლატფორმაზე წარსადგენი
მონაცემების ფორმას;
დ) ინფორმაციას ენერგეტიკულ სერტიფიკატებსა და ინსპექტირების ანგარიშებზე, მათ მიზნებზე და
შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტურ მეთოდებზე;
ე) ენერგოდანაზოგების დადასტურების და დანაზოგებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის
პროცედურას.
თავი III. ჰორიზონტალური პოლიტიკის ღონისძიებები
მუხლი 12. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული
ორგანოების ვალდებულებები
1. ადმინისტრაციული ორგანოები უზრუნველყოფენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობასა და
ენერგოფექტურობის გაუმჯობესებისათვის სამინისტროს მიერ მიღებული რეკომენდაციების დანერგვას.
2. ადმინისტრაციული ორგანოები ხელს უწყობენ ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და
ენერგომომსახურების მიმღებ მხარეებს შორის ენერგომომსახურების ბაზრის განვითარებას შემდეგი
საშუალებებით:
ა) საქართველოს მთავრობა, ეესგ-ს ღონისძიებებით, ენერგომომსახურების მიმწოდებლებს ხელს უწყობს
შესაბამისი საქმიანობის განხორციელებში;
ბ)საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
რეგულაციები და ენერგომომსახურების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების საბიუჯეტო წესები,
ადმინისტრაციული ორგანოების (როგორც ენერგომომსახურების მიმღებისთვის) სარგებლობაში
არსებული შენობებისა და სხვადასხვა აქტივების ენერგომომსახურებისას.
3. ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ვალდებულია:
ა)მუდმივად იზრუნოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშემშლელი პირობების
შემცირებასა და აღმოფხვრაზე. თუ ენერგიის მიმწოდებლები და დისტრიბუტორები აფერხებენ
ენერგომომსახურებაზე
მოთხოვნას,
სამინისტრო
უფლებამოსილია
მოსთხოვოს
მათ
11
ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეშლის შეწყვეტა და დააკისროს პასუხისმგებლობა
ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ენერგომახასიათებლების
ხელშეკრულების ნიმუში ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობებისთვის;
გ) უზრუნველყოს ენერგომახასიათებლების ხელშეკრულების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ
ინფორმაციის გავრცელება;
დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიისა და ენერგოეფექტურობის
გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა;
ე) სახელმწიფო და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს
ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საბუღალტრო წესები.
მუხლი 13. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება
1. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება, როგორც ენერგიის დაზოგვის საშუალება,
გამოიყენება ენერგიის დაზოგვის სფეროში, მაღალი ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების
მქონე კომპანიების მიერ ინვესტიციის განხორციელებით.
ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ენერგოდაზოგვა წარმოადგენს
ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ მიმღებისათვის მიწოდებულ მომსახურებას, მიმღებისათვის
დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე. ინვესტიციის ამოღება მოხდება ენერგომომსახურების
მიმღების მიერ იმ დანაზოგიდან, რომელიც წარმოიქმნება მოხმარებული ენერგიის შემცირების
შესაბამისად მოხმარებული ენერგიის შემცირებული საფასურით. ენერგომომსახურების მიმწოდებლის
მიერ ენერგომახასიათებლების ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ინვესტიციის
შედეგად წარმოქმნილი აქტივები, მომსახურების სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებამდე
რჩება ენერგომომსახურების მიმწოდებლის მფლობელობაში.
2. ენერგომახასიათებლების ხელშეკრულებით განისაზღვრება:
ა) განსახორცილებელი ენერგოეფექტური ღონისძიებების ან ამ ღონისძიებების შედეგად გამოწვეული
შედეგების მკაფიო და გამჭვირვალე ჩამონათვალი;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მისაღები
გარანტირებული დანაზოგები და მისი მიღების ფინანსური ღირებულება;
გ) დაზოგილი ენერგიის გამოთვლისა და დადასტურების შესახებ დებულებები, პერიოდები, რომელთა
განმავლობაშიც ხორციელდება ენერგიის დაზოგვის დადასტურება განვლილი პერიოდისთვის,
დადასტურების მეთოდოლოგია, მხარეების მიერ წარსადგენი მტკიცებულებები, ხარისხის კონტროლი
და ინვესტორის მიერ წარსადგენი გარანტიები;
დ) ენერგიის მოხმარების ნორმალიზაციისა და ენერგოდაზოგების ფინანსური ღირებულების
კორექტირების შესახებ დებულებები;
ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობა და შესრულების ეტაპები, გაფრთხილების ვადები და პირობები;
ვ)ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებების მკაფიო და გამჭვირვალე ჩამონათვალი და
განხორციელების სავარაუდო რისკები;
ზ) დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მხარეთა პასუხისმგებლობის
შესახებ.
3. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს ენერგომომსახურების
მიმწოდებლის ინვესტიციას განუცალკევებად მატერიალურ აქტივებში, განცალკევებად მატერიალურ
აქტივებში და არამატერიალურ აქტივებში.
4.ენერგომომსახურების მიმწოდებლის ბრალეულობით ენერგომომსახურების ხელშეკრულების
შეწყვეტისას, ენერგომომსახურების მიმწოდებელი ვერ მიიღებს ანაზღაურებას შენობის გაზრდილი
ფასის გამო.
5. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულება, ამ კანონის შესაბამისად, შეუძლიათ დადონ
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას
ერთობლივად ან/და
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან მიმართებით თუ
ხელშეკრულების
თანხა
არ
აღემატება
გარანტირებული
დანაზოგების
ღირებულებას.
12
ენერგომახასიათებლების ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების დამდებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრ
ბინათმესაკუთრეს შეუძლია სადავოდ გახადოს ხელშეკრულება ამავე მუხლის პირობების შესაბამისად.
7. ენერგოდანაზოგების გაანგარიშება ხდება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართლებრივი
აქტის
შესაბამისად,
თუ
ენერგომახასიათებლების
ხელშეკრულებით უფრო დეტალური მეთოდოლოგია არ არის გათვალისწინებული.
8.ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეების ზოგადი უფლება-მოვალეობები
განისაზღვრება სამინისტროს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14. სატრენინგო პროგრამები
1. საქართველოს მთავრობა, სამინისტროს წარდგინებით, ეესგ-ს შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო
პროგრამებს:
ა) ენერგომომსახურეობის მიმწოდებლებისთვის;
ბ) მრეწველობის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელთათვის;
გ) შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების განმახორციელებელთათვის;
დ)ენერგომენეჯერებისათვის და შენობის ენერგომოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების
მემონტაჟეებისათვის.
2. სატრენინგო პროგრამით მომზადებულ ექსპერტთა სიას ადგენს სამინისტრო და განათავსებს ვებ.
გვერდზე.
მუხლი 15. სახელმწიფო შესყიდვა
სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“ შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად
წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და
სახელმძღვანელო პრინციპებს, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის
პრინციპების, ტექნიკურად შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით.
თავი IV. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა შენობებში
მუხლი 16. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და ღონისძიებები შენობებში
1. საქართველოს მთავრობა, სამინისტროს წარდგინებით, ამტკიცებს გრძელვადიან სტრატეგიას
შენობების
მნიშვნელოვანი
რეკონსტრუქციისა
და
ენერგოეფექტური
გაუმჯობესების
ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტრატეგია უნდა მოიცავდეს:
ა) არსებული შენობების მიმოხილვას;
ბ) შენობების განახლების ხარჯეფექტურობას, მათი ტიპისა და განლაგების კლიმატური ზონის
გათვალისწინებით;
გ) შენობების ფართომასშტაბიანი ხარჯეფექტური განახლებისთვის, მათ შორის, ეტაპობრივი ძირეული
განახლებისთვის, საჭირო პოლიტიკასა და ღონისძიებებს;
დ) გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საჭირო სახელმძღვანელო მითითებებს ყველა ფიზიკური და
იურიდიული პირების, სამშენებლო ინდუსტრიისა და საფინანსო ინსტიტუტებისათვის;
ე) ინფორმაციას მოსალოდნელ ენერგოდანაზოგების შესახებ;
ვ)მოსალოდნელ ენერგოდანაზოგებს, დანაზოგების თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მეთოდების
შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია მიღებულ უნდა იქნას
ეესგ-ს მიღების შემდეგ და წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ეესგ-სთან ერთად.
მუხლი 17. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ
შენობებში
1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:
13
ა)ყოველწლიურად ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებული, გათბობის ან
გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართის 1%-ის განახლებას,
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების
მიღწევის მიზნით;
ბ)ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტებზე
ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას.
2. 1% ფართობის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება:
ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე, იმ შემთხვევაში თუ, მათი
ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა გამოიწვევს განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას;
ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების სარგებლობაში ან ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში
არსებულ შენობებზე, რომლებიც გამოიყენება ეროვნული უსაფრთხოებისათვის, გარდა საცხოვრებელი
ან შეიარაღებული ძალების საოფისე შენობებისა;
გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო.
შენობების რეესტრი სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარდა უნდა მოიცავდეს შენობის ფართისა და
ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო
მონაცემების შესახებ ინფორმაციას.
მუხლი 18. შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკაცია, კვალიფიკაცია და აკრედიტაცია
შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკაციის, კვალიფიკაციისა და აკრედიტაციის წესი
და შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკაციისა და გათბობა-კონდიცირების
სისტემების ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში
მუხლი 19. ენერგოაუდიტის განხორციელება და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვა მრეწველობაში
1. საწარმოს ენერგოაუდიტი წარმოადგენს დამოუკიდებელ ღონისძიებას ან/და ღონისძიებას, რომელიც
ხორციელდება სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (რომელშიც ძირითადი მიმართულება იქნება ენერგია) ფარგლებში,
რომლის მიზანია ენერგიის მოხმარების შემცირების შესაძლებლობის იდენტიფიცირება და
ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.
2. პირველი კატეგორიის საწარმოებმა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელონ სრული
ენერგოაუდიტი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის მეშვეობით:
ა)საწარმოს შემადგენელი სხვადასხვა, დიდი, საბოლოო ენერგომოხმარების ელემენტების
ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით;
ბ) თუ საწარმოს გააჩნია ორ ან მეტი უფრო მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ახორცილებენ ერთი და
იმავე ან მსგავს საქმიანობას, შერჩევითობის პრინციპით ორ ან რამდენიმე ობიექტზე ენერგოაუდიტის
განხორციელების მეშვეობით;
გ) ასევე, ამ მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პირობების ერთობლიობით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოაუდიტი:
ა) უნდა ეფუძნებოდეს განახლებულ, გაზომვად და მოძიებად მონაცემებს ენერგიის მოხმარებისა და
ელექტროენერგიის შემთხვევაში დატვირთვის შესახებ;
ბ) უნდა ასახავდეს შენობის ან შენობების ჯგუფის, საწარმოო დანადგარებისა და ტრანსპორტის ენერგიის
მოხმარების დეტალურ ინფორმაციას (პროფილებს);
გ) შესაძლებლობის შემთხვევაში, ენერგოაუდიტის რეკომენდაცია მარტივი უკუგების პერიოდის
მითითების ნაცვლად, უნდა მოიცავდეს სასიცოცხლო ციკლის ღირებულების ანალიზს, რათა
შესაძლებელი იყოს გრძელვადიანი დანაზოგის, გრძელვადიანი ინვესტიციის ნარჩენი ღირებულებისა და
საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინება.
14
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება სამინისტროსთვის
შესაძლებელია დადასტურდეს საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განხორციელების, ენერგომენეჯმენტის
სისტემის ან გარემოს დაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ დამოუკიდებელი
აკრედიტირებული ორგანოს მიერ, გაცემული სერტიფიკატის წარდგენით.
5. პირველი კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან განხორციელებული ენერგოაუდიტის
ანგარიშის ასლი მიაწოდონ სამინისტროს და განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ მონაცემები
შეინახონ სულ მცირე 10 წლის ვადით.
6.პირველი
კატეგორიის
საწარმოები
ვალდებულნი
არიან
სამინისტროს
წარუდგინონ
სერტიფიცირებული ენერგო მენეჯმენტის სისტემის ან/და ფორმალური და სერტიფიცირებული
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის დანერგვის შესახებ ანგარიში, ენერგოეფექტურობის
გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებით.
7. ეესგ ითვალისწინებს წამახალისებელი პროგრამების დანერგვას მცირე და საშუალო - სხვა, არა
პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის ენერგოაუდიტების განხორციელებისა და ენერგოაუდიტების
შედეგად მიღებული ღონისძიებების გატარების მიზნით.
8. სამინისტრო შეიმუშავებს პროგრამებს მცირე და საშუალო - სხვა, არა პირველი კატეგორიის,
საწარმოებისთვის ენერგომენეჯმენტის სისტემების განხორციელების სარგებლიანობისა და
სერტიფიცირებული ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.
9. საწარმოები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო მხარდაჭერით ვალდებულნი არიან, გაზომვისა და
დადასტურების პლატფორმის საშულებით ან სხვა წინასწარ შეთანხმებული მეთოდით ყოველწლიურად
სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების
გატარებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ. ანგარიშის წარდგენის წესს შეიმუშავებს
სამინისტრო.
10. სამინისტრო ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ადგენს ენერგოაუდიტის ჩატარების წესს.
მუხლი 20. ენერგოაუდიტორები მრეწველობაში
1.პირველი კატეგორიის საწარმოები და საწარმოები, რომლებიც ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების
ღონისძიებებისა ან/და ენერგოაუდიტების განხორციელებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო
მხარდაჭერით,
ვალდებულნი
არიან
აუდიტი
განახორციელონ
აკრედიტირებული
ან/და
სერტიფიცირებული პირების მეშვეობით.
2. ენერგოაუდიტორების აკრედიტაციას ახორციელებს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო
- აკრედიტიაციის ცენტრი, რომელსაც შეუძლია დაინტერესებულ პირს მიანიჭოს აკრედიტაცია
ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს,
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს
ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები.
3. აკრედიტაცია და სერტიფიცირება მოქმედებს 5 წლის ვადით.
4. სამინისტრო აწარმოებს რეესტრს, რომელიც მოიცავს:
ა) შესაბამისი აკრედიტაციის/ სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალს, რომელიც
ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე;
ბ) ანგარიშებს განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ, რომლებიც უნდა მოიცავდეს საწარმოს
დასახელებას, აუდიტორს და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს;
გ) პირველი კატეგორიის საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ
ენერგოაუდიტები.
მუხლი 21. მრეწველობაში ენერგოეფექტურობის წამახალისებელი პოლიტიკის დამატებითი ღონისძიებები
1. მრეწველობაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით,
მთავრობასთან შეთანხმებით
სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ნებაყოფლობითი შეთანხმებების თაობაზე ხელშეკრულება
საწარმოსთან. ნებაყოფლობითი შეთანხმების გაფორმებისას შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს
ენერგომომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
15
2. სამინისტრო აფასებს ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებამდე
საწარმოს მიერ შემოთავაზებული სამიზნე მაჩვენებლების ოდენობებს. საჭიროების შემთხვევაში, თუ
შემოთავაზებული სამიზნე მაჩვენებლები არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, სამინისტროს უფლება
აქვს დააწესოს ისეთი სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც განაპირობებენ საწარმოში
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.
3. ნებაყოფლობითი შეთანხმების მხარე - საწარმო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს სამთავრობო, მათ შორის,
სამინისტროს დახმარება, ენერგოაუდიტის, ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოეფექტურობის
გასაუმჯობესებელი ინდივიდუალური ღონისძიების განსახორციელებლად.
4. სამინისტრო უფლებამოსილია შეიმუშაოს ნებაყოფლობითი შეთანხმების მომზადების საფუძვლები
და ზოგადი დებულებები.
თავი VI. ენერგოეფექტურობა ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში
მუხლი 22 კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემის
და განაწილების სექტორებში
1. ელექტროენერგიის გადაცემასა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და
განაწილების სფეროებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, კომისია უფლებამოსილია
გაითვალისწინოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების სამართლებრივი
მოთხოვნები და უზრუნველყოს მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება, რომელიც წაახალისებს
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორებსა და განაწილების სისტემის
ოპერატორებს, განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები შესაბამისი
ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ექსპლუატაციისას.
2. კომისია უზრუნველყოფს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის
გადაცემის სისტემის
ოპერატორებმა და განაწილების სისტემის ოპერატორებმა განახორციელონ ენერგოეფექტურობის
გასაუმჯობესებელი ღონისძიებები, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და
ექსპლუატაციის დროს ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება. აღნიშნულმა ოპერატორებმა,
კომისიას უნდა წარუდგინონ შეფასება როგორც მათი ქსელის განვითარების სამოქმედო გეგმის ნაწილი.
ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების სისტემებში
ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს და შესაბამის ინვესტიციებს;
ბ) გადაცემის სისტემის ოპერატორების და განაწილების სისტემის ოპერატორების მიერ
ელექტროენერგიისა
და
გაზის
დანაკარგების
შემცირების
შესაძლებლობების
შეფასებას
გადამცემ/ტრანსპორტირებისა და გამანაწილებელ ქსელებში.
3. კომისია ელექტრონერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში:
ა) ენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელს უწყობს საცალო და საბითუმო ბაზარზე
ენერგიით ვაჭრობის დროს ენერგოეფექტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებას;
ბ) უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ტარიფები ასახავდეს
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებიდან მიღებულ ფინასურ შედეგებს, მათ შორის,
ელექტროენერგეტიკული ქსელის ან უფრო ოპტიმალურ ექსპლუატაციით
განხორციელებული
ინვესტიციებიდან, ან/და მოთხოვნაზე რეაგირების ღონისძიებებიდან და განაწილებული გენერაციიდან
მიღებულ ფინანსური დანაზოგებს;
გ) უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და გამანაწილებელი სისტემის
ოპერატორებმა მაღალი ეფექტურობის კოგენერაციულ სადგურებს მიანიჭონ უპირატესობა და
ელექტროენერგიის ქსელთან გარანტირებული წვდომა, ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო
ოპერირების შესაძლებლობების ფარგლებში.
4. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების
სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, ჰიდროელექტროსადგურები ვალდებული არიან
ექსპულატაციაში შესვლიდან ყოველი 15 წლის პერიოდულობით მოამზადონ ტექნიკურ-ეკონომიკური
16
დასაბუთება ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალის
გამოსავლენად.
ჰიდროელექტროსადგურები
განახორციელებენ
სადგურების
ეფექტურობის
პოტენციური გაუმჯობესების განხორციელებადობის/ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევას.
მუხლი 23. გათბობისა და გაგრილების სისტემების ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა
1. ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა
და ამოქმედების შემთხვევაში, სამინისტრო ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ქსელის
ოპერატორებთან თანამშრომლობით განახორციელებს:
ა) თბური და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის და ეფექტური ცენტრალური გათბობისა
და გაგრილების სისტემების გამოყენების პოტენციალის დეტალურ შეფასებას;
ბ) ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს,
როგორც გათბობისა და გაგრილებისთვის ყველაზე ეკონომიკურად ეფექტური და უპირატესი
შესაძლებლობის განსაზღვრისთვის დეტალური შეფასების ნაწილი.
2. ხარჯეფექტურობის ანალიზი, ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განხორციელდება იმ
შემთხვევაში, თუ:
ა) იგეგმება ჯამში 20 მგვტ.-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის კოგენერაციული ახალი ელექტრო
და თბური ენერგიის მაწარმოებელი დანადგარის ინსტალაცია და საჭიროა დანადგარის, როგორც მაღალი
ეფექტური კოგენერაციული დანადგარის, ხარჯეფექტურობის შეფასება;
ბ) ხორციელდება ჯამში 20 მგვტ.-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის არსებული კოგენერაციული
დანადგარის არსებითად განახლება და საჭიროა დანადგარის მაღალი ეფექტურ კოგენერაციულ
დანადგარად გადაკეთების ხარჯეფექტურობის შეფასება;
გ) იგეგმება 20 მგვტ.-ზე მეტი შემავალი ნომინალური თბური სიმძლავრის სამრეწველო მოწყობილობის
დამონტაჟება ან არსებითად განახლება, რომლის გამოსაყენებელი ტემპერატურის მქონე ნარჩენი სითბოს
ათვისების ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნის შეფასებისთვის კოგენერაციის ან ამგვარი
დანადგარის ინდივიდუალური გათბობის ან/და ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებზე
მიერთების ხარჯეფექტურობის შეფასებაა საჭირო;
დ) იგეგმება ინდივიდუალური გათბობის და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები ან ხდება
არსებულ გათბობის სისტემებში ახალი, ჯამში 20 მგვტ.-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის
კოგენერაციული ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება ან არსებული დანადგარის
არსებითად განახლება და საჭიროა ახლოს არსებული სამრეწველო დანადგარებიდან ნარჩენებით
წარმოებული სითბოს გამოყენების ხარჯეფექტურობის შეფასება.
3. თბური და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის ან/და ეფექტური ცენტრალური
გათბობისა და გაგრილების სისტემების გამოყენების იმგვარი პოტენციალის დადგენის შემთხვევაში,
რომლის სარგებელი აღემატება ხარჯს, სამინისტრო, ამ მულის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის შესაბამისად და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული
კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფს:
ა)ეფექტური გათბობისა და გაგრილების ინფრასტრუქტურის ან/და თბური და ელექტროენერგიის
მაღალ-ეფექტური კოგენერაციის განვითარებას;
ბ)ნარჩენი სითბოსგან და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების
ენერგიის გამოყენებას.
4. ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელების სახელმძღვანელო დებულებები განისაზღვრება
ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად.
მუხლი 24. ენერგიის მოხმარების აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა
1. საბოლოო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და
გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად. ენერგიის გამანაწილებლები ან/და მიმწოდებლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველების დამონტაჟებაზე, ოპერირებასა და მათი
მდგომარეობის შენარჩუნებაზე, ვალდებულნი არიან საბოლოო მომხმარებლებს დაუმონტაჟონ
ინდივიდუალური მრიცხველები, რომელებიც ასახავენ რეალურ დროში ენერგიის მოხმარებას.
17
2. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების
მოწყობის ეესგ-თი გათვალისიწინების შემთხვევაში, კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ
აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლების ან/და მიმწოდებლების მიერ უზრუნველყოფილ იქნას:
ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემები, რომლებიც მომხმარებლებს აწვდიან ენერგიის რეალური მოხმარების,
მათ შორის ენერგიის მოხმარების რეალურ დროში მოხმარების შესახებ ზუსტ და სანდო ინფორმაციას;
ბ) „ჭკვიანი“ აღრიცხვის სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნების, ენერგიის
გამანაწილებლების ან/და მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას
სრულად იქნას გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის მიზნები და სარგებელი;
გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემების და
საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;
დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემებმა შეძლონ მომხმარებლის
საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების
საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული
ელექტროენერგიის აღრიცხვა;
ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ელექტროენერგიის გაცემისა და
მიღების მონაცემების ხელმისაწვდომობა მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის.
აღნიშნული მონაცემები მიწოდებული უნდა იყოს ადვილად გასაგები ფორმით;
ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების
და ინფორმაციის მიწოდება, ამგვარი სისტემების წაკითხვის, მენეჯმენტისა და ენერგიის მოხმარების
მონიტორინგის შესახებ.
3. ენერგიის გამანაწილებლები ან/და მიმწოდებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საბოლოო
მომხმარებლის წვდომა ენერგიის მოხმარების ისტორიულ მონაცემებზე. კერძოდ:
ა) ჯამური მონაცემები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ენერგიის გამანაწილებლების ან/და
მიმწოდებლების მომხმარებელთა მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების წარმოების ინტერვალებს; ჯამური
მონაცემები დგება მომხმარებელთა მონაცემთა ბაზიდან სულ მცირე ბოლო სამი წლის მონაცემებით ან
ენერგიის მიწოდების საწყისი თარიღიდან თუ მომხმარებლის მონაცემების ისტორია სამ წელზე
ნაკლებია;
ბ) დეტალური მონაცემები რეალური დროის მიხედვით ნებისმიერი დღის, კვირის, თვის და წლისთვის.
ამგვარი მონაცემები შესაძლებელია საბოლო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინტერნეტის
ან მრიცხველის (ინდიკაციის ერთეულის) საშუალებით, არანაკლებ გასული 24 თვის პერიოდზე ან
ენერგიის მიწოდების ხელშეკრულების ამოქმედების დასაწყისიდან, თუ ეს უკანასკნელი პერიოდი 24
თვეზე მცირეა.
4. ენერგიის გამანაწილებლები ან/და მიმწოდებლები ვალდებული არიან ენერგიის ქვითრის საშუალებით
მიაწოდონ საბოლოო მომხმარებელს ინფორმაცია:
ა) ენერგიის რეალურ მოხმარებასა და ფასზე;
ბ) წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული ენერგიის შესახებ ინფორმაციის მითითებით;
გ) საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ საშუალო მოხმარებული ენერგიის შესახებ;
დ) იმ ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაგანაც შესაძლებელია ენერგოეფექტურობის
უფრო მაღალი დონის მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებების, მოწყობილობებისა და დანადგარების
შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
მუხლი 25. მომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლების პროგრამები
1. სამინისტრო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით იღებს შესაბამის ზომებს ენერგიის მცირე
მომხმარებლების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ, ენერგიის ეფექტურად
გამოყენების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნებისთვის, ან/და მოსაზრებებს წარუდგენს მთავრობას:
ა) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
ა.ა) დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის თაობაზე;
ა.ბ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე;
ა.გ) არაანაზღაურებადი ტექნიკური და ფინანსური დახმარების თაობაზე.
ბ) ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით:
18
ბ.ა) ცნობიერების ამაღლების თაობაზე.
გ) საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების დანერგვის თაბაზე;
დ) სამუშაო ადგილებზე ენერგიის მოხმარების ქცევითი ცვლილების წახალისების თაობაზე;
ე) ენერგიის საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, ენერგიის მომხმარებელი ორგანიზაციების მიერ
აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემის დამონტაჟების წახალისების თაობაზე;
2.სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ხელმისაწვდომ მექანიზმებზე, ფინანსურ
ინსტრუმენტებზე და სამართლებრივ რეგულაციებზე ინფორმაციის გავრცელებას.
3.კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს განაწილების სისტემის ოპერატორებს ან ენერგიის
მიმწოდებლებს ჩაერთონ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების გავრცელების და ქცევითი ცვლილების
ხელშემწყობ ისეთ აქტივობებში, რამაც შესაძლებელია გაზარდოს ენერგიის ეფექტური მოხმარება, ხოლო
განაწილების სისტემის ოპერატორები ან ენერგიის მიმწოდებლები თავის მხრივ ვალდებულნი იქნებიან
შეასრულონ კომისიის მითითებები.
თავი VII. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
მუხლი 26. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და
სახდელები
1. ენერგოეფექტურობის სავალდებულო სქემაში ჩართული ენერგიის გამანაწილებლის მიერ საბოლოო
მოხმარების წლიური ენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სამიზნე მაჩვენებლების შეუსრულებლობა
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.
2. სახელმწიფო
ორგანოს, ენერგიის გამანაწილებლის, ენერგომომსახურეობისა ან სუბსიდიების
მიმწოდებლების მიერ გაზომვისა და დადასტურების სისტემის ინტერნეტ პლატფორმაში ამ კანონით
დადგენილი ინფორმაციის განუთავსებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000-დან 5000 ლარამდე.
3. ენერგომიმწოდებლისა და ენერგოგამანაწილებლის მიერ ენერგომომსახურების ბაზრის
ფუნქციონირების ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 000-დან 100 000 ლარამდე.
4. საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოს
დაცვის მენეჯმენტის სისტემის განუხორციელებლობა ან/და სამინისტროსთვის ენერგოაუდიტის
ანგარიშის ასლის წარუდგენლობა ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემის დანერგვის შეუტყობინებლობა ან/და ენერგოაუდიტის ანგარიშის შენახვის წესების დარღვევა
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000-ლარამდე.
5. გადაცემის ან განაწილების სისტემის ოპერატორების მიერ სისტემების ენერგოეფექტურობის
პოტენციალის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000ლარამდე.
6. სამინისტროს მიერ დადგენილი ეფექტური გათბობისა და გაგრილების სისტემის ინფრასტრუქტურის
განვითარების ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000
ლარამდე.
7. ენერგიის გამანაწილებლის მიერ ენერგიის მოხმარებისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული
ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.
8. ამ მუხლში განსაზღვრული ჯარიმის დონეების დადგენისა და გამოთვლის მეთოდოლოგია
განისაზღვრება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ნორმატიული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 27. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების და ჯარიმის
გადახდის წესი
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის
დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს გამოსცემს სამინისტრო.
2. ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების
შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში.
19
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის
შემთხვევაში, დამრღვევს დაეკისრება საურავი, დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული
ჯარიმის თანხის არანაკლებ 0,01% ის-ოდენობით. საურავის დაკისრებიდან, საურავისა და ჯარიმის
თანხის ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმა
და საურავი დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.
4. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს დარღვევის გამოსწორების
ვალდებულებისგან. დარღვევის 6 თვის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება
საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 28. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება
1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან:
ა) 12 თვის ვადაში ამ კანონის:
ა.ა) მე-4 მუხლის მე-5-6 პუნქტებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის და
ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების შესახებ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის
მიღებას;
ა.ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის
ანგარიშგების წესის შესახებ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღებას;
ა.გ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაზომვისა და დადასტურების პლატფორმაზე ინფორმაციის
განთავსების წესისა და ფორმატის შესახებ ადმინისტრაციული სამართლებივი აქტის მიღებას;
ა.დ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით
ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის დამტკიცებას;
ა.ე) მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ენერგოაუდიტის ჩატარების წესის შესახებ
ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღებას.
ბ) 24 თვის ვადაში:
ბ.ა) ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შემუშავებას;
ბ.ბ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესახებ
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღებას.
გ) 36 თვის ვადაში, ამ კანონის:
გ.ა) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს
სარგებლობაში არსებული შენობებისთვის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუშის
დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას;
გ.ბ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნტის შესაბამისად, ენერგომახასიათებლების შესახებ
ხელშეკრულების საბუღალტრო წესების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას;
გ.გ) მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების
მხარეების ზოგადი უფლება-მოვალეობების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული სამართლებრივი
აქტის მიღებას.
2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, ამ კანონის ამოქმედებიდან:
ა) 12 თვის ვადაში, სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად სატრენინგო
პროგრამების დამტკიცებას;
ბ) 36 თვის ვადაში, სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების საბიუჯეტო წესის
შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას;
გ) 36 თვის ვადაში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარდგინებით:
გ.ა) ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებული
ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებას;
გ.ბ) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, ეროვნულ მონეტარულ
ზღვრების დადგენას.
20
3. ეესგ-ს დამტკიცებიდან 12 თვის ვადაში:
ა) საქართველოს მთავრობა, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს
შენობების
მნიშვნელოვანი
რეკონსტრუქციისა
და
ენერგოეფექტური
გაუმჯობესების
ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებას;
ბ) სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ალტერნატიული
ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის
მიღებას.
4. სამინისტრომ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების
ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 29. კონკრეტული ღონისძიებების ვადები
1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკის ღონისძიებები უნდა
ადგენდნენ მინიმუმ ორ შუალედურ პერიოდს 2030 წლის 31 დეკემბრამდე და უზრუნველყოფდნენ ამავე
მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ეროვნული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას.
2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები 2023 წლის 1 იანვრამდე
ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებულ იმ შენობებზე, რომელთა საერთო
სასარგებლო ფართი აღემატება 500მ2. 2023 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მოთხოვნები გავრცელდება
ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებულ იმ შენობებზე, რომელთა საერთო ფართი
აღემატება 250მ2.
მუხლი 30. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5-7 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი -მე-3 პუნქტების მე-12
მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა, მე-13 მუხლის პირველი - 7 პუნქტების, მე-17 მუხლის პირველი
და მე-2 პუნქტები, მე-19 მუხლის პირველი - მე-9 პუნქტები, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე
მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები, 24-ე მუხლის მე-3 -4 პუნქტების, 26-ე
მუხლის და 27-ე მუხლის გარდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5-7 პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი -მე-3 პუნქტები და მე-17 მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტები, 23 -ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები, 24-ე მუხლის მე-3-4 პუნქტები
ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივნისიდან;
3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი - მე-9 პუნქტები, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი და 22-ე მუხლის
მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან;
4. ამ კანონის 12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის პირველი - 7 პუნქტები, 26-ე და 27ე მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
21
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ენერგოეფექტურობის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმება (შემდგომში ასოცირების შეთანხმება) ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკაშირის
მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება.
ასოცირების შეთანხმების XXV დანართში მოცემულია ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ
დირექტივების და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთან დაახლოების ვალდებულება ეკისრება
საქართველოს და რომლებიც მიზნად ისახავს კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა ენერგეტიკულ გაერთიანებას, შეერთების
ოქმით (შემდგომში ოქმი), რომლითაც განისაზღვრა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და
რეგულაციების დანერგვის ვადები. აღნიშნული ოქმის მე-2 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს
კანონმდებლობის დაახლოებას 2012/27 დირექტივასთან „ენერგოეფექტურობის შესახებ“,
რომელსაც
ცვლილებები შეაქვს N2009/125/EC და N2010/30/EU დირექტივებში და აუქმებს N2004/8/EC და N2006/32/EC
დირექტივებს.
ენერგეტიკული
გაერთიანების
წევრობის
შემდგომ,
ენერგეტიკის
სფეროს
კანონმდებლობის
იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, მასზე გავრცელდა ასოცირების შეთანხმების 218-ე მუხლის
დებულებები (31-ე სქოლიოს გათვალისწინებით), რომელთა მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკულ
გაერთიანებაში
გაწევრიანების
შემთხვევაში,
ენერგეტიკული
გაერთიანების
ხელშეკრულების
დებულებებსა და ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს,
ენიჭებათ უპირატესობა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ენერგეტიკის სფეროში
ვაჭრობასთან
დაკავშირებული
დებულებების
თავთან
მიმართებით.
ხოლო,
ენერგეტიკული
გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-3 და მე-5 მუხლების მიხედვით, ენერგეტიკული
გაერთიანების კომპეტენციაა ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელი ევროკავშირის კანონმდებლობის
იმპლემენტაცია გაერთიანების სივრცეში ადაპტირებული სახით.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული, ისევე როგორც
ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეებისთვის
ადაპტირებული
ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბერის 2012/27/EU
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ დირექტივის იმპლემენტაციას.1
გარდა აღნიშნულისა და ზემოთქმული არგუმენტაციის გათვალისწინებით, ოქმის დანართის თანახმად,
2012/27 დირექტივასთან მიმართებით მინისტრთა საბჭოს მიერ 2015/08/MC-EnC გადაწყვეტილებით
მიღებულ იქნა საყოველთაო იმპლემენტაციის ვადებისგან განსხვავებული ვადები და საქართველოს
1
https://www.energy-community.org/legal/acquis.html
1
განესაზღვრა ხელშემკვრელი მხარეების მსგავსად, ადაპტირებული ვადები, რომელსაც დაემატა 12
თვიანი საშეღავათო პერიოდი.
შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების პროცესში, როგორც ვადებთან დაკავშირებით ასევე ტექსტთან
მიმართებით, გამოყენებულ იქნა დირექტივის ის ვერსია, რომელიც პირდაპირაა მითითებული
ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერ შეერთების ოქმის მე-2 მუხლსა
და ამ ოქმის დანართში.
კანონპროექტის მიზანია
ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ენერგოეფექტურობის ზრდას და
შესაბამისად, ენერგიის დაზოგვას ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზებით.
ამ მიზნით კანონის პროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის ფარგლებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა
და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების დანერგვისთვის ზოგადი სამართლებრივი
საფუძვლების განსაზღვრას, რაც, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებლის
მიღწევას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საერთაშორისო ვალდებულებებმა, ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების“ გაფორმებამ და
შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებამ, განაპირობა ამ კანონის
შემუშავებისა და მიღების აუცილებლობა. კანონის მიზნების შესრულება ხელს შეუწყობს: ა) ქვეყანაში
ენერგორესურსების მზარდი მოთხოვნის დარეგულირებას; ბ) ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და
ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის დანერგვას; გ)
დამოკიდებულების შემცირებას,
ენერგორესურსების იმპორტზე
შესაბამისად ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, რაც ასევე
უზრუნველყოფს ქვეყნიდან
გასული ვალუტის შემცირებას; დ) როგორც გარე, ეკოლოგიური
მდგომარეობის ასევე, შენობების შიდა კლიმატური პირობების გაუმჯობესებას, რაც ჯანმრთელობის
დაცვის, შრომისუნარიანობის ამაღლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის
გაუმჯობესებისა და შესაბამისად მოსწავლეების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის პროექტის მიზნების შესრულება უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ამაღლებასა და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ენერგეტიკული
გაერთიანების მიმართ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გარდა, კანონის პროექტით
გათვალისწინებული
პოლიტიკის
ტიპის
ღონისძიებები
თანხვედრაშია
საქართველოს
მიერ
ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლების
პოლიტიკის
მიზნებთან.
საქართველოს
აქვს
ენერგო-ინტენსივობის
მაღალი
მაჩვენებელი,
ენერგოეფექტურობის
გაუმჯობესების
მნიშვნელოვანი
შესაძლებლობით.
შესაბამისად,
ენერგოეფექტურობის კანონის პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის გაზრდას ენერგიის
მიწოდებისა და ენერგიის საბოლოო მოხმარების სექტორებში.
ზოგადი შეფასებით, ენერგიის დაზოგვის ღონისძიებები, რომლის განხორციელების საფუძვლებს შექმნის
ეს კანონი, არის ეკონომიკურად ეფექტური და აქვს მკვეთრად მაღალი ამოგების შიდა ნორმა, შესაბამისად,
დადებით გავლენას მოახდენს როგორც მომხმარებლებისთვის ენერგიის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე,
ასევე, ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებაზე. კერძოდ კი, ენერგო-მომსახურების შეთავაზებასა და
აღნიშნული მომსახურების ფასის კონკურენტუნარიანობაზე. ენერგოეფექტურობის პოტენციალის
2
შესწავლის დროს გაკეთებული პირველადი შეფასებებით, კანონის პროექტით გათვალისწინებული
ღონისძიებების დანერგვის განხორციელების შედეგად დაზოგილი ენერგიის საშუალო შეწონილი
ღირებულება შეფასებულია, როგორც 15,3 ევრო - ყოველ დაზოგილ მგვტ.სთ-ზე.
საბოლოო მომხმარებლისთვის დადგენილი პოტენციური ყველა ღონისძიების გატარების შემთხვევაში
ყოველ დაზოგილ მგვტ.სთ-ზე გათვალისწინებულია 13,7 ევრო. ენერგოეფექტურობის პოტენციალის
მიმოხილვის
საფუძველზე
ენერგოეფექტურობის
ღონისძიების
განისაზღვრა
სამოქმედო
განხორციელება,
შესაბამისი
გეგმის
პროექტის
ზოგადი
შეფასებით,
ღონისძიებები,
პირველად
ვერსიაში.
ყოველწლიურად
რომლებიც
აისახა
აღნიშნული
ყველა
შეამცირებს
საბოლოო
მომხმარებლების ენერგო-გადასახადებს სავარაუდოდ 147 მლნ. ევროთი 2021 - 2022 წლამდე და 553 მლნ.
ევროთი 2030 წლამდე. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ 2021-2022 წლებისათვის ენერგომოხმარების შემცირების პოტენციალი იქნება დაახლოებით 10%-იანი და 2030 წლისათვის 15%-იანი.
გარემოსდაცვითი
კუთხით,
კანონპროექტის
იმპლემენტაცია
და
შესაბამისად
კანონით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგი შეფასებულია, როგორც 2.1 მილიონი
ტონა CO2e-ს შემცირება 2021 წლისათვის და 4.7 მილიონი ტონა CO2e-ს შემცირება 2030 წლისათვის. ეს
წარმოადგენს მნიშვნელოვან წილს საქართველოს მოსალოდნელი ეროვნულად განსაზღვრული
წვლილის (INDC) მისაღწევად, რომლის თანახმადაც, 2030 წლისათვის ემისიების შემცირების სამიზნე
მაჩვენებელია 5.76 მილიონი ტონა CO2e, რაც 2015 წელს პარიზში გაეროს მხარეთა პარიზის შეთანხმების
გაფორმების შედეგად წარმოადგენს საქართველოს ვალდებულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შედგება რვა თავისგან.
I თავი, „ზოგადი დებულებები“, მოიცავს კანონპროექტის მიზნებს (მუხლი 1.), კანონპროექტის
მოქმედების სფეროს (მუხლი 2.) და ტერმინთა განმარტებებს (მუხლი 3.).
პირველი და მეორე მუხლებით განსაზღვრულია კანონპროექტის მიზანი და მოქმედების სფერო, კერძოდ,
ამ კანონპროექტის მიზანია ქვეყნის ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის
საჭირო ღონისძიებების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა ,,ენერგეტიკული
გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ" ოქმით
დადგენილი მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად. ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების
უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლება, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების წინაშე არსებული დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა.
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცესის და ენერგოეფექტურობის
სამოქმედო გეგმის მიღების პროცედურის ჩამოყალიბება. ასევე ენერგოეფექტურობის ვალდებულების
სქემის ან/და ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს
ენერგიის დაზოგვას. ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის, კოორდინაციის, კონტროლის,
ზედამხედველობის და მონიტორინგის განხორციელება. ამ კანონპროექტის მოქმედების სფერო მოიცავს
ჰორიზონტალურ (სექტორთშორისი) პოლიტიკას, რომელიც გავლენას ახდენს, საჯარო და კერძო
სექტორზე დაკავშირებულია ენერგეტიკულ მომსახურეობასა და მონიტორინგთან, გაზომვასა და
დადასტურებასთან. კონკრეტულ სექტორებს: კერძო და კომერციული შენობების, მრეწველობის,
ენერგიის წარმოების, გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორს.
3
II თავი ,,ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და ღონისძიებები“ არეგულირებს
ენერგოეფექტურობის
სფეროში
ქვეყნის
პოლიტიკის
განხორციელებას,
კერძოდ,
მე-4
მუხლი
ეხება
მასშტაბით
ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ასპექტებს და პოლიტიკის განხორციელების პროცესში ადგენს
საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
(ენერგოეფექტურობის დარგში პოლიტიკის გამტარებელი უწყება) კომპეტენციას და მოვალეობებს.
აწესებს კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებები,
თუ სამინისტრო ენერგოეფექტურობის 2012/27/EU დირექტივის მე-7 მუხლით
გათვალისწინებული
სავალდებულო ენერგოეფექტურობის სქემის დანერგვის ნაცვლად გადაწყვეტს ალტერნატიული
პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელებას (მუხლი 5).
მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულია სამინისტროს ფუნქციები, რაც უზრუნველყოფს
ენერგოეფექტურობის პოლიტიკის, პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობის განხორციელებას, რის
საფუძველზეც კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განმახორციელებელ პირებს, მათ შორის ადმინისტრაციულ
ორგანოებს.
მე-8 და მე-9 მუხლებით დარეგულირებულია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის
განსაზღვრის საკითხები და ამ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის მიზნით შესამუშავებელი
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მიღების პროცედურები.
მე-10 მუხლით განსაზღვრულია სამინისტროს უფლებამოსილება, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის
განხორციელებისთვის მიიღოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახული იქნება წლის
განმავლობაში დაგეგმილი და რეგიონალური ან ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი
ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები.
მე-11 მუხლი ითვალისწინებს ეროვნულ დონეზე მიღებული დაზოგილი ენერგიის და ინდივიდუალური
ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღებული ენერგიის დაზოგვის
მონიტორინგის მიზნით ინტერნეტ პლატფორმის შექმნას და მისი ოპერირების წესებს, რომლის
შესაბამისად ინტერნეტ პლატფორმაში განთავსდება ინფორმაცია ენერგიის დაზოგვის შესახებ.
III თავი ,,ჰორიზონტალური პოლიტიკის ღონისძიებები“, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების
განხორციელების მიზნით ითვალისწინებს ენერგო-მომსახურების ბაზრის შექმნას, მისი გამართული
ფუნქციონირებისთვის პრინციპების და ბაზარზე მონაწილე მხარეების ვალდებულებებს ჩამოყალიბებას
(მე 12-13 მუხლები). ამასთანავე, ენერგოეფექტურობის დარგში კვალიფიციური კადრების გაჩენის
მიზნით საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამების შემუშავებას (მუხლი 14). ასევე გათვალისწინებულია
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებისა და
სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, ხარჯ-ეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის,
მდგრადობის
პრინციპების,
ტექნიკურად
შესაბამისობისა
და
სათანადო
კონკურენციის
გათვალისწინებით (მუხლი 15).
IV თავი ,,ენერგოეფექტურობის პოლიტიკა შენობებში“ ითვალისწინებს შენობებში ენერგო-დამზოგი
ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას, რაც პირდაპირ ვალდებულებას
წარმოადგენს საქართველოსთვის, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნისა და ასოცირების
შეთანხმების მხარისთვის. წარმოდგენილი კანონის პროექტით ინიცირებულია შენობების
მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტური გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის
ინვესტიციების სტიმულირების მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება სამინისტროს მიერ (1618 მუხლები).
აქვე აღსანიშნავია, რომ შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სტანდარტების დაწესების
მიზნით „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
4
საქართველოს პარლამენტში N07-2/235/9 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
2018 წლის 21 ივნისს.
V თავი ,,ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში“ (მე-19-21 მუხლები) ითვალისწინებს
მრეწველობის სექტორში ენერგოეფექტურობის დანერგვას, კერძოდ, პირველი კატეგორიის საწარმოები
ვალდებულნი იქნებიან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განახორციელონ სრული ენერგო-აუდიტი ან
დანერგონ ენერგო-მენეჯმენტის სისტემა ISO 50001 სტანდარტის შესაბამისად.
კანონპროექტის მიხედვით პირველი კატეგორიის საწარმოები არიან ის საწარმოები, რომელთა
მაჩვენებლები წლიური საანგარიშო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ
კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 50 მილიონ ლარს;
ბ) შემოსავალი აღემატება 100 მილიონ ლარს;
გ) საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა აღემატება 250 დასაქმებულს.
კანონის პროექტის მიხედვით აღნიშნული ვალდებულება ძალაში შევა 2023 წლიდან. მოცემული პირობა
განპირობებულია ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივითა და საქართველოს ენერგეტიკულ
გაერთიანებაში გაწევრიანების ოქმით, რომლის მიხედვითაც საქართველო ვალდებულია დანერგოს
ენერგო აუდიტების სავალდებულო ჩატარების პრაქტიკა მსხვილ სამრეწველო ობიექტებში, ყოველ 4
წელიწადში ერთხელ ან ამავე კატეგორიის სამრეწველო ობიექტებს მოსთხოვოს ენერგო-მენეჯმენტის
სისტემის ISO 50001 სტანდარტის დანერგვა.
VI თავი ,,ენერგოეფექტურობა ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში“ ადგენს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
უფლებამოსილებებს ენერგოეფექტურობის მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების
სექტორებში (მუხლი 22) და ენერგიის მოხმარების აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემაში
ენერგოეფექტურობის კომპონენტის წარმოჩინებას (მუხლი 24). გარდა ამისა, აღნიშნული თავით
გათვალისწინებულია ქვეყანაში ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემის ამოქმედების
შემთხევაში სამინისტროსა და ოპერატორების მიერ განსახორციელებელი ფუნქციები (მუხლი 23). ასევე
მოცემულ თავში გაწერილია მომხმარებელთა, მათ შორის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების
ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლებისათვის გასატარებელი
ზომები, საინფორმაციო პროგრამები, ტრენინგები, ასევე წამახალისებელი მექანიზმები (მუხლი 25).
VII თავი ,,ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“ ადგენს ამ
კანონპროექტით გათვალისწინებული დარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობის ქვედა და ზედა ზღვარს
და ჯარიმის დონეების დადგენის თაობაზე ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღებას (26-27 მუხლი).
VIII თავი ეხება გარდამავალ და დასკვნით დებულებებს, სადაც გაწერილია მისაღები ადმინისტრაციული
სამართლებრივი აქტები და მათი მიღების ვადები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი პირდაპირ კავშირშია სამთავრობო პროგრამასთან 2019-2020 წწ. კერძოდ, ეკონომიკური
განვითარების (2.) დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის (2.8) ენერგეტიკის ნაწილთან (2.8.1).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
5
კანონპროექტით გათვალისწინებულია ნორმების ძალაში შესვლის ეტაპობრივი ამოქმედება, კერძოდ:
კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-5-7 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი -მე-3 პუნქტების მე-12 მუხლის
მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა, მე-13 მუხლის პირველი - 7 პუნქტების, მე-17 მუხლის პირველი და მე-2
პუნქტები, მე-19 მუხლის პირველი - მე-9 პუნქტები, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის მე-4
პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები, 24-ე მუხლის მე-3 -4 პუნქტების, 26-ე მუხლის და 27-ე
მუხლის გარდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-5-7 პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი -მე-3 პუნქტები და მე-17 მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტები, 23 -ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები, 24-ე მუხლის მე-3-4 პუნქტები
ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივნისიდან.
კანონპროექტის მე-19 მუხლის პირველი - მე-9 პუნქტები, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი და 22-ე
მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
ხოლო, კნაონპროექტის 12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-13 მუხლის პირველი - 7 პუნქტები,
26-ე და 27-ე მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
პროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ენერგოეფექტურობის კანონპროექტის მთავარი მიზანია ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენციის
მართვა და მისი ე.წ. რეგულირება ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრით და
შესაბამისად საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა იმ ღონისძიებების განხორცილებისთვის, რომელთა
დანერგვაც უზრუნველყოფს დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას/შესრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მთავარ მექანიზმს
წარმოადგენს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც თავისი არსით
არის იმ ენერგოეფექტურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა დანერგვა/გატარება უზრუნველყოფს
ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას კონკრეტული პერიოდისთვის. მაგ.
კონკრეტული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია 2020 წლისათვის ენერგიის გარკვეული
რაოდენობის დაზოგვა, როგორც ენერგიის პირველადი წყაროს სახით ასევე, საბოლოო მომხმარებლის
მიერ მოხმარებული ენერგიის სახით2.
ენერგოეფექტურობის
პოლიტიკის
განხორციელებაზე
პასუხისმგებელ
უწყებას
წარმოადგენს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2
ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასების მიხედვით გარკვეული ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელია 2020-2021
წლისათვის დაიზოგოს დაახლოებით 5 455 გიგა ვტ.სთ პირველადი ენერგიის წყარო (რესურსი) და დაახლოებით 2 588 გიგა ვტ.სთ. საბოლოო
ენერგია.
6
კანონპროექტით
ინიცირებული
ახალი
ფუნქციების
შესრულებისთვის
სამინისტროში
შეიქმნა
ენერგოეფექტურობის პოლიტიკის სამმართველო, რომლის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობა
შეადგენს 66 000 ლარს და გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტში.
კანონპროექტით განსაზღვრულია შესაბამისი ვადები კანონქვემდებარე აქტების მისაღებად, რომლებიც
უზრუნველყოფს იმ რეგულაციების გაწერას, რომელთა განხორციელდება უზრუნველყოფს კანონის
დებულებების სრულად ამოქმედებას. შესაბამისად,
შემდგომ წლებში, კანონქვემდებარე აქტების
შემუშავებასთან ერთად გამოვლინდება საკადრო რესურსის საჭირო რიცხოვნობა და შესაბამისი
ასიგნებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის და სხვა
უწყებებისთვის.
ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორცილების მიზნით, სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ადგილობრივი და უცხოელი
ექსპერტების, ასევე სხვადასხვა უწყებების, ჩართულობით შეიმუშავა წარმოდგენილი კანონის პროექტი.
ამასთანავე, სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის EBRD-ის ტექნიკური დახმარებით შესწავლილ იქნა
ენერგოეფექტურობის პოტენციალი სხვადასხვა სექტორში, რის საფუძველზეც მოხდა კონკრეტული
ღონისძიებების იდენტიფიცირება.
წარმოდგენილი კანონის პროექტის და ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის მიღებისა (რაც
ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის, შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ
კანონის და ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონის მიღებას) და განხორციელებისთვის, ენერგეტიკის
სექტორის რეფორმის ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია შემდეგი დაფინანსების
მობილიზება:
120 მლნ. ევრო სესხი (KfW, AFD)
კანონპროექტზე საპარლამენტო მოსმენების დაწყების შედეგად 2019 წლის ბოლომდე სახელმწიფო
ბიუჯეტი მიიღებს სესხს 60 მლნ. ევროს - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (KfW)
და 60 მლნ. ევროს - საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD).
აღნიშნული სესხი გამოიყოფა 2018 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობას, (წარმოდგენილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ), KfW-ს და AFD-ს შორის გაფორმებული განზრახულობათა
დეკლარაციის - „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში.
ზემო აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს, რომელიც პირდაპირ მიიმართება
ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ AFD და KfW მზად არიან ითანამშრომლონ საქართველოსთან,
ენერგეტიკის სექტორის რეფორმის 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში უკვე 2018 წელს
სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა AFD-დან 25 მლნ. ევრო და KFW - 49 მლნ. ევრო სესხების სახით და
შემდგომ წლებშიც გაფორმდება სასესხო შეთანხმებები AFD-სთან და KfW-სთან.
8.440 მლნ. ევრო გრანტი (ევროკავშირი, KFW)
2019 წლის 20 სექტემბერს KfW-სა და საქართველოსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო
7
ბაზის
იმპლემენტაციისა
და
ენერგეტიკის
სექტორში
რეფორმის
განხორციელებისთვის
KfW3
სამინისტროს ტექნიკური დახმარებას გაუწევს 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში - 8 440 000 ევროს
ოდენობის გრანტით.
KfW-ს აღნიშნული გრანტი მიღებული აქვს ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის
ფარგლებში - საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ხელშეწყობისთვის.
ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია ამ კანონპროექტით დადგენილ დებულებათა
უმეტესობის დანერგვისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება და ღონისძიებების
განხორციელება, მაგ: ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღებული ენერგო
დაზოგვების გაზომვის, მონიტორინგისა და დადასტურების სისტემის ჩამოყალიბება, ენერგოაუდიტორთა აკრედიტაციის, სერტიფიცირების სისტემის შემუშავება და დანერგვა; კვალიფიკაციისა და
ცნობიერების
ამაღლების
ღონისძიებების
დაგეგმვა
და
განხორციელება,
ენერგოეფექტური
ღონისძიებების განხორციელებისთვის სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სქემის შემუშავება და დანერგვა,
შენობების
მნიშვნელოვანი
რეკონსტრუქციისა
და
ენერგოეფექტური
გაუმჯობესების
ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების მიზნით, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება
და აშ. პროექტი განხორციელდება 2020-2024 წლებში.
გარდა ამისა ენერგოეფეტურობის საკანონმდებლო ბაზის მიღების შედეგად მოსალოდნელია:
100 მლნ. ევრო სესხი და გრანტის კომბინაცია (EBRD, KfW, ევროკავშირი)
კანონის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საჯარო შენობებში ენერგოეფექტური
ღონისძიებების დანერგვა, რაც ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივის ერთ-ერთ მოთხოვნაა.
აღნიშნული გამოწევის დაძლევის მიზნით დაგეგმილია EBRD-ს, KfW-სა და საქართველოს შორის
გაფორმდეს
შეთანხება,
რომლის
ფარგლებშიც
განხორციელდება
„საჯარო
შენობების
ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოსთვის“ და გამოიყოფა ჯამში 100 მლნ. ევრო, აქედან სესხია
80 მლნ. ევრო (40 მლნ. ევრო KfW -დან და 40 მლნ. ევრო EBRD -დან) და ევროკავშირის გრანტია 20 მლნ.
ევრო.
პროექტი სავარაუდოდ დაიწყება 2021 წლიდან.
ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებისთვის
მიმდინარეობს შენობების შესწავლა და პროგრამისთვის ობიექტების შერჩევა.
2 მლნ. ევრო გრანტი (DANIDA)
დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (DANIDA) გეგმავს მიმდინარე პროგრამის „ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ - მეორე
ფაზის განხორციელებას 2020-2024 წლებში, რომლის ფარგლებში DANIDA გეგმავს დაახლოებით 2 მლნ.
ევროს ოდენობის გრანტით დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებაში. პროგრამის კონკრეტული
კომპონენტების შესახებ მიმდინარეობს მხარეებს შორის მოლაპარაკებები.
3
საქართველოს ,,ენერგეტიკის სექტორის რეფორმის“ ოთხწლიანი პროგრამის განხორციელების მიზნით 2018 წლის 19 დეკემბერს, გერმანიის
რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და ევროკომისიას შორის გაფორმდა დელეგირების შეთანხმება (Delegation Agreement between the European
Union, represented by the European Commission and KfW) ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში 8 440 000 (რვა
მილიონ ოთხას ორმოცი ათასი) ევროს ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტის გამოყოფის შესახებ.
8
აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში დაფინანსებული
პროგრამის EU4Environment-ის ერთ-ერთი კომპონენტი, ,,გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის - UNEP“
მეშვეობით, ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას სახელმწიფო შესყიდვებში ენერგოეფექტურობის
დანერგვის მიზნით და რისთვისაც კომუნიკაცია მიმდინარეობს შესაბამის უწყებასთან - სსიპ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. პროგრამის აღნიშნული კომპონენტის განხორციელება
დაგეგმილია 2020-2022 წლებში.
მიმდინარე პროგრამები და პროექტები
7,5 მლნ. ევრო გრანტი (KfW)
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით KfW -მ ბათუმში,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მხარდაჭერით,
პროექტის - „ენერგოეფექტური ღონისძიებები და საქართველოს
დაახლოება შენობების ენერგოეფექტურობის ევროკავშირის სტანდარტებთან“ - მეორე ეტაპი დაიწყო
მიმდინარე წლის 14 ივნისიდან4, რაც ითვალისწინებს დაახლოებით 7,5 მლნ. ევროს გრანტის გამოყოფას
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის დონის გაუმჯობესებას და ენერგო-დამზოგი ტექნოლოგიების
დანერგვას.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გათვალისწინებით საჯარო შენობების,
კერძოდ საჯაროს სკოლების, მუნიციპალური საბავშვო ბაღებისა და სხვა ტიპის საჯარო შენობების
რეაბილიტაცია მიმდინარეობს რამდენიმე პროქტის ფარგლებში. ამ პროექტების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანმშრომლობის
ფონდი (E5P), ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი და (CEB) სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო
ორგანიზაცია (NEFCO).
22 მლნ. ევრო სესხის და გრანტის კომბინაცია (CEB, E5P)
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს პროექტი „თბილისის საჯარო
სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა“. პროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლის
რეაბილიტაციას ენერგოეფექტური ღონისძიებების გათვალისწინებით და მათ შორის ჩატარდება
სტრუქტურული ელემენტების გამაგრება. პროექტში განხორციელებული ენერგოეფექტური
გადაწყვეტილებები შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელოდ ქვეყნის მასშტაბით.
პროექტის განმახორციელებლად განისაზღვრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდი.
პროექტის ღირებულება შეფასებულია 22 მილიონ ევროდ, საიდანაც: 14 მილიონი ევრო - CEB-ის სესხია;
სესხი დაფარავს ხარჯებს, რაც დაკავშირებულია შენობების სტრუქტურული ელემენტებისა და ზოგად
რეაბილიტაციასთან. E5P-ის გრანტი (TA/IG) 6 მილიონი ევრო: გრანტი დაფარავს საჭირო
ენერგოეფექტურობის ინვესტიციებს და პროექტთან დაკავშირებულ ტექნიკურ დახმარებას. 2 მილიონი
ევრო (შეფასებული ადგილობრივი კონტრიბუცია) მოიცავს პროექტის შესრულებისთვის სამუშაო
პერსონალის, სამშენებლო ნებართვების და ასევე ოპერაციულ ხარჯებს.
5.14 მლნ. ევრო სესხის და გრანტის კომბინაცია (Danida, NEFCO, E5P)
4 2019 წლის 14 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და KfW-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
9
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუჯობესებისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის
მიზნით Danida-მ „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების
ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2015-2017 წლებში გამოყო 0.44 მლნ. ევრომდე გრანტი, საჯარო
შენობების შერჩევისა და მათი მდგომარეობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების ჩასატარებლად.
ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების ტექნიკურეკონომიკური მიზანშეწონილობის დადგენის შემდეგ შეირჩა 25 სხვდასხვა დაწესებულების საჯარო
შენობა, რომელთა საერთო ფართი დაახლოებით 70 000 მ2 -ია. კვლევების დასრულების შემდეგ, 2018
წლის 4 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და NEFCO-ს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება შერჩეულ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებისა და
ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისთვის.
შეთანხმების თანახმად პროექტის განხორციელებისთვის გამოიყოფა 2.83 მლნ ევრო - სესხი NEFCO-დან
და 1.87 მლნ. ევრო - E5P-ის გრანტი. საქართველოს მხრიდან პროექტის განმახორციელებელ უწყებას
წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც ამჟამად გამოცხადებული აქვს
ტენდერები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის
გადახდის თაობაზე მუხლის ამოქმედება 2023 წლიდან,უზრუნველყოფს ჯარიმების დაკისრებას. აქედან
გამომდინარე, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დარღვევის
სახესა და დადგენილი ჯარიმის ოდენობაზე.
ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ ახდენს.
ასევე აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს არა ენერგიის დაზოგვის ზოგად
ამოცანას არამედ, ქვეყანაში ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის ხარჯეფექტური პოტენციალის გამოვლენას, ღონისძიებების დაგეგმავს და მოსალოდნელი ეკონომიკური
სარგებელის მიღებას მოხმარებული ენერგიის დაზოგილი საფასურის შემცირებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება მულტიდისციპლინური გამოწვევაა.
შესაბამისად, კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება.
მისი რეალიზაციის პროცესში აუცილებელია და მნიშვნელოვანია ადგილობრივი, თუ საერთაშორისო
გამოცდილების მქონე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტის ჩართულობა (არქიტექტორები, ინჟინრები,
ფინანსისტები, ეკონომისტები და სხვ.), რადგან საქართველოში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის
დაგეგმვა და განხორციელება გარკვეულწილად
ახალი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე,
გადაწყვეტილების მიმღებთა სპექტრისთვის აუცილებელია ინფორმაციას ფლობდნენ საერთაშორისო
საუკეთესო გამოცდილების შესახებ.
საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, სხვადასხვა მხარეთა და სპეციალისტთა
მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს
ენერგოეფექტურობის
პოლიტიკის
ჩართულობა
განხორციელების
ხარისხს.
შესაბამისად, ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, შემდეგ კი რეალიზაცია გავლენას
იქონიებს, როგორც კონკრეტულ სტრუქტურებზე ასევე, კონკრეტულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე.
10
ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მთავარი ინსტრუმენტია საკანონმდებლო ბაზის
შემუშავება, რაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონისპროექტის მიღებას, მასთან დაკავშირებული
კანონქვემდებარე აქტებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და შემდგომ დანერგვა/განხორციელებას.
აქედან
გამომდინარე,
კანონპროექტში
ასახული
ვალდებულებების
უმეტესობის
შესრულებას
განახორციელებს სამინისტრო.
კანონპროექტით
ინიცირებული
ახალი
ფუნქციების
შესრულებისთვის
სამინისტროში
შეიქმნა
ენერგოეფექტურობის პოლიტიკის სამმართველო, რომლის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობა
შეადგენს 66 000 ლარს და გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტში.
კანონპროექტით განსაზღვრულია შესაბამისი ვადები კანონქვემდებარე აქტების მისაღებად, რომლებიც
უზრუნველყოფს იმ რეგულაციების გაწერას, რომელთა განხორციელდება უზრუნველყოფს კანონის
დებულებების სრულად ამოქმედებას. შესაბამისად,
შემდგომ წლებში, კანონქვემდებარე აქტების
შემუშავებასთან ერთად გამოვლინდება საკადრო რესურსის საჭირო რიცხოვნობა და შესაბამისი
ასიგნებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის და სხვა
უწყებებისთვის.
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს საჯარო დაწესებულებებზე, კერძოდ, კანონის პროექტის მე17 მუხლის მიხედით, 2021 წლის 1 იანვრიდან ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში
არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართის 1%
უნდა დაექვემდებაროს განახლებას შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და შენობაში
ენერგიის მოხმარების ეფექტურობის მისაღწევად5.
საჯარო შენობების 1%-ის განახლების ვალდებულება გავრცელდება ეტაპობრივად, საწყის ეტაპზე KfWსა და EBRD-ის დაფინანსებით. თავდაპირველად, 2021 წლიდან განახლებას დაექვემდებარება ის საჯარო
შენობები, რომელთა საერთო სასარგებლო ფართი (რომელიც თბება ან გრილდება) აღემატება 500 მ2-ს და
2023 წლიდან - ის შენობები, რომელთა საერთო სასარგებლო ფართი აღემატება 250 მ2.
კანონპროექტის მიხედვით ვალდებულება არ ვრცელდება:
ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე, იმ შემთხვევაში თუ, მათი
ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა გამოიწვევს განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას;
ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების სარგებლობაში ან ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში
არსებულ შენობებზე, რომლებიც გამოიყენება ეროვნული უსაფრთხოებისათვის, გარდა საცხოვრებელი
ან შეიარაღებული ძალების საოფისე შენობებისა;
გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფინანსური რესურსი მობილიზებულია დონორების მხარდაჭერით,
შემდგომ ეტაპებზე ამგვარი განახლებებისათვის მოსალოდნელია ფინანსური და ადამიანური რესურსის
მობილიზება.
1%-იან განახლებას დაქვემდებარებული შენობების იდენტიფიცირების მიზნით სამინისტრო შეადგენს
შენობების რეესტრს და შეიმუშავებს მათი განახლების სტრატეგიას. აღნიშნული რეესტრისა და
სტრატეგიის შემუშავება მოხდება სამინისტროში არსებული სტრუქტურული ერთეულების მიერ ბ.ა
ქვეპუნქტში
აღწერილი
KfW-ს
ენერგოეფექტურობის
საკანონმდებლო
ბაზის
იმპლემენტაციის
5 აღნიშნული ვალდებულება
განისაზღვრა ენერგოეფეტურობის დირექტივის მე-5 მუხლის თანახმად, განხორციელების ვადა განისაზღვრა
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მოლაპარაკებების პროცესში.
11
ხელშეწყობის საგრანტო პროექტისა და
KfW-სა და EBRD-ის ერთობლივი საჯარო შენობების
ენერგოეფქტურობის პროგრამის ფარგლებში. 1%-ანი განახლებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის
დადგინდება შერჩეულ შენობებში ენერგოაუდიტების ჩატარებითა და გასატარებელ ღონისძიებებზე
ტექნიკური-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კველევით.
კანონპროექტის მე-11 მუხლის თანახმად, ენერგიის დაზოგვის მონიტორინგისა და ღონისძიებების
შედეგად მიღებული დაზოგვების დადასტურების მიზნით ჩამოყალიბდება გაზომვის და დადასტურების
პლატფორმა, სადაც მონაცემების წარდგენა ევალებათ სხვადასხვა მხარეებს, მათ შორის სახელმწიფო
ორგანოს, რომელსაც ეკისრება შენობების 1%-იანი განახლების ვალდებულება. აღნიშნულ პლატფორმაზე
ინფორმაციის განთავსება შესაძლოა შესაბამისი უწყებებისთვის დამატებით საქმიანობა იყოს. გარდა
ამისა, პლატფორმაზე მონაცემების განუთავსებლობა ჯარიმდება, შესაბამისად, შესაძლოა ფინანსური
გავლენაც ქონდეს სახელმწიფო ორგანოზე.
კანონპროექტის მე-12 მუხლიც ადგენს სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებებს, ენერგო-მომსახურების
ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის. ენერგო-მომსახურების ბაზრის ფუნქციონირების პრინციპები
და დეტალები და მისი დანერგვით გამოწვეული გავლენა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე
საჯარო სექტორზე და ზოგადად ბაზარზე გაანალიზდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
შემუშავების დროს. კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და ენერგო-მომსახურების ბაზრის
ფუნქციონირების
ხელშემწყობის
სისტემის
დანერგვა
უზრუნველყოფილი
სამრეწველო
სექტორში
ენერგოეფექტურობის
იქნება
კანონის
ამოქმედებიდან 36 თვის ვადაში.
კანონპროექტის
თანახმად,
განვითარების
ხელშეწყობისთვის, ენერგო-აუდიტის სისტემის დანერგვის დროს შესაძლებელია განხილულ იქნას
სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა სქემის დანერგვა, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტულად როგორი
მხარდაჭერის სქემა შეილება შემუშავდეს და ვინ შეიძლება იყოს მისი ბენეფიციარი განსაზღვრული არ
არის. მხარდაჭერის სქემების დანერგვამდე, შესწავლილი იქნება მათი საჭიროება და მიზანშეწონილობა.
შეფასდება და გაანალიზდება მათი ფინანსური გავლენა, როგორც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ასევე
ენერგოეფექტურობის ბაზარზე და ბაზრის მონაწილეებზე. აღსანიშნავია, რომ ამ მხარდამჭერი სქემების
ამოქმედება შესაბამისის კანონქვემდებარე აქტით უნდა განისაზღვროს.
კანონპროექტით ინიცირებულია ენერგო-აუდიტის დანერგვა, რომელიც ჩატარება შეეძლება მხოლოდ და
მხოლოდ
აკრედიტირებულ
და
სერტიფიცირებულ
ენერგო-აუდიტორს.
ენერგო-აუდიტორების
აკრედიტაციას განახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრი.
აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს შეეძლება დაინტერესებულ მხარეს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისთვის. ენერგო-აუდიტორების მიერ ჩატარებული ენერგო-აუდიტების
ხარისხის შემოწმება ევალება სამინისტროს, რითაც სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს ენერგოაუდიტორის კვალიფიკაცია და მიუკერძოებლობა. აღნიშნული სისტემის დანერგვას გარკვეული გავლენა
ექნება როგორც სამინისტროზე, ასევე აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოზე.
აღნიშნული სისტემის დანერგვას გარკვეული გავლენა ექნება როგორც სამინისტროზე, ასევე
აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოზე, რაც თავდაპირველად განხორციელდება არსებული რესურსის
ფარგლებში, თუმცა, შემდგომ ეტაპზე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის მიღებით განისაზღვრება
საკადრო რესურსის საჭირო რიცხოვნობა და შესაბამისი ასიგნებები საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის და აკრედიტაციის ეროვნული ორგანოსთვის.
12
ენერგო-აუდიტის სისტემის დანერგვის ფინანსური და საექსპერტო დახმარების მისაღებად ამაჟამად
სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე დონორ ორგანიზაციასთან, მათ შორის გაეროს
ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO), რომელმაც სამინისტროსთან ერთად
რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა სამრეწველო სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარების
მიზნით.
ენერო-აუდიტორების მომზადებისა და მათ სერტიფიცირების სისტემის დანერგვა
გათვალისწინებულია KfW-ს საგრანტო პროგრამაშიც.
ენერო-აუდიტორების მომზადებისა და მათ სერტიფიცირების სისტემის დანერგვა გათვალისწინებულია
KfW-ს საგრანტო პროგრამაშიც.
რაც შეეხება კანონპოროექტის გავლენას მუნიციპალიტეტის ხარჯვით ნაწილზე, აღსანიშნავია, ის ფაქტი
რომ კანონპროექტი არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტებისთვის სავალდებულო ღონისძიებებს.
თუმცა კანონი პროექტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ვალდებულებას საქართველოს მთავრობას
წარუდგინოს წინადადებები
მუნიციპალური საჯარო ორგანოების წახალისებისთვის, რათა მათ
დამოუკიდებლად ან/და კლიმატის ან გარემოსდაცვითი ფართო გეგმის ფარგლებში შეიმუშაოს
ენერგოეფექტურობის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ,
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნებსა და ქმედებებს.
ენერგიის
დაზოგვისა
და
აღნიშნული მუნიციპალიტეტეიბისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, რადგან 2010 წლიდან საქართველოს
23 მუნიციპალიტეტი (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი,
ახალციხე, ბოლნისი, გურჯაანი, საგარეჯო, ლაგოდეხი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი,
მცხეთა, თიანეთი, ყაზბეგი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების“
ხელმომწერი მხარეები არიან, რის საფუძველზე ნებაყოფლობით აიღეს ვალდებულება შეემუშავებინათ
მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკული განვითარების გეგმები, რომელიც ასახავს მათი
განხორციელების გზებს/ღონისძიებებს ენერგოეფექუტრობის და განახლებადი ენერგიების გაზრდისა და
კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის გაზების შესამცირებლად. აღნიშნული შეთანხმების
ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებებიც.
აღსანიშნავია, რომ ,,მერების შეთანხმების“ მხარე მუნიციპალიტეტებს მდგრადი ენერგეტიკული
განვითარების გეგმები განხორციელებისთვის გამოყოფილი ჰყავთ თანამშრომლები (ე.წ. ენერგომენეჯერი), რომლების კოორდინაციას უწევენ და მუშაობენ ენერგოეფექტურობის საკითხებზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება უკავშირდება:
2018 წლის 14 მაისს საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ), KfW-სა და AFD- ს
შორის გაფორმებული განზრახულობათა დეკლარაციის - „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური
თანამშრომლობა საქართველოსთან“, ფარგლებში მისაღებ დაფინანსებას.
აღსანიშნავია, რომ KfW და AFD მზად არიან ითანამშრომლონ საქართველოსთან, ენერგეტიკის სექტორის
რეფორმის 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში.
13
ამ მიზნით 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტში მოსალოდნელია ჯამში 120 მლნ.
ევროს ჩარიცხვა, აქედან 60 მლნ. ევრო KfW-დან და 60 მლნ. ევრო AFD-დან.
განზრახულობათა დეკლარაციის მიზანია მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ
ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით
დაგეგმილ რეფორმებს. აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს, რომელიც
პირდაპირ მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მათი გადმორიცხვა დამოკიდებულია ხსენებული
დეკლარაციით გაწერილ, წლებში განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე.
2018 წლის ბოლოს, საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონისა და სხვა საკანონმდებლო
ინიციატივების დამტკიცების შემდეგ ზემოხსენებული დეკლარაციის ფარგლებში 74 მილიონი ევროს
ოდენობის სესხი (KfW - 49 მლნ ევრო და AFD - 25 მლნ ევრო) ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული საჯარო შენობების
ენერგოეფექტურობის მიზნით, KfWდა EBRD
განახორციელებენ „საჯარო შენობების
ენერგოეფექტურობის პროგრამას“ ერთობლივად, რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია 2020 -2021
წლიდან გამოყოფილი იქნას ჯამში 100 მლნ.ევრო , აქედან 80 მლნ. ევრო სესხია (KfW -40 მლნ. ევრო,
EBRD- 40 მლნ. ევრო), 20 მლნ. ევრო საინვეტიციო გრანტი ტექნიკური დახმარებისთვის.
ზემო აღნიშნულის შესრულება ასევე დამოკიდებულია საკანონმდებლო ბაზის მიღებასთან (რომელიც
მოიცავს ენერგოეფექტურობის საკითხზე სამ კანონს: ენერგოეფექტურობის შესახებ, შენობების
ენერგოეფექტიანობის შესახებ და ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონებს).
22 მლნ. ევრო სესხის და გრანტის კომბინაცია (CEB, E5P)
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს პროექტი „თბილისის საჯარო
სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა“. პროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლის
რეაბილიტაციას ენერგოეფექტური ღონისძიებების გათვალისწინებით და მათ შორის ჩატარდება
სტრუქტურული ელემენტების გამაგრება. პროექტში განხორციელებული ენერგოეფექტური
გადაწყვეტილებები შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელოდ ქვეყნის მასშტაბით.
პროექტის განმახორციელებლად განისაზღვრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
პროექტის ღირებულება შეფასებულია 22 მილიონ ევროდ, საიდანაც: 14 მილიონი ევრო - CEB-ის სესხია;
სესხი დაფარავს ხარჯებს, რაც დაკავშირებულია შენობების სტრუქტურული ელემენტებისა და ზოგად
რეაბილიტაციასთან. E5P-ის გრანტის (TA/IG) 6 მილიონი ევრო: გრანტი დაფარავს საჭირო
ენერგოეფექტურობის ინვესტიციებს და პროექტთან დაკავშირებულ ტექნიკურ დახმარებას. 2 მილიონი
ევრო (შეფასებული ადგილობრივი კონტრიბუცია) მოიცავს პროექტის შესრულებისთვის სამუშაო
პერსონალის, სამშენებლო ნებართვების და ასევე ოპერაციულ ხარჯებს.
5.14 მლნ. ევრო სესხის და გრანტის კომბინაცია (Danida, NEFCO, E5P)
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუჯობესებისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის
მიზნით Danida-მ „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების
ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2015-2017 წლებში გამოყო 0.44 მლნ. ევრომდე გრანტი, საჯარო
შენობების შერჩევისა და მათი მდგომარეობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების ჩასატარებლად.
ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების ტექნიკურეკონომიკური მიზანშეწონილობის დადგენის შემდეგ შეირჩა 25 სხვდასხვა დაწესებულების საჯარო
შენობა, რომელთა საერთო ფართი დაახლოებით 70 000 მ2 -ია. კვლევების დასრულების შემდეგ, 2018
წლის 4 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და NEFCO-ს შორის გაფორმებული
14
ხელშეკრულება შერჩეულ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებისა და
ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისთვის.
შეთანხმების თანახმად პროექტის განხორციელებისთვის გამოიყოფა 2.83 მლნ ევრო - სესხი NEFCO-დან
და 1.87 მლნ. ევრო - E5P-ის გრანტი. საქართველოს მხრიდან პროექტის განმახორციელებელ უწყებას
წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც ამჟამად გამოცხადებული აქვს
ტენდერები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ე.წ. ენერგოეფექტურობის ბაზრის და ახალი სერვისების
განვითარებას, ისეთის როგორიცაა ენერგო-მომსახურების ბაზარი, ენერგო-აუდიტების მომსახურების
სრულყოფილი სისტემის ან ენერგო-მენეჯმენტის სისტემის, ISO 50001 დანერგვა, სახელმწიფო
შესყიდვების ახალი სტანდარტის დანერგვა ანუ შესყიდვების დროს გასათვალისწინებელი იქნება
ენერგოეფექტურობის კრიტერიუმები, ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემების დანერგვა
აღნიშნული პროცესების განვითარება გარკვეულ გავლენებს იქონიებს სხვადასხვა იურიდიულ თუ
ფიზიკურ პირებზე, მაგალითად:
იმ შემთხვევაში, თუ კანონის ამოქმედების შემდეგ სამინისტრო გადაწყვეტს ენერგოეფექტურობის
ვალდებულების სქემის დანერგვას6 (მუხლი 4, პუნქტი 5), კანონი გავლებას იქონიებს ენერგიის
გამანაწილებელ
იურიდიულ
თუ
ფიზიკურ
პირებზე,
რომელთათვის
სავალდებულო
იქნება
ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის დანერგვა. ამ შემთხვევაში კანონი გავლენას იქონიებს
ენერგიის საბოლოო მომხმარებლებზეც, რომელთა მიერ ენერგიის ეფექტური მოხმარება წახალისებული
უნდა
იყოს
ენერგიის
გამანაწილებელი
პირებისგან.
თუმცა,
აღსანიშნავია,
რომ
სამინისტრო
უფლებამოსილია7 ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის განხორციელების ალტერნატიული
ვარიანტი განიხილოს, ანუ განახორციელოს ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიება, მე-5 მუხლში
გაწერილი შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელს შესახებ გადაწყვეტილების მიიღება
კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (მუხლი 30, პუნქტი 1 (გ)).
კანონის პროექტის შემუშავების დროს ენერგიის გამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლებთან
ჩატარებული
საკონსულტაციო
შეხვედრების
დროს
გამოიკვეთა,
რომ
ენერგოეფექტურობის
6 აღნიშნული არის ენერგოეფექტურობის დირექტივის მოთხოვნა (მუხლი 7) რაც ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებს,
მათ შორის საქართველოს, ავალდებულებს დააწესონ ენერგოეფექტურობის ვალდებულებების სქემები ან მიაღწიონ ენერგიის დაზოგვის იგივე
მოცულობებს ალტერნატული ღონისძიებების საშულებით. კერძოდ, ციტირება ენერგოეფექტურობის დირექტივის მე-7 მუხლიდან -, „წევრმა
ქვეყნებმა განსაზღვრონ ენერგოეფეტურობის სავალდებულო სქმები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ რომ ენერგიის გამანაწილებელმა და/ან
ენერგიით საცალო მოვაჭრე კომპანიებმა, (რომლებიც კანონით იქნებიან განსაზღვრული როგორც ვალდებული მხარეები), ენერგეტიკული
გაერთიანების თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე მიაღწიონ საბოლო მომხმარებლებში ენერგიის დაზოგვის კუმულატიურ სამიზნე
მაჩვენებელს 2020 წლის 31 დეკემბრისთვის. დირექტივის თანახმად, ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებელი, 2017 წლის პირველი იანვრიდან
2020 წლის 31 დეკემბრამდე, უნდა იყოს სულ მცირე ყოველწლიური ახალი დაზოგვების ექვივალენტური და სადისტრიბუციო ან ენერგიით
მოვაჭრე ყველა კომპანიის მიერ ყოველწლიურად გაყიდული ენერგიის 0,7%, რომელიც თავის მხრივ იანგარიშება, როგორც ბოლო სამი წლის
(2016 წლის პირველი იანვრიდან) საშუალო წლიური გაყიდვების მოცულობიდან. ანუ, ენერგიის გამანაწილებელმა და/ან ენერგიით მოვაჭრე
კომპანიამ საბოლოო მომხმარებელთათვის ყოველწლიურად მიწოდებული ენერგიის 0,7% უნდა დაზოგოს, სათანადო მასშტაბის ინვესტიციების
განხორციელების მეშვეობით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. ენერგეტიკული გაერთიანების წევრი
ქვეყნებისთვის, მათ შრის საქართველოსთვის დაწესებულია ე.წ. შეღავათები რაც ითვალისწინებს 2017 და 2018 წელს წლიური გაყიდვების 0.5%ის დაზოგვას, ხოლო 2019 და 2020 წლებისთვის 0.7%-ის დაზოგვას.
7 ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელება სათანადო კრიტერიუმების დაცვით გამომდინარეობს ენერგოეფექტურობის
დირექტივის მე-7 მუხლიდან
15
ვალდებულების სქემების დანერგვა
გამანაწილებელი
კომპანიების
გამოიწვევდა ტარიფების გაზრდის მოთხოვნას ენერგიის
მხრიდან.
შესაბამისად,
ამ
ეტაპზე
სამინისტრო
განიხილავს
ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელებას, რომელის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის
გამოცემით. ამჟამად, მიმდინარეობს განხილვა თუ რომელი ღონისძიება შეიძლება ჩაითვალოს
ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებად კანონპროექტის მე-5 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების
გათვალისწინებით. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ენერგიის გამანაწილებლების მიერ
ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვა შესაძლებელია
უზრუნველყონ ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების
შემცირებით. დანაკარგების შემცირების მხრივ მუდმივად მიმდინარეობს ინვესტიციების
განხორციელება და ენერგიის გამანაწილებელი ქსელის გაუმჯობესება.
კანონის პროექტის მე-5 თავი და მისი მუხლები, რომელიც შეეხება ენერგოეფექტურობის პოლიტიკას
მრეწველობის დარგში, პირველი კატეგორიის სამრეწველო ობიექტებისთვის
ენერგო-აუდიტების
ჩატარების ან ენერგო-მენეჯმენტის სისტემის (ISO 50001) დანერგვის ვალდებულებას აწესებს.
ვალდებულება ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან8. ენერგო-აუდიტის ჩატარება საუკეთესო
საინფორმაციო ღონისძიებაა, რომელიც წარმოდგენას უქმნის სამრეწველო ობიექტის მენეჯმენტს
სამრეწველო
პროცესში ენერგიის დაზოგვის პოტენციალისა და ენერგიის ეფექტურად მოხმარების
შესახებ, რაც წარმოებული პროდუქტის ენერგო-ინტენსიურობის შემცირებას უზრუნველყოფს.
ენერგო-აუდიტის ჩატარების ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, სამრეწველო ობიექტის
მასშტაბებზე და მასში არსებული ენერგომომხმარებელი ტექნოლოგიების ანუ საამქროების
რაოდენობაზე, სამრეწველო ობიექტში მიმდინარე სამრეწველო პროცესის ტიპსა და პროცესის
სირთულეზე, ენერგო-აუდიტორის კვალიფიკაციაზე და აშ. ზოგადად, არსებული გამოცდილების
მიხედვით სამრეწველო ობიექტის ერთი საამქროს აუდიტის ღირებულება დაახლოებით შეფასებულია
3000-4000 ევროდ. შესაბამისად, ენერგო-აუდიტების ჩატარებას ფინანსური გავლენა ექნება პირველი
კატეგორიის საწარმოებისთვის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს ვალდებულება ეხება მხოლოდ
პირველი კატეგორიის საწარმოებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება წლის საანგარიშო
პერიოდში აღემატება 50 მლნ. ლარს და შემოსავალი აღემატება 100 000 მლნ. ლარს. ფინანსური გავლენის
პარალელურად, ენერგო-აუდიტების ჩატარება ან ენერგო-მენეჯმენტის სიტემის დანერგვამ შესაძლოა
გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული საქმიანობის გაზრდის მხრივაც.
დამატებით ფინანსურ და ადმინისტრაციულ გავლენასთან ერთად, ენერგო-აუდიტების სისტემის ან
ენერგო-მენეჯმენტის სისტემის (ISO 50001) დანერგვა სამრეწველო ობიექტისთვის ენერგო-დანახარჯების
ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ სამრეწველო ობიექტები ოპერირებენ
იმპორტირებული ენერგორესურსებით. ენერგო-აუდიტის ჩატარება სავალდებულო იქნება ყოველ
წელიწადში ერთხელ და განხორციელებული ენერგო-აუდიტის ანგარიში სავალდებულოა შეინახონ 10
წლის განმავლობაში. ენერგო-აუდიტის ანგარიში წარდგენილი უნდა იქნას სამინისტროში. იმ
შემთხვევაში თუ სამრეწველო ობიექტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს რომ დანერგოს ISO 5000 1 და
კომპანიაში ყავდეს ენერგო-მენეჯერი, რომელიც პასუხიმგებელი იქნება და უზრუნველყოფს ენერგიის
ეფექტურ მოხმარებას, სამრეწველო ობიექტი თავისუფლდება ენერგო-აუდიტის ჩატარების
ვალდებულებისგან, თუმცა ვალდებული იქნებიან სამინისტროს ანგარიში წარუდგინონ ენერგომენეჯმენტის სისტემის არსებობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ,
აღნიშნული ვალდებულება განპირობებულია ენერგოეფქტურობის დირექტივის მე-8 მუხლით, ვალდებულების ამოქმედების ვადა
განისაზღვრა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მოლაპარაკებების დროს.
8
16
ენერგო-აუდიტის სისტემის დანერგვა ახალი სამუშაო ადგილების შემქნის შესაძლებლობასაც აჩენს,
რადგან ენერგო-აუდიტის სისტემის დანერგვისთვის, როგორც მრეწველობის ასევე შენობების სექტორში9,
პირველ რიგში აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კვალიფიციური და აკრედიტებული ენერგოაუდიტორები თუ ენერგო-აუდიტორული კომპანიები.
კანონპროექტის
მიხედვით
ენერგო-აუდიტის
ჩატარება
შეეძლება
მხოლოდ
და
მხოლოდ
აკრედიტირებულ და სერტიფიცირებულ ენერგო-აუდიტორს. ენერგო-აუდიტორების აკრედიტაციას
განახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრი. აკრედიტაციის
ეროვნულ ცენტრს შეეძლება დაინტერესებულ მხარეს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგო-აუდიტორთა
სერტიფიცირებისთვის. ენერგო-აუდიტორების მიერ ჩატარებული ენერგო-აუდიტების ხარისხის
შემოწმება ევალება სამინისტროს, რითაც სამინისტრო უფლებამოსილია შემოამოწმოს ენერგოაუდიტორის კვალიფიკაცია და მიუკერძოებლობა. ენერგო-აუდიტის სისტემის დანერგვის ფინანსური
და საექსპერტო დახმარების მისაღებად ამაჟამად სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე
დონორ ორგანიზაციასთან, მათ შორის გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან
(UNIDO), რომელმაც სამინისტროსთან ერთად რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა სამრეწველო
სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარების მიზნით. ენერო-აუდიტორების მომზადებისა და მათ
სერტიფიცირების სისტემის დანერგვა გათვალისწინებულია KfW-ს საგრანტო პროგრამაშიც.
ენერგო-აუდიტის
სისტემის
დანერგვის
დროს
შესაძლებელია
განხილულ
იქნას
სახელმწიფო
მხარდაჭერის სხვადასხვა სქემა (მაგ. ,,ნებაყოფლობითი შეთანხმება“), თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტულად
როგორი მხარდაჭერის სქემა შეილება შემუშავდეს და ვინ შეიძლება იყოს მისი ბენეფიციარი
განსაზღვრული არ არის. მხარდაჭერის სქემების დანერგვამდე, შეისწავლება მათი საჭიროება და
მიზანშეწონილობა. შეფასდება და გაანალიზდება მათი ფინანსური გავლენა, როგორც ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, ასევე ენერგოეფექტურობის ბაზარზე და ბაზრის მონაწილეებზე.
ენერგო-მენეჯმენტის სისტემის დანერგვაც უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან
ხარჯების გაზრდის პრევენციის მიზნით სამრეწველო სექტორში დასაქმებულთა გადამზადებას და
მათგან ენერგო-მენეჯერების ჩამოყალიბებას.
ენერგო-მენეჯმენტის სისტემის დანერგვა მხოლოდ
სამრეწველო სექტორში არა ხდება, ენერგო-მენეჯერი დაჭირდება ყველა იმ შენობას, რომელიც
დაექვემდებარება ენერგო-ეფექტურ
რეაბილიტაციას. იმ შემთხვევაში, როდესაც ხარჯების
ოპტიმიზაციის გამო ხდება არსებული კადრების შემცირება, ენერგო-მენეჯმენტის სისტემის დანერგვა
გონივრული გადაწყვეტილებაა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, მაგალითად შესაძლებელია
ადმინისტრაციული საკითხებით დასაქმებულთა გადამზადება და მათთვის ენერგო-მენეჯერის
ფუნქციების დაკისრება.
კანონპროექტით (მუხლის 12) ასევე გათვალისწინებულია ე.წ. ენერგო-მომსახურების10 ბაზრის
ჩამოყალიბება რაც ხელს შეუწყობს მომსახურების ახალი სახეობის ჩამოყალიბებას. ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების პრინციპები, დეტალები და მისი დანერგვით გამოწვეული
გავლენა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე საჯარო სექტორზე და ზოგადად ბაზარზე
გაანალიზდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების დროს.
9 არსებობს შენობების ენერგო-აუდიტი და სამრეწველო პროცესის ენერგო-აუდიტი.
10
ენერგომომსახურება - ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა მომსახურეობით, მათ შორის,
ექსპლუატაცია, საექსპლუატაციო მომსახურება და პროცესის მართვა ან/და ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების კომბინაციით
მიღებული მატერიალური სარგებელი, რომელიც ნორმალურ პირობებში, განაპირობებს ენერგოეფექტური გაუმჯობესების ან პირველადი
ენერგიის დაზოგვის გადამოწმებად ან გაზომვად შედეგს;
17
კანონპროექტის მე-11 მუხლის თანახმად, ენერგიის დაზოგვის მონიტორინგისა და ღონისძიებების
შედეგად მიღებული დაზოგვების დადასტურების მიზნით ჩამოყალიბდება გაზომვის და დადასტურების
პლატფორმა, რომელზეც მონაცემების წარდგენა ევალებათ: სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება
შენობების 1%-იანი განახლების ვალდებულება, ენერგიის გამანაწილებლებს, ენერგო-მომსახურეობის
მიმწოდებლებსა და სუბსიდიების მიმწოდებლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულ
ინტერნეტ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსება შესაძლოა ვალდებულ მხარეთა დამატებითი
საქმიანობა იყოს. გარდა ამისა, პლატფორმაზე მონაცემების განუთავსებლობა ჯარიმდება, შესაბამისად
შესაძლოა ფინანსური გავლენაც ქონდეს ზემოხსენებულ მხარეებზე.
კანონპროექტის 22-ე მუხლის მიხედვით, იმ შემთვევაშუ თუ ეესგ-თი ინიცირებული იქნება აღრიცხვის
ჭკვიანი სისტემების დანერგვა, მისი ფუნქციონირებისთვის კომისია შეიმუშავებს შესაბამის
სამართლებრივ აქტებს, რომელთა შემუშავება კომისიის ხარჯებზე გავლენას არ იქონიებს. აქვე
აღსანიშნავია რომ, ეესგ შემუშავდება კანონპროექტის მიღების შემდეგ და ამ ეტაპზე აღრიცხვის ჭკვიანი
სისტემების დანერგვა არ მოიაზრება.
კანონპროექტის
24-ე
მუხლით
ინიცირებულია
მომხმარებელთა
ინფორმირებულობის
მიზნით
ინფორმაციის მიწოდების საშუალებების დახვეწა. არსებული კანონმდებლობის (მიწოდება მოხმარების
წესები) მიხედვით მომხმარებელს „ქვითარი“ და შესაბამისად მოხმარებული ენერგიისა და ფასის შესახებ
ინფორმაცია მიებწოდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც (სმს, ელ-ფოსტა). შესაბამისად,
ქვითრის მონაცემებში დამატებითი ველების (წინა წლის იგივე პერიოდისათვის ინფორმაციის) დამატება
არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ შედეგებს შესაბამისი პირებისათვის. რაც შეეხება ამავე მუხლში
აღნიშნულ დღის, კვირის, თვის და წლიურ მონაცემებზე წვდომას, ხელმისაწვდომი უნდა იყოს
მომხმარებელთა მონაცემთა ბაზაში, შესაბამისი მრიცხველის არსებობის შემთხვევაში. ამიტომ დღის და
კვირის მონაცემების მიწოდება შესაძლებელი იქნება აღრიცხვის ჭკვიანი სისტემის დანერგვის შემდეგ.
რაც შეეხება თვისა და წლის ჭრილში მოხმარებული ენერგიის მონაცემების წარდგენას არსებული
რესურსითაც შესაძლებელია და ხორციელდება შესაბამისი კომპანიების მეირ, საჭიროების შემთხვევაში.
აღსანიშნავია,
რომ
კანონპროექტი
ავალდებულებს
ჰიდროელექტროსადგურების
მფლობელებს
ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ყოველი 15 წლის პერიოდულობით მოამზადონ
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების
გაუმჯობესების პოტენციალის გამოსავლენად. ამ მიზნით განსახორციელებელი იქნება სადგურების
ეფექტურობის პოტენციური გაუმჯობესების განხორციელების კვლევა და ტექნიკურ-ეკონომიკური
შეფასება. აღნიშნული ვალდებულება ამოქმედდება 2023 წლის 1იანვრიდან.
კანონის პროექტი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციების დაწესება კანონით დადგენილი პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში შემდეგი პირებისთვის:
ა) ენერგოეფექტურობის სავალდებულო სქემაში ჩართული ენერგიის გამანაწილებლები; ბ) გაზომვისა და
დადასტურების სისტემის ინტერნეტ პლატფორმაში ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი
ადმინისტრაციული ორგანო, ენერგიის გამანაწილებლის, ენერგო-მომსახურეობისა ან სუბსიდიების
მიმწოდებლები (ასეთის არსების შემთხვევაში); გ) ენერგო-მიმწოდებლები და ენერგო-გამანაწილებლები;
დ) სამრეწველო ობიექტი-საწარმო; ე) გადაცემის ან განაწილების სისტემის ოპერატორები; ვ) ენერგიის
გამანაწილებლები;
18
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციების დაწესებას კანონით დადგენილი პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. სანქციები
დაკისრება დაიწყება 2023 წლის პირველი ივნისიდან შემდეგ. სანქციებს დაექვემდებარება შემდეგი
ქმედებები:
ა). ენერგოეფექტურობის სავალდებულო სქემაში ჩართული ენერგიის გამანაწილებლის მიერ საბოლოო
მოხმარების წლიური ენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სამიზნე მაჩვენებლების შეუსრულებლობა
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.
ბ). სახელმწიფო
ორგანოს, ენერგიის გამანაწილებლის, ენერგომომსახურეობისა ან სუბსიდიების
მიმწოდებლების მიერ გაზომვისა და დადასტურების სისტემის ინტერნეტ პლატფორმაში ამ კანონით
დადგენილი ინფორმაციის განუთავსებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000-დან 5000 ლარამდე.
გ).
ენერგომიმწოდებლისა
და
ენერგოგამანაწილებლის
მიერ
ენერგომომსახურების
ბაზრის
ფუნქციონირების ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 000-დან 100 000 ლარამდე.
დ). საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოს
დაცვის მენეჯმენტის სისტემის განუხორციელებლობა ან/და სამინისტროსთვის ენერგოაუდიტის
ანგარიშის ასლის წარუდგენლობა ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემის დანერგვის შეუტყობინებლობა ან/და ენერგოაუდიტის ანგარიშის შენახვის წესების დარღვევა
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000-ლარამდე.
ე). გადაცემის ან განაწილების სისტემის ოპერატორების მიერ სისტემების ენერგოეფექტურობის
პოტენციალის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000ლარამდე.
ვ). სამინისტროს მიერ დადგენილი ეფექტური გათბობისა და გაგრილების სისტემის ინფრასტრუქტურის
განვითარების ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000
ლარამდე.
ზ). ენერგიის გამანაწილებლის მიერ ენერგიის მოხმარებისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული
ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.
ენერგო-აუდიტის სისტემის დანერგვის შემდეგ შესაძლებელია დადგინდეს ენერგო-აუდიტორის
აკრედიტირების მოსაკრებელი, როგორც აკრედიტაციის ცენტრის მიერ ენერგო-აუდიტორისათვის
აკრედიტაციის მინიჭების მოსაკრებელი, თუმცა აღნიშნული დაზუსტდება სისტემის შემუშავების დროს.
ზემოაღნიშნულის გარდა კანონის პროექტით სხვა დამატებითი მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახადი
გათვალისწინებული არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
19
კანონპროექტი გამომდინარეობს ევროკავშირის დირექტივიდან.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის
მიღება
გამომდინარეობს
ენერგეტიკული
გაერთიანების
დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის მე-2 მუხლიდან, რომელიც მიუთითებს
ევროკავშირის
2012/27/EU
დირექტივის
„ენერგოეფექტურობის
შესახებ“
იმპლემენტაციის
ვალდებულებაზე, ასევე ასოცირების შეთანხმების XXV დანართიდან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი
ეფუძნება
ევროკავშირის
2012
„ენერგოეფექტურობის შესახებ“, რომელსაც
წლის
25
ოქტომბრის
2012/27/EU
დირექტივას
ცვლილებები შეაქვს N2009/125/EC და N2010/30/EU
დირექტივებში და აუქმებს დირექტივებს N2004/8/EC და N2006/32/EC11.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
წინამდებარე კანონპროექტი შემუშავებულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის
(EBRD) ტექნიკური დახმარებით. საგრანტო დაფინანსება გაწეულ იქნა შვედეთის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ „Eco Ltd”ის საერთაშორისო და „საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრისა“ და იურიდიული კომპანია “BLC”ის ადგილობრივი ექსპერტები.
რეგულირების ზემოქმედების შეფასება შემუშავებულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარები, „Eco Ltd”-ს, ,,Economic Consulting Associates”-ს საერთაშორისო და
„საქართველოს
ენერგოეფექტურობის
ცენტრის“
ადგილობრივი
ექსპერტების
მიერ.
საგრანტო
დაფინანსება გაწეულ იქნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
11
https://www.energy-community.org/legal/acquis.html
20
რეგულირების ზემოქმედების შეფასება (RIA) - „ტექნიკური დახმარება საქართველოს მთავრობას
ენერგოეფექტურობის კანონის შემუშავებაში (იხ. დანართი).
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
სამინისტროს თხოვნით კანონის პროექტზე მომუშავე ექსპერტთა კონსორციუმმა შეისწავლა რამდენიმე
ქვეყნის (ხორვატია, ბულგარეთი, მონტენეგრო, ირლანდია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია,)
მაგალითი ენერგოეფექტურობის დირექტივის ტრანსპოზიციისა და მის საფუძველზე საკანონმდებლო
ბაზის მომზადების გამოცდილება გაზიარების მიზნით, რომელის საფუძველზე მომზადდა
რეკომენდაციები საქართველოსთვის. აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინებული იყო კანონის
პროექტის შემუშავების დროს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
21