„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ენერგოეფექტურობის შესახებ“
- „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-02
ბიუროს ნომერი 312
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ.151 ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია,
საერთაშორისო
ხელშეკრულებები
და
შეთანხმებები,
„ენერგოეფექტურობის
შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს
დებულება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებითა და
ენერგეტიკული გაერთიანებაში გაწევრიანებით ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებასთან მიერთების ოქმით აღებული ვალდებულებების შესრულების
უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
მიერ,
ევროკავშირის
ენერგოეფექტურობის
2012/27/EU
დირექტივის
მიხედვით,
შემუშავებულია ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-15 მუხლის
შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების
მიზნით, სსიპ - „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“ (შემდგომში - სააგენტო) ვალდებულია
შეიმუშაოს წესები და სახელმძღვანელო პრინციპები, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური
მიზანშეწონილობის, მდგრადობის პრინციპების, ტექნიკურად შესაბამისობისა და სათანადო
კონკურენციის გათვალისწინებით.
სსიპ - ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“ საქმიანობს „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს
სააგენტოს საქმიანობის საფუძვლებს. ხოლო აღნიშნული კანონის მოქმედი რედაქცია არ
ითვალისწინებს „ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონით“ გათვალისწინებულ
სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ვალდებულებებს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან,
მიზანშეწონილია შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სააგენტო შექმნილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე და უფლებამოსილებებს ახორციელებს ამავე კანონით განსაზღვრული
ნორმატიული აქტებით, რაც აღნიშნული ცვლილების განხორციელების გარეშე არ
ითვალისწინებს ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
საკითხებს.
გამომდინარე იქედან, რომ „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი ითვალისწინებს სააგენტოსათვის ახალი ფუნქციების დაკისრებას, საჭიროა
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება იქნეს განხორციელებული „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონშიც. რაც სამართლებრივ საფუძველს მიანიჭებს სააგენტოს
განახორციელოს
,,ენერგოეფექტურობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საქმიანობა და შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ატები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ენერგოეფექტურობის შესახებ“
საქართველოს კანონის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა და ამასთანავე
ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივის მე-6 მუხლის კანონმდებლობაში ასახვა.
აღნიშნული სათანადო საფუძვლებს შეუქმნის სააგენტოს შეიმუშაოს და საქართველოს
მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები (წესები და
სახელმძღვანელო პრინციპები საჯარო სექტორში ენერგოეფექტური შესყიდვების
დანერგვისათვის).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ
საფუძვლებს ემატება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი პირდაპირ კავშირშია სამთავრობო პროგრამასთან 2019-2020 წწ.
კერძოდ, ეკონომიკური განვითარების (2.) დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის (2.8)
ენერგეტიკის ნაწილთან (2.8.1).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, სსიპ
,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“ ვალდებული იქნება შეიმუშაოს სახელმწიფო
შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტური შესყიდვების განხორციელების წესები და
სახელმძღვანელო პრინციპები, ენერგოეფექტურობის 2012/27/EU დირექტივის მე-6 მუხლისა
და ამავე დირექტივის III დანართის შესაბამისად.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს
კანონში წარმოდგენილი ცვლილების შეტანა არ საჭიროებს დაფინანსებას.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების (იგივე მდგრადი
საჯარო შესყიდვები) წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებასა და შემდგომში
დანერგვისთვის საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდილების და არსებული პრაქტიკის
შესწავლა, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ ხარჯებთან. დაგეგმილია, რომ ამ
მიმართულებით სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
EU4Enviroment (ევროკავშირი გარემოსთვის) პროგრამის ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების წესების განხორციელება, დამოკიდებულია
,,ენერგო-ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტისა და ,,შენობების
ენერგოეფექტიანობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მიღებასა და დანერგვასთან.
აღნიშნული კანონპროექტების დებულებების სრულყოფილი დანერგვა განხორციელდება
ეტაპობრივად, 2020-2024 წლებში. აქედან გამომდინარე, ენერგოეფექტური საჯარო
შესყიდვების სავარაუდო გავლენა საშემოსავლო ნაწილზე პირველი სამი წლის განმავლობაში
არ არის მოსალოდნელი. გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგოეფექტური პროდუქტის შეძენა
უზრუნველყოფს მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადასახადის
შემცირებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე,
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეიმუშაოს ახალი წესები და
სახელმძღვანელო პრინციპები საჯარო შესყიდვებში ენერგოეფექტურობის კრიტერიუმების
გათვალისწინების მიზნით.
ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვები გასათვალისწინებელი იქნება ენერგო
ეტიკეტირების შესახებ, შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ და ენერგოეფექტურობის
შესახებ კანონპროექტებით განსაზღვრული კონკრეტული შემთხევევების დროს. ამგვარი
შესყიდვების წარმოებისთვის სავარაუდოდ საჭირო იქნება სახელმწიფო შესყიდვებზე
პასუხისმგელ პირთა გადამზადება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, რაც სავარაუდოდ
გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ ენეროეფექტური პროდუქტის ღირებულება და მომსახურების
ფასი, მათი შეძენის დროს, არაენერგოეფექტური პროდუქტისა და მომსახურების ფასთან
შედარებით მაღალი იქნება. თუმცა, საგულისხმოა რომ ენერგოეფექტური პროდუქტისა და
მომსახურების ღირებულება გრძლევადიან პერსპექტივაში უფრო ენეროდამზოგია და
ეკონომიურია არაენერგოეფექტურ პროდუქტთან და მომსახურებასთან შედარებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი
ცვლილების შეტანისა და ენერგოეფექტურობის კანონის ამოქმედების შემდეგ დაინერგება
სახელმწიფო
შესყიდვების
ახალი
სტანდარტი
კონკრეტული
შემთხვევების
გათვალისწინებით,
ანუ
შესყიდვების
დროს
გასათვალისწინებელი
იქნება
ენერგოეფექტურობის კრიტერიუმები, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი წესებითა და
სახელმძღვანელო
პრინციპებით.
აღნიშნული
დადებითად
აისახება,
როგორც
ენერგოეფექტური პროდუქტის რეალიზატორებზე, ასევე საჯარო დაწესებულებებზეც.
აღსანიშნავია,
რომ საჯარო
სექტორი
წარმოადენს
ერთ-ერთ
ყველაზე
დიდ
ენერგომომხმარებელ სექტორს, სადაც ენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენცია აღნიშნება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულად შენატანს).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
პროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტომ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.