„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.12.2019
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/431/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-12-16
ბიუროს ნომერი 318

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ეს თავი ასევე არეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. ეს თავი არ არეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.“. 2. მე-15 მუხლის: ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) დადასტურებული საფრთხე − შესაბამისი აკრედიტებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ლაბორატორიის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმების განხორციელებით ან/და საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან/ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან ან პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროდუქტის გამოყენება/ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს;“; ბ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ) დოკუმენტური შემოწმება − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;“; გ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ1) შემოწმების ოქმი − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური შემოწმების ან/და დოკუმენტური შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც აგრეთვე შეიცავს ამ კოდექსის 192 მუხლის 24-ე ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგებს და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს − ასეთის არსებობის შემთხვევაში.“. 3. მე-16 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას.“; ბ) მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;“. 4. 191 და 192 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 191. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები 1. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით. 3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. 4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში. 5. პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 6. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებსა და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით ან/და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებიდან აღებული ნიმუშის შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 7. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომლის თაობაზედაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი. 8. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები პროდუქტის წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს. 9. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზედაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისა და გარემოსთვის, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის აღება. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის შემოწმება შეიძლება ადგილზე განხორციელდეს. 11. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტები. აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შესყიდვის ხარჯს ანაზღაურებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. 12. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას. 13. თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები. 14. თუ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/დადასტურებული საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე. 15. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა არაუმეტეს 30 დღისა. თუ ეკონომიკური ოპერატორი აღნიშნულ ვადაში ვერ აღმოფხვრის შეუსაბამობას, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი. 16. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმებს ეკონომიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილების შესრულების ფაქტს. თუ დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის რეალიზაცია არ შეუჩერებია, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად. 17. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ. 18. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, შეიცავს და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ. 19. თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის განადგურების შესახებ. 20. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების შესახებ დადგენილებაში ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება გონივრული ვადა აღნიშნული პროცესის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წერილობით შეატყობინოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების შესახებ. პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის, გამოთხოვისთვის ან განადგურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია. 21. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. 22. ამ მუხლის მე-14, მე-15, მე-17−მე-20 და 27-ე ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილებების სახით და მათი შესრულება სავალდებულოა. ამ ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას. 23. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილება ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის თაობაზედაც გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. 24. ამ მუხლის 22-ე ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. 25. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით. 26. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საზოგადოებისთვის პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების წყაროები, ამ ინფორმაციის მიწოდების დადასტურების ხერხები და ვადები ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილებით, მოსალოდნელი საფრთხის და მისი გავრცელების რისკის ანალიზზე დაყრდნობით. 27. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − აგრეთვე საბაჟო ორგანოს. 28. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესი, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესი და პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით. 29. ამ მუხლში გამოყენებულ იმ ტერმინებზე, რომლებიც არ არის განმარტებული ამ კოდექსის მე-15 მუხლში, ვრცელდება ამ კოდექსში გამოყენებულ იმავე ტერმინთა განმარტებები.“. „მუხლი 192. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო 1. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობას, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. 2. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამავე სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 3. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 5. 192 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 193 მუხლი: მუხლი 193. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი ამ კოდექსის 421−425 მუხლების შესაბამისად დაკისრებული შესაბამისი ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.“. 6. 421-426 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 421. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე. მუხლი 422. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარამდე. მუხლი 423. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარამდე. მუხლი 424. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე. მუხლი 425. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარამდე. მუხლი 426. ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების არსებობის შემთხვევაში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებს. 2. ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.“. მუხლი 2. 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება და სააგენტოს უფროსის დანიშვნა. 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ ფუნქციური ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომელთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე, დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის ნაწილში, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემას და ზედამხედველობას, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირებას და პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს ერთი და იგივე ორგანო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალი მოცემულია „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N257 დადგენილებაში და მათ განეკუთვნება სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები; მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო ან/და გაზგამანაწილებელი სადგური წარმადობით 3000 მ.კბ/სთ და მეტი; დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობდა გაზ გადამამუშავებელი საწარმოები; მეტროპოლიტენი და სხვ. თავის მხრივ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ამომწურავ ჩამონათვალს აკეთებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომლის მე-18 მუხლის მიხედვით ასეთი ობიექტებია: კარიერი, მაღარო, შახტი, ესკალატორი, ფუნიკულიორი და ა.შ. თავისი არსით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა და მშენებლობის ზედამხედველობა, ასევე ექსპლუატაციაში გაშვებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირება არსებითად განსხვავდება პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისგან. ფაქტიურად ამჟამად სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უწევს ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავებული ფუნქციების შესრულება. საერთაშორისო პრაქტიკაც მოწმობს, რომ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო არცერთ ქვეყანაში არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს და ეს სფეროები ცალსახად გამიჯნულია ერთმანეთისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში ახალი და გლობალური ევროდირექტივების/რეგულაციების შესაბამისად მიღებული იქნა მთელი რიგი ნორმატიული აქტები ცალკეულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბერის №635 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბერის №634 დადგენილება „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“. 2018 წელს ამოქმედდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის მეთოდები, პრინციპები, შემზღუდველი ღონისძიებები და სანქციები. 2018 წელს მიღებული იქნა ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის N476 დადაგენილება „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც მოიცავს 4 სახის სამშენებლო პროდუქტს: არმატურა, ცემენტი, ელექტრო კაბელები, პლასტმასის მილები. 2019 წლის ბოლომდე ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება უნდა განხორციელდეს შემდეგი სფეროების ევრო დირექტივებთან/რეგულაციებთან: 1. სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ; 2. ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობის შესახებ; 3. მანქანა-მოწყობილობების შესახებ; 4. სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი ნივთიერებების იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის სისტემის შესახებ; 5. აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ; 6. პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში მომუშავე მოწყობილობებისა და სისტემების შესახებ. ხოლო 2022 წლის ბოლომდე კი შემდეგი სფეროების ევროდირექტივებთან/რეგულაციებთან: 1. ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრო მოწყობილობების შესახებ; 2. სამშენებლო პროდუქტების შესახებ. ვინაიდან, ბაზარზე ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტების ჩამონათვალი მზარდია, ამ ვალდებულებების ეფექტიანად განსახორციელებლად საჭირო გახდა დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისთვის რათა პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა არ განახორციელოს ერთი და იგივე ორგანომ და პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისთვის შეიქმნას ცალკე ორგანო, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოქმედი რედაქციით, პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. შესაბამისად, იმისთვის რათა პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა განახორციელოს სხვა სსიპ-მა, ამისთვის საჭირო გახდა საკანონმდებლო ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის თანახმად, პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. აღნიშნული სააგენტო უზრუნველყოფს პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ, ნაცვლად სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსი, განისაზღვრება სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. კანონპროექტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ევალება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულებისა საშტატო ნუსხის დამტკიცება და სააგენტოს უფროსის დანიშვნა, ასევე სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ევალება სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონპროექტით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად მიეთითება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი პირველი მუხლი ამოქმედდება 2020 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნული თარიღი არჩეულ იქნა იმ პრინციპით, რომ პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა ეფექტიანად განხორციელდეს შესაძლო მოკლე ვადაში. 2020 წლის პირველ იანვრამდე კი გათვალისწინებულია რეგულაციების ძალაში შესვლისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ასიგნებების განკარგვა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან, წარმოდგენილი ინიციატივის მიღება უკავშირდება საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსათვის ასიგნებების გამოყოფას. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა უკავშირდება დროის ფაქტორს, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში განხორციელდეს ახალი სააგენტოს ფუნქციების კანონმდებლობაში ასახვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების და ასევე საშუალოვადიან პერიოდში (2021-2023 წლები) სააგენტოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დაკავშირებულია ახალ სსიპ-ში დასაქმებული თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან. კერძოდ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბიუჯეტი შრომის ანაზღაურების მუხლში შეადგენდა 1 400 000 ლარს, მათ შორის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით გათვალისწინებული იყო 280 000 ლარი. ხოლო გაყოფის შემდეგ სახელფასო ფონდი იქნება: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - 1 080 000 ლარი, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი იქნება 216 000 ლარი, ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სახელფასო ფონდი იქნება 800 000 ლარი, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი იქნება 160 000 ლარი. ჯამური გავლენა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში იქნება 96 000 ლარით საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა. ამასთან, რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, კანონპროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონიებს, რადგან კოდექსის 421-425 მუხლების დარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების დაკისრება ამ ეტაპისათვის არ მომხდარა, ვინაიდან დაჯარიმებას წინ უსწრებს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დამრღვევი ეკონომიკური ოპერატორისთვის დადგენილების (გაფრთხილების) შედგენა (მაგ: პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების შესახებ), რაც ამ უკანასკნელთა მხრიდან სრულდება და აღარ ხდება მათი დაჯარიმება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაქმნელად. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ახალი სსიპ-ისთვის გათვალისწინებულია 1 200 000 ლარი. აღნიშნული თანხა მოიცავს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს თავდაპირველ ტექნიკური აღჭურვის ხარჯსაც. 2021-2023 წლების საშუალოვადიან პერიოდში იგეგმება სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ასიგნება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეადგენდა 1 900 000 ლარს, თუმცა ვინაიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციების ნაწილი გადადის ახალი სააგენტოს ფუნქციებში, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის ასიგნება შემცირდება 1 638 000 ლარამდე. აქედან 1 600 000 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან და 38000 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან. 2021-2023 წლების საშუალოვადიან პერიოდში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა არ იგეგმება. რაც შეეხება საშტატო რიცხოვნობას, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში 2020 წლისთვის გათვალისწინებულია 45 საშტატო ერთეული (ნაცვლად დღეს არსებული 62-ისა), ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში - 35 საშტატო ერთეული (17 საშტატო ერთეული მოქმედი სსიპ-დან გადავა ახალ სსიპ-ში და დაემატება ახალი 18 საშტატო ერთეული, რომლის შევსება განხორციელდება ეტაპობრივად, დაწყებული 2020 წლიდან). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ექნება დადებითი გავლენა იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან ახალ შექმნილ სსიპ-ში, ვინაიდან ისინი აიღებენ ყოველთვიურ სარგოს ხელფასის სახით. ამასთან, ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობაში დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1880 ლარს, ხოლო ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოში დაგეგმილი საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 2880 ლარს. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში 2020 წლისთვის გათვალისწინებულია 45 საშტატო ერთეული (ნაცვლად დღეს არსებული 62-ისა), ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში - 35 საშტატო ერთეული (17 საშტატო ერთეული მოქმედი სსიპ-დან გადავა ახალ სსიპ-ში და დაემატება ახალი 18 საშტატო ერთეული) . ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად, არ იცვლება დღეს არსებული საჯარიმო სანქციების ოდენობები. აქვე აღსანიშნავია, რომ კოდექსის 421-425 მუხლების დარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების დაკისრება ამ ეტაპისათვის არ მომხდარა, ვინაიდან დაჯარიმებას წინ უსწრებს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დამრღვევი ეკონომიკური ოპერატორისთვის დადგენილების (გაფრთხილების) შედგენა (მაგ: პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების შესახებ), რაც ამ უკანასკნელთა მხრიდან სრულდება და აღარ ხდება მათი დაჯარიმება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.