„შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №634 |
|
2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს იმ პროდუქტს, რა პროდუქტადაც მომხმარებელი აღიქვამს მას და ამავდროულად საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
2. პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტი მოიცავს პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს საკვებ პროდუქტს, თუმცა აქვს იმგვარი ფორმა, სუნი, ფერი, შეხედულება, შეფუთვა, მარკირება, მოცულობა და ზომა, რომ შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს, აერიოთ საკვებში, მოათავსონ ის პირის ღრუში ან გადაყლაპონ, რაც შესაძლოა საშიში იყოს და გამოიწვიოს გაგუდვა, მოწამვლა, მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან გაუვალობა.
მუხლი 2. აკრძალულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, მარკეტინგი, იმპორტი, ექსპორტი ან/და მისი წარმოება.
მუხლი 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტებზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
მუხლი 4. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბაზარზე არ განთავსდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზიანება.
მუხლი 5. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.01.2020.
- როდის იქნა მიღებული „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ?
- „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მიღებულია 30.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №634. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.019701.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.01.2020-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, №634, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019701 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3529465/