ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 |
|
2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი
პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი განსაზღვრავს პესტიციდების საცალო ვაჭრობისათვისა და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოების მიზნით დამამზადებლის ვალდებულებებსა და მოთხოვნებს.
1. შენობები აღჭურვილი უნდა იყოს შემწოვგამწოვი ვენტილაციით, წყლით და კანალიზაციით.
2. უნდა გააჩნდეს სათავსოები ხანძარ და ფეთქებად საშიში ნივთიერებების შენახვისა და გადამუშავებისათვის.
3. სამუშაო ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს ამწოვი საშუალებებით (ასპირაციის სისტემა).
4. საწარმოო ნარჩენებისათვის (როგორც მყარი ასევე თხევადისათვის), დაბინძურებული ანარეცხი წყლებისათვის, დაქცეული და დაფანტული ქიმიკატების შეგროვებისა და გაუნებელყოფისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს სპეციალური ადგილი.
5. ადგილი, სადაც წარმოებს სამუშაოები ღია ალთან (მინის ამპულების მირჩილვა) ან გამახურებელ ხელსაწყოებით (პოლიმერის პაკეტებზე ნაწიბურების მირჩილვა) იზოლირებული უნდა იყოს შენობის იმ ნაწილიდან, სადაც ხდება პრეპარატების მომზადება დასაფასოებლად.
6. შენობას უნდა გააჩნდეს ძირითადი, ასევე საავარიო გასასვლელი.
7. შენობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კავშირგაბმულობის საშუალებებით, განათებით, სიგნალიზაციით, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების კონტროლის სისტემით (გაზანალიზატორებით, დეტექტორ-გადამწოდებით და შეტყობინების საშუალებებით), სახანძრო ჰიდრანტებითა და რეზერვუარებით, ხანძრის ქრობისა და ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სისტემებით.
8. პერსონალისათვის უნდა იყოს შექმნილი პირადი ჰიგიენის სათანადო პირობები.
9. შენობაში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული საევაკუაციო სქემები, ასევე ინსტრუქციები და პლაკატები, ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობისას უსაფრთხოების ღონისძიებებისა და მოწამვლის შემთხვევაში პირველი დახმარების შესახებ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით და გამაუვნებელი ხსნარებით.
10. შენობის იატაკი, სადაც ხდება პესტიციდების წვრილი დაფასოება, უნდა იყოს გლუვი, წყალგაუმტარი (მობეტონებული ან მოპირკეთებული), ტრაპებისადმი შესაბამისი დახრილობით.
11. კედლები ან ტიხრები უნდა იყოს გლუვი, მოპირკეთებული არაადსორბირებადი, არატოქსიკური, გაუმტარი მასალით ან ზეთოვანი საღებავით შეღებილი, სველი და სუფთა წესით დასალაგებლად.
1. დანადგარები და ელექტროგაყვანილობა უნდა იყოს შესრულებული სათანადო საიზოლაციო მასალებიდან.
2. სავენტილაციო სისტემას უნდა გააჩნდეს სპეციალური ფილტრები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გარემოს დაცვა შესაძლო დაბინძურებისაგან.
3. უნდა არსებობდეს ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაქცეული და დაფანტული ქიმიკატების შეგროვება, შესაძლო დაბინძურების ადგილების დასუფთავება და გარემოში გამოთავისუფლებული ნივთიერების განეიტრალება.
1. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა ინახებოდეს იმ წესით, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერების სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებასა და გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
2. მცენარეთა დაცვის საშუალებები, შენახვისას მიუწვდომელი უნდა იყოს უცხო პირებისათვის.
3. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა იყოს შენახული დაუზიანებელ ტარაში, რომელიც მარკირებული უნდა იყოს „პესტიციდების მარკირების წესის“ მიხედვით.
4. მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ოპტიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს და გამორიცხავს ხანძრის გაჩენის საშიშროებას.
1. პერსონალს, რომელთაც უხდებათ საქმიანობა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან უნდა ჰქონდეთ სპეციალური ცოდნა ქიმიური, ტექნიკური უსაფრთხოების და სანიტარიულ-ჰიგიენურ საკითხებში.
2. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №437. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.017616.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.12.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“, №437, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017616 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2187605/