„ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№646
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.018265
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №646

2014 წლის 1 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014,  300160070.10.003.017616) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  წესის:

1.   მე-4  მუხლის  მე-3  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„3. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა იყოს შენახული დაუზიანებელ ტარაში, რომელიც მარკირებული უნდა იყოს „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013  წლის  31 დეკემბრის №427 დადგენილების  მიხედვით. ყოველ შეფუთულ წვრილ ერთეულს უნდა ახლდეს გამოყენების რეკომენდაცია.“.

2. მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რომლებიც  ცალკე უნდა ინახებოდეს, ირეცხებოდეს და იქნეს გაუვნებელყოფილი.“.

 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მომსახურე პერსონალმა, მიზანშეწონილია, ისარგებლოს ერთჯერადი მოხმარების  სამუშაო ტანსაცმლით.“.

4.  მე-5  მუხლის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6.  დამატებითი მოთხოვნები

1. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებული და საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში შეტანილი პესტიციდების დაფასოება.

2. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰიგიენური კლასიფიკაციის მიხედვით,  საშიშროების I კლასის პესტიციდების დაფასოებას ახორციელებენ პირები,  რომლებსაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სპეციალური განათლება ან პროფესიული მომზადება.

3. პესტიციდებთან სამუშაოდ არ დაიშვებიან: 18 წლამდე ასაკის პირები, ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, აგრეთვე, პირები, რომელთაც  სამედიცინო  შემოწმებისას  დაუდგინდათ  უკუჩვენება.

4. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰიგიენური კლასიფიკაციის მიხედვით, საშიშროების I და II კლასის პესტიციდებთან სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეადგენს  4 საათს, დანარჩენი  პესტიციდების  შემთხვევაში - 6  საათს.

5. პრეპარატის  დაფასოებამდე  უნდა  შემოწმდეს მისი ვარგისიანობის ვადები და დაფასოების მიზანშეწონილობა ეტიკეტზე მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე.

6. საწარმოში პესტიციდის დაფასოებისათვის, მის ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს მწარმოებელი ფირმის მიერ გაცემული ხარისხის და წარმოშობის  სერტიფიკატი.

7. თუ  საწარმოში  აღირიცხება  ვადაგასული  პესტიციდები,  აგრეთვე, ისეთი პრეპარატები, რომელთაც დარღვეული აქვს ტარის მთლიანობა, შეცვლილი აქვს გარეგნული ნიშნები (ჩასქელება, თხევადი პრეპარატის ნალექის წარმოქმნა, ფხვნილისებრ პრეპარატებში კოშტების წარმოქმნა და ა.შ), მათი დაფასოება და გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკრედიტებული ორგანოს  მიერ მათი ხარისხის ანალიზის ჩატარების და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული  სსიპ  - სურსათის ეროვნული სააგენტოს  მიერ ანალიზის შედეგების განხილვის  საფუძველზე გაცემული რეკომენდაციის შემდეგ.

8. დაფასოებული პესტიციდების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, საწარმოში უნდა მიმდინარეობდეს  პესტიციდების მიღებისა და გაცემის  აღრიცხვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015  წლის  1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.12.2014.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №646. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.018265.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №437 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №646, 01.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018265 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2594475/