საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-20994/19; 08.11.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.12.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-23220/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322
შენიშვნა tstsinadze

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-23220/19 25-12-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: პენიტენციური დეპარტამენტის N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პაატა ჭელიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-20994/19; 08.11.2019) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე განიხილა N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-20994/19; 08.11.2019). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვას და ამნისტიის აქტის შემუშავებას. საკანონმდებლო წინადადების ავტორის განმარტებით, სათანადოდ არ მუშაობს შეწყალების კომისია, რაც, პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ქვეყანაში პატიმართა გაზრდილ რაოდენობაზე. საკანონმდებლო წინადადების ავტორი აცხადებს ასევე, რომ „2012 წლის შემდეგ არ ყოფილა ამნისტიის აქტი გამოცემული.“ II. კომიტეტის შეფასება ქართული სისხლის სისხლისსამართლებრივი სამართლის კანონმდებლობის პასუხისმგებლობისაგან თანახმად, გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველი არის ამნისტია − ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნორმატიული აქტი. ამნისტია, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია, რომელიც განპირობებულია სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნითა და პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობით. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ოთხჯერ მიიღო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და, შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებაში მოცემული ინფორმაცია ამ კუთხით არასწორია. ამგვარად, ამნისტიის აქტის ბუნებისა და თავისებურებიდან და 2012 წლის შემდეგ მისი განხორციელების სიხშირიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია და მისი მიღებულად ცნობა მიზანშეუწონელია. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-20994/19; 08.11.2019) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი