„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-03
ბიუროს ნომერი 324
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „44“ პუნქტი:
„44. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის
მოთხოვნების დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ
ინფორმაცია, თავის მიერ დადგენილი წესით, გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ
ვებგვერდზე.“.
2. 52-ე მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი
ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ან/და
ინვესტორთა ინტერესებისათვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ნებისმიერი
პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს ახსნა-განმარტება წერილობითი ან/და ზეპირი
ფორმით;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს და სხვა პირებს დაუწესოს
სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი
განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობისა და მის მიმართ ინვესტორთა ნდობის
ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის მონაწილეების შესახებ
ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა, კერძოდ კი ინფორმაცია ბაზრის მონაწილე
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებული კანონდარღვევებისა და
ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების
ფარგლებში განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ. ასევე,
ინვესტორთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არსებობდეს
მოწესრიგებული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც გავრცელდება კაპიტალის ბაზრის
ყველა მონაწილეზე და უზრუნველყოფს ბაზრის გამჭვირვალობის პრინციპების
დარღვევისა და ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის პრევენციისასთვის
საჭირო ეფექტური მექანიზმების დანერგვას.
განვითარებული, გამჭვირვალე და კარგად რეგულირებული კაპიტალის ბაზრისათვის
აუცილებელ პირობას წარმოადგენ არა მარტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობისა და
მოქმედი წესებისა და რეგულაციების გამჭვირვალობა, არამედ ბაზარზე არსებული
კანონდარღვევებისა და შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ
საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება
სანქციების დაკისრების თაობაზე, ვრცელდება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბაზრის
რეგულირებად მონაწილეებზე თუმცა, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონის მიხედვით, ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის
პრევენციის მიზნებისთვის, ისევე როგორც საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების
მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია რომ
ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება ვრცელდებოდეს ნებიმიერ პირზე
რომელიც არღვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ აკრძალვებს და არ უზრუნველყოფს
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ამასთანავე, საერთაშორისო პრაქტიკის
მიხედვით, ეროვნულ ბანკს უნდა გააჩნდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის
ან/და ინვესტორთა ინტერესებისათვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში,
ნებისმიერი პირისაგან ახსნა-განმარტების მოთხოვნის უფლებამოსილება.
შესაბამისად, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევის
შემთხვევაში,
ეროვნული
ბანკის
კანონმდებლობით
მინიჭებული
უფლებამოსილება სანქციების დაკისრებისა და გამჟღავნების თაობაზე, საჭიროებს
სრულყოფასა და დაზუსტებას იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ფასიანი
ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა და ფასიანი ქაღალდებით საჯარო
ვაჭრობაში სამართლიანი წესების დამკვიდრება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს
გამჭვირვალობის მოთხოვნებს და ასევე ეროვნული ბანკისათვის კანონმდებლობით
მინიჭებული უფლებამოსილება სანქციების დაკისრების თაობაზე, ერთი მხრივ, სრულად
არ ფარავს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყველა მონაწილეს, რომელთა მიმართაც არსებული
კანონმდებლობით განსაზღვრულია გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო
მეორე მხრივ არ ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი პირისაგან ახსნაგანმარტების მოთხოვნის შესაძლებლობას, აუცილებელია აღნიშნული ხარვეზების
აღმოსაფხვრელად და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების
აღმოფხვრას და შესაბამისად საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობის
მოთხოვნების დახვეწას. ასევე, ეროვნული ბანკის უფლებამოსილების ფარგლების
სრულყოფისა და დაზუსტების მიზნით, ორგანულ კანონში აღნიშნული ცვლილებების
იმპლემენტაცია უზრუნველყოფს ბაზრის ეფექტიანად რეგულირებისათვის საჭირო
მექანიზმების შექმნას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისობას
ამ კუთხით აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
განსახორციელებელი
ცვლილებები
შეეხება
ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
ზედამხედველობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილების
დაზუსტებას აღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან/და ინვესტორთა
ინტერესებისათვის
შესაძლო
საფრთხის
შექმნის
შემთხვევაში.
აგრეთვე
განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს ბაზარზე გამჭვირვალობის
სტანდარტების სრულყოფას, ევროკავშირში მოქმედ შესაბამის დირექტივებზე
დაყრდნობით.
შესაბამისად, კანონპროექტით ზუსტდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო
უფლებამოსილება. კერძოდ, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული
კანონის 48-ე მუხლის 44 პუნქტით განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება,
გამოაქვეყნოს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო დაკისრებული სანქციების შესახებ.
ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 52-ე მუხლს დაემატა ასევე ახალი „ე1“ ქვეპუნქტი, ამავე
მუხლის „თ“ ქვეპუნქტი კი დაზუსტდა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რის
საფუძველზეც ეროვნული ბანკი იქნება უფლებამოსილი ნებისმიერ იურიდიულ ან
ფიზიკურ პირს დაუწესოს შესაბამისი სანქციები (მათ შორის ფულადი ჯარიმები) ფასიანი
ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის, აგრეთვე
საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი პირებისაგან ახსნაგანმარტება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
კანონპროექტი დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან,
კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი
ითხოვს
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვას):
კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის“ შესახებ კანონში ცვლილების შეტანის პროექტთან ერთად. კანონპროექტი მიზნად
ისახავს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ შესახებ კანონში ცვლილების შეტანის პროექტში
ასახული საზედამხედველო ნორმების რეგულირების შესრულებისათვის, საქართველოს
ეროვნული ბანკისათვის სათანადო ზედამხედველობის მინიჭების უფლებას, შესაბამისად
ორივე პროექტის დროული მიღება ერთად უნდა მოიაზრებოდეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ეროვნული ბანკის მიერ პირზე სანქციის (ჯარიმის) დაკისრების
შემთხვევაში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით
განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად გასაწევ ხარჯებს, აღნიშნული არ
გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაწევას ეროვნული ბანკის მხრიდან, ვინაიდან ამ ეტაპზე
ხსენებული უფლებამოსილებების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის საფუძველზე, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, ფასიანი
ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ან/და ინვესტორთა ინტერესებისათვის
შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში ნებისმიერი პირისგან მოითხოვოს ახსნაგანმარტება (წერილობითი ან ზეპირი ფორმით). აღნიშნული აზუსტებს კანონის მოქმედი
რედაქციის 45-ე მუხლის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია
ნებისმიერი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო
ყველა აუცილებელი სტატისტიკური, საბუღალტრო და სხვა ინფორმაცია (მათ შორის,
კონფიდენციალური). ამ ვალდებულებამ შეიძლება დამატებითი ფინანსური ტვირთი
დააკისროს მოთხოვნის ადრესატებს. გარდა ამისა, კანონპროექტით, ფასიანი ქაღალდების
შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ ფიზიკურ ან
იურიდიულ პირს ეროვნული ბანკი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში დააკისრებს შესაბამის სანქციებს. შესაბამისად,
კანონპროექტით განსაზღვრული სანქციების დაკისრების უფლებამოსილება არ
შემოიფარგლება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეებით
და შეეხება ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეებსაც. ყოველივე ეს გამოიწვევს
დამატებითი ხარჯების გაწევას იმ პირების მიერ, რომლებსაც აღნიშნული სანქციები
შეეხება.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ გასაწევ ხარჯებს კანონპროექტით განსაზღვრული
უფლებამოსილებების შესასრულებლად, აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი
ხარჯების გაწევას ეროვნული ბანკის მხრიდან, ვინაიდან ამ ეტაპზე ხსენებული
უფლებამოსილებების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას სანქციების (მათ
შორის ფულადი ჯარიმის) დაკისრების ფარგლებში, თუმცა აღნიშნული სანქციების სახე
ან გაანგარიშების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ IV კარის, მე-6 თავის, მე-5 ნაწილის, მე-6
ქვენაწილის 122-ე და VI კარის მე-7 თავის 323-ე მუხლებით განსაზღვრული
ვალდებულებიდან. 323-ე მუხლის თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული
კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ
ევროკავშირის
საკანონმდებლო
აქტებთან
და
საერთაშორისო
სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად“. XV-A დანართის C
ნაწილით (ფასიანი ქაღალდები) საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება
კანონმდებლობა დაუახლოვოს, მათ შორის, ევროკავშირის შემდეგ სამართლებრივ აქტებს:
2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივა
ინსაიდერული გარიგებებისა და ბაზარზე მანიპულაციების შესახებ (ინსაიდერული
ინფორმაციის ბოროტად გამოყენება);
2003 წლის 22 დეკემბრის ევროკომისიის 2003/124/EC დირექტივა, რომელიც ხელს
უწყობს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივის აღსრულებას და,
რომელიც
ეხება
ინსაიდერული
ინფორმაციის
ტერმინის
განმარტებას,
ინსაიდერული ინფორმაციის განსაჯაროებას და ბაზარზე მანიპულაციის
განსაზღვრებას;
2003 წლის 22 დეკემბრის ევროკომისიის 2003/125/EC დირექტივა, რომელიც ხელს
უწყობს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივის აღსრულებას და,
რომელიც ეხება საინვესტიციო რეკომენდაციების სამართლიან წარდგენას და
ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებას;
2004 წლის 29 აპრილის ევროკომისიის 2004/72/EC დირექტივა, რომელიც ხელს
უწყობს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივის აღსრულებას და,
რომელიც ეხება ბაზარზე დამკვიდრებულ პრაქტიკას, ინსაიდერული ინფორმაციის
განსაზღვრებას სასაქონლო დერივატივებთან მიმართებაში, საწარმოს ინსაიდერთა
ნუსხის შედგენას, მმართველი ორგანოს წევრების მიერ განხორციელებული
ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებასა და საეჭვო ტრანზაქციების შესახებ
შეტყობინებას
და
2004 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/109/EC დირექტივა,
რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე
ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნათა ჰარმონიზაციის შესახებ, რომლითაც
შესწორდა 2001/34/EC დირექტივა.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის (EU) No 596/2014 რეგულაცია
ბაზრის ბოროტად გამოყენების (ბაზრის ბოროტად გამოყენების რეგულაცია)
შესახებ, რომელიც აუქმებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/6/EC დირექტივას და
კომისიის 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC დირექტივებს;1
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/109/EC დირექტივა,
რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე
ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნათა ჰარმონიზაციის შესახებ, რომლითაც
შესწორდა 2001/34/EC დირექტივა.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტისთვის გამჭვირვალობასა და ბაზრის მანიპულაციის/ინსაიდერული
ვაჭრობის ჩარჩოს შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის
სხვადასხვა ექსპერტებმა და ბელგიის ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო
ორგანოს (FSMA) წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული
თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დინამიური დაახლოების მოთხოვნიდან გამომდინარე,
მიმდინარეობს ევროკომისიასთან მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების XV-A დანართის განახლების
მიზნით. მხარეები თანხმდებიან ახალი - 596/2014 რეგულაციის შესრულების ვადებზე.
1
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს
ეროვნული ბანკი,
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.