საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-2910/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-18
ბიუროს ნომერი 327

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-2910/20 18-02-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 36 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში 2019 წელი 1 სარჩევი თავი I . . . . . . . . . . . კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები თავი II . . . . . . . . . ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ თავი III . . . . . . . . კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა - კანონის პროექტები, რომლებზედაც კომიტეტი იყო წამყვანი კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტები კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტები მნიშვნელოვანი კანონის პროექტები კანონის პროექტები, რომლებზეც კომიტეტმა მოამზადა დასკვნა კომიტეტში შემოსული პეტიციები კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები თავი IV. . . . . . . კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელება თავი V . . . . . . . საკომიტეტო მოკვლევლევები - ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თავი VI. . . . . . . ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი თავი VII. . . . . . . კომიტეტის მიერ მომზადებული სადეპუტატო შეკითხვები თავი VIII. . . . . კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და მათი მიზნები თავი IX. . . . . . . თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავი X. . . . . . კომიტეტის წევრების და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურების და საზოგადოების წარმომადგენლებთან - კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის შეხვედრები - კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას შეხვედრები (01.01.1928.11.19) - კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა შეხვედრები 2 თავი I კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოვალეობათა ფარგლებში. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: • საკანონმდებლო საკითხების მომზადებას; • პარლამენტის გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობას; • პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლს; • საზოგადოებასთან ურთიერთობას. კომიტეტის ამოცანებია: ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის შემუშავება, სატყეო სექტორის რეორგანიზაცია-აღორძინება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის ხელშეწყობა. თავი I I ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ კომიტეტს ჰყავს 13 წევრი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, პირველი მოადგილე სულხან მახათაზე და ორი მოადგილე: ენძელა მაჭავარიანი და თინათინ ბოკუჩავა. კომიტეტის 8 წევრი საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, 3 საპარლამენტო უმცირესობას და 2 დამოუკიდებელ დეპუტატს. კომიტეტის აპარატში არის 9 სპეციალისტი (6 ქალი, 3 მამაკაცი) და ერთი შტატგარეშე მოსამსახურე (მამაკაცი). გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა: • 22 კომიტეტის სხდომა; • კომიტეტი წამყვანი იყო 41 კანონის პროექტზე და ერთ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე; • კომიტეტმა განიხილა ერთი საკანონმდებლო წინადადება; • კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად განიხილა 20 კანონის პროექტი და 5 საერთაშორისო ხელშეკრულება; • კომიტეტის მიერ ინიცირებულია 3 კანონის პროექტი; 3 • კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების მიერ ინიცირებულია 13 კანონის პროექტი; • კომიტეტის 4 სხდომა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას; • ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით კომიტეტმა ევროინტეგრაციის კომიტეტთან ერთად ჩაატარა 3 სხდომა; • კომიტეტმა ჩაატარა 2 საკომიტეტო მოკვლევა: ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ და მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ; • კომიტეტმა დაიწყო ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურა ელექტროძრავებზე მომუშავე ტრანსპორტის საქართველოში იმპორტის ხელშესაწყობად; • საანგარიშო პერიოდში კომიტეტთან შეიქმნა 7 სამუშაო ჯგუფი; • საანგარიშო პერიოდში კომიტეტი თამაშრომლობდა შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), Westminster Foundation, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ); • კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ მონაწილეობა მიიღო 74 შეხვედრაში; • კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო 14 შეხვედრაში; • კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 51 შეხვედრაში, ტრენინგში, კონფერენციასა და სემინარში • კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა და ორგანიზაციების 231 წერილი. თავი III კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტი იყო წამყვანი შემდეგ კანონის პროექტებზე: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/288/9; 13.12.18) - მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 15 ოქტომბერს; კანონma შექმნა სოციალური დაცვის გარანტიები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთათვის, რომლებიც ახორციელებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას ან/და აღკვეთას და 4 შესაბამისად, მომეტებული რისკების პირობებში, ყოველდღიურად, საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/290; 13.12.18) - გადავადებულია; "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით მკაფიოდ განისაზღვრება, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, დაცული ტერიტორიის მართვა შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმაც. ასევე, დადგინდეს წესი დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, ორი კანონის პროექტით იქმნება ორი ახალი დაცული ტერიტორია, კერძოდ, არაგვის დაცული ლანდშფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანით "თრუსოს დაცული ლანდშაფტის" და „არაგვის დაცული ლანდშაფტის“ მართვის ორგანოებს - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ენიჭებათ უფლება, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება (შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) მათ მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილ სამართალდამრღვევებზე. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (07-2/289; 13.12.18) - მიღებულია პარლამენტის მიერ 2019 წლის 30 მაისს; გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი„წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის პონტოს მუხის უნიკალური ტყის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილი, რომლის ფართობი შეადგენს 443 ჰექტარს. იგი სამართავად გადაეცა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას. 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე 22 კანონის პროექტი (07-2/313; 20.02.2019) მიღებულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით. სატყეო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების 5 გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელი გახდა საქართველოს ტყის კოდექსის ახალი პროექტის შემუშავება. 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/341; 23.04.2019) – მიღებულია პარლამენტის მიერ 2019 წლის 30 მაისს; „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში 2019 წლის 1 იანვრამდე მოსახლეობის გადაადგილება დაშვებული იყო არაუმეტეს 30 ცხენის ძალის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ცვლილება შევიდა 49-ე მუხლში, რომლის თანახმად თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით გადაადგილების უფლება გახანგძლივდა 5 წლით - 2024 წლის პირველ იანვრამდე. 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/353; 28.05.2019) მიღებილია პარლამენტის მიერ 2019 წლის 20 დეკემბერს; გაფართოვდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, კერძოდ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში შეიქმნა 3 ახალი აღკვეთილი: ფარავნის ტბის აღკვეთილი-4031ჰა, საღამოს ტბის აღკვეთილი-629 ჰა და აბულის ტბის აღკვეთილი-211 ჰა. 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/330; 05.04.2019) - მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მე-2 მოსმენით; „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ უფრო მოკლე ვადაში განხორციელდება გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირება, ამასთან, მუნიციპალიტეტებისთვის სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემა მოხდება ეტაპობრივად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსების დაზუსტების შემდეგ, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/332; 10.04.2019) - მიღებილია პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით; 6 კანონპროექტით განისაზღვრა ახალი ტერმინი – ძირითადი მავნე ნივთიერებები, რომლის ჩამონათვალიც სრულად მოიცავს ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებულ დამაბინძურებელ ნივთიერებებს, ესენია: გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი,აზოტის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, ტყვია, ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი,ოზონი, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ბენზ(ა)პირენი, მანგანუმის დიოქსიდი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთელი ტერიტორია დაიყოფა ზონებად და აგლომერაციებად. აგლომერაციები დადგინდება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ზონები დადგინდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მიხედვით. თითოეულ ზონისა და აგლომერაციისათვის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, შემუშავდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები. 9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/424; 27.11.2019) - მიღებულია პარლამენტის მიერ 2019 წლის 19 დეკემბერს; 2017 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებისას გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული - წიაღის დეპარტამენტი გადატანილ იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და ჩამოყალიბდა სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოდ; წიაღის დეპარტამენტი იყო მთავარი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირებას და მისი საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სამინისტროების გაერთიანების პროცესში, 2017 წლის დეკემბერში საქართველოს კანონის „რეგულირების საფასურის შესახებ“ მე-71 მუხლს (გარდამავალი დებულებები) დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის გათვალისწინებითაც უკვე ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ინტეგრირებული წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი მიიმართება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე 2020 წლის პირველ იანვრამდე; ვინაიდან 2020 წელს ვერ გამოინახა სხვა დამატებითი ფინანსური წყაროები სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაფინანსებისთვის, 2020-2021 წლებში აღნიშნული უწყების შეუფერხებელი საქმიანობისთვის კვლავ საჭირო გახდა ბიუჯეტის ფორმირება სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურიდან; შედეგად, 2020 წლის 1 იანვარი შეიცვალა 2022 წლის პირველი იანვრით. 10. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებასთან“ შეერთება“ (N07-2/347; 13.05.2019) - წარდგენილია პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის. 7 საქართველოს გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმს შეუერთდა 1999 წლის 16 იანვარს. 2012 წლის 8 დეკემბერს დოჰაში (კატარი) ხელი მოეწერა ცვლილებებს. დოჰას ცვლილება წარმოადგენს კიოტოს ოქმის მეორე სამოქმედო დოკუმენტს 2020 წლამდე. საქართველოს სურს, რომ გააძლიეროს აქტიური საქმიანობა კლიმატის ცვლილების მიმართულებით, ამიტომ მნიშვნელოვანია მასთან შეერთება. 11. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/412; 30.10.2019) - მიღებულია პარლამენტის მიერ 2019 წლის 26 ნოემბერს. კანონპროექტის მიღებით იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წელიწადში წარმოიქმნება 2 ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა; მაგ: საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიებზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების სახელოსნოების საქმიანობა, ხე-ტყის პირველადი დამუშავების სახერხი ობიექტების, ასევე, სადურგლო საქმიანობა და სხვ).) და 120 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი და რომლებიც, სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრისთვის არ არიან მზად კოდექსის მე-14, მე-15 მუხლებით და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად (ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნა და ნარჩენების აღრიცხვა და ანგარიშგება), შესაძლებლობა ექნებათ 2025 წლამდე მოემზადონ ამ ვალდებულებების შესრულებისთვის. 4. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ლევან კობერიძის და გიორგი ხატიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/337/9; 13.05.2019) - განხილულია კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით. კანონპროექტი მომზადდა ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების საფუძველზე. კანონპროექტის შემუშავების მიზანია ადამიანისა და ცხოველის თანაცხოვრების პირობებში მოხდეს, ერთი მხრივ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ - ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონპროექტით გათვალისწინებულ ამკრძალავ ნორმებსაც. კანონპროექტის მიხედვით, პასუხისმგებლობა კანონით გათვალისწინებული 8 რეგულაციების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსითა“ და „სისხლის სამართლის კოდექსით“. შინაურ ბინადარ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევაზე მკაცრდება ადმინისტრაციული სახდელები და ასევე მოხდება ახალი სახდელების დაკისრება. მნიშვნელოვანი წინსვლა განხორციელდება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობასა და ასეთი ორთაბრძოლების პროპაგანდის აკრძალვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ცხადია, მგავსი ქმედებები გამოიწვევს ინდივიდთა პასუხისმგებლობას. კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტები: 1. საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/265; 25.12.18) - მიღებულია პარლამენტის მიერ 2019 წლის 29 მაისს; 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/99; 31.10.17) მიღებულია პარლამენტის მიერ 2019 წლის 29 მაისს; 3. საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/412; 30.10.2019) - მიღებულია პარლამენტის მიერ 2019 წლის 26 ნოემბერს. კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, გოგი მეშველიანის, ნინო წილოსანის, ოთარ დანელიას, გუგული მაღრაძის, გიორგი კახიანის, გელა სამხარაულისა და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/339; 08.05.2019) - კანონი მიღებულია 2019 წლის 30 მაისს; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ლევან კობერიძის და გიორგი ხატიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის 9 პროექტები: „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, „საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ - ინიცირებულია 2019 წლის 7 მაისს, განხილულია კომიტეტის სხომაზე პირველი მოსმენით; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, სულხან მახათაძის, ნინო წილოსანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/280/9; 13.02.19) - მიღებულია პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით 2019 წლის 29 მაისს; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ირაკლი ხახუბიას, გოგი მეშველიანის, სულხან მახათაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ირინე ფრუიძის, ანრი ოხანაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, სვეტლანა კუდბას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/120/9; 06.02.18) მიღებულია პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით 2019 წლის 17 აპრილს; 5. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის და ირაკლი ხახუბიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/287/9; 19.02.19) მიღებულია პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით 2019 წლის 29 მაისს; 6. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/92; 10.10.17) - მიღებულია პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით 2019 წლის 29 მაისს; 7. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/131/9; 01.03.18) - მიღებულია პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით 2019 წლის 19 აპრილს. 10 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კანონის პროექტები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე 22 კანონის პროექტი (07-2/313; 20.02.2019), რომლის მიღებაც უზრუნველყოფს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მდგრად ტყითსარგებლობას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან განაწილებას; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ლევან კობერიძის და გიორგი ხატიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/337/9; 13.05.2019), რომლის მიღებაც უზრუნველყოფს ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციებისა და სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისათვის აუცილებელი უსაფრთხო გარემოს შექმნას. კანონპროექტი ადგენს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის ძირითად პრინციპებს და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მათი მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ასევე, ურბანულ გარემოში მათთვის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნას და ამასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრასა და მართვას; შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვას. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/288/9; 13.12.18), რომლის მიღებამაც მყარი გარანტიები შეუქმნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა სოციალურ დაცვას რომლებიც ახორციელებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას ან/და აღკვეთას და რომლებიც მომეტებული რისკების პირობებში, საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. 4. საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, გოგი მეშველიანის, ნინო წილოსანის, ოთარ დანელიას, გუგული მაღრაძის, გიორგი კახიანის, გელა სამხარაულისა და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/339; 08/05/2019) 11 კანონის პროექტი შემუშავდა კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის „თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ საფუძველზე და თბილისის მუნიციაპლიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. მიღებულმა კანონმა დაარეგულირა ატმოსფერული ჰაერის ისეთი მნიშვნელოვანი დამბინძურებლის, როგორიცაა „ამტვერებადი მასალები“, შენახვისა და რეალიზაციის წესები და დააწესა შესაბამისი სანქციები ამ წესების დარღვევისათვის. კომიტეტი იყო სავალდებულო დასკვნის მიმცემი შემდეგ კანონის პროექტებზე: 1. კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, გოგი მეშველიანის, ნინო წილოსანის, ოთარ დანელიას, გუგული მაღრაძის, გიორგი კახიანის, გელა სამხარაულისა და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/339; 08.05.19); 2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’(073/265; 25.12.18); 3. კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, სულხან მახათაძის, ნინო წილოსანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/280/9; 13.02.19); 4. კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის და ირაკლი ხახუბიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კპ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/287/9; 19.02.19); 5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ (N07-2/286; 13.12.2018); 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)“ #2 ცვლილების შეთანხმება“ (N07-2/284; 13.12.2018); 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ“, 12 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/346; 08.05.2019); 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/345; 08.05.2019); 9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/327; 02.04.2019); 10. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერ ოთხი“ (N07-2/365; 14.06.2019); 11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/371; 02.07.2019); 12. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (07-2/375; 24.07.2019); 13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/327; 02.04.2019); 14. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერ ოთხი“ (07-2/365; 14.06.2019); 15. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი)“ (07-2/378; 26.07.2019); 13 16. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“ (072/403; 22.10.2019); 17. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/395; 23.09.2019); პეტიციები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 3 პეტიცია: 1. 656 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია, რომელიც ეხება საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენების აკრძალვას (N1-10411/19; 27.05.2019); 2. 679 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია, რომელიც ეხება საჯარო სივრცეში ცხოველის მოკვლის, მათ შორის მსხვერპლშეწირვის აკრძალვას (N1-12714/19; 02.07.2019). მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა სრულად გაითვალისწინა დაყენებული პრობლემების სიმწვავე, ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნია წარმოდგენილი პეტიციების ცნობად მიღება ვინაიდან: - - საქართველოში არ არსებობს მუდმივი საცირკო დასი და 2013 წლიდან დღემდე არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ცირკში ცხოველების მიმართ არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე. პეტიციით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც გულისხმობს ცხოველთა მსხვერპლშეწირვას, ექცევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის რეგულაციის სფეროში, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და ცხოველის წამება, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დასჯადია და ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სასჯელს. რაც შეეხება დღესასწაულის შემდეგ ტერიტორიის დაბინძურებას ცხოველური ნარჩენებით და ასევე სანიტარული ნორმების დარღვევას, საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი ქმედებებიც დასჯადია, გამომდინარე ნარჩენების მართვის და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსებიდან. ამასთან, კომიტეტი მიესალმება მსოფლიოს მასშტაბით ცირკში ცხოველების გამოყენების ტენდენციის კლებას და გამოთქვამს მზადყოფნას პეტიციის ავტორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩაერთოს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაში. კომიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებს. 14 ასევე, საჯარო სივრცეში ცხოველის მოკვლის, მათ შორის მსხვერპლშეწირვის აკრძალვასთან დაკავშირებით, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაგრძელდეს მსჯელობა საკანონმდებლო ნორმების აღსრულების გაძლიერების და ასევე მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების კუთხით. 3. 1248 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია, რომელიც ეხება „დაცული ტეროტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების მოქმედების შეჩერებას. „დაცული ტეროტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირებულ ვარიანტს, მისი განხილვის პროცესში, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაემატა მუხლი „გარდამავალი დებულებები“, რომლის თანახმადაც კანონის მოქმედება არ გავრცელდება ყაზბეგის ეროვნული პარკის იმ ნაწილზე (გარდა „ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1997–2007 წლების შედგენილი პროექტით განსაზღვრული ტერიტორიისა, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია 1976 წლიდან წარმოადგენდა ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალს), სადაც კანონის ამოქმედებამდე არსებობდა ქონებრივი ურთიერთობები (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით), რამაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცა უფლება, აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრაციაში გაატაროს საკუთარი ქონება. ამავდროულად, დაცული ტერიტორიების შემდგომი დემარკაციის პროცესში მიწის კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ. გარდა აღნიშნულისა დემარკაციის დროს გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. მოსახლეობა სრულად ჩართული იქნება საზღვრების გამიჯვნის პროცესში და ყაზბეგის ეროვნული პარკიდან გაიმიჯნება ყველა ის ტერიტორია, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციას წარმოშობს მოსახლეობასა და პარკს შორის. დემარკაციის შემდგომ ეროვნული პარკის საბოლოო საზღვარი შეთანხმებული იქნება მიმდებარედ მცხოვრებ თემებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ვინაიდან „დაცული ტეროტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულმა შესაბამისმა ცვლილებამ უკვე დაარეგულირა პეტიციით გათვალისწინებული საკითხი, დაუსაბუთებელია და მოკლებულია სამართლებრივ არსს კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომიტეტს მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის განხილვა. საკანონმდებლო წინადადებები 15 არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ საკანონმდებლო წინადადება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესახებ საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (1-2465/9; 12.02.19.) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტმა ჩაატარა საკომიტეტო მოსმენა 2019 წლის 27 მაისს, რომელსაც ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლები. 2019 წლის დეკემბერში შედგა კომიტეტის თავმჯდომარის და კომიტეტის აპარატის სპეციალისტების შეხვედარა ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას კონსულტაციების გაგრძელებისა და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების მომზადების აუცილებლობის თაობაზე. თავი IV კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელება კომიტეტი საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან. სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი სხდომები: 1. კომიტეტის 2019 წლის 18 თებერვლის სხდომა, რომელზედაც მოსმენილ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ანგარიში გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან. სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და დახვეწაზე, ვინაიდან საკანონმდებლო სფერო ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებას მოითხოვს. აღინიშნა ის აქტივობები, რომლებიც განხორვიელდა თევზჭერის, ბიომრავალფეროვნების, სატყეო, კლიმატის ცვლილების და სხვა სფეროებში. ისაუბრა იმ კანონის პროექტებზე, რომლებზედაც მუშაობს სამინისტრო, მათი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სრულიად იცვლება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხისადმი მიდგომა - მოთხოვნაა, რომ გარემოსათვის ზიანის მიმყენებელი ვალდებულია თვითონ განახორციელოს გარემოს აღდგენითი ღონისძიებები. მისი განცხადებით, ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარე, უმთავრესი არის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, ვინაიდან თითქმის ყველა მიმართულებით ძირეული რეფორმებია განსახორციელებელი. 16 2. კომიტეტის 2019 წლის 18 მარტის სხდომა, რომელზედაც მოსმენილ იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში. სააგენტოს შემადგენლობაში ოთხი დარგობრივი დეპარტამენტია: გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტები. სააგენტოს საშტატო ნუსხა შეადგენს 255 ერთეულს. 2019 წელს ბიუჯეტი განსაზღვრულია 11 მლნ. ლარის ოდენობით. დეტალურად იქნა განხილული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობა, სააგენტოს წინაშე მდგარი გამოწვევები და ამოცანები, სამომავლო გეგმები ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. 2018 წელს გაფართოვდა ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული მონიტორინგის ქსელი, გაიზარდა წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელის დინამიკა და ნიადაგის მონიტორინგი, გაძლიერდა გარემოს დაბინძურების მონიტორინგი, გაჩნდა გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზების უახლესი მონაცემებით შევსების საშუალება. თბილისში ამოქმედდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური, დაინერგება ჰაერსა და სხვა მასალებში აზბესტის ბოჭკოების ანალიზები. მომავალში დაინერგება თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა, რომელიც შემდგომში გავრცელდება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ფართოვდება სტანდარტული და სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ქსელი. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მდინარეზე ავტომატური წყლის დონის მზომი სადგურები და ბათუმსა და ფოთში ავტომატური საზღვაო მეტეოროლოგიური სადგურები დაიდგა. გლაციოლოგიური კვლევები ჩატარდა მდინარე ენგურის აუზის მყინვარებზე, მომზადდა საქართველოში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით ახალი სამშენებლო-კლიმატური ნორმები და სხვა. 2019 წელს ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეტეოროლოგიური რადარის განთავსება, რომელიც თითქმის მთლიანად დაფარავს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას და ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზირების ხარისხის გაუმჯობესებას და ძლიერი ნალექების და მათგან გამოწვეული წყალდიდობა-წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას. გაფართოვდა შავი ზღვის მონიტორინგის ღონისძიებები, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა და თევზის რესურსების შეფასება სამეცნიერო კვლევითი გემით განხორციელდა ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის პროექტის ფარგლებში. წელს იგეგმება აკვაკულტურის კანონმდებლობაზე მუშაობის დასრულება. სხდომაზე მწვავედ დაისვა გარემოს ეროვნული სააგენტოს სტაბილური დაფინანსების საკითხი, ისევე, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შედეგად სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წინაშე წარმოქმნილი პრობლემები. 2018 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გამოეყო წიაღით სარგებლობის მიმართულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. ამასთან, სწორედ ეს მიმართულება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სახით, განაპირობებდა სააგენტოს შემოსავლების ლომის 17 წილს და უზრუნველყოფდა მის ფინანსურ სტაბილურობას. სააგენტოს გეოლოგების უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროში გადავიდა და 30 მუშაკს მიყვა 8 მლნ. ლარი სააგენტოს დაფინანსებიდან. ამავდროულად, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში დარჩა მათ მიერ შესასრულებელია სამუშაოს 40% და რაც განსაკუთრებით საგანგაშოა - გეოლოგიის დეპარტამენტის გაყოფის შედეგად დასავლეთ საქართველო დარჩა გეოლოგების გარეშე და იქ მიმდინარე სტიქიურ გეოლოგიურ მოვლენებზე რეაგირება თბილისიდან ხდება, რაც დაუშვებელია სტიქიურ საფრთხეებზე მყისიერი რეაგირების აუცილებლობის გათვალისწინებით. 2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების 2019 წლის 12 აპრილის ერთობლივი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის საკითხები. სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ამავე სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, სამინისტროს სხვა თანამშრომლები და პლასტიკის პარკების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები. სხდომის განხილვის საგანს წარმოადგენდა ის პრობლემები, რომლებიც მეწარმეებს წარმოეშვათ 2018 წლის 14 დეკემბრის მთავრობის №472 დადგენილების მიღების შემდეგ. 4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასტან ინტეგრაციის კომიტეტების 2019 წლის 27 მაისის ერთობლივი სხდომა, რომელიც შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ინიციატივით და რომელზედაც განხილულ იქნა „გარემოსდაცვითი შეფასები კოდექსის“ ამოქმედებიდან 1 წლის თავზე მიღებული შედეგები. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აოარატის მთავარი სპეციალისტი ნინო ათაბეგაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომაზე განხილული იყო ის ნაკლოვანებები, რომელიც ახლდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებას. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცესში დაგეგმილი პროექტების განმახორციელებლების მიერ სამინისტროში წარმოდგენილი გზშ-ანგარიშების არადამაკმაყოფილებელ დონეზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების არასრულფასოვან მონაწილეობაზე. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილებების შეტანა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“. სხდომის გადაწყვეტილების თანახმად სხვადასხვა უწყებებიდან უნდა გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის აღსრულებასთან და მასში ცვლილებების შეტანასტთან დაკავშირებით, რათა მიღებულ 18 იქნეს სწორი გადაწყვეტილება „მწვანე ალტერნატივის“ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანშეწონილობაზე. 2019 წლის 30 სექტემბრის სხდომა, რომელზედაც მოსმენილ იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი 6 თვის შესრულების შესახებ. 5. ანგარიში წარმოადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, გარემოს დაცვის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა თევზჭერის, ბიომრავალფეროვნების, სატყეო მმართველობის, კლიმატის ცვლილებების, წყლის რესურსების, ატმოსფერული ჰაერის, მოპოვებითი მრეწველობისა და სამრეწველო ემისიების და სხვა მიმართულებით განხორცილებულ აქტივობებზე, მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით. მისი თქმით, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში დანერგილია თევზჭერის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, ხოლო მისი პარამეტრების შესაბამისობა ევროპის სტანდარტებთან უზრუნველყოფილი იქნება ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის ტექნიკური დახმარების საფუძველზე. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სატყეო მმართველობა და მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. თავი V საკომიტეტო მოკვლევები საკომიტეტო მოკვლევა არის საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის განხორციელების თანამედროვე და ეფექტური მექანიზმი. ის პირდაპირ ეხმიანება ღია პარლამენტის პრინციპებს (OGP), იძლევა საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის პირდაპირი ჩართულობის შესაძლებლობას საკომიტეტო (საზედამხედველო) მუშაობაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკას აქტიურად იყენებენ მოწინავე, საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი (ინგლისი და შოტლანდია), აშშ, ავსტრალია, კანადა და ა.შ. საკომიტეტო მოკვლევის მიზნებია: • • კომიტეტის კომპეტენციაში არსებული გამოწვევების სიღრმისეული შესწავლა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან/და ინდივიდუალური მოქალაქეებისაგან კვალიფიციური ინფორმაციის მიღების გზით; საკომიტეტო მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული დასკვნების, რეკომენდაციების და წინადებების შემუშავება შესაბამისი სუბიექტებისთვის. 19 საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა ორი თემატური მოკვლევა: • • „თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“; „ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“. „თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ მოკვლევა დაიწყო 2018 წელს და მისი მიზანი იყო თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოწვევების სიღრმისეული შესწავლა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა კომპეტენტური მხარეებისგან კვალიფიციური ინფორმაციის მიღების გზით, ასევე კონკრეტული დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება. მოკვლევის პროცესში სამუშაო ჯგუფმა მიიღო 20-მდე დოკუმენტურად დასაბუთებული პოზიცია თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა სამი შეხვედრა: 26, 27 და 28 თებერვალს სამუშაო ჯგუფის წევრები (პარლამენტის წევრები) შეხვდნენ საჯარო უწყებების და საზოგადოების წარმომადგნელებს. გაიმართა ზემოაღნიშნული უწყებების ზეპირი მოსმენა, რომელთა წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების კითხვებს. თემატური მოკვლევისა შედეგად გამოვლინდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები: • ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი • მშენებლობები და სამშენებლო მტვერი • ბუნებრივი მტვერი • გამწვანების პრობლემა ტენიანობისა და მორწყვის პრობლემა • საწვავის ხარისხი და მონიტორინგი • თბომომარაგების ქვაბები • აზბესტის ხუნდები და აზბესტის შეცველი პროდუქცია • საბურავების როლი ჰაერის დაბინძრებაში თემატური მოკვლევის შედეგად შემუშავდა მთელი რეკომენდაციები, რომლებიც დაეგზავნა შესაბამის უწყებებს. ასევე, ამ პროცესის მნიშვნელოვანი შედეგი არის კანონის პროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/291/9; 27.02/19), რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის წევრების, ასევე პარლამენტის სხვა წევრების მიერ შემუშავდა თბილისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შედეგად. კანონის პროექტის მიზანია თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაცვა მტვრისგან (მყარი ნაწილაკებისგან), რომელიც ჰაერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამბინძურებელს წარმოადგენს. პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა დაარეგულირა ე. წ. „ამტვერებადი მასალების“ შენახვისა და რეალიზაციის წესები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის საფუძველზე პარლამენტის წევრის კითხვა გაეგზავნა საქართველოს მთავრობას, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და თბილისის მუნიციპალიტეტს, კომიტეტის მიერ ჩატარებული საკომიტეტო 20 მოკვლევის „თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა N უწყება რეკომენდაციების რაოდენობა 22 სტატუსი 1 საქართველოს მთავრობა რეკომენდაციები შესრულების პროცესშია; 2 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 14 10 რეკომენდაცია შესრულდა; 4 რეკომენდაცია შესრულების პროცესშია; 3 ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 1 რეკომენდაცია შესრულდა; 4 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1 შესრულების პროცესშია; 5 თბილისის მუნიციპალიტეტი 13 6 შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 7 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 1 4 რეკომენდაცია შესრულდა; 9 რეკომენდაცია შესრულების პროცესშია; 1 რეკომენდაცია შესრულდა; 1 რეკომენდაცია შესრულების პროცესშია; რეკომენდაცია შესრულების პროცესშია; 8 შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია 1 რეკომენდაცია შესრულდა; 9 ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2 2 რეკომენდაცია შესრულების პროცესშია; 10 ფინანსთა სამინისტრო 2 1 რეკომენდაცია შესრულდა; 1 შესრულების პროცესშია; 21 „ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევა დაიწყო 2018 წლის 28 სექტემბერს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ნარჩენების სფეროში არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის შესაძლებლობები, ნარჩენების მართვის ხარჯების ამოღების სისტემა, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები და ნარჩენების სფეროში ბიზნეს სექტორის ჩართვის ეფექტიანობა. მოკვლევის პროცესში კომიტეტმა მიიღო 7 დასაბუთებული მოსაზრება და ჩაატარა 4 ზეპირი მოსმენა. ასევე, წერილობით გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან. სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მიღებული წერილობითი პასუხები, კვლევები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მოქმედი კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები. დამუშავებული მასალის საფუძველზე, გარემოს კომიტეტმა ჩამოაყალიბა დასკვნა და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები. თითოეულ რეკომენდაციაზე განისაზღვრა პასუხისმგებელი სამთავრობო უწყება და კონკრეტული ვადები ამ რეკომენდაციებისა თუ დავალებების შესასრულებლად. გარემოს კომიტეტი დარწმუნებულია, რომ შემუშავებულ რეკომენდაციათა განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. წლების მანძილზე ამ სფეროში დაგროვილი პრობლემები, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი, მატერიალური, ადამიანური რესურსის ნაკლებობა, დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება და სხვა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ფაქტორები სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას. თემატური მოკვლევისად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი გამოწვევები და ნაკლოვანებები: • • • • • • • ოფიციალური და სტიქიური ნაგავსაყრელები ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ნაკლოვანებები ნარჩენების გადამუშავება/რეციკლირების შესაძლებლობათა უკმარისობა ნარჩენების მართვის ხარჯების ამოღების სისტემის ნაკლოვანებები მუნიციპალიტეტების სუსტი შესაძლებლობები ნარჩენების შესახებ მონაცემთა ბაზის არარსებობა ნარჩენების მართვის სფეროში საზოგადოებისა და კერძო სექტორის დაბალი ცნობიერების დონე მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის წევრების 4 შეხვედრა:  2019 წლის 1 მარტს სამუშაო ჯგუფის წევრები (პარლამენტის წევრები) შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების: CENN-ის, „ეკოხედვა/ECOVISION“-ის, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს. შეხვედრაზე გაიმართა ამ ორგანიზაციების ზეპირი მოსმენა;  2019 წლის 27 მარტს სამუშაო ჯგუფის წევრები (პარლამენტის წევრები) შეხვდნენ საჯარო უწყებების: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, თბილისის 22 მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, თბილსერვის ჯგუფის და ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს. გაიმართა მათი მოსმენა;  2019 წლის 28 მარტს სამუშაო ჯგუფის წევრები (პარლამენტის წევრები) შეხვდნენ საჯარო უწყებების: ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ თანამდებობის პირებს. გაიმართა მათი მოსმენა;  2019 წლის 4 აპრილს სამუშაო ჯგუფის წევრები (პარლამენტის წევრები) შეხვდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსს ალვერდ ჩანქსელიანს და მის მოადგილეს ირმა გურგულიანს. საკომიტეტო მოკვლევის შედეგად კომიტეტა შეიმუშავა მთელი რიგი რეკომენდაციები ნარჩენების მართვის სფეროს მარეგულირებელი თითოეული სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. კვლევის შედეგად მომზადდა ანგარიში, რომელიც წარედგინება პარლამენტს განსახილველად. თავი VI ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, ახალი საზედამხედველო ფუნქციის - ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით გამართა შეხვედრა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ის მუხლები, სადაც 2017-2018 წლებში განხორციელდა ცვლილებები ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა ტიპის გადასახადისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით; 2020 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრების ჩატარება შესაბამის უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელებთან. თავი VII სადეპუტატო შეკითხვები კომიტეტი საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საზოგადოებასთან. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 147 სადეპუტატო შეკითხვა, რომლებიც მიმიდნარე წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში გაეგზავნა სახელმწიფო სახელმწიფო სტრუქტურებს და მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალიტეტებისთვის გაგზავნილი შეკითხვების არსი მდგომარეობდა შემდეგში: • რა არის ძირითადი 3 გამოწვევა გარემოს დაცვის კუთხით; და 23 • რა თანხები იყო გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების 2018 წლის ბიუჯეტებში გარემოს დაცვის მიმართულებებზე. მიღებული პასუხების ანალიზმა აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას მთავარ სამ გამოწვევად ესახებათ ნარჩენების მართვა, წყალმომარაგება და ატმოსფერული ჰაერის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. გარემოს დაცვის დაფინანსების კუთხით: • • • • სამცხე-ჯავახეთის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი მუნიციპალიტეტების (სულ 6 მუნიციპალიტეტი) 2018 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვით მიმართულებებზე გამოყოფილი თანხა შეადგენს 3,791,000 ლარს: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი მუნიციპალიტეტების (სულ ოთხი მუნიციპალიტეტი) 2018 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვით მიმართულებებზე გამოყოფილი თანხა შეადგენს 4,937,097 ლარს. აქედან: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი მუნიციპალიტეტების (სულ 9 მუნიციპალიტეტი) 2018 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვით მიმართულებებზე გამოყოფილი თანხა შეადგენს 9,516,264 ლარს. ♣ აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში გარემოსდაცვითი მიმართულებით თანხა გათვალისწინებული არ არის; ♣ 2018 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვით მიმართულებებზე თანხა გათვალისწინებული არ არის, თუმცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებობს სარეზერვო ფონდი, რომელიც შეადგენს 200000 ლარს, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოხდება თანხის გამოყოფა. იმერეთის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი მუნიციპალიტეტების (სულ 12 მუნიციპალიტეტი) 2018 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვით მიმართულებებზე გამოყოფილი თანხა შეადგენს 10,244,050 ლარს. ♣ 2018 წლის ბიუჯეტით გარემოსდაცვითი მიმართულებაზე თანხა საერთოდ არ არის გათვალისწინებული ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებისათვის. ♣ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სტიქიის შემთხვევაში სარეზერვო ფონდი შეადგენს 150000 ლარს. ♣ თერჯოლის მუნიციპალიტეტს სტიქიის შემთხვევაში სარეზერვო ფონდი შეადგენს 40000 ლარს. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ 2018 წელში მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია ტრანსფერი 1.7 მლნ ლარი. ♣ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით შეიძინა (2) 13-7 მ3 ტევადობის მაღალი გამავლობის ნაგავმზიდი, 100 ერთეული ნარჩენებისათვის განკუთვნილი კონტეინერებით - ჯამში 549,872.8 ლარის ღირებულებით. ♣ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გარემოსდაცვით მიმართულებაზე თანხა გამოყოფილი არ აქვს. 2018 წლის ბიუჯეტში მოსალოდნელი ბუნებრივი და სტიქიური უბედურებების საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილია ქვეპროგრამა ,,სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 24 • • • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება - 40.0 ათ. ლარი, ასევე მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს 2000 ლარი. ♣ ხონის მუნიციპალიტეტში 2018 წელს მოსალოდნელი ბუნებრივი და სტიქიური უბედურებების შესაძლო პრობლემურ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით 2018 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი შეადგენს 70 000 ლარს. კახეთის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი მუნიციპალიტეტების (სულ 7 მუნიციპალიტეტი) 2018 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვით მიმართულებებზე გამოყოფილი თანხა შეადგენს 14,202,200 ლარს. ♣ ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებულია სარეზერვო ფონდით თანხები, რომელიც გაიხარჯება შემხვედრი საჭიროებებიდან გამომდინარე. გურიის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი მუნიციპალიტეტების (სულ 3 მუნიციპალიტეტი) 2018 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვით მიმართულებებზე გამოყოფილი თანხა შეადგენს 2,247,500 ლარს. მცხეთა-მთიანეთის მხარეში სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი მუნიციპალიტეტების (სულ 4 მუნიციპალიტეტი) 2018 წლის ბიუჯეტში გარემოსდაცვით მიმართულებებზე გამოყოფილი თანხა შეადგენს 778,305 ლარს. ♣ მცხეთის მუნიციპალიტეტში შესაძლო სტიქიის განვითარების პრევენციული ზომებისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, საქონელი და მომსახურების მუხლში გათვალისწინებულია 120 000 ლარი. თავი VIII კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფები და მათი მიზნები თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის მოკვლევის სამუშაო ჯგუფი ჯგუფის მთავარი ამოცანა იყო თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესწავლა. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხმიანება ღია პარლამენტის პრინციპებს (OGP) და მოქალაქეებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობაში. ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია, კომიტეტში წერილობით ან ელექტრონულად წარადგინოს დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ მასალა, რომელიც მტკიცებულებებით და ფაქტებით იქნება გამყარებული. მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის საკომიტეტო მოკვლევის სამუშაო ჯგუფი 25 ჯგუფის მთავარი ამოცანა იყო მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა, კომიტეტში წარმოდგენილი მასალების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაიებისა და ანგარიშის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა. . კომპანიების „RMG Gold“-ისა და „RMG Copper“-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი 2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომიტეტთან შეიქმნას „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“. სამუშაო ჯგუფი შედგება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა“. „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ და „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტებსა და თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი სამუშაო ჯგუფში შევიდნენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები; აგრეთვე, აგრარული უნივერსიტეტის და სხვა ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები. საკითხის განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადებები გაერთიანდა და ადაპტირდა საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად; გადამუშავებული კანონპროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას. კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება. სტიქიური საფრთხეებისა და ბუნებრივი კატასტროფების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ხშირად ბუნებაზე ადამიანის ზეგავლენის შედეგია. ჩეხვის შედეგად დაზიანებული ტყის ეკოსისტემა ბევრგან ვეღარ ასრულებს წყლის მარეგულირებელ, ზვავ და მეწყერსაწინააღმდეგო ფუნქციებს. ხანძრები სტიქიურად ან ადამიანის ცეცხლთან დაუდევარი მოპყრობით ჩნდება. ტყის მასივების წვისას და სხვა სტიქიური უბედურებებისას, როგორიცაა წყალდიდობა, მიწისძვრა, სამრეწველო ავარიები და სხვ., აუცილებელია მოსახლეობის დროული ევაკუაცია და ინფორმირება. სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი და ამოცანაა: 26 ➢ ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება, შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი; ➢ რეკომენდაციების შემუშავება; ➢ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებების მომზადება; ➢ საქართველოში ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული მდგომარეობის შეფასება; ➢ ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების პრევენციის კონკრეტული გეგმის შემუშავება; ➢ მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. სატყეო სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი სამუშაო ჯგუფი სამუშაო ჯგუფი აერთიანებს პარლამენტის წევრებს, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს. სამუშაო ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს „ტყის კოდექსზე“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებზე. ატარებს სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინება და სრულფასოვანი კანონმდებლობის მიღება, რომელიც დანერგავს საქართველოში ტყის მდგრადი მართვის სისტემას. სამუშაო ჯგუფი კანონის პროექტზე „თვითმმართველი ქალაქების გამწვანებული ტერიტორიებისთვის „მწვანე ხაზების“ სტატუსის მინიჭების შესახებ“ სამუშაო ჯგუფის მიზანია შეიმუშაოს კანონის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს თვითმმართველი ქალაქებში გამწვანებული ტერიტორიების დაცვას, მოვლას და შენარჩუნებას. თავი IX კომიტეტის ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობა ასეთია: ➢ შესაძლებლობათა გაძლიერების და სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის მიზნით, კომიტეტმა აქტიურად ითანამშრომლა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან (GGI); ➢ პირველად საქართველოს პარლამენტის პრაქტიკაში, Westminster Foundation-ის მხარდაჭერით, კომიტეტმა საფუძველი ჩაუყარა ახალ საპარლამენტო ინიციატივას და ჩაატარა „საკომიტეტო მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის 27 მდგომარეობის შესახებ“; ასევე, აღნიშნული ორგანიზაცია დაეხმარა კომიტეტს საბიუჯეტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების დახვეწაში; ➢ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად, კომიტეტმა იმუშავა „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე, გამოავლინა სექტორული რეფორმის პრიორიტეტები და საჭიროებები; თავი X კომიტეტის წევრების და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურების და საზოგადოების წარმომადგენლებთან კომიტეტის თავჯდომარის ნინო წილოსანის შეხვედრები და ოფიციალური ვიზიტები • • • • • • • • • • • • • • 2 დეკემბერი - გარემოსდაცვით ომბუცმენთან, დევიდ მორისონთან შეხვედრა (თბილისი). 8 დეკემბერი - ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა- უკრაინის საელჩო (თბილისი). 9 დეკემბერი - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- 30 წლის იუბილე (თბილისი). 9 დეკემბერი - RMG – სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, შემუშავებულ ანგარიშთან დაკავშირებით (თბილისი). 10 დეკემბერი - სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა, ქალაქ რუსთავში არსებულ საწარმოების მხრიდან ჰაერის დაბინძურების საკითხზე (თბილისი). 11 დეკემბერი - სამუშაო შეხვედრა მიმდინარე კანონპროექტებზე მაია ბითაძესთან, თბილისის მერის მოადგილესთან (თბილისი). 11 დეკემბერი - სამუშაო შეხვედრა შედეთის საელჩოს წარმომადგენელთან, გარემოს დაცვის საკითხებზე- ხათუნა ზალდასტანიშვილთან (თბილისი). 13 დეკემბერი - Waste expo 2019 - ნარჩენების მმართვის ასოციაციაცია (თბილისი). 17 დეკემბერი - კონკურსი “მწვანე ჯილდო“ გამარჯვებული მასწავლებებლების დაჯილდოება (თბილისი). 17 დეკემბერი შეხვედრა ჭიათურის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ჭიათურაში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემური საკითხების განხილვა (თბილისი). 18 დეკემბერი - საკორდინაციო შეხვედრა დონორ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომიტეტის სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით (თბილისი). 27 დეკემბერი - ტყის კოდექსზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (თბილისი). 16 დეკემბერი- ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლზე ზეპირი მოსმენა (თბილისი). 17 დეკემბერი - გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა (თბილისი). 28 კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას შეხვედრები და ოფიციალური ვიზიტები • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • 22 იანვარი - მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სხდომა (თბილისი) 26 იანვარი - პრეზენტაცია: მწვანე პოლიტიკა - ჰაერის დაცვა (თბილისი) 27-31 იანვარი - სასწავლო ვიზიტი თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით (ლონდონი) 1-2 თებერვალი - მაღალი დონის დისკუსია გაიმართა ენერგოეფექტიანობასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტების საკითხზე (ბორჯომი) 9-10 თებერვალი - წყლის კანონპროექტის განხილვა (ბორჯომი) 13-15 თებერვალი - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მორიგი შეხვედრა (პარიზი) 19 თებერვალი - პრეზენტაცია: კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში (თბილისი) 23-24 თებერვალი - ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ტრენინგი (ლოპოტა) 27 თებერვალი - პრეზენტაცია: ეკონომიკური განვითარება: ახალი შესაძლებლობები და გამოცდილება საქართველოში (თბილისი) 28 თებერვალი - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმი (თბილისი) 28 თებერვალი - წითელი ჯვრის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა (თბილისი) 6 მარტი - ტყის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (თბილისი) 9-10 მარტი - სემინარი საპარლამენტო კონტროლზე (ლოპოტა) 14-16 მარტი - OGP საბჭოს შეხვედრა (ბორჯომი) 18 მარტი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პროექტის დახურვა: „საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში“ (თბილისი) 21 მარტი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია (თბილისი) 23-24 მარტი - გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის განხილვა (ბორჯომი) 26 მარტი - ტყის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (თბილისი) 26 მარტი - საჯარო ლექცია ჯიპაში: წლიური ანგარიშის და კომიტეტის სტრატეგიის პრეზენტაცია (თბილისი) 27 მარტი - საპარლამენტო თემატური მოკვლევის პრეზენტაცია (თბილისი) 1 აპრილი | დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (თბილისი) • 15 აპრილი | დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (თბილისი) • 16 აპრილი | კონგრესის დელეგაციასთან გაერთიანებული შეხვედრა (თბილისი) • 17 აპრილი | ტყის კოდექსის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (თბილისი) 29 • 18-21 აპრილი | ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სამუშაო შეხვედრა სამთამადნო მოპოვების შესახებ გარემოსდაცვით ასპექტში (პარიზი) • 22 აპრილი | გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა (თბილისი) • 30 აპრილი | მეფის დღისადმი მიძღვნილი მიღება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოში (თბილისი) • • 2 მაისი - გარემოს ომბუდსმენის პრეზენტაცია (თბილისი) - შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან, იან ჩერნიკთან 3 მაისი | საქართველოს პარლამენტის მოდელირება, შეხვედრა ახალგაზრდულ პარლამენტთან (თბილისი) • 5 მაისი - საზოგადოებრივი ფორუმი: გარემოს ქმნი შენ (თბილისი) - ევროპის დღე (თბილისი) - მიღება ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან (თბილისი) • 11-12 მაისი | გასვლითი მედია ტური ტყის კოდექსის შესახებ (ბორჯომი) • 13 მაისი | ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, პრეზენტაცია დაინტერესებულ მხარეებთან (თბილისი) • 14 მაისი | საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარების დაჯილდოვება • 18-19 მაისი | გასვლითი სამუშაო შეხვედრა „მეწარმეთა შესახებ კანონის“ განხილვა (ბორჯომი) • 20 მაისი - შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან (თბილისი) - მიღება პოლონეთის ელჩთან (თბილისი) • 21 მაისი | კვლევითი ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა (თბილისი) • 24 მაისი | მსოფლიო ბანკის პროექტის გახსნითი ღონისძიება (თბილისი) • 30 მაისი | მიღება ისრაელის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად (თბილისი) • 1 ივნისი | საყდრისის კომიტეტის ორგანიზებული მედია-ვიზიტი (ბოლნისი) • 3-12 ივნისი | საქართველოს პარლამენტის სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკანონდებლო ორგანოს საქმიანობის შესასწავლად ფედერალურ დონეზე (ამერიკის შეერთებული შტატები) • 15-18 ივნისი | საერთაშორისო კონფერენცია ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესახებ (მიანმარი) • 19-21 ივნისი | საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი (ჩეხეთი) • 9 ივლისი - კახაბერ კუჭავასა და თამარ ხულორდავას შეხვედრა კამპანიის „იცურვე მშვიდად“ ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს პლატფორმის ორგანიზებით (თბილისი); 30 • 4-5 ივლისი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებული ზაფხულის აკადემიის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თანამშრომლებისთვის ნორმატიული აქტების აღსრულებს კონტროლისა და თემატური მოკვლევის შესახებ (ბორჯომი); • 20-22 აგვისტო - სამუშაო შეხვედრა დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის შესახებ (ბათუმი); 22-24 აგვისტო - სამუშაო შეხვედრა საქართველოს კანონის პროექტი ,,გამწვანებული ტერიტორიებისთვის ,,მწვანე ხაზების“ სტატუსის მინიჭების შესახებ“ (ბათუმი); 29 აგვისტო - შეხვედრა შვედეთის სპიკერთან შეხვედრა შვედეთის სპიკერთან ანდრეას ნორლენთან (თბილისი). 12-13 სექტემბერი - ზეპირი მოსმენები დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის შესახებ (თბილისი); 24-25 სექტემბერი - კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა (ბათუმი და ოზურგეთი); 27 სექტემბერი - სამუშაო შეხვედრა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ (ბორჯომი); 29 სექტემბერი - 2 ოქტომბერი - ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სამოქმედო ჯგუფის მეოთხე ყოველწლიური შეხვედრა (პარიზი); • • • • • • • • • • • • • • 3 ოქტომბერი - შეხვედრა ამერიკის სენატის წარმომადგენლებთან (თბილისი); - კარგი მმართველობის ფონდის (GGF) რეგიონალური შეხვედრა საქართველოში (თბილისი). 4 ოქტომბერი - შეხვედრა ბელორუსიის საჯარო მოხელეებთან წარმატებულ რეფორმებზე (თბილისი). 7 ოქტომბერი - სამუშაო შეხვედრა „საძოვრების მდგრადი მართვის სახელმწიფო პროგრამის დაფუძნების ხელშეწყობა“ (ლოპოტა). 14-16 ოქტომბერი - საპარლამენტო სემინარი მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში (ვაშინგტონი). 17-20 ოქტომბერი - ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა უზბეკეთის პარლამენტთან მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და თემატური მოკვლევის პრაქტიკის ინიცირების/დანერგვის მიზნით (ტაშკენტი). 23 ოქტომბერი - აბრეშუმის გზის ფორუმი (თბილისი); 23-26 ოქტომბერი - სამუშაო შეხვედრა უკრაინის უმაღლეს რადაში, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან თანამშრომლობით, ნორმატიული აქტების აღსრულების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით (კიევი); 29 ოქტომბერი - გაცნობითი შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პეტრ მიკისკასთან (თბილისი); 31 • • • • • • • • • 30 ოქტომბერი - შეხვედრა უკრაინის დელეგაციასთან ქალაქებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ (თბილისი); 31 ოქტომბერი - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ღონისძიება (თბილისი); 5 ნოემბერი - კომიტეტის ეგიდით შეხვედრა და საპარლამენტო ტური „ჯეჯილის“ სკოლის მოსწავლეებთან (თბილისი); 7 ნოემბერი - შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის თანამშრომლებთან საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გამოცდილების გაზიარების მიზნით (თბილისი); 8-9 ნოემბერი - სამუშაო შეხვედრა თემატური მოკვლევის „სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა“ ფარგლებში (ლოპოტა); 10 ნოემბერი - პრეზენტაცია: პარლამენტის მწვანე ინიციატივები (თბილისი); 13 ნოემბერი - კომიტეტის ეგიდით შეხვედრა და საპარლამენტო ტური საერთაშორისო დიზაინის სკოლის სტუდენტებთან (თბილისი); 24-25 ნოემბერი - ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ღონისძიება „პოლიტიკის დიალოგის მეცამეტე პლენარული შეხვედრა ბუნებრივ რესურსებზე ორიენტირებული განვითარებისთვის“ (პარიზი); 26-27 ნოემბერი - ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ღოსნიძიება, პანელური სესიის მომხსენებელი სამთამადნო მოპოვებითი სექტორის გამწვანების პერსპექტივების შესახებ „ფორუმი მწვანე ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში (პარიზი). კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა შეხვედრები 1. 2019 წლის 18 იანვარს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე შეხვდა სტუდენტებს და წაუკითხა ლექცია კომიტეტის სტრუქტურაზე და გააცნო გარემოს დაცვის სფეროს ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტული მიმართულებები; 2. 2019 წლის 21 იანვარს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე მონაწილეობდა სემინარში თემაზე „ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი“ 3. 2019 წლის 23-24 იანვარს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე, წამყვანი სპეციალისტები: მანანა მოსიძე, ფიქრია რობაქიძე, ელისო შანავა და მდივან სპეციალისტი ხათუნა მუკბანიანი მონაწილეობდნენ სემინარში თემაზე „პარლამენტის ახალი რეგლამენტი”; 4. 2019 წლის 23-24 იანვარს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა, მოწვეული სპეციალისტი იოსებ ჩიტიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე თამარ გელდიაშვილი დაესწრნენ სემინარს თემაზე: „ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის“. 5. 2019 წლის 31 იანვარს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე, წამყვანი სპეციალისტები: მანანა მოსიძე და ფიქრია რობაქიძე მონაწილეობდნენ ტრენინგში თემაზე: „საპარლამენტო კომიტეტების სამოქმედო გეგმების შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა და ანგარიშგება“; 32 6. 2019 წლის 11-12 თებერვალს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე მონაწილეობდა კონფერენციაში „ახალი საფრთხეები უსაფრთხოების სექტორში და გამოწვევები უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაში“. 7. 2019 წლის 23-24 თებერვალს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტმა მანანა მოსიძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში, ,,საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განსახორციელებლად”; 8. 2019 წლის 25 თებერვალს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტები მანანა მოსიძე და ფიქრია რობაქიძე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თემაზე „ბიომრავალფეროვნების დაცვის პოლიტიკა და მიმდინარე საკითხები“. 9. 2019 წლის 26 თებერვალს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე დაესწრო საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას თემაზე „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“; 10. 2019 წლის 28 თებერვალს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე, მონაწილეობდა პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ წარდგენის ღონისძიებაში. 11. 2019 წლის 28 თებერვალს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე, მონაწილეობდა კონფერენციაში თემაზე: „ელიავა - ბაზრობიდან რეგიონულ მოლამდე“. 12. 2019 წლის 1 და 27-28 მარტს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე დაესწრო „ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრებს. 13. 2019 წლის 5 მარტს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე, მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრაში თემაზე - საქართველოს პარლამენტის „ინსტიტუციური რეფორმის გეგმა“- შესრულების ანგარიში და შემდგომი ნაბიჯების დასახვა. 14. 2019 წლის 23-24 მარტს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა და კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე თამარ გელდიაშვილი დაესწრნენ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას. 15. 2019 წლის 26 მარტს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო ტყის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. 16. 2019 წლის 25-29 მარტს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტები მანანა მოსიძე და ფიქრია რობაქიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიეტუვაში, ლიეტუვის მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. 17. 2019 წლის 22 აპრილს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილთან ერთად იმყოფებოდა შეხვედრაზე ქ. თბილისის 144-ე საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან; 33 18. 2019 წლის 24-25 აპრილს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა მონაწილეობდა ტრენინგში „მენტორინგის კონცეფციის შემუშავება“; 19. 2019 წლის 8 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი გიორგი ფანცხავა დაესწრო ქ. თბილისში, სასტუმრო ქორთიარ მერიოტში USAID-ის და G4G-ს მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრას თემაზე „წიაღისეულის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები“. 20. 2019 წლის 22 მაისს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა იმყოფებოდა შეხვედრაზე, თემა: „ნიადაგის დაცვის შესახებ“ კანონპროექტისთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია და მიდგომები; 21. 2019 წლის 1 ივნისს გარემოს დაცვისა და ბუნებივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი გიორგი ფანცხავა მონაწილეობდა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა კომპანია სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის საწარმოო ტერიტორიაზე 22. 2019 წლის 5, 6, 11 და 12 ივნისს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე, კომიტეტის მდივან სპეციალისტი ხათუნა მუკბვანიანი, კომიტეტის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე და ელისო შანავა მონაწილეობდნენ ტრენინგში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისას კომუნიკაციის და ქცევის ეტიკეტი’’; 23. 2019 წლის 13 ივნისს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა იმყოფებოდა „სტაჟიორების მენტორების“ შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსთან გივი მიქანაძესთან; 24. 2019 წლის 21 ივნისს კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი ცხვედიანი და კახაბერ კუჭავას თანაშემწე თამარ გელდიაშვილი შეხვედნენ პოლონეთის სეიმის აპარატს საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე; 25. 2019 წლის 19 ივნისს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის V სამუშაო ჯგუფის - „ტყის საინფორმაციო სისტემები“; 26. 2019 წლის 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას თანაშემწე, თამარ გელდიაშვილი მივლინებით იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესახებ კურსის მოსმენის მიზნით; 27. 2019 წლის 1 ივლისს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო შეხვედრას „საქართველოს ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა არასამთვარობო ორგანიზაციებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მონაწილეობით; 28. 2019 წლის 18 ივლისს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო „საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის“ პრეზენტაციას; 29. 2019 წლის 13 სექტემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო სამუშაო შეხვედრას „მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება საჯარო სივრცეების დიზაინის, მოწყობისა და რეკონსტრუქციის პროცესში“; 34 30. 2019 წლის 4 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრაში თემაზე „კლიმატის ცვლილებაგამოწვევები ჯანმრთელობის სექტორში და საქართველოში“; 31. 2019 წლის 10 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო შეხვედრას „თვითმმართველი ქალაქების გამწვანებული ტერიტორიებისთვის „მწვანე ხაზების“ სტატუსის მინიჭების შესახებ“; 32. 2019 წლის 10-11 ოქტომბერს კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას თანაშემწე თამარ გელდიაშვილი მონაწილეობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტრენერების ტრენინგში (კაჭრეთი); 33. 2019 წლის 18 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი ცხვედიანი შეხვდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს (თბილისი); 34. 2019 წლის 21 ოქტომბერს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების“ პროექტის საჯარო განხილვას; 35. 2019 წლის 24 ოქტომბერს კომიტეტის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე და კახაბერ კუჭავას თანაშემწე თამარ გელდიაშვილი შეხვდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის თანამშრომლებს დაგეგმილ თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით; 36. 2019 წლის 28 ოქტომებერს კახაბერ კუჭავას თანაშემწე თამარ გელდიაშვილი მონაწილობდა საკონსულტაციო შეხვედრაში ღონისძიებისთვის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო 2019 (თბილისი); 37. 2019 წლის 1 ნოემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრაში -- შენობების სექტორის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა -- საქართველოს კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა 20212030; 38. 2019 წლის 1 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას თანაშემწე თამარ გელდიაშვილი მონაწილეობდა მეორე საკონსულტაციო შეხვედრაში ღონისძიებისთვის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო 2019 (თბილისი). 39. 2019 წლის 1 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას თანაშემწე თამარ გელდიაშვილი დაესწრო ტრენინგს კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისთვის საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ (თბილისი); 40. 2019 წლის 7 ნოემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო შეხვედრას „თვითმმართველი ქალაქების გამწვანებული ტერიტორიებისთვის „მწვანე ხაზების“ სტატუსის მინიჭების შესახებ“; 41. 2019 წლის 11-12 ნოემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტებმა მანანა მოსიძემ და ელისო შანავამ მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირისა და საქართველოს პარლამენტის ეგიდით ორგანიზებულ ტრენინგში საპარლამენტო კომიტეტების თანამშრომლებისათვის „თემატური მოკვლევა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი“; 42. 2019 წლის 13 ნოემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების შეფასების ძირითადი შედეგების განხილვას; 35 43. 2019 წლის 13-14 ნოემბერს კომიტეტის აპარატის სპეციალისტებმა ნანა გოგიტიძემ და ფიქრია რობაქიძემ მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირისა და საქართველოს პარლამენტის ეგიდით ორგანიზებულ ტრენინგში საპარლამენტო კომიტეტების თანამშრომლებისათვის „თემატური მოკვლევა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი“; 44. 2019 წლის 15 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას თანაშემწე თამარ გელდიაშვილი მონაწილეობდა მესამე საკონსულტაციო შეხვედრაში ღონისძიებისთვის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო 2019 (თბილისი); 45. 2019 წლის 21 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას თანაშემწე თამარ გელდიაშვილი დაესწრო საექსპერტო და დონორთა კონფერენციას იაპონიის საელჩოს ეგიდით (თბილისი); 46. 2019 წლის 25 ნოემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო ეროვნული სატყეო პროგრამის მე-6 პლენარული შეხვედრას; 47. 2019 წლის 27 ნოემბერს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე დაესწრო შეხვედრას თემაზე „მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებების რატიფიკაციის მხარდაჭერა და მომზადება ფტორნახშირწყალბადების მოხმარების შემცირებისთვის“; 48. 2019 წლის 13 დეკემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო შეხვედრას „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შესახებ მდგრადი ტრანსპორტი თბილისისთვის“; 49. 2019 წლის 14 დეკემბერს კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე დაესწრო ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას, რომელზეც განხილულ იქნა გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივები; 50. 2019 წლის 17 დეკემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი მანანა მოსიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაესწრო საზედამხედველო კომიტეტის პირველ სხდომას თემაზე: ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის შექმნა კახეთის რეგიონში; 51. 2019 წლის 18-19 დეკემბერს კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა დაესწრო ტრენინგს „მწვანე შენობის“ კონცეფცია საქართველოს პარლამენტისთვის. 36