პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
| (ძალადაკარგულია - 29.05.2024, №4208) |
|
საქართველოს კანონი |
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში. 2. პონტოს მუხის აღკვეთილისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს პონტოს მუხის აღკვეთილის მართვის, დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია პონტოს მუხის აღკვეთილის საზღვრებში: ა) პონტოს მუხისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ფლორისა და ფაუნის დაცვის, აღდგენისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფა; ბ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა; გ) მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და რაციონალური გამოყენების, ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის უზრუნველყოფა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მისი მონიტორინგის განხორციელება; დ) ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციისთვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა. მუხლი 3. პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნა და მისი მიზნები
1. პონტოს მუხის აღკვეთილი იქმნება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარის − პონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch.) და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების დასაცავად. 2. პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნის მიზნებია: ა) პონტოს მუხის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული პონტოს მუხის ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა; ბ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების მიზნით პონტოს მუხის აღკვეთილის იმ უბნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, რომლებიც ერთმანეთისგან ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და ბუნებრივი და კულტურული მახასიათებლებით გამოირჩევა; გ) ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ფლორისა და ფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების, განსაკუთრებით კი − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვის, მოვლის, აღდგენისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა; დ) ბუნებრივ გარემოში დასვენებისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა; ე) პონტოს მუხის აღკვეთილის მიწის, წყლის, ფლორის (ტყის ჩათვლით), ფაუნისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლის, აღდგენისა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა; ვ) საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევისა და შესწავლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. 3. პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დგინდება პონტოს მუხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმით. მუხლი 4. პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები
1. პონტოს მუხის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ის იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში. 2. პონტოს მუხის აღკვეთილი იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 443 ჰექტარი. 3. პონტოს მუხის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 5. პონტოს მუხის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
პონტოს მუხის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და პონტოს მუხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. მუხლი 6. პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა
პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7. გარდამავალი დებულება
ეს კანონი არ ვრცელდება პონტოს მუხის აღკვეთილის ამ კანონით დადგენილ საზღვრებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკის, იჯარით გაცემის შემთხვევაში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. მუხლი 8. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 მაისი 2019 წ. N4722-IIს |
საქართველოს კანონი პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში.
2. პონტოს მუხის აღკვეთილისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს პონტოს მუხის აღკვეთილის მართვის, დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები.
2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია პონტოს მუხის აღკვეთილის საზღვრებში:
ა) პონტოს მუხისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ფლორისა და ფაუნის დაცვის, აღდგენისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფა;
ბ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა;
გ) მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და რაციონალური გამოყენების, ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის უზრუნველყოფა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მისი მონიტორინგის განხორციელება;
დ) ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციისთვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი 3. პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნა და მისი მიზნები
1. პონტოს მუხის აღკვეთილი იქმნება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარის − პონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch.) და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების დასაცავად.
2. პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნის მიზნებია:
ა) პონტოს მუხის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული პონტოს მუხის ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა;
ბ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების მიზნით პონტოს მუხის აღკვეთილის იმ უბნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, რომლებიც ერთმანეთისგან ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და ბუნებრივი და კულტურული მახასიათებლებით გამოირჩევა;
გ) ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ფლორისა და ფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების, განსაკუთრებით კი − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვის, მოვლის, აღდგენისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
დ) ბუნებრივ გარემოში დასვენებისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა;
ე) პონტოს მუხის აღკვეთილის მიწის, წყლის, ფლორის (ტყის ჩათვლით), ფაუნისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლის, აღდგენისა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;
ვ) საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევისა და შესწავლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
3. პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დგინდება პონტოს მუხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმით.
მუხლი 4. პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები
1. პონტოს მუხის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ის იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში.
2. პონტოს მუხის აღკვეთილი იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 443 ჰექტარი.
3. პონტოს მუხის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
№ X Y № X Y № X Y № X Y 1 282049 464154547 279353 464125793 281024.6 4640285139 282188.9 46413232 282170 464142248 279343 464108294 281080 4640343140 282260.1 46413543 282230.1 464131849 279344 464090795 281084 4640426141 282199.7 46408564 282217 464114350 279208 464082196 281102 4640526142 281105.1 46402085 282087.8 464101151 279059 464090797 281062 4640612143 281135.3 46402396 282039 464091252 278899 464096798 281036 4640712144 281125.5 46402157 281921 464080453 278758 464104999 281089 4640692145 281113.2 46403638 281952 464084354 278627 4640966100 281153 4640646146 281043 46404589 281971 464099755 278553 4641123101 281160 4640753147 280700.1 464007010 282096 464110556 278570 4641291102 281167 4640863148 280777.3 464010311 282035 464125957 278685 4641419103 281226 4640953149 280905.4 464008712 281952 464134158 278800 4641532104 281312 4641023150 281067.3 464078413 281998 464117859 278935 4641634105 281320 4641003151 281012.3 464061614 281862 464107760 278997 4641498106 281241 4640927152 281069.6 464074915 281787 464098361 279104 4641627107 281309 4640932153 281093.4 464065116 281651 464098662 279222 4641672108 281390 4640998154 281132.9 464065817 281624 464098863 279182 4641540109 281478 4641039155 281234.4 464099618 281743 464108564 279304 4641653110 281586 4641021156 281360.5 464109419 281577 464105265 279437 4641754111 281693 4641049157 281382.7 464107220 281412 464105466 279568 4641867112 281654 4641016158 281346.5 464105521 281288 464093667 279738 4641906113 281549 4640984159 281514.7 464096122 281345 464101368 279890 4641990114 281572 4640948160 281559.4 464095923 281305 464105869 280050 4642052115 281680 4640968161 281746.8 464101624 281178 464094070 280195 4642150116 281762 4640933162 281686.5 464093725 281148 464077171 280252 4642279117 281855 4640988163 281792.3 464096626 281107 464070272 280208 4642446118 281887 4641090164 281838.8 464099427 281026 464072573 280124 4642592119 281985 4641141165 281873 464103128 281068 464058374 280145 4642757120 282002 4641227166 281962.7 464137129 281058 464043175 280220 4642905121 281973 4641334167 281909.9 464112630 281008 464031376 280273 4642993122 282017 4641259168 282087.6 464118531 280944 464015177 280386 4642864123 282073 4641163169 281994.4 464134332 280810 464010478 280534 4642771124 282030 4641083170 281986 464122433 280686 464012179 280699 4642722125 281959 4641010171 282012 464115734 280645 464028880 280839 4642620126 281977 4640902172 281972.3 464105335 280578 464044381 280926 4642471127 281897 4640829173 282069.1 464110036 280644 464060182 281063 4642364128 281876 4640759174 281995.5 464104337 280604 464077083 281222 4642296129 281972 4640805175 282192.9 464105238 280497 464090984 281351 4642179130 282055 4640874176 282240.9 464118439 280385 464103885 281485 4642075131 282052 4640979177 281776.4 464096940 280271 464115886 281654 4642027132 282174.9 4640998178 281113.2 464063541 280186 464130787 281812 4641951133 282121.6 4641013179 281906 464174842 280096 464144688 281876 4641880134 282049.4 4640961180 281292.5 464030143 279970 464149489 282034.6 4641676135 282218 4641260181 281701.6 464040244 279799 464146690 282049 4641545136 282263.7 464081745 279624 464145491 281104.3 4640173137 282059.3 464096746 279466 464138492 281071.8 4640272138 282163.8 4641296მუხლი 5. პონტოს მუხის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
პონტოს მუხის აღკვეთილის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და პონტოს მუხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.
მუხლი 6. პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა
პონტოს მუხის აღკვეთილის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7. გარდამავალი დებულება
ეს კანონი არ ვრცელდება პონტოს მუხის აღკვეთილის ამ კანონით დადგენილ საზღვრებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკის, იჯარით გაცემის შემთხვევაში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);
ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
მუხლი 8. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 30 მაისი 2019 წ. N4722-IIს |