საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-19
ბიუროს ნომერი 328
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3020/20
19-02-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს 2019 წლის შედეგების მიხედვით.
დანართი: 22 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიში
I. ზოგადი ინფორმაცია
2019 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
მის უფლებამოსილებებში შემავალი, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული, ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა
განახორციელა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კომპეტენციები მოიცავს საკანონმდებლო და სხვა
საკითხების წინასწარ მომზადებას, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა
შესრულებისთვის ხელის შეწყობას და პარლამენტის მიერ მთავრობისა და პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფას.
ამ ფუნქციების შესასრულებლად კი 2019 წელს კომიტეტმა თავისი საქმიანობა
პარლამენტის რეგლამენტით, კომიტეტის დებულებითა და კომიტეტის აპარატის
დებულებით განსაზღვრული შემდეგი მიმართულებებით განახორციელა:
I.
კანონშემოქმედებითი საქმიანობა;
II. თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
III. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა;
IV. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
საქართველოს
პარლამენტის
წარმომადგენლობა;
V. დაინტერესებული პირების წერილებზე (განცხადებებზე) რეაგირება.
II. სტატისტიკური ინფორმაცია
საანგარიშო
პერიოდში იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
გამართა
64
სხდომა,
რომლებზედაც განხილულ იქნა:
•
91 საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის, 412 კანონპროექტი და პარლამენტის
დადგენილების 5 პროექტი. აღნიშნული ინიციატივებიდან კომიტეტმა წამყვანი
კომიტეტის
სტატუსით
განიხილა
67
საკანონმდებლო
ინიციატივა
ხოლო
„სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით − 24 საკანონმდებლო ინიციატივა;
•
69 საკანონმდებლო წინადადება;
•
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი
8
საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელთაგანაც, წამყვანი კომიტეტის სტატუსით
განიხილა 2, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით − 6 საერთაშორისო
ხელშეკრულება;
•
პარლამენტის მიერ 27 თანამდებობის პირის არჩევასთან დაკავშირებული საკითხი;
1
•
საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 10 საკითხი, მათ შორის, სხვადასხვა
უწყების
მიერ
წარმოდგენილი
9
ანგარიში
და
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი ˗ „სამთავრობო პროგრამა 20192020“.
2019 წლის მეორე
ნახევარში კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლობა
განახორციელა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
წარმოებულ 10 საქმეზე.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტს წარედგინა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად რეაგირება განხორციელდა მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირების
2536 განცხადებაზე (წერილზე).
III. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია
კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ამ მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
უფლებამოსილებებს განეკუთვნება კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და
გარკვეული სხვა საჯარო სამართლის სფეროებში შემავალი კანონპროექტების განხილვა და
მათზე სათანადო დასკვნების მომზადება. 2019 წელს კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის
სტატუსით
განიხილა
ამ
სფეროების
განვითარებასა და
ადამიანის
უფლებრივი
მდგომარეობის
გაუმჯობესებაზე
ორიენტირებული
ბევრი
მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან და სხვადასხვა
უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს განხილული ქვემოთ მოცემული
საკანონმდებლო ინიციატივებიდან 11 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო
ცვლილების შესახებ ინფორმაცია იხ.: დანართში №1.
მართლმსაჯულების სფეროს რეფორმა
1.
სასამართლო რეფორმის IV ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/371; 12.06.2019). აღნიშნული ცვლილებით
დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა, ამაღლდა
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
საქმიანობის
გამჭვირვალობის,
საჯაროობის,
ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის ხარისხი და გატარდა იუსტიციის უმაღლესი
სკოლის
რეფორმა.
კვალიფიკაციის
აღნიშნულმა
ამაღლებას,
განხორციელებას,
ცვლილებებმა
მართლმსაჯულების
გაძლიერდა
საერთო
ხელი
შეუწყო
ეფექტიანად
სასამართლოების
მოსამართლეთა
და
ჯეროვნად
მოსამართლეთა
დამოუკიდებლობა და საერთო ჯამში, კიდევ უფრო გაუმჯობესდა მართლმსაჯულების
სისტემა;
2.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტი
(07-3/301;
06.03.2019).
2
აღნიშნული ცვლილებით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში,
განისაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღია, საჯარო, გამჭვირვალე და
ხანგრძლივი პროცედურები, რამაც შექმნა პროცესის რამდენიმე ეტაპად წარმართვის,
საზოგადოების მიერ უწყვეტი დაკვირვებისა და კეთილსინდისიერი და კომპეტენტური
მოსამართლეების არჩევის პირობები, დაამკვიდრა დემოკრატიის მაღალი სტანდარტით
მოსამართლეების არჩევის პროცედურა და უზრუნველყო საზოგადოების მხრიდან
მონიტორინგის შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს პროცესზე. აღნიშნული მოდელი
წარმოადგენს ე.წ. „ამერიკული მოდელის“ ქართულ ვარიანტს;
3.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტები (07-3/377; 19.06.2019), (07-3/389;
04.09.2019). საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სახელმწიფო ინსპექტორს მიეცა
გონივრული ვადა საჭირო ინფრასტრუქტურის შესაძენად, თანამშრომლების შესარჩევად,
შესაბამისი
დოკუმენტების/აქტების
მოსამზადებლად
და
გამოსაცემად,
რამაც
უზრუნველყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამის მუხლებთან
მიმართებით დადგენილი პროცედურული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. ასევე,
დაიხვეწა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების ჩატარების მექანიზმები
და პროცედურები, ნათლად განისაზღვრა გამოძიების ჩატარებასა და ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისა
და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც, სრულყოფილად
ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი და გაძლიერდა კონტროლი
საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაზე;
4. „მედიაციის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/319; 13.03.2019),
როგორც სამართლებრივი ბაზა მედიაციის ინსტიტუტის დამკვიდრებისა და დავის
ალტერნატიული გზით გადაწყვეტისათვის, რაც ხელს შეუწყობს მედიატორის პროფესიის
განვითარებას, სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე დავების მხარეთა შორის მოლაპარაკებით
გადაწყვეტას, სასამართლო დავების შემცირებას, პროცესის ეკონომიურობასა და კიდევ
უფრო სწრაფი მართლმსაჯულების დამკვიდრებას.
ცვლილებები სისხლის სამართალში
1. „სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/318;
06.03.2019). აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს
მიერ
დადგენილი
სტანდარტების
შესაბამისად,
უზრუნველყოფს
სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა რეესტრის შექმნას, არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესებისა და სქესობრივი დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულ პირთა
უსაფრთხოების დაცვას;
2. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/302; 31.12.2018),
რომლითაც,
საუკეთესო
საერთაშორისო
პრაქტიკის
გათვალისწინებით,
დაიხვეწა
3
საკონტროლო
შესყიდვისა
და
კონტროლირებადი
მიწოდების
განხორციელების
პროცედურული საკითხები, რაც უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
ეფექტიან წარმოებას;
3.
„სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი (07-3/369; 12.06.2019), რომლითაც საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად,
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“,
დარეგულირდა
დაცვის
მხარის
შუამდგომლობის
საფუძველზე
მოპოვებული მტკიცებულების პირველადი გამოკვლევის საკითხი. აღნიშნული კანონის
პროექტი უზრუნველყოფს სისხლის სამართლის პროცესში დაცვისა და ბრალდების მხარეს
შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის განმტკიცებას;
4. ინიციატივა, „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“
შეთანხმებიდან გამომდინარე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტი
(07-2/344;
08.05.2019). აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს მეკავშირე პროკურორის ინსტიტუტის
შემოღებას,
რაც
დანაშაულთან,
უზრუნველყოფს
განსაკუთრებით
ეფექტიან
საერთაშორისო
ორგანიზებულ
დანაშაულთან
თანამშრომლობას
და
ტერორიზმთან
ბრძოლის მიმართულებით;
5. „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/359; 31.05.2019). აღნიშნული საკანონმდებლო
პაკეტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულებებიდან
გამომდინარე,
ევროპარლამენტისა
და
საბჭოს
შესაბამის
დირექტივებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას;
6.
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/349; 15.05.2019). აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი, დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით, ითვალისწინებს ცივი
იარაღის სამოქალაქო ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას;
7.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი (07-2/331; 05.04.2019). აღნიშნული კანონის პროექტით
განისაზღვრა,
რომ
საქართველოს
პრეზიდენტი
მსჯავრდებულთა
შეწყალებას
ახორციელებს თავის მიერ მიღებული ბრძანებულებით დადგენილი წესების შესაბამისად;
8.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/312; 13.02.2019). აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტით, დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით, განხორციელდება ე.წ.
ქუჩური გარჩევების“ კრიმინალიზება;
9.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/265; 25.10.2018). აღნიშნული კანონის
პროექტით, დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების მიზნით, განისაზღვრა, რომ ყველა
4
კატეგორიის სამოხელეო დანაშაულზე შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებები
განხორციელდეს;
10. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/302; 06.03.2019). აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტით განხორციელდა ისეთი ქმედების კრიმინალიზება, როგორიცაა
საქართველოს
მოქალაქის
უცხო
ქვეყანაში უკანონოდ
დარჩენისთვის
შესაბამისი
პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან/და უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის
მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის
შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება;
11. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი (07-3/145; 26.03.2018). კანონპროექტი ითვალისწინებს,
რელიგიური
გრძნობების
შეურაცხყოფა
დასჯად
ქმედებად
გამოცხადებას
და
სამართალდამრღვევს დაეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა;
12. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი (07-3/235; 18.10.2018). აღნიშნული კანონის პროექტით
ხორციელდება
ისეთი
ქმედების
კრიმინალიზება,
როგორიც
არის
საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან
მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის
დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა,
საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
სხვა საჯარო სამართლებრივი ხასიათის ცვლილებები
1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/365; 12.06.2019).
საკანონმდებლო ინიციატივამ გაითვალისწინა მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით
სახელმწიფოსათვის მიმართვის ვადის გაზრდა იმ პირებისათვის, რომელთა მიმართაც,
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის
თაობაზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. აღნიშნული უზრუნველყოფს მრავალი
ქართველისათვის თავის სამშობლოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნებას;
2. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/281; 13.02.2019), რომლითაც
გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილას
არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირების დროს. აღნიშნულ ცვლილება ატარებს
პრევენციულ ხასიათს, ვინაიდან შემცირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
ავტოსატრანსპორტო
საშუალებისთვის
განსაზღვრულ
პარკირების
ადგილას
არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირების შემთხვევები, რაც, თავის მხრივ, ხელს
5
შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უკეთ დაცვას და
ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ მეტ ჩართულობას;
3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/363; 05.06.2019), რომელიც
ითვალისწინებს ცალკეულ საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან
დაკავშირებული
დავის
სააპელაციო
ინსტანციის
სასამართლოში
გასაჩივრების
შესაძლებლობას, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს უფლების
სასამართლო წესით დაცვას. აღნიშნული კი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით მართლმსაჯულების უფრო
ეფექტიანად და ჯეროვნად განხორციელებას;
4. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/280; 13.02.2019), რომლითაც
გამკაცრდა ადმინისტრაციული სახდელი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისა და სხვა
არასათანადო
ქმედებებისათვის,
ასევე
მოხდა
სისხლისსამართლებრივი
და
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების გამიჯვნა;
5. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი (07-2/362; 05.06.2019). კანონის მიღების შედეგად, სამინისტროს
შემადგენლობაში
შეიქმნა
ახალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
–
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. შესაბამისად, „112“-ისა და
ერთობლივი ოპერაციების ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად, აღნიშნული სუბიექტების
უფლებამონაცვლე იქნება ახალი სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი
„112“.
აღნიშნული
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
განახორციელებს
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის
სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიანი უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას
ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და
სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
6. „ადმინისტრაციული
სახდელისაგან
გათავისუფლების
შესახებ“
საქართველოს
კანონის პროექტი (07-2/311; 13.02.2019). აღნიშნული კანონით ადმინისტრაციული
სახდელისაგან
(ფულადი
სახის
ადმინისტრაციული
სახდელისა
და
საურავის
აღუსრულებელი
ნაწილისაგან)
სრულად
გათავისუფლდნენ
საზოგადოების
განსაკუთრებით ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები (100 001 ნაკლები ქულის მქონე
ოჯახები, ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომისა და
სამხედრო ძალების ვეტერანები, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები და
დევნილები), რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15
იანვრამდე
და
მათ
მიმართ
ადმინისტრაციული
სახდელის
დადების
შესახებ
დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ იყო აღსრულებული;
7. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი (07-3/406; 09.10.2019). კანონის მიღებით ის ფიზიკური პირები, რომლებსაც 2019
წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში აღებული ჰქონდათ საქართველოს დედაქალაქში
6
მსუბუქი
ავტომობილით
გათავისუფლდნენ
საქართველოს
−
ფულადი
ტაქსით
სახის
ადმინისტრაციული
(M1
კატეგორია)
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
გადაყვანის
სახდელისაგან,
კოდექსის
ნებართვა,
თუ
მათ
1354
მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის პირველ ოქტომბერს და
მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის
ამოქმედებამდე არ იყო აღსრულებული;
8. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/426; 04.12.2019). კანონპროექტის მიღებით
შესაძლებელი გახდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე
მუხლის იმ პუნქტებით გათვალისწინებული ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტის პროექტის დამუშავების მიზნით, ვადის გადაწევა 2021 წლის 1 იანვრამდე,
რომლითაც
განისაზღვრა სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე
საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოსაცემი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნუსხა;
9. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი (07-2/409; 01.11.2019). ცვლილების თანახმად, დაკარგვის საფუძვლით
პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა
კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი ქვეყნის
კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
10. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/367; 14.06.2019). აღნიშნული
ცვლილებით
საქართველოს
მთავრობას
მიენიჭა
უფლებამოსილება,
ჩრდილო-
ატლანტიკური ალიანსის - ნატოს სამხედრო ხომალდებისთვის დაადგინოს საქართველოს
ტერიტორიული წყლებსა და ნავსადგურებში შემოსვლის, აგრეთვე რეიდზე დგომის
განსხვავებული წესი, რაც ხელს შეუწყობს ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაუმჯობესებას;
11. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/275; 08.11.2018). ცვლილების
თანახმად,
ნაოსნობის
დაკავშირებული
წესების
რისკებისა
და
დარღვევის შემთხვევაში,
შედეგების
სამართალდარღვევასთან
გათვალისწინებით,
განხორციელდა
ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის ოდენობის დიფერენცირება გემის ტექნიკური
მახასიათებლების (წყალწვა, წონა, სიგრძე, ძრავის მოცულობა, ტონაჟობა და სხვა)
მიხედვით;
12. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/355; 29.05.2019). კანონპროექტის თანახმად,
იცვლება მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემა და პრაქტიკული გამოცდის
ერთ-ერთი კომპონენტი შესრულდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, რითაც
კანონმდებლობაში დაინერგება დირექტივის II დანართის მოთხოვნები;
7
13. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/275; 05.02.2019). ცვლილების
თანახმად,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანო
უფლებამოსილია
სამართალდამრღვევ პირს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებული
მიწის
ნაკვეთის
უნებართვოდ
დაკავების
ან/და
მიწათსარგებლობის უფლების გარეშე მიწის ნაკვეთის სარგებლობისთვის დააკისროს
ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა);
14. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/336; 01.05.2019).
ცვლილებით მოწესრიგდა სატრანსპორტო საშუალებებით (მათ შორის დიდი გაბარიტის 9
ადგილზე
რეგულარული
მეტი
ტევადობის
გადაყვანა
და
მქონე
ასევე,
სატრანსპორტო
კულტურული
საშუალებით)
მემკვიდრეობის
მგზავრთა
ობიექტების
დათვალიერების მიზნით ასეთი ტრანსპორტის გადაადგილება, რასაც შედეგად მოყვება
საგზაო მოძრაობის განტვირთვა და უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა;
15. საქართველოს პარლამენტის 93 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/380; 28.06.2019). ცვლილება ეხებოდა მომდევნო (2020
წლის) საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი, ე.წ.
ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რომლებშიც პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას
მიიღებდნენ ინდივიდუალურად და გამორიცხული იქნებოდა საარჩევნო ბლოკებად
გაერთიანების შესაძლებლობა;
16. არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/384; 17.07.2019). ცვლილება ეხებოდა მომდევნო (2020
წლის) საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და მანდატების
განაწილებას იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო
ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს
მაინც;
17. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/286; 19.02.2019). ცვლილების
მიზანია ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“
მოთხოვნის დაუცველობის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა
მოთხოვნის დაუცველობის და პარკირების წესების დარეგულირება, ნებართვის მქონე
ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ
სატრანსპორტო საშუალების პარკირების აკრძალვა და პარკირების ადგილზე
პარკირებული სატრანსპორტო საშუალების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენების
შემთხვევების აკრძალვა;
8
18. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/343; 23.04.2019). წარმოდგენილი
ცვლილებით შემოღებული იქნა ავტოსადგომებისათვის დადგენილი ვალდებულებების
შესრულების ეფექტიანი ბერკეტი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბაჟო კონტროლის
სრულყოფილად განხორციელებას და გადამზიდავების ინტერესების დაცვას;
19. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/370; 12.06.2019). ცვლილებით
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეზე
მიღებული
დადგენილების
გასაჩივრების 10-დღიანი ვადის ათვლა, დადგენილების გამოტანის მომენტის ნაცვლად,
დაუკავშირდა დადგენილების მხარისათვის ჩაბარების მომენტს, რაც უზრუნველყოფს
სამართლიანი სასამართლოს უფლებით ჯეროვნად სარგებლობას;
20. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/315;
02.04.2019). ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზოგიერთ
თანამდებობაზე მისაღებმა კანდიდატმა სამსახურში მიღებამდე ან მიღების შემდეგ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
დანაყოფში/დაწესებულებაში უნდა გაიარონ სპეციალური მომზადების კურსი. ამასთან,
ცვლილების
თანახმად,
მომზადება/გადამზადება
ან
კვალიფიკაციის
ამაღლება
განხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
21. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/272; 21.01.2019). ცვლილება
გულისხმობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე
მუხლის მე-2 ნაწილში სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გამონაკლისი
შემთხვევების ჩამონათვალის დაზუსტებას და გარდა შინაგან საქმეთა ორგანოს და
სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირის გაფრთხილების შესახებ
დადგენილებისა, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა დადგინდება
272-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა ადმინისტრაციულ დავაზე;
22. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/351; 22.05.2019). ცვლილების თანახმად,
დეტალურად განისაზღვრება სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების
მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას ბავშვთა და მოსწავლეთა უსაფრთხო
გადაყვანის წესები;
23. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/339; 08.5.2019). ცვლილების
შედეგად,
ჯანსაღი
უზრუნველსაყოფად,
და
ადამიანის
ამტვერებადი
ჯანმრთელობისათვის
მასალიდან
წარმოქმნილი
უვნებელი
მყარი
გარემოს
ნაწილაკების
გარემოში მოხვედრის პრევენციისათვის რეგულაციების დაწესებით ქალაქ თბილისში
შემცირდება ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება;
9
24. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/319; 03.04.2019). ცვლილების
მიღების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით ეფექტურად დარეგულირდება
ისეთ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები, როგორიცაა საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან
მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის
დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა;
25. „სახელმწიფო
მნიშვნელობის
სიმბოლოების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/316;
03.04.2019). ცვლილების მიღებით სასამართლოს მანდატურის სამკერდე ნიშნის ნიმუშები
და მათი გამოყენების წესი და პირობები „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდება საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ;
26. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი (07-3/197; 14.06.2018). ცვლილების მიღებით შესაძლებელი გახდა სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასთან და გამოყენებასთან
დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე რეგულირება;
27. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/305; 28.01.2019). ცვლილების
თანახმად, მთავრობისათვის შეიქმნა ნორმატიული საფუძველი, რათა ამ უკანასკნელმა
შეძლოს თავის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ
გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეების და საფასურის ოდენობების დადგენა.
შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ
გაწეული მომსახურების საფასურების კონტროლი და უზრუნველყოფილი იქნება სსიპების მიერ კერძო სამართლის სუბიექტებთან კონკურენციაში შესვლის პრევენცია;
28. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/285; 13.02.2019). ორგანული
კანონით გათვალისწინებული ვადების კონსტიტუციასთან სრულყოფილი შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად ცვლილება შევიდა ორგანული კანონის მე-6 მუხლში და მოხდა
კონსტიტუციით დადგენილი ვადების გამონაკლისის სახით მითითება;
29. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/265; 25.12.2018). ცვლილების
თანახმად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევაზე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს აღარ შეადგენენ საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები (ოქმს ადგენენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
10
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფლებამოსილ თანამშრომლები);
30. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/99; 31.10.2017). ცვლილების
თანახმად, პირი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დასაწყისიდანვე არის
ვალდებული
შეიძინოს
ბილეთი
ან
ელექტრონული
გადახდის
საშუალებით
განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა;
31. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ინიციატივით,
ცვლილებათა
„სახელმწიფო
პაკეტი
ინსპექტორის
(07-3/329;
17.04.2019).
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლების ამოქმედების თარიღი, რომლებიც არეგულირებდნენ
საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის საკითხსა და მის
გარკვეულ უფლებამოსილებებს, ნაცვლად 2019 წლის 1 ივლისისა, განისაზღვრა 2019 წლის
1 მაისი;
32. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/92; 10.10.2017). საკანონმდებლო
ცვლილებით დარეგულირდა წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე
მიტოვების საკითხი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით
ორგანოებს დაევალათ შესაბამისი წესის შემუშავება, რომელიც დაადგენს რა შემთხვევაში
შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად. ასევე, აიკრძალა
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ
ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა;
33. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/247; 27.08.2018).
ცვლილებით მოხდა უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის
სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვა. შედეგად, დადგინდა
პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარისათვის სახელმწიფო
დაცვის უზრუნველყოფის ერთიანი სტანდარტი;
34. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/291; 27.02.2019). ცვლილება
უკავშირდებოდა ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში
მოხვედრის
პრევენციისათვის
რეგულაციების
დაწესებით
ქალაქ
თბილისში
ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირების საკითხს;
35. საქართველოს
კანონის
პროექტი
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-3/307; 13.03.2019). ცვლილება შექმნიდა საკანონმდებლო საფუძველს
იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შესაბამისი
განაცხადის წარდგენიდან 7 დღის ვადაში შეევსო და წარედგინა ქონებრივი დეკლარაცია;
11
36. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი (07-3/131; 01.03.2018). ცვლილებით განხორციელდა
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის
განმარტება;
37. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საკანონმდებლო
საკანონმდებლო
ცვლილება
ცვლილებათა
ეხებოდა
უზენაესი
პაკეტი
(07-3/300;
სასამართლოს
06.03.2019).
მოსამართლის
თანამდებობაზე განწესების პროცედურისა და კრიტერიუმების განსაზღვრას;
38. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/284; 13.02.2019). ცვლილება
ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის
კანდიდატთა პარლამენტში წარდგენის წესი;
39. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/278; 06.02.2019).
ცვლილება ითვალისწინებდა რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში
მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას 2024 წლამდე;
40. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/228; 12.06.2018). ცვლილების
თანახმად, „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად მოხდა №96/53/EC დირექტივის
„ევროპული გაერთიანების ფარგლებში მოძრავი გარკვეული ტიპის სატრანსპორტო
საშუალებებისთვის ეროვნული და საერთაშორისო გადაზიდვების დროს ნებადართული
მაქსიმალური გაბარიტებისა და საერთაშორისო გადაზიდვების დროს ნებადართული
მაქსიმალური
მასის
განსაზღვრის
შესახებ“
დებულებების
საქართველოს
კანონმდებლობაში ასახვა;
41. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/306; 13.03.2019). ცვლილების თანახმად,
ფინანსური ზეგავლენის მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის და ამოქმედებისთვის
დაწესდა ახალი ვადა, კერძოდ, კანონის გარდამავალ დებულებაში მითითებული 3-თვიანი
ვადა შეიცვალა 12 თვით.
კერძოსამართლებრივი ურთიერთობების ხელშემწყობი ცვლილებები
1.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული
რეგისტრაციის
სპეციალური
წესისა
და
საკადასტრო
მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/415; 13.11.2019). ცვლილებით
გაფართოვდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ლეგალიზების
საფუძვლები და გამარტივდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის
12
პროცესი. ეს განაპირობებს მიწაზე საკუთრების უფლების დაცვის, მიწათსარგებლობის
პოლიტიკის, სახელმწიფო საპრივატიზაციო საქმიანობისა და მიწის ბაზრის განვითარებას;
2.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (N07-
2/315; 27.02.2019). მთავრობას დაეკისრა ვალდებულება, დადგენილებით განსაზღვროს ის
საკითხები,
აუცილებელი
რომლებზედაც
იქნება
საკანონმდებლო
რეგულირების
ცვლილებების
გავლენის
შეფასების
განხორციელებისას
მომზადება.
ეს
კი
უზრუნველყოფს პრობლემატური საკითხების სისტემურ კვლევასა და მასზე საპასუხოდ
დროული და ეფექტიანი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას;
3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/185; 31.05.2018). ცვლილებით მკაცრდება
საინვესტიციო, მოკლევადიანი და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები და
იქმნება ახლებური, საუკეთესო სართაშორისო პრაქტიკის შესაბამისი სამართლებრივი
ჩარჩო. აღნიშნული, ერთი მხრივ, უპასუხებს ქვეყნის წინაშე არსებულ მიგრაციულ
გამოწვევებს და, მეორე მხრივ, გაზრდის ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკაში, რაც კიდევ
უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას;
4.
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-
3/245; 15.11.2018). კანონპროექტის მიღებით ბიზნესომბუდსმენს მიეცა შესაძლებლობა
შეასრულოს
საერთო
სასამართლოებში
ადმინისტრაციული
სამართალწარმოებისას
სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია. ასევე, ბიზნესომბუდსმენს მიენიჭა
ადმინისტრაციული ორგანოდან საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო
ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა. საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს
ბიზნესომბუდსმენს
კიდევ
უფრო
ეფექტიანად
შეასრულოს
თავისი
ფუნქცია
-
საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტის გამოვლენა
და პირის დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობა;
5.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/246; 15.11.2018). შემოთავაზებული
ცვლილებები
ითვალისწინებს
ბინადრობის
ნებართვის
გაცემის
სტანდარტების
ცვლილებას გამკაცრების მიმართულებით.
საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებასთან დაკავშირებული
საქმიანობა
2019 წელს კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა შემდეგი საერთაშორისო
ხელშეკრულებები:
1. „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 2019 წლის 29
მარტის შეთანხმება (07-2/344; 08.05.2019);
13
2. „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და
ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის
თაობაზე“ მადრიდის 2019 წლის 28 იანვრის ოქმი (07-2/317; 01.03.2019).
2019 წელს კომიტეტმა „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განიხილა შემდეგი
საერთაშორისო ხელშეკრულებები:
1.
ლონდონის 2019 წლის 21 ოქტომბრის „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა
და თანამშრომლობის შეთანხმება“ (07-2/403; 22.10.2019);
2. „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ თბილისის 2019 წლის
17 აპრილის შეთანხმება (07-2/361; 05.06.19);
3.
2019 წლის 14 მაისის „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015
წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო
შეთანხმების (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული
მმართველობა)“ ცვლილება ნომერი ოთხი“ (07-2/366; 14.06.2019);
4.
„საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ თბილისის 2018 წლის
18 სექტემბრის შეთანხმება (07-2/297; 31.12.2018);
5.
„საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო
ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ რომის 2018 წლის 17 ოქტომბრის
შეთანხმება (07-2/296; 31.12.2018);
6.
„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ კიშინიოვის 2018
წლის 5 ოქტომბრის შეთანხმება (07-2/295; 31.12.2018).
პარლამენტის დადგენილების პროექტები
1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ლევან გზირიშვილისთვის
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე“ (07-3/326; 17.04.2019);
2. საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი
„ზაზა
ხარებავასთვის
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე“ (07-3/327; 17.04.2019);
3. საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი
„შოთა
ქადაგიძისთვის
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე“ (07-3/328; 17.04.2019);
14
4. იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
განიხილა
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების პროექტი „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების
თაობაზე“ (07-3/396; 25.09.2019).
„სავალდებულო
კომიტეტის“
სტატუსით
განხილული
საკანონმდებლო
ინიციატივები
1. „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/394; 23.09.2019);
2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023
წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2019 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/399; 30.09.2019);
3. „საქართველოს
მთავრობისადმი
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური
ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით
გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის
რეკომენდაციის თაობაზე“ (07-3/360; 05.06.2019);
4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/416; 13.11.2019);
5.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების
31.05.2019);
შეტანის
6. „ფინანსური
თაობაზე“
გირავნობის,
საკანონმდებლო
ურთიერთგაქვითვისა
ცვლილებათა
და
პაკეტი
(07-2/357;
დერივატივების
შესახებ“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/386; 19.08.2019);
7.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი (07-3/337; 07.05.2019);
8. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (073/353; 22.05.2019);
9. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/370;
02.07.2019);
10. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი (07-2/376; 26.07.2019);
11. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/350; 15.05.2019);
12. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/372; 12.06.2019);
15
13. „საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული
და
სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი (07-3/333; 01.05.2019);
14. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი (07-2/340; 23.04.2019);
15. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (073/262; 13.12.2018);
16. „დაზღვევის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/324; 27.03.2019);
17. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/312; 27.03.2019);
18. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი (07-3/294; 27.02.2019);
19. საქართველოს ტყის კოდექსი და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-2/313; 20.02.2019);
20. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/273; 23.01.2019);
21. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/314; 27.02.2019);
22. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი (07-3/282; 13.02.2019);
23. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/250; 29.11.2018) I მოსმენა;
24. „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/236;
01.11.2018).
IV. თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა
2019 წელს კომიტეტმა განიხილა, ცესკოს 5 წევრის, საპროკურორო საბჭოს 2 წევრის და
უზენაესი სასამართლოს 20 წევრის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები. 2019 წელს
კომიტეტმა, მთლიანობაში იმსჯელა პარლამენტის მიერ ასარჩევი თანამდებობის პირების
34 კანდიდატის (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის, ცესკოს
წევრობის 10 კანდიდატის და საპროკურორო საბჭოს წევრობის 4 კანდიდატის) თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენა უპრეცედენტოდ ღიად, გამჭვირვალედ,
16
ხანგრძლივად (მათ შორის, საჯაროობის უმაღლესი სტანდარტით) და საქართველოს
კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით წარიმართა.
კომიტეტის სხდომების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილ იქნა ყველა არსებითი,
პროცედურული და ტექნიკური საშუალება და ყველას, ვინც მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად უშუალოდ ან არაპირდაპირ ჩაერთო, ან სურდა ჩართულიყო ამ პროცესში,
მიეცა შესაძლებლობა, მასში, კანონის დაცვით, ჯეროვანი მონაწილეობა მიეღო და
დაეკმაყოფილებინა თავისი ინტერესი.
კომიტეტის
სხდომების
მიმდინარეობისას
შეკითხვის
დასმის
შესაძლებლობით
სარგებლობდა ყველა საპარლამენტო სუბიექტი, ასევე 5 არასაპარლამენტო სუბიექტი:
-
სახალხო დამცველი;
-
იურიდიული დახმარების სამსახური;
-
ადვოკატთა ასოციაცია;
-
აკადემიური წრის წარმომადგენლები;
-
არასამთავრობოთა კოალიცია.
პროცესში ასევე უზრუნველყოფილი იყო მოქალაქეების ჩართულობა, რომელთა
შეკითხვებსაც, კომიტეტის სხდომაზე აჟღერებდა სხდომის თავმჯდომარე. უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის პროცესი
დადებითად შეფასდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლისა და
ორგანიზაციის მიერ, მაგალითად:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე
მოსმენის პროცესი დადებითად შეფასდა არაერთი დამკვირვებლისა და ორგანიზაციის
მიერ, მაგალითად:
-
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიერ, რომელმაც აღნიშნა:
„საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარშემო არასდროს
ყოფილა ასეთი დეტალური განხილვა და გამჭვირვალობა“; 1
-
საქართველოს სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა იურიდიულ საკითხთა
კომიტეტში
გასაუბრების
პროცედურული
მხარე
და
აღნიშნა,
რომ
მის
წარმომადგენელს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს საშუალება
ჰქონდათ კითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის და მოესმინათ მათი პასუხები. 2
კომიტეტში პროცესი, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით
დადებითად
შეაფასა
აგრეთვე
არასამთავრობო
ორგანიზაციათა
კოალიციამ
−
დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის. 3
https://1tv.ge/news/karl-harceli-saqartvelos-istoriashi-mosamartleebis-sherchevis-processhi-arasdrosyofila-aseti-gamchvirvaloba-rac-dzalian-kargia/
2 https://www.facebook.com/story.php?story_fbid=10156555315501347&id=616871346
3 http://coalition.ge/index.php?article_id=234&clang=0
1
17
V. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთ
მთავარ ფუნქციას ასევე წარმოადგენს საკონტროლო საქმიანობა. აღნიშნულის ფარგლებში,
კომიტეტმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილა სხვადასხვა უწყების
ანგარიში,
შეიმუშავა
შესაბამისი
დასკვნები
და
ცალკეულ
შემთხვევებში
გასცა
რეკომენდაციები. კერძოდ, 2019 წელს კომიტეტმა განიხილა:
1. საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და
სამთავრობო პროგრამა 2019-2020;
2. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში;
3. საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
საქმიანობის
შესახებ
ანგარიში;
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის
შესახებ ანგარიში;
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის
შესახებ ანგარიში;
6. იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში 2018 წელს განხორციელებული
საქმიანობის შესახებ;
7. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა
და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასებასა და უზრუნველყოფის სისტემის
შესახებ კონცეფცია;
8. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარების შესახებ ანგარიში“;
9. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის
კომიტეტების
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში“;
10. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5
პერიოდული ანგარიში“.
VI. კომიტეტის აპარატის საქმიანობა
2019 წლის სექტემბრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში შეიქმნა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
საქართველოს
პარლამენტის
წარმომადგენლობის ჯგუფი. აღნიშნულმა ჯგუფმა, 2019 წლის სექტემბრიდან ამავე წლის
დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა განახორციელა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ შემდეგ 10 საქმეზე:
18
1. „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი
№1351);
2. „ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი №1337);
3. „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი №1424);
4. “ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”
(კონსტიტუციური სარჩელი №1380);
5. „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1404);
6. „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი №1276);
7. „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1354);
8. „ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი №1412);
9. „ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი
№648) და მასთან ერთად ერთ წარმოებად გაერთიანებული 21 კონსტიტუციური
სარჩელი;
10. „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელი №1459).
კომიტეტის აპარატის საკანონმდებლო ჯგუფი დაიყო სამ ძირითად მიმართულებად:
-
საჯარო სამართლის მიმართულება;
-
სისხლის სამართლის მიმართულება;
-
კერძო სამართლის მიმართულება.
2019 წლის აგვისტოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში შეიქმნა ანალიტიკური
ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაც საქართველოს ნორმატიული აქტების აღსრულების
მდგომარეობის
შესწავლა,
ანალიზი
და
კანონქვემდებარე
აქტების
კანონებთან
შესაბამისობის შემოწმება და ანალიზია. შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ
ჯგუფის
მეშვეობით
გამგებლობისათვის
უფრო
ეფექტიანად
მიკუთვნებულ
და
სფეროებში
ინტენსიურად
საქართველოს
აგრძელებს
მისი
პარლამენტის
მიერ
მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლს.
კანონშემოქმედებითი საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზნით,
კომიტეტში დაინერგა დასკვნის ერთიანი სტანდარტი.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის აპარატი ეფექტიან კომუნიკაციაში იყო საერთაშორისო
დონორ
ორგანიზაციებთან,
განსაკუთრებით
აშშ-ის
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოსთან (USAID), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტთან
,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID /PROLOG), გერმანიის
საერთაშორისო
თანამშრომლობის
საზოგადოებასთან
(GIZ),
საერთაშორისო
სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) და გაეროს განვითარების
19
პროგრამასთან (UNDP), რომლებთან ერთადაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა
განხორციელდა.
აღნიშნული სიახლეების შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა კომიტეტის აპარატის
ეფექტიანობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა კომიტეტის საერთო საქმიანობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერების
ხელშეწყობისკენ.
20
დანართი
დანართი №1
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს განხილული
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 11 საკანონმდებლო ცვლილება
2019 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი და
საზოგადობის ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი განიხილა, რომელთა შორის
განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი 11 საკანონმდებლო ცვლილება:
1. სასამართლო რეფორმის მე-IV ტალღის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი,
რომელიც განამტკიცებს სასამართლოს კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და
გამჭვირვალობას. აღნიშნული ცვლილებების მიღებას მიესალმა აშშ და ევროკავშირი
და მათ მიერ, შეფასდა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ქართული სასამართლო
სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ;
2. საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს
ისტორიაში განისაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატების არჩევის უპრეცედენტოდ ღია, საჯარო, გამჭვირვალე და ხანგრძლივი
პროცედურა,
რამაც
დაამკვიდრა
დემოკრატიის
მაღალი
სტანდარტით
მოსამართლეების არჩევის პროცედურა და უზრუნველყო ჩვენი საზოგადოების
მხრიდან მონიტორინგის შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს პროცესზე;
3. პირველად შეიქმნა „მედიაციის შესახებ“ კანონი, რომელიც უზრუნველყოფს დავის
ალტერნატიული გზით გადაწყვეტას, რაც ხელს შეუწყობს მედიატორის პროფესიის
განვითარებას, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე დავების მოლაპარაკებით გადაწყვეტას,
სასამართლო დავების შემცირებას და კიდევ უფრო სწრაფ მართლმსაჯულებას;
4. საკანონმდებლო
ცვლილება,
რომლის
საფუძველზეც
2019
წელს
ამოქმედდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ამით გაძლიერდა კონტროლი საგამოძიებო
ორგანოების საქმიანობაზე;
5. მიწის
ნაკვეთზე
საკუთრების
უფლების
რეგისტრაციასთან
დაკავშირებული
ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას;
6. საკანონმდებლო
ცვლილებათა
ცვლილება,
მომზადებისას
რომელიც
ითვალისწინებს
რეგულირების
ზეგავლენის
საკანონმდებლო
შეფასების
(RIA)
სავალდებულობას, რის შესაბამისადაც, საქართველოს მთავრობას დაეკისრა
ვალდებულება
განსაზღვროს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელებისას
აუცილებელი
იქნება
რეგულირების ზეგავლენის შეფასების მომზადება;
7. საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ახლებურად მოწესრიგდა უცხოელებისთვის
საინვესტიციო, მოკლევადიანი და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები.
შედეგად, გამკაცრდა ასეთი ნებართვების გაცემის წესი და შეიქმნა ახლებური,
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო;
8. საკანონმდებლო
გაგრძელდა
ცვლილება,
საქართველოს
რომლითაც
საქართველოს
მოქალაქეობის
მოქალაქეებისთვის
შენარჩუნების
მოთხოვნით
სახელმწიფოსათვის მიმართვის ვადა. აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს
მოქალაქეების სამშობლოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნებას;
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უკეთ დაცვისა და
ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი მეტი ჩართულობის მიზნით განხორციელებული
საკანონმდებლო
ცვლილება,
რომლითაც
გამკაცრდა
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო
საშუალების ადგილას არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირებისთვის;
10. ორგანიზებულ
საერთაშორისო
დანაშაულთან
და
თანამშრომლობის
ტერორიზმთან
უზრუნველსაყოფად
ეფექტიან
ბრძოლაში
განხორციელებული
საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ევროჯასტში საქართველოს
მხრიდან მეკავშირე პროკურორის წარგზავნას;
11. მიღებული იქნა კანონი, რომლითაც ადმინისტრაციული ჯარიმისა და საურავის
გადახდისგან
სრულად
გათავისუფლდნენ
საზოგადოების
ეკონომიკურად
მოწყვლადი ჯგუფები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევები 2019
წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. საერთო ჯამში, აღნიშნული ინიციატივით, 36 140 პირი
გათავისუფლდა 23 მილიონ ლარამდე ოდენობის ფულადი ვალდებულებისაგან.