„ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ერუშეთის ეროვნული
პარკის შექმნისა და მართვის სფეროში.
2. ერუშეთის ეროვნულ პარკს მიკუთვნებული ტერიტორიის მიწის, ტყის, წყლის და სხვა
ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან
დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა;
ბ) უზრუნველყოს ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის)
შექმნა.
გ) მოაწესრიგოს ერუშეთის ეროვნული პარკისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის
(დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები.
2. კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად
ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი ან
სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების,
ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და
„გლობალურ წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და
ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ
გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის
ხელსაყრელი პირობების შექმნის მექანიზმების ჩამოყალიბება;
დ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკს მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა
სამყაროსა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება;
ე) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევაძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა,
აღდგენა მონიტორინგის განხორციელება;
ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი
წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად
გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
ზ) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნებასა და განვითარებას
ერუშეთის ეროვნული პარკის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონა).
მუხლი 3. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები
1. ერუშეთის დაცული ტერიტორიების
ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება ემყარება
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს და
მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს:
ა) ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის დიდი
გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე,
ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული
სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისთვის, რეკრეაციულ-ტურისტული საქმიანობისა და
ტრადიციული
სამეურნეო
საქმიანობისთვის,
„ეკო-დერეფნების“
განვითარებისთვის,
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის. ერუშეთის ეროვნული პარკი საქართველოს დაცული
ტერიტორიების ნაწილია;
ბ) ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) - იქმნება
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების
დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრივი
ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად.
2. ამ კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების კატეგორიების ზონირება და ზონებში
დაშვებული საქმიანობა, დგინდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით.
მუხლი 4. ერუშეთის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი
1. ერუშეთის ეროვნული პარკი იქმნება ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების
ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი
შეადგენს 11 385 ჰექტარს.
2. ერუშეთის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
№
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
X
318946
319165
319662
319684
319813
319910
319992
320079
320085
320151
320233
320349
320367
321309
321955
322309
322591
323274
323556
323899
324367
324637
324586
324549
324475
324396
324624
Y
4602989
4602806
4602521
4602063
4602037
4602091
4602033
4601948
4601908
4601865
4601778
4601657
4601432
4600626
4600199
4599955
4599925
4600106
4600353
4600559
4600771
4600476
4600379
4600380
4600478
4600314
4600200
№
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
138
139
140
X
336353.0
336361.0
336367.0
336363.0
336364.0
336359.0
336374.0
336383.0
336395.0
336398.0
336391.0
336394.0
336404.0
336403.0
336389.0
336395.0
336390.0
336379.0
336382.0
336369.0
336374.0
336383.0
336392.0
336398.0
336410.0
336418.0
336408.0
Y
4598362.0
4598349.0
4598333.0
4598323.0
4598312.0
4598304.0
4598283.0
4598292.0
4598289.0
4598283.0
4598273.0
4598266.0
4598267.0
4598259.0
4598259.0
4598245.0
4598239.0
4598241.0
4598257.0
4598229.0
4598228.0
4598225.0
4598232.0
4598227.0
4598225.0
4598219.0
4598216.0
№
227
228
229
230
231
232
233
234
235
236
237
238
239
240
241
242
243
244
245
246
247
248
249
250
251
252
253
X
335315.0
335291.0
335248.0
335250.0
335226.0
335225.0
335163.0
335116.0
335119.0
335061.0
335029.0
334910.0
334875.0
334812.0
334820.0
334866.0
334813.0
334696.0
334609.0
334683.0
334638.0
334478.0
334496.0
334447.0
334463.0
334347.0
334325.0
Y
4595868.0
4595919.0
4595925.0
4595983.0
4596004.0
4596042.0
4596038.0
4596009.0
4596063.0
4596017.0
4596049.0
4595979.0
4595921.0
4595939.0
4595865.0
4595822.0
4595796.0
4595651.0
4595637.0
4595425.0
4595380.0
4595420.0
4595367.0
4595245.0
4595157.0
4595204.0
4595208.0
№
340
341
342
343
344
345
346
347
348
349
350
351
352
353
354
355
356
357
358
359
360
361
362
363
364
365
366
X
328351.0
328346.0
328474.0
328586.0
328605.0
328560.0
328573.0
328634.0
328704.0
328779.0
328794.0
328767.0
328649.0
328639.0
328721.0
328778.0
328934.0
329043.0
329068.0
328929.0
328870.0
328706.0
327673.0
327527.0
327886.0
328224.0
328215.0
Y
4595211.0
4595353.0
4595395.0
4595270.0
4595368.0
4595410.0
4595457.0
4595537.0
4595597.0
4595546.0
4595497.0
4595426.0
4595427.0
4595393.0
4595315.0
4595184.0
4595387.0
4595450.0
4595295.0
4595157.0
4595048.0
4595000.0
4595043.0
4596164.0
4596356.0
4595641.0
4595559.0
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
324701
324629
324973
325401
325986
327070
327759
327999
328661
328608
328656
329031
329296
330201
331851
332783
332941
333137
332533
332750
332786
330286
330116
330226
330374
330617
331120
331573
331836
331688
330947
330820
331938
332306
332491
330998
333202
333394
334379
334531
334746
334951
335750
335781
335874
336027
4599923
4599796
4599431
4599406
4599409
4598245
4598044
4597794
4597784
4598017
4598314
4598393
4598991
4598374
4598298
4597799
4597727
4597519
4597240
4597143
4597022
4596041
4595914
4595700
4595698
4595839
4595884
4595784
4595536
4595021
4594430
4594170
4594682
4595545
4595856
4594049
4596474
4596703
4597605
4597863
4598042
4598151
4598851
4598711
4598649
4598541
141
142
143
144
145
146
147
148
149
150
151
152
153
154
155
156
157
158
159
160
161
162
163
164
165
166
167
168
169
170
171
172
173
174
175
176
177
178
179
180
181
182
183
184
185
186
336400.0
336397.0
336390.0
336375.0
336366.0
336371.0
336379.0
336385.0
336415.0
336422.0
336412.0
336421.0
336426.0
336417.0
336409.0
336409.0
336424.0
336403.0
336419.0
336420.0
336496.0
336707.0
336863.0
336979.0
337451.0
337364.0
337371.0
337442.0
337426.0
337387.0
337337.0
337320.0
337273.0
337380.0
337387.0
337419.0
337373.0
337280.0
337247.0
337159.0
337137.0
337037.0
336968.0
336889.0
336728.0
336859.0
4598219.0
4598210.0
4598206.0
4598195.0
4598181.0
4598184.0
4598184.0
4598187.0
4598206.0
4598191.0
4598176.0
4598182.0
4598169.0
4598159.0
4598152.0
4598107.0
4598089.0
4597964.0
4597925.0
4597851.0
4597846.0
4597906.0
4597836.0
4597714.0
4596861.0
4596839.0
4596623.0
4596259.0
4596172.0
4595870.0
4595859.0
4595672.0
4595540.0
4595409.0
4595347.0
4595309.0
4595139.0
4595136.0
4595109.0
4595115.0
4595013.0
4594918.0
4594931.0
4594817.0
4594798.0
4594438.0
254
255
256
257
258
259
260
261
262
263
264
265
266
267
268
269
270
271
272
273
274
275
276
277
278
279
280
281
282
283
284
285
286
287
288
289
290
291
292
293
294
295
296
297
298
299
334314.0
334298.0
334283.0
334259.0
334181.0
334152.0
334159.0
334160.0
334114.0
334135.0
334123.0
334180.0
334264.0
334247.0
334205.0
334138.0
334126.0
334045.0
333854.0
333834.0
333829.0
333765.0
333736.0
333732.0
333682.0
333691.0
333671.0
333620.0
333533.0
333478.0
333362.0
333334.0
333357.0
333273.0
333180.0
333123.0
333018.0
332942.0
332956.0
333014.0
332992.0
332835.0
332733.0
332634.0
332642.0
332545.0
4595203.0
4595207.0
4595200.0
4595256.0
4595240.0
4595164.0
4594859.0
4594812.0
4594824.0
4594582.0
4594396.0
4594400.0
4594255.0
4594029.0
4593795.0
4593822.0
4593835.0
4593801.0
4593814.0
4593833.0
4593881.0
4593952.0
4593926.0
4593880.0
4593815.0
4593768.0
4593736.0
4593712.0
4593715.0
4593685.0
4593693.0
4593429.0
4593228.0
4593122.0
4593088.0
4593134.0
4592994.0
4592867.0
4592754.0
4592633.0
4592605.0
4592643.0
4592517.0
4592567.0
4592659.0
4592714.0
367
368
369
370
371
372
373
374
375
376
377
378
379
380
381
382
383
384
385
386
387
388
389
390
391
392
393
394
395
396
397
398
399
400
401
402
403
404
405
406
407
408
409
410
411
412
328519.0
328733.0
328875.0
328949.0
328921.0
329058.0
329113.0
328924.0
328984.0
329208.0
329345.0
329474.0
329655.0
329854.0
329926.0
329801.0
329693.0
329657.0
329644.0
329723.0
329658.0
329450.0
329360.0
329178.0
329110.0
329120.0
329180.0
329192.0
329293.0
328764.0
328485.0
327995.0
329943.0
329893.0
330088.0
330292.0
330371.0
330399.0
330683.0
330693.0
330670.0
330677.0
330796.0
330850.0
331063.0
331199.0
4595775.0
4596380.0
4596416.0
4596480.0
4596351.0
4596187.0
4596074.0
4595970.0
4595926.0
4595903.0
4596089.0
4596165.0
4595961.0
4595858.0
4595677.0
4595650.0
4595462.0
4595440.0
4595408.0
4595395.0
4595334.0
4595340.0
4595280.0
4595359.0
4595295.0
4595246.0
4595261.0
4595193.0
4595166.0
4594902.0
4594838.0
4594857.0
4597446.0
4597582.0
4597665.0
4597727.0
4597661.0
4597570.0
4596855.0
4596922.0
4596932.0
4596981.0
4597025.0
4597016.0
4596931.0
4597034.0
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
336039
336053
336056
336047
336078
336075
336071
336080
336074
336070
336063
336112
336144
336163
336180
336188
336202
336197
336202
336221
336224
336236
336240
336238
336229
336231
336239
336238
336227
336228
336238
336246
336265
336291
336301
336298
336316
336314
336343
336350
4598529
4598522
4598525
4598538
4598533
4598532
4598527
4598523
4598517
4598518
4598518
4598507
4598491
4598476
4598469
4598455
4598451
4598465
4598473
4598473
4598482
4598484
4598477
4598474
4598477
4598467
4598459
4598453
4598449
4598436
4598433
4598445
4598437
4598444
4598434
4598430
4598422
4598416
4598379
4598371
187
188
189
190
191
192
193
194
195
196
197
198
199
200
201
202
203
204
205
206
207
208
209
210
211
212
213
214
215
216
217
218
219
220
221
222
223
224
225
226
336748.0
336630.0
336295.0
336159.0
336061.0
336103.0
335963.0
335959.0
336026.0
336097.0
336171.0
336293.0
336254.0
336304.0
336398.0
336559.0
336610.0
336755.0
336743.0
336718.0
336699.0
336629.0
336487.0
336464.0
336268.0
336201.0
336213.0
336108.0
335961.0
335927.0
335812.0
335818.0
335834.0
335807.0
335729.0
335755.0
335657.0
335644.0
335683.0
335553.0
4594036.0
4593708.0
4594248.0
4594198.0
4594487.0
4594552.0
4594853.0
4595060.0
4595072.0
4595155.0
4595270.0
4595498.0
4595574.0
4595575.0
4595734.0
4595955.0
4596018.0
4596134.0
4596207.0
4596354.0
4596277.0
4596309.0
4596318.0
4596444.0
4596569.0
4596692.0
4596609.0
4596708.0
4596771.0
4596731.0
4596875.0
4596652.0
4596344.0
4596279.0
4596228.0
4596137.0
4596113.0
4596058.0
4596013.0
4595968.0
300
301
302
303
304
305
306
307
308
309
310
311
312
313
314
315
316
317
318
319
320
321
322
323
324
325
326
327
328
329
330
331
332
333
334
335
336
337
338
339
332486.0
332560.0
332393.0
332422.0
332423.0
332167.0
331719.0
331875.0
332246.0
331992.0
331854.0
331793.0
331760.0
331663.0
331633.0
331303.0
331325.0
331241.0
331143.0
331186.0
331133.0
331056.0
330954.0
330826.0
331312.0
331543.0
331840.0
332047.0
332396.0
332609.0
332944.0
333203.0
333855.0
334655.0
334694.0
334243.0
334044.0
333321.0
328439.0
328471.0
4592897.0
4593137.0
4593132.0
4593183.0
4593205.0
4593692.0
4594021.0
4593716.0
4593352.0
4593237.0
4593402.0
4593284.0
4593345.0
4593490.0
4593483.0
4592996.0
4592871.0
4592818.0
4592645.0
4592471.0
4592445.0
4592509.0
4592302.0
4592209.0
4591363.0
4590676.0
4590158.0
4589865.0
4589532.0
4589217.0
4588738.0
4588381.0
4587707.0
4586831.0
4586246.0
4585761.0
4585237.0
4584907.0
4595002.0
4595118.0
413
414
415
416
417
418
419
420
421
422
423
424
425
426
427
428
429
430
431
432
433
434
435
436
437
438
439
440
441
442
443
444
445
446
447
448
449
450
451
331357.0
331599.0
331487.0
331508.0
331191.0
330841.0
330689.0
330684.0
330706.0
330722.0
330808.0
317338.0
317951.0
318222.0
318399.0
318475.0
318513.0
318610.0
318855.0
318939.0
318996.0
318939.0
318733.0
318635.0
318496.0
318260.0
317941.0
317653.0
317559.0
317420.0
318418.0
318425.0
318453.0
318453.0
318504.0
318567.0
318604.0
318620.0
318515.0
4597036.0
4596801.0
4596482.0
4596310.0
4596135.0
4596199.0
4596399.0
4596480.0
4596567.0
4596791.0
4596846.0
4598949.0
4599308.0
4599250.0
4599347.0
4599223.0
4599232.0
4599159.0
4598915.0
4598649.0
4598256.0
4598077.0
4597891.0
4597791.0
4597684.0
4597572.0
4597880.0
4598115.0
4598228.0
4598766.0
4601947.0
4601973.0
4601996.0
4602042.0
4602090.0
4602073.0
4602023.0
4601974.0
4601888.0
3. ერუშეთის ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი, N-337 წერტილიდან ჩრდილოდასავლეთისკენ N-1 წერტილამდე, მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს თურქეთის
რესპუბლიკასთან.
მუხლი 5. ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონა) მდებარეობა და
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი
ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს ახალციხის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე და მოიცავს შემდეგ
დასახლებულ პუნქტებს (სოფლები): აბათხევი, მინაძე, მუსხი, პატარა პამაჯი, საძელი, ურაველი,
წყალთბილა, ხეოთი.
მუხლი 6. ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვის და გამოყენების რეჟიმი
1. ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა, მათი დაცვისა და
გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება –
ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებისა და ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.
2. ერუშეთის ეროვნული პარკის ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო
ზოლში, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ერუშეთის ეროვნული პარკის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით დაშვებულია სასაზღვროპოლიციური ღონისძიებების განხორციელება და სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის
მიზნით, საზღვრის დაცვის ობიექტების განთავსება.
3. ერუშეთის ეროვნული პარკის ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო
ზოლში სასოფლო-სამეურნეო, ტურისტული და სხვა ნებისმიერი საქმიანობა (სამეცნიერო-კვლევითი,
სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა.) ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის
რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.
მუხლი 7. ერუშეთის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა
ერუშეთის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 8. გარდამავალი დებულება
ეს კანონი არ ვრცელდება ერუშეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი საზღვრების
ფარგლებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა)
ქონებრივ
ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის,
აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, ჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით
გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);
ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული
ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
მუხლი 9. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის - ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის
მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების საჭიროება.
1990-1991 წლებში დამუშავდა საქართველოში დაცული ტერიტორიების სივრცითი
სტრუქტურის განვითარების პირველი სქემა, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ღებულობდნენ
ქართველი და გერმანელი ექსპერტები. აღნიშნული სქემის ფარგლებში უნდა დაარსებულიყო
ეროვნული პარკები საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კოლხეთის დაბლობი, ცენტრალური
კავკასიონი, ფშავ-ხევსურეთ-თუშეთი, მთიანი კახეთი, ივრის ზეგანი, ბორჯომი და აჭარა-გურიაიმერეთი. დღეის მდგომარეობით დაარსებულია „კოლხეთის ეროვნული პარკი“, „ფშავ-ხევსურეთის
ეროვნული პარკი“, „თუშეთის ეროვნული პარკი“, „ვაშლოვანის ეროვნული პარკი“, „ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი“. დარჩენილია ეროვნული პარკების დაარსება ცენტრალურ
კავკასიონზე და ერუშეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016-2017 წლებში, გერმანიის მთავრობის
(BMZ) დაფინანსებით და ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ტექნიკური ხელშეწყობით, ერუშეთის
ეროვნული პარკის დაარსების მიზნით, ჩატარდა დეტალური კვლევები ბიომრავალფეროვნების
(ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემები) და სოციალურ-კულტურული ასპექტების მიმართულებით, ასევე,
გაანალიზდა ეროვნული პარკის შექმნის დადებით მხარეები საქართველოს დაცული ტერიტორიების
სისტემის და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში. ზემოაღნიშნული
კვლევების თანახმად, ერუშეთის დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების გამორჩეულობას,
უპირველესად, განსაზღვრავს მისი გარდამავალი ბიოგეოგრაფიული მდებარეობა კოლხეთის ტენიან
მთებს, მცირე კავკასიონის ზომიერ ცენტრალური ნაწილსა და ჯავახეთის კონტინეტურ ზეგანს შორის.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელებულია უნიკალური სახეობრივი შემადგენლობის მქონე ტყეები,
ბუჩქნარები და ბალახეული თანასაზოგადოებები. ასეთია, მაგალითად, სამხრეთ კავკასიური ტიპის
ნაძვნარები (Picea orientalis) და ნაძვნარ-სოჭნარები (Abies nordmanniana). ერუშეთი (ერუშეთის მასივის
თურქული ნაწილის ჩათვლით) ნაძვის გავრცელების უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარია.
თითქმის იგივე ითქმის სუბალპური არყნარებსა (Betula litwinowii) და დეკიანზე (Rhododendron
caucasicum). ასევე, ორიგინალური სახეობრივი კომპოზიციით (სადაც ტენისა და სიმშრალის
მოყვარული სახეობები გვერდიგვერდ ხარობენ) გამოირჩევიან - მუხნარების (Quercus iberica, Q.
macranthera), წიფლნარების (Fagus orientalis) და ფიჭვნარების (Pinus kochiana) თანასაზოგადოებები.
ეროვნული პარკის მცენარეულობის მრავალფეროვნებას, ასევე, ქმნიან მაღალმთის ნაირგვარი
მდელოები და მდელოსებრი სტეპები. კლდოვან ჰაბიტატებში გავრცელებულია ლოკალური
ენდემური და იშვიათი სახეობები ასპინძის, ლეონიდას, მესხეთის გლერძები (Astragalus aspindzicus, A.
leonidae, A. meskheticus), აწყურის მიხაკი (Dianthus azkurensis), მესხეთის ესპარცეტი (Onobrychis
meskheticus), ვარძიის ცერცველა (Vicia vardziae), ტიგრანის დიდგულა (Sambucus tigranii), - ეს
უკანასკნელი გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა, შეტანილია საერთაშორისო/IUCN-ის
წითელ ნუსხაში კატეგორიით VU - მოწყვლადი, ასევე, შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში,
კატეგორიით CR - კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი. საქართველოს წითელ ნუსხით დაცული ხემცენარეებიდან, გარდა რელიქტური მაღალმთის მუხისა (Quercus macranthera), რომელიც საკმაოდ
ფართოდაა გავრცელებული აღნიშნულ ტერიტორიაზე, მთის ზედა სარტყლებში აღსანიშნავია ასევე
უხრავი (Ostrya carpinifolia) (უხრავის ტყის ფრაგმენტები გვხვდება ურაველის ხეობაში). დიდი ზომის
ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: მურა დათვი (Ursus Arctos), ევრაზიური ფოცხვერი (Lynx lynx) და
არჩვი (Rupicapra rupicapra) - საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები; ჩვეულებრივია მაჩვი (Meles
meles), შველი (Capreolus capreolus) და გარეული ღორი (Sus scrofa). მცირე ზომის ძუძუმწოვრებიდან
ცალკე აღსანიშნავია გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი ჭრელტყავა (Vormela peregusna).
ქვეწარმავლებიდან გამორჩეულია დარევსკის გველგესლა (Vipera darevskii) - სახეობა, რომელსაც
უმაღლესი კატეგორია (CR - კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი) აქვს მინიჭებული IUCN-ის წითელ
ნუსხაში. ფრინველებიდან გავრცელებულია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, კავკასიური
როჭო (Lirurus mlokosiewiczi) და კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), ასევე, გლობალურად
გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფასკუნჯი (Neophron percnopterus) და ბექობის არწივი (Aquila
heliaca). თევზებიდან აღსანიშნავია საქართველოს წითელი ნუსხის სახეობა - ნაკადულის კალმახი
(Salmo trutta).
ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ
ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა. ასევე, დაცული ტერიტორიის
შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო
თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან. აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ
ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პირობებში სწორედ დაცულმა ტერიტორიებმა უნდა უზრუნველყონ
საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად
უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, ბუნებრივი ტერიტორიების
ტრანსფორმაციის შეჩერების, მათი სამეურნეო ზეწოლისაგან დაცვის მიზნით, დიდი მნიშვნელობა
აქვს ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებასა და არსებული დაცული ტერიტორიების
გაფართოებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის (საქართველოს
მთავრობის 08/05/2014 N343 დადგენილება) თანახმად, საჭიროა ტრანსსასაზღვრო კავშირების
უზრუნველყოფა მეზობელი ქვეყნების დაცული ტერიტორიების სისტემებთან. ამ მხრივაც ერუშეთის
ეროვნული პარკის დაარსება მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახელმწიფო საზღვარი, საქართველოსა და
თურქეთს შორის, ერუშეთის მთიანეთს დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. თურქეთის მხარეს
მდებარეობს ფოსოვის (ქართულად - ფოცხოვის) აღკვეთილი, რომელიც შედის თურქეთის დაცული
ტერიტორიების ეროვნულ სისტემაში. ერუშეთის ეროვნული პარკი და ფოსოვის აღკვეთილი
ერთმანეთს 38,9 კმ-ის მანძილზე ესაზღვრებიან. ფაქტობრივად, ეს არის ერუშეთის მასივის ერთიანი
ეკოსისტემა და ეს ყველაფერი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მყარ საფუძველს შექმნის, ასევე,
ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ამასთან, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის,
ტერიტორიული გაფართოებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს პარლამენტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„ერუშეთის ეროვნული პარკის“ დაარსებისათვის განსაზღვრული ტერიტორია აკმაყოფილებს
როგორც „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი
და მე-2 პუნქტს („ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი
სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან
საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა,
ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ
გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა“), ასევე, საერთაშორისო კონვენციას ბიოლოგიური
მრავალფეროვნების შესახებ (CBD - Convention on Biological Diversity; საქართველო მხარეა 1994
წლიდან), კერძოდ, მისი ახალი სტრატეგიის (აიჩი 2020) მე-11 სტრატეგიულ მიზანს, რომელიც ადგენს,
რომ „2020 წლისთვის, ხმელეთისა და შიდა წყლების ფართობის, სულ მცირე, 17% და სანაპიროსა და
საზღვაო ფართობის 10%, განსაკუთრებით ის არეები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს
ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების თვალსაზრისით, მოქცეული იქნას დაცული
ტერიტორიების საზღვრებში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შედგება ცხრა მუხლისგან. პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონის
რეგულირების სფერო. მე-2 მუხლით - კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. მე-3 მუხლით
განსაზღვრულია ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, კერძოდ: ერუშეთის ეროვნული
პარკი და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა). მე-4 მუხლით
დგინდება ერუშეთის ეროვნული პარკის ფართობი (11 385 ჰექტარი) და საზღვრები. მე-5 მუხლი
განსაზღვრავს ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაში (დამხმარე ზონა) შემავალ
სოფლებს (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები: აბათხევი, მინაძე, მუსხი, პატარა პამაჯი, საძელი,
ურაველი, წყალთბილა, ხეოთი (აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტისთვის რაიმე სახის ვალდებულებების დაკისრებას ან უფლებამოსილების
შეზღუდვას. მუნიციპალიტეტი ისარგებლებს ყველა იმ ბენეფიტით, რაც მოყვება ტერიტორიაზე
ეროვნული პარკის დაარსებას და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას).
მე-6 მუხლით რეგულირდება ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი, მათ
შორის, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში საქმიანობის განხორციელების წესი. მე-7 მუხლით
მოწესრიგებულია ერუშეთის ეროვნული პარკის მართვის საკითხი, კერძოდ, ერუშეთის ეროვნული
პარკის მართვა განხორციელდება „დაცული ტერიტორიების სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-18 მუხლის საფუძველზე. მე-8 მუხლში მოცემულია გარდამავალი დებულება, რომელიც ადგენს,
რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე, დაცული ტერიტორიის
საზღვრებში არსებულ მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულით და ნავთობისა და გაზის
რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. მე-9 მუხლით დადგენილია
კანონის ძალაში შესვლის თარიღი (კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2021 წლის პირველი
იანვრიდან).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი შეესაბამება 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის 2.8.2 პუნქტით
განსაზღვრული მიზანს - „სახელმწიფო უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და
ეკოტურიზმის ხელშეწყობას.“
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღი არ უკავშირდება რაიმე ვალდებულებას. მისი ძალაში შესვლა
გათვალისწინებულია 2021 წლიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება 2020 წლის ბიუჯეტზე გავლენას არ იქონიებს, ვინაიდან ეროვნული
პარკის რეალური გადმობარების პროცესი დაიწყება ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ, 2021
წლის გაზაფხულზე, რა დროსაც ახალი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაც უკვე
დაკომპლექტებული იქნება. რაც შეეხება შემდგომ წლებს, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოსაყოფი თანხაა - 506 000 ლარი (თანამშრომლების შრომის ანაზღაურება - 186 000 ლარი,
კაპიტალური ხარჯი - 80 000 ლარი (ადმინისტრაციული შენობის მოსაწყობად), საქონელი და
მომსახურების ხარჯები - 240 000 ლარი (ზამთარ-ზაფხულის უნიფორმის, ზამთარ-ზაფხულის
ფეხსაცმელის, ავტომაქანის, ცეცხლსასროლი იარაღის, სამკერდე კამერების და სხვა სპეციფიკური
აღჭურვილობის შეაძენად). რაც შეეხება შემდგომ წლებს (2022-2024), სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
ყოველწლიურად, საჭირო იქნება, სსიპ დაცული ტერიტორიების ახალი თანამშრომლების შრომის
ანაზღაურებისთვის მიიმართოს 186 000 ლარი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე
ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის
სრულად გამოყენებას, რაც თავის მხრივ, რაციონალური დაგეგმვისა და მართვის პირობებში უახლოეს
მომავალში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორც საბიუჯეტო
შემოსავლების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის კუთხითაც. გარდა ამისა,
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ,
ბიუჯეტში, საშემოსავლო გადასახადის სახით, ყოველწლიურად, სსიპ დაცული ტერიტორიების
სააგენტოს (ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის) თანამშრომლების ხელფასიდან
მიიმართება 37 200 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
დაკავშირებულია
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
სახსრების
გამოყოფასთან. 2020 წელს ხარჯები არ არის გათვალისწინებული, რადგან პრაქტიკული
გამოცდილებიდან გამომდინარე (ზამთრის კლიმატური პირობების გათვალისწინებით), დაცული
ტერიტორიის რეალური შექმნა უშუალოდ დაიწყება 2021 წლის გაზაფხულიდან. შესაბამისად, ამ
პერიოდისთვის ჩამოყალიბდება ასევე დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაც. შესაბამისად, 2021
წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა შეადგენს 506 000 ლარს. 2021 წლიდან, ერუშეთს
ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში დასაქმდება 16 მოქალაქე (ძირითადად ადგილობრივი
მოსახლე): 1 დირექტორი, 1 დაცვის განყოფილების უფროსი, 1 ბუნებრივი რესურსების უფროსი
სპეციალისტი, 1 ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი, 2 უბნის უფროსი რეინჯერი და
10 რეინჯერი. წინამდებარე ცხრილის შესაბამისად:
№
თანამდებობა
რაოდენობა
1
დირექტორი
2
3
4
5
6
1
თანამდებობრივი
სარგო
(ლარი)
1600
სულ
წლის
განმავლობაში
(ლარი)
19 200
დაცვის
განყოფილების
უფროსი
1
1100
13 200
ვიზიტორთა
მომსახურების
უფროსი
სპეციალისტი
ბუნებრივი
რესურსების უფროსი
სპეციალისტი
უბნის
უფროსი
რეინჯერი
რეინჯერი
1
900
10 800
1
900
10 800
2
1000
24 000
10
სულ
900
108 000
186 000
შესაბამისად, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა განაწილდება შემდეგი
პროპორციით:
ერუშეთის ეროვნული პარკის ბიუჯეტი 2021 წელს
ლარი
სულ
506 000
მ.შ. შრომის ანაზღაურება
186 000
საქონელი და მომსახურება
240 000
კაპიტალური ხარჯი
80 000
დღეის მდგომარეობით 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული
აღნიშნული კანონპროექტით მოთხოვნილი თანხა და შტატების ოდენობა, თუმცა კანონპროექტის
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდება
შესაბამისი საშტატო ერთეულებისა და საჭირო დაფინანსების მოძიება და სსიპ დაცული
ტერიტორიების ააგენტოს ბიუჯეტში ასახვა, რაზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან
გამოთქმულია თანხმობა. რაც შეეხება შემდგომ წლებში (2022-2024) გასაწევ ხარჯებს, სსიპ დაცული
ტერიტორიების სააგენტოს ახალი თანამშრომელების შრომის ანაზღაურებისთვის ყოველწლიურად,
საჭირო იქნება ბიუჯეტიდან 186 000 ლარის მიმართვა, ხოლო ახალი დაცული ტერიტორიის
ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო შესაძლო სხვა ხარჯები დაიფარება სსიპ დაცული
ტერიტორიის სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და დონორებისგან მიღებული თანხებით.
ამასთან ერთად, სხვა ხარჯები, რაც დაკავშირებულია მაგალითად, სახელმწიფო საზღვრის
დაცვასთან, მისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და სხვ., საჭიროების შემთხვევაში, ისევე როგორც
დღეს, განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური უწყების - სასაზღვრო პოლიციის მიერ, მისთვის
განსაზღვრული ასიგნებებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას (მიღებული შრომის ანაზღაურების სახით) იმ 16
პირის მიმართ, რომლებიც დასაქმდებიან ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ამ
კანონით განსაზღვრული ტერიტორიის მართვის მიზნით. ასევე, კანონპროექტი გავლენას მოახდენს
ერუშეთის ეროვნული პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე იმ
თვალსაზრისით, რომ დაცულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა/განვითარება
მოიზიდავს მეტ ვიზიტორს, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება ადგილობრივი
მაცხოვრებლებისთვის.
ამასთან, კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ
განხორციელებულ ტრადიციულ საქმიანობაზე, რომელსაც ისინი ეწევიან ტყეში (საშეშე მერქნის
მოპოვება, საქონლის ძოვება და ა.შ.). აღნიშნულ საქმიანობებს მოქალაქეები განახორციელებენ
ჩვეულებრივად, ისევე როგორც ეს ხორციელდება სხვა დაცულ ტერიტორიებზე. კანონპროექტი
აგრეთვე არ შეზღუდავს იმ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდნენ დაცულ
ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებას, ლიცენზიას გარკვეულ საქმიანობაზე და ა.შ. აღნიშნული
ურთიერთობებიც ასევე გაგრძელდება დადგენილი წესით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული იყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის
(WWF) კავკასიის პროგრამის ოფისი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ ამომხადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.