„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2020
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/452/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ო2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო2) საჩივრის წარდგენის საფასური – მომჩივანის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;“. 2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე, შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 33 პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს; ბ) მე-2 პუნქტის ბ1 ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ2 ქვეპუნქტი: „ბ2) ამ კანონის 101 მუხლის 34 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ გააფორმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 4.101 მუხლის: ა) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „33. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე, შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმდება. ამ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მიმართვა საჯაროა და უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირების მიერ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ მასთან დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“; ბ) 33 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი: „34. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შექმნილ შესაბამის მოდულში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“. 5. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI დავის განმხილველი ორგანოები და დავის განხილვა მუხლი 23. დავის განმხილველი ორგანოები 1. სახელმწიფო შესყიდვებთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომ – საბჭო) ან სასამართლოში. 2. ამ თავით დადგენილია სახელმწიფო შესყიდვებთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავის საბჭოში განხილვის წესი. მუხლი 231. საბჭოში გასაჩივრების უფლება 1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვის ჩატარებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. 2. შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის (შემდგომ – უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია) საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. მუხლი 232. საბჭო 1. საბჭო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა ამ კანონის შესაბამისად. 2. საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია რაიმე ზემოქმედება საბჭოზე ან მის წევრზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. საბჭოს რეგლამენტს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი, ძირითადი ტენდენციები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებები სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია აგრეთვე ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. მუხლი 233. საბჭოს წევრთა არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა 1. საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. საბჭოს წევრი სახელმწიფო მოსამსახურეა. 2. საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული/ეკონომიკური განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს მაინც უნდა ჰქონდეს ამ პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება. 3. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს: ა) დასაქმებული სხვა საჯარო ან/და კერძო დაწესებულებაში; ბ) ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა; გ) კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს; დ) იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 4. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქმნის შესარჩევ კომისიას. 5. საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის მიზნით შესარჩევი კომისია აცხადებს საჯარო კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. განაცხადების წარდგენის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს. 6. განაცხადების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისია პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არაუგვიანეს 20 დღისა, შეარჩევს კანდიდატებს საბჭოში ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის ორმაგი რაოდენობით. შერჩევის პროცესში შესარჩევი კომისია ხელმძღვანელობს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. კანდიდატთა შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მათ რეპუტაციას, პროფესიულ ცოდნასა და აქტივობას, სამუშაო გამოცდილებას. 7. თუ კანდიდატები ვერ იქნებიან შერჩეულები, შესარჩევი კომისია, არაუგვიანეს 5 დღისა, ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 8. შერჩეულ კანდიდატებს შესარჩევი კომისია დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერმინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში ნიშნავს საბჭოს წევრ(ებ)ს ან უარს ამბობს მის/მათ დანიშვნაზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შესარჩევი კომისია, არაუგვიანეს 5 დღისა, ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 9. საბჭოს წევრმა უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღიდან უნდა დატოვოს/შეწყვიტოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობა/საქმიანობა. 10. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ვადის გასვლით, თუ იგი ხელახლა არ იქნა დანიშნული თანამდებობაზე ისე, რომ შენარჩუნებულია მისი უფლებამოსილების უწყვეტობა. დაუშვებელია საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) პირადი განცხადება; ბ) გარდაცვალება; გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; თ) ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს უფლებამოსილების განუხორციელებლობა და სამედიცინო დასკვნის არსებობა, რითაც დასტურდება მომავალშიც უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა. 11. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის მიერ განცხადების საბჭოს თავმჯდომარისთვის, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მიერ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე; ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან; გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საბჭოს წევრის უფლებამოსილებას შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან. 12. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ან შეწყვეტის საფუძვლ(ებ)ის წარმოშობის შესახებ. თუ უფლებამოსილება შეუწყდა საბჭოს თავმჯდომარეს ან შეწყვეტის საფუძვლ(ებ)ი წარმოიშვა მის მიმართ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინფორმაციას აწვდის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 13. პირს, რომელსაც შეუწყდა საბჭოს წევრის უფლებამოსილება, აღნიშნული შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 14. საბჭოს წევრის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 და არაუგვიანეს 40 დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება საბჭოს წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, ხოლო თუ ამ უკანასკნელს უკვე შეუწყდა უფლებამოსილება, საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება დანიშვნისთანავე. მუხლი 234. საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე 1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც: ა) ნიშნავს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სხდომას; ბ) წარმოადგენს საბჭოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) ხელს აწერს საბჭოს კორესპონდენციას; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს აპარატს; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე შუამდგომლობს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩევიან საბჭოს შემადგენლობიდან. კანდიდატების დასახელების უფლება აქვს საბჭოს, სულ ცოტა, 2 წევრს. შესაბამისი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრის საფუძველზე მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შესაძლებელია აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარედ და თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება აირჩნენ საბჭოს მხოლოდ ის წევრები, რომელთაც აქვთ ამ კანონის 233 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება. 4. საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ითვლება მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. აღნიშნულის ვადის გასვლისთანავე საბჭოს შესაბამის წევრს უწყდება საბჭოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, იგი კვლავ იქნება თუ არა დანიშნული საბჭოს წევრად. 5. საბჭოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეს, შესაბამისად, თავმჯდომარის ან მოადგილის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება პირადი განცხადებით – განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე. 6. საბჭოს ახალი თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები იმართება, შესაბამისად, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, ხოლო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 დღისა. მუხლი 235. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა 1. საბჭოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით. 2. საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციის სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებასა და მის დამოუკიდებლობას. 3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საბჭოს ჰყავს აპარატი, რომლის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომით ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. 4. საბჭოს აპარატი: ა) წარმართავს დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივ პროცედურებს; ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; გ) ადგენს საბჭოს სხდომის ოქმებს; დ) აწარმოებს საბჭოს კორესპონდენციასა და შიდაუწყებრივ დოკუმენტაციას; ე) ასრულებს ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი აგრეთვე ანგარიშვალდებულია კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე. 6. საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეირჩევიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსის ჩასატარებლად შექმნილ საკონკურსო კომისიაში აგრეთვე მონაწილეობენ საბჭოს წევრები. 7. საბჭოს აპარატის თანამშრომლებს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციის სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით. 8. კონკურენციის სააგენტო საბჭოსა და მის აპარატს უზრუნველყოფს საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. მუხლი 236. ელექტრონული მოდული 1. საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვის მიზნით სისტემაში ფუნქციონირებს საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული (შემდგომ – ელექტრონული მოდული). 2. ელექტრონულ მოდულში ქვეყნდება საბჭოსთვის წარდგენილი საჩივრები, მათზე თანდართული დოკუმენტები, საჩივრებზე საბჭოს გადაწყვეტილებები, საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული სხვა მასალები, ასევე ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. 3. საბჭო/საბჭოს აპარატი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას/ინფორმაციას აგზავნის ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რაც ითვლება შესაბამისი პირისათვის შეტყობინების/ინფორმაციის ჩაბარებად. 4. საბჭო/საბჭოს აპარატი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების/ინფორმაციის გასაგზავნად ასევე გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებები (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, მოკლეტექსტური შეტყობინება), რაც ითვლება ოფიციალურად. 5. ელექტრონულ მოდულში არსებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. 6. ელექტრონული მოდული სისტემის შემადგენელი ნაწილია და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია, შეუფერხებლად მისცეს საბჭოს წევრებს/საბჭოს აპარატის შესაბამის თანამშრომლებს დაშვება სისტემაში მათ მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების შესასრულებლად. ელექტრონულ მოდულს ავითარებს და მასში სათანადო ცვლილებები შეაქვს სააგენტოს საბჭოს მიმართვის ან თანხმობის საფუძველზე. საბჭო ვალდებულია, საბჭოს რეგლამენტის ან მასში ცვლილების პროექტი, იმ ნაწილში, რომლის მიღებაც იწვევს სისტემაში/ელექტრონულ მოდულში შესაბამისი ცვლილების საჭიროებას, საქართველოს მთავრობაში წარდგენამდე შეათანხმოს სააგენტოსთან. მუხლი 237. საბჭოში გასაჩივრება 1. შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს: ა) როგორც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, ასევე პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება: ა.ა) სატენდერო/საკონკურსო განცხადებასთან და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; ა.ბ) სხვა ნებისმიერ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მიღებულია/განხორციელებულია სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე; ა.გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) მხოლოდ პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ საჩივარი შეეხება: ა) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა და მეთოდის შერჩევას; ბ) გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, როდესაც შესყიდვის ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე; გ) საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებას. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისთვის დგინდება შემდეგი ვადები: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს შესაბამისი გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში – შესაბამისი ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების დადებამდე; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს შესაბამისი გადაწყვეტილების სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 4. საბჭოს საჩივარი წარედგინება ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით. საჩივრის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. 5. საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო ორი სამუშაო დღისა, საბჭო იხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, თუ: ა) იგი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ბ) გასულია მისი წარდგენის ვადა ან საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უკვე დადებულია ხელშეკრულება; გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება საბჭოში გასაჩივრებას; ე) არ არსებობს დავის საგანი; ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია; ი) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. 6. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით საჩივრის დაუშვებლად ცნობისთვის გათვალისწინებული საფუძვლები, საბჭო მომჩივანს განუსაზღვრავს 1 სამუშაო დღის ვადას საჩივრის დასაზუსტებლად. თუ მომჩივანი არ დააზუსტებს საჩივარს, იგი სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც უთანაბრდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას), ხოლო თუ მომჩივანი წარადგენს დაზუსტებულ საჩივარს, საბჭო დაზუსტებული საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა იხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ მომჩივანი არასრულყოფილად დააზუსტებს საჩივარს, იგი დაუშვებლად იქნება ცნობილი. 7. საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი იმ შემთხვევაშიც, თუ მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი გამოირკვევა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ. 8. საჩივრის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 9. საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება ავტომატურად. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი სისტემაში ჩერდება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია, არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია აგრეთვე ვალდებულია, იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ კანონით დადგენილი წესით, განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები აგრეთვე ჩერდება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებისთვის/პრეტენდენტებისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილეებისთვის. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების შეჩერებას, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა. 10. მომჩივანს უფლება აქვს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს საჩივარი, რა შემთხვევაშიც, საჩივარი აღარ განიხილება. საჩივრის გამოხმობის შესახებ ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 238. საჩივრის წარდგენის საფასური 1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს: ა) სახელმწიფო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა) დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – შესყიდვის ღირებულების – 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა; ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%-ს, მაგრამ არანაკლებ 22 000 და არაუმეტეს 150 000 ლარისა. 2. საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 237 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს. 3. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. 4. თუ მომჩივანი გამოიხმობს საჩივარს, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება: ა) სრული ოდენობით – თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომის ჩატარებამდე; ბ) ნახევრის ოდენობით – თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომაზე ან მის შემდგომ. 5. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. მუხლი 239. საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა 1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 2. თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა ვერ ესწრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. 3. საბჭო საჩივარს განიხილავს ღია სხდომაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს სხდომაზე იმართება ზეპირი მოსმენა, რომლის ფარგლებშიც საბჭო უსმენს მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში). 4. საჩივრის განხილვის დღესა და საათს (საბჭოს სხდომის დროს) საბჭოს აპარატის წარდგინებით ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე, რაც ელექტრონული მოდულის მეშვეობით ეცნობებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში). დადგენილი წესით მოწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. 5. საბჭოს სხდომას ხსნის, წარმართავს და ასრულებს სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი. 7. საბჭოს წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტაში, თუ არსებობს მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთ შემთხვევაში, საბჭოს წევრი ვალდებულია, გააკეთოს განცხადება თვითაცილების შესახებ. ამასთან, აცილების საფუძვლების არსებობისას, მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, არაუგვიანეს საბჭოს სხდომის დასრულებისა, წერილობით იშუამდგომლონ საბჭოს წევრის აცილების შესახებ. აცილების საკითხს მის დაუსწრებლად წყვეტენ საბჭოს სხვა წევრები ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საბჭოს წევრი აცილებულად ითვლება. 8. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 9. საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. მუხლი 2310. საბჭოს გადაწყვეტილება 1. საბჭოს გადაწყვეტილება გამოაქვს ამ კანონის 239 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. 2. საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭოს წევრების მონაწილეობით იმართება თათბირი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რაც დაერთვება მიღებულ გადაწყვეტილებას. 4. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე ყველა წევრი, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე საბჭოს წევრი. 5. იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი არ ესწრება გადაწყვეტილების მიღებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებაში კეთდება აღნიშვნა. 6. საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. 7. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. საბჭო გადაწვეტილების მიღებისას უფლებამოსილია, იმსჯელოს სხვა ისეთ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას და რომელიც არ არის აღნიშნული საჩივარში. 8. საბჭო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად, უფლებამოსილია: ა) სრულად დააკმაყოფილოს საჩივარი; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი. 9. საბჭო საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) შესყიდვის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი. 10. საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და შედგებოდეს შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. 11. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და ითვლება მხარისათვისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად. 12. საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა და მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. 13. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში – სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების შეფერხების შესახებ. 14. საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომა. მუხლი 2311. სასამართლოში გასაჩივრების უფლება 1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება პირდაპირ გაასაჩივროს სასამართლოში. 2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მის საჩივართან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 3. საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგრეთვე შეუძლია სააგენტოს, იმ შემთხვევაში, თუ იგი, როგორც ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო, მიიჩნევს, რომ საბჭომ არსებითად არასწორად განმარტა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს სარჩელი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სწორი განმარტების დადგენას და არა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების განხილვა-შეფასებას. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 4. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს სასამართლოში. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას, თუ ეს გადაწყვეტილება ეხება შავი სიის ან თეთრი სიის წარმოებას ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთან სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეთანხმებას.“. მუხლი 2 1. 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომ – საბჭო) დაკომპლექტების მიზნით; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საბჭოს რეგლამენტის პროექტის დამტკიცება; გ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების დამტკიცება. 2. 2021 წლის 1 იანვრამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) თავმჯდომარემ, ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად: ა) გამოსცეს საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტები; ბ) დააკომპლექტოს საბჭოს აპარატი. 3. კონკურენციის სააგენტომ გამოუყოს საბჭოს/საბჭოს აპარატს ამ მუხლით გათვალისწინებული შეუფერხებელი საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. 4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, საბჭოს რეგლამენტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 15 დღისა განახორციელოს სათანადო ცვლილებები სისტემაში. მუხლი 3 1. ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად დაკომპლექტებულმა საბჭომ განიხილოს და გადაწყვიტოს ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედების შემდეგ წარდგენილი საჩივრები. 2. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებისთანავე მის ამოქმედებამდე არსებულ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ საბჭოს უწყდება უფლებამოსილება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. 3. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე წარდგენილ საჩივრებს განიხილავს და გადაწყვეტს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბჭო. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხედ გამოდის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრ(ებ)ს შეუწყდებათ უფლებამოსილება, რის გამოც საბჭო მოკლებული ხდება შესაძლებლობას, განიხილოს და გადაწყვიტოს საჩივრები, მისი შემადგენლობა შეივსება ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, მაგრამ ახალი წევრის უფლებამოსილება, ნაცვლად 1 წლისა, განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულებამდე. მუხლი 4 ამ კანონის ამოქმედებამდე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმატიული აქტები ინარჩუნებს ძალას ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე. მუხლი 5 1.ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-4 მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-4 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) 146-ე მუხლის თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმების XVI დანართში მოცემულია საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივების და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთა დაახლოების ვალდებულება ეკისრება საქართველოს. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ ზოგიერთ ელემენტთან დაახლოებასა და იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 143-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველომ უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ამოცანაა შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოების ან შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენისას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. ამ კონტექსტში „დამოუკიდებელი“ გულისხმობს იმას, რომ ეს ორგანო უნდა იყოს საჯარო დაწესებულება, რომელიც განცალკევებულია ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან და ეკონომიკური ოპერატორებისაგან. ასეთი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლო გასაჩივრება უნდა იყოს შესაძლებელი“. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებით დამტკიცებულია „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი“, რომლის თანახმადაც (4.1 პარაგრაფი, გვ. 40-41 და დანართი ცხრილი) საქართველოს დავების განხილვის სისტემის ინსტიტუციური რეფორმა უნდა განხორციელებულიყო 2017 წელს, იმპლემენტაციის I ფაზაში, რათა დაკმაყოფილებულიყო დავების განხილვის ორგანოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ევროკავშირის საკვანძო მოთხოვნები, კერძოდ, „ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი (ანუ ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა მხარისა და ეკონომიკური ოპერატორისგან განცალკევებული) სახელმწიფო ორგანო, რომელსაც დაევალება შემსყიდველი ორგანიზაციების გადაწყვეტილებების გადასინჯვა. აღნიშნული ორგანოს გადაწყვეტილებები ასევე უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო წესით გადასინჯვას“. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად 2017 წლის 23 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც გაიზარდა მანამდე არსებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომ – საბჭო) დამოუკიდებლობის ხარისხი, კერძოდ, დადგინდა, რომ თუკი სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ამ შესყიდვაზე საჩივარს განიხილავდა საბჭოს გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც დამატებით შევიდოდნენ საბჭოს სხვა წევრები (თუკი მანამდე არსებული მოწყობით საბჭოში 3 წევრს წარმოადგენდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) წარმომადგენლები, ხოლო დარჩენილ 3-ს – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ცვლილებით საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში დამატებით შევიდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და აკადემიური წრეების თითო წარმომადგენელი. ამასთან, საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალა სააგენტოს. განხორციელებული ცვლილებები ევროკომისიის წარმომადგენელთა მიერ არ იქნა დამაკმაყოფილებლად შეფასებული, კერძოდ, მათი მითითებით1, იმისათვის, რათა შესრულებულად ჩაითვალოს ვალდებულებები, აუცილებელია: ა) საბჭოს (მათ შორის, მისი აპარატის) სრულად გამიჯვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან; ბ) საბჭოს წევრთა თანამდებობებზე დანიშვნა მაღალი ლეგიტიმაციის მქონე საჯარო კონკურსის მეშვეობით; გ) საბჭოს წევრთა თანამდებობაზე ვადით დანიშვნა ისე, რომ შეუძლებელი იყოს მათი გათავისუფლება ამ ვადის გასვლამდე; დ) საბჭოს წევრებს მიეცეთ ანაზღაურება და წევრობა შეუთავსებელი იყოს სხვა ფუნქციებთან; ე) საბჭო დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ოდენობით; ე) საბჭოში გასაჩივრებას დაექვემდებაროს შემსყიდველი ორგანიზაციის ყველა გადაწყვეტილება/ქმედება. შესაბამისად, კანონპროექტით ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი საბჭო, რომლის წევრებიც შეირჩევიან გამჭვირვალე პროცესის შედეგად – საჯარო კონკურსის საფუძველზე. კანონპროექტით განისაზღვრება საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამოუკიდებლობის გარანტიები. ცვლილების შედეგად დადგინდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. კანონპროექტის შედეგად გაიზრდება გასაჩივრების ვადები. ამასთან, გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს2 („ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI დანართის განახლების შესახებ“ ევროკავშირისაქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის N2/2019 გადაწყვეტილების შესაბამისად, ასოცირების შეთანხმების XVI-A დანართით განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი მონეტარული ზღვრები), ხოლო არ გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მონეტარულ ზღვრებს ქვევით. ამასთან, გასაჩივრების შემთხვევაში მოქმედებს ე.წ „შეჩერების“ (standstill) მექანიზმი, რა დროსაც შეჩერდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, თუმცა შეჩერებას არ დაექვემდებარება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურა, მისი შინაარსიდან გამომდინარე. კანონპროექტით იცვლება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განსახორციელებლად, სააგენტოსთან შეთანხმების წესი. ცვლილების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სააგენტოსთან შეთანხმდება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით განსახორციელებელი შესყიდვის პროცედურა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვის სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე. EC DG GROW დირექტორატი (The Commission's Directorate-General for Internal Market, Industry, Entrepreneurship and SMEs is responsible for EU policy on the single market, industry, entrepreneurship and small businesses). 2 აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევის“ თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ვრცელდება შესყიდვებზე, რომელთა საშუალო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 2014/24/EU და 2014/25/EU ევროდირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. ამავე სამართლებრივი აქტის დანართის თანახმად, ზემოაღნიშნული მონეტარული ზღვრები ევროკავშირის მიერ იცვლება ყოველ მეორე წელს. ამასთან, ევროდირექტივებით განსაზღვრული ზღვრები ექვემდებარება განახლებას და წარმოადგენს დირექტივების რეგულირების სფეროს საბაზისო, საორიენტაციო ნიშნულს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. 1 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს საბჭოში გასაჩივრების მექანიზმი, განხილვის წესი და განმხილველი ორგანოს სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მხოლოდ ახალი კანონის (ამ შემთხვევაში – ცვლილების) მიღებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემის გადაჭრა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: სააგენტოს მიერ შემუშავებული ცვლილებებით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის დღეს არსებული დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა, რაც უზრუნველყოფს დავების განხილვის საბჭოს მეტ დამოუკიდებლობას. ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოებთან და გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი რამდენიმე მიმართულებად შეიძლება დაიყოს: I. გამარტივებული შესყიდვის სააგენტოსთან შეთანხმების წესი ცვლილების თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თუ საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვის სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, გამოაქვეყნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში. ამასთან, იცვლება გადაუდებელი აუცილებლობისას გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად სააგენტოსთან შეთანხმების წესი, კერძოდ, სააგენტოსთან შეთანხმდება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით განსახორციელებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურა, თუ საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვის სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე. II. დავის განმხილველი ორგანოები ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის უფლება ექნება ამ მიზნით შექმნილ საბჭოს ან სასამართლოს. მოქმედი კანონისგან განსხვავებით, ერთ-ერთ განმხილველ ორგანოდ ნებისმიერ შემთხვევაში აღარ არის გათვალისწინებული თავად შემსყიდველი ორგანიზაცია (ადმინისტრაციული წესით), რამდენადაც აღნიშნული არაერთ პრაქტიკულ პრობლემას უკავშირდება, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს ზემდგომი თანამდებობის პირი ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო შესყიდვები ტარდება სატენდერო/საკონკურსო კომისიების მიერ, შეუძლებელია მათ მიერ კოლეგიურად მიღებული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე განიხილოს და გადასინჯოს ერთპიროვნულად ზემდგომმა თანამდებობის პირმა ან ორგანომ. ამისათვის საჭიროა სხვა კოლეგიური ორგანოების შექმნა, რასაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დარჩება თავად შემსყიდველ ორგანიზაციაში გასაჩივრების მექანიზმი, შესაძლებელია რომ წარიმართოს საბჭოსთან პარალელური დავა ან უკვე არსებობდეს იმავე საკითხზე საბჭოს გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, როგორც კანონით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აღასრულოს საბჭოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციაში გასაჩივრებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს, ვინაიდან მას ევალება აღასრულოს საბჭოს გადაწყვეტილება და ვერ მიიღებს საბჭოს გადაწყვეტილებისგან სამართლებრივ აქტს. III. განსხვავებული შინაარსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა და დამოუკიდებლობის გარანტიები კანონპროექტის თანახმად, აღარ იარსებებს საბჭოს ორი შემადგენლობა, არამედ იარსებებს მხოლოდ ერთი – 5-წევრიანი შემადგენლობა. საბჭო განისაზღვრება, როგორც კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო. იკრძალება რაიმე ზემოქმედება საბჭოზე ან მის წევრზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. საბჭო იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით. საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მის რეგლამენტს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დადგენილებით. საბჭოს წევრები შეირჩევიან საჯარო კონკურსის საფუძველზე. კანდიდატებს შეარჩევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისია, შერჩეულ კანდიდატებს კი საბჭოს წევრებად დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს წევრობისთვის, მცირედი განსხვავებით, დგინდება იდენტური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის, კერძოდ, საბჭოს წევრად შესაძლებელია არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული/ეკონომიკური განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს მაინც უნდა ჰქონდეს ამ პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება. მხოლოდ იურისტ წევრთაგან შეიძლება იქნეს არჩეული საბჭოს თავმჯდომარე3. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს: ა) დასაქმებული სხვა საჯარო ან/და კერძო დაწესებულებაში; ბ) ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა; გ) კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს; დ) იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, დაუშვებელია საბჭოს წევრის ვადაზე ადრე გათავისუფლება, გარდა მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა (რომლებიც შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის/საერთო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს). საბჭოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, რაც აგრეთვე ემსახურება საბჭოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას. საბჭო დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებასა და მის დამოუკიდებლობას. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ეყოლება აპარატი, რომელიც, სახელმწიფო სახსრების ეკონომიურობის უზრუნველყოფის მიზნით, იქმნება კონკურენციის სააგენტოს შემადგენლობაში. ამასთან, იმისათვის, რათა ამ მიდგომით არ დაირღვეს საბჭოს დამოუკიდებლობა, საბჭოს თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას აღნიშნული ეფუძნება ევროპული საბჭოს 1989 წლის 21 დეკემბრის 89/665/EEC დირექტივას, კერძოდ, იხ. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის მე-2 აბზაცი. 3 განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ამასთან, საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აგრეთვე, მხოლოდ საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის მონაწილეობით იქნება შესაძლებელი აპარატის თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. კონკურენციის სააგენტო ვალდებული იქნება, საბჭო და მისი აპარატი უზრუნველყოს საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. IV. საბჭოში გასაჩივრება და დავის განხილვა ცვლილებით იზრდება იმ სადავო საკითხთა ნუსხა, რომელიც დაექვემდებარება საბჭოში გასაჩივრებას, კერძოდ, საბჭოში აგრეთვე გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, კანონპროექტის თანახმად, წესდება გასაჩივრებისა და საჩივრის დასაშვებად/დაუშვებლად ცნობის ვადები და პირობები, რედაქციულად იხვეწება გასაჩივრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნორმა. ცვლილების თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თუ საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვის სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, გამოაქვეყნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში. ამასთან, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოიწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურის შეჩერებას, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა, რომელიც არ შეჩერდება. საგულისხმოა, რომ გასაჩივრების შემთხვევაში მოქმედებს ე.წ „შეჩერების“ (standstill) მექანიზმი, რა დროსაც შეჩერდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეჩერებას არ დაექვემდებარება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურები, მისი შინაარსიდან გამომდინარე. ამასთანავე, ნარჩუნდება საჩივრის წარდგენის საფასური შემდეგი ცვლილებით: სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში საჩივრის საფასური განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ის ოდენობით, ხოლო, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – შესყიდვის ღირებულების 2%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მომჩივანი წარადგენს საჩივარს და შემდგომში გამოიხმობს მას. ცვლილების თანახმად, თუკი მომჩივანი საბჭოს სხდომამდე გამოიხმობს საჩივარს, საფასური სრულად დაუბრუნდება, ხოლო თუ გახმობილი იქნება საბჭოს სხდომაზე ან მის შემდეგ – დაუბრუნდება ნახევარი ოდენობის საფასური. ცვლილებით საბჭოს მიეცემა შესაძლებლობა, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით გააგრძელოს გადაწყვეტილების მიღების ვადა, რაც გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: იზრდება გასაჩივრებას დაქვემდებარებული საკითხები; საბჭო ხდება სპეციალიზებული ორგანო, რომლის წევრებს, დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, აღარ შეუძლიათ შეთავსებით სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება. ამასთან, მიზანშეწონილია, საბჭოს, გარემოებების დამატებით გამოკვლევის მიზნით, საშუალება ჰქონდეს სრულად ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით (მაგალითად, მტკიცებულებების გამოთხოვა, ექსპერტიზის დანიშვნა და ა. შ.). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც იზრდება გასაჩივრებას დაქვემდებარებულ საკითხთა წრე, განსახილველ საჩივართა რაოდენობისა და საექსპერტო მომსახურებისთვის დადგენილი ვადების გათვალისწინებით, ვერანაირად ვერ მოესწრება გადაწყვეტილების გამოტანა დადგენილი 10 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, საბჭო ვალდებული იქნება, გამოიტანოს გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღეში, ხოლო, თუ მტკიცებულებათა კვლევა ვერ ესწრება აღნიშნულ ვადაში, საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმავე პერიოდით. V. სასამართლოში გასაჩივრება შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის და თავად საბჭოს გადაწყვეტილებები/ქმედებები გასაჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ადრესატს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, მოქმედი რეგულაციის მსგავსად. დამატებითი რეგულაცია ჩნდება საჩივრის დასაშვებად/დაუშვებლად ცნობის საკითხთან დაკავშირებით. საჩივრის დასაშვებად/დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებისა და საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტომატურად არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას (აღნიშნულ მიდგომას კანონი დღესაც იცნობს). ცვლილების თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება ენიჭება სააგენტოსაც, როგორც კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. თუკი სააგენტო, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო, მიიჩნევს, რომ საბჭომ არსებითად არასწორად განმარტა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს მის გადაწყვეტილებას. არსებითია, რომ სააგენტოს სარჩელი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სწორი განმარტების დადგენას და არა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების განხილვა-შეფასებას. ამ შემთხვევაშიც, გასაჩივრებით გადაწყვეტილების მოქმედება ავტომატურად არ შეჩერდება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედების განსხვავებული თარიღები, რაც გამომდინარეობს მისი ეტაპობრივი დანერგვის აუცილებლობიდან. იმისათვის, რათა ამოქმედდეს კანონპროექტის ძირითადი ნორმები – პირველი მუხლი, აუცილებელია საბჭოს დაკომპლექტება. გარდა ამისა, აუცილებელია საბჭოს აპარატის დაკომპლექტება და სისტემაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. საბოლოოდ, იმის გათვალისწინებით, რომ დავების საბჭოს სრულფასოვანი ფუნქციონირება გამოიწვევს დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფას, კანონპროექტი, გარდა მისი პირველი და მე-4 მუხლებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონპროექტის პირველი და მე-4 მუხლები ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, რეფორმირებული დავების საბჭოს და მისი აპარატის ფუნქციონირება დაიწყება 2021 წლის 1 იანვრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ვინაიდან დავების განხილვის საბჭო ფუნქციონირებას დაიწყებს 2021 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი გათვალისწინებული იქნება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამავე დროს, ვინაიდან დავების განხილვის საბჭოს აპარატი აღარ იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეული 2021 წლიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას აღარ გაითვალისწინებს დავების განხილვის საბჭოსა და მისი აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2021 წლიდან საბჭოს წევრთა სახელფასო ანაზღაურება მოხდება ცალკე საბიუჯეტო კოდით (კონკურენციის სააგენტოს კოდის ქვეშ არსებული ქვეკოდი), რომლის მართვასაც განახორციელებს კონკურენციის სააგენტო. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტით ფართოვდება გასაჩივრებას დაქვემდებარებულ საკითხთა წრე, აგრეთვე, ვინაიდან იზრდება დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის ვადები, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბიუჯეტში შესაბამისი შემოსავლის ზრდა, თუმცა ამ ეტაპზე ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან იგი დამოკიდებულია წარდგენილი საჩივრების ოდენობაზე. ამავე დროს, საბჭოს წევრთა საქმიანობა ხდება რა ანაზღაურებადი, ასევე სავარაუდოდ გაიზრდება აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობა, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, ხსენებული ფაქტორები გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამავე დროს, დავების განხილვის საბჭოს წევრთა წლიური საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 111 564,4 ლარს, შესაბამისად, 2021-2023 წლებში – 334 693,2 ლარს, ხოლო აპარატის წევრთა საშემოსავლო გადასახადი, დაახლოებით, 50 880 ლარს, შესაბამისად, 2021-2023 წლებში – 152 640 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედებით საბჭო დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც გათვალისწინებული იქნება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს შესაბამისი კანონით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი საბიუჯეტო წლიდან აუცილებელი იქნება საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინება საჯარო შესყიდვების, PPP და კონცესიების სფეროში დავების განმხილველი ახლადშექმნილი ორგანოს 5 წევრისა და აღნიშნული ორგანოს შესაბამისი აპარატის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მიზნით. დავების განმხილველი ორგანოს სრულყოფილად მუშაობის მიზნით, აუცილებელია დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინება შესაბამისი საოფისე აღჭურვილობის შეძენის, მათ შორის, საკანცელარიო და საკომუნიკაციო ხარჯების გაწევის მიზნით. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში იქნება აუცილებელი საჭირო ტექნიკისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომდევნო წელს არ დადგა ხსენებული საქონლის დაზიანების გამო შეცვლის/განახლების აუცილებლობა. ამავე დროს, დღეის მდგომარეობით, დავების განხილვის საბჭოს აპარატში დასაქმებულია 8 თანამშრომელი და მათი წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენს, საშუალოდ, 168 000 ლარს. ამასთან, კანონპროექტით, დავების განხილვის საბჭოს აპარატის წევრები იქნებიან კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, ხოლო აპარატის შემადგენლობა, სავარაუდოდ, განისაზღვრება 10 თანამშრომლით და მათი სავარაუდო წლიური ხელფასი შეადგენს 254 400 ლარს. ამასთან, დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით და მათი წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 557 822 ლარს. საგულისხმოა, რომ ამჟამად მოქმედი დავების განხილვის საბჭოს აპარატი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ერთ-ერთ დანაყოფს. ამდენად, აპარატის წევრები არიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლები. ამასსთან, კანონპროექტის მიღებით ავტომატურად არ გაუქმდება ხსენებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებით საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადი ხდება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით. რაც შეეხება, ამჟამად მოქმედ საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურებას, მოცემული ცვლილებები აღნიშნულ საკითხზე გავლენას არ იქონიებს, ვინაიდან საბჭოს წევრობა მოქმედი კანონმდებლობით ანაზღაურებადი არ არის. კანონპროექტით ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის (გარდა შესყიდვის პირველი ეტაპისა, რაც აღნიშნულია თავად კანონპროექტში) გასაჩივრების შემთხვევაში საჩივრის წარდგენის საფასური კვლავ იქნება სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვისას განისაზღვრება გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. უცვლელად რჩება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის წარდგენის საფასური – პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 და არაუმეტეს 150 000 ლარისა. თუ მომჩივანი გამოიხმობს საჩივარს, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება: ა) სრული ოდენობით – თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომის ჩატარებამდე; ბ) ნახევრის ოდენობით – თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომაზე ან მის შემდგომ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით განისაზღვრება საჩივრის წარდგენის საფასური შემდეგნაირად: ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის (გარდა კანონპროექტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ასევე გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის საფასური იქნება სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. უცვლელი რჩება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის წარდგენის საფასური – პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 და არაუმეტეს 150 000 ლარი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 141-ე-149-ე (საჯარო შესყიდვები) მუხლებიდან. 146-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული ეტაპების მიხედვით, როგორც დადგენილია ამ შეთანხმების XVI-B დანართით და შემდგომში დაკონკრეტებულია XVI-C - XVI-F, XVI-H, XVI-I და XVI-K დანართებით ...“ ასოცირების შეთანხმების XVI დანართში და „ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI დანართის განახლების შესახებ“ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის N2/2019 გადაწყვეტილებაში მოცემულია საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივების და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთა დაახლოების ვალდებულება ეკისრება საქართველოს, შესაბამის ვადებზე მითითებით, მათ შორის: XVI-C დანართით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება კანონმდებლობა დაუახლოვოს 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივას „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“, ხოლო XVI-D დანართით - 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივას „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:  2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივა „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“;  1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივა „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების ეტაპზე გავლილ იქნა კონსულტაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ, კანონპროექტი გადაგზავნილ იქნა EU Twinning პროექტის შესაბამისი იურიდიული კომპონენტის ლიდერთან და მისიის ევროპელ ექსპერტ-კონსულტანტებთან. ასევე, დამატებით, EC DG GROWTH დავალებით, კანონპროექტის ყველა სტადიაზე ჩართული იყვნენ OECD-SIGMA-ს ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: EU Twinning პროექტის იურიდიული კომპონენტის ლიდერის და მისიის ევროპელი ექსპერტკონსულტანტების, ასევე, OECD-SIGMA-ს ექსპერტების აზრით, კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს და მისი მიღებით დაკმაყოფილებული იქნება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.