საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის (ლალი კუტალაძე, ნაზიბროლა მაღალდაძე, ირმა ჭანკოტაძე, თამარ მოდებაძე) მიერ წარმოდგენილ „თარჯიმნების შესახებ“ (რომლებიც თანამშრომლობენ სასამართლო, სანოტარო და საპოლიციო ორგანოებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან და კერძო და იურიდიულ პირებთან) (N1-4955/19; 15.03.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.02.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-3563/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-3563/20 27-02-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასკვნა თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის (ლალი კუტალაძე, ნაზიბროლა მაღალდაძე, ირმა ჭანკოტაძე, თამარ მოდებაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „თარჯიმნების შესახებ“ (რომლებიც თანამშრომლობენ სასამართლო, სანოტარო და საპოლიციო ორგანოებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, კერძო და იურიდიულ პირებთან) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4955-19; 15.03.2019). საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის 24 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კომიტეტს წარუდგინა ლალი კუტალაძემ. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს მთარგმნელობითი სფეროს მოწესრიგებას და თავისი შინაარსით მეტად მნიშვნელოვან საკითხს შეეხება. იგი პრაქტიკულად მთარგმნელობითი საქმიანობის სამართლებრივი რეგლამენტაციის პირველი მცდელობაა. განსახილველი კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან კონცეპტუალურ და სისტემურ ხარვეზები, რომლებიც გააზრებას და ახლებურად ჩამოყალიბებას საჭიროებს. პირველი მნიშვნელოვანი ხარვეზია ,,ნაფიცი თარჯიმნების“ მოქმედების არეალის შეზღუდვა სასამართლო, სანოტარო და საპოლიციო ინსტიტუტებით. მით უმეტეს, რომ ამავე კანონპროექტით მთარგმნელობითი საქმიანობა მოიცავს იურიდიულ, სამედიცინო, ტექნიკურ და სხვა სახის ოფიციალური თუ არაოფიციალური დოკუმენტების თარგმნას, ასევე ზეპირ მთარგმნელობით საქმიანობას სასამართლოში, სანოტარო და პოლიციის ორგანოებში, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, უნდა დაზუსტდეს რომელი ორგანოები იგულისხმება სასამართლო, საპოლიციო და სანოტარო ორგანოებში, ასევე ,,ოფიციალურ“ და ,,არაოფიციალურ“ დოკუმენტებში. კანონპროექტის მიხედვით თარჯიმნები იყოფიან ორ კატეგორიად ,,ნაფიც თარჯიმნებად“ და ,,თარჯიმნებად“. ლიცენზირება სავალდებულოა მხოლოდ სასამართლო, საპოლიციო და სანოტარო ორგანოებისათვის მთარგმნელობითი მომსახურების გაწევისას. ნაფიცი თარჯიმანი გარდა ლიცენზიისა გაწევრიანებული უნდა იყოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციაში. გაწევრიანებისას იგი ვალდებულია დადოს ფიცი. მხოლოდ ფიცის დადების შემდეგ იძენს პირი თარჯიმნის სტატუსს. ამდენად გაუგებარია ვინ უნდა ჩაითვალოს ნაფიც თარჯიმნად - პრი რომელმაც დადო ფიცი თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციაში, თუ პირი რომელზეც იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულია მთარგმნელობითი საქმიანობის ლიცენზია. როგორც ჩანს ტერმინთა ერთიანობის პრინციპი დარღვეულია და საჭიროებს დაზუსტებას. გარდა ამისა განსხვავებულ ტერმინებს უნდა ახლდეს განსხვავებული რეგულირება რაც აუცილებელია კანონისათვის. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია იუსტიციის სამინისტროში თარჯიმანთა საერთო რეესტრის შექმნა, რომელიც დალაგებული იქნება ენობრივ და ზეპირი/წერილობითი კატეგორიის მიხედვით. გაუგებარია რეესტრში ყველა თარჯიმანი მოხვდება თუ მხოლოდ ,,ნაფიცი თარჯიმანი“. კანონპროექტის მიხედვით სანოტარო მომსახურებისათვის უნდა შეიქნას თარჯიმანთა ერთიანი ბაზა, სადაც გაიგზავნება ყველა სათარგმნი დოკუმენტი და შემდეგ გადანაწილდება ენების მიხედვით თარჯიმნებზე. საქმების გადანაწილების ეს წესი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საჭიროა გარკვეული საკითხები დაზუსტდეს ან გაკეთდეს მითითება განაწილების წესის დამდგენ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე. კანონპროექტის მიხედვით მთარგმნელობითი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა იურიდიული და სხვა ნებისმიერი სახის ოფიციალური და არაოფიციალური დოკუმენტების თარგმნას, ასევე ზეპირ მთარგმნელობით მომსახურების გაწევას სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებისა და კერძო პირებისათვის. ვინაიდან კანონპროექტის თანახმად დოკუმენტის თარგმნაზე უფლებამოსილება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ თარჯიმანს ექნება გარკვეული სირთულეები შეიძლება შეიქმნას ,,სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ და ,,იუსტიციის სახლების“ მუშაობაში, რაც გაართულებს სარეგისტრაციო წარმოებას და შესაძლებელია გავლენა იქონიოს ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის ვადებზე. კანონპროექტის მნიშვნელოვანი ნაკლია სხვადასხვა ორგანოს მიერ დოკუმენტის თარგმნასთან დაკავშირებული რეგულირება. მოქმედი კანონმდებლობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს რეგისტრაციის სიმარტივეს დროის თვალსაზრისით. კანონპროექტის ამ სახით მიღების შემთხვევაში კი აუცილებელი გახდება დღეს მოქმედი ვადებისა და წესების მთლიანად გადახედვა. კანონპროექტის მე-5 თავით გათვალისწინებულია საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციის და საქმიანობის წესი. გაუგებარია ეს ასოციაცია შეიცვლის სტატუსს თუ დღეს არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამასთან კანონპროექტის მიხედვით თარჯიმანი უცილებლად უნდა იყოს ასოციაციის წევრი. ამ დროს თარჯიმანთა რეესტრის წარმოების ვალდებულება ეკისრება იუსტიციის სამინისტროს. ბუნდოვანია ასევე დამკვეთი ორგანიზაციისა და თარჯიმანთა ურთიერთობების სამართლებრივი საკითხები. კანონპროექტიდან არ ჩანს ვინ ახორციელებს თარჯიმანთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებას. აუცილებელია კანონპროექტში აისახოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის ინსტიტუციური მოწყობის საკითხები. ასოციაციის უფლებამოსილებები და მართვის წესები. ზემოთაღნიშნულის გარდა კანონპროექტში უნდა დაიხვეწოს თარჯიმნის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ნორმები. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მისი უფლება-მოვალეობები. გააზრებას საჭიროებს თარგმანის საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. ზემოთაღნიშნული შენიშვნები ცხადყოფს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას და კონცეპტუალურ გააზრებას იმ ინსტიტუტებთან მიმართებაში რომლებსაც იგი შეეხება. კომიტეტი მიესალმება საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მცდელობას საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს მთარგმნელობით საქმიანობა. ამასთან, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი საჭიროებს ღრმა ანალიზს და კონსულტაციებს იმ ინსტიტუციების წარმომადგენლებთან რომლებზეც იგი გავრცელდება. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნეს კანონპროექტებთან დაკავშირებული ყველა კონცეპტუალური საკითხი და დაინტერესებული უწყებების ფართო ჩართულობით, კონსესუსის საფუძველზე შემუშავდეს ისეთი კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის მოსაზრებები. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა ცნო მიუღებლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი