„სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.02.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/455/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (5)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ მუხლი 1. კანონის მიზანი 1. ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითრების ხელშეწყობა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების გზით. 2. ეს კანონი ეფუძნება კონკურენციის, არადისკრიმინაციულობის, ეფექტიანობის, ნეიტრალიტეტის პრინციპებს. ღია ხელმისაწვდომობის, თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ტექნოლოგიური მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) ამ კანონით განსაზღვრულ ინფრასტრუქტურის ოპერატორის საკუთრებაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე; ბ) ამ კანონით სამუშაოებზე; გათვალსიწინებულ საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე. 2. ეს კანონი არ ვრცელდება: ა)ელექტრონულ საკომუნიკაციო უწყებრივ ქსელებზე და ელექტრონულ საკომუნიკაციო სპეციალურ ქსელებზე, აგრეთვე თავდაცვის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სამოქალაქო უსაფრთხოების ფუნქციებისა და ამოცანების განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ან შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე, გარდა იმ შემთხვევისა და იმ ფარგლებში, როდესაც შესაბამისი დაწესებულებები ავტორიზებულ პირებს მისცემენ დაშვების უფლებას ამგვარ ინფრასტრუქტურაზე; ბ) სამხედრო დანიშნულების და სხვა შენობებზე, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნებისთვის; გ) ამ მუხლის ა და ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობების სამშენებლო ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების კოორდინაციაზე; 3. საქართველოს მთავრობა ადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ შენობების ფიზიკურ ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზებული პირი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი; ბ) ახალაშენებული შენობა - ისეთი მრავალფუნქციური ან/და მრავალბინიანი შენობა, რომელზეც სანებართვო განაცხადი შევსებულ იქნა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ; გ) ინფრასტრუქტურის ოპერატორი - ავტორიზებული პირი, ასევე პირი, რომელიც ფლობს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, რომლის საშულებითაც განზრახული აქვს განახორციელოს წარმოების, ტრანსპორტირების/განაწილების და სადიტრიბუციო შემდეგი მომსახურეობები: გ.ა) გაზი; გ.ბ) ელექტროენერგია, გარე განათების ჩათვლით; გ.გ) გათბობა; გ.დ) წყლის, მათ შორის ჩამდინარე და საკანალიზაციო წყლების განკარგვა ან გადამუშავება, სადრენაჟე სისტემები; გ.ე) სატრანსპორტო მომსახურებება, მათ შორის სარკინიგზო, საგზაო, სანავსადგურე და აეროპორტის მომსახურება; დ) ფიზიკური ინფრასტრუქტურა - ინფრასტრუქტურის ოპერატორის ქსელის, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ქსელის სხვა ელემენტების განსათავსებლად, თუმცა იგი თავად არ არის ქსელის აქტიური ელემენტი; ასეთებია მილები, ანძები, არხები, სათვალთვალო ჭები, საკანალიზაციო ლუკები, კაბინები, შენობები ან შენობებში შესასვლელები, თანალოკაციის ადგილების ჩათვლით, ანტენის მოწყობილობები, კოშკები და ბოძები; ამ კანონის მიზნებისთვის, ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებიც გამოიყენება სასმელი წყლის მიწოდებისათვის არ წარმოადგენს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას.. ე) საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოები - სამშენებლო სამუშაოები რომელიც მოიცავს სატელეკომუნიკაციო ან სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ერთ ან მეტ ელემენტს; ვ) საჯარო დაწესებულება - სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია; ზ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა - ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან ინსტალაციები ბოლო მომხმარებლამდე, მათ შორის საერთო საკუთრებაში არსებული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია სადენიანი და/ან უსადენო დაშვების ქსელების განსათავსებლად, სადაც ასეთ დაშვების ქსელებს შეუძლიათ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება და შენობის დაშვების წერტილის ქსელის ტერმინაციის წერტილთან მიერთება; თ) შენობის დაშვების წერტილი – ფიზიკური წერტილი, რომელიც მდებარეობს შენობის შიგნით ან გარეთ, ხელმისაწვდომია ავტორიზებული პირისთვის და სადაც შესაძლებელია შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან მიერთება; ი) სააგენტო - სსიპ „საქართველოს კონკურენციის სააგენტო“; კ) ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრატორი - სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“; ლ) კომისია - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. მუხლი 4. დაშვება არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე 1. ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს შესთავაზოს საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განთავსების მიზნით. 2. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია შესთავაზოს ინფრასტრუქტურაზე დაშვება სხვა ავტორიზებულ პირს. საკუთარ ფიზიკურ 3. ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს გონივრული მოთხოვნა საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების დაშვების თაობაზე არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებით და ფასით. წერილობით მოთხოვნაში დაკონკრეტებული უნდა იყოს პროექტის ელემენტები, იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჩათვლით, რომელზეც დაშვებაა მოთხოვნილი, დაშვების პირობების, ვადის და ფასის ჩათვლით, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 4. ავტორიზებულმა პირმა, სხვა ინფრასტრუქტურის ოპერატორს უნდა გადაუხადოს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ან/და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების საფასური. 5. კომისია განსაზღვრავს ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების წესებს და პირობებს. 6. სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ავტორიზებული პირის დაშვების/დაშვებაზე უარის წესებს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 7.ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილ დაშვებაზე, მხოლოდ ისეთი ობიექტური, გამჭვირვალე და პროპროციული კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიც არის: ა) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკურ პარამეტრებთან (სტანდარტებთან) შეუსაბამობა, რომელზეც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების რომელიმე ელემენტის განთავსების მიზნით დაშვებაა მოთხოვნილი; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განთავსებისთვის საჭირო არასაკმარისი სივრცე, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ოპერატორის საჭიროებებისთვის სივრცის გამოყენების აუცილებლობა, რაც უნდა იყოს დასაბუთებული; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხები; დ) ნებისმიერი ქსელის მთლიანობა და უსაფრთხოება; ე) რისკი იმისა, რომ დაგეგმილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებები მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს სხვა მომსახურებების მიწოდებას იმავე ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე; ვ) საბითუმო ფიზიკური ქსელის ინფრასტრუქტურაზე დაშვების რეალური ალტერნატიული საშუალებების არსებობა, რომელიც უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ და გამოყენებადია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების უზრუნველყოფისათვის, იმ პირობით, რომ დაშვება შეთავაზებული იქნება სამართლიანი და გონივრული პირობებით. 8. ფიზიკური ინფრასტრუქტურის ოპერატორმა უნდა გააფორმოს წერილობითი ხელშეკრულება დაშვების უფლების მინიჭების თაობაზე ან წერილობით შეატყობინოს დაშვებაზე უარის მიზეზები, ავტორიზებული პირისგან დაშვებაზე სრულყოფილი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან ორი თვის განმავლობაში. 9. ფიზიკური ინფრასტრუქტურაზე დაშვების შესახებ ხელშეკრულებაში განისაზღვრება კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ან/და შესაბამისი მიზნით არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების წესები და პირობები. 10. დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან კონკრეტულ პირობებსა და დებულებებზე, მათ შორის ფასზე, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სააგენტოს/კომისიას დავის გადაწყვეტის მოთხოვნით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის ფასის დადგენისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯი, ბიზნესზე შესაძლო გავლენა და გაწეული ინვესტიციის გონივრული უკუგება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებიან. 12. სააგენტომ/კომისია ამ კანონის შესაბამისად თანასწორობის პრინციპის გათვალსიწინებით შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არა უმეტეს მოთხოვნის მიღებიდან 4 თვისა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სადაო საკითხის თაობაზე. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში საქართველოს კონონმდებლობით დადგენილი წესით. 13. ამ მუხლით დადგენილმა მოთხოვნებმა არ უნდა დააზარალოს ინფრასტრუქტურის მესაკუთრეთა ან მესამე პირთა საკუთრების უფლებები. ფიზიკური მუხლი 5. არსებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება 1. ავტორიზებულ პირს აქვს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლება, ხოლო ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საკუთარი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ადგილმდებარეობა და მარშრუტი; ბ) ინფრასტრუქტურის ტიპი და ამჟამინდელი დანიშნულება; გ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების პროცედურები; დ) ტექნიკური ინსტრუქციები (არსებობის შემთხვევაში) ; ე) საკონტაქტო პირი. 2. ინფრასტრუქტურის ოპერატორი უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ინფორმაციის გაცემაზე ან შეზღუდოს მისაწოდებული ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: რათა უზრუნველყოს: ა) რათა უზრუნველყოს ქსელების უსაფრთხოება და მთლიანობა; ბ) რათა უზრუნველყოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ჯანდაცვა. გ) რათა უზრუნველყოს სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება. დ) ისეთ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელზეც ტექნიკურად შეუძლებელია მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ქსელის ელემენტების განთავსება. 3. ფიზიკური ინფრასტრუქტურის ერთიანმა საინფორმაციო პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ელექტრონული ფორმატით, თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურის ოპერატორი. 4. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ერთიანი საინფორმაციო სისტემით, ინფრასტრუქტურის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამგვარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ავტორიზებული პირის კონკრეტული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების განთავსებისათვის გათვალისწინებული ადგილი. ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ავტორიზებული პირი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში, თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების დაცვით. 5. ავტორიზებული პირის კონკრეტული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტების ადგილზე შესწავლასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ის ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებზეც ავტორიზებული პირი ითხოვს დაშვებას. მითითებული ინფრასტრუქტურის ელემენტების ადგილზე შესწავლის უფლება უნდა გაიცეს თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობების საფუძველზე, ავტორიზებული პირისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების დაცვით. 6. ამ მუხლში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, მიმართოს სააგენტოს/კომისიას. 7. სააგენტომ/კომისიამ, ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობის, არადისკრიმინაციულობის და გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სადაო საკითხის თაობაზე. სააგენტოს/კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომისიის/სააგენტოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მუხლი 6. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების კოორდინაცია 1. პირი, რომლებიც აწარმოებს საზოგადოებრივი დანიშნულების სამუშოებს, და ასეთი სამუშაოები მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ ავტორიზებული პირის ნებისმიერი გონივრული მოთხოვნა, რათა გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად განახორციელონ კოორდინაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორებისთვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ქსელის ელემენტების განთავსების მიზნით, იმ პირობით რომ: ა) აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, მათ შორის, დაგეგემილი საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების დამატებით შეფერხებას; ბ) ხელი არ შეეშლება კოორდინაციას. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების გ) ავტორიზებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს მშენებლობის ნებართვის მიღებისთვის პროექტის წარდგენამდე უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვით ადრე წარუდგენს მოთხოვნას კოორდინაციაზე. 2. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალსიწნებული კოორდინაცია ვერ შედგა, მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს/კომისიას. 3. სააგენტომ/კომისიამ, ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სადაო საკითხის თაობაზე. სააგენტოს/კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიწოდება 1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულნი არიან, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ყველა ოპერატორს, ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით მიაწოდონ ინფორმაცია ისეთი სამშენებლო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების განზრახვის თაობაზე, რომელზეც შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მოწყობისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ან გაფართოება. 2. ავტორიზებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთოს საპროექტო სამუშოების დაგეგმვის (დაპროექტების) ეტაპზე, ასევე სამშენებლო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში შესაბამისი პროექტის წარდგენამდე 1 თვით ადრე. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები შესაძლებელია ცალკე ან ერთობლივად ჩაერთონ დაგეგმილ სამუშაოებში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განთავსების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან გაფართოების მიზნით. 3. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სამუშაოების კოორდინაციაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით ინფრასტრუქტურის ოპერატორებმა, ავტორიზებულ პირს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ მიმდინარე ან დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს, რომლისთვისაც უკვე გაიცა ნებართვა/თანხმობა ან ნებართვის/თანხმობის გაცემის პროცედურა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ან შესაბამისი საჯარო დაწესებულებისთვის ნებართვის/თანხმობის მიღების თაობაზე დოკუმენტაციის პირველადი წარდგენა დაგეგმილია (გათვალისწინებულია) მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში: ა) სამუშაოების ადგილმდებარეობა და ტიპი; ბ) შესაბამისი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელის ელემენტები; გ) სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი და მათი ხანგრძლივობა; დ) საკონტაქტო ინფორმაცია. 4. ამ მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ადგილმდებარეობა, სადაც ის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ელემენტების განთავსებას გეგმავს. 5. ავტორიზებული პირისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ინფრასტრუქტურის ოპერატორმა უნდა მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირინციპების დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 6. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს შეზღუდულად მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა, რომ უზრუნველოყოს: ა) ქსელების მთლიანობა და დაცულობა; ბ) სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ჯანდაცვა. გ) სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება. 7. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს ინფორმაციის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: უარი განაცხადოს მოთხოვნილი ა) ის უზრუნველყოფს მოთხოვნილი ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობას ელექტრონულ ფორმატით, ან ბ) წვდომა ასეთ ინფორმაციაზე უზრუნველყოფილია საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით. ინფრასტრუქტურის ერთიან მუხლი 8. შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა 1. ყველა ახლად აშენებული შენობა აღჭურვილი უნდა იყოს შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ბოლო მომხმარებლის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დამაბოლოებელი წერტილებისა და შენობაში ავტორიზებული პირების დაშვების წერტილების ჩათვლით. 2. შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობაში დაშვების ტექნიკური სპეციფიკაციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 9. დაშვება შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე 1. ყველა ავტორიზებული პირს უფლება აქვს გაიყვანოს თავისი ქსელი, საკუთარი ხარჯით, შენობის დაშვების წერტილამდე. 2. ყველა ავტორიზებული პირს აქვს ნებისმიერ არსებულ შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის განთავსების უფლება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული 3. შენობაში დაშვების წერტილის და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ავტორიზებული პირის დაშვებასთან დაკავშირებული ყველა გონივრული მოთხოვნა, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. 4. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, თითოეულ მხარეს უფლება აქვს პირველ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმართოს სააგენტოს. სააგენტომ, თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, დავის გადასაწყვეტად შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში და არა უგვიანეს 2 თვის ვადისა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სააგენტოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს გაიყვანოს საკუთარი ქსელი აბონენტამდე და ქსელის დასრულების წერტილად განსაზღვროს აბონენტის საცხოვრებელი ადგილი, აბონენტთან შეთანხმების საფუძველზე, იმ პირობით, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მესამე მხარეების კერძო საკუთრებაზე ზეგავლენა. მუხლი 10. ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიური გამოყენების (სარგებლობის) უფლების აკრძალვა 1. დაუშვებელია ფიზიკური ინფრასტრუქტურისექსკლუზიურად დაკავება. დაუშვებელია ხელშეკრულებით, დებულებით ან პირობით, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზებული პირის ან ამ კანონით განსაზღვრული რომელიმე პირის მიერ ცალკე, ან ერთობლივად, ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიურად დაკავებას. ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, დებულება ან პირობა ბათილია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის აკრძალვა არ ზღუდავს განსაზღვრულ პირებს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაიკავონ სივრცე საკუთარი სარგებლობისთვის მიმდინარე და სამომავლო მშენებლობის შემთხვევაში, სათანადო დასაბუთებით. მუხლი 11. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა 1. ავტორიზებული პირი, რომელიც მოიპოვებს კონფიდენციალურ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის ოპერატორისგან ან შენობაში დაშვების წერტილის და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელისგან, ამ კანონის შესაბამისად, ვალდებულია: ა) გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული, შეზღუდოს წვდომა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომელთათვის ეს ინფორმაცია აუცილებელია აღნიშნული მიზნის მისაღწევად და ყოველთვის დაიცვას წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობა; ბ) არ გადასცეს ასეთი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა პირს ან არ დაუშვას მისი გამოყენება ავტორიზებული პირის გარდა სხვა პირის მიერ. 2. ამ მუხლის არცერთი პირობა არ ახდენს გავლენას პირის ნებისმიერ სხვა უფლებაზე, რომელიც შესაძლოა მას ჰქონდეს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 12. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დავების განხილვა 1. ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს განხილავს კომისია, ხოლო ავტორიზებულ პირსა და იმ ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის, რომელიც არ არის ავტორიზებული პირი, დავას განიხილავს სააგენტო. 2. სააგენტოს/კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გასაჩივრდეს სასამართლოში 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავების შემთხვევაში, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები ინტერეთა შეუთავსებლობის შესახებ. მუხლი 13. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 1. ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი , ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას კომპეტენციის ფარგელებში იღებს კომისია/სააგენტო. 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 3. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს კომისია/სააგენტო ან მათი საამისოდ უფლებამოსილი პირი, კომპეტენციის ფარგლებში. 4.კომისია/სააგენტო ან მათი საამისოდ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. 5. კომისიის/სააგნეტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორი დაჯარიმდება წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 0,2% პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. 6. ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის დადებიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის ოპერატორი დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის თანხის ორმაგი ოდენობით. 7. ჯარიმა გადაიხდება ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 8. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისგან. მუხლი 14. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა 1. ერთიან საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირებას აწარმოებს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“. 2. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ეყრდნობა ინფორმაციის გაზიარებისა და გაცვლის პრინციპებს და ხელმისაწვდომია ამ კანონით განსაზღვრული პირებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლატფორმაში ინფორმაციის შეტანის ვალდებულება და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, დადგენილი წესით. 3. ერთიან საინფორმაციო პლატფორმაში ინფორმაციის შეტანისა და წარმოების წესს განსაზღვრავს კომისია. 4. ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე განთავსებული უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მიღებასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე აღნიშნული პლატფორმა უნდა იძლეოდეს სამშენებლო ნებართვის/თანხმობის მისაღებად განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 15. გარდამავალი დებულებები 1. 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: საქართველოს ა) ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის მიღება. კომუნიკაციების შექმნა და ეროვნულმა აღნიშნული კომისიამ პლატფორმის ბ) ავტორიზებულ პირებს შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების წესებისა და პირობების დაადგენის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება. 2. 2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, უზრუნველყოს: ა) იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი დანიშნულების სამუშაოებისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება; ბ) სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ავტორიზებული პირის დაშვების წესები და პირობების შესახებ დადგენილების მიღება; გ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობაში დაშვების ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება; მუხლი 16. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის პირველი - მე-14 მუხლებისა ამოქმედდეს 2. ამ კანონის პირველი - მე-14 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც აწესრიგებს ინფრასტრუქტურის ოპერატორების მხრიდან სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უსაფუძვლო უარის თქმის, დისკრიმინაციული საფასურის დადგენის თუ ექსკლუზიური ხელშეკრულებების დაუშვებლობას, რაც ართულებს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისად ფართოზოლოვანი მომსახურებების განვითარებას და ზღუდავს სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარების პროცესს. აღნიშნული, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ერთის მხრივ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის, რომლებიც ბაზარზე შექმნილი შესაძლო დისკრიმინაციული პირობების გამო ვერ ახერხებენ საკუთარი ფართოზოლოვანი ქსელების სათანადოდ განვითარებას და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ბოლო მომხმარებელზე მომსახურების ხარისხისა და ტარიფის კუთხით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება მოაწესრიგებს სათანადო მართლზომიერი ჩარევისა და სამართლიანი პირობების დადგენის შესაძლებლობას, ინფრასტრუქტურის ოპერატორების მხრიდან სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უსაფუძვლო უარის თქმის, დისკრიმინაციული საფასურის დადგენის თუ ექსკლუზიური ხელშეკრულებების დაუშვებლობის კუთხით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ავტორიზებულ პირებს საშუალება მიეცემათ ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ უკვე არსებული, სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს განვითარებას, შეამცირებს ქსელის განვითარების საფასურს, წაახალისებს ავტორიზებულ პირებს შესთავაზონ ბოლო მომხმარებელს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შედარებით დაბალ ფასად, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს „საქართველოში ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მიღწევას და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების არადისკრიმინაციული, პროპორციული, ეფექტური და კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება ინფრასტრუქტურის ოპერატორის საკუთრებაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე, რომელშიც შედის როგორც სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე ის არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ფართოზოლოვანის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. ასეთ ოპერატორებს წარმოადგენენ ის ოპერატორები, რომლებიც მაგალითისთვის ახორციელებენ მომსახურებებს გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, სატრანსპორტო და სხვა ან ფლობენ ასეთი მომსახურებებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას. კანონპროექტი აგრეთვე მოიცავს საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების კოორდინაციას, რაც გულისხმობს ნაწილობრივ ან სრულად სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითთმმართველობის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაპროექტებისა და განხორციელების პროცესში ავტორიზებული პირების ინფორმირებას, სურვილის შემთხვევაში განახორციელონ თავიანთი ფართოზოლოვანი ქსელის განვითარებისა და მშენებლობის სამუშაოები სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების სამუშაოებთან კოორდინირებულად. კანონპროექტის მოქმედება აგრეთვე გავრცელდება ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური შენობების შიდა ინფრასტრუქტურაზე. ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურის, დაგეგმილი და მიმდინარე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გაცვლის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც შეიქმნება სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ ბაზაზე. აღნიშნული პლატფორმის მიზანია ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა და განთავსება აღნიშნულ რესურსზე, აგრეთვე საზოგადოებრივი დანიშნულების სამუშაოების კოორდინაციის გამარტივებისა და პროცესის გამარტივების მიზნით, ასეთი ტიპის სამუშაოებთან დაკავშირებული ნებართვების/თანხმობების მოთხოვნისა და დადასტურების პროცედურების გაციფროვნება. კანონპროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების საკითხთან დაკავშირებით ავტორიზებულ პირებსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის დავის განხილვის ეფექტური მექანიზმის შემოღებას, და კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას. ავტორიზებულ პირებს შორის დავებს განიხილვას და კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ავტორიზებულ პირებისთვის ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხოლო ავტორიზებულ პირებსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის ინფრასტრუქტურაზე დაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას განიხილავს სსიპ „კონკურენციის სააგენტო“., ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტის მიღება გათვალისწინებულია „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“, რომლის სტრატეგიული მიზანი 1-ს „კონკურენტული ზეწოლის ზრდა“ ამოცანა 1-ს წარმოადგენს - „სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების ხელშეწყობა“. შესაბამისად კანონპროექტის მიღება შეესაბამება ზემოაღნიშნულ სამთავრობო სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმას, აგრეთვე აღნიშნული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის იმპლემენტირებას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2021 წლის პირველი იანვრიდან, რადგანაც კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და მთელი რიგი ღონისძიებები გატარება, რომელიც საჭიროებს გარკვეულ დროს. შესაბამისად, კანონპროექტის ის გარდამავალი დებულებები, რომლებიც ითვალისწინებს შესაბამისი უწყებების მიერ გარკვეული ქმედებების დავალდებულებას, ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2021 წლის პირველი იანვარი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგანაც კანონპროექტის მოთხოვნათა დარღვევისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომლის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრულია ჯარიმა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ოპერატორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ან კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, ჯარიმის თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. კანონპროექტით, განსაზღვრულია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გონივრული ვადის დაწესება მის აღმოსაფხვრელად, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაწესება წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 0,2% პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა, ხოლო დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება. ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ემატება ახალი ფუნქციები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სააგენტოს შრომითი რესურსის ზრდა, რა შემთხვევაშიც დამატებით დასაქმებული ადამიანების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი ასევე დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულია სსიპ „კონკურენციის სააგენტოსთვის ახალი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, რომლის შესრულებასთან დაკავშირებითაც სააგენტოს შესაძლებელია დაჭირდეს დამატებითი როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საჭიროების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ფუნქციების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, აღნიშნული აქტების შემუშავება განხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, შესაბამისად არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით, მოთხოვნათა დარღვევისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, შესაბამისად, დარღვევისა და ამ დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, ავტორიზებულ პირებს და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შესაძლებელია დაეკისროს ასეთი ჯარიმით განსაზღვრული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ ფინანსურ ნაწილზე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იქნეს ერთიან საინფორმაციო პლატფორმის შექმნით. ამასთან, ავტორიზებულმა პირებმა ინფრასტრუქტურის ოპერატორს უნდა გადაუხადონ ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასური, აგრეთვე საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებში ჩართვის შემთხვევაში, ამ სამუშაოების ფარგლებში უნდა დაფარონ თავიანთი ქსელის განვითარების ხარჯები, თუმცა აღნიშნული დაკავშირებულია მათ ბიზნეს საქმიანობასთან, რის შესახებაც გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს მათ დისკრეციას, შესაბამისად, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ ფინანსურ გავლენად. რაც შეეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, იგი ფინანსდება ავტორიზებული პირების რეგულირების საფასურიდან და უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისას, იყენებს სწორედ აღნიშნულ ფინანსურ რესურსებს, შესაბამისად ამ კანონპროექტიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლადაც გამოყენებული იქნება ზემოაღნიშნული ფინანსური რესურსები. ავტორიზებულ პირებს შორის დავების გადაწყვეტას კომისია მოქმედი კანონმდებლობითაც ახორციელებს, შესაბამისად ამ ნაწილში სავარაუდოა რომ ხარჯები არ გაიზრდება. რაც შეეხება ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის შექმნასა და ადმინისტრირებას, შესაძლებელია ამ უფლებამოსილების შესრულებამ გამოიწვიოს კომისიის ხარჯების ზრდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ფართოზოლოვანი მომსახურებების განვითრებას და ზრდას, მოხმარების გაზრდას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ავტორიზებული პირების შემოსავლების ზრდა, რაც შესაბამისად აისახება კომისიის ბიუჯეტზეც, ხოლო ინფრასტრუქტურის ოპერატორები მიიღებენ დამატებით შემოსავალს ინფრასტრუქტურაზე დაშვების გამო. დასჭირდება თუ არა კომისიას დამატებითი ფინანსური რესურსი ან/და გაეზრდება თუ არა შემოსავალი, წინასწარ არ არის ცნობილი და დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებზე და მიღწეულ შედეგებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. მოსაკრებლის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საქართველოს ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტის მიღება არ გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ და არც ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებულია მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით. შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრების ფორმატში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.