„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“
- „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 5 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-09
ბიუროს ნომერი 333
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის ურთიერთობებზე.“
2. მესამე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები:
„ქ) ინფრასტრუქტურის ოპერატორი - „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის
გაზიარების თაობაზე“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოპერატორი.
„ღ) ავტორიზებული პირი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული პირი.
3. მე-172 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის დავის განხილვა და
მათი მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში
შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელების დადება. ინფრასტრუქტურის ოპერატორებს
შორის დავის განხილვის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული
აქტით.“
4. მე-18 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-181 მუხლი:
„ მუხლი 181. სააგენტოს მიერ ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის
დავის განხილვის წესი.
1. სააგენტო ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის დავის
არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია:
ა) აწარმოოს დავის განხილვა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე;
ბ)
საქმესთან
დაკავშირებით
შესაბამის
ინფრასტრუქტურის ოპერატორს,
სხვა
დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია, გაეცნოს მის საქმიანობასთან
დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა დავის განხილვისთვის;
გ) საქმესთან დაკავშირებული მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში,
დავის განხილვის მიზნით, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ინფრასტრუქტურის
ოპერატორის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
დ) მოიწვიოს მხარეები მათგან ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად;
ე) ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა
დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს ექსპერტები დავის განხილვის პროცესში;
2. სააგენტო ვალდებულია:
ა) დაიცვას:
ა.ა) ავტორიზებული პირებისა და ინფრასტრუქტურის ოპერატორების შესახებ ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;
ა.ბ) იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის
მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის
დაცვის თხოვნით;
ა.გ) სახელმწიფო საიდუმლოება და გაუვრცელებლობა.
ბ) არ დაუშვას:
ბ.ა) კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
ბ.ბ) სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და
გავრცელება,
მათ
შორის,
პირადი, აკადემიური,
სამეცნიერო
და
სხვა
საქმიანობის განსახორციელებლად .
3.
სააგენტოში დასაქმებულთა
მიერ
ამ მუხლის დებულებათა
დარღვევა
გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მე-181 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-182 მუხლი:
„მუხლი 182. ინტერესთა კონფლიქტი
1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს ავტორიზებული პირებისა და
ინფრასტრუქტურის ოპერატორებისაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში,
შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
2. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას,
რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე და მის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.
3. ავტორიზებული პირს ან/და ინფრასტრუქტურის ოპერატორს, რომლის საქმეც იხილება,
უფლებამოსილია აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი
დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.
მუხლი 2.
1. 2021 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სააგენტოს
დებულების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. 2021 წლის პირველ იანვრამდე სააგენტომ უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის ოპერატორებს
შორის დავის განხილვის წესის მიღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“
განსაზღვრავს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სტატუსსა და ძირითად
უფლებამოსილებებს, აუცილებელია „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე სააგენტოს ახალი უფლება-მოვალეობის
აღნიშნული კანონის პროექტით გათვალისწინებული სახით ასახვა „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რომ „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო
მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონის პროექტით
გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიენიჭოს
ამავე კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, აუცილებელი „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს იმ
უფლება-მოვალეობების
საქართველოში
მოქმედი
კონკურენციის
ძირითად
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ხორციელდება „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების
საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის დელეგირებისათვის საკანონმდებლო ბაზის
სრულყოფა და შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონს, სააგენტოს უფლებამოსილების სფეროსთან მიმართებით ემატება ავტორიზებული
პირებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტის
უფლებამოსილება, აგრეთვე ამ დავების გადაწყვეტის ძირითადი
ინფრასტრუქტურის ოპერატორისა და ავტორიზებული პირების ცნებები.
წესები
და
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
კანონპროექტი
გამომდინარეობს
„სატელეკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურისა
და
სატელეკომუნიკაციო
მიზნებისთვის
გამოყენებადი
ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომლის
მიღებაც თავის მხრივ განპირობებულია „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების
განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო
გეგმა“, რომლის სტრატეგიული მიზანი 1. კონკურენტული ზეწოლის ზრდა; ამოცანა 1:
„სატელეკომუნიკაციო
და
სატელეკომუნიკაციო
მიზნებისთვის
გამოყენებადი
ინფრასტრუქტურის გაზიარების ხელშეწყობა“.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2021 წლის პირველი იანვრიდან,
რომელიც
დაკავშირებულია
„სატელეკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურისა
და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის ვადებთან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გამომდინარეობს „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან, ხოლო ამ კანონპროექტის თანახმად, კონკურენციის
სააგენტო უფლებამოსილია კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ინფრასტრუქტურის
ოპერატორებს დააკისროს ჯარიმის გადახდა, შესაბამისად, ასეთი ადმინისტრაციული
სახდელის დადების შემთხვევაში თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში,
რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტზე იმ
შემთხვევაში, თუ კონკურენციის სააგენტოს პროექტით დადგენილი უფლებამოსილებების
განხორციელებისას დასჭირდება დამატებითი ადამიანური რესურსი. კანონპროექტი არ
იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა მიმართ, რომლებზეც
გავრცელდება
მისი
მოქმედება.
„სატელეკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურისა
და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“
კანონის პროექტის მიღებიდან გამომდინარე მოსალოდნელი ფინანსური შედეგები
აღწერილია აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტის მიღება არ გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.