„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სუბიექტი − კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა, სხვა ქვეყნის საწარმოს
ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „უ“–„ქ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოთა შემოსავლის, ეკონომიკურ საქმიანობაში
გამოყენებული აქტივების და დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმებს;“;
ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სერტიფიცირებული ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს
ეროვნული ბანკის (შემდგომში, ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი პროფესიული
სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებულია ბუღალტერთა ან/და
აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის მიერ ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად
აღიარებულია ამ კანონით და რომელიც სერტიფიცირების შემდეგ თავის კვალიფიკაციას
განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად ადასტურებს;“;
დ) ,,ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ს) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო – იურიდიული
პირი, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში,
რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულია პირთათვის
სერტიფიცირებული ბუღალტრის გამოცდების ორგანიზების განმახორციელებელ ორგანოდ;“;
ვ) ,,ყ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ყ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე
ეროვნული ბანკის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი (გარდა საქართველოს ეროვნული
ბანკისა);“;
ზ) ,,შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) ,,ჰ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო
სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. ამ სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას
უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. სუბიექტს უფლება
აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.
6. მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს ადგენს ეროვნული
ბანკი. ამ სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც
არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
სუბიექტი, უფლებამოსილია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების
წარმოების მიზნით გამოიყენოს ამ პუნქტის შესაბამისად მეოთხე
საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები.“;
კატეგორიის
ბ) მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ)
მეოთხე
კატეგორიის
საწარმოები
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
გ) მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის/ეროვნული
ბანკის
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ სუბიექტს სდპ-ის სტატუსს ანიჭებს სსიპ - საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური/ეროვნული ბანკი.
17. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის/ეროვნული
ბანკის
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტი, გარდა კომერციული ბანკისა, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებისა – საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის/ეროვნული ბანკის მიერ სდპ-ის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში არ ჩაითვლება სდპ-ად, თუ ეს სუბიექტი აკმაყოფილებს მეოთხე
კატეგორიის საწარმოს ზომითი კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამ პუნქტის
მოთხოვნების
გათვალისწინებით,
ზედამხედველობის
სსიპ
-
საქართველოს
სამსახურის/ეროვნული
ბანკის
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტი ითვლება სდპ-ად მისთვის სდპ-ის სტატუსის მინიჭებიდან
სულ მცირე 3 საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის
ეროვნული
სამსახურის,
ბანკისადმი
მარეგულირებელი
დაქვემდებარებული
ორგანოების
საწარმოსთვის
და
საქართველოს
შუალედური
ფინანსური
ანგარიშგების აუდიტის ჩატარების ან/და სხვა მარწმუნებელ გარიგებაზე მოთხოვნას ადგენს
შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა.“.
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებმა უნდა მოამზადონ და
ეროვნულ ბანკს წარუდგინონ მმართველობის ანგარიშგება. მმართველობის ანგარიშგების
მომზადებისა და წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების
გათვალისწინებით ადგენს ეროვნული ბანკი.“;
ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. ეროვნული ბანკი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ან/და მარეგულირებელი ორგანო
ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უფლებამოსილია დაადგინოს შეზღუდვები ამ მუხლით
გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნის მიმართ, თუ აღნიშნული
ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის სდპ-ის ან შესაბამისი დარგის ფინანსურ
სტაბილურობას.“.
5. მე-9 მუხლის:
ა) პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სუბიექტების ანგარიშგებების და ჯგუფების კონსოლიდირებული ანგარიშგებების
განსათავსებლად
ვებგვერდის
შექმნასა
და
მართვას,
აგრეთვე
ამ
ვებგვერდის
მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.
2. სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა)
ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის,
კონსოლიდირებული
ანგარიშგება),
მმართველობის
ანგარიშგება
(მათ
შორის,
კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების
შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული
დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო
წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს ეროვნული ბანკს, მის მიერ დადგენილი წესით.
3. ეროვნული ბანკი ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ
შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე
კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
პირს უფლება აქვს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე
კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ
წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული
აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე
დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზების
აღმოფხვრა.
4. თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი
ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ანგარიშგება მისი ხელმისაწვდომობისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სუბიექტი ვალდებულია მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის,
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში წარუდგინოს მათ შუალედური
ფინანსური ანგარიშგება. შუალედური ფინანსური ანგარიშგების
მარეგულირებელი
ორგანოსათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირი
- საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა/ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესი
განისაზღვრება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით.“;
გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონის მე2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.თ“ ქვეპუნტის შესაბამისად განსაზღვრული სდპ-ს მიმართ
ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის განსხვავებული ვადა, მათ მიერ
ანგარიშგების
მომზადებისა
და
შედგენისთვის
დამატებითი
მოთხოვნები,
აგრეთვე
შუალედური ფინანსური ანგარიშგების ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესი. “.
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული
სახით
წარდგენის
წესს
შესაბამისი
ევროკავშირის
გათვალისწინებით ადგენს ეროვნული ბანკი.“.
6. მე-10 მუხლის:
დირექტივების
მოთხოვნების
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის
ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან
შესაბამისობის მონიტორინგი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს მისი წევრების მიერ პროფესიული
ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათ
წევრ
აუდიტორთა
სამართალდარღვევების
გამოვლენისა
პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესებს ეროვნულ ბანკთან
და
დისციპლინური
შეთანხმებით ადგენენ
პროფესიული ორგანიზაციები.“.
7. მე-11 მუხლის:
ა) პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მიერ
„1. ეროვნული ბანკი პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისათვის და მის
კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირების
სტანდარტს და განგრძობითი განათლების სტანდარტს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის
დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ
დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES). პროფესიული სერტიფიცირების
სტანდარტი განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისათვის სასწავლო დისციპლინებს,
საგამოცდო პროცესის წარმართვის, საგნების ჩათვლის და გამოცდებისაგან გათავისუფლების
წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას და სერტიფიკატის
გაცემის
წესს.
განგრძობითი
განათლების
სტანდარტი
განსაზღვრავს
განგრძობითი
განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს.
2. პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად.
პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებენ ის პროფესიული ორგანიზაციები, რომელთა
სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღიარებულია სასერტიფიკაციო პროგრამებისა და
საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. სასერტიფიკაციო პროგრამებისა და
საგამოცდო პროცესის აღიარების წესს ადგენს ეროვნული ბანკი.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აღიაროს სპეციალიზებული გამოცდების
განმახორციელებელი
ორგანოები
მხოლოდ
საგამოცდო
პროცესის
წარმართვის
მიზნებისათვის. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო
პროგრამებია
აღიარებული,
უფლებამოსილია
განახორციელოს
პროფესიული
სერტიფიცირება სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ
ჩატარებული გამოცდების საფუძველზე. პროფესიული ორგანიზაცია შეიძლება აღიარებულ
იქნეს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის
აღიარების წესის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აღიარებული
სასერტიფიკაციო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამებისა და საგამოცდო
პროცესების რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. პირთა გამოცდებზე დაშვების ან საკვალიფიკაციო დისციპლინაში გამოცდისაგან
გათავისუფლების მიზნით ეროვნული ბანკი აღიარებს პროფესიული ორგანიზაციის ან/და
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განმახორციელებელი
პირის
პროფესიული
სერტიფიცირებისათვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებს ან ცალკეულ დისციპლინებს
(საგნებს).“;
გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,71. სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებას პროფესიული
ორგანიზაცია, ხოლო ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.
სერტიფიცირებული
ბუღალტრების
რეესტრის
წარმოებისა
და
საჯაროობის
წესი
განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ, თავის მიერ დადგენილი წესით.“;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9.
განგრძობითი
განათლების
პროცესს
უზრუნველყოფენ
პროფესიული
ორგანიზაციები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. პროფესიული ორგანიზაციები
ვალდებული არიან, მონიტორინგი გაუწიონ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით
განათლებას და
აწარმოონ შესაბამისი აღრიცხვა.
გადაწყვეტილებით
პირი
აღარ
აკმაყოფილებს
თუ პროფესიული ორგანიზაციის
განგრძობითი
განათლების
მიმართ
მოთხოვნებს, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან
არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა აცნობოს ეროვნულ ბანკს ამის შესახებ.“.
8. მე-12 მუხლის:
ა) პირველი - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. რეესტრის წარმოებას, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის საჯაროობასა და
ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.
2.
რეესტრის
წარმოების
მიზნით
ეროვნული
ბანკი
იყენებს
უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. რეესტრი საჯაროა.
პროგრამულ
3. ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის
სტრუქტურას,
ფორმას,
მასში
ასახული
ინფორმაციის
ნუსხას
და
მომხმარებელთა
იდენტიფიცირების წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის
საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გასცეს ეროვნული ბანკის მიერ
შექმნილი ან/და ეროვნულ ბანკში დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
5. დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის, მათი დედნებისა და ასლების
გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას
ეროვნული ბანკი იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოსგან.“;
გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. ეროვნული ბანკი აუდიტორად რეგისტრირებული ფიზიკური პირის
ნასამართლობის შესახებ პერსონალურ მონაცემებს, პირის წერილობითი თანხმობით, პირის
აუდიტორად
რეგისტრაციის
განმავლობაში
ითხოვს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს ცენტრალური საინფორმაციო ბანკიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო თავის მხრივ ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
ეროვნული ბანკისათვის.“;
დ) მე-10-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ეროვნული ბანკი ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ
ფირმას სანქციას აკისრებს, ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ,
რომელსაც სანქცია დაეკისრა, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს
ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია საჯარო არ გახადოს ინფორმაცია, თუ ამით საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის
ან/და მესამე პირის ინტერესებს. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ინფორმაციის შეფასებასა
და ანალიზს და იღებს გადაწყვეტილებას მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ.“.
9. მე-13 მუხლის:
ა) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოური საწარმოს
ფილიალი და ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას
იძენენ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეესტრში
დარეგისტრირების ან მისი რეგისტრაციის აღდგენის საფუძველია შესაბამისი პირის
განცხადება და ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ეროვნული ბანკი 10 სამუშაო დღის ვადაში
ამოწმებს განცხადების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
2. ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ეროვნული
ბანკის მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
სარეგისტრაციო
წარმოდგენა,
ყოველ
წარმოებასთან
რომელიც
კონკრეტულ
შემთხვევაში
დაკავშირებული
აუცილებელია
იმ
დამატებით
დოკუმენტის
განცხადებით
ან
მოთხოვნილ
მოითხოვოს
ინფორმაციის
საკითხზე
გადაწყვეტილების მისაღებად.
3. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგინოს მას ინფორმაცია/დოკუმენტი წევრის შესახებ.“;
ბ) მე-6 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია რეესტრში ასახული ნებისმიერი
ინფორმაციის ცვლილების შესახებ შეატყობინოს ეროვნულ ბანკსა და პროფესიულ
ორგანიზაციას ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
61. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის
გადამოწმების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს
ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
თავის
მხრივ,
ვალდებულია
ბანკს
მიაწოდოს
ეროვნულ
პირი/აუდიტორი/აუდიტორული
ამ
პუნქტით
ფირმა
გათვალისწინებული
ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
7. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც არ აკმაყოფილებს რეესტრში
რეგისტრაციის პირობებს, ექვემდებარება რეგისტრაციის გაუქმებას და კარგავს აუდიტის
ჩატარების უფლებამოსილებას. რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება ეროვნული ბანკის
მიერ მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში
აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში გამოიყენოს
სიტყვა „აუდიტორი“/სიტყვები „აუდიტორული ფირმა“.
8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით,
საქართველოს სამართლის საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარებისა და შესაბამისი მიმართვის
საფუძველზე
დაარეგისტრიროს
რეესტრში
ეკონომიკური
განვითარებისა
და
თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრი
ფიზიკური პირები, რომლებსაც აუდიტის საქართველოში ჩატარება სურთ. ამ პუნქტის
შესაბამისად რეესტრში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე რეგისტრაციის შემდეგ
გავრცელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია დაადგინოს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთა ბუღალტერთა
საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრსაც ექნება რეესტრში დარეგისტრირების
უფლება.
10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო
წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:
ა) განცხადებას არ ერთვის ან/და არასრულად არის წარმოდგენილი ამ კანონითა და მის
საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია,
რომელიც
აუცილებელია
განცხადებით
მოთხოვნილ
საკითხზე
გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
11. თუ განმცხადებელი ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს ამ კანონით ან მის საფუძველზე
მიღებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან ინფორმაციას, რომელიც
აუცილებელია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის რეგისტრაციისათვის, სარეგისტრაციო
განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი განმცხადებელს
განუსაზღვრავს არაუმეტეს 30-დღიან ვადას, რომლის განმავლობაშიც მან დამატებითი
დოკუმენტი ან ინფორმაცია უნდა წარადგინოს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
განმცხადებლის მოთხოვნით, ეს ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 დღით.
ამ ვადის გასვლის შემდეგ ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
12. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პერიოდში სარეგისტრაციო წარმოების
შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის
წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო
წარმოების განახლების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შემთხვევაში
სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა ხელახლა იწყება.“.
10. მე-14 მუხლის:
ა) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო
სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი მათი
განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ
სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.
4. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ
დამატებითი მოთხოვნები და წესები დგინდება ეროვნული ბანკის მიერ.
5. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
წესით განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა
შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული
ვალდებულებების
შესრულებასთან
დაკავშირებული
აუდიტორული
მომსახურების
განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა სდპების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისათვის მოთხოვნილი, ამ მუხლის
მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარისხის
მონიტორინგი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“;
კონტროლის
სისტემის
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროს
წარდგინებით,
ამ
მუხლის
მე-7
პუნქტით
გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტორული
ფირმებისათვის დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები დაადგინოს. ამგვარი
მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციის რეესტრში ასახვას უზრუნველყოფს ეროვნული
ბანკი.“.
11. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების/ჯგუფების ფინანსური
ანგარიშგების აუდიტი ტარდება ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის, თუ საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ეროვნული ბანკი, ამ კანონით დადგენილი
მოთხოვნების გარდა, ადგენს სდპ-ის აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ
დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც დამატებით ექვემდებარება ხარისხის კონტროლის
სისტემის მონიტორინგს.“.
12. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროფესიული ეთიკის კოდექსის სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს
ეროვნული
ბანკი
მისი
განახლებიდან
6
თვის
ვადაში.
სერტიფიცირებულ
ბუღალტერს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ კოდექსის
მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.“;
ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16.
ამ
მუხლის
მოთხოვნების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ეროვნული ბანკი დააკისრებს პასუხისმგებლობას ამ
კანონით დადგენილი წესით. აუდიტის ჩატარებისას ამ მუხლის მე-8, მე-11, მე-12 და მე-15
პუნქტების
მოთხოვნების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
სუბიექტი
შესაბამისი
საანგარიშგებო პერიოდისთვის განმეორებითი აუდიტის ჩატარებას უზრუნველყოფს, ხოლო
სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები, გარდა ამ მუხლის მე11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაცულად ითვლება. განმეორებითი
აუდიტის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.“.
13. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა
აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც თავისი სახელით ახორციელებს
აუდიტორულ საქმიანობას, ვალდებულია სუბიექტის მიერ ამ კანონით დადგენილი
მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის
ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა არანაკლებ 100
000 ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესს საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირთან
–
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს ეროვნული ბანკი.“.
14. მე-19 მუხლის
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების სამოქმედოდ
შემოღებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში.
აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი
(ინგლისურენოვანი) რედაქცია.“;
ბ) მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს
განსაზღვრავს და წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის
პროცედურებს ადგენს ეროვნული ბანკი.
7. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის
მონიტორინგს ახორციელებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ხარისხის
კონტროლის სისტემის მონიტორინგი რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე
განახორციელოს. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ხარისხის კონტროლის
სისტემის მონიტორინგი წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე
განახორციელოს.
ხარისხის
კონტროლის
სისტემის
მონიტორინგი
აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის ადეკვატური
უნდა იყოს.
7 1.
მონიტორინგის
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
ეფექტიანად
პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული
ხარისხის
კონტროლის
განხორციელების
ფირმისგან
სისტემის
მიზნით
გამოითხოვოს
ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით). ამ
პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია განისაზღვრება ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი წესით.
8. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის კონტროლის
სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას ეროვნული
ბანკი განიხილავს მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ეროვნული ბანკი
ვალდებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან
არაუგვიანეს 2 კვირისა დაიწყოს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი.“;
გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ის აუდიტორული ფირმა, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური
ანგარიშგების აუდიტი, ამასთანავე, გავლილი აქვს ხარისხის კონტროლის სისტემის
მონიტორინგი, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული
მომსახურების
ეროვნულ
განხორციელების
ბანკს
მოთხოვნით.
ხარისხის
ეროვნული
შესახებ
ხელშეკრულების
კონტროლის
ბანკი
სისტემის
ხარისხის
გაფორმებამდე
მონიტორინგის
კონტროლის
სისტემის
მიმართოს
განხორციელების
მონიტორინგის
განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
მიმართვის ფორმას ადგენს ეროვნული ბანკი.
11. ეროვნული ბანკი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის
სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც საქმიანობის
დაწყებამდე სულ მცირე ბოლო უწყვეტი 1 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია
აუდიტორული საქმიანობა, აუდიტორულ ფირმაში არ ჰქონია ხმის უფლება, დასაქმებული არ
ყოფილა აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან საზედამხედველო ორგანოს
წევრად და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული, არ არის
დაინტერესებული
ხარისხის
კონტროლის
სისტემის
მონიტორინგის
შედეგებით
და
აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;
დ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს
ექსპერტები.
14. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებით ეროვნული
ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში ეროვნული ბანკი
წარადგენს წინასწარ შედეგებს. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საბოლოო
შედეგები აისახება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ ხარისხის
კონტროლის
სისტემის
მონიტორინგის
მონიტორინგის
ანგარიშში.
ეროვნული
ბანკი
განიხილავს
ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისათვის/აუდიტორული
ფირმისათვის ან/და გარიგების პარტნიორისათვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის ან/და
დაკმაყოფილების
ან/და
მისთვის
პასუხისმგებლობის
დაკისრების
შესახებ.
აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის
შედეგების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს
სასამართლოში.";
ე) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16.
თუ
ხარისხის
კონტროლის
სისტემის
მონიტორინგის
შედეგები
დამაკმაყოფილებელი არ არის ან/და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების
პარტნიორი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს ეროვნული
ბანკის
მიერ
მიცემულ
რეკომენდაციებს,
ეროვნული
ბანკი
ვალდებულია
ასეთი
აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე –
შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ
კანონით დადგენილი წესით.“;
ვ) მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. მარეგულირებელი ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი
-
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულნი არიან
ითანამშრომლონ ეროვნულ ბანკთან სუბიექტების მიერ წარდგენილი აუდიტირებული
ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად.
19. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია აუდიტირებულ ანგარიშგებაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და
მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით გასცეს მითითებები და მიიღოს
განმარტებები აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისაგან და გარიგების პარტნიორისაგან.“;
ზ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21.
ეროვნული
ბანკი
ყოველწლიურად
აქვეყნებს
აუდიტის
ხარისხის
მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიშს.“.
15. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს
ზედამხედველობა“.
16. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს
ზედამხედველობა
1. ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა
ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული ბანკი.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
და
აუდიტის
სფეროს
ა) უზრუნველყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გამოსაყენებლად სავალდებულო
საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღება და
მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების დადგენა;
ბ) განსაზღვროს ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესები, შეიმუშაოს
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკა და
სხვა სამართლებრივი აქტები, მიანიჭოს სუბიექტს სდპ-ის სტატუსი, განსაზღვროს სდპ-ის
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი
მოთხოვნები და წესები;
გ) განსაზღვროს აუდიტორული საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი
წესები და მოთხოვნები;
დ)
განსაზღვროს
ხარისხის
კონტროლის
სისტემის
მონიტორინგის
განხორციელების წესი, დაადგინოს წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი
ხარვეზების აღმოფხვრის პროცედურები;
ე) განახორციელოს აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების
სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის
კონტროლის სისტემის მონიტორინგი;
ვ) განსაზღვროს
დადგენილი
განათლების
ბუღალტერთა
საერთაშორისო
ფედერაციის (IFAC)
საერთაშორისო
სტანდარტების
(IES)
და
მიერ
ევროკავშირის
დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების,
საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნები და დაამტკიცოს
შესაბამისი სტანდარტები;
ზ) განიხილოს და დაამტკიცოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტანდარტები, წესები და
მეთოდოლოგია;
თ) დაადგინოს სასერტიფიკაციო პროგრამები, საგამოცდო პროცესის აღიარების
წესი და განსაზღვროს განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესი;
ი) დადგენილი სტანდარტის შესაბამისად განახორციელოს სასერტიფიკაციო
პროგრამების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარება;
კ)
განახორციელოს
პროფესიული
ორგანიზაციების,
სპეციალიზებული
გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა
და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროფესიული განათლების
საქმიანობით დაკავებული სხვა პირების მიერ კანონთან და საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ლ)
აწარმოოს
აუდიტორების/აუდიტორული
(აუდიტური)
ფირმების
სახელმწიფო რეესტრი, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების
პროგრამების,
სპეციალიზებული
გამოცდების
განმახორციელებელი
ორგანოების,
ანგარიშგებების ვებგვერდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და
ევროკავშირის
დირექტივების
მოთხოვნების
შესაბამისად
და
უზრუნველყოს
სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის საჯაროობა;
მ) უზრუნველყოს წარმოდგენილი ანგარიშგებების „ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობა და საჯაროობა;
ნ)
განახორციელოს
აუდიტორის/აუდიტორული
ფირმის
მონიტორინგი,
შემოწმება, გამოკვლევა;
ო) უზრუნველყოს სამართალდარღვევათა თავიდან აცილება და გამოვლენა;
პ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხებზე
მეთოდური მითითებები;
ჟ)
განახორციელოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
უფლებამოსილება.“.
17. 21-ე და 22-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
18. 221 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ეროვნულ
ბანკს
უფლება
აქვს,
სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ
ფირმასთან
კომუნიკაციის მიზნით მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის
სახით შექმნას, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც
სამართლებრივი შედეგი შეიძლება
დოკუმენტბრუნვის სისტემა.
მოჰყვეს,
2. ეროვნული
ბანკი
აგრეთვე
გამოიყენოს
ელექტრონული
ინფორმაციას/დოკუმენტს
სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უგზავნის ან/და წარუდგენს მატერიალური
ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნის ფორმას
ირჩევს ეროვნული ბანკი.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ეროვნულ ბანკსა და სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის
მიმოწერის წესს ადგენს ეროვნული ბანკი.“.
19. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII
პასუხისმგებლობა“.
20. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და მათ საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტის
მოთხოვნების
დარღვევისათვის
ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო
რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა:
ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს
შემდეგი სანქციები:
ა.ა) წერილობითი გაფრთხილება;
ა.ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით);
ა.გ) ფულადი ჯარიმა;
ა.დ) აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმება;
ა.ე)
აუდიტორისთვის/აუდიტორული
ფირმისთვის/გარიგების
პარტნიორისთვის
აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული
ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების დროებით,
არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა;
ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ბ.ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ.ბ) ფულადი ჯარიმა;
ბ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული
უფლების ჩამორთმევა;
გ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიმართ გამოიყენოს
შემდეგი სანქციები:
გ.ა) წერილობითი გაფრთხილება;
გ.ბ) ფულადი ჯარიმა;
გ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული
უფლების ჩამორთმევა;
დ) სდპ-ის და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოების მიმართ
გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
დ.ა) წერილობითი გაფრთხილება;
დ.ბ) ფულადი ჯარიმა;
დ.გ) სდპ-ის მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით
გათვალისწინებული თავისი ფუნქციების განხორციელების დროებით, არაუმეტეს 3 წლით
აკრძალვა.
ე) პირის მიმართ ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნის დარღვევისათვის,
გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ე.ა) წერილობითი გაფრთხილება;
ე.ბ.) ფულადი ჯარიმა.“.
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11.
ამ კანონით გათვალისწინებული პირების მიერ ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის
დაფინანსების
აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობით, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი
აქტებით
განსაზღვრული
მოთხოვნების,
წერილობითი
მითითებების
დარღვევის
შემთხვევაში, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის
ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.“.
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
21. 24-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ
კანონის, და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა)
დარღვევა
გამოიწვევს
პირის
ან
აუდიტორის/აუდიტორული
ფირმის
წერილობით
გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას.
ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით
აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე
ხელის
მოწერა
და
აუდიტორული
ფირმის
პარტნიორისათვის/აქციონერისათვის
აუდიტორული მომსახურების განხორციელება.
2. ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან
დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, მე-16
მუხლით განსაზღვრული წესების, მე-19 მუხლით განსაზღვრული ხარისხის კონტროლის
სისტემის მიმართ მოთხოვნების და ამ სისტემის მონიტორინგის განხორციელებასთან
დაკავშირებული მოთხოვნების) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის
ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას 500-დან 5 000 ლარამდე ან/და
აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორისათვის დროებით, არაუმეტეს 6
წლით
აუდიტორული მომსახურების განხორციელების
ან/და აუდიტორულ დასკვნაზე
ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის/აქციონერისათვის
აუდიტორული მომსახურების განხორციელების აკრძალვას ან/და რეესტრიდან ამოღებას.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის
დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული
ფირმის წერილობით გაფრთხილებას. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ ეროვნული
ბანკის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია მიიღოს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის
გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება.“.
22. 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
პროფესიული
ორგანიზაცია
ან/და
სპეციალიზებული
გამოცდების
განმახორციელებელი ორგანო იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ იგი უარს აცხადებს
ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობაზე ან განზრახ თავს არიდებს მას. ამ ქმედების
განმეორების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას
ან/და
სპეციალიზებული
გამოცდების
განმახორციელებელ
ორგანოს
ჩამოართვას
ის
უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული აქვს ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული
აღიარების წესით.
2. ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნების, ასევე პროფესიული სერტიფიცირების,
სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებისა და განგრძობითი განათლების
განხორციელების წესების დარღვევა გამოიწვევს პროფესიული ორგანიზაციის ან/და
სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას 500-დან 5 000
ლარამდე.“.
23. 26-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის
ეროვნულმა ბანკმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოიყენოს წერილობითი
გაფრთხილება. ეროვნული ბანკის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/და
პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის
შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტი ჯარიმდება ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად.
ეროვნული
ბანკი
სუბიექტისთვის
პასუხისმგებლობის
დაკისრებიდან
არაუგვიანეს 10 დღისა უგზავნის მას შეტყობინებას და აუდიტირებული ფინანსური
ანგარიშგების წარმოსადგენად განუსაზღვრავს დამატებით ვადას. ეროვნული ბანკის მიერ
სუბიექტისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.
აღნიშნულ
ვადაში
სუბიექტის
მიერ
აუდიტირებული
ფინანსური
ანგარიშგების
წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
4. ეროვნული ბანკი სუბიექტს შეისწავლის რისკების მართვის სისტემის საფუძველზე.
რისკების მართვის სისტემაში არსებული და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების
სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ეროვნული ბანკი
იღებს სუბიექტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებას.“.
24. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. პასუხისმგებლობა
1. სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი
აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2.
ამ
კანონის
23-ე–26-ე
სამართალდარღვევის გამოვლენისას
მუხლებით
გათვალისწინებული
რომელიმე
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს გამოსცემს ეროვნული ბანკი.
3.
ეროვნული
ბანკის
ადმინისტრაციული
აქტის
გასაჩივრების
შემთხვევაში
დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
4. ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული, ძალაში შესული ფულადი ჯარიმის
დაკისრების
შესახებ
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი იძულებითი აღსრულება ხდება
ეროვნული
ბანკის
მიერ
დადგენილი
წესით
გაცემული
სააღსრულებო
ფურცლის
საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
25. 28-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით ეროვნულმა
ბანკმა 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო
აქტის პროექტი. მის ამოქმედებამდე:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა
ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია და
მონიტორინგი განახორციელოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული წესებისა და
პროცედურების შესაბამისად;
ბ) ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS)
და პროფესიონალ შემფასებელთა ეთიკური პრინციპების კოდექსის (CEP) ქართულენოვანი
ვერსიის სამოქმედოდ შემოღება. სამოქმედოდ შემოღებამდე კი შეფასების საერთაშორისო
სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრმა აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის
ორგანოებმა უზრუნველყონ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართულენოვანი
ვერსიის ხელმისაწვდომობა;
გ) საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც
დასაქმებულია
აკრედიტებული
შემფასებელთა
სერტიფიკაციის
ორგანოს
მიერ
სერტიფიცირებული
შემფასებელი.
შეფასების
განხორციელების
და
შეფასების
ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა
სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს;
დ) ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს შემფასებელთა ერთიანი საჯარო რეესტრის
წარმოება ელექტრონული ფორმით და მასში ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
პირების ასახვა;
ე) შემფასებელთა ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოების მიზნებისათვის ეროვნული
ბანკი უზრუნველყოს სერტიფიცირებულ შემფასებელთა შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო –
აკრედიტაციის
ორგანოებისაგან.
ცენტრის
მიერ
ინფორმაციის
აკრედიტებული
სისწორის
შემფასებელთა
გადამოწმების
სერტიფიკაციის
მიზნით
სამსახური
უფლებამოსილია ინფორმაციის სისწორის გადამოწმება უზრუნველყოს სერტიფიცირებულ
შემფასებელთან;
ვ) შემფასებელთა ერთიანი საჯარო რეესტრის ელექტრონულად წარმოება მოხდეს
სპეციალურად საშემფასებლო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნებისათვის შექმნილ
ვებგვერდზე;
ზ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულმა შემფასებელთა სერტიფიკაციის
ორგანომ უზრუნველყოს სერტიფიცირებულ შემფასებელთა განათლების, მათ მიერ ეთიკური
ნორმების დაცვისა და მათი საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი სერტიფიკაციის სქემის
თანახმად.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1.2020 წლის 1 მაისიდან რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და შეუერთდეს საქართველოს
ეროვნულ ბანკს.
2 საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სამართალმემკვიდრე.
3.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსი,
სამსახურში
შტატით
დასაქმებული
თანამშრომლები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, 2020 წლის 1 მაისიდან,
მათივე თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ
არანაკლებ მათი სახელფასო ანაზღაურების
განუცხადებლობის
შემთხვევაში,
ტოლფას თანამდებობებზე. თანხმობის
სამართლებრივი
ურთიერთობები
დარეგულირდეს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სფეროსთან
დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა/გამოცემა.
5. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები
ინარჩუნებს ძალას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების
მიღებამდე/გამოცემამდე.
6.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს საკუთარი
საბალანსო
მონაცემების
მიხედვით
აქტივებისა
და
ვალდებულებების,
აგრეთვე,
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა
დოკუმენტაციის) ეროვნული ბანკისათვის გადაცემა.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნული ბანკი, ამ კანონით მასზე
დაკისრებული უფლებამოსილების განსახორციელებლად უსასყიდლოდ უზრუნველყოს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
სისტემაში შემავალი ორგანოების) ბალანსზე არსებული შესაბამისი ქონებით
და
მომსახურებით.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
საზედამხედველო უფლებამოსილების გაფართოებას, კერძოდ, ეროვნულ ბანკს ენიჭება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის ფუნქცია.
აღნიშნული გარემოებები განაპირობებს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურულ
ცვლილებებს, კერძოდ დამატებითი სტრუქტურული ერთეულების შექმნის, კუთხით.
,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი
2016 წლის შემდგომ არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა და სახელმწიფო
ხელისუფლების
ორგანოებს,
ამავე
კანონით
გათვალისწინებულ
საზედამხედველო/მარეგულირებელ ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის.
აღნიშნული კანონის შემუშავება თავდაპირველად სახელმწიფოს მხრიდან განპირობებული
იყო სფეროში რიგი ხარვეზების არსებობით, ერთ-ერთი უპირველესი იყო ანგარიშგებისა და
აუდიტის რეგულირებასთან დაკავშირებული ძირითადი ფუნქციების პროფესიულ
ორგანიზაციებზე დელეგირება და პროფესიულ ორგანიზაციებში მოღვაწე პრაქტიკოსების
ჩართულობა აუდიტორთა მონიტორინგის პროცესში, რაც იწვევდა აუდიტორული საქმიანობის
ხარისხის მიმართ ნდობის დაკარგვას და 2016 წელს განხილულ იქნა როგორც უდაოდ ინტერესთა
კონფლიქტის შემცველი გარემოება.
საქართველოში ეს ეტაპი გადალახულია. ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს განხორციელებულმა
საკანონმდებლო ცვლილებებმა და შემდგომ უკვე მრავალმა სამართლებრივი აქტის მიღებამ,
ასევე ზედამხედველი ორგანოს აქტიურ რეჟიმში მუშაობამ აჩვენა, რომ პროფესია აღარ არის
თვითრეგულირების პრინციპზე და შეესაბამება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ყველაზე
მნიშვნელოვან ვალდებულებას - ქვეყანაში შექმნილიყო საზედამხედველო ორგანო.
საქართველოში
მოწესრიგდა
აუდიტორული
მომსახურების
განმახორციელებელ
პირთა
აღრიცხვიანობა, ამოქმედდა ისეთი მნიშვნელოვანი ნორმები, რომლებმაც უზრუნველჰყვეს
საერთაშორისო სტანდარტების დამტკიცება, პროფესიული ორგანიზაციების პროგრამების
აღიარება, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის სასწრაფო წესით განხორციელება
ისეთი სუბიექტების მიმართ როგორიცაა ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, ფასიანი
ქაღალდების ბაზრების მონაწილეები. ასევე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, გატარდა
არაერთი ღონისძიება რათა საქართველოში ხელი შეეწყოს ეკონომიკის ზრდასა და საინვესტიციო
გარემოს განვითარებას.
დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით, აუდიტის სფეროს ზედამხედველობა
განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონით. აღნიშნული კანონის თანახმად, სფეროს ზედამხედველს წარმოადგენს საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით კი, სადაც პრიორიტეტი, მათ შორის, კაპიტალის
ბაზრის
განვითარებაა,
ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა
და
აუდიტის
ზედამხედველობის ფუნქცია ხშირ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ
ორგანოებთან არის ინტეგრირებული (დიდი ბრიტანეთი - Financial Reporting Council (FRC);
ავსტრალია - Australian Securities & Investments Commission (ASIC); დუბაი - Dubai Financial Services
Authority (DFSA); გიბრალტარი - Gibraltar Financial Services Commission; იაპონია - Financial Services
Agency (FSA); კორეა - Financial Services Commission (FSC), Financial Supervisory Service (FSS);
ლიხტენშტეინი - Financial Market Authority Liechtenstein (FMA) /Finanzmarktaufsicht Liechtenstein
(FMA); ლუქსემბურგი - Commission de Surveillance du Secteur Financier (CSSF); მავრიტანია Financial Reporting Council; ნიდერლანდი - Autoriteit Financiële Markten (AFM) /Dutch Authority for
the Financial Markets; ახალი ზელანდია - Financial Markets Authority (FMA); ნორვეგია Finanstilsynet /Financial Supervisory Authority of Norway (FSA); საუდის არაბეთი - Capital Market
Authority; სინგაპური - Accounting and Corporate Regulatory Authority (ACRA);)
კანონპროექტის შემუშავება ასევე განაპირობა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა
და
აუდიტის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
გარკვეული
ნორმების
დაზუსტების
აუცილებლობამ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
სფეროს ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია ,,ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად,
ცვლილებები უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე.
ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით მოხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის
რეორგანიზაცია
და
აუდიტის
საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადაცემა.
სფეროს
ზედამხედველობითი
ფუნქციის
საქართველოს ეროვნული ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
სფეროს საზედამხედველო ორგანოდ განსაზღვრა უზრუნველყოფს რეგულირების ეფექტიანობის
ზრდას და საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა ფუნქციებთან სინერგიის ხარჯზე, დადებით
ეფექტს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, დაიხვეწება სისტემა, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის კუთხით ერთიან მიდგომებისა და პრინციპების
აღსრულებას გააძლიერებს. ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
სფეროს რეგულირების საქართველოს ეროვნული ბანკთან გაერთიანებით, შესაძლებელი გახდება
დაკავშირებული ადმინისტრაციული თუ სხვა ხარჯების ოპტიმიზაცია/მინიმიზაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა
და
აუდიტის
ზედამხედველობის
ზედამხედველობითი
ფუნქციის
სამსახურის
რეორგანიზაცია
საქართველოს
ეროვნული
და
აუდიტის
ბანკისათვის
სფეროს
გადაცემა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს რეგულირების საქართველოს
ეროვნული
ბანკთან
გაერთიანებით
ხდება
სფეროს
რეგულირებასთან
დაკავშირებული
ადმინისტრაციული თუ სხვა ხარჯების ოპტიმიზაცია/მინიმიზაცია.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად ხორციელდება „ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციით
არსებული ხარვეზების გასწორება, შესაბამისი თანმდევი და ტექნიკური ცვლილებების შეტანით.
როგორც აღინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის სფეროს ზედამხედველობით
ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი შეითავსებს, კანონპროექტის პირველი მუხლის
პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით ხდება ტერმინი - საზედამხედველო ორგანოს ამოღება და
აღნიშნული
ტერმინის
თანახმად
სახელწოდებების ცალ-ცალკე
განმარტებული
საზედამხედველო
ორგანოების
აღნიშნვნა. კერძოდ, ტერმინით საზედამხედველო ორგანო
განმარტებულია როგორც - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
საზედამხედველო
ორგანო.
შესაბამისად,
კანონპროექტის მთელ ტექსტთან მიმართებაში საზედამხედველო ორგანოს ნაცვლად მიეთითება
სსიპ - სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და
საქართველოს ეროვნული ბანკი.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ცვლილება ხორციელდება
კანონის მე-9 მუხლში და მე-6 პუნქტის შემდეგ ემატება 61 პუნქტი. როგორც ცნობილია, კანონის
თანახმად განსაზღვრულია, თუ ვინ არიან საზოგადოებრივი დაინტერესების პირები, თუმცა,
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ.თ“ ქვეპუნქტი ასევე უშვებს, რომ სდპ-დ
შესაძლებელია
იურიდიული
პირები
განისაზღვრონ
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე. ამის საფუძველზე 2019 წლის 29 ნოემბერს
მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის N584 დადგენილება ,,ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის
საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“,
რის
საფუძველზეც
განისაზღვრა
სდპ-ების
ჩამონათვალი
(,,იურიდიული
პირისთვის
საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მინიჭების შესახებ“ ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 23
დეკემბრის N1781 ბრძანება). ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობას ასევე ენიჭება
უფლებამოსილება დადგენილებით განსაზღვროს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის
„ყ.თ“ ქვეპუნტის შესაბამისად განსაზღვრული სდპ-ს მიმართ დამატებითი მოთხოვნები, მათ
შორის ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის განსხვავებული ვადა, მათ მიერ
ანგარიშგების მომზადებისა და შედგენისთვის დამატებითი მოთხოვნები, აგრეთვე შუალედური
ფინანსური ანგარიშგების ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესი. აქვე საყურადღებოა, რომ
აღნიშნული დადგენილების გამოცემა საქართველოს მთავრობისათვის სავალდებულო არ არის,
შესაბამისად არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ვადა მის შესამუშავებლად/გამოსაცემად.
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მე-8 პუნქტით ცვლილება
ხორციელდება მე-12 მუხლში, სადაც მე-9 პუნქტის შემდეგ ემატება 91 პუნქტი. აღნიშნულთან
მიმართებაში, აღსანიშნავია კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმადაც აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას - არ იყოს ნასამართლევი ტერორიზმის დაფინანსებისათვის
ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის,
აგრეთვე სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. აღნიშნული მიზნით,
აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული პირები სარეგისტრაციო განაცხადს
თან ურთავენ ნასამართლობის თაობაზე ცნობებს. ,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული
ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და
მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის
N17 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად
სამსახურში
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
გაცემული
ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15
კალენდარულ დღეს. აღნიშნულითაა განპირობებული ის გარემოება, რომ აუდიტორთა რეესტრში
მყოფი პირების გადამოწმება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური საინფორმაციო ბანკის მეშვეობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული აუდიტორთა
მხრიდან ცნობების განახლება. ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკი აუდიტორად
რეგისტრირებული ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ პერსონალურ მონაცემებს, პირის
წერილობითი თანხმობით, პირის აუდიტორად რეგისტრაციის განმავლობაში გამოითხოვს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ცენტრალური
საინფორმაციო
ბანკიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მხრივ კი - ვალდებული იქნება უზრუნველყოს
შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკისათვის.“.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სდპ-ის
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი
მოთხოვნები დგინდება სამსახურის უფროსის ბრძანებით, გარდა ამავე კანონის მე-15 მუხლის მე3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-15 მუხლის თანახმად, კი გათვალისწინებულია
მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად სდპ-ის აუდიტის პროცესისა და
პროცედურების მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა, საქმიანობის/დარგის
სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნების განსაზღვრის შესაძლებლობა, რომელიც
დამატებით დაექვემდებარება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს. კანონპროექტით
წარმოდგენილი, პირველი მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული
ცვლილებებით, რომლის თანახმადაც ხდება კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ჩამოყალიბება,
განხორციელდება სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების
მიმართ დამატებითი მოთხოვნები და წესების განსაზღვრა მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ,
ვინაიდან ძირითადი ნაწილი სდპ-ებისა ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის
ზედამხედველობას, ხოლო ვინაიდან დამატებითი მოთხოვნები უნდა განისაზღვროს
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, შესაბამის/დაინტერესებულ უწყებებთან მათი
შეთანხმება განხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის
მე-19
მუხლის
მე-4
პუნქტით
ადმინისტრაციულ
ორგანოზე
დაკისრებული
ვალდებულების ფარგლებში.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტის თანახმად, ის აუდიტორული ფირმა, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ის
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ამასთანავე, გავლილი აქვს ხარისხის კონტროლის სისტემის
მონიტორინგი, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული
მომსახურების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს
ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. სამსახური
ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესი
მოითხოვს
მეტ
მჯელობას
შესაბამისი
სფეროს
წარმომადგენელბის მიერ, რისთვისაც 5 სამუშაო დღე ჩაითვალა არაგონივრულად და
მიზანშეწონილი გახდა, რეორგანიზაციის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში
მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება განხორციელდეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
ბ) მე-13 პუნქტის თანახმად, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას
სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები
და დამხმარე პერსონალი. აღნნიშნულთან მიმართებაში საყურადღებოა არსებული პრაქტიკა,
რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ სფეროს ექსპექტების ჩართულობას და არ დგას საჭიროება
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დამხმარე პერსონალის დამატების საჭიროება. ამასთან,
იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის სფეროს ზედამხედველობით ფუნქციას საქართველოს
ეროვნული ბანკი შეითავსებს და აღნიშნულ უწყებაში არცერთ ზედამხედველობას
დაქვემდებარებულ რგოლთან მიმართებაში არ ხდება დამატებითი პერსონალის ჩართვა მიზანშეწონილად ჩაითვალა დაკორექტირდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები.
კანონპროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულ უნდა იქნას 21-ე, 22-ე მუხლები.
აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
აუდიტის სფეროს ზედამხედველობით
ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი შეითავსებს. კერძოდ:
- კანონპროექტის თანახმად გაუქმდება სამსახურთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი და შესაბამისი
გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომლის უფლებამოსილებებიც განსაზღვრულია 21-ე
მუხლის შესაბამისად. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს
ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, ,,საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის თანახმად
ეროვნული ბანკის საქმიანობას უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს
ეროვნული ბანკის საბჭო.
-
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის 22-ე
მუხლი ითვალისწინებს სამსახურის
საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს, ხოლო
აღნიშნული რეგულაცია უკვე გათვალისწინებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია ეროვნული ბანკის
როლი საერთაშორისო ურთიერთობებში.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება
კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში, კერძოდ, მოქმედ რედაქციაში ,,ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის
დაფინანსების
აღკვეთის
საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
დარღვევისათვის სანქცია
განისაზღვრება
ხელშეწყობის
შესახებ“
ნორმატიული
საქართველოს
აქტის
საქართველოს ეროვნული
კანონის
მოთხოვნების
ბანკის მიერ,
წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტშია გათვალისწინებული, კერძოდ,
რაც
„საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 524
მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც განსაზღვრულია, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების მიერ
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული
სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების
დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის
ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.“.
ამასთან, ცვლილებებია გათვალისწინებული 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა“ და ,,ე.ბ“
ქვეპუნქტებთან მიმართებაში, რომლის თანახმად წერილობითი გაფრთხილება და ფულადი
ჯარიმა გამოყენებული იქნება პირის მიმართ ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების
დარღვევისთვის, კერძოდ,
რეგისტრაციის გაუქმების
აღნიშნული პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებაში.
შემთხვევაში თუ აუდიტორი/აუდიტორულ ფირმა თავის
სახელწოდებაში გამოიყენებს სიტყვას „აუდიტორი“ ან სიტყვებს „აუდიტორული ფირმა“, მათ
მიმართ გამოყენებული იქნება წერილობითი გაფრთხილება ან/და ფულადი ჯარიმა.
კანონპროექტის პირველი მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული 24-ე მუხლის მე-2
პუნქტთან მიმართებაში საყურადღებოა, რომ დღეს არსებული კანონის 24-ე მუხლის პირველი
პუნქტი ითვალისწინებს პირთათვის არაუმეტეს 3 წლით აუდიტორული მომსახურების
განხორციელების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის
პარტნიორისათვის/აქციონერისათვის
აუდიტორული
მომსახურების
განხორციელების
აკრძალვას. თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა ზედამხედველ ორგანოს არ აქვს იმ შემთხვევაში,
როდესაც დაწყებულია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მონიტორინგი და შესაბამისი
ხარვეზის გამოვლენისას იგი მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს წარმოდგენილი ნორმა.
ამასთან,
ვინაიდან
კანონის
დღეს
მოქმედი
რედაქციით
აუდიტორების/აუდიტორული
ფირმებისათვის მონიტორინგის ჩატარებისთვის განსაზღვრულია განსხვავებული ვადები,
მიზანშეწონილად ჩაითვალა აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორისათვის
დროებით საქმიანობის აკრძალვის ვადები შესაბამისობაში იყოს მონიტორინგის ჩატარების
ვადებთან, რათა მომდევნო მონიტორინგამდე შესაძლებელი იყოს სუბიექტთა დაცვა
კანონმდებლობის
მოთხოვნებთან
შეუსაბამო
აუდიტორული
მომსახურების
განმახორციელებელი პირებისაგან.
კანონპროექტის პირველი მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 25-ე მუხლის მე-2
პუნქტი მიზნად ისახავს პროფესიული ორგანიზაციის ან/და სპეციალიზებული გამოცდების
განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას თუ მის მიერ დარღვეულია სერტიფიცირებული
ბუღალტრების რეესტრის წარმოების წესები. საყურადღებოა, რომ მე-11 მუხლის 71 პუნქტის
თანახმად სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებასა და საჯაროობა უნდა
უზრუნველყოს პროფესიულმა ორგანიზაციამ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. აქვე
აღსანიშნავია, რომ ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიულ ორგანიზაციების საქმიანობა
მოიცავს პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების
დაკმაყოფილებას, მათი წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა
(IESBACode) და ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულებას. ამ
უკანასკნელის შეუსრულებლობისათვის კი უკვე განსაზღვრულია კანონმდებლობით შესაბამისი
პასუხისმგებლობა.
კანონპროექტის პირველი მუხლის 25-ე პუნქტით ცვლილება ხორციელდება 28-ე მუხლში,
რომლის თანახმადაც განისაზღვრა, რომ ნაცვლად საქართველოს მთავრობისა საშემფასებლო
საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადება უნდა უზრუნველყოს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ამასთან, ეროვნულ ბანკს ემატება 2 (ორი) დამატებითი
ფუნქცია, კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) და
პროფესიონალ შემფასებელთა ეთიკური პრინციპების კოდექსის (CEP) ქართულენოვანი ვერსიის
სამოქმედოდ შემოღება და უზრუნველყოს შემფასებელთა ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოება
ელექტრონული ფორმით.
აღნიშნულთან მიმართებაში საყურადღებოა, რომ საერთაშორისო
სტანდარტების სამოქმედოდ შემოღების და რეესტრების მართვის ფუნქცია დღეს მოქმედი
კანონის რედაქციით სამსახურს აქვს აუდიტორებთან და აუდიტორულ ფირმებთან მიმართებაში
და
შესაბაისად,
გაგრძელდება
დამკვიდრებული
პრაქტიკის/გამოცდილების
მიხედვით.
წარმოდგენილი ცვლილებები არ იქნება დამატებითი ხარჯის გამომწვევი საზედამხედველო
რგოლისთვის, ვინაიდან სამსახურის სისტემაში არის რესურსი დაკისრებული ფუნქციების
განსახორციელებლად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების თარიღია 2020 წლის 1 მაისი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით მოხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ
ბანკთან შეერთების გზით. სამსახურის დაფინანსების წყარო 2020 წლის 1 მაისამდე იქნება
სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო 2020 წლის 1 მაისის შემდგომ - საქართველოს ეროვნული ბანკი.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის თანახმად ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზება და უერთდება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
აღნიშნული გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
მაგრამ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, ვინაიდან
კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 მაისიდან და მოხდება
სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეერთების გზით,
სამსახურის
ფუნქციონირებისათვის
1
მაისის
შემდგომ
ხარჯების
გამოყოფა
მოხდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტის ფარგლებში.
ამასთან, ვინაიდან კანონპროექტით განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები პროფესიული
ორგანიზაციებისათვის
და
სპეციალიზებული
გამოცდების
განმახორციელებელი
ორგანოებითვის, მათ მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრების წარმოების წესების
დარღვევისათვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება დააჯარიმოს
ორგანიზაცია 500-დან 5 000 ლარამდე. აღნიშნული გათვალისწინებულია პირველ შემთხვევაზე
და გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა
ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები 2020 წლის 1 მაისამდე დაფინანსდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურისათვის ბიუჯეტიდან 2019-2020 წლებში გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (2020
წლის 1 მაისამდე დაიხარჯება დაახლოებით 385000 ლარი)
ხოლო, 2020 წლის 1 მაისიდან,
კანონმდებლობით დადგენილი პროცესების დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს
ეროვნული ბანკი. კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს
საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არანაკლებ სამსახურისათვის 2020
წლისათვის
დამტკიცებული
ბიუჯეტის
ფარგლებში.ამასთან,
საქმიანობის
ეფექტურად
განსახორციელებლად, სამომავლოდ, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი რესურსის
გამოყოფა (მათ, შორის, მოიცავს საკადრო რესურსის გაზრდას, შენობა-ნაგებობი რემონტს,
არამატერიალური ქონების გაზრდა და სხვ.), ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა
და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საშუალოვადიანი ბიუჯეტი არის 1135000 ლარი
(გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიერ გაწეული ხარჯი - დაახლოებით 560,000
ლარი). ამჯერად ფაქტობრივად სამსახურში მუშაობს 25 პირი მათ შორის 5 შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ბიუჯეტის კანონით და საშუალოვადიანი დაგეგმარების
ბიუჯეტის
(BDD)
მიხედვით
გათვალისწინებული
არის
28
საშტატო
ნუსხით
გათვალისწინებული და 5 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. საშტატო ნუსხით
გათვალისწინებული
თანამშრომლების ანაზღაურება 28 კაცზე არის 965000 ლარი, ხოლო
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება 5 კაცზე 105000 ლარი, ჯამში
1070000 ლარი მთლიანად ანაზღაურებაზე. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი არის მთლიანი
ანაზღაურებიდან გამომდინარე 214000 ლარი.
ვინაიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა
და
აუდიტის
ზედამხედველობის
სამსახურის
სამართალმემკვიდრე,
რეორგანიზაციის შედეგად მოხდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემა საქართველოს
ეროვნული ბანკისათვის.
საყურადღებოა, ასევე ის გარემოება, რომ სამსახურთან არსებული ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოსათვის დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო
გათვალისწინებული
ანაზღაურება,
შესაბამისად
2020
წლის
1
მაისამდე,
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან არ მოხდება ამ მხრივ ხარჯების გაწევა და 2020 წლის 1 მაისის შემდეგ კი კანონპროექტის რედაქციით საბჭო უქმდება. შესაბამისად არ დგას სამსახურთან არსებული
საბჭოს წევრების ანაზღაურების საკითხი.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ტვირთი გადაინაცვლებს ეროვნულს
ბანკზე და 2020 წლის 1 მაისის შემდგომ სამსახურისათვის გათვალისწინებული თანხები
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებებისათვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
შეიძლება
გავრცელდეს
კანონის
მომედება.
კერძოდ,
კანონპროექტის
გარდამავალი
დებულებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სამსახურში შტატით დასაქმებული
თანამშრომლები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, 2020 წლის 1 მაისიდან,
მათივე თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ არანაკლებ
მათი სახელფასო ანაზღაურების
ტოლფას თანამდებობებზე. თანხმობის განუცხადებლობის
შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობები დარეგულირდეს კანონმდებლობით დადგენილი
წესით. გამომდინარე აქედან, ეროვნული ბანკის სისტემაში თანამდებობებზე გადაყვანამ
შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფიზიკურ პირებზე.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგს საქართველოს ეროვნული
ბანკისთვის, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1
მაისიდან და მოხდება სამსახურის რეორგანიზაცია მისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან
შეერთების გზით, სამსახურის ფუნქციონირებისათვის 1 მაისის შემდგომ ხარჯების გამოყოფა
მოხდება
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
ბიუჯეტის
ფარგლებში.
ამასთან,
იმის
გათვალისწინებით, რომ გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებულია 1 მაისის შემდგომ
თანამშრომელთა, მათივე თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანა
არანაკლებ მათი სახელფასო ანაზღაურების
ტოლფას თანამდებობებზე, შესაძლებელია
საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გახდეს ფინანსური შედეგის გამომწვევი მის სისტემაში
გათვალისწინებული
საშტატო
ერთეულებთან
სამსახურის
თანამშრომელთა
სახელფასო
ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.
კანონპროექტი ასევე გავლენის მომხდენია ეროვნულმა ბანკისათვის, რამეთუ მან უნდა
უზრუნველყოს შემფასებელთა ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოება ელექტრონული ფორმით
და საშემასებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ასახვა. ასევე, უნდა გახორციელდეს
აღნიშნული სფეროს ფუნქციონირებისათვის საჭირო სტანდარტების თარგმნა. აღნიშნული
ფუნქციების შესასრულებლად, დაახლოებით საჭირო იქნება 20000 ლარამდე თანხის გამოყოფა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს პირთათვის არაუმეტეს 6 წლით აუდიტორული
მომსახურების
განხორციელების
ან/და
აუდიტორულ
დასკვნაზე
ხელის
მოწერის
და
აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის/აქციონერისათვის აუდიტორული მომსახურების
განხორციელების აკრძალვას.
ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის
წარმოების ფუნქციის გადაცემა პროფესიული ორგანიზაციებისათვის. ასევე საჯარიმო სანქციები
მათ მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრების წარმოების წესების დარღვევისათვის.
რაც გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ სამართალდარღვევას, ზუსტი
ოდენობა
კი
დამოკიდებულია
გასათვალისწინებელია,
რომ
ჩადენილ
სამართალდარღვევათა
სერტიფიცირებული
ბუღალტრების
ოდენობაზე.
ამასთან,
რეესტრის
წარმოება
პროფესიული ორგანიზაციებისათვის სიახლეს არ წარმოადგენს საქართველოში, პროექტის
მიღებით ხორციელდება მისი საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია, ხოლო, ამასთან დაგეგმილი
რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა,
რაც
არ
მოითხოვს
იმაზე
მეტ
ფიზიკურ
თუ
მატერიალურ
რესურს
პროფესიული
ორგანიზაციებისგან, რაც მათ დღეს მოქმედი ფუნქციების შესასრულებლად აქვთ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის თანახმად, სანქციები ვრცელდება მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნის
დარღვევისათვის, კერძოდ, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ
ფირმას არ აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „აუდიტორი“/სიტყვები
„აუდიტორული
ფირმა“.
ხოლო,
აღნიშნული
ნორმის
დარღვევის
შემთხვევაში
მასზე
გამოყენებული იქნება შემდეგი სანქციები: წერილობითი გაფრთხილება და ფულადი ჯარიმა.
ფულად ჯარიმასთან მიმართებაში საყურადღებოა, კანონის 24 მუხლი, რომლითაც დღეს მოქმედი
რედაქციით უკვე დადგენილია ჯარიმები პირისათვის, აუდიტორისთვის, აუდიტორული
ფირმისთვის ან მისი გარიგების პარტნიორისათვის.
პროექტი ითვალისწინებს ასევე, პროფესიული ორგანიზაციების ან/და სპეციალიზებული
გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას 500-დან 5000 ლარამდე, თუ მათ მიერ
მოხდება სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოების წესების დარღვევა.
აღნიშნული გათვალისწინებულია პირველ შემთხვევაზე და გავლენის ზუსტი ოდენობა
დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა ოდენობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ისეთი
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
გამოყენებული