„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
- „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე
სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების
შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე;“.
2. მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის ან გაკოტრების/რეაბილიტაციის
რეჟიმის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა
აღიარებული;“.
3. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ჰ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ
გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი;
ჰ1) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირისაგან დაქირავებით
მუშაობით მიღებული შემოსავალი.“.
4. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ გაკოტრების
რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება;“.
5. 153-ე მუხლის 51 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით
სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ
ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:
ა) გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის
(პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი
დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ
სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად საშემოსავლო/მოგების
გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს;
ბ) გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის
(პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი
დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ
სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გაცემული შრომის
ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს.“.
6. 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
და
„ზ) პირი, რომლის გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციაც ხდება „რეაბილიტაციისა
კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.“.
7. 159-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის დაწყება.“;
ბ) მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში −
სასამართლოს მიერ
გამოქვეყნებიდან.“.
გამოტანილი
გაკოტრების
რეჟიმის
დაწყების
შესახებ
განჩინების
8. 171-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და
კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე განჩინების
კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების
რეჟიმის დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი
წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის
დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად დღგის დეკლარაციებს არ წარადგენს.“.
9. 1761 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის,
პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად,
ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (გადახდისუუნარობის მასის
მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის
განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა გადახდისუუნარობის მასის
ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა, დღგ-ით არ იბეგრება:
ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის
რეალიზაცია;
ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია;
დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია.“.
10. 205-ე მუხლის 101 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„101. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით
სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ
ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის
დაწყებამდე
სრული/არასრული
საგადასახადო
პერიოდის
(პერიოდების)
წარუდგენელი
დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ
სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად ქონების გადასახადის
დეკლარაციებს არ წარადგენს.“.
11. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ4) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება;“.
12. 238-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული
ღონისძიებები საწარმოთა მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ
განცხადების
დასაშვებად
ცნობის
თაობაზე
კანონიერ
ძალაში
შესული
სასამართლო
გადაწყვეტილების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების
მიზნით.“.
13. 239-ე მუხლის:
ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოთხოვნის უპირატესობა „რეაბილიტაციისა და
კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
საქმის წარმოების ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ განისაზღვრება იმავე
წესით,
რომელიც
დაკმაყოფილების
არსებობდა
შესახებ“
„რეაბილიტაციისა
საქართველოს
კანონის
და
კრედიტორთა
შესაბამისად
საქმის
კოლექტიური
წარმოების
ან
რესტრუქტურიზაციის რეჟიმის დაწყებამდე.“;
ბ) მე-9 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული
ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;“.
14. 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც
კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი
ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ
პარტნიორად.“.
15. 272-ე მუხლის მე-3 და 31 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე
სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების, რეაბილიტაციის
რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ან საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის
ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, აღნიშნული რეჟიმების დაწყებამდე
არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა წყდება.
31. სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე განჩინების
კანონიერ ძალაში შესვლიდან გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდეგ წარმოშობილ
საგადასახადო დავალიანებას საურავი არ ერიცხება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური
დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება
როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე
მისი შინაარსი და კანონში გამოყენებული ტერმინები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული
საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის
აუცილებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერმინოლოგიური უზუსტობები და
უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
სათაურსა
და
ამავე
კანონპროქტით
გათვალისწინებულ
რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის,
რომ
უზრუნველყოფილი
იქნეს
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი
კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
საგადასახადო
კოდექსი
შესაბამისობაში
იქნება
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ტერმინოლოგიური ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის
ცალკეულ მუხლებში და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის
ნაცვლად, მიეთითება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სახელწოდება - „რეაბილიტაციისა
და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, მოქმედი
კოდექსით გათვალისწინებული ტერმინი - „სამეურვეო ქონება“ იცვლება „გადახდისუუნარობის მასით“,
„განცხადების წარმოებაში მიღება“ - „განცხადების დასაშვებად ცნობით“, „გაკოტრების საქმის წარმოების
დაწყება“ - „გაკოტრების რეჟიმის დაწყებით“, „რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყება“ „რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებით“; კოდექსის 252-ე მუხლში ზუსტდება მითითებითი ნორმა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.