„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.03.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/457/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.019766) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ღ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ.ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ან დასრულებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად, მათ შორის, გადახდისუუნარო მხარის მიმართ, გარკვეულ შემთხვევაში − გარანტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, რომელიც თავდებად უდგება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარეს. დაუშვებელია აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეჩერება, იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება ან სხვაგვარად შეზღუდვა ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო მმართველის/რეაბილიტაციის ორგანოს, ლიკვიდატორის, მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, გაკოტრების დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის ნებისმიერი ქმედებით, რეჟიმთან დაკავშირებული კანონის ნებისმიერი დებულებით, რომელიც ამოქმედებულია გადახდისუუნარო მხარის მიმართ, ან ამ კანონის ნებისმიერი სხვა დებულებით, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარო მხარის მიმართ, თუ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის უფლებამოსილება, შეწყვიტოს ან საცილო გახადოს რომელიმე გარიგება ან ხელშეკრულება, არ დააბრკოლებს ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტას, ლიკვიდაციას ან/და დაჩქარებას. თუ ეს უფლებამოსილება მაინც იქნა გამოყენებული, იგი გამოიყენება ყველა ასეთი კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ნეტთანხის მიმართ, რომელიც შესაბამისი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებების შესაბამისად დაანგარიშდება.“; გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადმინისტრაციულ ან მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორს, გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს, დროებით ადმინისტრატორს, სპეციალურ მმართველს ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ სხვა პირს უფლება არა აქვს, შეწყვიტოს ან სადავო გახადოს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ქმედება: ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში გადახდისუუნარო მხარის მიერ მეორე მხარისთვის თანხის, ფინანსური გირავნობის საგნის ან ნებისმიერი სხვა უფლების გადაცემა, მისი შეცვლა ან ჩანაცვლება; ბ) მიწოდების ან გადახდის ვალდებულება, რომელიც გადახდისუუნარო მხარეს წარმოეშვა მეორე მხარის მიმართ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით და რომელიც მიიჩნევა სხვა კრედიტორისთვის ზიანის მომტან ან უპირატესობის მიმნიჭებელ ქმედებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება, რომ გადახდისუუნარო მხარემ განახორციელა აღნიშნული გადარიცხვა (გადაცემა) ან აიღო ვალდებულება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალა, დაეყოვნებინა ან მოეტყუებინა ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდისუუნარო მხარის კრედიტორია ან მისი კრედიტორი გახდა ამ გადარიცხვის (გადაცემის) ან მიწოდების ან გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს ან ამის შემდეგ. 7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 372 მუხლის მე-2 პუნქტითა და სასამართლოს, ლიკვიდატორის, 3711 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის მიერ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან მორატორიუმი ვერ შეზღუდავს ან ვერ დააყოვნებს კანონის შესაბამისად დადებული და აღსრულებადი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებას ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად.“. 3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეალიზაციის პირობების სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციების მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ დამტკიცება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც იცვლება როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება, ისე მისი შინაარსი და კანონში გამოყენებული ტერმინები. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცალკეული საკანონმდებლო აქტების სათანადო ნორმების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერმინოლოგიური უზუსტობები და უზრუნველყოფილ იქნეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სათაურსა და ამავე კანონპროქტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსობრივი შესაბამისობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ უზრუნევლყოფილი იქნეს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტთან შესაბამისობა, აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგეად, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითება გაკეთდება არა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, არამედ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალ კანონზე. ამასთან, ზურუნველყოფილი იქნება ტერმინოლოგიური შესაბამისობაც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის „ღ.ბ“ ქვეპუნქტში, რომელშიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, მიეთითება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სახელწოდება - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამავე პუნქტში ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილებები. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი აღარ იცნობს „მეურვის“ ცნებას, ამ უკანსკნელის ფუნქციები კი გადანაწილებულია პროცესის რამდენიმე მონწილეს შორის, კანონის მე-4 და მე-9 მუხლებიდან ამოღებულია მითითება „მეურვეზე, ხოლო სანაცვლოდ, დამატებულია მმართველთან/რეაბილიტაციის „რეაბილიტაციის მმართველთან ზედამხედველი“, ერთად რომელიც უზრუნველყოფს გაკოტრების მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.