საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-17
ბიუროს ნომერი 336
📜 ტექსტი
წერილი
N 01/158
16/03/2020
158-01-2-202003161724
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო არჩილ,
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გიგზავნით ინფორმაციას
საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.
პატივისცემით,
ზაზა თავაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
დანართი
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო
ინფორმაცია საქართველოში
კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე
2019
1
სარჩევი
შესავალი ...................................................................................................................................... 4
1.
პრაქტიკის მიმოხილვა ................................................................................................... 6
1.1.
განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე მიღებული აქტები .................................................................... 6
1.1.1.
კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების დასაბუთებულობის მოთხოვნა............ 7
1.1.2.
კონსტიტუციური სარჩელის წარდგენა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ............ 14
1.1.3.
საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობა ............................................................... 20
1.1.4.
კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული
ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ .......... 24
1.2.
ნორმის მოქმედების შეჩერება ............................................................................................................... 27
1.3.
გადაწყვეტილების დამძლევი ნორმები ............................................................................................... 32
1.4.
გადაწყვეტილებები ................................................................................................................................. 36
1.4.1.
პირველი კოლეგია ............................................................................................................. 36
1.4.2.
მეორე კოლეგია ................................................................................................................... 55
2.
საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა ღონისძიებები ...................................... 68
2.1.
საჯარო კომუნიკაცია, საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობა ................................... 68
2.2.
საზაფხულო სკოლები ............................................................................................................................ 69
2.2.1.
საზაფხულო სკოლა კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში ...... 70
2.2.2.
საზაფხულო
სკოლა
"ადამიანის
უფლებათა
დაცვის
ევროპული
და
კონსტიტუციური სტანდარტები" .................................................................................................... 71
2.2.3.
საზაფხულო სკოლა “გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს
პრაქტიკაში” ......................................................................................................................................... 71
2.3.
საერთაშორისო ურთიერთობები .......................................................................................................... 72
2.3.1.
სასამართლოს
თავმჯდომარის/წევრების
2019
წელს
განხორციელებული
მნიშვნელოვანი ვიზიტები ................................................................................................................ 72
2.3.2.
ევროპული კომისია დემოკრატიის დასაცავად სამართლის მეშვეობით (ვენეციის
კომისია) 80
3.
კონსტიტუციური
კანონიერების
განმტკიცების
მნიშვნელოვანი
მიმართულებები ....................................................................................................................... 81
3.1.
2019 წელს დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები ................................... 81
3.2.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ელექტრონული
რესურსების
განვითარების
მიმართულებით გაწეული სამუშაოები ............................................................................................................. 87
3.3.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განწესების საკითხი .............................. 87
4.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებების
აღსრულება
და
გადაწყვეტილებებით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია ............................... 88
2
4.1.
სისტემური ცვლილებების საჭიროება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი
კონსტიტუციური სტანდარტების კანონმდებლობაში იმპლემენტაციისათვის ........................................ 88
4.2.
სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გადავადება................................................................. 90
4.2.1.
საქმეები, რომლებზეც საკანონმდებლო ცვლილებები არ მიღებულა ...................... 91
4.2.2.
საქმეები, რომლებზეც საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ............... 94
4.2.3.
საქმეები, რომლებზეც უფლებამოსილმა ორგანოებმა საკითხი მოაწესრიგეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და საქმეები,
რომლებზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსაზღვრული ვადა არ
ამოწურულა ......................................................................................................................................... 97
4.2.4.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებებით
დადგენილი
კონსტიტუციური სტანდარტების იმპლემენტაცია საერთო სასამართლოების მიერ ............ 98
5.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკური
მიმოხილვა ............................................................................................................................... 100
3
შესავალი
დემოკრატიული,
სოციალური
და
სამართლებრივი
სახელმწიფოს
დამკვიდრებისკენ სწრაფვა არის ის ძირითადი იდეა, რომელსაც ეფუძნება
საქართველოს კონსტიტუცია. ამ ღირებულებათა სრულყოფილი რეალიზაცია
მხოლოდ კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფით, მასში გამოხატული
პრინციპების ერთგულებით მიიღწევა. კონსტიტუციის უზენაესობის აღსრულება
ხელისუფლების თითოეული შტოს უპირობო ვალდებულებაა, თუმცა ამ
პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება საკონსტიტუციო სასამართლოს,
რომელიც, კონსტიტუციის დებულებების განმარტების გზით, უზრუნველყოფს
ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და ადამიანის ძირითადი უფლებების
დაცვას.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
საქმიანობის
ძირითადი
ნაწილი
მიმართულია ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე
ნორმატიული
აქტების
კონსტიტუციურობის
შემოწმებისკენ,
რათა
ხელისუფლებამ გაუმართლებლად არ შეზღუდოს ადამიანის უფლებები და
ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი
დადგინდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტი ბევრად
უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული მოსარჩელის ინტერესების
დაკმაყოფილება. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით
არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები კარგავს იურიდიულ ძალას და
გავლენას
ახდენს
საზოგადოების
თითოეული
წევრის
უფლებრივ
მდგომარეობაზე, ამასთანავე, გადაწყვეტილებით დგინდება ხელისუფლების
ყველა
შტოსათვის
შესასრულებლად
სავალდებულო
კონსტიტუციური
სტანდარტები. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისა და მისი პრაქტიკის შესახებ
სრულყოფილი
ინფორმაცია
მიეწოდოთ
როგორც
ხელისუფლების
წარმომადგენლებს, ისე - საზოგადოების თითოეულ დაინტერესებულ წევრს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარე
წელიწადში
ერთხელ
საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს
უზენაეს
სასამართლოს
წარუდგენს
ინფორმაციას
საქართველოში
კონსტიტუციური კანონიერების შესახებ. წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
2019
წელს
განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას: საკონსტიტუციო სასამართლოს
პრაქტიკაში გამოვლენილ სიახლეებსა და ცვლილებებს, საკონსტიტუციო
კონტროლის
განხორციელებისას
წარმოშობილ
სირთულეებს
და
4
კონსტიტუციური კანონიერების განმტკიცების იმ აქტუალურ მიმართულებებს,
რომელთა შესახებაც საზოგადოების ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს
კონსტიტუციის უზენაესობის ეფექტურად დაცვას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა იმთავითვე
შეზღუდულია საქართველოს კონსტიტუციით და მასში გამოხატული
ღირებულებათა წესრიგით. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს
პრაქტიკის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო
საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების ძალაში
შესვლა. დასახელებული ცვლილებების შედეგად, განსხვავებულად ჩამოყალიბდა
ძირითადი უფლების დამდგენი რიგი დებულებების ფორმულირება და მათი
შეზღუდვის საფუძვლები, რაც შესაძლოა, წარმოშობდეს საკონსტიტუციო
სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკის შეცვლის და ახლებურად გააზრების
საჭიროებას. ამ ცვლილებების ფონზე, გარკვეულწილად, იზრდება წინამდებარე
დოკუმენტის დატვირთვა, რამდენადაც მასში ასახულია გასული წლის
განმავლობაში
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკით
დადგენილი
სტანდარტი, რომელიც შესაძლოა, საინტერესო იყოს როგორც ნებისმიერი
პოტენციური მოსარჩელისათვის, ისე დარგით დაინტერესებული პირებისა და
ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთათვის.
გასულ წელს მომხდარი მნიშვნელოვანი სიახლეებიდან ასევე აუცილებელია,
აღინიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული ვებგვერდის ამოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე ქვეყნდება
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და სამართალწარმოების სხვა
დოკუმენტები.
მოქმედი
კანონმდებლობის
თანახმად,
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება
მნიშვნელოვან
სამართლებრივ
შედეგებს
უკავშირდება.
მაგალითად,
არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა, როგორც წესი, იურიდიულ ძალას
კარგავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ამოცანაა, ვებგვერდი მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი
იყოს და ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
შეძლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებისა და სხვა
ინფორმაციის მოძიება.
წინამდებარე დოკუმენტი შედგება 5 თავისგან. I თავი შეეხება საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის პრაქტიკის მიმოხილვას. დოკუმენტის
ამ
ნაწილში
დეტალურად
არის
განხილული
კონსტიტუციური
სარჩელის/წარდგინების დასაბუთებულობის მოთხოვნები და მათი არსებითად
განსახილველად არმიღების საფუძვლები, ასევე განმწესრიგებელი სხდომის
ეტაპზე გამოვლენილი აქტუალური პრობლემები. I თავი აგრეთვე შეიცავს
ინფორმაციას სადავო ნორმის ან/და მისი სათანადო ნაწილის მოქმედების
შეჩერებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმოხილულია როგორც სადავო ნორმის
მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული ზოგადი
მიდგომები და ძირითადი სტანდარტები, ასევე გასული წლის განმავლობაში
მიღებული აქტები, რომლებიც ნორმის მოქმედების შეჩერებას უკავშირდება. ამავე
თავში მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ყველა
5
გადაწყვეტილებისა და გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებთან დაკავშირებით
მიღებული განჩინებების მოკლე მიმოხილვა.
დოკუმენტის II თავი შეიცავს ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო
ღონისძიებების შესახებ. III თავი ეთმობა 2019 წელს ქვეყანაში კონსტიტუციური
კანონიერების განმტკიცების მნიშვნელოვანი მიმართულებების მიმოხილვას. IV
თავში
განხილულია
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულებისა და გადაწყვეტილებებით დადგენილი
კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების იმპლემენტაციის საკითხი.
დაბოლოს, წინამდებარე დოკუმენტის V თავში წარმოდგენილია
სტატისტიკური მონაცემები 2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში
რეგისტრირებული სარჩელების, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების,
მიღებული აქტებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების სხვა აქტუალური
საკითხების შესახებ.
დოკუმენტი, მასში წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე,
პრაქტიკული
მნიშვნელობის
იქნება
არა
მხოლოდ
საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის,
არამედ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი
კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის მსურველ პირებს,
მედიის
წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,
სტუდენტებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით დაინტერესებულ
სხვა პირებს.
1.
პრაქტიკის მიმოხილვა
1.1.
განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე მიღებული აქტები
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით,
კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება არსებითად განსახილველად არ მიიღება,
თუ იგი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ და
მატერიალურ მოთხოვნებს, მაგალითად, შემოტანილია არაუფლებამოსილი
სუბიექტის მიერ, დაუსაბუთებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს
სადავო საკითხზე მსჯელობის კომპეტენცია, დარღვეულია სუბსიდიურობის
მოთხოვნა და სხვა. განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე ხდება აღნიშნული
მოთხოვნების
დარღვევით
წარდგენილი
კონსტიტუციური
სარჩელების/წარდგინებების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმა,
რაც იცავს სასამართლოს უსაფუძვლო/დაუსაბუთებელი კონსტიტუციური
სარჩელების/წარდგინებებისაგან და ემსახურება ეფექტური საკონსტიტუციო
კონტროლის განხორციელებას. ამრიგად, მნიშვნელოვანია საზოგადოების, მათ
შორის,
პოტენციური
მოსარჩელეების
ინფორმირება
კონსტიტუციური
სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლებთან
დაკავშირებით, რათა მათთვის ცხადი და მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს
6
ყველა ის გარემოება, რომელმაც შეიძლება წარდგენილი კონსტიტუციური
სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმა გამოიწვიოს.
1.1.1.
მოთხოვნა
კონსტიტუციური
სარჩელის/წარდგინების
დასაბუთებულობის
კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად
მიღების წინაპირობებიდან მნიშვნელოვანია, გამოიყოს დასაბუთებულობის
მოთხოვნა, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმისაგან შედგება. „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული
უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის
მტკიცებულებანი,
რომლებიც,
მისი
აზრით,
ადასტურებენ
სარჩელის
საფუძვლიანობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური
სარჩელის დასაბუთებისათვის აუცილებელია, სხვა მოთხოვნებთან ერთად,
დაკმაყოფილებული იყოს ორი მოთხოვნა ა) დასაბუთება შინაარსობრივად
შეეხებოდეს სადავო ნორმას და ბ) დასაბუთებული იყოს შინაარსობრივი
მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომელთან
დაკავშირებითაც არის მოთხოვნილი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
ა) დასაბუთება შინაარსობრივად არ შეეხება სადავო ნორმას
კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის სწორად
აღქმა. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს
ნორმატიული აქტის მხოლოდ რეალური შინაარსის კონსტიტუციურობა.
შესაბამისად, აუცილებელია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს გასაჩივრებული
ნორმის შინაარსს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის
ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეთა მხრიდან სადავო ნორმის შინაარსის
არასწორი აღქმა კვლავაც აქტუალური პრობლემაა. ქვემოთ განხილული იქნება
კონკრეტული
კონსტიტუციური
სარჩელები,
რომლებიც
არსებითად
განსახილველად არ იქნა მიღებული სწორედ ხსენებული პრობლემის გამო.
მაგალითად, საქმეზე „გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1417)1 მოსარჩელე სადავოდ ხდიდა
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 და მე-5
პუნქტების კონსტიტუციურობას. სადავო ნორმებით წესრიგდებოდა უკანონოდ
გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებული
ურთიერთობები და განისაზღვრებოდა, რომ აღდგენასთან ერთად, პირს ეძლეოდა
განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე წელთა
ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო. ამასთან, სადავო ნორმების
მიხედვით, თუ პირის აღდგენა შეუძლებელი იყო, იგი ირიცხებოდა მოხელეთა
1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/20/1417 განჩინება
საქმეზე „გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
7
რეზერვში და დასახელებულ ფინანსურ ანაზღაურებასთან ერთად, მიეცემოდა
კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის
განმავლობაში.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო
მოხელისათვის განაცდური სარგოს და სხვა დანამატების ანაზღაურება
დაკავშირებული იყო მოხელის სამსახურში აღდგენასთან ან რეზერვში
ჩარიცხვასთან. შესაბამისად, სადავო ნორმების გამო მას ერთმეოდა
შესაძლებლობა, მოეთხოვა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება თანამდებობაზე
აღდგენის მოთხოვნის გარეშე. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ განაცდურის
მიღების კანონით განსაზღვრული წინაპირობები, თანამდებობაზე აღდგენა და
რეზერვში ჩარიცხვა უსაფუძვლოდ აყოვნებდა უკანონოდ გათავისუფლებული
მოხელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავდნენ
სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის უფლებას, მოეთხოვა
თანამდებობაზე აღდგენა, მიეღო განაცდური თანამდებობრივი სარგო, საკლასო
დანამატი და კომპენსაცია. ამასთან, სადავო ნორმები საერთოდ არ შეეხებოდა
მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეულ საკითხებს. კერძოდ, სადავო ნორმები
არ აწესრიგებდა, პროცესუალურად რა ტიპის ან რა მოცულობის მოთხოვნის
დაყენების უფლება უნდა ჰქონოდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ
პირს, აგრეთვე, რა წესით ან რა ვადაში უნდა აღსრულებულიყო მოხელის
უკანონოდ გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილობის თაობაზე მიღებული
სასამართლოს გადაწყვეტილება. მით უფრო, ნორმები არ შეიცავდა რაიმე
აკრძალვას უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზიანის
ანაზღაურების დამოუკიდებლად მოთხოვნასთან დაკავშირებით. ყოველივე
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ
მოსარჩელეს არასწორად ესმოდა სადავო ნორმების შინაარსი და კონსტიტუციური
სარჩელი, დაუსაბუთებლობის გამო, არ მიიღო არსებითად განსახილველად.
საქმეზე „დავით თორაძე და „შპს თორაძე და პარტნიორები“ საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1393)2 მოსარჩელე მხარე
სადავოდ ხდიდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
ნორმებს, რომელთა თანახმადაც, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება
სავალდებულო იყო ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული
შემოსავლის ნაწილში. ამასთან დასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე
ხდებოდა მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე. მოსარჩელე მხარე
მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა არღვევდა საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის
თავისუფლებას, რადგან დასაქმებულის საპენსიო სქემაში გაწევრიანება
წარმოშობდა დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის
გადახდის ვალდებულებას.
2
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/14/1393 განჩინება
საქმეზე „დავით თორაძე და „შპს თორაძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ".
8
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ
სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავდა დასაქმებულის საპენსიო სქემაში
გაწევრიანების ვალდებულებას და გაწევრიანების დროს, თუმცა არ მიუთითებდა
დასაქმებულის მიერ რაიმე ტიპის შენატანის განხორციელების შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანების
ვალდებულება თავისთავად არ ნიშნავდა სქემის მონაწილისათვის რაიმე ტიპის
ფინანსური ტვირთის დაკისრებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ
წარმოდგენილი არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდა არა სადავო ნორმებს,
არამედ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებებს,
რომლებითაც განისაზღვრებოდა დასაქმებულის/დამსაქმებლის მიერ შენატანის
გადახდის ვალდებულება. ხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და
არ მიიღო არსებითად განსახილველად.
ბ) არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და
კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომელთან დაკავშირებითაც არის
მოთხოვნილი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა
კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების კიდევ ერთი
წინაპირობაა, რომ მოსარჩელემ დაასაბუთოს ცხადი შინაარსობრივი მიმართება
სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. კონსტიტუციით
გარანტირებული
ძირითადი
უფლებები
მნიშვნელოვნად
განსხვავდება
ერთმანეთისაგან დაცული სფეროს, უფლებაში ჩარევის საფუძვლებისა და სხვა
მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად, ცალკეულ უფლებებთან მიმართებით
სახელმწიფოს გააჩნია მიხედულების უფრო ფართო ზღვარი და თავისუფალი
მოქმედების მეტი ფარგლები, მაშინ როდესაც გარკვეული უფლებები
აბსოლუტური ხასიათისაა და მათი შეზღუდვა დაუშვებელია. ამგვარი
კონსტიტუციური წესრიგი ქმნის თითოეული უფლების შინაარსისა და
ფარგლების სწორი განმარტების საჭიროებას. ძირითადი უფლებების სწორი
განმარტება და დაცვა გართულდება, თუ უფლების შეზღუდვა არ შეფასდა
შესაბამის კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით.
ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმიდან
მომდინარე შეზღუდვის ზუსტად წარმოჩენას და კონსტიტუციის რელევანტური
დებულების იდენტიფიცირებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის
ანალიზი მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მიერ კონსტიტუციური უფლებების
შინაარსისა და ფარგლების არასწორი აღქმა კვლავ აქტუალური პრობლემაა.
მაგალითად, საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1437)3
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, მათ შორის, იმ ნორმების კონსტიტუციურობას,
რომელთა თანახმადაც, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ
3
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1/10/1437 საოქმო
ჩანაწერი საქმეზე „შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“.
9
მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრებოდა
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ
სადავო ნორმებით სახელმწიფოს შეეძლო ავტოსატრანსპორტო საშუალების
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრა, რითაც ამ
ურთიერთობის მონაწილეებს ეზღუდებოდათ განსხვავებულ ფასზე შეთანხმების
შესაძლებლობა.
მოსარჩელის
პოზიციით,
ხსენებული
ურთიერთობა
კერძოსამართლებრივი ხასიათის იყო და მისი საფასურის განსაზღვრის უფლება
უნდა ჰქონოდა არა სახელმწიფოს, არამედ - ამ ურთიერთობის მხარეებს.
შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მომსახურების ფასის განსაზღვრაში
სახელმწიფოს ჩარევა ზღუდავდა მეწარმეობისა და თავისუფალი კონკურენციის
უფლებებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ ამა თუ
იმ მომსახურებისათვის საფასურის განსაზღვრა ზღუდავს ურთიერთობის
მონაწილეთა ნების თავისუფლებას და განსხვავებულ ფასზე შეთანხმების
შესაძლებლობას. ამასთან, მხარეთა უფლება, თავად განსაზღვრონ მომსახურების
ფასი, დაცულია საკუთრების უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლომ
მიუთითა, რომ მეწარმე სუბიექტის საკუთრების უფლების შეზღუდვა
თავისთავად მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვასაც არ ნიშნავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მეწარმეობის თავისუფლების
მიზანმიმართულება არ არის მეწარმე სუბიექტების საკუთრების უფლების დაცვა.
მეწარმეობის თავისუფლების უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად, უნდა
გამოკვეთილიყო საკუთრების უფლების დაცული სფეროს გარეთ არსებული
ურთიერთობების შეზღუდვა. საკუთრების უფლების შეზღუდვის გარდა
მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც მეწარმეობის
თავისუფლების შეზღუდვას წარმოაჩენდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო სახეზე შინაარსობრივი მიმართება სადავო
ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცულ
უფლებას შორის და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური
სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად.
საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი
№1354)4
მოსარჩელე
სადავოდ
ხდიდა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
ნორმას,
რომელიც
ითვალისწინებდა
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
პროსტიტუციისათვის.
მოსარჩელე
მიუთითებდა, რომ პროსტიტუციის ჩამდენი პირი, რომლის მიმართაც
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისას განხორციელდა ძალადობა, ვერ
მიმართავდა
სამართალდამცველ
ორგანოებს
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშის გამო. შესაბამისად,
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ
პოზიტიურ ვალდებულებას, დაეცვა ძალადობის მსხვერპლი, რითაც ირღვეოდა
ღირსების უფლება.
4
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო
ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
10
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს, მასზე
დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, მოეთხოვება პირის
მიმართ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის აღკვეთის, პრევენციისა თუ
გამოძიებისათვის საჭირო ადეკვატური ზომების მიღება, იმის მიუხედავად, ამ
პირს თავად აქვს თუ არა რაიმე სამართალდარღვევა ჩადენილი. საკონსტიტუციო
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია უთანაბრდებოდა
სამართალდარღვევის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების
მოთხოვნას იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ მის მიმართ განხორციელდა
ძალადობის ფაქტი და ის სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის
დაკისრების
შიშით
ვერ
მიმართავდა
სამართალდამცავ
ორგანოებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა იყო
დაუსაბუთებელი, რადგანაც მას არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია,
რომლითაც
წარმოჩნდებოდა,
რომ
ღირსების
უფლება
მოითხოვს
სამართალდარღვევის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო
დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და ღირსების
უფლებას შორის.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ასევე გამოიკვეთა სადავო
ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ სამართლიანი
სასამართლოს უფლებას შორის შინაარსობრივი მიმართების დასაბუთების
პრობლემა. გასული წლის განმავლობაში გამოვლინდა, რომ მოსარჩელეები რიგ
შემთხვევებში
ითხოვენ
მატერიალური
უფლების
არსებობასთან
ან
შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხების სამართლიანი სასამართლოს
უფლებასთან მიმართებით შეფასებას, აგრეთვე არასწორად აღიქვამენ
სასამართლოში გასაჩივრების უფლების მოქმედების ფარგლებს.
ბ.ა)
მატერიალური უფლების შეზღუდვის გასაჩივრება სამართლიანი
სასამართლოს უფლებასთან მიმართებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად,
სამართლიანი სასამართლოს უფლება ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით
დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის
სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს
უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან
გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული
უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს. აღნიშნული
განმარტებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სამართლიანი სასამართლოს
უფლების შეზღუდვა სახეზე იქნება მაშინ, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს
კონსტიტუციით ან კანონით აღიარებული უფლების/სამართლებრივი ინტერესის
სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას. თუმცა, თუ სადავო ნორმა
მიმართულია თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის
შეზღუდვის ან/და გაუქმებისაკენ, მაშინ ადგილი აქვს არა უფლების დაცვის
საპროცესო მექანიზმების შეზღუდვას, არამედ თავად ამ უფლების მატერიალური
11
შინაარსის რეგულირებას და იგი ვერ შეფასდება სამართლიანი სასამართლოს
უფლებასთან მიმართებით.
მაგალითად, საქმეზე „თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1382)5 სადავოდ გამხდარი ნორმების
თანახმად, პირს, რომელსაც წინათ არ მიუმართავს სასამართლოსთვის
განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება
ჰქონდა, შესაბამისი განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის „საქართველოს
მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და
რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011
წლის 19 აპრილს განხორციელებული ცვლილების ამოქმედებიდან ერთი წლის
განმავლობაში. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის
მიხედვით, მოსარჩელე თავს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევდა.
აღნიშნული
სტატუსის
მინიჭებისთვის
სასამართლოსთვის
მიმართვის
შესაძლებლობის კონკრეტული ვადით შეზღუდვა კი - ხელს უშლიდა
დარღვეული უფლებების აღდგენაში. აქედან გამომდინარე, იგი მიუთითებდა,
სადავო ნორმა არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი
პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს
კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოსათვის მიმართვა პოლიტიკური
რეპრესიების მსხვერპლად აღიარების ერთადერთი საშუალება იყო. შესაბამისად,
ამ პროცედურით ხდებოდა არა რომელიმე ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, არამედ - თავად სტატუსის მინიჭების
საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, სადავო ნორმა, რომლითაც შემოიფარგლა
სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, ავტომატურად დროში შემოფარგლავდა
რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესაძლებლობას, რაც მატერიალურ უფლების
შეზღუდვას
ქმნიდა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
საკონსტიტუციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების
შესაძლებლობის 1 წლის ვადით შემოფარგვლა, თავისი არსით, მატერიალური
უფლების რეგულირება იყო და არა საპროცესო წესი. შესაბამისად, სახეზე არ იყო
უფლების ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის
საპროცესო უფლების შეზღუდვა და ამ კუთხით, კონსტიტუციური სარჩელი
დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
ბ.ბ)
იმგვარი
ნორმის
გასაჩივრება,
სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას
რომელიც
არ
ზღუდავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი
სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლების
ყველა უფლებაშემზღუდველი გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში
გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთანავე, კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს
და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ
5
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის N2/19/1382 განჩინება
საქმეზე „თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
12
შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს
კანონის მიერ მისი აღიარების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს
მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ
არის განსაზღვრული. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს,
რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსი და ფარგლები თავად
საქართველოს კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა
შესაძლებელია
გასაჩივრების
შესაძლებლობის
საკანონმდებლო
აქტით
დადასტურების გარეშეც. ამის მიუხედავად, ხშირია შემთხვევები, როდესაც
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ თუ საკანონმდებლო აქტში პირდაპირ არ არის
მითითებული სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობაზე, იგი ამ უფლებით
ვერ სარგებლობს და ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მაგალითად, საქმეზე „ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1378)6 მოსარჩელე სადავოდ ხდიდა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის
კონსტიტუციურობას. სადავო ნორმის მიხედვით, საქართველოს სახალხო
დამცველზე არ ვრცელდებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მოქმედება. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ნორმა ართმევდა საქართველოს სახალხო
დამცველის მიერ მის მიმართ გამოცემული რეკომენდაციის სასამართლოში
გასაჩივრების შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო
სასამართლომ
განმარტა,
რომ
საქართველოს
კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სასამართლოსათვის
მიმართვის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა პირდაპირი
საკანონმდებლო ჩანაწერი ხელისუფლების ორგანოს მიერ მიღებული
უფლებაშემზღუდველი აქტის/გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების
შესაძლებლობის შესახებ. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა
საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საერთო
სასამართლოებს აქვთ მართლმსაჯულების განხორციელების კომპეტენცია, რაც,
მათ
შორის,
უფლებაშემზღუდველი
აქტების/ქმედებების
კანონიერების
სასამართლო კონტროლსაც გულისხმობს. აღნიშნულის გათვალისწინებით,
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლიანი სასამართლოს
უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებული იყო, მიეთითებინა
იმგვარ უფლებაშემზღუდველ საკანონმდებლო აქტზე, რომელიც მას ართმევდა
მის მიმართ მიღებული უფლებაშემზღუდველი გადაწყვეტილების (ქმედების)
გასაჩივრების შესაძლებლობას. ხოლო ამგვარი აქტის არარსებობის პირობებში,
პირს შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის
პირველი პუნქტის საფუძველზე, მიემართა სასამართლოსთვის საკუთარი
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმის მიხედვით,
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა არ წესრიგდებოდა საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ამავდროულად, ნორმას არ გააჩნდა
რაიმე
სხვა,
მით
უფრო,
გარკვეული
სამართლებრივი
მოქმედების
6
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/10/1378 განჩინება საქმეზე
„ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
13
განხორციელების ამკრძალავი ხასიათი. საკონსტიტუციო სასამართლოს
პოზიციით, ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე
არ ვრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მასში
მოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესები,
თავისთავად, ვერ გამოიწვევდა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს
უფლების
შეზღუდვას.
ყოველივე
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავდა
სახალხო დამცველის მიერ მიღებული აქტების სასამართლოში გასაჩივრების
შესაძლებლობას და ამ კუთხით, არ არსებობდა შინაარსობრივი მიმართება სადავო
ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით
გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის.
1.1.2.
კონსტიტუციური სარჩელის წარდგენა უფლებამოსილი სუბიექტის
მიერ
„საქართველოს
საკონსტიტუციო
ორგანული კანონის 31
3
სასამართლოს
შესახებ“
საქართველოს
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს
კონსტიტუციური
სარჩელის
ვალდებულებას.
ამავე
უფლებამოსილი
კანონით
სუბიექტის
განსაზღვრულია
მიერ
წარდგენის
კონსტიტუციურ
დავაზე
უფლებამოსილ სუბიექტთა წრე საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციებთან
მიმართებით.
2019
წელს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკაში კვლავ გამოიკვეთა, რომ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენაზე
უფლებამოსილი სუბიექტის სწორად იდენტიფიცირება რამდენიმე ძირითად
პრობლემურ საკითხთან არის დაკავშირებული. ეს საკითხები წინამდებარე
დოკუმენტში დეტალურად იქნება განხილული.
ა) პირი არ ექცევა სადავო ნორმის მოქმედების სფეროში
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენ
ფიზიკურ და იურიდიულ პირს ევალება, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მასზე
ვრცელდება ან არსებობს ამის რეალური ალბათობა. მხოლოდ ჰიპოთეტური
ვარაუდი, რომ მოსარჩელე ოდესმე შეიძლება მოექცეს ნორმის მოქმედების ქვეშ, არ
არის საკმარისი მის უფლებამოსილ სუბიექტად აღიარებისთვის.
საქმეზე „ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“7 მოსარჩელე ფიზიკური
7
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/13/1384 საოქმო
ჩანაწერი საქმეზე „ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
14
პირი სადავოდ ხდიდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის
ნორმას, რომელიც განსაზღვრავდა საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ
სახელმწიფოს
განსახორციელებელი
შენატანის
ოდენობას.
სადავო
ნორმის
თანახმად, სახელმწიფო შენატანის ოდენობა განისაზღვრებოდა დასაქმებულის
დასაბეგრი ხელფასის მოცულობის შესაბამისად და შეადგენდა მის 2 ან 1
პროცენტს
ან,
გარკვეული
ოდენობის
წლიური
ხელფასის/შემოსავლის
არსებობისას, სახელმწიფო არ ახორციელებდა აღნიშნულ შენატანს.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას,
შესაძლოა,
იგი
განეკუთვნებოდეს
სოციალურად
გაჭირვებულ
ფენას
და
შეძლებული პირების თანაბარი ან უფრო ნაკლები პენსია მიიღოს, რაც არსებითად
უთანასწორო პირთა მიმართ თანაბარ მოპყრობას გამოიწვევს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ
წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც წარმოჩნდებოდა
გონივრული ვარაუდი, რომ იგი საპენსიო ასაკის მიღწევისას შეიძლება აღმოჩნდეს
მძიმე სოციალურ მდგომარეობაში. სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს
არანაირი წინაპირობა ვარაუდისთვის, რომ 37 წლის შემდეგ, როდესაც მოსარჩელე
საპენსიო ასაკს მიაღწევს, იგი აღმოჩნდება იმ შესადარებელ პირთა კატეგორიაში,
რომელთა
თანასწორობის
უფლების
დარღვევაზეც
არის
კონსტიტუციურ
სარჩელში მითითებული. ამდენად, მოსარჩელის უფლების დარღვევის ამგვარი
ჰიპოთეტური
საფრთხის
პირობებში
სასამართლომ
იგი
არ
მიიჩნია
კონსტიტუციური სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილ სუბიექტად.
საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“8 სადავოდ იყო გამხდარი რეგულირება, რომელიც გამორიცხავდა
ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე
მოთხოვნის
უზრუნველყოფის
საშუალებად
გამოყენებული
ყოფილიყო მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული წყლის და
საჰაერო სატრანსპორტო საშუალება.
საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე,
რომ
მოსარჩელეებს
არ
წარმოუდგენიათ
მტკიცებულება,
რომელიც
დაადასტურებდა, რომ მათ საკუთრებაში აქვთ წყლის ან საჰაერო სატრანსპორტო
საშუალება და არ ეძლევათ მათი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად
გამოყენების შესაძლებლობა. ამასთან, საქმეზე ასევე არ იყო წარმოდგენილი
მტკიცებულებები
მოსარჩელეთა
მიერ
აღნიშნული
ქონების
განჭვრეტად
მომავალში შეძენის ან ისეთი პირის საკუთრებაში არსებობის შესახებ, რომელიც
მათ
თანხმობას
მისცემდა
ასეთი
ქონების
უზრუნველყოფის
საშუალებად
გამოყენების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ
8
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1380 საოქმო ჩანაწერი
საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
15
მოსარჩელეები არ ექცეოდნენ სადავო ნორმის მოქმედების ქვეშ და არ იყვნენ
კონსტიტუციურ დავაზე უფლებამოსილი სუბიექტები.
საქმეზე
„„შპს
თაკვერი“
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“9
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა კანონით დადგენილ პერიოდში კერძო სამართლის
იურიდიული
პირის
მფლობელობაში
საკუთრების
უფლების
აღიარების
(სარგებლობაში)
საფასურის
არსებულ
მიწაზე
განმსაზღვრელი
ნორმის
კონსტიტუციურობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის,
რომ
აღნიშნულ
ნორმას
კონკრეტული
სამართლებრივი
შედეგი
გამოეღო,
იურიდიული
აუცილებელი
იყო,
პირის
მიმართ
მას
ჰქონოდა
მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების
უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელეს არ წარუდგენია
საკუთრების
აღიარების
დამადასტურებელი
დოკუმენტი
შესაბამის
ადმინისტრაციულ ორგანოში კანონით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად,
სადავო ნორმა არ გამოყენებულა მოსარჩელის მიმართ. გარდა ამისა, სადავო
ნორმის მოქმედება შემოიფარგლებოდა კონკრეტული თარიღით, რის გამოც
მოსარჩელის მიმართ მისი გამოყენების ყოველგვარი რესურსი ამოწურული იყო.
ამდენად,
სასამართლომ
მოსარჩელის
მიმართ
სადავო
ნორმის
გაუვრცელებლობაზე მითითებით, იგი კონსტიტუციური სარჩელის წარდგენაზე
არაუფლებამოსილ სუბიექტად ცნო.
საქმეზე „გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“10
მოსარჩელე ასაჩივრებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
ნორმას, რომელიც კრძალავდა ორსულობის ან 3 წლამდე ბავშვის აღზრდის
პერიოდში
მოხელე
ქალის
სამსახურიდან
გათავისუფლებას
საჯარო
დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან
შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო. მოსარჩელის მითითებით,
დასახელებული რეგულირების მხოლოდ მოხელე ქალების მიმართ გავრცელება
არღვევდა თანასწორობის უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკანონმდებლო ნორმათა
ანალიზით დაადგინა, რომ მოსარჩელეზე, როგორც სასაზღვრო პოლიციაში
დასაქმებულ პირზე, ვრცელდებოდა სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც
არეგულირებდა სადავოდ გამხდარ საკითხს. ამდენად, სასამართლომ განმარტა,
რომ
მოსარჩელე
საერთოდ
არ
ექცეოდა
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში და იგი კონსტიტუციური სარჩელის
შემოტანაზე არაუფლებამოსილ სუბიექტად ცნო.
9
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/11/1390 განჩინება საქმეზე
„„შპს თაკვერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
10 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/8/1338 განჩინება
საქმეზე „გრიგოლ აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
16
ბ) actio popularis
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის
უფლება მინიჭებული აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ
დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს უშუალოდ მათი კონსტიტუციური
უფლებები და თავისუფლებები.11 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ ითვალისწინებს ფიზიკური და
იურიდიული პირებისათვის “actio popularis-ის“ წარდგენის კომპეტენციას. სხვა
პირთა უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა
გათვალისწინებულია მხოლოდ სპეციალური სუბიექტებისათვის.12
საქმეზე „„შპს ქეი ბი ლოჯისთიქს“, „შპს ფორტუნა“, „შპს ჩირინა“, „შპს
პოულტრი ჯორჯია“, „შპს კუმისი XXI“ და „შპს ნუტრიმაქსი“ საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
წინააღმდეგ“13
რეგულირებას,
რომელიც
უკრძალავდა
სადავო
მოსარჩელე
ავტოსატრანსპორტო
რეგულირებით
მხარე
სადავოდ
საშუალებათა
განსაზღვრული
ხდიდა
მძღოლებს
მარცვლეულის
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას და საქართველოს საბაჟო
ტერიტორიიდან გატანას. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმა არღვევდა
დასახელებულ პირთა მეწარმეობის თავისუფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ
გარემოებაზე,
რომ
დასახელებული
დაკავებული
მოსარჩელეთა
პროდუქციის
იყო
სხვადასხვა
ერთი
ნაწილი
თავად
ახორციელებდა
იმპორტს/ექსპორტს,
ხოლო
მეორე
ნაწილი
სახის
საქმიანობით,
რომლის
სამეწარმეო
განსახორციელებლად იყენებდა სადავო ნორმით განსაზღვრულ პროდუქციას.
შესაბამისად, არც ერთი მოსარჩელე, მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში,
არ ახორციელებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესაბამისი პროდუქციის
იმპორტს/ექსპორტს და არ იყვნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები.
ამდენად,
მოსარჩელეები
მიუთითებდნენ
სხვათა
უფლებების
შესაძლო
დარღვევაზე და სახეზე იყო “actio popularis” სასარჩელო მოთხოვნა.
მსგავსი გარემოებები გამოიკვეთა საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა
ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,14 სადაც მოსარჩელე მხარე
11
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
12 იხ. მაგ.: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
13 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №1/5/1402 განჩინება
საქმეზე „„შპს ქეი ბი ლოჯისთიქს“, „შპს ფორტუნა“, „შპს ჩირინა“, „შპს პოულტრი ჯორჯია“, „შპს
კუმისი XXI“ და „შპს ნუტრიმაქსი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“.
14 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1380 საოქმო ჩანაწერი
საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
17
დავობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობის
თაობაზე, რომლებიც
კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს,
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს, საკრედიტო კავშირებსა და სესხის
გამცემ სუბიექტებს უფლებას აძლევდა, ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული
სესხის/კრედიტის
ხელშეკრულებიდან
გამომდინარე
მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებად გამოეყენებინათ ფიზიკური პირის საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები. მოსარჩელეთა
მტკიცებით, სადავო ნორმები უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა დასახელებულ
სუბიექტებს
სესხის
გამცემ
ფიზიკურ
პირებთან
მიმართებით
და
ეწინააღმდეგებოდა თანასწორობის უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა ზემოთ
დასახელებულ
სუბიექტებს
აძლევდა
შესაძლებლობას,
ფიზიკურ
პირთან
დადებული სესხისა და კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის
უზრუნველყოფისთვის გამოეყენებინათ გირავნობა და იპოთეკა ფიზიკური პირის
საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებზე.
მოსარჩელეებს სურდათ ფიზიკური პირისგან სესხის აღება და არა სესხის გაცემა,
როგორც ფიზიკურ პირებს. ამდენად, ისინი აპელირებდნენ არა საკუთარი, არამედ
სხვათა უფლებების სავარაუდო დარღვევაზე, რაც მათი არაუფლებამოსილ
სუბიექტებად ცნობის საფუძველი გახდა.
საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ
ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“15 მოსარჩელე ითხოვდა მაუწყებლობის
სფეროში მოქმედი კომპანიის წილზე იძულებითი სააღსრულებო წარმოების
მომწესრიგებელი
კანონმდებლობის
არაკონსტიტუციურად
ცნობას.
მისი
მტკიცებით, სადავო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სათანადო გარანტიებს
აღსრულების პროცესში, ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელე იურიდიული პირისა და
მისი პარტნიორების საკუთრების უფლებას, აგრეთვე „სტერეო+“-ისა და მისი
მომსახურების მიმღები ტელევიზიების გამოხატვის თავისუფლებას.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
მოსარჩელე
დავით
ზილფიმიანის სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდებოდა არა მის კუთვნილ შპს
„სტერეო+“-ის წილზე საკუთრების უფლების დაკარგვის არაკონსტიტუციურობას,
არამედ წილის იძულებით გასხვისებისას თავად იურიდიული პირისა და სხვა
პარტნიორების მიმართ დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. იგი არ მიიჩნევდა,
რომ არაკონსტიტუციურია მის მიერ სადავო ნორმებით დადგენილი წესით
15
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო
ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და
დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
წინააღმდეგ“.
18
წილზე
საკუთრების
უფლების
დაკარგვა.
ამდენად,
მოსარჩელე
დავით
ზილფიმიანი დავობდა სხვათა უფლებების სავარაუდო დარღვევაზე და ამ
თვალსაზრისით
საკონსტიტუციო
სასამართლომ
იგი
არაუფლებამოსილ
სუბიექტად მიიჩნია.
ანალოგიური საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური
სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილ სუბიექტად არ ცნო მოსარჩელე საქმეზე
„ააიპ „ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეროვნულ
უმცირესობათა, ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულთა) საზოგადოება
გუშაგი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.16 მოსარჩელე სადავოდ ხდიდა
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
დამტკიცებულ
წესს,
რომლის
საფუძველზეც, მისი მტკიცებით, შემცირდა გარკვეული ტიპის სოციალური
შეღავათების მიმღებ ფიზიკურ პირთა წრე. შესაბამისად, მოსარჩელე იურიდიული
პირი დავობდა იმ ფიზიკურ პირთა უფლებების დასაცავად, რომელთაც სადავო
რეგულირება არ აძლევდა კონკრეტული სოციალური შეღავათით სარგებლობის
შესაძლებლობას. ამ შემთხვევაშიც სახეზე იყო “actio popularis” კონსტიტუციური
სარჩელი, რომელიც არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
გ) მოსარჩელის უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს შესაბამისი
კომპეტენციის ფარგლებში
საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის
თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
ნორმატიული
აქტის
კონსტიტუციურობის
თაობაზე კონსტიტუციური სარჩელი წარადგინონ მხოლოდ მეორე თავით
აღიარებულ
უფლებებთან
მოსარჩელე
ფიზიკური
და
და
თავისუფლებებთან
იურიდიული
პირები
მიმართებით.
ხშირად
თუმცა
მიმართავენ
საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის
მოთხოვნით კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებიც არ არის
მოთავსებული მეორე თავში.
აღსანიშნავია,
რომ
ზემოაღნიშნულ
საკითხთან
დაკავშირებით,
საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელსაც არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ
ფიზიკური და იურიდიული პირები არ არიან უფლებამოსილი, მოითხოვონ
ნორმატიული
აქტების
არაკონსტიტუციურად
ცნობა
საქართველოს
16
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 31 მარტის №2/6/1381 განჩინება საქმეზე
„ააიპ „ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეროვნულ უმცირესობათა,
ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულთა) საზოგადოება გუშაგი“ საქართველოს მთავრობის
წინააღმდეგ“.
19
კონსტიტუციის
იმ
დებულებებთან
მიმართებით,
რომლებიც
არ
არის
მოთავსებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში.
17
1.1.3.
საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობა
„საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ“
საქართველოს
ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად,
კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული
არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი და „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19
მუხლი
განსაზღვრავს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
უფლებამოსილებებს.
გასულ წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ დადგა
საკუთარი კომპეტენციის განმარტების საჭიროების წინაშე. განსჯადობის წესების
დარღვევით შემოტანილი კონსტიტუციური სარჩელები, ძირითადად, შეეხებოდა
ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსარჩელე არასწორად აღიქვამდა საკონსტიტუციო
სასამართლოს, როგორც ნეგატიური კანონმდებლის კომპეტენციას, ასევე, ზოგ
შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ იყო ნორმატიული ან მოსარჩელე სადავოდ
არ ხდიდა მოქმედ ნორმატიულ აქტს.
ა) საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ნეგატიური კანონმდებელი
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკის
თანახმად,
„საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო
ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა
მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის
მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
17
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1322 განჩინება
საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 31 მარტის №2/6/1381 განჩინება საქმეზე „ააიპ
„ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეროვნულ უმცირესობათა,
ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულთა) საზოგადოება გუშაგი“ საქართველოს მთავრობის
წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის №1/4/1350
საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლევან ბარამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/9/1351 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ციალა
პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2019 წლის 28 მაისის №2/8/1317 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გივი კაპანაძე საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის წინააღმდეგ“.
20
შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული
შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“.18
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი არსით, „ასრულებს
ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით
საქმიანობაზე
–
სარჩელის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში,
კონკრეტული
ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას,
მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის
შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო
სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება,
არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს
უწყობს
მის
შესრულებას
როგორც
სახელმწიფოს,
ისე
ხალხის
მიერ“.19
„საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული
არაკონსტიტუციური
რეგულაციების,
წესებისთვის
იურიდიული
ძალის
გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის
რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს
სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად
კანონმდებლობაში
დაადგინოს
განსხვავებული,
თუნდაც
კონსტიტუციური
საქართველოს
პარლამენტის
წესები“.20
საქმეზე
„მელს
(კონსტიტუციური
ბდოიანი
სარჩელი
№1308)21
მოსარჩელე
წინააღმდეგ“
მხარე სადავოდ
ხდიდა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“
ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის
პირველ პუნქტთან (თანასწორობის უფლება) მიმართებით. სადავო ნორმის
თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო მაღალმთიან
დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში
არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის
ნაკვეთი.
მოსარჩელის
მითითებით,
გასაჩივრებული
რეგულაცია
ადგენდა
დისკრიმინაციულ დიფერენცირებას, რადგან შეღავათს ავრცელებდა მხოლოდ იმ
პირებზე, რომლებსაც იმავე მაღალმთიან დასახლებაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი,
სადაც მუდმივად ცხოვრობდნენ. ამავე დროს, მოსარჩელე ითხოვდა სადავო
18
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22.
19 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18.
20
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20.
21 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №2/4/1308 განჩინება საქმეზე
„მელს ბდოიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
21
ნორმის
არაკონსტიტუციურად
ცნობას
იმგვარად,
რომ
მის
საკუთრებაში
არსებული სხვა მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის
ნაკვეთებიც გათავისუფლებულიყო ქონების გადასახადისაგან.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
მოსარჩელის
მოთხოვნა
მიმართული იყო არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის
გაუქმებისაკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელე
ითხოვდა
სადავო
ნორმის
მოქმედების
ფარგლების
გაფართოებას
და
საგადასახადო შეღავათის დადგენას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა,
რომ
მსგავსი
მოთხოვნა
შინაარსობრივად
კანონმდებლობაში
პოზიტიური
ჩანაწერის გაკეთების იდენტური იყო, რაც კანონშემოქმედებითი პროცესის
ნაწილია
და
არა
ნეგატიური
კანონმდებლის
კომპეტენციის
ფარგლებში
გადასაწყვეტი საკითხი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ
სადავო საკითხი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და №1308
კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად.
ბ) ნორმატიული ბუნების არმქონე აქტის კონსტიტუციურობა
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა, პირის
სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად
უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ამასთან, „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
განსაზღვრულია,
რომ
საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული
ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის
უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ
დარღვეულია
ან
შესაძლებელია
უშუალოდ
დაირღვეს
საქართველოს
კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის, ნორმატიული აქტის
შინაარსი
ორგანული
არ
ამოიწურება
კანონით
„ნორმატიული
აქტების
განსაზღვრული
შესახებ“
დეფინიციით.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებით, აქტის ნორმატიული ბუნების იდენტიფიცირება
უნდა
მოხდეს
აქტის
ადრესატთა
წრისა
და
მოწესრიგების
ობიექტის
გათვალისწინებით. კერძოდ, „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია,
იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება იგი ამ
წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის
22
მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი
თავისი
ბუნებით
აბსტრაქტულ,
საერთო
ნორმას
წარმოადგენს
და
დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ
თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური
შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული
შემთხვევის
განუსაზღვრელი
ნორმატიული
აქტის
რაოდენობა.
მრავალჯერადი
სწორედ
ამაში
გამოყენების
მდგომარეობს
თვისება.
ამდენად,
ნორმატიული აქტი, როგორ ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის
დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის
მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისგან, ინდივიდუალური
ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი
კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება“.22
გასულ წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „ოთარ
ჯიქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1339)
23
სწორედ ხსენებულ საფუძველზე დაყრდნობით მიიღო განჩინება. მოსარჩელე
სადავოდ ხდიდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქართველოს მიწის
გამოყენებისა
და
დაცვის
სახელმწიფო
კომისიის
„ორგანიზაციებისა
და
საწარმოებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ფართობების
გამოყოფის შესახებ“ 1999 წლის 18 მაისის №37/10 გადაწყვეტილების პირველი
ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. საკონსტიტუციო სასამართლომ
გამოარკვია,
რომ
მიზნებისათვის
სადავო
ვერ
ზემოაღნიშნულიდან
აქტი
იქნებოდა
გამომდინარე,
საკონსტიტუციო
განხილული,
სამართალწარმოების
როგორც
კონსტიტუციური
ნორმატიული.
სარჩელი
არ
იქნა
მიღებული არსებითად განსახილველად.
გ) მოქმედი ნორმატიული აქტი
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საკონსტიტუციო
სასამართლო უფლებამოსილია, კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკის
შესახებ იმსჯელოს მხოლოდ უფლების შემზღუდველი, მოქმედი ნორმატიული
აქტის არსებობის შემთხვევაში. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს
იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია.
22
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე
„შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5.
23 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის №2/3/1339 განჩინება საქმეზე
„ოთარ ჯიქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.
23
საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის
წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური
სარჩელი
№1340)24
მოსარჩელე ითხოვდა, მათ შორის, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების,
წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების N1 დანართის პირველი მუხლის
მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე
ბრძანების N2 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი
და მე-6 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის
მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის
(შემოტანის) მომენტისათვის (2018 წლის 13 აგვისტო), მოსარჩელის მიერ
მითითებული სადავო ნორმები (კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული
რედაქციით) უკვე აღარ მოქმედებდა. ე.ი. არ იყო სახეზე მოქმედი ნორმატიული
აქტი. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ
ნაწილში არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
1.1.4. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში
მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 313 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური
სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ
„მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა ამ კანონის 211 მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
დასახელებული
საკანონმდებლო
ნორმა
ემსახურება
პროცესის
ეკონომიურობას
და
საკონსტიტუციო
სასამართლოს
აღჭურავს
უფლებამოსილებით, არ განიხილოს ისეთი საკითხები, რომლებიც ერთხელ უკვე
გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამავე დროს, ნორმა უშვებს
სასამართლო
პრაქტიკის
გადახედვის
შესაძლებლობას
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში - თუ საკონსტიტუციო სასამართლოს
კოლეგია ან კოლეგიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც
გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ
ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული
24
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის №1/3/1340 განჩინება საქმეზე
„რემზი შარაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
წინააღმდეგ“.
24
სამართლებრივი პოზიციისაგან, საქმე შესაძლოა, განსახილველად გადაეცეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
საქმეზე „შპს თაკვერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელი №1390)25 მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, მათ შორის,
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს
კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის
მტკიცებით, სადავო ნორმის თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო
სამართლის იურიდიული პირი კარგავდა მართლზომიერ მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას,
მსგავსი შეზღუდვა კი არ მოქმედებდა ფიზიკური პირების მიმართ, რაც
ეწინააღმდეგებოდა თანასწორობის უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებულ სადავო
ნორმასთან მიმართებით, კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული ყველა
პრობლემური საკითხი უკვე შეფასებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაში საქმეზე
„„სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნული
გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა
თანასწორობის
უფლებასთან
შესაბამისად
მიიჩნია.
ამასთან,
№1390
კონსტიტუციურ სარჩელზე მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის
27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაში გამოთქმული სამართლებრივი
პოზიცია და მიუთითა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მიხედვით, არ არსებობდა
საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი. შესაბამისად, კონსტიტუციური
სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არ იქნა მიღებული არსებითად
განსახილველად.
საქმეზე „გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელი №1287)26 მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, მათ შორის,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ
ნორმატიული
შინაარსის
კონსტიტუციურობას,
რომელიც
შეეხებოდა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო და შრომის
ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე,
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ
ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ
განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
25
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/11/1390 განჩინება
საქმეზე „„შპს თაკვერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
26 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/8/1287 საოქმო
ჩანაწერი საქმეზე „გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
25
შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო
ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით
დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის
კონსტიტუციურობა უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილებით საქმეზე
„საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში
საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე
მუხლის მე-4 ნაწილის იმ შინაარსზე, რომელიც შეეხებოდა, ზოგადად,
სამოქალაქო საქმეებს, მათ შორის სამოქალაქო და შრომის ურთიერთობებიდან
წარმოშობილ დავებს და დაადგინა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებთან
მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4
ნაწილი არ ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთანავე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა 2003 წლის 30 აპრილის
გამოხატული
სამართლებრივი
პოზიცია.
№1/3/161
გადაწყვეტილებაში
ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1287 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო
მოთხოვნის ამ ნაწილში, არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
საქმეზე „ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელი №1237)27 მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, მათ შორის,
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10
ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის
პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის
დაკითხვის პროცესს არ ესწრებოდა დაცვის მხარე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის
კონსტიტუციურობის საკითხი უკვე შეფასდა საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით
საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის იმ რეგულაციის კონსტიტუციურობა, რომელიც
გამორიცხავდა საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის პროცესზე დაცვის
მხარის დასწრებისა და მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი
სასამართლოს უფლებას. შესაბამისად, №1237 კონსტიტუციურ სარჩელში
დაყენებული საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა 2018
წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებაში გამოთქმული
სამართლებრივი პოზიცია, რის გამოც, №1237 კონსტიტუციური სარჩელი,
27
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/12/1237 განჩინება
საქმეზე „ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
26
სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, არ იქნა მიღებული არსებითად
განსახილველად.
საქმეზე „დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელი №1366)28 მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა, მათ
შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3
ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის
პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან
მიმართებით. სადავო ნორმა საკასაციო სასამართლოს აღჭურავდა დისკრეციული
უფლებამოსილებით, მიეღო გადაწყვეტილება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის
კონსტიტუციურობა უკვე შეფასებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3
ნაწილის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა 2003
წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებაში და იგი კონსტიტუციის
შესაბამისად მიიჩნია. მაშასადამე, №1366 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული
საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა 2003
წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილებაში გამოთქმული სამართლებრივი
პოზიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1366 კონსტიტუციური სარჩელი,
სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, არ იქნა მიღებული არსებითად
განსახილველად.
1.2.
ნორმის მოქმედების შეჩერება
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ანიჭებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო
ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას, თუ იგი მიიჩნევს, რომ
ნორმის
მოქმედებას
შეუძლია,
გამოიწვიოს
ერთ-ერთი
მხარისათვის
გამოუსწორებელი შედეგი. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ადამიანის
უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანესი პრევენციული
მექანიზმია. შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევებში, არსებობდეს მოსარჩელის
ძირითადი უფლებების დარღვევის ან სხვა ინტერესების დაზიანების საფრთხე,
რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც.
ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, ხშირად, ადამიანის უფლებების,
სხვა მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.
ამავდროულად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, როგორც წესი,
გავლენას ახდენს მესამე პირების უფლებრივ მდგომარეობასა და მნიშვნელოვან
საჯარო ინტერესებზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ
28
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1/4/1366 განჩინება
საქმეზე „დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
27
მექანიზმს
იყენებს
მხოლოდ
გამონაკლის
შემთხვევებში,
გარკვეული
კუმულაციური წინაპირობების არსებობის დროს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებული
სტანდარტების მიხედვით, სადავო ნორმის მოქმედება შეჩერდება, თუ (ა)
არსებობს მხარის ინტერესისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის
საფრთხე; (ბ) სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით შესაძლებელია
გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება და (გ) სადავო ნორმის მოქმედების
შეჩერება არ წარმოშობს მესამე პირთა უფლებების ან/და საჯარო ინტერესების
გაუმართლებელი
შეზღუდვის
რისკებს.
2019
წელს
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმი ორ
საქმეზე გამოიყენა.
„„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და
დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის
მინისტრის წინააღმდეგ“
საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ
ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1311)29
მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ იძულებით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე
საკუთრების უფლების მოპოვების წესის განმსაზღვრელ ნორმებს. სადავო
ნორმების
მიხედვით,
მაუწყებლობის
სფეროში
ლიცენზირებული/ავტორიზებული
პირის
წილის/აქციების
იძულებით
აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, მისი შეძენის შესაძლებლობა გააჩნდა
ნებისმიერ პირს, მათ შორის, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას.
ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხსენებული
წილის/აქციების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ ფლობა
იწვევდა
მაუწყებლობის
სფეროში
ლიცენზირებული/ავტორიზებული
კომპანიისათვის მაუწყებლობის ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის გაუქმებას.
გარდა ამისა, სადავო ნორმების მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროში ავტორიზებული პირის წილის/აქციების გასხვისება დაშვებული იყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინასწარი შეტყობინების
გარეშე. შედეგად, შესაძლოა, ავტორიზებული პირი არანებაყოფლობით
გამხდარიყო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი
საბაზრო ძალაუფლების მქონე, რაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
გამოიწვევდა მისთვის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გარკვეული
სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას.
29
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 თებერვლის №2/1/1311 საოქმო
ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და
დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
წინააღმდეგ“.
28
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
მიუთითა,
რომ
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებული ვალდებულებების
შეუსრულებლობისას, ავტორიზებული პირისათვის სანქციის დაკისრების
შემთხვევაშიც
კი,
საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე,
არ
დასტურდებოდა ავტორიზაციის გაუქმების ან/და სხვა შეუქცევადი შედეგების
დადგომის საფრთხე. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმის
იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, რომლის
შესაბამისადაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული
იურიდიული პირის წილის იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანისას
აუქციონში მონაწილეობა ნებადართული იყო კომისიისათვის წინასწარი
შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე, არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მაუწყებლობის
სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების
ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ
ფლობა შეუთავსებელი იყო საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლისთვისაც,
საბოლოოდ, სანქციის სახით, გათვალისწინებული იყო ლიცენზიის ან/და
ავტორიზაციის გაუქმება. ასეთ შემთხვევაში მაუწყებლობის სფეროში მოქმედი
კომპანია დაკარგავდა აღნიშნულ სფეროში საქმიანობის განხორციელების
უფლებას, რასაც შესაძლებელია, მოსარჩელეთათვის მიეყენებინა მნიშვნელოვანი
ეკონომიკური ზიანი და შეეფერხებინა „შპს სტერეო+“-ის მიერ ინფორმაციის
გავრცელების შესაძლებლობა.
ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სადავო ნორმების
არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მაუწყებლობის ლიცენზიის
გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის ქმედით მექანიზმს.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული
ნორმების მოქმედებას შესაძლოა, გამოეწვია მოსარჩელის საკუთრების უფლებისა
და ინფორმაციის თავისუფლების შეუქცევადი დარღვევა, რისი გამოსწორებაც
შეუძლებელი იქნებოდა მათი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც.
ამასთან, არ იკვეთებოდა არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული
რაიმე სხვა ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე
შეძლებდა ამ საფრთხის თავიდან აცილებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო
ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა, შეზღუდულიყო მესამე
პირების − მაუწყებლობის ლიცენზიის/ავტორიზაციის მქონე კომპანიის
პარტნიორების
კრედიტორების
მოთხოვნის
სრულად
დაკმაყოფილების
ინტერესები, მათ შორის, აღნიშნული კომპანიის წილის ან აქციების იძულებით
აუქციონზე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირზე გასხვისების გზით.
ამასთან, აღნიშნული ინტერესი შეიზღუდებოდა მხოლოდ დროებით −
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე
29
ან ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების
გადასინჯვამდე და ნაწილობრივ − მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული
ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე მხოლოდ
ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირზე გასხვისების შეზღუდვის გზით.
შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამე
პირების ინტერესების დროებითი და ნაწილობრივი შეზღუდვის დაცვის
საჭიროება ვერ გადაწონიდა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლებისა და
ინფორმაციის თავისუფლების შეუქცევადი საფრთხისაგან დაცვის ინტერესს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმის
მოქმედების შეჩერების თაობაზე.
ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და
საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა
და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი №1404)30 მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ, მათ შორის, პირადობის
მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებიც არ იძლეოდა
აღნიშნული
დოკუმენტის,
არაელექტრონული
სახით,
ინფორმაციის
ელექტრონული მატარებლის (ე. წ. „ჩიპის“) გარეშე გაცემის/მიღების
შესაძლებლობას.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ინფორმაციის ელექტრონული
მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა ადამიანების ტოტალური
კონტროლის საშუალებაა და დაკავშირებულია აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ
წინასწარმეტყველებასთან. შესაბამისად, ისინი, საკუთარი რწმენის გამო, უარს
აცხადებდნენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობა პირის იდენტიფიცირების საშუალებაა, რომელიც
ადასტურებს პირის მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
ამდენად, პირები, რომლებიც რელიგიური შეხედულების გამო, უარს
აცხადებდნენ ელექტრონული მატარებლით საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის მიღებაზე, ვერ მონაწილეობდნენ ან შეფერხებით მონაწილეობდნენ
ურთიერთობების საკმაოდ ფართო სპექტრში, რომელთა სარგებლობისთვისაც
აუცილებელი იყო პირის იდენტიფიცირება. მაგალითად, აღნიშნულ პირებს
შეზღუდული ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სამედიცინო
მომსახურების მიღების, დასაქმების, განათლების, სახელმწიფო ორგანოებთან
30
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო
ჩანაწერი საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და
საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“.
30
ურთიერთობის, რიგი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის, ნებისმიერი
მნიშვნელოვანი გარიგების დადების, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან
ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული
ნორმები წარმოშობდნენ მოსარჩელე მხარისთვის გამოუსწორებელი ზიანის
მიყენების საფრთხეს, რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნებოდა სადავო
ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული
ნორმების მოქმედების შეჩერების მექანიზმი იქნებოდა მოსარჩელე მხარისათვის
გამოუსწორებელი შედეგის აღმოფხვრის ეფექტიანი საშუალება, რამდენადაც
სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების პერიოდში აღარ იარსებებდა
ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის
გაცემაზე უარის თქმის საფუძველი იმ პირებისათვის, რომლებიც, თავიანთი
რწმენის მოტივით, უარს აცხადებდნენ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის
შემცველი დოკუმენტების მიღებაზე. ამასთან, რამდენადაც საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის
შესაძლებლობას თავად საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებდა,
სახელმწიფოს გააჩნდა ამგვარი დოკუმენტის გაცემის შესაბამისი ინსტიტუციური
და ადმინისტრაციული რესურსი.
ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა,
რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მყარი არგუმენტები იმის
დასადასტურებლად, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის
ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შემთხვევაში,
შეუძლებელი იქნებოდა პირადობის მოწმობის გაყალბების რისკების დაზღვევა და
არ არსებობდა გაყალბებისგან დაცვის მინიმალური სტანდარტების პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის
გარეშე დამზადების გონივრული შესაძლებლობა. ამდენად, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ
გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერება გამოიწვევდა მოსარჩელეთათვის
გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხის საპირწონე კერძო ან საჯარო
ინტერესების შეზღუდვას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების იმ
ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავდა ინფორმაციის
ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირზე,
რომელიც რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის
მიღებაზე.
31
1.3.
გადაწყვეტილების დამძლევი ნორმები
ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „ვასილ საგანელიძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1237)31 და ნაწილობრივ
დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა განმწესრიგებელ სხდომაზე
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2
ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. სადავო ნორმის მიხედვით,
გამოძიების ეტაპზე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, პირის სავალდებულო
წესით დაკითხვის უფლებამოსილება მხოლოდ ბრალდების მხარეს ჰქონდა
მინიჭებული.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გამოძიების ეტაპზე, დაცვის მხარეს,
ბრალდების მხარის თანასწორად უნდა ჰქონოდა გამოსაკითხი პირის მოწმის
სახით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესაძლებლობა. აღნიშნული
უფლების მხოლოდ ბრალდების მხარისათვის მინიჭება ბრალდების მხარეს
მნიშვნელოვან საპროცესო უპირატესობას აძლევდა, რითაც ირღვეოდა სისხლის
სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება (საქართველოს
კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი). მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ხსენებულ
რეგულაციას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14
დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით32 არაკონსტიტუციურად ცნობილი
ნორმების იდენტური შინაარსი.
მოპასუხის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018
წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად
ცნობილი ნორმისაგან განსხვავებით, არსებული სისტემის ფარგლებში, დაცვის
მხარეს გარკვეულ შემთხვევებში გამოძიების ეტაპზე გააჩნდა მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე პირის სავალდებულო წესით დაკითხვის შესაძლებლობა.
მაგალითად, გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარეს შეეძლო, პირის დაკითხვა
მოეთხოვა, როდესაც მოწმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოცხადება საეჭვო
იყო. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტაციის მიხედვით, სადავო ნორმით მხარის
უფლება
იზღუდებოდა
მხოლოდ
ნაწილობრივ.
ამასთან,
ყველა
ბრალდებულისათვის გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულო წესით
დაკითხვის უფლების მინიჭების შემთხვევაში, იარსებებდა სასამართლოს
გადატვირთვისა და მისი ფუნქციონირების შეფერხების მომეტებული რისკი.
31
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/12/1237 განჩინება
საქმეზე "ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
32 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235
გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
32
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის
არგუმენტაცია და დაადგინა, რომ №1237 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ
გამხდარი რეგულაცია იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2018
წლის
14
დეკემბრის
№2/13/1234,1235
გადაწყვეტილებით
არაკონსტიტუციურად
ცნობილი
ნორმის
შინაარსს.
კერძოდ,
სადავო
მოწესრიგების პირობებში გამოძიების ეტაპზე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე
გამოსაკითხი პირის იძულებით დაკითხვის უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ
ბრალდების მხარეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არსებობდა საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული რომელიმე საგამონაკლისო საფუძველი. ხსენებულისაგან
განსხვავებით, მსგავსი შესაძლებლობით ვერ სარგებლობდა დაცვის მხარე, მათ
შორის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული
ინფორმაცია შესაძლებელია, გადამწყვეტი ყოფილიყო სხვა მტკიცებულებების
მოსაპოვებლად
და
არსებითი
განხილვის
სხდომისათვის
პოზიციის
მოსამზადებლად. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს ენიჭებოდა მნიშვნელოვანი საპროცესო
უპირატესობა, რადგან მას გააჩნდა არსებითი განხილვის სხდომისათვის უკეთ
მომზადების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღნიშნულ უთანასწორობას ვერ
აბალანსებდა ბრალდებულის მიერ მოწმის არსებითი განხილვის სხდომაზე
დაკითხვის შესაძლებლობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ
გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია ხელშესახები
მტკიცებულებები სასამართლოს შესაძლო გადატვირთულობის წარმოსაჩენად და
მხოლოდ ჰიპოთეტურად მიუთითებდა ბრალდებულთა რაოდენობაზე, როგორც
სასამართლოს გადატვირთვის განმაპირობებელ თავისთავად ფაქტორზე.
ამასთანავე, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ბლანკეტური
ხასიათის იყო და არ ითვალისწინებდა ბრალდებულის ინტერესებს ან რაიმე
ინდივიდუალური მახასიათებელს.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა მიიჩნია 2018 წლის 14 დეკემბრის
№2/13/1234,1235 გადაწყვეტილების დამძლევად და ძალადაკარგულად ცნო.
ამასთანავე, სასამართლომ ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020 წლის
31 მარტამდე, რათა საფრთხე არ შექმნოდა გამოძიების ეფექტურად
განხორციელებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების
აღსრულებას.
გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის წინააღმდეგ
2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა გოჩა გაბოძისა და ლევან ბერიანიძის
33
(კონსტიტუციური სარჩელი №1346)33 მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651
მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. სადავო ნორმის მიხედვით, მამაკაცის სქესობრივი კავშირი
მამაკაცთან (მსმ ქცევა) ქმნიდა სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო
დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს უკანასკნელი მსმ ქცევიდან 10
წლის განმავლობაში.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სისხლის გზით გადამდები
დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება ყოფილიყო როგორც
მსმ, ისე ჰეტეროსექსუალ პირთა სქესობრივი ქცევა. ამის მიუხედავად, სადავო
ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას
დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირებთან მიმართებით, ყველა სხვა
შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა უკანასკნელი სარისკო
ქცევიდან 12 თვის ვადით. მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ პერიოდი,
რომლის განმავლობაშიც დონორის სისხლში არსებული ვირუსის აღმოჩენა
შეუძლებელი იყო, შეადგენდა ინფიცირების ფაქტიდან ერთ წელს („ფანჯრის
პერიოდი“). შესაბამისად, მსმ პირებისათვის დონორობის უფლება იმაზე
გაცილებით ხანგრძლივად იზღუდებოდა, ვიდრე ობიექტურად აუცილებელი იყო
დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის, რითაც ირღვეოდა თანასწორობისა და
პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლებები. ამასთან,
მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536
გადაწყვეტილებით34 არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური
შინაარსი და მოითხოვდნენ მის ძალადაკარგულად ცნობას გამარტივებული
წესით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
მოპასუხე მიუთითებდა, რომ მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან
სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი
ქცევაა. ამასთანავე, არ არსებობს რაიმე მეცნიერული მტკიცებულება, რომ
„ფანჯრის პერიოდი“ ყველა შემთხვევაში 1 წლის გასვლის შემდგომ მთავრდება.
აქედან გამომდინარე, მოპასუხე მსმ პირებისათვის დონორობის უფლების ბევრად
უფრო ხანგრძლივად შეზღუდვას გამართლებულად მიიჩნევდა. მან არ გაიზიარა
მოსარჩელის
არგუმენტაცია
სადავო
ნორმის
გამარტივებული
წესით
ძალადაკარგულად ცნობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან
განსხვავებით,
სადავო
მოწესრიგების
პირობებში
დონაციის
უფლება
33
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/16/1346 განჩინება
საქმეზე „გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“.
34
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536
გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან
ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ".
34
იზღუდებოდა არა უვადოდ, არამედ მხოლოდ 10 წლის ვადით, რაც უფლებაში
უფრო ნაკლები ინტენსივობის ჩარევა იყო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა
საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536
გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, მსმ პირებს
უზღუდავდა სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლებას, ამასთან,
ანალოგიური იყო შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები - რეციპიენტის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლომ
მიუთითა №2/1/536 გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებზე და აღნიშნა,
რომ ვირუსის ინკუბაციის პერიოდში („ფანჯრის პერიოდში“) არსებობდა ე. წ.
„ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკი და იმის ალბათობა, რომ სისხლის შემოწმების
გზით ვერ იქნებოდა აივ-ვირუსი აღმოჩენილი. ამასთანავე, „ფანჯრის პერიოდის“
შემდეგ სისხლის შემოწმების არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით,
შესაძლებელი იყო აივ-ვირუსის გამოვლენა. აღნიშნულიდან გამომდინარე,
ხსენებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ
სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის უფლება შეიძლება შეიზღუდოს
მხოლოდ ე. წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო
ვადით.
რაც შეეხება „ფანჯრის პერიოდს“, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა,
რომ ცალკეულ მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მიხედვით, ეს პერიოდი
შეადგენდა 1 წელს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სრულად იყო შესაძლებელი
სისხლში
არსებული
სხვადასხვა
ვირუსის
აღმოჩენა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმით
გათვალისწინებული 10 წლიანი შეზღუდვა კვლავ „ფანჯრის პერიოდს“ მიღმა იყო
დადგენილი და ნორმის კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ
ჰქონდა იმას, შეზღუდვა იქნებოდა უვადო თუ ისეთი ხანგრძლივი ვადით
განსაზღვრული, რომლის ფარგლებშიც შეუძლებელია, რეალური ყოფილიყო
სისხლის ტესტის ე. წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის შედეგად სისხლის ბანკში
ინფიცირებული სისხლის მოხვედრის საფრთხე.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536
გადაწყვეტილებაში გამოხატული პოზიცია და მიიჩნია, რომ არ არსებობდა
სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება. აღნიშნულის გათვალისწინებით,
საკონსტიტუციო
სასამართლომ
დააკმაყოფილა
მოსარჩელე
მხარის
შუამდგომლობა და სადავო ნორმა ძალადაკარგულად ცნო საქმის არსებითი
განხილვის გარეშე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეციპიენტთა სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სისხლის დონაციის პროცესის
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სადავო ნორმის
ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020 წლის 31 მარტამდე.
35
1.4.
გადაწყვეტილებები
1.4.1.
პირველი კოლეგია
შპს „სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2019 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე შპს „სკს“ საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №655).
№655 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31
პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018
წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ
და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი იყო, რომ შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე არ ვრცელდებოდა „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული ნორმა შპს
„საქართველოს ფოსტას“ ანიჭებდა ექსკლუზიურ უფლებას, პირდაპირი
შესყიდვის გზით, საჯარო უწყებებისათვის გაეწია საფოსტო და საკურიერო
მომსახურება. შედეგად, ფაქტობრივად, გამოირიცხებოდა ამავე ბაზარზე მოქმედი
სხვა ეკონომიკური აგენტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის
შესაძლებლობა. აღნიშნული შპს „საქართველოს ფოსტას“ ანიჭებდა საფოსტო და
საკურიერო მომსახურების მიწოდების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და
ქმნიდა ბაზარზე მისი მონოპოლისტად დამკვიდრების სამართლებრივ
წინაპირობას. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა
მეწარმეობისა და კონკურენციის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.
მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით,
სადავო
რეგულაციით
გათვალისწინებული
ღონისძიება
ემსახურებოდა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების
ხელმისაწვდომ
ფასად
მიწოდების
ლეგიტიმურ
მიზანს.
მოპასუხის
არგუმენტაციით, შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო და საკურიერო
მომსახურების მიწოდების სტანდარტები შეესაბამებოდა აღნიშნულ სფეროში
მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილ ხარისხობრივ და სატარიფო
სტანდარტებს. ამასთან, სადავო ნორმის საფუძველზე, შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰქონდათ შპს „საქართველოს ფოსტასთან“ პირდაპირი წესით
ხელშეკრულების გაფორმების უფლება და არა ვალდებულება. შესაბამისად, მათ
გააჩნდათ ტენდერის გამოცხადების უფლებამოსილება, რა შემთხვევაშიც
საფოსტო და საკურიერო ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელ ეკონომიკურ
აგენტებს ექნებოდათ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად,
მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული ნორმა არ ეწინააღმდეგებოდა
საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
36
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო
ორგანოებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სხვა სუბიექტებს
გააჩნდათ საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვის შესაძლებლობა
მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტისგან“ სახელმწიფო შესყიდვების მიმართ
დადგენილი პროცედურული მოთხოვნების გვერდის ავლით იმგვარად, რომ არ
მიეღოთ მხედველობაში ამავე მომსახურების მიმწოდებელი სხვა ეკონომიკური
აგენტების შეთავაზებები. ასეთ პირობებში შპს „საქართველოს ფოსტას“
ენიჭებოდა მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობა, რამდენადაც, ამავე ბაზარზე
არსებული სხვა ეკონომიკური აგენტებისაგან განსხვავებით, მას, სახელმწიფო
შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციების სახით, უკვე ჰყავდა საკმაო
რაოდენობის გარანტირებული შემსყიდველი. შესაბამისად, სახეზე იყო
ეკონომიკური აგენტისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით, შერჩევითად,
ისეთი სარგებლის მინიჭება, რომელიც აუმჯობესებდა მის საბაზრო
მდგომარეობას და ქმნიდა მეწარმეობისა და კონკურენციის შეფერხების რისკებს.
ამგვარად, სადავო რეგულაცია ზღუდავდა მეწარმეობისა და კონკურენციის
თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს
პარლამენტის პოზიცია და მიუთითა, რომ მოსახლეობისათვის ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია. ამასთან, ნაკლებად
დასახლებულ და ძნელად მისასვლელ ადგილებში საფოსტო და საკურიერო
მომსახურების მიწოდება ეკონომიკური აგენტებისათვის შესაძლებელია,
კომერციული თვალსაზრისით, არ ყოფილიყო მომგებიანი. შესაბამისად, ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურებების ხელმისაწვდომ
ფასად გაწევისათვის შესაბამის ბაზარზე ჩარევა დასაშვებად იქნა მიჩნეული, რაც
შესაძლებელია განხორციელებულიყო კონკრეტული ეკონომიკური აგენტისათვის,
მათ შორის, შპს „საქართველოს ფოსტისათვის“ სარგებლის მინიჭების გზით.
ამავდროულად, ეკონომიკური აგენტისთვის მინიჭებული სარგებელი უნდა
ყოფილიყო გაწეული მომსახურების თანაზომიერი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს
კანონმდებლობა (ა) მკაფიოდ არ განსაზღვრავდა შპს „საქართველოს
ფოსტისათვის“ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო
მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად გაწევის ვალდებულებას, (ბ) არ ადგენდა
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების
ხელმისაწვდომ ფასად გაწევის ეკონომიკური ხარჯების გამოთვლის გამჭვირვალე
და ობიექტურ პარამეტრებს და (გ) არ არსებობდა შპს „საქართველოს
ფოსტისთვის“ შეღავათის მინიჭების იმგვარი წესი, რომელიც გამორიცხავდა
მისთვის იმაზე მეტი სარგებლის მინიჭების შესაძლებლობას, ვიდრე შესაბამისი
ეკონომიკური ხარჯების და გონივრული მოგების ასანაზღაურებლად იქნებოდა
საჭირო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ სადავო
ნორმა არათანაზომიერად ზღუდავდა მეწარმეობისა და კონკურენციის
თავისუფლებას და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე
მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.
37
ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა,
რომ სადავო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში შპს
„საქართველოს ფოსტა“ დაკარგავდა მინიჭებულ ეკონომიკურ სარგებელს, რასაც
შეეძლო შეეფერხებინა მის მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და
საკურიერო მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფის პროცესი და
უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა საფოსტო და საკურიერო მომსახურების
მიმღები სუბიექტების ინტერესებზე. შესაბამისად, კანონმდებელს მიეცა ვადა,
კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების დაცვით შესაბამისი სფეროს
მოწესრიგებისათვის და სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020
წლის პირველ მაისამდე.
ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2019 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო
გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1263). მოსარჩელის მიერ სადავოდ
გამხდარი ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე
მიღებული დადგენილება სააპელაციო სასამართლოში საჩივრდებოდა მისი
გამოტანიდან 10 დღის ვადაში.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის
ათვლა იწყებოდა დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან და
არა პირისათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან. შესაბამისად,
მოსარჩელე ვალდებული იყო, 10 დღის ვადაში წარედგინა სააპელაციო საჩივარი,
მაშინაც კი, თუ სასამართლოს გადატვირთულობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო,
პირს გასაჩივრების ვადის გასვლამდე არ ჰქონდა ჩაბარებული დასაბუთებული
დადგენილება. მოსარჩელის მტკიცებით, დადგენილების გასაჩივრების ამგვარი
პროცედურა ამცირებდა აპელაციის გზით უფლების დაცვის ეფექტურობას და
არღვევდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
მოპასუხის პოზიციით, მხარისათვის დასაბუთებული დადგენილების
გასაჩივრების ვადაში ჩაუბარებლობა უარყოფითად არ აისახებოდა პირის მიერ
გასაჩივრების უფლებით სარგებლობაზე, რამდენადაც, სააპელაციო საჩივრის 10
დღიანი ვადის დაცვით წარდგენის შემთხვევაში, მისი არასაკმარისად
დასაბუთებულობა არ გახდებოდა დაუშვებლად ცნობის საფუძველი და პირს
შესაძლებლობა ექნებოდა, მოგვიანებით წარედგინა საკუთარი არგუმენტაცია.
ამასთან, მოპასუხე სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებად მიუთითებდა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
პრევენციას,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებზე დროულ და სწრაფ რეაგირებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთო
სასამართლოების პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სასამართლოს მიერ
დასაბუთებული დადგენილების დროულად ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
დადგენილების გასაჩივრების მსურველ პირს გასაჩივრების 10 დღიანი ვადის
გასვლამდე უფლება ჰქონდა, წარედგინა სააპელაციო საჩივარი სათანადო
დასაბუთების გარეშე, ხოლო დასაბუთებული დადგენილების მიღების შემდგომ
ეძლეოდა შესაძლებლობა, წარედგინა არგუმენტაცია მისი უკანონობის შესახებ.
38
შესაბამისად, პირს უწევდა საჩივრის წარდგენა იმ პირობებში, როდესაც მისთვის
უცნობი იყო დადგენილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. ამ
პირობებში
მნიშვნელოვნად
რთულდებოდა,
გასაჩივრების
უფლების
ეფექტურობა,
აგრეთვე,
ზემდგომი
ინსტანციის
მიერ
დადგენილების
კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს
შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილების ჩაბარების
ვადის დარღვევისას, პირს უწევდა ჯერ ფორმალურად წარედგინა საჩივარი,
ხოლო შემდეგ მისი არგუმენტირებული/დასაბუთებული ვერსია შეეტანა
სასამართლოში, რაც, გარკვეულწილად, აფერხებდა გასაჩივრების უფლების
ეფექტურ რეალიზაციას და ქმნიდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით
სრულყოფილად სარგებლობის დამაბრკოლებელ დამატებით ბარიერს.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის
განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა გასაჩივრებული
დადგენილების კანონიერება და დასაბუთებულობა. შესაბამისად, სააპელაციო
სასამართლო არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრისა და დასაბუთებული
დადგენილების გაცნობის გარეშე დავას ვერ გადაწყვეტდა. საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებით, პირისათვის სააპელაციო საჩივრის ყველა
შემთხვევაში, 10 დღის ვადაში წარდგენის ვალდებულების დაკისრება ვერ
დააჩქარებდა სააპელაციო საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესს. ეს
პროცესი ობიექტურად უკავშირდებოდა არა გასაჩივრების ვადას, არამედ
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული დადგენილების
მიღებას.
ყოველივე
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
საკონსტიტუციო
სასამართლომ
მიიჩნია,
რომ
სადავო
ნორმა
ვერ
უზრუნველყოფდა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების სწრაფად
გამოტანის/სამართალდარღვევებზე
დროული
რეაგირების
ლეგიტიმური
მიზნების
მიღწევას
და
არათანაზომიერად
ზღუდავდა
სამართლიანი
სასამართლოს უფლებას.
საკონსტიტუციო
სასამართლომ
აღნიშნა,
რომ
სადავო
ნორმის
დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, აღარ იარსებებდა
სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების ვადა, რაც, რიგ შემთხვევებში,
დაკავშირებული იყო
ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა
სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა, მისი სამართლებრივი
შედეგები და ა. შ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური
ინტერესების
დაზიანების
თავიდან
ასაცილებლად,
საკონსტიტუციო
სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2019
წლის პირველ ივლისამდე.
შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2019 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ტიფლისი 777“
39
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1250).
საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
პროცესში სამეურვეო ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული წესის
კონსტიტუციურობა. კერძოდ, სადავო ნორმის მიხედვით, თუკი სარეალიზაციო
ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია ვერ განხორციელდებოდა სამი აუქციონის
შედეგად, მოხდებოდა მისი კრედიტორებისთვის საერთო საკუთრებაში
გადაცემის შეთავაზება, ხოლო შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში ქონება
მიექცეოდა სახელმწიფო საკუთრებაში.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული წესი გაუმართლებლად
ზღუდავდა საკუთრების უფლებას, რადგან არ იკვეთებოდა სახელმწიფო
საკუთრებაში ქონების მიქცევის ობიექტური საჭიროება. ამასთან, უფლების
შეზღუდვას ამძიმებდა ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, ითვლებოდა თუ
არა კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად მას შემდეგ, რაც სადავო
ნორმის საფუძველზე, მოვალის ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიექცეოდა.
მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყო
კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენცია, ასევე ბრუნვაუუნარო
სუბიექტების ბაზრიდან განდევნა და სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების
საფასურის ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ
სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემოდა ისეთი ქონება, რომლის საბაზრო ფასიც
ძალიან მცირეა, რაზეც მეტყველებდა მის მიმართ ინტერესის არარსებობა.
ამავდროულად, თავად მოვალეს ჰქონდა შესაძლებლობა, სიმბოლურ ფასად
შეეძინა საკუთრებაში აღნიშნული ქონება, რაც უფლების შეზღუდვის ნაკლებად
ინტენსიურ ხასიათზე მიუთითებდა.
მოვალის არარეალიზებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის გზით
კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენციის შესახებ საკონსტიტუციო
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია სადავო ნორმით
დადგენილ ღონისძიებასა და დასახელებულ საჯარო სიკეთეს შორის არსებულ
რაიმე ხელშესახებ და კონკრეტულ კავშირზე. ამ თვალსაზრისით სასამართლომ
ვერ დაინახა რაიმე საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა გამოეწვია მოვალისათვის
მისი კუთვნილი ქონების საკუთრებაში დატოვებას.
ბრუნვაუუნარო სუბიექტების ბაზრიდან განდევნის მისაღწევად სადავო
ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, სასამართლომ საკანონმდებლო
ნორმათა ანალიზის შედეგად განმარტა, რომ მოვალის ქონების სახელმწიფო
საკუთრებაში გადაცემა არც პროცედურულად და არც შინაარსობრივად არ
უკავშირდებოდა მოვალის გაკოტრებას და მისი რეგისტრაციის გაუქმებას.
მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა არ იწვევდა მისი
რეგისტრაციის გაუქმებას და არც რაიმე ფორმით ახდენდა გავლენას ამ პროცესის
დასრულებაზე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ ლეგიტიმურ
მიზანთან მიმართებითაც ვერ დაინახა სადავო ნორმით გათვალისწინებული
შეზღუდვის ლოგიკური კავშირი.
სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებასთან
დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო
მართლაც გასწევს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ისეთ
მომსახურებებს, როგორიცაა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის და
40
ცალკეულ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველის ფუნქციების შესრულება,
აგრეთვე მოვალის ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის გამართვა. ამასთან,
კანონმდებლობის ანალიზმა ცხადყო, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს
დასახელებული მომსახურების გაწევისათვის საფასური, როგორც წესი,
აუნაზღაურდება მოვალის ქონებიდან და, ამავდროულად, მისი მოთხოვნა
კმაყოფილდება პრიორიტეტულად, რადგან იგი პირველი რიგის კრედიტორია.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ
გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც კრედიტორს,
შესაძლებლობა ჰქონდა გამოეხატა ინტერესი ქონების საკუთრებაში მიღებასთან
დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მისი რეალიზაცია ვერ მოხდებოდა სამი
აუქციონის შემდგომ. ამასთანავე, სადავო რეგულაციის მიხედვით, მხედველობაში
არ მიიღებოდა მომსახურების საფასურის ოდენობა, თავად ქონების ღირებულება
და მათი თანაფარდობის საკითხი, ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში
გადაეცემოდა სრული მოცულობით. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე ხაზი
გაუსვა იმ გარემოებას, რომ შესაძლოა, აუქციონზე ვერ განხორციელებულიყო
სამეურვეო ქონების მხოლოდ ნაწილის რეალიზაცია და, ამდენად, აღსრულების
ეროვნულ ბიუროს სრულად დაეკმაყოფილებინა საკუთარი მოთხოვნა.
მიუხედავად ამისა, რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ქონების ნაწილი მაინც
სახელმწიფოს
საკუთრებაში
მიექცეოდა.
სასამართლოს
განმარტებით,
რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა
გავლენას არ ახდენდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის უფლებაზე,
რაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული
ღონისძიება თავისი ბუნებით და მიზანმიმართულებით არ იყო კავშირში
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის
ანაზღაურებასთან.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
საკონსტიტუციო
სასამართლომ ვერ დაინახა ლოგიკური კავშირი უფლების შეზღუდვასა და
დასახელებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის და სადავო რეგულაცია
არაკონსტიტუციურად ცნო.
ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ
2019 წლის 7 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო
გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №693 და №857). საქმეზე
სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა
და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები,
რომლებიც არეგულირებდა პერსონალური მონაცემების შემცველი საჯარო
41
ინფორმაცის გაცემის წესს.35 სადავო ნორმები ზღუდავდა პერსონალური
მონაცემის შემცველი საჯარო ინფორმაციის გაცემას, ხოლო თუ ამგვარი მონაცემი
მიეკუთვნებოდა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, სრულად
იყო აკრძალული მისი გასაჯაროება ან/და მესამე პირისთვის გადაცემა მონაცემთა
სუბიექტის თანხმობის გარეშე.
მოსარჩელეების განმარტებით, დაინტერესებული პირისთვის სასამართლოს
გადაწყვეტილების
დაუშტრიხავი
სახით
მიწოდება
ემსახურება
მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და დაცულია საჯარო ინფორმაციაზე
წვდომის უფლებით. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ სადავო ნორმების
საფუძველზე ის ვერ ახერხებდა საერთო სასამართლოებში საჯარო სხდომის
შედეგად მიღებული მართლმსაჯულების აქტების მოპოვებას. კერძოდ,
სასამართლო უარს ამბობდა აღნიშნული დოკუმენტების გაცემაზე მათში
არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, მათ შორის, მათი
დაშიფრული ფორმით გაცემის მოთხოვნის დროსაც. მოსარჩელეთა აზრით,
ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით
ინფორმაციის
გარანტირებული
საჯარო
დაწესებულებებში
დაცული
ხელმისაწვდომობის უფლებას (საქართვლოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2
პუნქტი).
მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და აღნიშნა, რომ
სადავო ნორმები ემსახურებოდა მხარეთა და საქმის განხილვის სხვა მონაწილეთა
პერსონალური მონაცემების დაცვას. მოპასუხის მითითებით, კანონმდებლობა
უშვებდა პერსონალური მონაცემის შემცველი დოკუმენტის მესამე პირისთვის
გადაცემის შესაძლებლობას და დაცული იყო ინტერესთა ბალანსი. საქართველოს
პარლამენტის პოზიციით, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ
მონაცემებში ექცეოდა სენსიტიური ინფორმაცია და მონაცემის სუბიექტის
თანხმობის გარეშე ამ ინფორმაციის გაცემის აკრძალვა გამართლებული იყო.
შესაბამისად, სადავო ნორმები სრულად პასუხობდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის
მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლება საზოგადოების თითოეულ წევრს
აძლევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული მისთვის მნიშვნელოვან
საკითხებზე, აქტიურად და ეფექტურად ჩაერთოს მათ განხილვასა და
გადაწყვეტაში. ეს ყოველივე ემსახურება საჯარო დაწესებულებაში დაცული
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საზოგადო მიზანს - საზოგადოებრივი
35
№693 კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018
წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე
მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
№857 კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018
წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის
პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5
მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)
მიმართებით.
42
კონტროლის
ხელშეწყობას,
სახელმწიფოს
საქმიანობაში
მოქალაქეების
მონაწილეობას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმები
აწესრიგებდა, ზოგადად, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში არსებული
პერსონალური მონაცემების შემცველი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
საკითხს. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ
სადავო
ნორმების
კონსტიტუციურობა
შეაფასა
მხოლოდ
საერთო
სასამართლოების მიერ ღია სხდომის ფარგლებში მიღებული სასამართლოს
აქტების ხელმისაწვდომობის კონტექსტში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საერთო სასამართლოს მიერ
მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული აქტების გაცნობის უფლება
დაცული იყო საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მიღების უფლებით.
სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები ზღუდავდა პერსონალური
მონაცემების შემცველი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების უფლებას,
ხოლო დეპერსონალიზაციის შეუძლებლების შემთხვევაში აქტი საერთოდ არ
გაიცემოდა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და აღნიშნა,
რომ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა რომ პერსონალური ინფორმაციის ღია
სხდომაზე გამჟღავნებას აქვს იმწუთიერი ეფექტი, რაც განსხვავდება იგივე
მონაცემის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისგან. ეს უკანასკნელი აფართოებს
პირთა წრეს და, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, სასამართლო სხდომის
საჯაროობასთან შედარებით, უფრო ინტენსიურად ზღუდავდეს პირადი
ცხოვრების უფლებას. ამდენად, ღია სასამართლო სხდომის ჩატარების პირობებში
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების კონფიდენციალობაზე პირის
ინტერესი, თავისთავად, არ გამორიცხა და სადავო ნორმით დადგენილი
შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად მიიჩნია.
აუცილებლობის ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება
გაამახვილა პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის ნებაზე. საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოქნილ
მექანიზმს, რომლის გამოყენებითაც ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების
უნარის მქონე სრულწლოვან პირს შეეძლება, უარი თქვას საკუთარი
პერსონალური მონაცემების დაცვაზე. კანონმდებლობა ყოველ ინდივიდუალურ
შემთხვევაში მოითხოვს პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობას, ხოლო
გადაწყვეტილების ასლის მიმღები პირისთვის, როგორც წესი, არ არის ცნობილი ამ
სუბიექტის ვინაობა. სასამართლოს შეფასებით, არსებული სისტემის ფარგლებში
სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის მოპოვება ფაქტობრივად
შეუძლებელი ხდებოდა, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პერსონალური
მონაცემების
სუბიექტებს
არ
გააჩნიათ
პირადი
ინფორმაციის
კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესი, მეტიც - სურვილი აქვთ, რომ
საზოგადოება გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. საკონსტიტუციო სასამართლოს
განმარტებით, ასეთ შემთხვევებში სადავო ნორმები საჯარო დაწესებულებებში
არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავდა იმაზე მეტი
43
ინტენსივობითა და მოცულობით, ვიდრე ეს აუცილებელი იყო ლეგიტიმური
მიზნის მისაღწევად და ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობის მოთხოვნას.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, თუ პირს აქვს სასამართლო
აქტში საკუთარი პერსონალური მონაცემის დაცვის სურვილი, ეს ავტომატურად
არ უნდა ქმნიდეს ამ მონაცემის დაფარვისა და მასზე საზოგადოების
ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლომ
მიუთითა,
რომ
ამგვარ
შემთხვევაში
ერთმანეთს
უპირისპირდებოდა
კონსტიტუციით დაცული ორი უფლება და კონფლიქტურ ინტერესთა შორის
ბალანსი ვიწრო პროპორციულობის ეტაპზე გადაწყვიტა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო დაწესებულებაში
დაცულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას და საზოგადოებისათვის მის
ხელმისაწვდომობას არ აქვს თანაბარი მნიშვნელობა. საჯარო ინფორმაციის
გარკვეული კატეგორიის მიმართ შესაძლოა, არსებობდეს ღიაობის მომეტებული
ინტერესი.
საკონსტიტუციო
სასამართლომ
საერთო
სასამართლოების
გადაწყვეტილებების
ხელმისაწვდომობის
უპირველეს
ინტერესად
მართლმსაჯულების გამჭვირვალობა დაასახელა. საკონსტიტუციო სასამართლომ
მიუთითა,
რომ
საქართველოს
კონსტიტუცია
მართლმსაჯულების
გამჭვირვალობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მას სასამართლო
ხელისუფლების საქმიანობის სამოქმედო პრინციპად განიხილავს.
საკონსტიტუციო
სასამართლომ
მიუთითა,
რომ
დემოკრატიულ
სახელმწიფოში განუზომლად დიდია მართლმსაჯულების განხორციელებაზე და,
განსაკუთრებით, სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებზე საზოგადოებრივი
ზედამხედველობის
მნიშვნელობა.
ეს
უკანასკნელი
უზრუნველყოფს
საზოგადოების
თითოეული
წევრის
შესაძლებლობას,
განახორციელოს
სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი. ხალხს უნდა
შეეძლოს, ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად აქციოს და შეაფასოს
სასამართლოს თითოეული გადაწყვეტილება, მასში გაკეთებული განმარტება და
დადგენილება.
მნიშვნელოვანია,
დაინტერესებული
პირებისათვის
ხელმისაწვდომი იყოს სასამართლოს აქტების სრული ტექსტი, მათ შორის, მათში
არსებული
პერსონალური
მონაცემებიც,
ვინაიდან
რიგ
შემთხვევებში
პერსონალური მონაცემების გარეშე შეუძლებელია სრულყოფილად შეფასდეს,
რამდენად ობიექტურად და მიუკერძოებლად მიიღო სასამართლომ ესა თუ ის
გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართლმსაჯულების
გამჭვირვალობა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი
უსაფრთხოების ნაწილიც არის. სასამართლოს შეფასებით, ნებისმიერი ადამიანი
უფლებამოსილია, ჰქონდეს მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების
ფარგლებში მიღებული აქტების საზოგადოებისთვის გაცნობის, საზოგადოების
მიერ მის საქმეზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ამავდროულად,
კანონმდებლობა სიცოცხლისუნარიანი ხდება სასამართლოს პრაქტიკაში.
სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ
ორგანოთა არქიტექტურაში არის ის შტო, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს
კანონმდებლობის
განმარტებისა
და
გამოყენების
თაობაზე.
ამდენად,
სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს პირის
44
შესაძლებლობას, იცოდეს კანონმდებლობის შინაარსი, როგორ ხდება მისი
გამოყენება და რას მოითხოვს თითოეული საკანონმდებლო რეგულაცია მისი
ადრესატებისაგან.
დასახელებულ
არგუმენტაციაზე
დაყრდნობით,
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების
ხელმისაწვდომობის მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა
დაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებაში არსებული
პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ემსახურება და
ორგანულად უკავშირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ხარისხი იცვლება ადამიანის
პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით გამოწვეული ნეგატიური
გავლენის ზრდასთან ერთად. ნეგატიური გავლენის ინტენსივობა და,
შესაბამისად, ინფორმაციის დაცვის მაღალი ინტერესი შესაძლოა, განაპირობოს
ინფორმაციის კატეგორიამ, მიღებასა და გამჟღავნებასთან დაკავშირებულმა
გარემოებებმა და სხვა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა იმ
გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები ზღუდავს ღია სასამართლო სხდომის
შედეგად მიღებული აქტების ხელმისაწვდომობას. სასამართლოს შეფასებით,
მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალობის ხარისხი, როგორც წესი,
დაბალია და ვერ გადაწონის სასამართლოს გადაწყვეტილებების ღიაობის
აღმატებულ კონსტიტუციურ ინტერესს. თუმცა სასამართლომ დაუშვა იმის
შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში საჭირო იყოს პერსონალური
მონაცემების დაფარვა ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებულ აქტში. ასეთ
შემთხვევებში უნდა შეფასდეს, რამდენად გადაწონის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის საჭიროება სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის
მომეტებულ კონსტიტუციურ ინტერესს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმები
დაპირისპირებულ სიკეთეთა შორის ბალანსს თითქმის უპირობოდ წყვეტდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სასარგებლოდ. სასამართლოს განმარტებით,
პერსონალური მონაცემების სასარგებლოდ დადგენილი პირველადი ბალანსი არ
არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ღირებულებათა
რეგულაციის
პირობებში
რამდენადმე
მცირდება
წესრიგთან.
ასეთი
მართლმსაჯულების
საზოგადოებრივი
კონტროლისა
და,
შესაბამისად,
საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი. არაერთ შემთხვევაში, დაინტერესებული
პირისათვის უშუალოდ პერსონალური მონაცემების გაცნობის გარეშე
შეუძლებელია მომეტებული ინტერესის დასაბუთება. თითოეულ შემთხვევაში
სასამართლოს აქტში მოცემული პერსონალური მონაცემების გაცემისას
ინფორმაციის ღიაობის მომეტებული ინტერესის დასაბუთების მოთხოვნა
გამორიცხავს სასამართლოს გადაწყვეტილებების შემთხვევითი პრინციპით
კონტროლს, მათში შესაძლო გადაცდომების, მიკერძოების ტენდენციებისა თუ
შერჩევითი მართლმსაჯულების ეფექტიან საზოგადოებრივ ზედამხედველობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, შეზღუდვის ინტენსივობა კიდევ
უფრო იზრდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხდება სასამართლოს აქტის
დეპერსონალიზებული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა და დაინტერესებული
45
პირებისათვის სრულად ხელმიუწვდომელია სასამართლოს აქტი, რაც არა
მხოლოდ გამორიცხავს შემთხვევით კონტროლს, არამედ - უგულებელყოფს
სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნას - საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული დასაბუთება მოქმედი კანონმდებლობის ავტორიტეტული განმარტება.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა ბალანსის შებრუნება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სასარგებლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც
ინფორმაციის გამჟღავნება მისი შინაარსის, სუბიექტის, გასაჯაროების ფორმის,
ვადის, მეთოდის თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით
ინტენსიურ გავლენას ახდენს პირადი ცხოვრების უფლებაზე. აღნიშნულის
საილუსტრაციოდ სასამართლომ მოიყვანა მონაცემები არასრულწლოვანი პირების
შესახებ ინფორმაცია ინტიმურ სფეროებთან დაკავშირებით. ამავდროულად,
სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარ განსაკუთრებულ შემთხვევაშიც კი უნდა
არსებობდეს შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჯაროების შესაძლებლობა
სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ განსაკუთრებით მაღალი საჯარო
ინტერესის პირობებში.
წარმოდგენილი
არგუმენტებიდან
გამომდინარე,
საკონსტიტუციო
რომ
სადავო
ნორმებით
დადგენილი
იყო
სასამართლომ
მიიჩია,
არაკონსტიტუციურ ინტერესთა ბალანსი სასამართლოს გადაწყვეტილებების
ხელმისაწვდომობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის, რაც არღვევდა
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების
დაუყოვნებლივ,
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში აღარ
იარსებებდა, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლოს აქტების
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც,
შესაძლებელია დარღვეულიყო პირადი ცხოვრების უფლება. ამასთან, როგორც
მიმდინარე, ისე უკვე დასრულებული სამართალწარმოების შედეგად შექმნილ
სასამართლოს აქტებზე, შეზღუდვის აუცილებლობის უზრუნველსაყოფად,
საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა საჭიროება, შემუშავდეს მექანიზმი,
რომელიც უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის
შეზღუდვა პერსონალურ მონაცემთა დასაცავად შესაძლებელი იყოს მხოლოდ
მაშინ, როდესაც პირი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით გამოხატავს
აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს. აქედან
გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის პირველ მაისამდე
გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება.
ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისს მიიღო
გადაწყვეტილება საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1271).
46
№1271 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად
მიიჩნევდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
ნორმას, რომლითაც ისჯებოდა თვითმმართველი ერთეულის იერსახის
დამახინჯება, რაც გამოიხატებოდა პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების ისეთ
ადგილებზე განთავსებაში, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.
მოსარჩელეების მტკიცებით, სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავდა
გამოხატვის თავისუფლებას და აწესებდა ბანერის, ლოზუნგის ან პლაკატის
სპონტანურად და ხანმოკლე ვადით განთავსების აკრძალვას, ერთი მხრივ,
მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე
და, მეორე მხრივ, საკრებულოს წევრის მიერ მისთვის სამუშაოდ გამოყოფილი
სივრცის ფასადზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე
მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა გამორიცხავდა სპონტანური პროტესტის
პირობებში გამოხატვის შესაძლებლობას და არათანაზომიერად ზღუდავდა
გამოხატვის თავისუფლებას.
მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია და აღნიშნა, რომ პირებს არ
ჰქონდათ საჯარო სივრცით სარგებლობის უპირობო და შეუზღუდავი უფლება.
ქალაქის იერსახე შედგება როგორც საჯარო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული
ობიექტებისგან და კერძო საკუთრების ფასადის დამახინჯებას შესაძლოა
მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა ქალაქის იერსახეზე, რაც გამორიცხავდა მის
მიმართ საგამონაკლისო წესების გავრცელების შესაძლებლობას. მოპასუხის
მტკიცებით, ამგვარი რისკები თანაბრად არსებობდა სპონტანური გამოხატვის
შემთხვევაშიც, ვინაიდან სპონტანურ და დროებით ღონისძიებებსაც შესაძლოა
მაღალი ინტენსივობის საფრთხე შეექმნა საჯარო სივრცის იერსახისათვის.
ამასთან, სადავო ნორმა ზღუდავდა გამოხატვის მხოლოდ ერთ ფორმას და არ
ვრცელდება კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ შენობის
ფასადი არის ის საჯარო სივრცე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს აზრის
გამოსახატად. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის
თავისუფლების ფარგლები მოიცავს არავერბალურ კომუნიკაციას, მათ შორის,
აზრის და ინფორმაციის წერილობით, ტექნიკური საშუალებებით ან ვიზუალური
გამოსახულების ფორმით გავრცელებას და, ამ თვალსაზრისით, ლოზუნგების,
ბანერების და პლაკატების მეშვეობით აზრის გამოხატვა კომუნიკაციის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი და გავრცელებული ფორმაა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კერძო
საკუთრებაში არსებული ობიექტის ფასადზე პლაკატის, ლოზუნგისა და ბანერის,
მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით, განთავსების აკრძალვის ლეგიტიმური
მიზანი იყო მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლომ
განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნება განსაკუთრებულად
ფასეული სიკეთეა. აღნიშნული სიკეთის უგულებელყოფის შემთხვევაში
შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩენილიყო სხვა მცხოვრებთა პირადი სივრცე,
შემცირებულიყო
საცხოვრებელი/ტურისტული
დანიშნულების
ზონების
ღირებულება და, გაუარესებულიყო კონკრეტული სივრცით მოსარგებლე პირთა
ცხოვრების ხარისხი. ამავდროულად, მიმდინარე აქტუალური მოვლენების
შესახებ მოსაზრების გამოხატვისას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
47
დროულობას და მყისიერებას, ხოლო პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა
ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის
ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე,
პროტესტის ნებისმიერი დროით დაყოვნებას შესაძლოა იმდენად შეემცირებინა
მისი ეფექტურობა, რომ ფაქტობრივად აზრი დაეკარგა მისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პლაკატების, ლოზუნგების ან
ბანერების ნორმალური გამოყენების პირობებში, როგორც წესი, ისინი არ ტოვებენ
ხანგრძლივ და წარუშლელ კვალს შენობის ფასადზე და არ საჭიროებენ მყარ
კონსტრუქციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპონტანური პროტესტის
გამოხატვის შემთხვევაში, შენობა-ნაგებობებისა და მუნიციპალიტეტის იერსახე
იცვლება მხოლოდ ხანმოკლე ვადით, სპონტანური პროტესტის მიმდინარეობისას
და პროტესტის დასრულების შემდეგ იერსახე უბრუნდება პირვანდელ
მდგომარეობას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
გამოხატვის
თავისუფლების
ამგვარი
ინტენსიური შეზღუდვის საპირწონე ვერ იქნებოდა ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის
იერსახის ხანმოკლე, დროებითი სახეცვლილებისგან დაცვის ინტერესი. ყოველივე
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც კრძალავდა
მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით მის საკუთრებაში არსებულ
ობიექტზე ბანერის, ლოზუნგის ან პლაკატის, სპონტანური საპროტესტო აქციის
ფარგლებში, ხანმოკლე ვადით განთავსებას.
პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების საკრებულოს შენობის ფასადზე
განთავსებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უკავშირდებოდა სპეციფიკურ ობიექტს
და მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული საკრებულოს, როგორც
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სპეციფიკა. სასამართლომ
განმარტა, რომ საკრებულოს წევრები, როგორც ხალხის წარმომადგენლები, არათუ
გამოხატვის თავისუფლების უფლებით მოსარგებლე სუბიექტები არიან, არამედ
მათი სიტყვის თავისუფლების დაცულობის ფარგლები ძალიან მაღალია. ამასთან,
მათი პროტესტი შესაძლოა შეეხებოდეს განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკური,
ადგილობრივი თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივ
საკითხებს.
აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
მიუთითა, რომ კერძო მესაკუთრის მიერ მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობით
სარგებლობისგან
განსხვავებით,
საკრებულოს
წევრს
არ
ჰქონდა
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოების თანხმობა, საკრებულოს
შენობის ფასადზე რაიმე ობიექტის განთავსების თაობაზე. სამსახურებრივი
სარგებლობისათვის ამა თუ იმ ქონების გადაცემა ვერ შეფასდებოდა ამ ქონების
ფასადზე ნებისმიერი ობიექტის განთავსებაზე თანხმობად. მუნიციპალიტეტს
ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, რომ მის უფლებამოსილ ორგანოებს
სათანადო დანიშნულებით მოეხმარათ ესა თუ ის საჯარო რესურსი და არ მიეცათ
სხვა პირებისათვის ამ რესურსით თვითნებურად სარგებლობის შესაძლებლობა.
ამდენად, საკრებულოს წევრის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესი ვერ
გადაწონიდა ადგილობრივი თვითმმართველობის მომეტებულ ინტერესს, რომ
48
მისი ქონება არ ყოფილიყო უნებართვოდ გამოყენებული. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით
დადგენილი
შეზღუდვა,
ამ
თვალსაზრისით,
არ
ეწინააღმდეგებოდა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის
თავისუფლებას.
ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის წინააღმდეგ
2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო
გადაწყვეტილება
საქმეზე
„ალექსანდრე
მძინარაშვილი
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი
№1275). აღნიშნულ საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი „ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა
უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით
დამტკიცებული რეგლამენტის ნორმები, რომლებიც, ერთი მხრივ, ადგენდა
ინტერნეტდომენის გამცემის ვალდებულებას, დაუშვებელი პროდუქციის
გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაებლოკა ინტერნეტგვერდი, ხოლო,
მეორე მხრივ, მომსახურების მიმწოდებელს აძლევდა შესაძლებლობას, მიეღო
შესაბამისი ზომები ქსელის მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის შემცველი
შეტყობინების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.36
მოსარჩელე
მხარის
არგუმენტაციით,
სადავო
დადგენილებით,
კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავად განსაზღვრავდა დაუშვებელი
პროდუქციის ცნებას და არეგულირებდა ამგვარი პროდუქციის გავრცელების
აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსარჩელის განმარტებით, სადავო
ნორმებით
გამოხატვის
თავისუფლებაში
ჩარევა
ხორციელდებოდა
უფლებამოსილების დელეგირების გარეშე, არა კანონის, არამედ საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების საფუძველზე, რაც
ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები არ არღვევდა გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნას.
კერძოდ, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიისათვის
მოხდა
უფლებამოსილების
დელეგირება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისი ნორმების საფუძველზე. შესაბამისად, ამ დელეგირებით მას მიენიჭა
ლეგიტიმაცია, შეემუშავებინა სამართლებრივი აქტები ნებისმიერ საკითხზე,
36
სადავო დადგენილების თანახმად, დაუშვებელ პროდუქციად მიჩნეული იყო, მათ შორის,
სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების
შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი
და უზუსტო პროდუქცია.
49
რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების
დაცვისკენ იქნებოდა მიმართული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის
თავისუფლებით დაცულია აზრის/ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და
გავრცელების უფლება, რაც მოიცავს სასურველი ფორმით და საშუალებით,
შინაარსობრივი ფილტრაციის გარეშე, ინფორმაციის მიმოცვლას. სადავო
ნორმების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
კრძალავდა სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების
ამსახველი,
პირადი
ცხოვრების
შემლახველი,
ცილისმწამებლური,
შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო
პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემას. სასამართლოს შეფასებით,
ამგვარი მოწესრიგება ნიშნავდა გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას და
აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გამო, რაც
აღნიშნულ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმას იწვევდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება არ
არის აბსოლუტური და საქართველოს კონსტიტუცია უშვებს მისი შეზღუდვის
შესაძლებლობას. სასამართლოს მითითებით, გამოხატვის თავისუფლების
დამდგენი კონსტიტუციური ნორმა მოითხოვს, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა
განხორციელდეს კანონის საფუძველზე. აღნიშნული ფორმალური მოთხოვნის
დაუცველობა კი, რეგულირების შინაარსის მიუხედავად, იწვევს ძირითადი
უფლების შემზღუდავი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, ძირითადი უფლების კანონით
შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული კონსტიტუციური გარანტიები
ემსახურება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზებას, შესაბამისად,
სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და ბოროტად გამოყენების რისკების
თავიდან
აცილებას.
ამავდროულად,
ამგვარი
წესრიგი
დამატებით
უზრუნველყოფს, რომ უფლება შეიზღუდოს უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც აქვს ხალხის მიერ მინიჭებული მაღალი
ლეგიტიმაცია. საქართველოს პარლამენტი არის ის კონსტიტუციური ორგანო,
რომელიც საკითხს წყვეტს გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცესის საფუძველზე,
პოლიტიკური დებატების შედეგად, რაც საფუძველშივე ქმნის დამატებით
ფილტრს უფლებაში გაუმართლებლად ჩარევის რისკების შესამცირებლად.
თუმცა, სასამართლოს შეფასებით, უფლების კანონის საფუძველზე
შეზღუდვის კონსტიტუციური დათქმა არ გულისხმობს, რომ ესა თუ ის უფლება
მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა შეიძლება შეზღუდოს. ცალკეულ
შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, მოახდინოს საკითხის
მოწესრიგების სხვა სახელმწიფო ორგანოზე დელეგირება, რამდენადაც უფლების
შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის საქართველოს პარლამენტის
მიერ
მოწესრიგებამ
შესაძლოა,
საკანონმდებლო
ხელისუფლების
პარალიზება/შეფერხება
გამოიწვიოს.
უფლებამოსილების
დელეგირების
მექანიზმი მნიშვნელოვნად ამარტივებს კანონშემოქმედებით საქმიანობას და
საკანონმდებლო
ხელისუფლებას
აძლევს
შესაძლებლობას,
მიიღოს
გადაწყვეტილებები პრინციპულ პოლიტიკურსამართლებრივ საკითხებზე, ხოლო
50
მათი იმპლემენტაციისათვის საჭირო დეტალების მოწესრიგება კი სხვა
სახელმწიფო ორგანოებს მიანდოს.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მითითებით,
პარლამენტის
მიერ
უფლებამოსილების
დელეგირებამ
შეიძლება
კონსტიტუციის
დარღვევა
გამოიწვიოს ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია
პირდაპირ კრძალავს ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული
უფლებამოსილების დელეგირებით, საქართველოს პარლამენტი თავისი
კონსტიტუციური
უფლებამოსილების
განხორციელებაზე
ამბობს
უარს.
სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული სახეზე იქნება, მაგალითად, ისეთ
შემთხვევაში,
როდესაც
საქართველოს
პარლამენტი
ახდენს
თავისი
უფლებამოსილების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო რეგულირების
შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავდა,
თუ რა ტიპის აზრისა და ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი.
შესაბამისად, დადგენილი იყო გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, რაც
გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის
გამო. სასამართლოს შეფასებით, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული
საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს. ის
საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის
აუცილებელ საფუძველს ქმნის. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი
სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის
ხარისხს განსაზღვრავს. ამდენად, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი
რეგულირება იმგვარი საკითხია, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა
მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ამგვარად,
საკითხის
განსაზღვრა
საქართველოს
სასამართლოს
განმარტებით,
ამ
პარლამენტის
ფუნდამენტურად
მნიშვნელოვან
უფლებამოსილებას
წარმოადგენდა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე მისი
მოწესრიგების დელეგირება დაუშვებელი იყო. შესაბამისად, გამოხატვის
თავისუფლების
შინაარსობრივი
რეგულირების
უფლებამოსილების
დელეგირების შესახებ საკანონმდებლო დებულების არსებობის შემთხვევაშიც კი,
პარლამენტის ამგვარი ნება არაკონსტიტუციური იქნებოდა.
ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმები გამოხატვის
შინაარსობრივი რეგულირების მიღმა ასევე აწესრიგებდა შინაარსობრივი
რეგულირების დამდგენი შეზღუდვის ტექნიკური აღსრულების წესს.
სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს
საქართველოს
პარლამენტის
უფლებამოსილებას,
რომ
გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ტექნიკური, შინაარსობრივი
რეგულირების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების
დელეგირება მოახდინოს სხვა სახელმწოფო ორგანოზე. თუმცა, შესაბამისი
საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ
საქართველოს
პარლამენტს
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიისთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოხატვის თავისუფლების
რეგულირების უფლებამოსილება არ გადაუცია.
51
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო დაცული გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნები, რის გამოც სადავო
ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2
პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №770). დასახელებულ
საქმეზე
სადავოდ
იყო
გამხდარი
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „[...] ან, გამონაკლის
შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, –
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე
მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე
მუხლის სიტყვების „[...] ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“
(2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16
დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქართველოს სახალხო დამცველი არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით
უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე
მოხმარებისათვის სანქციის სახედ ადმინისტრაციული პატიმრობისა და
თავისუფლების
აღკვეთის
გამოყენების
შესაძლებლობას.
მოსარჩელე
მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა თავისუფლების აღკვეთის გამოყენების
შესაძლებლობას ერთნაირად ითვალისწინებდა როგორც მსუბუქი, ისე მძიმე
ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის. ამასთანავე, სადავო
ნორმების
რეგულირების
ფარგლებში
ექცეოდა
რიგი
ნარკოტიკული
საშუალებების იმდენად მცირე ოდენობები, რომ მისგან მომდინარე საფრთხის
ხარისხი ვერ გაამართლებდა სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის
გამოყენების აუცილებლობას. ამ პირობებში ამგვარი ქმედების ერთადერთი
მიზანი ხდებოდა რეპრესია და აკრძალული ქმედების ზოგადი პრევენცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმებით
გათვალისწინებული სანქციის სახეები – ადმინისტრაციული პატიმრობა და
თავისუფლების აღკვეთა იყო აშკარად არაპროპორციული სასჯელი.
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ემსახურებოდა ისეთი
ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა საზოგადოებისა და მისი წევრების
ჯანმრთელობის დაცვა, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და
ნარკომანიის პრევენცია. მოპასუხე დამატებით მიუთითებდა, რომ სადავო
ნორმები სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა ითვალისწინებდა სხვა,
ალტერნატიული სასჯელის დაკისრების შესაძლებლობას, რაც იძლეოდა
52
სასჯელის
ინდივიდუალიზაციისა
და
ფაქტობრივი
გარემოებების
გათვალისწინების საშუალებას.
მოცემული საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა
შეეფასებინა, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა
ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის, სანქციის სახით, თავისუფლების
აღკვეთის და ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების კონსტიტუციურობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმების რეგულირების
ქვეშ ექცეოდა ერთმანეთისაგან განსხვავებული, ხარისხობრივად სხვადასხვა
საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ნარკოტიკული საშუალების მცირე
ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა მოხმარება. ამასთანავე,
მცირე ოდენობა შესაძლოა ყოფილიყო როგორც ერთი მოხმარებისათვის
საკმარისი, ისე ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობა. აქედან
გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა სანქციის
სახით თავისუფლების აღკვეთის და ადმინისტრაციული პატიმრობის
გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი, ერთი მხრივ, ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარების და აშკარად პირადი
მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით) შეძენის,
შენახვისა და დამზადებისთვის და, მეორე მხრივ, ერთი მოხმარებისთვის
საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო ბრუნვის ნებისმიერი მონაწილე (მომხმარებელი, დამამზადებელი,
მწარმოებელი, შემძენი და სხვა), გარკვეულწილად, ხელს უწყობდა აკრძალული
ნივთიერებების უკანონო ბრუნვას და ქმნიდა „საბაზრო მოთხოვნას“. თავის მხრივ,
აკრძალული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა საფრთხეს უქმნიდა საზოგადოების
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. სწორედ ამ საფრთხეების აღკვეთასა
და პრევენციას ემსახურებოდა სადავო ნორმები.
საკონსტიტუციო
სასამართლომ
ერთმანეთისაგან
გამიჯნა
იმგვარი
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/ერთი მოხმარებისათვის საჭირო
ოდენობით შეძენა, შენახვა და დამზადება, რომელიც იწვევდა სწრაფ შეჩვევას
ან/და აგრესიულ ქცევას და, რომელსაც ამგვარი ეფექტი არ გააჩნდა. სასამართლოს
პოზიციით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რისკებს შეიცავდა არა
ნებისმიერი, არამედ მხოლოდ იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება,
რომელიც იწვევდა სწრაფ შეჩვევას, აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას
ან/და რომლის ზემოქმედების ქვეშ პირი ხდებოდა აგრესიული და დანაშაულის
ჩადენისკენ მიდრეკილი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით
იმგვარი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების და აშკარად პირადი
მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით) შეძენის,
შენახვისა და დამზადებისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესება, რომელიც
არ იწვევდა სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, ლოგიკურ კავშირში არ იყო
საზოგადოებრივი
წესრიგისა
და
უსაფრთხოების
დაცვასთან
და
შემოიფარგლებოდა მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვით.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების,
მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარების და აშკარად პირადი მოხმარების
53
მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის სანქციის დაწესებას გააჩნდა
შემაკავებელი და პრევენციული ეფექტი, ამცირებდა აკრძალული ნივთიერებების
უკანონო ბრუნვას. შესაბამისად, სადავო ნორმები ხელს უწყობდა როგორც
მომხმარებლის, ისე საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას. დასახელებულ
ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა,
რომ
სრულწლოვანი
პირის
დასჯა
საკუთარი
ჯანმრთელობისათვის
გაცნობიერებული ზიანის მიყენებისათვის წარმოადგენდა სახელმწიფოსგან
გამოვლენილი პატერნალიზმის იმგვარ ფორმას, რომელიც შეუთავსებელი იყო
თავისუფალ
საზოგადოებასთან
და
ეწინააღმდეგებოდა
კონსტიტუციის
მოთხოვნებს. ხოლო, რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას,
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მომხმარებლის
როლი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო
ბრუნვის პროცესში იყო ძალიან მცირე, რაც უკანონო ბრუნვის აღკვეთის
თვალსაზრისით, უმნიშვნელოს ხდიდა მისი დასჯით გამოწვეულ დადებით
ეფექტს. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აკრძალული
ნივთიერების პირადი მოხმარება ან ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა და შენახვა (როდესაც არ
დასტურდება მისი გასაღების მიზანი) წარმოშობდა მისი ბრუნვაში მოქცევის
მინიმალურ,
ჰიპოთეტურ
რისკებს
და
ამ
ქმედებით
სხვა
პირთა
ჯანმრთელობისათვის საფრთხის მიყენების რისკი ძალიან დაბალი იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით,
პირისათვის თავისუფლების აღკვეთა იმგვარი ნარკოტიკული საშუალების
უკანონო მოხმარების და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით შეძენის,
შენახვისა და დამზადებისათვის, რომელიც არ იწვევდა სწრაფ შეჩვევას ან/და
აგრესიულ
ქცევას,
აშკარად
არაპროპორციული
სასჯელი
იყო
და
ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე შეაფასა ისეთი ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებისათვის დაწესებული სანქციის კონსტიტუციურობა,
რომელიც იწვევდა სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს და
მიიჩნია, რომ ამგვარი ნარკოტიკული საშუალების თუნდაც ერთჯერადი
მოხმარება, ისევე, როგორც აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება,
შეძენა და შენახვა შეიცავდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების
დარღვევის მაღალ რისკს. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ამგვარი
ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლები აბსტინენციის პირობებში,
შესაძლებელია,
მიდრეკილნი
ყოფილიყვნენ
დანაშაულისა
და
სხვა
ანტისოციალური ქმედების ჩადენისაკენ, რაც ქმნიდა რისკებს საზოგადოების
უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, ამგვარი საფრთხის პრევენციისათვის,
საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სასჯელის სახით
თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია
თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება ერთი მოხმარებისათვის
საჭიროზე მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა,
და შენახვისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია,
ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობაზე მეტი ნარკოტიკული საშუალების
54
დამზადება, შეძენა ან შენახვა, ყველა შემთხვევაში, არ გულისხმობდა მისი
გასაღების მიზნის არსებობას, თუმცა ნარკოტიკული საშუალების ოდენობის
ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მასზე საზოგადოების წევრების, მათ შორის,
არასრულწლოვნების ხელმისაწვდომობა და პოტენციურ მომხმარებელთა
რაოდენობა, საბოლოოდ კი, აკრძალული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით,
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობა ისეთი ქმედებებით,
როგორიც არის ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის (ერთი
მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით) უკანონო დამზადება, შეძენა და
შენახვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი იყო და
ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის
გამოყენება ვერ ჩაითვლებოდა აშკარად არაპროპორციული სასჯელის ზომად.
1.4.2.
მეორე კოლეგია
რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
2019 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს
იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №867). საქმეზე
სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად, აღსრულების პროცესში, ორ აუქციონზე
ქონების რეალიზების შეუძლებლობის შემთხვევაში, მესამე აუქციონზე ქონების
საწყისი ფასი განისაზღვრებოდა ნული ლარით. მოსარჩელის არგუმენტაციით,
ამგვარი რეგულაცია ქმნიდა ძვირად ღირებული ქონების შეუსაბამოდ მცირე
ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას და ეწინააღმდეგებოდა მოვალის
საკუთრების უფლებას.
მოპასუხე მხარის პოზიციით, იძულებით აუქციონზე ქონების საწყის ფასად
ღირებულების ნული ლარით განსაზღვრის შესაძლებლობის არარსებობა
გამოიწვევდა აუქციონების დაუსრულებლად ჩატარებას, გაართულებდა
გადაწყვეტილების აღსრულებას და დააზარალებდა კრედიტორთა ინტერესებს.
შესაბამისად, სადავო ნორმა აბალანსებდა კრედიტორთა და ქონების მესაკუთრეთა
ინტერესებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე
ხდებოდა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ქონების იძულებით გასხვისება.
ამავე დროს, მესაკუთრე არ მონაწილეობდა ქონების გასაყიდი ფასის
განსაზღვრაში. სასამართლომ მიუთითა, რომ ქონების განკარგვის საკითხის
გადაწყვეტა, მათ შორის, მისი ფასის განსაზღვრა მესაკუთრის კონსტიტუციური
უფლების ნაწილია. შესაბამისად, სადავო ნორმა, ამ თვალსაზრისით, ზღუდავდა
საკუთრების უფლებას.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სადავო ნორმის
ლეგიტიმური მიზანი იყო კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების
უზრუნველყოფა. სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივ სახელმწიფოში
მნიშვნელოვანია,
თითოეული
ადამიანი
დაცული
იყოს
55
სამოქალაქოსამართლებრივ
ურთიერთობაში
მონაწილე
პირთა
მიერ
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ადამიანებს უნდა გააჩნდეთ
განცდა, რომ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისას მეორე
მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არსებობს მათი
ინტერესების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. ამდენად,
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორთა აღიარებული
კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება არის იმგვარი ღირებული საჯარო
მიზანი, რომლის მიღწევის მიზნითაც შესაძლებელია საკუთრების უფლების
შეზღუდვა.
სადავო ნორმით გათვალისწინებული ინტერესთა ბალანსის შეფასებისას
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არ
ადგენს იძულებითი აუქციონების უსასრულოდ გამართვის ვალდებულებას.
შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ქონების მაღალ ფასად გაყიდვის
პერსპექტივა მინიმალურია, შესაძლებელია, ობიექტურად აუცილებელი იყოს
ქონებაზე საწყის ფასად ნული ლარის განსაზღვრა. თუმცა, ნულოვანი აუქციონის
ჩატარებამდე სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა გონივრული ღონისძიება
ქონების სათანადო ფასად რეალიზების უზრუნველსაყოფად.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ და მეორე
აუქციონზე ქონების საწყისი ფასის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღებოდა
მასზე არსებული გარდამავალი უფლებები (მაგალითად, იპოთეკა). ქონების
გასხვისებისას ამ ქონებაზე გარდამავალი უფლებების არსებობა გულისხმობდა,
რომ ის დატვირთულია გარკვეული სანივთო უფლებით, რომელიც, ამ ნივთის
გასხვისების შემთხვევაშიც კი, მიჰყვება მას. ამგვარი უფლებრივი დატვირთვის
არსებობა, მართალია, შემძენს ვერ გადააქცევდა მესამე პირის მოთხოვნის
ადრესატად, თუმცა ის ასევე გულისხმობდა, რომ დასახელებულ მესამე პირს
გააჩნდა, შემძენის საკუთრებაში გადასული ქონების მეშვეობით, საკუთარი
მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ დაადგინა, რომ ნივთზე არსებული გარდამავალი უფლებები
მნიშვნელოვნად ამცირებდა გასაყიდი ქონების რეალურ ღირებულებას.
შესაბამისად, არსებული რეგულირების ფარგლებში, შესაძლებელი იყო, პირველ
ორ აუქციონზე განსაზღვრული საწყისი ფასი ქონების რეალურ ღირებულებაზე
მნიშვნელოვნად მაღალი ყოფილიყო, რასაც, ბუნებრივია, მინიმუმამდე დაჰყავდა
მისი რეალიზების ალბათობა.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საკონსტიტუციო
სასამართლომ დაასკვნა, რომ ნულოვანი აუქციონის ჩატარებამდე სახელმწიფო არ
ატარებდა ყველა გონივრულ ღონისძიებას ქონების შეძლებისდაგვარად მაღალ
ფასად რეალიზებისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი უფლების
შეზღუდვა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
სასამართლოს მითითებით, სადავო ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში,
საკითხის კონსტიტუციასთან შესაბამისად მოწესრიგებამდე, შეუძლებელი
გახდებოდა მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარება (მათ შორის, იმ ქონებაზე
რომელსაც რეალიზების შემთხვევაში არ მიჰყვება გარდამავალი სანივთო
უფლებები), რასაც შესაძლოა, დაეზიანებინა სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე
56
სუბიექტების ინტერესები. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო
ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 31 აგვისტომდე, რათა
საქართველოს იუსტიციის მინისტრს მისცემოდა გონივრული ვადა იძულებითი
აუქციონის
პროცედურების
კონსტიტუციის
მოთხოვნათა
შესაბამისად
მოსაწესრიგებლად.
გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2019 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიამ არ დააკმაყოფილა გიორგი ქართველიშვილის კონსტიტუციური
სარჩელი (რეგისტრაციის №704) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. სადავო
ნორმა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
მოთავსებულ მსჯავრდებულს სრულად უზღუდავდა ხანგრძლივი პაემნის
უფლებას - ახლო ნათესავთა შეზღუდული წრის წარმომადგენლებთან ერთად
დაწესებულების ტერიტორიაზე დადგენილი წესით 23 საათამდე ცხოვრების
შესაძლებლობას.
მოსარჩელის
მითითებით,
ხანგრძლივი
პაემნით
სარგებლობა
მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ნაწილია, რომელიც
უზრუნველყოფს ამ უკანასკნელის მიერ საკუთარი ოჯახის წევრებთან და ახლო
ნათესავებთან ინტიმურ გარემოში კონტაქტის შესაძლებლობას. ოჯახის
წევრებთან და ახლო ნათესავებთან კონტაქტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს
მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების
დატოვების შემდგომ საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესს. მოსარჩელის
პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის
აკრძალვა
ბლანკეტური
იყო,
ვრცელდებოდა
კონკრეტული
ტიპის
დაწესებულებაში მოთავსებულ ყველა მსჯავრდებულზე მათი ინდივიდუალური
მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე და ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელის
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას.
მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყო
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან გარშემომყოფთა, აგრეთვე
საზოგადოების,
სახელმწიფოს
ან/და
სამართალდამცავი
ორგანოების
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთა.
მოპასუხის მითითებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოხვედრა
და, შესაბამისად, მისთვის
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობის სრულად აკრძალვა
განპირობებული იყო მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროების მაღალი
რისკებით. აღნიშნული რისკების შეფასება კი ხდება წინასწარ, ყოველ
ინდივიდუალურ შემთხვევაში და ექვემდებარება პერიოდულ გადაფასებას
მსჯავრდებულის ქცევის ცვლილების პარალელურად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა
თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვის შემდგომ მსჯავრდებულის
რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში წარმატებით რეინტეგრაციის პროცესში
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობის განსაკუთრებულ
57
მნიშვნელობაზე. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული უფლებრივი გარანტია
ობიექტურად აბალანსებს ფიზიკური თავისუფლების აღკვეთის ნეგატიურ
შედეგებს, უკეთესობისკენ ცვლის პირის ცხოვრების წესს, ხელს უწყობს მის
ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებას და აძლევს გარე სამყაროსთან
კონტაქტის შენარჩუნების შესაძლებლობას.
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით,
მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაამყაროს და შეინარჩუნოს ოჯახური
ურთიერთობები პირადად თუ კომუნიკაციის დისტანციური საშუალებებით.
ამასთან, ოჯახის წევრებთან კავშირს ვერ ექნება მუდმივი ხასიათი და
პრივატულობის ისეთი ხარისხი, როგორიც შესაძლებელია იმ პირებთან
მიმართებით, რომლებიც არ არიან მოთავსებული თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში. თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლება მოიცავს მის
შესაძლებლობას, იმ ხარისხით და მოცულობით შეინარჩუნოს კავშირი საკუთარ
ოჯახის წევრებთან, რაც თავსებადია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის
გამოყენებასთან და, ამასთან, სახელმწიფოს არ აკისრებს არაგონივრულად მძიმე
ტვირთს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ განსაკუთრებული
რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვა ემსახურება
მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების,
საზოგადოების,
სახელმწიფოს
და
სამართალდამცავი
ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამავე დროს, ამ ტიპის
დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მოთავსება ხდება მათგან მომდინარე
რისკების შეფასების მიხედვით. კანონმდებლობით ასევე უზრუნველყოფილია
მსჯავრდებულის
თავდაპირველი
შეფასების
შედეგების
პერიოდული
გადაფასებისა და მათი სასამართლო წესით გასაჩივრების წესი. შესაბამისად,
განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს ეძლევა
შესაძლებლობა, სათანადო ქცევით გავლენა მოახდინოს შეფასების შედეგებზე,
რასაც შედეგად მოჰყვება მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა და ხანგრძლივი
პაემნით სარგებლობის უფლების მოპოვება.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საკონსტიტუციო
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კანონის პატიმრობის კოდექსის 172
მუხლის მე-6 ნაწილით (2014 წლის 2 მაისიდან 2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი
რედაქცია)
დადგენილი
ხანგრძლივი
პაემნის
უფლების
შეზღუდვა
მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალება იყო
და არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი
პუნქტით გარანტირებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას.
ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს
ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
2019 წლის 5 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს
58
ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს
მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1279). აღნიშნულ საქმეზე
სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავდა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის (შემდგომში –
„112“) მომსახურების საფასურის გადამხდელ სუბიექტთა წრეს და ოდენობებს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, აბონენტებს „112“-ის მომსახურების
საფასური ეკისრებოდათ მათი ნებისგან დამოუკიდებლად, კონკრეტული
თანმხვედრი მომსახურების განსაზღვრის გარეშე, რაც ეწინააღმდეგებოდა
საკუთრების უფლებას. ამასთან, „112“-ის საფასურის ოდენობის და მისი
გადამხდელი სუბიექტების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრა არ
შეესაბამებოდა კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს
კონსტიტუციით, პარლამენტს აქვს გადასახადებისა და მოსაკრებლების
სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთის
ფარგლების დადგენის უფლებამოსილება. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის
არგუმენტაციით, სადავო ნორმები ობიექტური საფუძვლის გარეშე ადგენდა „112“ის მომსახურების საფასურის განსხვავებულ ოდენობებს ფიზიკური და
იურიდიული პირებისათვის, რაც ეწინააღმდეგებოდა თანასწორობის უფლებას.
მოპასუხის პოზიციით, „112“ უზრუნველყოფდა სასწრაფო დახმარების,
პოლიციისა და სახანძრო სამსახურის საქმიანობის კოორდინაციას, ხოლო
დაწესებული საფასური ემსახურებოდა „112“-ის ხარჯების ანაზღაურებას და მისი
სერვისის
თითოეული
აბონენტისთვის
ხელმისაწვდომობას.
მოპასუხის
მტკიცებით, „112“-ის საფასურის ოდენობის და მისი გადამხდელი სუბიექტების
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრა შეესაბამებოდა კონსტიტუციის
ფორმალურ მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული უფლებამოსილების მთავრობაზე
დელეგირება კანონმდებელმა მოახდინა „საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. მოპასუხემ
თანასწორობის უფლებასთან მიმართებით აღნიშნა, რომ ფიზიკური და
იურიდიული პირებისთვის საფასურის დიფერენცირებული ოდენობების
დაწესება განპირობებული იყო მათი განსხვავებული უფლებრივი სტატუსით და
„112“-ისთვის იურიდიული პირის სახელზე რეგისტრირებული ნომრებიდან
განხორციელებული ხშირი მიმართვიანობით.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით
გათვალისწინებული საფასური ემსახურებოდა საჯარო დაწესებულების - „112“-ის
ხარჯების ანაზღაურებას და უკავშირდებოდა აბონენტებისთვის კონკრეტული
საჯარო სერვისის - „112“-ის მიერ გაწეული მომსახურების უზრუნველყოფას, რის
გამოც, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება მიეკუთვნებოდა
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი
წინადადებით გათვალისწინებულ მოსაკრებელს.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
გადასახადისა
და
მოსაკრებლის შემოღების გზით პირისათვის ფინანსური ვალდებულების
დაწესება განეკუთვნება საკუთრების უფლების შეზღუდვის სპეციფიკურ ფორმას.
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგი მოითხოვს, რომ
გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესი, მათი
59
განაკვეთები ან განაკვეთის ფარგლები დადგინდეს მხოლოდ კანონით, რაც
გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლებამოსილების
მთავრობაზე დელეგირებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, „112“-ის საფასურის
გადამხდელ სუბიექტთა წრე, რაც მოსაკრებლის სტრუქტურის ნაწილია,
განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, რის გამოც,
სადავო ნორმა არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ
მოთხოვნას და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის
პირველ და მე-2 პუნქტებს.
თანასწორობის უფლებაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ
აღნიშნა, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ფიზიკური
და იურიდიული პირები იყვნენ არსებითად თანასწორი სუბიექტები. ამასთან,
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის „112“-ის საფასურის განსხვავებული
ოდენობების დამდგენი ნორმა ზღუდავდა თანასწორობის უფლებას და
კონსტიტუციური სტანდარტების, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე
მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისი უნდა ყოფილიყო.
დასახელებული კონსტიტუციური დებულების მიხედვით კი - მოსაკრებლის
განაკვეთისა და განაკვეთის ფარგლების დადგენა შესაძლებელია „მხოლოდ
კანონით“. გასაჩივრებული აქტი კი, როგორც აღინიშნა, იყო საქართველოს
მთავრობის დადგენილება. საქართველოს მთავრობა არ იყო მოსაკრებლის
განაკვეთებისა და განაკვეთების ფარგლების დადგენაზე ლეგიტიმაციის მქონე
ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა, რომელიც ფიზიკური და
იურიდიული პირებისათვის ადგენდა „112“-ის საფასურის განსხვავებულ
ოდენობებს, არ შეესაბამებოდა კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს და
ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი
პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საკონსტიტუციო
სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს
კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და
მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ
გადაწყვეტილების
გამოქვეყნების
მომენტიდან
სადავო
ნორმების
ძალადაკარგულად ცნობა გამოიწვევდა „112“-ის დაფინანსების ძირითადი წყაროს
- საფასურის გადახდის შეწყვეტას, რასაც შესაძლოა, ხელი შეეშალა „112“-ის
ნორმალური ფუნქციონირებისთვის და საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო
ინტერესებისათვის.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
საკონსტიტუციო
სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2019
წლის 31 დეკემბრამდე.
ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ბადრი ბეჟანიძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1365). საქმეზე სადავოდ
იყო გამხდარი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და
60
დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს
კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11
მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან
მიმართებით.
დასახელებული
საკანონმდებლო
აქტის
საფუძველზე
ახლებურად
ჩამოყალიბდა არაერთგზისი დანაშაულის ცნება, რომლის მიხედვითაც,
არაერთგზის დანაშაულად მიიჩნეოდა წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის
სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ხსენებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე ქმედების
არაერთგზის ჩადენილად კვალიფიკაცია ხდებოდა წინარე ქმედებისთვის
ნასამართლობის გარეშე. უშუალოდ სადავო ნორმის მიხედვით, განისაზღვრა
ზემოხსენებული შეცვლილი წესის დროში მოქმედების საკითხი და აღინიშნა, რომ
მისი მოქმედება არ ვრცელდებოდა ცვლილების შემტანი კანონის ამოქმედებამდე
ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება
კანონის ამოქმედების შემდგომ ჩაიდინა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი განზრახ
მკვლელობის ორ ეპიზოდში. გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნა დანაშაულის
ჩადენის დროს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობას და, მიუხედავად
იმისა, რომ მოსარჩელე მანამდე არ იყო განზრახ მკვლელობისთვის
ნასამართლევი, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც განზრახ მკვლელობა
ჩადენილი არაერთგზის და სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების
აღკვეთა.
მოსარჩელის მტკიცებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სადავო კანონით
განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შეფასების შემთხვევაში
მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდებოდა არაერთგზის ჩადენილ დანაშაულად,
რადგან იგი არ ყოფილა იმავე ქმედებისათვის წინათ ნასამართლევი. ამგვარი
კვალიფიკაცია თავისთავად გამოიწვევდა მისთვის შედარებით მსუბუქი
სასჯელის დაკისრებას, რადგან არაერთგზისობა ყველა შემთხვევაში დანაშაულის
დამამძიმებელი გარემოებაა და ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს. ამდენად,
მოსარჩელე
მიიჩნევდა,
რომ
სადავო
ნორმა
ეწინააღმდეგებოდა
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გავრცელებისა და
სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებებს.
მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის
ლეგიტიმური მიზნები იყო პირისათვის ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე
საფრთხის ადეკვატური სასჯელის დაკისრება და პასუხისმგებლობის
დამამძიმებელი კანონის უკუძალით გამოყენების პრევენცია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების
ვალდებულებას იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი კანონის მიღება ნაკარნახევია
საზოგადოების ჰუმანიზმით ან ცვლილებამდე არსებული სასჯელის ზომის
საჭიროების არარსებობით. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით,
არაერთგზისობა რიგ დანაშაულებთან მიმართებით განსაზღვრული იყო როგორც
დამამძიმებელი გარემოება და, როგორც წესი, იწვევდა უფრო მძიმე სასჯელის
61
დაკისრებას, ვიდრე დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში. ამასთან, საქმის
განხილვისას გამოიკვეთა, რომ საქართველოს პარლამენტის პოზიციით,
ცვლილებების შედეგად განსაზღვრული არაერთგზისი დანაშაულის ცნება უკეთ
პასუხობდა საზოგადოების გამოწვევებს და აღარ არსებობდა უფრო მკაცრი
სასჯელის ზომის გამოყენების საჭიროება. სადავო ნორმა კრძალავდა
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენებას და ამ
თვალსაზრისით, ზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9
პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ წარსულში დანაშაულის
ჩამდენი
პირების
მკაცრად
დასჯის
მიზნით
პასუხისმგებლობის
შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გავრცელების უფლების შეზღუდვა თავად
ამავე უფლების არსს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, პირის ადეკვატურად დასჯა,
მისთვის მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის
ლეგიტიმური
მიზანი,
რომელმაც
შესაძლებელია,
გაამართლოს
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის უკუძალით
გავრცელების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ პასუხისმგებლობის
დამამძიმებელი კანონის უკუძალით გამოყენების პრევენცია უაღრესად
მნიშვნელოვანი სიკეთეა. სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეულ
შემთხვევებში
დანაშაულთა
ერთობლიობისათვის,
არაერთგზისობასთან
შედარებით, უფრო მძიმე სასჯელი ყოფილიყო გათვალისწინებული, თუმცა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის
საფუძველზე, ნებისმიერი სისხლის სამართლის კანონის ახალი ნორმა წარსულ
ურთიერთობებზე ვრცელდებოდა მხოლოდ პასუხისმგებლობის შემსუბუქების
ნაწილში და არ გავრცელდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი დაამძიმებდა
პასუხისმგებლობას. ამდენად, სადავო კანონის საფუძველზე პასუხისმგებლობის
დამძიმება გამორიცხული იყო და სადავო ნორმა ლოგიკურად არ უკავშირდებოდა
მოპასუხის დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა
ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2
წინადადებით გარანტირებულ უფლებას და არაკონსტიტუციურად ცნო იგი.
თანასწორობის
უფლებასთან
მიმართებით
სადავო
ნორმის
კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე
არ იყო დიფერენცირება ნასამართლობის არმქონე იმ პირებს შორის, რომლებმაც
ერთი და იგივე დანაშაული ჩაიდინეს სადავო კანონის ამოქმედებამდე და მისი
ამოქმედების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ნორმა არ ადგენდა პირების მიმართ
უთანასწორო მოპყრობას, არამედ ხდებოდა პირების მიერ სხვადასხვა დროს
ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება სხვადასხვა დროს მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვით, რაც არ შეიძლება ჩათვლილიყო პირთა მიმართ
განსხვავებულ მოპყრობად.
საკონსტიტუციო
სასამართლომ
დაადგინა,
რომ
სადავო
ნორმა
უთანასწოროდ ეპყრობოდა, ერთი მხრივ, ნასამართლობის არმქონე იმ პირებს,
რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით
გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული ჩაიდინეს სადავო კანონის
62
ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ აღარ ჩაუდენიათ იმავე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული, მეორე მხრივ, ამავე ქმედებების ჩამდენ პირებს,
რომლებმაც სადავო კანონის ამოქმედების შემდეგ კვლავ ჩაიდინეს იმავე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული.
სადავო ნორმის მიხედვით, პირველი კატეგორიის პირების ჩადენილი
ქმედება კვალიფიცირდებოდა არაერთგზის დანაშაულად, ხოლო მეორე
კატეგორიის პირებზე, რომელთაც ჩადენილი ჰქონდათ ერთი მუხლით
გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული და დამატებით ჩაიდინეს იგივე
დანაშაული სადავო კანონის ამოქმედების შემდეგ, გავრცელდებოდა ახალი
კანონის მოქმედება და, მათი ქმედება დანაშაულთა ერთობლიობად
შეფასდებოდა, რასაც შესაძლოა, უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრება გამოეწვია.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ
განსახილველ
შემთხვევაში
პირის
პასუხისმგებლობის
შემსუბუქებას
განაპირობებდა მის მიერ დამატებითი დანაშაულის ჩადენა, თავისთავად ცხადი
იყო, რომ მსგავს დიფერენცირებას არ გააჩნდა რაიმე ლოგიკური ახსნა და სადავო
ნორმა ეწინააღმდეგებოდა სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ
უფლებას.
ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2019 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ სვანიძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №879).
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სააღსრულებო წარმოების მომწესრიგებელ
ნორმებს, რომელთა თანახმად, თუ უშედეგო აღმოჩნდებოდა დადგენილი წესით
სამჯერ ჩატარებული აუქციონი (პირველი აუქციონი და ორი განმეორებითი
აუქციონი) და არ გაიყიდებოდა მოვალის ქონება, ეს ქონება თავისუფლდებოდა
იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ
დადებული ყადაღისაგან და მასზე აღარ დაიშვებოდა სააღსრულებო წარმოების
განხორციელება.
მოსარჩელის
პოზიციით,
დაყადაღებული
ქონების
იძულებითი
რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული
ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მოვალისთვის დაბრუნების შემთხვევაში
კრედიტორს აღარ რჩებოდა მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს
გადაწყვეტილების
ეფექტურად
აღსრულების
შესაძლებლობა,
რაც
ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი
პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
მოპასუხის განმარტებით, ქონების რეალიზების შეუძლებლობის შემდგომ ამ
ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება ემსახურებოდა სააღსრულებო წარმოებაში
მონაწილე სხვა კრედიტორების ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფდა
სასამართლოს გადაწყვეტილების დროულ და ეფექტურ აღსრულებას. მოპასუხე
მიუთითებდა, რომ სამი აუქციონის გამართვის გზით, სახელმწიფო მიმართავდა
ქონების რეალიზების ყველა გონივრულ ღონისძიებას. შესაბამისად, დამატებითი
63
აუქციონის ჩატარება მხოლოდ გააჭიანურებდა აღსრულების პროცესს და
გაზრდიდა აუქციონის ჩატარებისთვის საჭირო ადმინისტრაციულ ხარჯებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის
არგუმენტაცია, სხვა კრედიტორთა მოთხოვნის აღსრულების მიზნით იძულებითი
რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის უფლების შეზღუდვის
გამართლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ ერთი და
იმავე რიგის კრედიტორებს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების თანაბარი
კონსტიტუციური ინტერესი გააჩნიათ. ამასთან, არ გამოკვეთილა, რომ
კრედიტორს, რომლის სასარგებლოდაც ყადაღისგან გათავისუფლებულ ქონებაზე
გრძელდებოდა აღსრულება, ჰქონდა აღმატებული ინტერესი. ამდენად, სხვა
კრედიტორების დაცვის ინტერესზე მითითებით, მოპასუხე, ფაქტობრივად, ერთი
პირის ქონებრივ ინტერესებს იმავე მდგომაროებაში მყოფი სხვა პირის
სასარგებლოდ ზღუდავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთი და
იმავე ქონებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ერთი პირის ინტერესის
უზრუნველყოფა ვერ გამოდგებოდა მეორე პირის ინტერესების შეზღუდვის
ლეგიტიმურ მიზნად.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია
სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის საფუძველზე აღსრულების დროულად
და
ეფექტურად
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით.
სასამართლოს
განმარტებით, სამ აუქციონზე ქონების რეალიზების შეუძლებლობა, არ
მიუთითებდა, რომ მას ღირებულება არ გააჩნდა. კერძოდ, ქონების ღირებულებას
განსაზღვრავს მისი საბაზრო ფასი და არა ის გარემოება, გაიყიდება თუ არა იგი
იძულებით აუქციონზე. სადავო რეგულირება ვრცელდებოდა 5000 ლარის ან
უფრო მეტი საბაზრო ღირებულების ქონებაზე, ამასთან, სასამართლოს
მითითებით, ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზებაზე გავლენას ახდენდა
არაერთი ფაქტორი. შესაბამისად, ნივთის შეძენისადმი ინტერესი, მის მიმართ
საბაზრო მოთხოვნა ან/და მისი რეალიზაციის შანსი, შესაძლოა, იცვლებოდეს
დროის კონკრეტული პერიოდების ან სხვა ფაქტორების მიხედვით. ამდენად,
დადგენილი წესით ჩატარებულ აუქციონზე ნივთის რეალიზების შეუძლებლობა
თავისთავად არ მიუთითებდა ქონების ღირებულების არქონაზე. უფრო მეტიც,
ქონება აუქციონზე შესაძლოა ვერ გაყიდულიყო სწორედ მისი მაღალი საბაზრო
ღირებულების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ
ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება და მისი მოვალისათვის დაბრუნება
არათუ კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დროულად და
ეფექტურად აღსრულებას ემსახურებოდა, არამედ, პირიქით, სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე შეაფასა, რამდენად იყო სადავო
რეგულირება ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის
მიღწევის თანაზომიერი საშუალება. სასამართლომ მიუთითა, რომ შესაძლებელი
იყო იმგვარი სააღსრულებო მოდელის შექმნა, რომლის ფარგლებშიც,
უზრუნველყოფილი იქნებოდა როგორც ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის
ინტერესი, ისე - კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულება. მაგალითად, სასამართლომ ასეთად განიხილა
რეგულირება, რომლის მიხედვითაც, ქონების აუქციონზე რეალიზების
64
შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხდებოდა კრედიტორისათვის ქონების ნატურით
საკუთრებაში გადაცემის შეთავაზება. ამდენად, არსებობდა ადმინისტრაციული
რესურსის დაზოგვის უზრუნველყოფის სხვა, ნაკლებად მზღუდავი საშუალება.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აუქციონის უშედეგოდ დასრულებიდან
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია, გასასხვისებელ ქონებაზე
გაზრდილიყო საბაზრო ინტერესი. შესაბამისად, სამჯერ აუქციონის უშედეგოდ
დასრულების შემთხვევაში სამუდამოდ არ უნდა გამორიცხულიყო ქონების
გასხვისების შესაძლებლობა.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმა
არათანაზომიერად
ზღუდავდა
სამართლიანი
სასამართლოს
უფლებას
(საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი) და
არაკონსტიტუციურად ცნო იგი.
შპს „სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი
საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
წინააღმდეგ
2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სტერეო+“, ლუკა
სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა
და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი №1311). მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა იძულებით აუქციონზე
შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების წესის განმსაზღვრელ
ნორმებს.
სადავო
ნორმების
თანახმად,
მაუწყებლობის
სფეროში
პირის
წილის/აქციების
იძულებით
ლიცენზირებული/ავტორიზებული
აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, მისი შეძენის შესაძლებლობა გააჩნდა
ნებისმიერ პირს, მათ შორის, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას.
ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ხსენებული
წილის/აქციების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ ფლობა
იწვევდა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან ავტორიზებული
კომპანიისათვის მაუწყებლობის ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის გაუქმებას.
ამავდროულად, სადავო რეგულაციების საფუძველზე, ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის/აქციების გასხვისება
დაშვებული იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის
წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასეთ პირობებში, ავტორიზებული პირი
შესაძლებელია, მისი ნების გარეშე გამხდარიყო მომსახურების ბაზრის შესაბამის
სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, რაც, საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
გამოიწვევდა
მისთვის
ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში სხვადასხვა სახის სპეციფიკური ვალდებულების
დაკისრებას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მოსარჩელე
მიუთითებდა, რომ სადავო რეგულირება არათანაზომიერად ზღუდავდა
საკუთრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, რითაც ეწინააღმდეგებოდა
საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს,
65
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ემსახურებოდა კრედიტორთა
კანონიერი მოთხოვნების დროულად და ეფექტურად დაკმაყოფილებას, ასევე
იძულებით აუქციონზე ქონების შეძენის მსურველი, მათ შორის, ოფშორულ
ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირების საკუთრებითი ინტერესების
დაცვას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა მაუწყებლობის
სფეროში ლიცენზიის და ავტორიზაციის მნიშვნელობა და მიუთითა, რომ
მაუწყებლობის ლიცენზია/ავტორიზაცია არის ამ სფეროში საქმიანობის
განხორციელების წინაპირობა და მას მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვს.
გასაჩივრებული
რეგულაციების
საფუძველზე,
მაუწყებლობის
სფეროში
ლიცენზირებული/ავტორიზებული კომპანიის წილის/აქციების ოფშორულ
ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ შეძენას შესაძლებელია, გამოეწვია
კომპანიის ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის გაუქმება. შედეგად, იგი აღარ
იქნებოდა უფლებამოსილი, განეხორციელებინა საქმიანობა მაუწყებლობის
სფეროში,
რაც
კომპანიის
ღირებულების
შემცირებას,
მისი
პარტნიორებისათვის/აქციონერებისათვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგს და
მაუწყებლობის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობის
წართმევას გამოიწვევდა. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმები ზღუდავდა
კომპანიის და მისი პარტნიორების საკუთრების უფლებას და გამოხატვის
თავისუფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის
არგუმენტაცია და აღნიშნა, რომ იძულებით აუქციონზე ქონების შემძენი
სუბიექტის საკუთრების შეძენისა და კრედიტორების აღიარებული მოთხოვნების
დაკმაყოფილებისათვის სათანადო სამართლებრივი გარანტიების შექმნა
ღირებული კონსტიტუციური სიკეთეებია, რომელთა დასაცავადაც შესაძლებელია
საკუთრების უფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ოფშორულ
ზონაში
რეგისტრირებული
პირისათვის
მაუწყებლობის
სფეროში
ლიცენზირებული/ავტორიზებული კომპანიის წილზე საკუთრების შეძენის
შეზღუდვის პირობებშიც კი, კრედიტორებს კვლავ რჩებოდათ, დასახელებული
ქონების
გასხვისების
გზით,
მოთხოვნის
დაკმაყოფილების
რეალური
შესაძლებლობა.
კერძოდ,
მაუწყებლობის
სფეროში
ლიცენზირებული/ავტორიზებული კომპანიის წილი/აქციები, თავად, აღნიშნული
ქონების ბუნებიდან გამომდინარე, არ განეკუთვნებოდა საკუთრების იმგვარ
კატეგორიას, რომლის შეძენის ინტერესი მხოლოდ (ან მომეტებულად) ოფშორულ
ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს გააჩნია, არამედ მათ მიმართ
შესაძლებელია, არსებობდეს განუსაზღვრელი რაოდენობის პოტენციურ შემძენთა
დაინტერესება.
ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში
ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილის/აქციების შეძენის საკუთრებით
ინტერესებთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
მიუთითა, რომ შეძენის ინტერესი ვერ იქნებოდა დაკავშირებული მაუწყებლობის
სფეროში საქმიანობის შედეგად ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან. მათ მიერ
წილის შეძენით კომპანია დაკარგავდა ამ სფეროში საქმიანობის უფლებას.
66
ამავდროულად,
კომპანიის
წილის
შეძენის
სურვილი
შესაძლებელია
დაკავშირებული ყოფილიყო კომპანიის ქონების შეძენის ან/და საქმიანობის სხვა
ისეთი სფეროდან მოგების მიღების ინტერესთან, რომელიც არ საჭიროებს
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას/ავტორიზაციას. აღნიშნული ინტერესი ვერ
იქნებოდა იმდენად პატივსადები, რომ გაემართლებინა კომპანიისა და მისი
პარტნიორების
უფლებების
ინტენსიური
შეზღუდვა.
აღნიშნულის
გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ
დაპირისპირებულ ინტერესთა
ამგვარი
დაბალანსება
ვერ
პასუხობდა
საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და კრედიტორების კანონიერი
მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და იძულებით აუქციონზე ქონების შეძენის
მსურველი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირების ინტერესები ვერ
გადაწონიდა მაუწყებლისა და მისი პარტნიორების ინტერესებს. შესაბამისად,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები
ეწინააღმდეგებოდა, გამოხატვის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას.
ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ
იმ პირობებში, როდესაც სადავო რეგულირება უშვებდა ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის/აქციების გასხვისებას
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, შესაძლებელია, მოსარჩელე, საკუთარი
ნების საწინააღმდეგოდ, გამხდარიყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების
მქონე ავტორიზებული პირი და დაკისრებოდა მთელი რიგი ვალდებულებები.
კომპანიისათვის ასეთი ტვირთის დაწესება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ კომპანიისა და მისი პარტნიორების საკუთრების უფლების
შეზღუდვად მიიჩნია. ამავდროულად, სასამართლომ ეს ტვირთი არ ჩათვალა
იმდენად მძიმედ, რომ იგი განხილულიყო კომპანიისა და მისი პარტნიორების
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ შესაძლებელი
იყო იძულებით აუქციონზე ქონების გასხვისების პროცესის იმგვარად
მოწესრიგება, რომ კომპანიის წილის კომისიის კონტროლის გარეშე გასხვისება
გამორიცხულიყო. კერძოდ, შესაძლებელი იყო წილის გასხვისებამდე კომისიის
მონაწილეობის უზრუნველყოფა. იძულებითი აუქციონის სისტემის ამგვარად
ჩამოყალიბებით, ქონების პოტენციურ შემძენთა წრიდან გამოირიცხებოდა
მხოლოდ იმ პირთა მიერ ქონების შეძენის შესაძლებლობა, რომლის მიერ წილის
შეძენა შეეწინააღმდეგებოდა სფეროში ჯანსაღ კონკურენციას ან კომპანიას
აქცევდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, რაც არსებითად არ
შეზღუდავდა
კრედიტორთა
აღიარებული
მოთხოვნების
აღსრულების
ლეგიტიმურ ინტერესებს. ასეთ პირობებში კრედიტორების ინტერესის დაცვის
საჭიროება და პოტენციური შემძენის ინტერესი ვერ გადაწონიდა ავტორიზებული
კომპანიისა
და
მისი
პარტნიორების
ინტერესს,
შეუფერხებლად
განეხორციელებინათ საკუთარი კომერციული საქმიანობა. შესაბამისად, სადავო
ნორმით
უსამართლოდ
იყო
დადგენილი
ინტერესთა
ბალანსი
და
არათანაზომიერად იზღუდებოდა კომპანიისა და მისი პარტნიორების
საკუთრების უფლება.
67
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, გასაჩივრებული რეგულაციების ის
ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებდა ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროში ავტორიზებული პირის წილის/აქციების გასხვისებას, საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და
თანხმობის მიღების გარეშე, არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის
მე-17 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას და არღვევდა
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებულ საკუთრების
უფლებას.
2.
საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა ღონისძიებები
2.1.
საჯარო
საქმიანობა
კომუნიკაცია,
საგამომცემლო
და
საგანმანათლებლო
2019 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ტრადიციულად აქტიურ
კომუნიკაციაში
იმყოფებოდა
მასობრივი
ინფორმაციის
წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილ
საქმეთა
შესახებ
საზოგადოების
ამასთანავე,
საკონსტიტუციო
სასამართლომ
სახელმწიფო
არასამთავრობო
თუ
მიერ
საშუალებათა
განხილულ და
ინფორმირების
ითანამშრომლა
საგანმანათლებლო
მიზნით.
სხვადასხვა,
დაწესებულებებთან,
რომლებმაც 2019 წელს ოცამდე ინსტიტუციური ვიზიტი განახორციელეს
საკონსტიტუციო სასამართლოში.
ზემოხსენებული ინსტიტუციური ვიზიტებიდან უნდა აღინიშნოს:
5 ივლისი - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის
ფარგლებში გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა
თავაძისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ
შეხვედრა, რომლის
დასრულების შემდეგ ზაზა თავაძემ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლეები
წარუდგინა.
საქართველოს
პრეზიდენტმა
ყურადღება
გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე, როგორც უმნიშვნელოვანეს
სახელმწიფო
ინსტიტუტზე,
რომელიც
უზრუნველყოფს
საქართველოს
კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას
ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილმა პატივისცემა გამოხატა საკონსტიტუციო
სასამართლოს საქმიანობის მიმართ.
68
22
აგვისტო
-
საკონსტიტუციო
სასამართლოში
შედგა
ტეხასის
უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ალბერტის წიგნის - „საკონსტიტუციო
ცვლილებები:
როგორ
იქმნება,
ირღვევა
და
იცვლება
კონსტიტუციები“
პრეზენტაცია. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას
რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის
„კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში მოეწყო.
პრეზენტაცია
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარის
მოადგილე
თეიმურაზ ტუღუშმა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები:
მერაბ ტურავა და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე, ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი ლევან ჯაყელი და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საზაფხულო სკოლის
პროექტის ხელძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე, მოწვეული სტუმრები, აკადემიური
წრეების წარმომადგენლები აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებიდან.
ტეხასის უნივერსიტეტის მართვის და უილიამ სტემპს ფარიშის სამართლის
პროფესორი
რიჩარდ
ალბერტი
არის
ათობით
წიგნის
ავტორი
და
კონსტიტუციონალიზმის მომავლის საერთაშორისო ფორუმის დამფუძნებელი
თავმჯდომარე.
მიმართულებით,
ის
ლექციებს
აქვეყნებს
კითხულობს
წიგნებსა
და
საკონსტიტუციო
სტატიებს
სამართლის
კონსტიტუციებში
ცვლილებებისა და შესწორებების შეტანის საკითხების შესახებ.
2019
წელს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
გააგრძელა
საგამომცემლო
საქმიანობა, რომლის მიზანს საკონსტიტუციო სამართლის დარგის კვლევის
განვითარება წარმოადგენს. 2019 წელს გამოიცა „საკონსტიტუციო სამართლის
ჟურნალის“ ორი გამოცემა. ჟურნალმა მოიცვა როგორც ავტორიტეტული უცხოელი
ავტორების - ანდრაშ შაიო, ჯერემი უოლდრონი, ლიენეკე სლინგენბერგი - ასევე,
ახალგაზრდა ქართველი მკვლევარების - ირაკლი ქსოვრელი, მარიამ მგელაძე,
მურმან გორგოშაძე, თამარ ბარამაშვილი, ლელა მაჭარაშვილი და ა.შ. - ნაშრომები.
2.2.
საზაფხულო სკოლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი უშუალო საქმიანობის
პარალელურად
აქტიურად
მონაწილეობს
საზოგადოების
სამართლებრივი
ცნობიერების ამაღლების პროცესში. აღნიშნული მიმართულებით, სასამართლომ
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და დონორ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით განახორციელა შემდეგი სამი აქტივობა:
69
2.2.1. საზაფხულო სკოლა კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა
სამართალში
კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო
სკოლა, რომელიც პირველად 2008 წელს ჩატარდა, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.
2019 წელს
საკონსტიტუციო სასამართლო საზაფხულო სკოლის მე-12 ნაკადს მასპინძლობდა.
საზაფხულო სკოლა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის USAIDის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა
საქართველოში” (EWMI/PROLoG)
ფინანსური
მონაწილეობით
და გრიგოლ
რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა.
2019 წლის საზაფხულო სკოლა გაიმართა
ბათუმში, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე.
სკოლის მონაწილეებმა ორი კვირის განმავლობაში მოისმინეს ლექციები
კონსტიტუციური სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის,
საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების თავისებურებებზე აშშ-სა და
ევროპაში,
ადამიანის
უფლებათა
შეზღუდვის
სტანდარტებზე,
ფარული
მიყურადებისა და პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე.
საზაფხულო სკოლის მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების
უზენაეს სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და
ევროკავშირის
მართლმსაჯულების
სასამართლოს
პრაქტიკას
და
ასევე,
მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
საზაფხულო
სკოლის
ლექციებს
უძღვებოდნენ
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში,
ევროკავშირის
სასამართლოს
მხარდაჭერის
პროექტის
ხელმძღვანელი,
მოსამართლე რენატე ვინტერი; ასევე მოწვეული პროფესორები და ექსპერტები:
ჯეისონ დესანტო - ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ)
პროფესორი; რიჩარდ ვოგლერი - სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი)
პროფესორი; ნორა ნი ლოიდეანი - ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის
გაძლიერებული სწავლების ინსტიტუტის (IALS) საინფორმაციო სამართლისა და
პოლიტიკური
ცენტრის
დირექტორი,
ბრიტანეთი)
პროფესორი;
თამარ
კემბრიჯის
ქალდანი
-
უნივერსიტეტის
საქართველოს
(დიდი
პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (2013-2019); დავით გაბეხაძე - სსიპ ოპერატიულ
ტექნიკური
უფროსი;
სააგენტოს
გივი
სამართლებრივი
სამართლებრივი
ბაღდავაძე
-
უზრუნველყოფის
საქართველოს
უზრუნველყოფის
გენერალური
დეპარტამენტის
დეპარტამენტის
პროკურატურის
საერთაშორისო
ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.
70
საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი
იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის
უფლებათა სამართალში.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად შეირჩა
იურიდიული
ფაკულტეტის
28
საუკეთესო
სტუდენტი
საქართველოს
უნივერსიტეტებიდან. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სკოლის გამორჩეულ
მონაწილეებს
შესაძლებლობა
აქვთ,
განაგრძონ
საკუთარი
საქმიანობა
სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების გზით.
2.2.2. საზაფხულო სკოლა "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და
კონსტიტუციური სტანდარტები"
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
საკონსტიტუციო
სასამართლოს,
ვიურცბურგის
უნივერსიტეტისა
და
რობაქიძის
გრიგოლ
5-10
აგვისტოს
იულიუს-მაქსიმილიანეს
სახელობის
უნივერსიტეტის
ერთობლივი საზაფხულო სკოლა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და
კონსტიტუციური სტანდარტები“ გაიმართა.
საზაფხულო სკოლის სტუდენტებს ერთი კვირის განმავლობაში ლექციები
ჩაუტარეს
ქართველმა
და
გერმანელმა
პროფესორებმა
და
პრაქტიკოსმა
იურისტებმა. სკოლის მიზანი იყო მომავალი იურისტებისათვის პროფესიული
ცოდნის ამაღლება როგორც კონსტიტუციურ, ასევე ადამიანის უფლებათა
სამართალში.
საზაფხულო
სკოლაში
მონაწილეობდნენ
ქართველი
და
გერმანელი
სტუდენტები ვიურცბურგისა და იენას უნივერსიტეტებიდან, ასევე საჯარო
მოხელეები.
2.2.3. საზაფხულო სკოლა “გამოხატვის თავისუფლება საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს,
საქართველოს
საერთო
სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში”
10-14 სექტემბერს გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და თბილისის
თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის
საზაფხულო სკოლა „გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და აშშ-ის უზენაესი
სასამართლოს პრაქტიკაში“.
საზაფხულო
სკოლის
ფარგლებში
განხილულ
იქნა
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე
აშშ-ის სასამართლოს რელევანტური სასამართლო პრაქტიკის შედარებითი
71
ანალიზი. ლექციებს უძღვებოდნენ: ბილ რიჩი - ვოშბორნის უნივერსიტეტის
სამართლის
სკოლის
პროფესორი,
დავით
ზედელაშვილი
-
თბილისის
თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქეთი მესხიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თბილისის თავისუფალი
უნივერსიტეტის პროფესორი, ნათია ხანთაძე - ადამიანის უფლებათა ეროვნული
ინსტიტუტის დირექტორი და სხვა მოწვეული ლექტორები.
საზაფხულო
სააგენტოს
სკოლა
მიერ
საქართველოში“
ჩატარდა
აშშ-ის
დაფინანსებული
(USAID/PROLoG)
მხარდაჭერილი იყო
საერთაშორისო
„კანონის
პროგრამის
განვითარების
უზენაესობის
ფარგლებში.
მხარდაჭერა
სკოლა
ასევე
GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის
სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის და საქართველოს ღია საზოგადოების
ფონდის მიერ.
2.3.
საერთაშორისო ურთიერთობები
2019 წლის განმავლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
აქტიურად საქმიანობდა საერთაშორისო ასპარეზზე და განახორციელა მთელი
რიგი ღონისძიებები.
2.3.1. სასამართლოს
თავმჯდომარის/წევრების
განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები
2019
წელს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონფერენციების/ორმხრივი
შეხვედრების
ფარგლებში
მჭიდროდ
ურთიერთობს
უცხო
ქვეყნების
საკონსტიტუციო სასამართლოებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.
25-26
იანვარი
-
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიწვევით სტრასბურგში იმყოფებოდნენ,
სადაც
მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
სამუშაო წლის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, მათ შორის დაესწრნენ
სემინარს, რომლის ფარგლებშიც მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაძლიერების
საკითხები იქნა განხილული.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში შეხვდა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს საქართველოდან
ლადო ჭანტურიას. ასევე, გაიმართა შეხვედრები ევროპის საკონსტიტუციო
სასამართლოების წარმომადგენლებთან.
18-20
თებერვალი
-
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა,
72
სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სამართლის კონგრესში. ღონისძიებას 2019
წელს მადრიდი მასპინძლობდა.
რიგით
ასოციაცია”
26-ე
კონგრესს
(WJA),
ორგანიზებას
უწევდა
ერთ-ერთი
მასპინძელი
რომლის
„მსოფლიო
იურისტთა
ესპანეთის
სამეფოს
საკონსტიტუციო სასამართლოა. კონგრესი კონსტიტუციის, დემოკრატიისა და
კანონის უზენაესობის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას დაეთმო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 მდგრადი განვითარების მიზნების
მიღწევის
კონტექსტში.
სამართალმცოდნეები
გადაწყვეტილების
ღონისძიებაში
როგორც
მიმღები
მონაწილეობდნენ
საერთაშორისო
პირები
წამყვანი
ორგანიზაციებიდან,
სახელმწიფო
ინსტიტუტებიდან
ასევე
და
მოსამართლეები უმაღლესი ეროვნული სასამართლოებიდან.
ზაზა თავაძემ მოხსენებით მიმართა კონგრესის მონაწილეებს და ისაუბრა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
საქმიანობის
შესახებ.
მან
ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე საქართველოში
კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. ზაზა თავაძემ ასევე მოდერაცია
გაუწია სესიას, რომელიც ევროპის კონტინენტზე კანონის უზენაესობასთან
დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონგრესის მონაწილეთა შეხვედრა
ესპანეთის სამეფოს მონარქთან და პრემიერ-მინისტრთან.
8-12
აპრილი
-
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარე ზაზა თავაძე და თავმჯდომარის მოადგილეები - თეიმურაზ
ტუღუში და მერაბ ტურავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები
გაეცნენ ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეგულირების გერმანულ მოდელს,
კერძოდ კი, ტელესაკომუნიკაციო მიყურადების ღონისძიებების განხორციელების
სამართლებრივ
საფუძვლებსა
და
გამოყენებას
პრაქტიკაში,
ასევე
მათი
კონტროლის მექანიზმებს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, მონაცემთა
დაცვისა
და
საინფორმაციო
უსაფრთხოების
ფედერალური
რწმუნებულის
ბიუროში, ფედერალურ კრიმინალურ სამსახურში, ფედერალური ბუნდესტაგის
იურიდიულ კომიტეტსა და G10 კომისიაში, ასევე, ბერლინის საკონსტიტუციო
სასამართლოში.
დელეგაციის წევრების შეხვედრები დაეთმო უსაფრთხოების არქიტექტურის
გერმანული მოდელის არსებითი საკითხების განხილვას, მათ შორის, შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ სამსახურებრივი და დარგობრივი ზედამხედველობის
განხორციელებას,
ტელესაკომუნიკაციო
მიყურადების
სამართლებრივი
საფუძვლების გაანალიზებას (კერძოდ, მონაცემთა დაშვება, დადგენილება,
73
მიმდინარეობა,
მოცულობა,
საინფორმაციო
ვალდებულებები
უფლებები),
ასევე,
კონტროლი,
პოლიციის
და
სარგებლობა
და
დაინტერესებული
შენახვა,
დაცვა,
პირების
დაცვის
მატერიალურ-ტექნიკური
მდგომარეობის
დახასიათებას ტელესაკომუნიკაციო მიყურადების განხორციელებისას.
ვიზიტი ,,საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული
ფონდის” (IRZ) მხარდაჭერით განხორციელდა.
16-17 მაისი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკრაინის
საკონსტიტუციო
ვიზიტის
სასამართლოს
ფარგლებში
საკონსტიტუციო
აპარატის
შედგა
წარმომადგენლებს
დელეგაციის
შეხვედრა
თავმჯდომარის
სასამართლოს
უმასპინძლა.
საქართველოს
მოადგილე
თეიმურაზ
ტუღუშთან.
ორდღიანი
სასამართლოს
შეხვედრის
აპარატის
საქართველოს
საქართველოს
წარმომადგენლებმა
უკრაინელ
საკონსტიტუციო
სამართალწარმოების
საქართველოს
ფორმატში
კოლეგებს
მართლმსაჯულების
პროცედურები.
საკონსტიტუციო
საკონსტიტუციო
ამასთანავე,
სასამართლოს
გააცნეს
სისტემა
მხარეებმა
და
იმსჯელეს
პრაქტიკისა
და
მისი
გადაწყვეტილებების შედეგების შესახებ.
ვიზიტის მიზანს საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის გამოცდილების
გაზიარება წარმოადგენდა.
30-31 მაისი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები
გიორგი
კვერენჩხილაძე
იმყოფებოდნენ ქალაქ
და
თამაზ
ცაბუტაშვილი
სამუშაო
მინსკში, სადაც მონაწილეობა მიიღეს
სასამართლოს
ღონისძიებებში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია
-
„თანამედროვე
წლის
კონსტიტუციური
იუბილესთან
ბელორუსის
საკონსტიტუციო
თემაზე
25
ვიზიტით
განვითარება:
დაკავშირებულ
საკონსტიტუციო
კონტროლის როლი სამართლის კონსტიტუციონალიზაციის პროცესში”. გიორგი
კვერენჩხილაძე მოხსენებით წარსდგა კონფერენციის მონაწილეთა წინაშე და
საკონსტიტუციო
მართლმსაჯულების
სისტემური
მოდელის
არჩევის
თავისებურებებზე ისაუბრა.
6-7 ივნისი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო
ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ირინა ხახუტაიშვილმა ადამიანის
უფლებათა ევროპის სასამართლოს მიწვევით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს უმაღლესი სასამართლოების
მეკავშირე ოფიცრების (SCN, Superior Courts Network- Focal Points Forum 2018)
შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური
სემინარი სხვადასხვა თემებზე: „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს
74
პრაქტიკა ტერორიზმზე“ და „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს
პრაქტიკა მიგრაციაზე“.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ფორმატი გახლავთ ევროპის ადამიანის
უფლებათა სასამართლოს
ეგიდით
შექმნილი
უმაღლესი
სასამართლოების
კავშირი, რომლის წევრიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის 2017
წლიდან.
გაერთიანება ითვალისწინებს წევრ სასამართლოებს შორის პრაქტიკისა და
მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას.
26-27
ივნისი
-
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარის ბიუროს უფროსი ალექსანდრე ჭაბუკიანი და პროტოკოლისა
და
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის
უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლომთაძე უკრაინის საკონსტიტუციო
სასამართლოს მიწვევით იმყოფებოდნენ უკრაინის ქალაქ კიევში, სადაც
მონაწილეობა მიიღეს უკრაინის კონსტიტუციის 23 წლის იუბილესადმი
მიძღვნილ კონფერენციაში თემაზე - „ადამიანის უფლებები და ეროვნული
უსაფრთხოება:
ადამიანის
უფლებათა
ბალანსის
სახელმწიფოს
ინტერესები.
კონსტიტუციური
უზრუნველყოფა
იურისდიქციის
და
ორგანოს
როლი“.
12-14
სექტემბერი
-
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების
უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეთა მაღალი დონის
შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას საფრანგეთი მასპინძლობდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში და იგი
პარიზში, მართლმსაჯულების სასახლეში გაიმართა.
შეხვედრა
საფრანგეთის
საკასაციო
სასამართლოს
თავმჯდომარემ,
საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა, სახელმწიფო
პროკურორმა და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გახსნეს.
მონაწილეებს
ასევე
სიტყვით
მიმართეს
ევროპის
ადამიანის
უფლებათა
სასამართლოს თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მოსამართლეთა შეხვედრის ფარგლებში
გაიმართა სემინარი სხვადასხვა თემებზე: „სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი
საშუალებები
სასამართლოში“,
„ეროვნულ
სასამართლოებსა
და
ევროპის
ადამიანის უფლებათა სასამართლოს შორის ურთიერთობა“ და „გამოხატვის
თავისუფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პირისპირ“.
75
4-5 ოქტომბერი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი
მანანა კობახიძე სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა,
სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპული და შედარებითი კონსტიტუციური
სამართლის 22-ე საერთაშორისო კონგრესში. ღონისძიება ვილნიუსში ლიეტუვის
რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მასპინძლობით გაიმართა.
კონგრესი
საკონსტიტუციო
მართლმსაჯულებაში
დემოკრატიის
ცნების
ჩამოყალიბებას, მისი განმარტების თავისებურებებს დაეთმო. ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ
წამყვანი
სამართალმცოდნეები
როგორც
საერთაშორისო
ორგანიზაციებიდან, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები სახელმწიფო
ინსტიტუტებიდან
და
მოსამართლეები
უმაღლესი
ეროვნული
სასამართლოებიდან.
მანანა კობახიძე კონგრესის მონაწილეთა წინაშე მოხსენებით წარსდგა და
ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის პრინციპზე, როგორც საქართველოს
კონსტიტუციური
სისტემის
ფუნდამენტურ
ელემენტზე,
მიმოიხილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, სადაც დემოკრატიის
პრინციპი
საკონსტიტუციო
სასამართლომ
კონსტიტუციით
დადგენილი
ღირებულებ სისტემის განუყოფელ ნაწილად განმარტა.
ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ევროპული და შედარებითი
კონსტიტუციური
სამართლის
23-ე
საერთაშორისო
კონგრესი
ბათუმში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მასპინძლობით ჩატარდება.
17-18 ოქტომბერი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ირინე იმერლიშვილი ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
დეკანის მიწვევით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც ლატვიის
უნივერსიტეტის
მე-7
საერთაშორისო
სამეცნიერო
კონფერენციაში
მიიღო
მონაწილეობა. ღონისძიება ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
კონფერენციის
თემას
მეცნიერებისა
სამართლის
და
სამართლებრივი
სისტემების სხავადასხვა აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
კონფერენციაზე
შედგა
ლატვიის
რესპუბლიკის
პრეზიდენტის,
ლატვიის
რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ევროპის კავშირის
მართლმსაჯულების სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე სამართლის სხვა
მოწინავე მეცნიერებისა და პრაქტიკოსი იურისტების სიტყვით გამოსვლა.
19-21 ოქტომბერი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მდივანმა
მანანა
კობახიძემ,
ეგვიპტის
არაბთა
რესპუბლიკის
უმაღლესი
საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, არაბთა რესპუბლიკის უმაღლესი
საკონსტიტუციო
სასამართლოს
50
წლის
იუბილესთან
დაკავშირებულ
76
ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა,
რომელიც გაიმართა ეგვიპტის არაბთა
რესპუბლიკის ქალაქ კაიროში.
8-9
ნოემბერი
-
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარე ზაზა თავაძე ბერლინში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო
ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მაღალი დონის
ფორუმში. ღონისძიება კულტურული დიპლომატიის აკადემიის ორგანიზებით
გაიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სიტყვით წარსდგა
ფორუმის მონაწილეთა წინაშე და ყურადღება გაამახვილა იმ ეპოქალურ
ცვლილებებზე, რაც 1990-იან წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებში განხორციელდა,
რომლის შთაგონების წყარო სწორედ ბერლინში 30
წლის წინ განვითარებული მოვლენები გახდა. მიმართვაში ზაზა თავაძემ აღნიშნა,
რომ
რეგიონში
განმტკიცებისთვის
განხორციელებული
დემოკრატიული
ტრანსფორმაციის
დიდი
აქვს
საკონსტიტუციო
მნიშვნელობა
ეფექტური
კონტროლის არსებობას. ამ თვალსაზრისით, ზაზა თავაძემ საქართველოში
სამართლებრივი სახელმწიფოს კონსოლიდაციის პროცესში საკონსტიტუციო
სასამართლოს როლზე ისაუბრა. მიმართვაში ასევე გაჟღერდა მესიჯი, რომ
საქართველოსთვის ბერლინის კედლის დანგრევა სიმბოლური მაგალითია იმისა,
რომ
ხელოვნური
ბარიერები
დროებითია
და
ჩვენი
ქვეყნის
ოკუპაციაც
დასრულდება.
ფორუმში
მონაწილეობა
მიიღეს
უმაღლესი
თანამდებობის
პირებმა
სხვადასხვა ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
21-22 ნოემბერი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია
მერაბ ტურავას, თეიმურაზ ტუღუშის, ევა გოცირიძისა და თამაზ ცაბუტაშვილის
შემადგენლობით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც სისხლის
სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება
პოლონეთის
სამართლის
კოდიფიკაციის
კომისიის
სისხლის
სამართლის განყოფილების დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მას
ორგანიზებას უწევდა პოლონეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ტრიბუნალი.
კონფერენციის თემას სისხლის სამართლის მეცნიერების რიგი აქტუალური
საკითხის
განხილვა
საკონსტიტუციო
წარმოადგენდა.
კონტროლის
ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ
განმახორციელებელი
ორგანოების
წარმომადგენლები, ასევე სამართლის სხვა მოწინავე მეცნიერები მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნიდან.
მერაბ ტურავა მოხსენებით წარსდგა კონფერენციის მონაწილეთა წინაშე და
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
სისხლის
სამართლის
საქმეებში დადგენილ სტანდარტებზე ისაუბრა.
77
1.2 საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო
და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
საკონსტიტუციო სასამართლო
აგრეთვე
აქტიურად თანამშრომლობს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო და
დონორ ორგანიზაციებთან. მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის სასამართლოს
მხარდაჭერის
პროექტი,
რომლის
ახორციელებს
სხვადასხვა
ხელშეწყობის
და
ფარგლებშიც
აქტივობებს
კონსტიტუციური
სასამართლო
წარმატებით
ინსტიტუციური
გაძლიერების
მართლმსაჯულების
ეფექტური
განხორციელების კუთხით.
2019
წლის
განმავლობაში
ზემოთ
ხსენებულ
პარტნიორებთან
თანამშრომლობით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
8-9 თებერვალი - ბორჯომში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის,
არასამთავრობო,
საერთაშორისო
დონორი
ორგანიზაციების,
მედიისა
და
აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრის
ფარგლებში
ასევე
შედგა
2018
წელს
საქართველოში
კონსტიტუციური კანონიერების ანგარიშის პრეზენტაცია, სადაც ასევე განხილულ
იქნა სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა კონსტიტუციური სამართალწარმოების
პროცესში
სამოქალაქო
საზოგადოების
ჩართულობისა
და
ეფექტური
წარმომადგენლობის საკითხების განხილვა სახალხო დამცველის აპარატის,
არასამთავრობო
და
საერთაშორისო
დონორი
ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან. ასევე, შედგა შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანი იყო
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გაშუქებასთან დაკავშირებული
პრაქტიკული პრობლემების განხილვა.
23 აპრილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი
ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ
უმასპინძლა.
78
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას,
საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებსა და სასამართლოს
მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. როს უილსონმა პატივისცემა გამოხატა
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ და დადებითად
შეაფასა
საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საქართველოში კანონის უზენაესობის
განმტკიცების პროცესში.
30 ოქტომბერი -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში დარწმუნების,
საჯარო გამოსვლისა და ადვოკატირების საკითხებზე, რომელიც USAID-ის მიერ
დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“
(EWMI/PROLoG) ექსპერტმა ჯეისონ დესანტომ ჩაატარა. ღონისძიება ბათუმში,
სასტუმროში
„რადისონ
საქართველოში“
ბლუ“,
„კანონის
უზენაესობის
მხარდაჭერა
(EWMI/PROLoG)
პროგრამის
ფინანსური
მხარდაჭერით
გაიმართა.
ტრენინგის ფარგლებში ექსპერტმა განიხილა დარწმუნებისა და საჯარო
გამოსვლის უნარის სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის, ლაკონური
მესიჯების ჩამოყალიბება, გამართვა და გადმოცემა, კითხვა-პასუხის წარმართვა
და სხვა.
ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ)
პროფესორია. იგი არის სამართლებრივი კომუნიკაციის სპეციალისტი და
ასწავლის სამართლის, ადვოკატირებისა და საჯარო დარწმუნების საკითხებს
ნორსვესტერნის უნივერსიტეტში.
7
ნოემბერი
საქართველოში
-
საქართველოს
საფრანგეთის
რესპუბლიკის
საკონსტიტუციო
ელჩი
დიეგო
სასამართლოს
კოლასი
ეწვია,
რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ
ტუღუშმა უმასპინძლა.
დიეგო კოლასი დაინტერესდა საკონსტიტუციო კონტროლის სიტემით
საქართველოში, მისი კომპეტენციითა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების
პრაქტიკული
ასპექტებით.
თეიმურაზ
ტუღუშმა
ამომწურავი
ინფორმაცია
მიაწოდა ელჩს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის,
საკონსტიტუციო
სამართალწარმოების
პროცედურის
და
სასამართლოს
გადაწყვეტილებების ეფექტურობის შესახებ.
საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა პატივისცემა გამოხატა საკონსტიტუციო
სასამართლოს საქმიანობის მიმართ და დადებითად აღნიშნა საკონსტიტუციო
სასამართლოს
როლი
საქართველოში
კანონის
უზენაესობის
განმტკიცების
პროცესში. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი საქართველოში საფრანგეთის
79
საელჩოსა
და
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შორის
თანამშრომლობის
გაღრმავების მიმართულებით.
2.3.2. ევროპული კომისია დემოკრატიის დასაცავად სამართლის მეშვეობით
(ვენეციის კომისია)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვენეციის კომისიას შორის
მჭიდრო
თანამშრომლობას
თანამშრომლობა
მრავალწლიანი
ხორციელდება
ისტორია
კომისიის
აქვს.
სხვადასხვა
ხსენებული
ინსტრუმენტების
ფარგლებში, რომელთა შორის აღსანიშნავია:
ვენეციის კომისიის გამოცემა e-Bulletin on Constitutional Case-Law
საკონსტიტუციო
სასამართლო
მისი
გადაწყვეტილებების
შესახებ
ინფორმაციას პერიოდულად აწვდის ვენეციის კომისიას, ისევე როგორც სხვა
საერთაშორისო,
დიპლომატიურ
და
ადგილობრივ
ორგანიზაციებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული
გადაწყვეტილებები ვენეციის კომისიის („ევროპული კომისია დემოკრატიის
მეშვეობით“) პერიოდული გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. ვენეციის
კომისიის გამოცემა (e-Bulletin on Constitutional Case-Law) აერთიანებს ევროპის
კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების
პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს
ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა
დაინტერესებული
პირების
ინფორმირებას
სასამართლო
პრაქტიკაში
განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ვენეციის კომისიის გამოცემაში მოექცა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს მიღებული ის 5
გადაწყვეტილება, რომლებსაც ასევე
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
თავმჯდომარის
2018
წლის ინფორმაციაში
„საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე“.
ვენეციის კომისიის მეკავშირე ოფიცრების მე-18 შეხვედრა
(18th Meeting of the Joint Council on Constitutional Justice of the Venice Commission)
23-24 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო
ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ირინა ხახუტაიშვილმა,
ვენეციის
კომისიის და იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, ქალაქ რომში
ვენეციის კომისიის მეკავშირე ოფიცრების მე-18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში 24 მაისს გაიმართა კონფერენცია თემაზე „სასამართლო
ხელისუფლების დამოუკიდებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოების როლი“.
80
ნიშანდობლივია, რომ ირინა ხახუტაიშვილი 2011 წლიდან გახლავთ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეკავშირე ოფიცერი ვენეციის კომისიაში.
3.
კონსტიტუციური
მიმართულებები
კანონიერების
განმტკიცების
მნიშვნელოვანი
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის
2019
წელი
მნიშვნელოვანი
იყო
როგორც
გადაწყვეტილებებით
დადგენილი
კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების, ისე - თავად სასამართლოს
ინსტიტუციური განვითარებისა და საკონსტიტუციო კონტროლის ეფექტიანობის
ზრდისთვის გაწეული ღონისძიებების თვალსაზრისით.
3.1.
2019
სტანდარტები
წელს
დადგენილი
კონსტიტუციურსამართლებრივი
2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები
გააკეთა მეწარმეობის თავისუფლებისა და კონკურენციის განვითარების უფლების
ცალკეულ ასპექტებთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური აგენტების
შერჩევითად მხარდაჭერის კონსტიტუციურსამართლებრივი მოთხოვნები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/1/655
გადაწყვეტილებით საქმეზე „„შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
განიმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის
მიზნებისთვის მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდება სარგებელი,
რომელსაც სახელმწიფო, საბიუჯეტო სახსრების საშუალებით, შერჩევითად
ანიჭებს ეკონომიკურ აგენტს ან აგენტთა ჯგუფს და ეს გავლენას ახდენს
კონკურენციაზე ან წარმოშობს ამგვარ საფრთხეს.
დასახელებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე ჩამოაყალიბა
კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, დასაშვებია სახელმწიფომ ამა თუ იმ
ეკონომიკურ აგენტს შერჩევითად შეღავათი მიანიჭოს საზოგადოებრივად
სასარგებლო მომსახურების37 გასაწევად. კერძოდ, (ა) მკაფიოდ უნდა იყოს
განსაზღვრული
შეღავათის
მიმღები
ეკონომიკური
აგენტის
მიერ
საზოგადოებრივად სასარგებლო მომსახურების განხორციელების ვალდებულება;
(ბ)
უნდა
არსებობდეს
შესაბამისი
საზოგადოებრივად
სასარგებლო
მომსახურებისათვის საჭირო ეკონომიკური ხარჯების გამოთვლის გამჭვირვალე
და ობიექტური პარამეტრები და (გ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ
ეკონომიკურმა აგენტმა არ მიიღოს იმაზე მეტი შეღავათი, ვიდრე ეს
37
მაგალითად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა
მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად.
81
საზოგადოებრივად სასარგებლო მომსახურების გაწევის ეკონომიკური ხარჯების
და გონივრული მოგების ასანაზღაურებლად იქნება საჭირო.38 საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები უზრუნველყოფს
მეწარმეობისა
და
კონკურენციის
უფლების
მყარი
კონსტიტუციურსამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რაც, უდავოდ, ხელს
შეუწყობს ქვეყანაში თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი
მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მნიშვნელოვანი სტანდარტი დაადგინა
სასამართლოში
გასაჩივრების
უფლებასთან
დაკავშირებით39
და
არაკონსტიტუციურად მიიჩნია, რეგულაცია, რომელიც
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების
გასაჩივრების შესაძლებლობას ადგენდა მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, იმის
მიუხედავად, ჩაბარდა თუ არა პირს დასაბუთებული დადგენილება.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასაბუთებული დადგენილების
გაცნობის შესაძლებლობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს გასაჩივრების
უფლების ეფექტურობასა და ქმედითობას. ამასთან, საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, პირს ჰქონდეს შესაძლებლობა,
უფლებაშემზღუდველი აქტის გაცნობის შემდგომ, გაუმართლებელი, არასაჭირო
ბარიერების გარეშე შეძლოს მისი გასაჩივრება.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
2019
წელს
მიღებული
გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვანი უფლებრივი სტანდარტები დადგინდა
სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით40 გაუქმდა რეგულაცია,
რომლის საფუძველზეც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში
სახელმწიფოს საკუთრებაში გადადიოდა სამეურვეო ქონება, რომლის
რეალიზაცია ვერ განხორციელდა სამი აუქციონის შემდგომ. სასამართლომ,
რეგულაცია მოვალის საკუთრების უფლების დარღვევად მიიჩნია და
არაკონსტიტუციურად
ცნო
იგი.
აღნიშნული
გადაწყვეტილებით
გადახდისუუნარობის საქმის პროცესში გაუმჯობესდა მოვალის უფლებრივი
მდგომარება.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
2019
წელს
მიღებული
გადაწყვეტილებებით ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოვალის უფლებრივი
მდგომარეობა სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებშიც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააღსრულებო
წარმოების პროცესში მოვალის ქონების იძულებით რეალიზაციის პროცესი
იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა მიიღოს, ქონების
38
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/1/655 გადაწყვეტილება
საქმეზე „„შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50.
39
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2019
წლის
18
აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“.
40
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/2/1250
გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
82
რეალურ ღირებულებასთან ახლოს მდგომ ფასად რეალიზაციისათვის.41
აღნიშნული სტანდარტს არ აკმაყოფილებდა მესამე იძულებით აუქციონზე
ქონების საწყის ფასად 0 ლარის განსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც პირველ და
მე-2 აუქციონზე ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში არ
მიიღებოდა მასზე არსებული გარდამავალი უფლებები, რაც პირველ ორ
აუქციონზე ქონების საწყისი ფასის არაადეკვატურად მაღალ ნიშნულს
განაპირობებდა და მნიშვნელოვნად ამცირებდა ქონების რეალიზაციის
ალბათობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა სახელმწიფოს
ვალდებულება,
რომ
სააღსრულებო
წარმოების
რეგულირებისას
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, რა გავლენას ახდენს იძულებითი
აღსრულება იმ კომპანიისა და კომპანიის პარტნიორების უფლებრივ
მდგომარეობაზე, რომლის წილის იძულებით გასხვისებაც ხდება კომპანიის
პარტნიორების
კრედიტორთა
მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად.
ამ
თვალსაზრისით,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებით დადგინდა სპეციფიკური სტანდარტები მაუწყებლობისა და
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი
კომპანიის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია, ამ
პროცესში მხედველობაში მიიღოს მაუწყებლობის სფეროში კომპანიის
ავტორიზაციის/ლიცენზიის შენარჩუნების ინტერესი, რომელიც დაცულია
საკუთრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, აგრეთვე კომპანიისა და მისი
პარტნიორების საკუთრებითი ინტერესი, რომ კომპანიას სააღსრულებო პროცესის
წარმართვით, მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაეკისროს გაუმართლებელი
ვალდებულებები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.42
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე
გაუმჯობესდა სააღსრულებო წარმოების პროცესში კრედიტორთა უფლებრივი
მდგომარეობა.43 კერძოდ, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რეგულაცია,
რომლის მიხედვითაც, იძულებით აუქციონზე (პირველი და ორი განმეორებითი
აუქციონი) ქონების რეალიზაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში ეს ქონება
თავისუფლდებოდა
იძულებითი
რეალიზაციის
განმახორციელებელი
კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამასთანავე, აღნიშნულ
ქონებაზე
იმავე
მოთხოვნასთან
დაკავშირებით,
იმავე
კრედიტორის
სასარგებლოდ, სააღსრულებო წარმოება აღარ ხორციელდებოდა. სასამართლომ
აღნიშნა, რომ ქონების ყადაღისგან სრულად და უვადოდ გათავისუფლება ისე,
რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა კრედიტორისათვის ქონების ნატურით
41
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება
საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“.
42
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311
გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი
და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
წინააღმდეგ“.
43
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის №2/5/879
გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
83
გადაცემის შეთავაზების შესაძლებლობას, არასამართლიან ბალანსს ადგენდა და
არღვევდა კრედიტორის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი სტანდარტები
დაადგინა მსჯავრდებულთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებასთან
დაკავშირებით.44 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ,
ზოგადად, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენებას, თავისთავად,
თან სდევს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კავშირის ქონის
შესაძლებლობის შეზღუდვა. შესაბამისად, პირადი და ოჯახური ცხოვრების
უფლებით დაცული არ არის თავისუფლებააღკვეთილი პირის შესაძლებლობა,
რომ შეუზღუდავი კავშირი ჰქონდეს ოჯახის წევრებთან. თუმცა თავისუფლების
აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენება არ გულისხმობს პირის აბსოლუტურ
იზოლირებას
და
მისთვის
ოჯახის
წევრებთან
კონტაქტის
სრულ
აკრძალვას. საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით
დაცული სფერო მოიცავს მის შესაძლებლობას, შეინარჩუნოს კავშირი ოჯახის
წევრებთან იმ ფორმითა და ინტენსივობით, რაც თავისუფლების აღკვეთის
ღონისძიების ბუნებასთან იქნება თავსებადი და არაგონივრულ ტვირთად არ
დააწვება სახელმწიფოს.
დასახელებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
განთავსებული
მსჯავრდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის აკრძალვა პირადი
და ოჯახური ცხოვრების შეზღუდვად მიიჩნია. ამასთან, შეზღუდვა
განპირობებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, იქ
მოთავსებული პირებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით და არ
ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
გასულ წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სასამართლოს აქტებზე საზოგადოების
ხელმისაწვდომობის შესახებ.45 საკონსტიტუციო სასამართლომ გაუმართლებლად
მიიჩნია სასამართლოს აქტში ასახული ისეთ პერსონალურ მონაცემზე
ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლის დაცვის ინტერესს თავად მონაცემთა
სუბიექტი არ გამოხატავს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე
საზოგადოების
ხელმისაწვდომობის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს აქტები, როგორც
წესი, ღია უნდა იყოს, თუ ცალკეულ შემთხვევებში ინფორმაციის გავრცელება
იმდენად უარყოფით გავლენას არ ახდენს მონაცემთა სუბიექტის პირად
ცხოვრებაზე, რომ მისი დახურვის საჭიროებას განაპირობებდეს. შედეგად,
არსებული რეგულაცია არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და საჯარო
დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების
44
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება
საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
45
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857
გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
84
(საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) დარღვევა დადგინდა.
ამრიგად, დასახელებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა მართლმსაჯულების
სისტემის გამჭვირვალობის მაღალი კონსტიტუციური სტანდარტი, რაც ხელს
შეუწყობს მომავალში სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას,
გაზრდის სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ზედამხედველობის
და ნდობის ხარისხს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი სტანდარტი დაადგინა
სპონტანური პროტესტის ფარგლებში გამოხატვასთან დაკავშირებით. კერძოდ,
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რეგულაცია, რომელიც კრძალავდა
ბანერის, ლოზუნგის ან პლაკატის სპონტანურად და ხანმოკლე ვადით
განთავსებას, მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით კერძო საკუთრებაში არსებულ
ობიექტზე.46
სასამართლომ
ყურადღება
გაამახვილა
გამოხატვის
თავისუფლებისთვის სპონტანური პროტესტის მნიშვნელობაზე და ამა თუ იმ
შენობა-ნაგებობის დროებითი სახეცვლილება არ მიიჩნია საკმარისად
მნიშვნელოვან ინტერესად, რაც გაამართლებდა სპონტანური პროტესტის
პირობებში მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით კერძო საკუთრებაში არსებულ
ობიექტზე ბანერის, ლოზუნგის ან პლაკატის განთავსების აკრძალვას.
2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი სტანდარტი
დაადგინა გამოხატვის თავისუფლების ფორმალურ მოთხოვნებთან და
გამოხატვის რეგულირების დელეგირებასთან დაკავშირებით.47 საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა კონსტიტუციის მოთხოვნა გამოხატვის
თავისუფლების კანონით შეზღუდვასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ
დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების რეგულირება
უნდა მოხდეს ან კანონით, ან სხვა აქტით შესაბამისი დელეგირების საფუძველზე.
ამასთან, გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების
მოწესრიგების დელეგირება სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია. განსახილველი
საქმის ფარგლებში ასეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად ჩაითვალა
გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, კერძოდ, ისეთი
მოწესრიგების შემოღება, რომელიც შინაარსის მიხედვით, ზღუდავს გამოხატვის
თავისუფლებას. სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების
შინაარსობრივი რეგულირების თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი
პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და საქართველოს
პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, სხვა ორგანოს მიანდოს მისი მოწესრიგება.
ამრიგად, გასულ წელს, მნიშვნელოვანი განმარტებები გაკეთდა გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
როგორც
ფორმალურ,
ისე
მატერიალურ
საფუძვლებთან დაკავშირებით და ამაღლდა მისი უფლებრივი სტანდარტი.
46
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2019
წლის
4
ივლისის
№1/5/1271 გადაწყვეტილება საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
47
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2019
წლის
2
აგვისტოს
№1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის წინააღმდეგ”.
85
საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში48
ასევე განმარტა მოსაკრებლისა და გადასახადის დამდგენი ნორმების მიმართ
წაყენებული ფორმალური კონსტიტუციური მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლოს
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდგომ
პირველად მიეცა შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის
პირველი პუნქტის ფორმალური მოთხოვნების განმარტების შესაძლებლობა.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულების მიხედვით, გადასახადებისა და
მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან
განაკვეთების ფარგლების დადგენა დაიშვება მხოლოდ კანონით. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებელი არ არის
უფლებამოსილი, სხვა ორგანოზე მოახდინოს გადასახადისა და მოსაკრებლის
სტრუქტურის, აგრეთვე განაკვეთების ფარგლების დადგენის დელეგირება.
სასამართლომ აღნიშნულ სტანდარტზე მითითებით არაკონსტიტუციურად ცნო
საქართველოს მთავრობის აქტით განსაზღვრული რეგულაცია, რომლის
საფუძველზეც, სატელეფონო აბონენტებს ეკისრებოდათ „112“-ის მომსახურების
საფასურის გადახდა. სასამართლომ აღნიშნული გადასახდელი მიაკუთვნა
კონსტიტუციით განსაზღვრულ მოსაკრებელს და საქართველოს მთავრობის მიერ
აღნიშნული მოსაკრებლის გადამხდელი სუბიექტებისა და განაკვეთის ფარგლების
დადგენა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა, გასული წლების მსგავსად, 2019
წელსაც ნაყოფიერი იყო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, დამზადების,
შეძენა-შენახვისთვის დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურსამართლებრივი
სტანდარტების დადგენის მიმართულებით. კერძოდ, სასამართლომ სახალხო
დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება,49
რომელიც შეეხებოდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნარკოტიკული საშუალების
მოხმარების, დამზადების, შეძენა-შენახვისთვის დაწესებული სასჯელის
კონსტიტუციურობას.
გადაწყვეტილებით
დადგენილი
კრიტერიუმების
მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი სამართალდარღვევებისთვის სასჯელის სახით
თავისუფლების დაწესებისას კანონმდებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს
ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და მისი ძირითადი მახასიათებლები,
კერძოდ, იწვევს თუ არა ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება სწრაფ მიჩვევას
ან/და აგრესიულ ქცევას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი
სახელმძღვანელო პრინციპები მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს
პარლამენტს
ნარკოტიკული
დანაშაულების
სფეროში
კონსტიტუციურსამართლებრივად გამართული პოლიტიკის შემუშავებაში.
48
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება
საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა
ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.
49 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
86
3.2.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ელექტრონული
განვითარების მიმართულებით გაწეული სამუშაოები
რესურსების
2019 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული
პროექტის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ განაახლა და საპილოტე
რეჟიმში აამოქმედა საკუთარი ვებგვერდი. ვებგვერდის მთავარი სიახლეა
საკონსტიტუციო
სასამართლოს
აქტებისა
და
საკონსტიტუციო
სამართალწარმოების სხვა დოკუმენტების საძიებო სისტემა. სისტემაში
გაერთიანდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართალწარმოების
ფარგლებში დამუშავებული
დოკუმენტები და მათი კლასიფიკატორები.
შედეგად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მოიძიონ მათთვის
საინტერესო დოკუმენტები 20 ძირითადი კრიტერიუმისა და, დაახლოებით, 700
ქვეკრიტერიუმის გამოყენებით, ადგილზე გაეცნონ ან ჩამოტვირთონ შესაბამისი
დოკუმენტები და მათთვის საინტერესო კრიტერიუმებით მოძებნილი მასალების
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.50
ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკონსტიტუციო სამართალწარმოების
ელექტრონული სისტემა, რომელიც იძლევა საქმის მასალების ელექტრონულად
დამუშავებისა და სისტემატიზაციის შესაძლებლობას. სამართალწარმოების
ელექტრონულ
სისტემაში
გაერთიანდა
მომხსენებელი
მოსამართლის
ავტომატური შერჩევის და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი
უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის მიერ შესრულებული
კვლევების მოდული, დაემატა არაერთი ფუნქციური შესაძლებლობა, რომელიც
ხელს შეუწყობს საქმეთა დამუშავების ეფექტურობის ზრდას. სამართალწარმოების
ელექტრონული
სისტემა
ასევე
ითვალისწინებს
სამართალწარმოების
მხარეებისთვის ანგარიშების შექმნას. ანგარიშის მეშვეობით მხარეებს ექნებათ
საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის
ელექტრონული
შუამდგომლობით
მიმართვისა
და
სხვადასხვა
ტიპის
კომუნიკაციის
ელექტრონულად
51
განხორციელების შესაძლებლობა.
ვიმედოვნებთ, რომ გაწეული სამუშაო მნიშვნელოვანი წინგადადგმული
ნაბიჯია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური
განვითარების მიმართულებით და გაზრდის საკონსტიტუციო კონტროლის
გამჭვირვალობას, ხელმისაწვდომობას და ეფექტიანობას.
3.3.
საკითხი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განწესების
2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ
მაია კოპალეიშვილს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. მისი სამოსამართლო
50
არსებული მდგომარეობით, ვებგვერდი მუშაობს საპილოტე რეჟიმში და მიმდინარეობს
ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების სისწორის შემოწმება და დახვეწა.
51 საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის სრულად ამოქმედება დაგემილია 2020 წლის პირველ
კვარტალში.
87
საქმიანობის 10 წლის მანძილზე მაია კოპალეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა
საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე ასეული საქმის განხილვასა და
გადაწყვეტაში. მისი მონაწილეობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული
აქვს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც დამკვიდრდა ადამიანის უფლებების
დაცვის მნიშვნელოვანი სტანდარტები. გარდა უშუალოდ სამოსამართლო
საქმიანობისა, მოსამართლე მაია კოპალეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა
საკონსტიტუციო სასამართლოს საგანმანათლებლო და აკადემიურ პროექტებში,
ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში, საჯარო ლექციებსა და სხვა
მნიშვნელოვან ღონისძიებებში.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე უფლებამოსილი
სახელმწიფო ორგანო სასამართლო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 1 თვისა და არა
უგვიანეს 10 დღისა, განამწესოს ახალი მოსამართლე.52 მოსამართლე მაია
კოპალეიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მიუხედავად, ახალი
მოსამართლე
ჯერ
არ
განწესებულა
თანამდებობაზე.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
სრულფასოვანი
ფუნქციონირებისათვის
მნიშვნელოვანია შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლეები თანამდებობაზე განაწესონ კანონმდებლობით
დადგენილ ვადებში.
4.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და
გადაწყვეტილებებით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია
კონსტიტუციური კანონიერების განმტკიცებისათვის უაღრესად დიდი
მნიშვნელობა
აქვს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებების სრულყოფილად აღსრულებასა და გადაწყვეტილებით
დადგენილი
სტანდარტების
ეფექტურ
იმპლემენტაციას.
შესაბამისად,
დოკუმენტის ამ ნაწილში განხილული იქნება 2019 წელს გამოვლენილი
საკითხები,
რომლებიც
საყურადღებოა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისით.
4.1.
სისტემური ცვლილებების საჭიროება საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ
დადგენილი
კონსტიტუციური
სტანდარტების
კანონმდებლობაში
იმპლემენტაციისათვის
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილება
შესასრულებლად
სავალდებულოა ხელისუფლების ნებისმიერი შტოსათვის. არაკონსტიტუციურად
ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს
52
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16
მუხლის მე-5 პუნქტი.
88
მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილება
ნორმატიული
აქტის
არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ თვითაღსრულებადია, ნორმა ძალას
კარგავს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და არ საჭიროებს სხვა
სახელმწიფო
ორგანოების
მხრიდან,
დამატებით,
საიმპლემენტაციო
ღონისძიებების
გატარებას.
ამასთან,
კონსტიტუციის
უზენაესობის
უზრუნველყოფისათვის
მნიშვნელოვანია,
არა
მხოლოდ
კონკრეტულმა,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად
ცნობილმა ნორმამ დაკარგოს სავალდებულო იურიდიული ძალა, არამედ საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებით
იდენტიფიცირებული პრობლემა აღმოიფხვრას მთელ სამართლებრივ სისტემაში.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების სრულყოფილი
რეალიზაციისთვის, ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა
გაატარონ გარკვეული ღონისძიებები, განახორციელონ სისტემური და
სტრუქტურული ცვლილებები.
ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან
ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა
ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“. დასახელებულ საქმეზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები
გააკეთა გადასახადისა და მოსაკრებლისთვის წაყენებული ფორმალური
მოთხოვნების შესახებ. სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის ახალი
რედაქციის ძალაში შესვლის შემდგომ პირველად ჰქონდა შესაძლებლობა,
განემარტა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი მუხლის
ფორმალური მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, გადასახადებისა და
მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან
განაკვეთების ფარგლების დადგენა დაიშვება მხოლოდ კანონით. აღსანიშნავია,
რომ საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი
რედაქცია არ მიუთითებდა გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების ან
განაკვეთების ფარგლების კანონით დადგენის ვალდებულებაზე. ასეთი მოთხოვნა
კონსტიტუციაში სწორედ 2018 წლის 16 დეკემბრის შემდგომ არსებობს.
საქართველოს კონსტიტუციის შეცვლილი რედაქციის 67-ე მუხლის განმარტების
შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ
გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურის, შემოღების წესის, მათი
განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების შემოღება დაიშვება მხოლოდ კანონით
და კანონმდებელს არ აქვს ამ საკითხის მოწესრიგების დელეგირების
უფლებამოსილება.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია,
საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს სისტემური საკანონმდებლო
ცვლილებები
და
მოქმედი
კონსტიტუციის
შესაბამისად,
გადასახადების/მოსაკრებლების სტრუქტურა და შემოღების წესი, ასევე მათი
განაკვეთები ან განაკვეთების ფარგლები დაადგინოს მხოლოდ კანონით,
ხსენებული უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირების გარეშე.
89
სისტემურ
საკანონმდებლო
ცვლილებებთან
დაკავშირებით,
ასევე
აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2
აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური
სტანდარტები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, დამზადებისა და
შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სასჯელის
სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებასთან მიმართებით. სასამართლომ
არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა ისეთი ნარკოტიკული საშუალების
მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების,
შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და
აგრესიულ ქცევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტს, ამ მხრივ,
ჯერჯერობით არ განუხორციელებია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გაატაროს სისტემური რეფორმა და
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი
კრიტერიუმების შესაბამისად მოაწესრიგოს საკითხი.
4.2.
სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გადავადება
როგორც
აღინიშნა,
ზოგადი
წესის
მიხედვით,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
არაკონსტიტუციურად
ცნობილი
ნორმატიული აქტი კარგავს იურიდიულ ძალას საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ამასთანავე,
ცალკეულ
შემთხვევებში
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
მიუთითებს, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის
გადაწყვეტილების
გამოქვეყნებისთანავე
ძალადაკარგულად
ცნობამ
შესაძლებელია, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების
დაზიანება. ასეთ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
სადავო ნორმატიულ აქტს ცნობს არა გადაწყვეტილების გამოქვეყნების
მომენტიდან, არამედ გადაწყვეტილებით განსაზღვრული კონკრეტული, უფრო
გვიანდელი თარიღიდან. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გადავადების
მექანიზმის მიზანია, რეგულირების გარეშე არ დარჩეს მნიშვნელოვანი
საზოგადოებრივი
ურთიერთობები,
რომლებიც
მუდმივად
საჭიროებენ
სამართლებრივ მოწესრიგებას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელი ხდება
არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის მიმღები ორგანოს აქტიური მოქმედება,
რათა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განხორციელდეს შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებები
და
არაკონსტიტუციური
ნორმების
ძალადაკარგულად ცნობის შედეგად არ დაზიანდეს შესაბამისი კერძო და საჯარო
ინტერესები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს მიღებული
გადაწყვეტილებებიდან,
5
გადაწყვეტილებაში
სადავო
ნორმების
90
ძალადაკარგულად
ცნობა
გადავადებული
იყო
2019
წლის
სხვადასხვა
პერიოდისათვის, ხოლო 2019 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
არაკონსტიტუციური
ნორმის
ძალადაკარგულად
ცნობა
გადაავადა
5
გადაწყვეტილებასა და 2 განმწესრიგებელი სხდომის განჩინებაში, რომლითაც
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
არაკონსტიტუციურად
ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსის ნორმები („დამძლევი ნორმები“)
ძალადაკარგულად იქნა ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე.
4.2.1.
საქმეები, რომლებზეც საკანონმდებლო ცვლილებები არ მიღებულა
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის
№2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 19 ოქტომბერს
მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №779) და
არაკონსტიტუციურად
ცნო
საქართველოს
ადმინისტრაციულ
53
სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები, რომელთა შესაბამისადაც, ზოგიერთი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირველი ინსტანციის
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არ
საჩივრდებოდა.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
სადავო
ნორმების
საფუძველზე,
სააპელაციო
სასამართლოში
დავის
შესაძლებლობა
გამოირიცხებოდა იმ შემთხვევაში როდესაც ხდებოდა პასუხისმგებლობის
დაკისრება
მძიმე
სამართალდარღვევისათვის,
მათ
შორის,
ისეთი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, რომლებზეც, სახდელის სახით, სხვა
სანქციებთან ერთად, გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული პატიმრობა.
სასამართლოს
დადგენილი
სტანდარტის
მიხედვით,
პირს,
რომლის
პასუხისმგებლობაც დგება მძიმე სამართალდარღვევის ჩადენისათვის, უნდა
ჰქონდეს
გადაწყვეტილების
სააპელაციო
სასამართლოში
გასაჩივრების
შესაძლებლობა, იმის მიუხედავად, იქნა თუ არა გამოყენებული მის მიმართ მძიმე
სანქცია. საკონსტიტუციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოსადმი
მიმართვის უფლების შეზღუდვა ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია ნებისმიერი
53
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“
და მე-2 წინადადების სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“; ამავე ნაწილის „გ“
ქვეპუნქტის სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ და „დ“ ქვეპუნქტის სიტყვები
„რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს
კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)
მიმართებით.
91
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, სადაც არაერთგვაროვანია
სასამართლოების
პრაქტიკა.
სასამართლოს
შეფასებით,
გასაჩივრების
დაუშვებლობა იმ პირობებში, როდესაც ერთი ინსტანციის სასამართლოები
ნორმებს განსხვავებულად განმარტავენ, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის
სამართლებრივ უსაფრთხოებას.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
სადავო
ნორმები
ემსახურებოდა სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის უმნიშვნელოვანეს
ლეგიტიმურ მიზანს. სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად
გამოცხადებას შესაძლოა გამოეწვია სააპელაციო სასამართლოების გადატვირთვა.
შესაბამისად, სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა გადავადდა 2019 წლის
31 მარტამდე. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
განსაზღვრული ვადა გავიდა, მაგრამ საქართველოს პარლამენტს არ
განუხორციელებია
შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებები
და
არ
მოუწესრიგებია საკითხი.
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის
№2/8/765 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №765) და
არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე
მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებდა კანონიერ
ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით54
გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს
კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე
მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმით დადგენილი
წესით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შეტანილი განცხადების
საფუძვლიანობის შემთხვევაში, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, სრულად
უქმდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებით, ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები და
გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს არა გადაწყვეტილებით დამდგარი
სამართლებრივი შედეგების სრული გაუქმების, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის
რევიზიის აუცილებლობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ უფლების ნაკლებად
მზღუდავ საშუალებად ჩაითვლებოდა გადაწყვეტილების გადახედვის წესი,
რომელიც მოსამართლეს მისცემდა შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ
54
მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ
ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის
ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას
92
შემთხვევაში, მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით, გადაეწყვიტა კანონიერ
ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფარგლები.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო
ნორმატიული შინაარსის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საქართველოს
პარლამენტის მიერ საკითხის მოწესრიგებამდე შესაძლოა, აღარ არსებულიყო
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების
გაუქმების და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი წინაპირობა.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ახლად აღმოჩენილი
გარემოების
არსებობისას,
კანონიერ
ძალაში
შესული
სასამართლოს
გადაწყვეტილების გაუქმება, რიგ შემთხვევებში, სამართლიანი სასამართლოს
უფლების მოთხოვნა იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
გამოქვეყნებისთანავე
გაუქმებას შესაძლოა გამოეწვია ცალკეული პირების სამართლიანი სასამართლოს
უფლების დარღვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო
ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გადავადდა 2019 წლის 30 აპრილამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის
განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტს არ
განუხორციელებია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. საქართველოს
პარლამენტის უმოქმედობა ისეთ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო
სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაშივე ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ
ამგვარმა უმოქმედობამ, შესაძლოა, სამართლიანი სასამართლოს უფლების
დარღვევა გამოიწვიოს, განსაკუთრებით პრობლემურად უნდა ჩაითვალოს.
გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის
№2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ
მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(№1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელები). სასამართლომ კონსტიტუციური
სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის
სიტყვები: „მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ...
გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს
დასმულ შეკითხვებს“, მე-2 ნაწილის პირველი წინადადება და მე-2 წინადადების
ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან
გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის, გამოუცხადებლობის გამო,
ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას და 309-ე მუხლის პირველი
ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის
მე-6 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
93
ხსენებული სადავო ნორმებით დადგენილი იყო სისხლის სამართლის
კოდექსის 323-ე-3232, 325-ე-329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან
მიმართებით (ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულები) ბრალდების მხარის
უფლებამოსილება, მოწმე, იძულების წესით, გამოეძახებინა გამოძიების ეტაპზე.
ამასთან, აღნიშნული შესაძლებლობა არ გააჩნდა დაცვის მხარეს. საკონსტიტუციო
სასამართლოს მითითებით, ხსენებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა
განპირობებული იყო მხარეთათვის განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის
დადგენით. ამდენად, სადავო ნორმებით განსაზღვრული შეზღუდვა სრულად
აღმოიფხვრებოდა ბრალდებისა და დაცვის მხარეთათვის გამოძიების ეტაპზე
მოწმეთა დაკითხვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭების შემთხვევაში.
შესაძლებელია, ეს განხორციელებულიყო როგორც ბრალდების მხარისათვის
მოწმის იძულებით დაკითხვის შესაძლებლობის გაუქმებით, ასევე დაცვის მხარის
მსგავსი შესაძლებლობით აღჭურვით. იმისათვის, რომ ნორმების დაუყოვნებლივ
გაუქმებას არ გამოეწვია გამოძიების ინტერესების დაზიანება, მათი
ძალადაკარგულად გამოცხადება გადავადდა 2019 წლის 30 ივნისამდე.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსაზღვრული ვადა
გავიდა, მაგრამ საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებები. ასეთ პირობებში, საკანონმდებლო ორგანოს
ქმედება შეიძლება აღქმული იქნეს იმგვარად, რომ მან, ამ ეტაპზე, სადავო ნორმის
არაკონსტიტუციურობის აღმოფხვრა მიზანშეწონილად მიიჩნია გამოძიების
ეტაპზე ბრალდების მხარისათვის მოწმის იძულებით დაკითხვის შესაძლებლობის
გაუქმებით.
4.2.2. საქმეები, რომლებზეც საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის
ამოწურვის შემდეგ
ქვემოთ
ჩამოთვლილ
შემთხვევებში
შესაბამისი
საკანონმდებლო
ცვლილებები
განხორციელდა
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ.
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის
№2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს
უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“
2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
ნაწილობრივ დააკმაყოფილა №747 კონსტიტუციური სარჩელი („შპს გიგანტი
სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს
პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ) და
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16
დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის
პირველი პუნქტი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის
94
პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით
დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის
დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაცვის პოლიციის
დეპარტამენტს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს, ჰქონდა დაცვითი
ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის
შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა მას ანიჭებდა მნიშვნელოვან
საბაზრო ძალაუფლებას და შეიცავდა კონკურენციის შეზღუდვის მომეტებულ
საფრთხეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებელი
ვალდებული იყო, შეექმნა მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავდა დაცვითი
საქმიანობის
განმახორციელებელი
პირის/ორგანოს
მიერ
კონკურენტის
კომერციულ
ინფორმაციაზე
წვდომას.
შესაბამისად,
სასამართლომ
არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების
დაუყოვნებლივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობას შესაძლოა, უარყოფითი გავლენა
მოეხდინა დაცვითი საქმიანობის ბაზარზე და ამ მომსახურების მომხმარებლებზე.
შესაბამისად, საკითხის კონსტიტუციის შესაბამისად მოსაწესრიგებლად
არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა გადავადდა
2019 წლის 30 ივნისამდე.
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 19 დეკემბერს მიიღო საქართველოს
კანონი №5612-რს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, დაცვითი
ორგანოდ
განისაზღვრა
საქმიანობის
კონტროლის
განმახორციელებლ
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. ხსენებული
საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევიდა 2019 წლის 31 დეკემბერს.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის (2019
წლის 30 ივნისი) შემდგომ.
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის
№1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო
ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე
ტიტიკო ჩორგოლიანის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №809)
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ
არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე
მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)
მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობით
95
ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების შედეგად მოპოვებული ობიექტის პირველადი
გამოკვლევის უფლება ჰქონდა ბრალდების მხარეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა მხარეთა თანასწორობისა და
შეჯიბრებითობის პრინციპის შემზღუდველად დაინახა, რადგან იგი არ
ითვალისწინებდა რაიმე საპროცესო მექანიზმს, რომელიც ბრალდებულს
ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების არგადაცემისაგან და გადაცემის
გაჭიანურებისაგან დაიცავდა. ამასთან, ნორმა აჩენდა რისკს, რომ ერთჯერადი
ექსპერტიზისათვის ვარგისი ობიექტის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემოდა
მხოლოდ ბრალდების მხარეს, ამ ობიექტის დაცვის მხარის მიერ სათანადოდ
გამოკვლევის გარეშე.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
სადავო
ნორმის
დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად
ცნობის შემთხვევაში ბრალდების მხარეს შესაძლოა არ მიწოდებოდა
მნიშვნელოვანი მტკიცებულება და დაზიანებულიყო მნიშვნელოვანი ინტერესები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის
ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 30 ივნისამდე.
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 17 ოქტომბერს მიიღო საქართველოს
კანონი №5186-Iს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და ახლებურად მოწესრიგდა დაცვის მხარის
შუამდგომლობით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების შედეგად მოპოვებული
ობიექტის გამოკვლევის წესი. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2019 წლის
23
ოქტომბერს,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
განსაზღვრული ვადის ამოწურვის (2019 წლის 30 ივნისი) შემდგომ.
გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის
№1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 18 აპრილს მიიღო
გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური
სარჩელი
№1263)
და
საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
პირველ
პუნქტთან
მიმართებით
არაკონსტიტუციურად
ცნო
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი,
რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე
სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა აითვლებოდა
მისი გამოტანიდან. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი
2019 წლის 1 ივლისიდან.
ამ შემთხვევაშიც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 16 ოქტომბერს მიიღო №5127-Iს
კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების
96
გასაჩივრების
ვადის
ათვლა
დაუკავშირდა
მხარისათვის
შესაბამისი
დადგენილების ჩაბარებას. ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში
შევიდა 2019 წლის 23 ოქტომბერს.
4.2.3. საქმეები, რომლებზეც უფლებამოსილმა ორგანოებმა საკითხი
მოაწესრიგეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
განსაზღვრულ ვადაში და საქმეები, რომლებზეც საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს განსაზღვრული ვადა არ ამოწურულა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
სადავო
ნორმების
ძალადაკარგულად ცნობა 2019 წელს გადაავადა 2 გადაწყვეტილებაში
(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867
გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის
წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის
№2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და
ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის
წინააღმდეგ“), სადაც უფლებამოსილმა ორგანოებმა განსაზღვრულ ვადაში მიიღეს
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს მიღებული კიდევ 4
აქტით გადაავადა არაკონსტიტუციური ნორმების ძალადაკარგულად ცნობა.
აღნიშნული აქტებით გათვალისწინებული ვადა ამ დროისათვის გასული არ არის.
ეს აქტებია:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის
№1/1/655 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ - სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადავადებულია 2020
წლის პირველ მაისამდე.
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის
№1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და
ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ - სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა
გადავადებულია 2020 წლის პირველ მაისამდე.
გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის
№2/12/1237 განჩინება საქმეზე „ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ - სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადავადებულია 2020
წლის 31 მარტამდე.
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის
№2/16/1346 განჩინება საქმეზე „გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური
დაცვის
მინისტრის
წინააღმდეგ“
სადავო
ნორმის
ძალადაკარგულად ცნობა გადავადებულია 2020 წლის 31 მარტამდე.
მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა მაქსიმალური
ძალისხმევა გასწიონ, რათა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
განსაზღვრულ ვადაში, ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, მიღებულ
97
იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და თავიდან იქნეს აცილებული
მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დაზიანება.
4.2.4. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი
კონსტიტუციური სტანდარტების იმპლემენტაცია საერთო სასამართლოების მიერ
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში სასამართლო
ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და
საქართველოს
საერთო
სასამართლოები.
ადამიანის
უფლებებისა
და
თავისუფლებების დაცვისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება
სასამართლო
ხელისუფლების
განმახორციელებელი
ორგანოების
ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას. მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოსა
და
საერთო
სასამართლოების
ნაყოფიერი
ურთიერთთანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი ქვეყანაში ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი დაცვა, კონსტიტუციისა და კანონის
უზენაესობის განმტკიცება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ
„საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო
გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ
გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ
განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის
ამასთან,
მნიშვნელოვანია,
საერთო
სასამართლოებმა
განსაზღვრისას“.55
კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი კანონის განმარტებისას
მხედველობაში
მიიღონ
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა განმარტონ საქართველოს კონსტიტუციის
შესაბამისად და არ გამოიყენონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტები. სწორედ საერთო
სასამართლოს მოსამართლეებს შესწევთ ძალა, სიცოცხლისუნარიანობა შესძინონ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ
კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს.
ბოლო წლების პრაქტიკის ანალიზი მიუთითებს, რომ საერთო
სასამართლოების მოსამართლეები არ იყენებენ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასა და ნორმატიულ
შინაარსს, ამავდროულად, ხშირია საერთო სასამართლოს მოსამართლეების მიერ
გადაწყვეტილებების
დასაბუთებისას,
კანონმდებლობის
ცალკეული
დებულებების განმარტებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებებით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების გამოყენების
55
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება
საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16.
98
შემთხვევები56. ასევე, არაერთ საქმეზე საერთო სასამართლოს მოსამართლეები
კონსტიტუციური წარდგინებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს
ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შესამოწმებლად. ადამიანის
უფლებების დასაცავად სასამართლო ხელისუფლების ორგანოების დიალოგი და
თანამშრომლობა, უდავოდ, ემსახურება ქვეყანაში კონსტიტუციური კანონიერების
განმტკიცებას.
ამავდროულად, როგორც აღინიშნა, ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის
ძალადაკარგულად გამოცხადების გადავადებისას საქართველოს პარლამენტი და
სხვა უფლებამოსილი ორგანოები გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ
იღებენ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. ასეთ შემთხვევებში სათანადო
მოწესრიგების გარეშე რჩება მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რამაც შესაძლოა,
შეაფერხოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია.
ამ
თვალსაზრისით,
რელევანტურია
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
დასახელებულ საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი,
რომელიც უშვებდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით57 გაუქმების
შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო
ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 30 აპრილამდე. თუმცა,
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საქართველოს
პარლამენტმა არ განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები და სადავო ნორმამ
დაკარგა იურიდიული ძალა.
56
მაგალითად, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი გადაწყვეტილებები/განჩინებები: 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს809-805(3კ-17); 2019 წლის 17 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-847(2კ-18); 2019 წლის 31 იანვრის
გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-829(კ-18); 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-921(გან-19); 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-590-590(კ-18); 2019 წლის 4 ივლისის
განჩინება საქმეზე №ბს-493(2კ-19); 2019 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-866-862(კ17); 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1020(კ-18); 2019 წლის 12 სექტემბრის
გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1104(კ-18); 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე
№ბს-286-286(კ-18); 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-504-501(კ-17). საქართველოს
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი განჩინებები: 2019 წლის 5
ივლისის განჩინება საქმეზე №ას-723-2019; 2019 წლის 5 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-452-2019;
2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ას-1050-2019. საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის შემდეგი განჩინებები: 2019 წლის 16 იანვრის განჩინება
საქმეზე №2კ-448აპ.-18, 2019 წლის 25 მარტის განჩინება საქმეზე №2კ-560აპ.-18.
57 მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ
ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის
ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
99
2019 წლის 30 აპრილის შემდგომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს
პრაქტიკაში მოიძებნება განჩინებები, რომლებითაც უზენაესმა სასამართლომ
გააუქმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით, იმის მიუხედავად, რომ ამ საფუძვლით
გადაწყვეტილების გაუქმების დამდგენი საკანონმდებლო ნორმა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად არის
ცნობილი.58 საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის განჩინებებში არ
არის მითითებული, ხომ არ იყო საკითხის ამგვარი გადაჭრა სათანადო
საკანონმდებლო მოწესრიგების გარეშე დარჩენილი ურთიერთობების უშუალოდ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი
კონსტიტუციური სტანდარტების საფუძველზე გადაწყვეტით განპირობებული. ამ
პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების სრულყოფილი
აღსრულების საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის სათანადო
მოწესრიგების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს
საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სასამართლო
თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე.
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია,
საქართველოს
პარლამენტმა
და
სხვა
უფლებამოსილმა ორგანოებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღონ შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებები, რათა ურთიერთობები არ დარჩეს სათანადო მოწესრიგების გარეშე
და საქართველოს საერთო სასამართლოებს ხელი არ შეეშალოთ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების
ეფექტურ იმპლემენტაციაში.
5.
საქართველოს
სტატისტიკური მიმოხილვა
საკონსტიტუციო
სასამართლოს
საქმიანობის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის, საკონსტიტუციო
სამართალწარმოების
ძირითადი
მახასიათებლებისა
და
ქვეყანაში
კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევა
სტატისტიკური ინფორმაცია. ქვემოთ გრაფიკული ფორმით არის წარმოდგენილი
58
მაგალითად, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019
წლის 7 მაისის განჩინება საქმეზე №ა-1225-ა-3-2019, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის პირველი ივლისის განჩინება საქმეზე №ა-1378-ა-4-2019.
100
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის სტატისტიკის შემაჯამებელი
მონაცემები, რომლებიც ასახავს სასამართლოს მიერ ამ წელს გაწეული საქმიანობის
ძირითად მიმართულებებს.
„საქმე“, „სარჩელი“ და „აქტი“ - სტატისტიკის გარკვეული ნაწილი შეეხება
დასრულებულ სარჩელებს და დასრულებულ საქმეებს. საკონსტიტუციო
სამართალწარმოებისას სხვადასხვა კონსტიტუციური სარჩელი შეიძლება
გაერთიანდეს ერთ საქმედ. სხვაგვარად, „საქმე“ შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე
კონსტიტუციური სარჩელისგან. საკონსტიტუციო სასამართლო აქტი მიემართება
სასამართლოს მიერ მიღებულ ყველა ტიპის აქტს - საოქმო ჩანაწერს, განჩინებასა
და გადაწყვეტილებას, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.
დამძლევი
განჩინება
გრაფიკული
გამოსახულება,
რომელშიც
გამოყენებულია
ტერმინი
„დამძლევი“,
გულისხმობს
„საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე
მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. კერძოდ, როდესაც
საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგინა, რომ
სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავდა იმავე შინაარსის ნორმებს,
რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და
გამოიტანა განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და
სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად
მიუღებლობის საფუძვლები - N7 გრაფის აღწერისას, გამოყენებული ეს ტერმინი
მიუთითებს სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებზე. ხოლო
ტერმინი „სარჩელის/წარდგინების დაუსაბუთებლობა“ მიუთითებს ამავე პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველზე.
1. 2019 წელს რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების
რაოდენობა
101
2. 2011-2019 წლებში
წარდგინებები
რეგისტრირებული
კონსტიტუციური
სარჩელები
და
102
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წელს მიღებული აქტები პლენუმისა
და კოლეგიების მიხედვით
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასრულებულ საქმეთა რაოდენობა და
მათი შემაჯამებელი აქტები
5. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათი
შედეგები კოლეგიების მიხედვით
103
6. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო ჩანაწერების შედეგები
104
7. საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები საკონსტიტუციო
სასამართლოს საოქმო ჩანაწერებსა და განჩინებებში.
8.
მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წელს მიღებულ აქტებში
დებულებები
9. მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წელს მიღებულ
აქტებში
105
10. მოპასუხე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წელს მიღებულ
აქტებში
11. სადავო ნორმატიული აქტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წელს
მიღებულ აქტებში
106
12. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ გამოთქმულ განსხვავებულ და
თანმხვედრ აზრთა რაოდენობა
13. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის
ძალადაკარგულად ცნობის გადავადება
107
108