„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი
ნომერი
#07-3/453/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ მუხლი 1. ამ კანონის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან. მუხლი 3 1. საქართველოს სამართალდარღვევათა კანონმდებლობით საქმეების გათვალისწინებულმა განხილვაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულ ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისა და საურავისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2007 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისის მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება შპს „სი-ტი პარკთან“ „ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ“ და მას მიანიჭა პარკირების სფეროს ექსკლუზიური მართვის უფლება. აღნიშნული ხელშეკრულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 13 მარტის Ν18.103.231 განკარგულებით მიჩნეულ იქნა შეწყვეტილად 2018 წლის 10 აპრილიდან. ხელშეკრულების შეწყვეტამდე შპს „სი-ტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პარკი” კოდექსის წარმოადგენდა 125-ე მუხლის საქართველოს მე-8 ნაწილით (ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა) და 1252 მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ჯარიმის/საურავის დაკისრებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1.1 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება გამოიწვევდა შპს „სი-ტი პარკის“ შემოსავლების შემცირებას, თბილისის მთავრობა ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მისთვის კომპენსაცია, ხელშეკრულების გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, აღნიშნული ჯარიმებისგან და შესაბამისი საურავებისგან პირთა გათავისუფლება, ცხადია, გამოიწვევდა შპს „სი-ტი პარკის“ პოტენციური შემოსავლების შემცირებას, რაც წარმოშობდა შპს „სი-ტი პარკის“ პრეტენზიას შესაბამისი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. თუმცა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, შპს სი-ტი პარკსა და შპს პარკინგ კინგ ინტერნეიშენალს შორის უკვე მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 10 აპრილამდე დაკისრებული სახდელების აღსრულების ნაწილში უფლებამოსილება გადაეცა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“. ამასთანავე, ცვლილება შევიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 დადგენილების მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 10 აპრილამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება დაევალა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“. გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება სრულად დაევალა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და ყველა უფლება და ვალდებულება მას გადაეცა, 2018 წლის 10 აპრილამდე დაკისრებული ჯარიმების/საურავებისგან გათავისუფლება უკვე აღარ წარმოადგენს შპს „სი-ტი პარკისთვის“ სამართლებრივ პრობლემას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საკანონმდებლო ინიციატივა, გამომდინარე იქიდან, რომ გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. აუცილებელია სანქცია-საურავებისაგან ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ყველა ის პირი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმის და შესაბამისი საურავისგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან (ჯარიმის ან/და შესაბამისი საურავისაგან) გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრათ შესაბამისი ჯარიმა ან/და საურავი. კანონპროექტით გათვალისწინებული სახდელისაგან პირების გათავისუფლება ასევე გულისხმობს საურავისგან გათავისუფლებასაც. ამასთანავე, პროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე პროექტის მიმართ, რადგან იგი ინიციირებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონის პროექტი მოაწესრიგებს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს, კერძოდ შესაბამის პირებს გაათავისუფლებს როგორც სახდელის ასევე საურავის გადახდისაგან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გარკვეულ გავლენას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან პირები აღარ გადაიხდიან 2018 წლის 10 აპრილამდე ჯარიმით გათვალისწინებულ თანხას/დარიცხულ საურავს, რაც დაახლოებით შეადგენს 850 000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება არსებული რესურსით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან ისინი გათავისუფლდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ჯარიმის სახით დაკისრებული სახდელის, ასევე საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, ასეთი მიმდინარე საქმე არის აღსრულების ეროვნული ბიუროში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ასევე სასამართლოებში. შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და მოხდება ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის გათავისუფლებიან მიხედვით, პირები, ჯარიმისგან რომელთაც და შესაბამისი საქართველოს საურავისგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა