საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/438; 26.02.2020) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-27
ბიუროს ნომერი 351
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-5531/20
25-05-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ
ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის,
ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილია საქართველოს რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტებზე:
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო სავალდებულო
სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/438; 26.02.2020).
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 13 აპრილის №342/25
გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტს განხილვის ვადად განესაზღვრა 2020 წლის 8 ივნისი,
ხოლო სხვა კომიტეტებს განხილვის ვადად განესაზღვრა 2020 წლის 25 მაისი.
ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში სხვა კომიტეტებმა ვერ შეძლეს წარმოდგენილი
კანონის პროექტის განხილვა, შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოგვმართა
წერილით (№2-5519/20; 25-05-2020), საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გააგრძელოთ საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის ვადა 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge