„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/458/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს (www.matsne.gov.ge), საარჩევნო მიღების (საქართველოს კოდექსში 27/12/2011, თარიღი: საკანონმდებლო სარეგისტრაციო მაცნე კოდი: 010190020.04.001.016032) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ჯ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის უფასო რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის გამოტანილი საკითხის ნიშნებს, ან მოწოდებას გადაწყვეტის სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა შეიძლება იყოს მხოლოდ უსასყიდლო.“ 2. 50-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა წარწერა „უფასო პოლიტიკური რეკლამა“ და ჰქონდეს სურდოთარგმანი, იყოს რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყონ უფასო ფართობი და ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის უფასო ფართობი და გაზეთის 1 ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე. დ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ)გაზეთის უფასო ფართობი თანაბრად უნდა განაწილდეს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის.“ ე) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა - „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;“ ვ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გაზეთს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაზეთისა, უფლება აქვს, გამოყოს ფართობი უფასო წინასაარჩევნო რეკლამისთვის, რომელიც თანაბრად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის.“ 3. 51-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. საერთო მაუწყებელმა, აგრეთვე სათემო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.” ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“ დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.” ე) მე-6’1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6’1. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს).“ ვ) მე-6’2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ)მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ი)მე-10პუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) მე-12 პუნქტი ამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „12. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ტელეარხზეყოველდღიურად არჩევნების გამოყოს 5 დღემდე არაუგვიანეს საათი, რომელიც 50-ე დღიდან, უსასყიდლოდ, საკუთარ თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება თითოეულ საარჩევნო სუბიექტზე, ამომრჩევლისათვის მათი სამოქმედო პროგრამების გასაცნობად.“ ლ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.“ 4. 56-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4’1 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი 2020 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი უზრუნველყოფს საარჩევნო უფლებას და ის გულისხმობს როგორც აქტიურ, ისე პასიურ საარჩევნო უფლებას. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარეობს აზრი, რომ არჩევნები უნდა იყოს თანასწორი. „თანასწორობა“ ფართო ცნებაა და ის აგრეთვე ვრცელდება უზრუნველყოფის საკითხებზეც, წინასაარჩევნო როგორებიცაა კამპანიის წარმოების პოლიტიკურ რეკლამა საინფორმაციო და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტების მიერ პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის, აგრეთვე დებატებში მონაწილეობის ერთნაირი პირობების მარეგულირებელი ნორმები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, რაც ამჟამად სახეზე არ გვაქვს. აუცილებელია, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობა თანაბრად შეეძლოს ყველა საარჩევნო სუბიექტს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები. ამის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ის, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა არ იყოს სასყიდლიანი და მასზე წვდომა იყოს უფასო და თანაბარი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, როგორც ეს აპრობირებულია მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში (ისევე როგორც სხვა მოწინავე სახელმწიფოებში). გამომდინარე ზემოთქმულიდან, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ იმას რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა თანაბრად ნაწილდებოდეს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები არ სარგებლობდნენ განსაკუთრებული პრივილეგიით და მეორეს მხრივ, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა იყოს მხოლოდ უსასყიდლო, რათა ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობებისა, რაზეც არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარმატება, არამედ მათ საარჩევნო პროგრამაზე და კონკრეტულ მიღწეულ წარმატებებზე. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ნორმების რედაქტირებას, რაც უშვებს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის შესაძლებლობას და პირდაპირ ადგენს, რომ ასეთი რეკლამა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ უსასყიდლო. დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობენ მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). (მე-5 პუნქტი). სხვა კერძო ტელეკომპანიებშიც უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის უფლება გააჩნიათ მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. (მე-6 პუნქტი). არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე12 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განაწილდება ამ განთავსების სუბიექტებს შორის. მიზნით, გამოყონ დრო, მსგავსი რეგულაციაა რომელიც თანაბრად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველ პუნქტშიც. სამწუხაროდ, აქ განსაზღვრული არაა დროის ოდენობა და მთლიანად მაუწყებელთა ნებაზეა დამოკიდებული, რის გამოც, აღნიშნული რეგულაცია არაეფექტურია და არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ვერ ახერხებენ თავიანთ ამომრჩეველზე სათანადო ინფორმაციულ წვდომას. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო პოლიტიკურ სატელევიზიო დებატებში თანაბრად მონაწილეობის შესაძლებლობას, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთოდ აკრძალვას და უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის უფლებას ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თანაბრად. ცალკეული პოლიტიკური პარტიები არ უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული პრივილეგიებით და საარჩევნო გარემო უნდა იყოს თანასწორი და ჯანსაღი. საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა მოწინავე ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში საერთოდ აკრძალულია ფასიანი პოლიტიკური რეკლამები. აღსანიშნავია, რომ გერთიანებული სამეფო კრძალავს ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს არა მხოლოდ რადიო და ტელემაუწყებლის ეთერში, არამედ ბეჭდურ მედიაშიც. პოლიტიკურ პარტიებს ეძლევათ ნაციონალური მაუწყებლის ტელე და რადიო ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება გერმანიაში პოლიტიკური პარტიები უზრუნველყოფილები არიან უფასო საარჩევნო დროით და იმავდროულად მათ არ შეუძლიათ გადაიხადონ შესაბამისი საფასური და განათავსონ პოლიტიკური რეკლამა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საფრანგეთში აკრძალულია ფასიანი პოლიტიკური რეკლამები არჩევნებამდე 3 თვის განმავლობაში (http://www.loc.gov/law/help/campaign-finance/france.php). ამის გათვალისწინებით საარჩევნო სუბიექტებს ყოველგვარი გადასახადისა და საფასურის გარეშე ეთმობათ საზოგადოებრივ რადიო და ტელემაუწყებლის ეთერი გარკვეული დროით. ანუ, რეალურად, საფრანგეთში პოლიტიკური რეკლამა არის უფასო და სასყიდლიანი რეკლამა აკრძალულია. ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფაქტიურად მხოლოდ 3 ქვეყანაში, იტალიაში, პორტუგალიაში და ლიტვაშია დაშვებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ისიც ძალიან მკაცრი შეზღუდვებით და ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები. როგორც ვხედავთ, დასავლური და თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების მაგალითების ფონზე, ქართული საარჩევნო კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც არეგულირებს საეთერო დროის განაწილებას, უკიდურესად დისკრიმინაციულია არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ. მათ არ შეუძლიათ ეფექტურად უფასო საეთერო დროით სარგებლობა და ტელევიზიებს არც იმის ვალდებულება აქვთ მათ მიმართ, რომ დებატებში მონაწილეობისას შეუქმნან ერთნაირი პირობები (საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი). ასეთი მიდგომა რადიკალურად ზღუდავს პოლიტიკური ძალების დინამიურად გადახალისების პროცესს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისათვის. ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სატელევიზიო შესაძლებლობით, სივრცეში რაც არადისკრიმინაციულად ყველა ეხება საარჩევნო სუბიექტი სარგებლობდეს თანაბარი უფასო პოლიტიკური რეკლამითა და დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ამასთანავე დიდი ფინანსური შესაძლებლობების პარტიებთან მიმართებაში დანარჩენი საარჩევნო სუბიექტები არ აღმოჩნდნენ უკონკურენტო მდგომარეობაში, იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეძენა. აქვე შევეხებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას No. R (99) 15, სადაც მითითებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამების გაშვების ვალდებულების შემოღება სასურველი იქნებოდა, ვინაიდან უფასო პოლიტიკური რეკლამები მნიშვნელოვანი გარანტიაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ საარჩევნო კამპანიის ობიექტურად გაშუქებისა და საარჩევნო სუბიექტების თანაბარი ხელმისაწვდომობისა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი. უფასო პოლიტიკური რეკლამის შესახებ მოთხოვნის სამართლებრივად განმტკიცებისას ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ უნდაუზრუნველყოს უფასო ეთერის განაწილების სამართლიანი, არადისკრიმინაციული, ღია და ობიექტური კრიტერიუმების დადგენა. საინტერესოა ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული საარჩევნო საკითხებში საუკეთესო პრაქტიკის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მედიაში თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი, რათა საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, გააცნონ საკუთარი პოლიტიკური ხედვა და შეხედულებები ამომრჩევლებს. (უცხო ქვეყნების გამოცდილება აღებულია კვლევიდან: “პოლიტიკური რეკლამა და მისი გავლენა არჩევნებსა და მედიაზე - ანალიზი და რეკომენდაციები”. კვლევა მომზადებულია საინიციატივო ჯგუფის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში.) წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის კონსტიტუციის შემდეგაც, 24-ე საარჩევნო მუხლიდან კოდექსი („საარჩევნო შესაბამისობაში უფლება“) მოვა გამომდინარე „თანასწორობის პრინციპთან“, აგრეთვე ევროპის გამოცდილებასთან. ამით უზრუნველყოფილი იქნება პარტიათა შანსების თანასწორობა. რათქმაუნდა, მნიშვნელობა აქვს იმას, არის თუ არა პარტია უკვე წარმოდგენილი პარლამენტში, რა ოდენობის ხმები მოიპოვა წინა არჩევნებზე, როდის შეიქმნა და სხვა თავისებურებები, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ იმგვარად, რომ საარჩევნო რეგულაციები (ამ შემთხვევაში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების მარეგულირებელი ნორმები), მიზანმიმართულად უწყობდნენ ხელს უკვე არსებული პოლიტიკური სტატუს-კვოს შენარჩუნებას და აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ სხვა საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც, ქართული რეალობის შემთხვევაში, არ ითვლებიან „კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად.“ როდესაც ვამბობთ, რომ მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა პარტია უკვე წარმოდგენილი პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიას სხვაზე შესაძლებლობა ჰქონდა უკეთესად წარმოეჩინა თავი ამომრჩევლის წინაშე, მის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებით და სხვა სახის აქტივობებით. ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა და უფასო საეთერო დროის თანაბრად სარგებლობის საშუალება მიზნად უნდა ისახავდეს თანაბარი შანსის მიცემას თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის, კვალიფიციურისთვის და არაკვალიფიციურისთვის. ზოგადად, პოლიტიკური რეკლამა ხელს უწყობს არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ ჩატარებას. თუმცა, როგორ შეიძლება ისაუბროთ ამ პრინციპებზე, როდესაც ამჟამინდელი რეგულაციები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის გზით (აგრეთვე სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის გზით, რასაც მოიცავს საკანონმდებლო პაკეტი). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შედეგად, არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ეფექტურად შეძლებენ თავიანთი ხედვების გაცნობას ამომრჩევლისათვის, როგორც უფასო პოლიტიკური რეკლამების, სუბიექტების ისე დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობების არაკვალიფიციური საარჩევნო ისედაც მეშვეობით. კვალიფიციური საარჩევნო რადიკალური უპირატესობის ფონზე, სუბიექტებისათვის შეიქმნება უფრო სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ცხოვრების მეტ დინამიურობას, სიჯანსაღეს, განახლებას და ახალი სახეების წარმოჩინებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს შემდეგი: 1. ტელევიზიებმა წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. ამჟამად ასეთი ვალდებულება არსებობს მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ტელევიზია გახდება პლატფორმა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის (კვალიფიციურისთვის და არაკვალიფიციურისთვის), სამართლიანი და თანაბარი შანსების პირობებში წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია. 2. ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს უფასო სარეკლამო დროით, როგორც ეს მიღებულია ევროპის მოწინავე ქვეყნებში. აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოყოფს ყოველდღიურად 5 საათს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. ამ მიზნებისთვის, აღსანიშნავია, რომ ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს - საქართველოს პირველ არხსა და მეორე არხს, რაც არის შესანიშნავი ბაზა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღება, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით. 3. საერთოდ აიკრძალება ფასიანი/სასყიდლიანი პოლიტიკური რეკლამა, რის შედეგადაც, საარჩევნო სუბიექტის წარმატების წინაპირობა უფრო მეტად იქნება წინასაარჩევნო პროგრამა და განხორციელებული საქმეების შედეგები, ვიდრე პარტიის ფინანსური სიძლიერე და გავლენა. თავად პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ტერმინის განმარტებაშივე შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ასეთი რეკლამა არ შეიძლება სასყიდლიანი იყოს. 4. კანონპროექტის მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა და ყველა საარჩევნო სუბიქეტის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამით არამხოლოდ ტელევიზიებს, არამედ გაზეთებსაც. სარგებლობის საშუალება მოიცავს შესაძლოა გაჩნდეს შეკითხვა - თუ უფასო რეკლამის დრო/მოცულობა რჩება იგივე, მაგრამ იზრდება მოსარგებლე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა, როგორ უნდა განაწილდეს ეს დრო მათ შორის თანაბრად, ხომარ შეიქმნება რაიმე დაბრკოლება. ამასთან მიმართებაში საინტერესოა, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობას რათქმაუნდა შეძლებს უფრო მეტი სუბიექტი, ვიდრე ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით. მაგალითად 2014 წელს ასეთი პარტიების რაოდენობა იყო 14, ხოლო 2016 წლის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე - 20. ამჟამინდელი რედაქციით, მხოლოდ კვალიფიციურ პარტიებს შეუძლიათ უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობა. თუმცა თუ იგი განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის, ასეთი სუბიექტები თეორიულად შეიძლება რამოდენიმეჯერ მეტიც კი აღმოჩნდეს ყველა მომავალ არჩევნებში. კანონპროექტის წარდგენის მომენტში, შეუძლებელია იმის წინასწარ თქმა, რამდენი საარჩევნო სუბიექტი იქნება მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, იმის გამო, რომ რეგისტრაციის ვადა ჯერ არაა გასული და დარჩენილია დაახლოებით თვენახევარი. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს მეტი მოტივაცია გაუჩნდათ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, მოსალოდნელი ცვლილებების გამო (პროპორციული არჩევნები, ნულოვანი ბარიერი, ხელმოწერების 25.000 დან 5000 მდე შემცირება...). საარჩევნო სუბიექტთა ჭარბი რაოდენობა არ შექმნის რაიმე პრაქტიკურ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განაწილდეს უფასო დრო (რაც იგივე რჩება) მათ შორის. ანუ, თუ ამჟამინდელი რედაქციის თანახმად, მაგალითად 1 საათი უნდა განაწილდეს 20 სუბიექტს შორის, კანონპროექტის მიხედვით, იგივე 1 საათი უნდა განაწილდეს შესაძლოა 30, 35 და მეტ სუბიექტს შორის. პრაქტიკულად ეს პრობლემა არაა, ვინაიდან კანონპროექტის რედაქცია შესაძლებლობას იძლევა, არსებული უფასო რეკლამის ოდენობა გადანაწილდეს დღეებზე, კვირეებზე... ისე, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს დარჩეს თანაბარი დრო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); არ გამოიყენება აღნიშნულ ქვეპუნქტთან დაკავშირებით. კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; მიზანშეწონილია, კანონი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, ვინაიდან მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და კანონის დაუყოვნებლივ ამოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაბრკოლებები/შეფერხებები, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე ტელევიზიებისთვის. გათვალისწინებული არაა უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენასა ხელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება შესაძლო გავლენას იქონიებს შესაბამისი საარჩევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წინასაარჩევნო რეკლამა აღარ იქნება სასყიდლიანი და მედია სუბიექტებს აღარ მოუწევთ შესაბამისი გადასახადების გადახდა. მაგალითად, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. (იხ. კვლევა: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი“, https://www.gncc.ge/uploads/other/3/3576.pdf). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღარ მოხდება გარკვეული საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად (სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად) თანხების გამოყოფა, როგორც ამას ითვალისწინებს 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის ამოღებაც ხდება კანონპროექტის მიხედვით. აღნიშნული პუნქტის მიხედვით: „საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.“ საინტერესოა, რა თანხები იყო გამოყოფილი ამ მიზნით გასული არჩევნების პერიოდში (ინფორმაცია აღებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდიდან): 2016 წელს ასეთი დაფინანსების უფლება მოიპოვა 9 პარტიამ - ჯამში 1.500.000 ლარი, 2017 წელს 13 პარტიამ - ჯამში 1.900.000 ლარი, 2018 წელს - ჯამში 600.000 ლარი. https://funding.cec.gov.ge/. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება შესაძლო ფინანსურ გავლენას იქონიებს ტელეკომპანიებზე და საარჩევნო სუბიექტებზე. კერძოდ, ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს, ვინაიდან პოლიტიკური რეკლამა იქნება მხოლოდ უსასყიდლო, ხოლო საარჩევნო სუბიექტებისთვის შესაძლებელი აღარ იქნება ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეძენა (ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს). მაგალითად, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. (იხ. კვლევა: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი“, https://www.gncc.ge/uploads/other/3/3576.pdf). კანონპროექტს პოზიტიური ფინანსური გავლენა ექნება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებსაც შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო, არ შეეძლოთ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეძენა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითად: მაუწყებლების მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირას პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ღირდა. ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 350 ლარი იყო, მაქსიმუმ კი - 11 450 ლარი. ტელეიმედში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 134 ლარი ღირდა და საეთერო დროის მიხედვით ფიქსირდებოდა შემდეგ ციფრებზე - 9 618 ლარი, 8 232 ლარი, 6 252 ლარი ღირდა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი 550 ლარიდან 3 000 ლარამდეა. ტვ პირველზე პოლიტიკური რეკლამის ფასი 650-დან 3 250 ლარამდე მერყეობს, GDS-ზე - 400-1200 ლარამდე, კავკასიაზე - 300-900, ხოლო ობიექტივზე - 300 ლარია. რაც შეეხება რეგიონალურ ტელევიზიებს: ტვ თრიალეთი - 750 ლარი; მარნეულის ტელევიზია 100-500; ტელეკომპანია დია - 800 ლარი, მორბენალი სტრიქონი - 10; რიონი TV - 300-944 ლარი; ოდიში TV - 920 ლარი; ეგრისი - 350-450 ლარი; TOK TV - 150-250 ლარი. (https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/61539-politikuritsinasaarchevno-reklamis-fasi) იმავდროულად, ტელევიზიებს კვლავ მოუწევთ ფაქტიურად იგივე ოდენობის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა, რომელიც განაცილდება არა ხმოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის, არამედ ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო. https://www.interpressnews.ge/ka/article/540199-komunikaciebis-komisiacinasaarchevno-periodshi-qvelaze-meti-upaso-politikuri-reklama-grigol-vashazem-qvelaze-meti-pasianipolitikuri-reklama-ki-salome-zurabishvilma-ganatavsa/ https://www.gncc.ge/uploads/other/3/3576.pdf ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/დანაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი