„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/458/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 21/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016236) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. პირველი მუხლის მე-18 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 3. პირველი მუხლის მე-18 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. პირველი მუხლის მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი 2020 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რაც გულისხმობს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-12 პუნქტების ამოღებას. ვინაიდან „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღების თარიღი 21/07/2018) გულისხმობს ამავე პუნქტების სხვაგვარი რედაქციით ამოქმედებას მომავალში, აუცილებელია, რომ აღნიშნული პუნქტები ამოღებული იქნას ახლა, რათა მათი ამჟამინდელი რედაქციის ამოღების შემთხვევაში, სამომავლოდ არ ამოქმედდეს მათი სხვაგვარი რედაქცია, რომელთა გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის მომდევნო საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე. ამოქმედებაც არჩევნებში არჩეული აღნიშნული ნორმები ეხება საარჩევნო სუბიექტების კვალიფიციურად მიჩნევას მედია საშუალებების მიერ, რაც აზრს კარგავს ამ შემთხვევაში, ვინაიდან საეთერო დრო გადანაწილდება თანაბრად და კვალიფიციურობა დაკარგავს მნიშვნელობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შედეგად, ამოღებული თავიდან იქნება აცილებული იმ ნორმების სხვაგვარი რედაქციით ამოქმედება, რომელთა საერთოდ ამოღება გათვალისწინებულია საკანონმდებლო პაკეტით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ ამოღებულ იქნას ის ნორმები, რომელთა ამოქმედებაც გათვალისწინებულია სამომავლოდ - საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს შესაბამისი პუნქტების საერთოდ გაუქმებას. საკნონმდებლო პაკეტის მიხედვით, უქმდება ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და არსებული უფასო რეკლამა თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. აქედან გამომდინარე, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით (მიღების თარიღი: 21/07/2018) შესაბამისი პუნქტების სამომავლოდ ამოქმედება აზრს კარგავს და წინააღმდეგობაში მოვა საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებულ მიზნებთან. აღნიშნული ნორმები ეხება საარჩევნო სუბიექტების კვალიფიციურად მიჩნევას მედია საშუალებების გადანაწილდება გარკვეული მიერ, რაც თანაბრად პარტიების აზრს და (ვინც კარგავს ამ შემთხვევაში, კვალიფიციურობა დაფინანსების ვინაიდან დაკარგავს უფლება საეთერო მნიშვნელობას. მოიპოვა) საარჩევნო დრო აგრეთვე რეკლამის დაფინანსებას მაქსიმუმ 600.000 ლარით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); არ გამოიყენება აღნიშნულ ქვეპუნქტთან დაკავშირებით. კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონის ამოქმედება არ მოითხოვს რაიმე ღონისძიებას, ან პერიოდს. შესაბამისად, მიზანშეწონილია მხოლოდ მისი დაუყოვნებლივ ამოქმედება. აგრეთვე გათვალისწინებული არაა უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენასა ხელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება შესაძლო გავლენას იქონიებს შესაბამისი საარჩევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წინასაარჩევნო რეკლამა აღარ იქნება სასყიდლიანი და მედია სუბიექტებს აღარ მოუწევთ შესაბამისი გადასახადების გადახდა. მაგალითად, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. (იხ. კვლევა: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი“, https://www.gncc.ge/uploads/other/3/3576.pdf). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღარ მოხდება გარკვეული საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად (სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად) თანხების გამოყოფა, როგორც ამას ითვალისწინებს 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის ამოღებაც ხდება კანონპროექტის მიხედვით. აღნიშნული პუნქტის მიხედვით: „საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.“ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება შესაძლო ფინანსურ გავლენას იქონიებს ტელეკომპანიებზე და საარჩევნო სუბიექტებზე. კერძოდ, ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს, ვინაიდან პოლიტიკური რეკლამა იქნება მხოლოდ უსასყიდლო, ხოლო საარჩევნო სუბიექტებისთვის შესაძლებელი აღარ იქნება ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეძენა (ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს). მაგალითად, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. (იხ. კვლევა: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი“, https://www.gncc.ge/uploads/other/3/3576.pdf). კანონპროექტს პოზიტიური ფინანსური გავლენა ექნება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებსაც შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო, არ შეეძლოთ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეძენა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითად: მაუწყებლების მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირას პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ღირდა. ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 350 ლარი იყო, მაქსიმუმ კი - 11 450 ლარი. ტელეიმედში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 134 ლარი ღირდა და საეთერო დროის მიხედვით ფიქსირდებოდა შემდეგ ციფრებზე - 9 618 ლარი, 8 232 ლარი, 6 252 ლარი ღირდა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი 550 ლარიდან 3 000 ლარამდეა. ტვ პირველზე პოლიტიკური რეკლამის ფასი 650-დან 3 250 ლარამდე მერყეობს, GDS-ზე - 400-1200 ლარამდე, კავკასიაზე - 300-900, ხოლო ობიექტივზე - 300 ლარია. რაც შეეხება რეგიონალურ ტელევიზიებს: ტვ თრიალეთი - 750 ლარი; მარნეულის ტელევიზია 100-500; ტელეკომპანია დია - 800 ლარი, მორბენალი სტრიქონი - 10; რიონი TV - 300-944 ლარი; ოდიში TV - 920 ლარი; ეგრისი - 350-450 ლარი; TOK TV - 150-250 ლარი. (https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/61539-politikuritsinasaarchevno-reklamis-fasi) იმავდროულად, ტელევიზიებს კვლავ მოუწევთ ფაქტიურად იგივე ოდენობის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა, რომელიც განაცილდება არა ხმოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის, არამედ ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო. https://www.interpressnews.ge/ka/article/540199-komunikaciebis-komisiacinasaarchevno-periodshi-qvelaze-meti-upaso-politikuri-reklama-grigol-vashazem-qvelaze-meti-pasianipolitikuri-reklama-ki-salome-zurabishvilma-ganatavsa/ https://www.gncc.ge/uploads/other/3/3576.pdf ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/დანაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი