საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ თანდართული მოხსენება

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2020
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
ნომერი
#1-6967/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ თანდართული მოხსენება

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353

📜 ტექსტი

მოხსენება
2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება სექტემბერი, 2019 - მაისი, 2020 სარჩევი შესავალი ...................................................................................................................................................... 4 1. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები............................................................................................... 6 1.1 საგარეო პოლიტიკა ......................................................................................................................... 6 1.2 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა .................................................................................... 18 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ............................................................................ 20 1.4 უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა .................................................................................. 25 1.5 ადამიანის უფლებათა დაცვა ........................................................................................................ 39 2. ეკონომიკური განვითარება .................................................................................................................. 50 2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა............................................................................................. 50 2.2 საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა ................................................................................. 53 2.3 დასაქმება ....................................................................................................................................... 55 2.4. ბიზნესგარემო .............................................................................................................................. 56 2.5 ბუნებრივი რესურსების მართვა .................................................................................................. 61 2.6 მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა ............................................................................ 62 2.7 საქართველო - რეგიონული ჰაბი .............................................................................................. 63 2.8 ინფრასტრუქტურული განვითარება ............................................................................................ 66 2.9 დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა ....................................................................................... 67 2.9.1 ენერგეტიკა ................................................................................................................................................ 67 2.9.2 გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა .............................................................................................. 69 2.9.3 ტურიზმი.................................................................................................................................................... 76 2.9.4 ტრანსპორტი.............................................................................................................................................. 77 2.10 რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა ....................................................................................... 80 3. განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება ........................................................................ 80 3.1 განათლება და მეცნიერება ............................................................................................................ 80 3.1.1 ადრეული და სკოლამდელი განათლება............................................................................................. 80 3.1.2 ზოგადი განათლება ................................................................................................................................. 81 3.1.3 პროფესიული განათლება ....................................................................................................................... 85 3.1.4 უმაღლესი განათლება ............................................................................................................................. 86 3.1.5 მეცნიერება ................................................................................................................................................. 88 3.2 ახალგაზრდობის პოლიტიკა ......................................................................................................... 89 3.3 კულტურა ....................................................................................................................................... 93 2 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 3.4 სპორტი ........................................................................................................................................... 95 3.5 ჯანმრთელობის დაცვა .................................................................................................................... 96 3.6 სოციალური დაცვა ........................................................................................................................ 98 4. სახელმწიფო მმართველობა ................................................................................................................ 100 4.1 საჯარო მმართველობის რეფორმა .............................................................................................. 100 4.2 ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები ..................................................... 101 4.3 ანგარიშვალდებულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა .................................................. 103 3 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი შესავალი საქართველოს მთავრობა აქტიურად და გეგმაზომიერად აგრძელებს დასახულ რეფორმებს ერთიანი სამთავრობო ხედვისა და სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, რომელთა გრძელვადიანი მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. მთავრობის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სწორედ ამ, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებს ემსახურება. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. ამასთან, ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება და ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა, განსაკუთრებით კი განათლების, შრომის ბაზრის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. მაშინ, როდესაც საქართველოს შეუძლია ევროპისთვის შეასრულოს ჰაბის ფუნქცია ფართო რეგიონზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ზემოაღნიშნული ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, მათ შორის, შავ ზღვაზე შესაბამისი ინფრასქტრუქტურის განვითარების გზით, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მცირე საანგარიშო პერიოდისა და 2020 წელს COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები − ქვეყნის უსაფრთოხების უზრუნველყოფა განვითარების ძირითადი ფუნდამენტია. შესაბამისად, მთავრობა, ამ მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანი რეალიზებისთვის, ინტენსიურად მუშაობდა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და მხარდაჭერის მობილიზებაზე ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. გაგრძელდა არსებული და ახალი ინსტრუმენტების დანერგვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. წარიმართა მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით. ინიციირდა და აქტიურ ფაზაში შევიდა რეფორმების ახალი ტალღა თავდაცვის ძალების მზაობის უზრუნველსაყოფად და პირადი შემადგენლობისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. გრძელდება მართლწესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური დაწესებულებების სისტემური განახლების პროცესი. მიმდინარეობს ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწა და ამასთან, საფუძველი ჩაეყარა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი, გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. ეკონიმიკური განვითარება − 2019 წელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იყო და 5.1% შეადგინა. მრავალი გამოწვევისა და რეგიონში დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში შენარჩუნდა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის, განხორციელებული რეფორმებისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, შემცირდა უმუშევრობის დონე (11.6%) და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 4 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის გამოშვება - 18.6%-ით და მისმა წილმა ბიზნესსექტორის მთლიან გამოშვებაში 61.2% შეადგინა, რაც დადებითად აისახა მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლებზე. დაინიციირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის ახალი ფაზა, რომლის ფარგლებში 2019 წლის გეგმა შესრულდა 116.7%-ით და პრივატიზებული ობიექტების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 78 217 120 ლარი. აქტიურ ფაზაშია შესული რეფორმები ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის, ენერგეტიკის მიმართულებით. განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება − ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი განვითარების წინაპირობას. შესაბამისად, მთავრობა გეგმაზომიერად ახორციელებდა განათლების რეფორმას მის თითოეულ საფეხურზე. გაგრძელდა ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის პროცესი. ზოგადი განათლების დონეზე, პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, გაგრძელდა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა საპილოტე სკოლებში (166 სკოლა). მიმდინარეობს მასწავლებელთა განვითარების პროგრამების გაუმჯობესება და მათი ხელფასების ზრდა. იზრდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. დაიწყო ახალგაზრდობის, როგორც ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვანი წყაროს, ფართო და სრულმასშტაბიანი რეფორმა. მიმდინარეობს სპორტისა და კულტურის სფეროების ეფექტიანი მართვის მოდელების დანერგვა. მთავრობამ, ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაზრდის მიზნით, 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო მაღალხარჯიან სამედიცინო სერვისებზე გათანაბრებული ტარიფების შემუშავება და სელექტიური კონტრაქტების სისტემის დანერგვა. 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო კარგი საწარმოო პრაქტიკისა (GMP) და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) სტანდარტების დანერგვა. პროგრამაში გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, განხორციელდა პენსიების ზრდა და შემუშავდა პენსიის ინდექსაციის კონცეფცია, რომელიც პირველად ქვეყანაში უზრუნველყოფს ყოველწლიურად საპენსიო გასაცემლების ზრდას. სახელმწიფო მმართველობა - აქტიურ ფაზაში შევიდა და გაძლიერდა საჯარო მმართველობის რეფორმა. ჩამოყალიბდა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის მარეგულირებელი საფუძვლები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს შედეგებზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და უკეთ კოორდინირებულ საქმიანობას. დამტკიცდა დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლება-მოვალეობებისა და შემოსავლების ეტაპობრივ ზრდას. მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის ზრდაზე, როგორც ფიზიკურ, ისე ელექტრონულ სივრცეში. აქტიურად ინერგება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რაც ზრდის მთავრობის საქმიანობაზე საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობებს. გრძელდება აქტიური და კოორდინირებული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელება. უდავოა, რომ მთავრობის მნიშვნელოვან მიღწევებზე სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიო პანდემიამ. მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იყო ვირუსის გავრცელების პრევენციისა და საფრთხეების მინიმიზაციისკენ. ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობა უზრუნველყოფს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას, მათ სოციალურ მხარდაჭერას, მეწარმეების დახმარებას, ეკონომიკის ხელშეწყობას და ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან 5 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ინტენსიურ მუშაობას, კრიზისის შედეგების მაქსიმალური შემცირების მიზნით, აუცილებელი ფინანსური ნაკადების მოზიდვისთვის. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, საქართველომ მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება. შედეგად, ქვეყანა დღეს COVID-19-თან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია, რასაც მრავალი საერთაშორისო შეფასებაც ადასტურებს.1 წინამდებარე ანგარიში მოიცავს სიღრმისეულ ინფორმაციას ქვეყნის სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების, ქვეყნის განვითარებაზე ეპიდემიის გავლენისა და ამ გამოწვევების დასაძლევად გატარებული სამთავრობო ქმედებების შესახებ. 1. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები 1.1 საგარეო პოლიტიკა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის − ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იყო ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და მხარდაჭერის მობილიზების კიდევ უფრო გააქტიურებისკენ. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე და 50-ე რაუნდები, სადაც ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ის მწვავე საკითხი, რაც გამოწვეულია რუსეთის ოკუპაციითა და მისი დესტრუქციული ნაბიჯებით. ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე. პარალელურად, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესების აღმოფხვრის მიზნით, უწყვეტად გრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან (აშშ). საანგარიშო პერიოდში ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (შემდგომში − იპრმ) აღდგენაზე, ვინაიდან ერგნეთის იპრმ შეჩერებულია 2019 წლის აგვისტოდან, ხოლო გალის − 2018 წლის ივნისიდან. მთავრობის ძალისხმევის შედეგად, საანგარიშო პერიოდში ერგნეთში შედგა 6 ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს. 1 „ტელეგრაფი“ საქართველოს გამოცდილების შესახებ, ხელმისაწვდომია აქ; Fox News საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია აქ; The Washington Times, საქართველოს წარმატებული ისტორია, ხელმისაწვდომია აქ; The Foreign Policy, ქვეყნები, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან პანდემიას, ხელმისაწვდომია აქ; The Intelli news საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია აქ; The EURACTIV’s Reporting, საქართველოს წარმატებული ბრძოლა COVID-19-თან, ხელმისაწვდომია აქ; The Energing Europe საქართველოს წარმატება ვირუსთან ბრძოლაში, ხელმისაწვდომია აქ; The Daily Signal, საქართველო - ამერიკის ერთგული პარტნიორი საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში, ხელმისაწვდომია აქ; ამერიკის წამყვანი ეპიდემიოლოგის შეფასება საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია აქ; WHO-ს ხელმძღვანელის შეფასება საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია აქ; WHO-ს შეფასება - საქართველო, ხელმისაწვდომია აქ. დამატებით - აქ; „ვაშინგტონ პოსტი“ პატარა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების შესახებ, ხელმისაწვდომია აქ. 6 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი აქტიურად მიმდინარეობდა საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების, მილიტარიზაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. გაგრძელდა მუშაობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზების, ინდივიდუალური ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად იქნა განხილული ორმხრივ ფორმატებში, განსაკუთრებით კი სტრატეგიულ პარტნიორებთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) სხვადასხვა დონეზე გამართული დიალოგებისას; ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში − გაერო) უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და ნატოს შესაბამის ფორმატებში. საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემების ასახვა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში.2 ქართული მხარე მუდმივად უსვამს ხაზს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ყველა შესაძლო დონეზე ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საკითხის გააქტიურება. ქართული მხარის ინტენსიური მუშაობის შედეგად, 2019 წელს უზრუნველყოფილ იქნა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მონაწილეობა მისიაში. დეოკუპაციისა და შექმნილი ვითარების დეესკალაციის მიზანს ემსახურებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, რომელიც გაიმართა შვეიცარიის მხარის ინიციატივითა და ორგანიზებით გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, 2019 წლის 26 სექტემბერს. შეხვედრის მიზანშეწონილობა განხილულ იქნა მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, გენერალური ასამბლეის მსვლელობისას გამართულ შეხვედრებზე და ყველა მათგანის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა შექმნილ ვითარებაში საუბრის გამართვის საჭიროება, რაც მათ გაკეთებული განცხადებებითაც დაადასტურეს. 2 ეუთოს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები (სექტემბერი; დეკემბერი 2019); ეუთოს 2019 წლის ყოველწლიური ანგარიში (მარტი, 2020); ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები „კონფლიქტი საქართველოში “(ნოემბერი, 2019; აპრილი, 2020); ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეზოლუცია ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში (ოქტომბერი, 2019); უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირ-საქართველოს შორის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის ერთობლივი განცხადება (ოქტომბერი, 2019); ნატო-საქართველოს კომისიის განცხადება (ოქტომბერი, 2019); ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ანგარიშები (ოქტომბერი, 2019); აშშ-ის „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ (ოქტომბერი, 2019); აშშსაქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის განცხადება (დეკემბერი, 2019); აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც აწესებს ფინანსურ შეზღუდვებს, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიზნით (დეკემბერი, 2019); აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის ერთობლივი განცხადება (მარტი, 2020); აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში (მარტი, 2020); გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ერთობლივი განცხადება (ოქტომბერი, 2019); დიმიტრი ამილახვრის ქართულ-ფრანგული დიალოგის ერთობლივი დეკლარაცია (დეკემბერი, 2019). 7 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი გრძელდება მუშაობა არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია ასოციირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელება. ამ მხრივ, საანგარიშო პერიოდში:  შემუშავდა ასოციირების შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიში და 2020 წლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა;  შემუშავდა წინადადებები საქართველოს მიერ ასოციირების შეთანხმების თაობაზე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით;  მიმდინარეობდა რეგულარული შეხვედრები და კონსულტაციები ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ასოციირების შეთანხმების საკითხებზე. შესრულების არასამთავორობო განხორციელების „ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშროლობის გაღრმავების მიზნით, მიმდინარეობდა მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში (2020 წლის აპრილის ჩათვლით) ევროკავშირის მისიებში. ამ მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია 2019 წლის 25 ოქტომბერს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართული საქართველოევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა. სექტორული ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოციირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფის ორი შეხვედრა. საანგარიშო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაოები საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლეს დონეზე შეთანხმებული, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოციირების შეთანხმების მიღმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, კერძოდ: 1. ევროკავშირის „ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის“ (Smart Specialization/S3) უახლესი პლატფორმებისა და 2. ევროკავშირის „სტატისტიკის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურის“ (NUTS − Nomenclature of territorial units for statistics) საქართველოში ეტაპობრივ დანერგვასთან დაკავშირებით. აქტიურად გრძელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა.  2019 წელს დაიწყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მშენებლობა;  2019 წლის ნოემბერში ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებს გადაეცა საქართველოს მთავრობის წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით;  სხვადასხვა ეტაპზე შემუშავდა ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ ერთობლივი პოზიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი მიზნების, ასევე ასოციირებული პარტნიორებისთვის 8 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ევროკავშირის დახმარების გაზრდის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებს; თაობაზე, რომლებიც მიეწოდა ევროკავშირის  2020 წლის აპრილში მომზადდა და ვიშეგრადის ქვეყნებს გადაეცა საქართველოს პოზიცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალსა და „ვიშეგრადის ჯგუფის“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში;  მომზადდა წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპარლამენტის რეკომენდაციების პროექტზე. 2020 წლის სამიტისთვის იზრდება და ფართოვდება ევროკავშირის ჩარჩოპროგრამებში: ERASMUS+, CREATIVE EUROPE; HORIZON 2020 მონაწილეობა, ასევე ინტენსიური თანამშრომლობა ევროკავშირის სააგენტოებთან: Europol, Frontex, Eurojust. Eurojust-თან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, დანიშნულია ქართველი მეკავშირე პროკურორი, რომლის წარგზავნაც უახლოეს პერიოდში მოხდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს რეგულარულად მიეწოდებოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი თუ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შესახებ. აგრეთვე:  ევროკომისიასთან ერთად ოპერატიული ზომები; შემუშავდა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ერთობლივი  ევროკავშირის TAIEX-ის ექსპერტთა მისიის მიერ შემუშავდა და ქართულ მხარეს 2019 წლის დეკემბერში გადმოეცა რეკომენდაციები სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომლებზეც მიმდინარეობს უწყებათაშორისი კონსულტაციები;  2019 წელს შვეიცარიამ და საბერძნეთმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარეს (დღეისათვის აღიარებულია 16 ქვეყნის მიერ). საანგარიშო პერიოდში ევროკავშირთან აქტიური მუშაობის შედეგად, ევროკავშირის ორმხრივი დახმარებიდან, ჯამში, 183 მილიონი ევრო მიმართული იქნება საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად. ნატოში გაწევრიანება საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები ქ. თბილისში, ქ. ბრიუსელსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP). 2019 წლის 12-13 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მადლენ მუნი. ხოლო 2019 წლის 3-4 ოქტომბერს ქ. ბათუმში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი. ვიზიტის ფარგლებში: - მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თითქმის ყველა მიმართულებას; 9 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი - მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების შესახებ (refresh and update); - მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებს. ქართულმა მხარემ ნატოს საერთაშორისო სამსახურს გადასცა წინადადებები არსებითი პაკეტის განახლებასთან დაკავშირებით. 2020 წლის 2 აპრილს შემჭიდროებულ, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. მინისტერიალზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე, რომელიც მოიცავს:  საქართველოსა და უკრაინის მეტად ჩართვას შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატოსა და წევრი ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;  ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებას;  საქართველოს ჩართვას შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონულ პროგრამაში;  უკრაინის უფრო მეტად ჩართვას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში. 2019 წლის ოქტომბერსა და 2020 წლის აპრილში საქართველოში გაიმართა ნატოს საზღვაო ძალების ორი საპორტო ვიზიტი ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის პორტებში, რომლის ფარგლებში ნატოს საზღვაო შენაერთების წარმომადგენლებმა საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს ერთობლივი სწავლებები. 2019 წლის დეკემბერში ალიანსმა შეიმუშავა 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი. წინა წლების მსგავსად, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. 2020 წლის აპრილში, ნატოს საერთაშორისო და სამხედრო სამსახურების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა საქართველოს 2020 წლის რიგით მე-12 წლიური ეროვნული პროგრამა (ANP). მიუხედავად კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარებისა, საბოლოო დოკუმენტის შემუშავების პროცესი შეუფერხებლად, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდა, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ნატოს შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. დოკუმენტი ალიანსის მიერ 29 აპრილს დამტკიცდა. ორმხრივი დიპლომატია საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავების მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი კომისიის ფარგლებში, ქ. ვაშინგტონში გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.3 აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ქარტიის დაფუძნების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებით. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკანონმდებლო დონეზე გაღრმავების უპრეცედენტო მაგალითია 2019 წლის 23 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ (Georgia Support Act) მიღება, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობისა და აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს მიმართ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დასტურია. ორი ქვეყნის საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ორმხრივი ვიზიტების სიმრავლესთან ერთად, აშშ-ის კონგრესის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მორიგი ნათელი დადასტურებაა 2019 წლის 20 დეკემბერს დამტკიცებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი4, რომელიც უკვე მეოთხე წელია მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ გაზრდილია წინა წლებთან შედარებით და 132 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად, გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი (499 675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება) პროექტის განხორციელება. ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამ მხრივ, აღსანიშნავია 2019 წლის 22 ნოემბერს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც ქ. ვაშინგტონში მოაწერეს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ. ამ მიმართულებით აღსანიშნავია აგრეთვე 2020 წლის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, მარკ ესპერსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შორის გამართული შეხვედრა. საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მისაღწევად, გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორული ურთიერთობების ნათელი დასტურია COVID-19ის პანდემიის პერიოდში აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მრავალმილიონიანი დახმარების გამოყოფა (მარტი-მაისის პერიოდში, აშშ-ის მთავრობამ პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოსთვის 2.7 მილიონი დოლარი გამოყო. 8 მაისს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დამატებით 3 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო საქართველოსთვის; აპრილში აშშ- 3 4 SWG - 2019 წლის 6 დეკემბერი; P2P - 2020 წლის 24 იანვარი FY20 Consolidated Appropriations Act 11 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ USAID/Georgia 64 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად; ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს StopCoV ფონდში). საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის სტრატეგიულ ჭრილში გადაყვანის მიმართულებით. ამ კონტექსტში გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები და პოლიტიკური კონსულტაციები. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები თანამშრომლობის ახალი სტრატეგიული ფორმატების ჩამოყალიბების, ასევე არსებული სტრატეგიული მექანიზმების განმტკიცების თვალსაზრისით:  ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იყო ლონდონში გაერთიანებულ სამეფოსთან გამართული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მინისტერიალი 2019 წლის 21 ოქტომბერს, რომლის დროსაც, ხელი მოეწერა „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ორმხრივ ჩარჩოშეთანხმებას;  ასევე აღსანიშნავია საფრანგეთთან „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა პარიზში, 2019 წლის 2 დეკემბერს; ხაზგასასმელია საქართველო-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნა;  ასევე დაწყებულია სამუშაოები საქართველოსა პარტნიორობის შეთანხმების გასაფორმებლად. და რუმინეთს შორის სტრატეგიული გერმანიასთან კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისა და კანცლერ ანგელა მერკელის 2018 წლის ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შედეგების განმტკიცების მიზნით, მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სტუმრობა საქართველოში (2019 წლის 6 ოქტომბერი). გერმანიასთან ინტენსიური დღის წესრიგის კიდევ ერთი გამოხატულება იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი სამუშაო ვიზიტი ბერლინში (2019 წლის 25 ნოემბერი). ავსტრიასთან პარტნიორული ურთიერთობების ახალ ეტაპს წარმოადგენდა 2020 წლის 26 თებერვალს ქ. თბილისში გამართული ავსტრიის რეგიონული ამბასადორიალი და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. დინამიკური იყო ორმხრივი დღის წესრიგი შვეიცარიასთან. ხაზგასასმელია კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში (2019 წლის 28 ოქტომბერი). განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში (2019 წლის 4 ნოემბერი), რომლის დროსაც გამოვლინდა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკურ და საზღვაო სფეროში. პარტნიორობის განმტკიცების ნიშნად, პრემიერ-მინისტრის ვიზიტს მოჰყვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფ ბლოკის ვიზიტი საქართველოში (2020 წლის 22 იანვარი). საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა ურთიერთობების გაღრმავების ტენდენცია ნორდიკულ ქვეყნებთან. 8-წლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა შვედეთს, გაიხსნა ნორვეგიის საელჩო საქართველოში, გაიმართა მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები დანიასთან. 2019 წლის 27 – 30 დეკემბერს გაიმართა წმინდა საყდრის (ვატიკანი) სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. 12 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 2019 წლის 9 სექტემბერს, საქართველოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თავმჯდომარეობით, გაიმართა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა. 2019 წლის 5-6 სექტემბერს საქართველოს პირველად ეწვია უნგრეთის პრეზიდენტი. 2020 წლის 29 ოქტომბერს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ხოლო 2019 წლის 27 ნოემბერს შედგა უკვე ტრადიციად ქცეული, ვიშეგრადის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების ვიზიტი საქართველოში. პრიორიტეტული იყო შავი ზღვის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ბულგარეთსა და რუმინეთთან ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, 2019 წლის ოქტომბერში, ბათუმისა და კონსტანცას ნავსადგურებს შორის საზღვაო გადაზიდვების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა. მნიშვნელოვანი იყო 2019 წლის 30 სექტემბერს საქართველოსა და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში ლეგალურად დასაქმების საშუალებას აძლევს. ხაზგასასმელია, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა (2019 წლის 15 ნოემბერი). კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობის დინამიკა სერბეთთან. ამ მხრივ, აღსანიშნავია ბელგრადის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ქართული ანალოგის პირველი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა (2019 წლის სექტემბერი). მნიშვნელოვანი იყო 2019 წლის 28 ნოემბერს კვიპროსთან მიღწეული უპრეცენდენტო შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა, გამონაკლისის სახით, მიიღეს კვიპროსში ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვები. გააქტიურდა უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა უკრაინასთან. ამ მხრივ, ხაზგასასმელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში (2019 წლის 13 დეკემბერი). მეზობელ ქვეყნებთან − აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სომხეთთან პარტნიორობა მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალ სფეროს. განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალი დონის ვიზიტები5 რეგიონის სამივე ქვეყანაში. 2019 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე დისკუსიას. 2019 წლის 28 ნოემბერს, ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ე. წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. რუსული მხარის მიერ აღინიშნა, რომ მოსკოვში განიხილავენ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, თუმცა, კონკრეტული ვადები არ 5 აზერბაიჯანი - 2019 წლის 09 ოქტომბერი, სომხეთი - 2019 წლის 15 ოქტომბერი, თურქეთი - 2019 წლის 31 ოქტომბერი 13 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი დასახელებულა. საუბარი შეეხო საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას. საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა საქმიანობას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მიმართულებით. აქტიური სამუშაოები ჩატარდა რიგ ქვეყნებთან ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების, აფრიკის კონტინენტზე არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები. პერიოდულად ხორციელდებოდა საქართველოს რეფორმების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. აღნიშნული რეგიონი საქართველოს ყურადღების ქვეშ განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ექცევა. საქართველოს ტრადიციულად აქტიური ურთიერთობები აქვს რეგიონის წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან: ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასა და იაპონიასთან. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მზარდი ეკონომიკის ქვეყნებთან − სინგაპურთან, ტაილანდთან, ინდონეზიასა და მალაიზიასთან. COVID-19-თან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები იაპონიის, კორეის რესპუბლიკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩებთან:  ჩინეთის მხარემ საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცა 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და ასევე სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტი (25.03.2020); პეკინიდან სპეციალური ჩარტერული რეისით გამოიგზავნა ქართული მხარის მიერ შეძენილი ათობით ტონა სამედიცინო პროდუქცია, მათ შორის, COVID-19-ის გამოსავლენი 40 ათასი ტესტი (29.04.2020). გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის დამატებით იქნა გამოყოფილი სწრაფი ტესტები, პირბადეები;  საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის მოხდა ნოტების გაცვლა ანტივირუსული პრეპარატის − ავიგანის (favipiravir) 12 200 აბის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე;  მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კორეულ კომპანია „SD Biosensor-თან“ კორონავირუსის (COVID-19) აღმომჩენი, ანტიგენის ტიპის ტესტების (Standard Q COVID-19 Ag Test) შეძენის საკითხზე. მარტისა და აპრილის თვეებში, კორეის რესპუბლიკიდან საერთო ჯამში შეძენილ იქნა 70 000 ერთეული COVID-19-ის ტესტი (20 000 PCR და 50 000 ანტიგენის ტესტი);  COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, უზბეკეთიდან საქართველოში გამოიგზავნა 2 მლნ მეტრი სამედიცინო მარლა, მრავალშრიანი დოლბანდის პირბადეების წარმოების მიზნით (8.04.2020). საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, დასახული მიზნების შესაბამისად, გაგრძელდა აქტიური ძალისხმევა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით. 14 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია: გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 2019 წლის 3 სექტემბერს; 23 სექტემბერს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრენადის საგარეო საქმეთა და შრომის მინისტრსა და დომინიკის თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მრავალმხრივი დიპლომატია საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა აქტიურად იმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციებში6 მაქსიმალური ჩართულობის, მათ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებისა და ქვეყნის სათანადოდ პოზიციონირების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები, სადაც საქართველოს დელეგაციამ 50-მდე განცხადება გააკეთა. მათ შორის, გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში. 2020 წლის 5 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, პირველად, ცალკე საკითხად განხილულ იქნა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების საკითხი. აქტიური სამუშაო ჩატარდა გაეროს გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციების („აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და „თანამშრომლობა საქართველოსთან“) მხარდაჭერის მობილიზების მიზნით, რომელთა მიღება 2020 წლის 20 მარტსა და 16 ივნისს იგეგმებოდა. თუმცა, COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო კენჭისყრის თარიღები გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქართველოს დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) თემაზე გაეროში გამართულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, 2020 წელს წარადგინოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების რიგით მეორე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში. დოკუმენტი მომზადებულია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით და ივლისში დაგეგმილ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე იქნება წარდგენილი. დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწევების, ასევე ღია და ეფექტიანი ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, გამოცდილების უკეთ წარმოჩენისა და დაინტერსებული მხარეებისათვის გაზიარების მიზნით, 2020 წლის 28 ოქტომბერს, საქართველო გახდა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრი. 6 გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო 15 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი საანგარიშო პერიოდში საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა7. თავმჯდომარეობისას სტრასბურგსა და ვენაში შედგა ოთხი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტი8. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა 8 განცხადება; შედგა 6 შეხვედრა, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა და სემინარი, გაიმართა 6 კულტურული ღონისძიება; მიღებულ იქნა საქართველოს და მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების − საბერძნეთისა და გერმანიის ერთობლივი დეკლარაცია ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა ორჯერ განიხილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები − „კონფლიქტი საქართველოში“9. განხილვებისას გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ასევე გაგრძელდა მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის რიგით მე-7 გადაწყვეტილებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტია და რომლის მეშვეობით საერთაშორისო საზოგადოება სათანადო შეფასებას აკეთებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ. COVID-19-ის პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღების თარიღი შეიცვალა და იგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 2019 წლის 11 ნოემბერს განხორციელდა საქართველოსათვის ევროპის საბჭოს ახალი 2020-2023 წ.წ. სამოქმედო გეგმის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველო იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის საკითხებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (CM-DH) თავმჯდომარე ქვეყანა, ხოლო 2020 წლის 1 მაისს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა. 2020 წლის 15 მაისს ვიდეოფორმატში გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად საბერძნეთს გადააბარა. ეუთოს ფორმატში, მუდმივ საბჭოს სხდომებზე ქართული მხარისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ არაერთხელ დაისვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. საანგარიშო პერიოდში საქართველოს წარმომადგენლების მიერ გაკეთდა 10-მდე განცხადება, ხაზი გაესვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგრძელა განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის, გაუვრცელებლობის, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მექანიზმებთან დაკავშირებული 7 2019 წ. 27 ნოემბრიდან, 2020 წ. 15 მაისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 29 ნოემბერს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტს და 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას; 28 იანვარს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. 9 2019 წ. 13 ნოემბერს; 2020 წ. 22 აპრილს. 8 16 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი რეჟიმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალსა და მარტში, ქართული მხარის ინიციატივით, ეუთოს, გაეროსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში იმსჯელეს 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. აღნიშნულ ფორმატში ასევე იმსჯელეს ქართული მხარის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად წარმოებული გამოძიების შესახებ. COVID-19-ის საპასუხოდ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ, ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს გადმოეცა სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ვირუსის, მათ შორის, კორონავირუსის სწრაფი დიაგნოსტიკისთვის. IAEA-ის დახმარების ღირებულება შეადგენს 90,000 ევროს. ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გრძელდება მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით. სულ დაიდო 39 საერთაშორისო ხელშეკრულება (აქედან ძალაში შევიდა 19 ხელშეკრულება). საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა „2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის“ იმპლემენტაციის კოორდინაცია. შემუშავდა სტრატეგიის 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო გეგმა. 2019 წელს განხორციელდა 2000-მდე ღონისძიება და პროექტი, რაც მოიცავდა საჯარო დისკუსიებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, სასწავლო ვიზიტებსა და საინფორმაციო კამპანიებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. დაიწყო მუშაობა ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე. მომზადდა დეზინფორმაციის მონიტორინგის ყოველთვიური ანალიზის დოკუმენტები. 2019 წლის 3-31 ოქტომბერს, საქართველოში მეთორმეტედ აღინიშნა ნატოს დღეები, რომლის ფარგლებშიც შედგა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი. დიასპორის ხელშეწყობა საანგარიშო პერიოდში მთავრობა აგრძელებდა საქმიანობას დიასპორის ხელშეწყობის მიმართულებით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა, ვებპორტალი, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეებისა და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ერთმანეთსა და სამშობლოსთან კომუნიკაციასა და მჭიდრო კავშირს. საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შემუშავდა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა. თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის მიზნით მომზადდა ქართული ენის სახელმძღვანელოები. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში თანამემამულეთა აქტიურად ჩართულობის მიზნით, ხორციელებდა პროგრამები: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” და „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“. საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მომზადებულია პრაქტიკული გზამკვლევი. მუდმივად ხორციელდება დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის სრულყოფა და განახლება. 17 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მიმდინარეობს მუშაობა ლევილის მამულის რეკონსტრუქციის მიმართულებით. მიმდინარე წელს მოხდება დროებით მაცხოვრებელთა სახლების მშენებლობა და გენერალური პროექტით განსაზღვრული არქიტექტურული სანებართვო სამუშაოების განხორციელება. სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. პროექტის დასრულების შემდგომ, ქართული სახელმწიფო ევროპის ცენტრში პოლიტიკურ-კულტურულ და საზოგადოებრივ კერას შეიძენს. COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემოღებული შეზღუდვების შედეგად უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებასა და ადგილზე დახმარების გაწევაზე, სამედიცინო პროდუქციის, აღჭურვილობის, მოწყობილობებისა და ნედლეულის იმპორტის ხელშეწყობაზე. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე, საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის დღეისთვის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდა და განვითარდა. გლობალური პანდემიის პირობებში, რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მოქალაქეთა გადაადგილება (სამშობლოში დაბრუნება) და ტვირთების შეუფერხებელი გატარება. ჯამში, 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში დაბრუნებულ იქნა 13 256 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ადგილზე სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 21 521 მოქალაქეს. განხორციელდა 75 ავიარეისი მსოფლიოს 24 ქვეყნიდან. 1.2 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა საანგარიშო პერიოდში რეგულარულად ხდებოდა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე რეგულარულად ხორციელდებოდა ორმხრივი ვიზიტები, მიმდინარეობდა პარტნიორ ქვეყნებთან საქმიანობის მჭიდრო კოორდინაცია, რაც, თავის მხრივ, აისახა შესაბამისი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების დოკუმენტებში (განცხადებები, დეკლარაციები, რეზოლუციები, ანგარიშები, გადაწყვეტილებები და სხვა). 2019 წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტები კეთდებოდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, გადაადგილების თავისუფლების უხეშ დარღვევებზე, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე, ეთნიკური ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლში დაბრუნების უფლებაზე. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში უწყვეტად ხორციელდებოდა ჩართულობის პოლიტიკა და სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, კერძოდ:  მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან ინიციატივით გათვალისწინებულ − „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ − ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით, რაც მოემსახურება გამყოფი ხაზების გასწვრივ სავაჭრო-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას; 18 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  გაგრძელდა საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას და, ამ მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ინდივიდუალური და ერთობლივი პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას;  უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გამოცხადდა მიღება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამაზე, რომელზეც 2020 წელს, შარშანდელთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი − 180 კურსდამთავრებული დარეგისტრირდა;  გაიმართა ქართულ-აფხაზური ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის; საანგარიშო პერიოდში დაიწყო საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 49 ახალი პროექტი;  აფხაზეთის რეგიონისთვის მიწოდებულ იქნა საჭირო სამედიცინო საშუალებების, მათ შორის, იმუნიზაციის ვაქცინები, დიაბეტის, ტუბერკულოზისა და შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ამასთან, შეუფერხებლად ფუნქციონირებდა სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფდა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას. საანგარიშო პერიოდში შემოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების 844 განცხადება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან სამედიცინო დახმარების შუამდგომლობის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის ღონისძიებები:  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2019-2020 სასწავლო წლის (პირველი სემესტრი) საფასური დაუფინანსდა 2 388 სტუდენტს;  „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლებიც ირიცხებიან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში, უზრუნველყოფილნი არიან ვაუჩერული დაფინანსებითა და ტრანსპორტირების სერვისით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარედ ფუნქციონირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ოთხი დაწესებულება;  სოციალური პროგრამის ფარგლებში დამატებით დაფინანსდა 225 სტუდენტი;  ზამთრის პერიოდში, გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019-2020 წელს 200-ლარიანი ვაუჩერი მიიღო საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებმა 13 859 ოჯახმა;  სოფლებში: რუხი, რიყე, შამგონა, ტყაია, განმუხური და ნაწულუკუ განხორციელდა ღონისძიებები იმ ოჯახების ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ იყვნენ დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტებად; იმ ოჯახებისათვის კი, რომლებიც უკვე იყვნენ დარეგისტრირებულნი აბონენტებად, უზრუნველყოფილ იქნა ფაქტობრივად გადახდილი თანხის დაბრუნება შესაბამისი ოდენობის დეპოზიტის სახით; 19 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  ქართლისა და იმერეთის გამყოფი ხაზისპირა 26 სოფელში განხორციელებული წყალმომარაგების პროექტების შედეგადაც 26 სოფლის 20 ათასამდე მოსახლე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს;  მომზადდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას. ამ გზით, მაცხოვრებლები შეძლებენ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობას. კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია და იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, რის შედეგადაც განხორციელდა რიგი კონკრეტული ღონისძიებები:  აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადდა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო პორტალი − www.StopCov.ge გაეშვა აფხაზურ და ოსურ ენებზე;  აფხაზეთის რეგიონს აღჭურვილობა; რამდენჯერმე გადაეცა სხვადასხვა სამედიცინო საშუალება და  მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ვიზიტი აფხაზეთის რეგიონში, ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და არსებული საჭიროებების შეფასების მიზნით;  აფხაზეთის რეგიონში ინფიცირებული და სხვა დაავადებების მქონე პაციენტები, შემოწმებისა და მკურნალობის მიზნით, გადმოყვანილ იქნა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მთლიანობაში, მ. წ. 22 მარტი-30 მაისის პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 276 პირი გადმოვიდა;  ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სწრაფი და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მოხდა რუხის მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვა და გახსნა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარების შეთავაზება ასევე მოხდა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო, მსგავსი დახმარების გაწევა ვერ მოხერხდა. შედეგად, რეგიონში მოქმედ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას ეთხოვა საქმიანობის გააქტიურება და ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი დახმარების გაწევა. 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მთავრობა, გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, ახალ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით. მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და საერთო ღირებულებების დასაცავად, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გრძელდება ავღანეთში „ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და ევროკავშირის მანდატით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ღირსეული მონაწილეობა. 20 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, გრძელდება ნატოს მიერ სანიმუშოდ აღიარებული პოლიტიკა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, რომელიც შემდეგ პრიორიტეტებს ეფუძნება: 1. პირადი შემადგენლობა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი; 2. თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება; 3. უზრუნველყოფის მოდერნიზაცია; ოპერაციები, ლოგისტიკის სრულყოფა და ინფრასტრუქტურის 4. თავდაცვის ინსტიტუციური განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული პრიორიტეტების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა და ცალკეულ ნაწილში უკვე განხორციელდა სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვის სრულიად ახალი და ამბიციური პოლიტიკა, შედეგად:  2019 წელს დაიწყო სახელფასო ანაზღაურების დაბალანსება წოდების შესაბამისად, სამხედრო პერსონალის ხელფასების თანდათანობით ზრდით, ყოველთვიური 100-510 ლარის ოდენობის დანამატების სახით. 2020 წლიდან ხელფასების ზრდა გავრცელდა საქართველოს თავდაცვის ძალების სრულ პირად შემადგენლობაზე;  2020 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სადაზღვევო მომსახურების პირობები, რაზედაც თავდაცვის სამინისტრომ 22 მლნ ლარზე მეტი გამოყო;  დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ტრავმის ყოველთვიური დანამატები 200-დან 800-მდე ლარით გაიზარდა; სიმძიმის მიხედვით,  თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების რაციონის მოცულობის, მრავალფეროვნებისა და მასზე გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ზრდას;  მიმდინარე წელს დასრულდება სამინისტროს მიერ ბინით უზრუნველყოფის საკონტრაქტო ვალდებულების შესრულება და ყველა შესაბამისი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით, როგორც გორში, ასევე თბილისში; გარდა ამისა, სრულად მოდიფიცირდა და უკვე ამოქმედდა საბინაო პოლიტიკა და ყველა უფროს ოფიცერს ექნება საშუალება, აიშენოს ბინა და ამისთვის ისარგებლოს უპროცენტო შიდა განვადებით;  თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სამხედროები პირველად არიან უზრუნველყოფილნი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმით. კიდევ უფრო ძლიერდება თავდაცვის ძალების მზადყოფნა. ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა და გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები:  წარმატებით გრძელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის ფარგლებში მომზადდა 6 ქვეითი ბატალიონი, ხოლო დარჩენილი 3 ბატალიონის აღჭურვა და მომზადება დასრულდება 2021 წლის ივლისის ბოლოს;  დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი. მიმდინარეობს დამატებით შესყიდული მართვისა და კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა. ასევე, 21 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, მიმდინარეობს აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები; არსებული საფრენი  საქართველო აგრძელებს საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობას10. მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილია საქართველოში ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნის − „NOBLE PARTNER 2020“ ჩატარება, ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მონაწილეობით;  წარმატებით მიმდინარეობს სამხედრო რეზერვის რეფორმა. დაგეგმილია რეზერვის სისტემის ამბიციური გეგმის სრულფასოვნად ამუშავება;  მიმდინარეობს კომპლექსური სამუშაოები საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) ქ. ახალქალაქში გადატანის მიმართულებით, რის შემდეგაც, საწყისი საბრძოლო მომზადება განხორციელდება ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო მატერიალურტექნიკურ ბაზაზე;  შემუშავდა ახლებური ხედვა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. ამ ცვლილებების ინიციირება იგეგმება თავდაცვის კოდექსის პროექტის ფარგლებში. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში;  COVID-19-თან ბრძოლის ფონზე ძლიერდება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობები. საანგარიშო პერიოდში შეძენილ იქნა 4 ერთეული მაღალი გამავლობის სამედიცინო ავტოტექნიკა − Toyota Land Cruiser 78 Ambulance. დამატებით მიმდინარეობს 19 ერთეულის შესყიდვა;  გერმანიასთან მიღწეული შეთანხმებით, თავდაცვის ძალების ექიმები და ექთნები 2020 წლის ბოლოდან ეტაპობრივად გაივლიან პროფესიულ გადამზადებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;  თანამედროვე გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება. სტრატეგიულ პარტნიორებთან (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა) აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის (CSOC) შექმნასა და აღჭურვაში აქტიურ მხარდაჭერას. საანგარიშო პერიოდში აქტიურად გაგრძელდა მუშაობა სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით. კერძოდ:  დელტაში მიმდინარეობდა ნაღმტყორცნის ახალი მოდიფიკაციის შემუშავების პროცესი;  დამზადდა ჯავშანმანქანაზე დასამონტაჟებელი ჰიდრავლიკური სისტემით აღჭურვილი 120მილიმეტრიანი გადმოსადგმელი ნაღმმტყორცნის მოდულის პირველი პროტოტიპი;  დასკვნით ფაზაშია საუდის არაბეთის სახმელეთო ჯარებისთვის სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანის დამზადების პროექტი;  დამზადდა სასწავლო ხელყუმბარების პროტოტიპი; 10 საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მივიღეთ ისეთ მნიშვნელოვან სწავლებებში, როგორიცაა: "SABER JUNCTION 19", "RAPID TRIDENT 19", "PLATINUM EAGLE 19-2", "NOBLE BONUS 19", "CAUCASIAN EAGLE 19", "MAPLE ARCH 19“, "TRIDENT JUPITER 19". 22 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  მიმდინარეობს ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების წარმოება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სტრუქტურებისთვის;  მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია არაბთა გაერთიანებულ სადაზვერვო მოდულების მიწოდების შესახებ; საამიროებთან ახალი ტიპის  სამხედრო და საპოლიციო დანაყოფების სხვადასხვა კალიბრის ვაზნებით მომარაგების უზრუნველსაყოფად, ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში ტყვია-წამლის საწარმოს ჩამოყალიბება. აღსანიშნავია „დელტას“ ამერიკული პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროექტში, რაც, თავის მხრივ, პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტია. სამხედროებისთვის თანამედროვე და ღირსეული ინფრასტრუქტურული პირობების შექმნა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა გამოცხადებული. ამ მიზნით, მიმდინარე წელს, 2019 წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის ოთხჯერ მეტი − 100 მილიონი ლარი გამოიყო. საანგარიშო პერიოდში:  სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს 50 ლოკაციაზე, ხოლო 10 ლოკაციაზე სამუშაოების დასაწყებად მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება (პროექტირება, დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება). დაწყებულია 90 ყაზარმისა და საცხოვრებელი შენობის, 20 სასადილოს, 100 დამხმარე შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო, კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ასევე საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის, დაწყებულია ახალი ყაზარმების, სასწავლო კორპუსების, სასადილოებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა;  მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე, აშშ-ის მხარდაჭერით, აშენდა ახალი, თანამედროვე სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა;  მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ლოგისტიკური სერვისების უზრუნველყოფასა და ტექნიკურ გადაიარაღებას. კერძოდ, გარემონტდა 18 ერთეული ჯავშანტექნიკა და 15 ერთეული საარტილერიო სისტემა, 52 ერთეული სპეციალური და 1 346 საავტომობილო ტექნიკა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს შედეგზე ორიენტირებულ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან:  კიდევ უფრო გაძლიერდა თანამშრომლობა ნატოსთან, რომელიც საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი პრიორიტეტია და საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული;  განხორციელების აქტიურ ფაზაშია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული 13 ინიციატივა. ამ დროისთვის დასრულებულია 2 ინიციატივა. აღნიშნული პაკეტი მიმართულია ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობისკენ;  შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია 2020 წლის აპრილსა და 2019 წლის ოქტომბერში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (Standing NATO Maritime Group Two-SNMG2) ხომალდების ვიზიტები შავ ზღვაში;  განსაკუთრებით ამბიციური ნაბიჯები გადაიდგა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით. კერძოდ, 23 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 2019 წლის 21 ნოემბერს, პენტაგონში, თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილ იქნა უსაფრთხოების სფეროში 3-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩოხელშეკრულება, რომელმაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა;  თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის (2019 წლის დეკემბერი) ხელი მოეწერა სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის 5-წლიან შეთანხმებას და საქართველოს გამოეყო დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის დახმარება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ცენტრმა ჩაატაროს საველე და სამეთაურო-საშტაბო სწავლებები, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებისათვის, უზრუნველყოს წვრთნა და შეფასება. JTEC-ის შემდგომი განვითარების კუთხით, აქცენტი ცენტრის კონსტრუქციული სწავლების შესაძლებლობების განვითარებაზე კეთდება. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრთან (JFTC) პარტნიორობის გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ცენტრთან თანამშრომლობის „მენტორობის“ ეტაპიდან „პარტნიორობის“ ეტაპზე გადასვლას. შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარტნიორობის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის დასრულებას გეგმავს 2020 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში. აღნიშნულის შედეგად, JTEC-ის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება. 2019 წელს ცენტრმა, პირველად, წარმატებით აღასრულა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსი, რომელშიც მონაწილეობა თავდაცვის ძალების 6-მა, აშშ-ის არმიის 4-მა და ლიეტუვის არმიის 2-მა ოფიცერმა მიიღო. ზემოხსენებული მიღწევების გათვალისწინებით, 2019 წელს ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში მუდმივად მოავლინოს ნატოს წევრი ქვეყნებიდან 5 წარმომადგენელი და უზრუნველყოს უფრო მეტი ჩართულობა JTEC-ის განვითარებისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესებში, მას შემდეგ რაც JTEC-ი 2020 წლის ბოლოს მიაღწევს სრულ ოპერაციულ შესაძლებლობებს. ტოტალური თავდაცვის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიული კომპონენტის გარდა, უდიდესი როლი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემას ენიჭება. გვარდიის სარდლობის ტრანსფორმაციის პროცესში მიმდინარეობს ღონისძიებები ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში ტერიტორიული პრინციპით მოწყობის, რეკრუტირების სამსახურის განვითარებისა და სხვა მიმართულებებით. მაგალითად, 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მაისამდე დაკომპლექტდა რეზერვის 2 ქვეითი ასეული და 2 ბატალიონის შტაბი. ამასთან, დაგეგმილია რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის მასშტაბური აქტივაცია. ზემოაღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, დაიწყო მუშაობა „თავდაცვის ცენტრების“ (ე. წ. Front Office-ები) შექმნაზე, რომლებიც საზოგადოებას თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით გაუწევენ. მათი მიზანი ერთიანი, მდგრადი და ქვეყნის დასაცავად მობილიზებული საზოგადოების ჩამოყალიბება იქნება. აღნიშნული ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ საზოგადოების მდგრადობის გაზრდასა და, ზოგადად, ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას, მისი გავლის მსურველთა მოზიდვასა და გაწვევას შეუწყობს ხელს. კერძოდ, „თავდაცვის ცენტრები“ შეასრულებენ როგორც რეკრუტირების, რეზერვისა და მობილიზაციის, ისე თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან სრულყოფილი ინფორმაციული მიმოცვლის ფუნქციებს. ამასთან, მათ ექნებათ საინფორმაციო მხარდაჭერის ფუნქცია, სოციალური 24 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მედიის გაძლიერებული კომპონენტის ჩათვლით. პროექტის ბენეფიციარები იქნებიან: ახალგაზრდები, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეები, რეზერვისტები, საკონტრაქტოსამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექსპერტები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები აქტიურად იყო ჩართული ახალი კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში. მათ ეფექტიანად გამოიყენეს ნატოს სტანდარტების სპეციალური მომზადების ფარგლებში მიღებული უმნიშვნელოვანესი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. 2020 წლის 21 მარტიდან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სხვადასხვა ქალაქთან განთავსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ხორციელდებოდა მოქალაქეების გადაადგილების კონტროლი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. სულ პროცესში ჩართული იყო 4800 სამხედრო მოსამსახურე. 1.4 უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა 2019 წლის 2 აპრილს, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა. რაც შეეხება საბჭოს აპარატს, მან ფუნქციონირება 2019 წლის აგვისტოში დაიწყო. აღნიშნულის შედეგად, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული ტიპის სათათბირო ორგანო ჩამოყალიბდა და შეივსო ის ინსტიტუციური ვაკუუმი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს (2017 წ.), ისევე როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს (2018 წ.) გაუქმების შემდეგ შეიქმნა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოქნილი, ფუნქციურად დატვირთული და არაბიუროკრატიული სათათბირო ორგანოა/აპარატია, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. საბჭოს აპარატი არის პოლიტიკურად ნეიტრალური (ე. წ. „think-tank” ტიპის) ანალიტიკური ცენტრი, რომელიც საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკურ და საორგანიზაციო უზრუნველყოფას ახორციელებს, მათ შორის, უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრისთვის ანალიტიკური ინფორმაციისა და დოკუმენტების მომზადებას. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს/მისი აპარატის საქმიანობის თვალსაზრისით, სამი მიმართულება გამოიყო: ა) საინფორმაციო-ანალიტიკური კომპონენტი; ბ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაცია (ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით); გ) ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების (სტრატეგიულ/პოლიტიკურ დონეზე) მართვის უზრუნველყოფა. დღეისთვის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის ორი მთავარი კონცეპტუალური დოკუმენტის (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის) განახლება უკვე დაწყებულია. ნიშანდობლივია ასევე, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის მართვის კუთხით, საბჭომ/მისმა აპარატმა მნიშვნელოვანი ფუნქცია იტვირთა, როგორც ინსტიტუციურ-ტექნოლოგიური (მაგ.: ეროვნული სიტუაციური ოთახის 25 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მეშვეობით) მხარდაჭერის მიმართულებით, ისე კრიზისის მართვაში ჩართული ადამიანური რესურსების კონტექსტში. ერთ-ერთ მსხვილ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს/მის აპარატს მაკოორდინირებელი ფუნქცია დაეკისრა და აქტიური მუშაობა დაიწყო, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმა წარმოადგენს. ამ კუთხით მუშაობა ორი მიმართულებით დაიწყო: ა) კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში ერთიანი (ზოგადი) სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ბ) კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირების, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავების/დაცვისა და სფეროში საინვესტიციო საქმიანობის რეგულირების მიზნით, სექტორულ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში უწყებამ ასევე აქტიური როლი შეასრულა კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნულ დონეზე პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ჩართული იყო ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში, ასევე მაკოორდინირებლის როლს ასრულებდა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავებაში.11 აღნიშნული დოკუმენტები საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედი ინსტიტუციური აქტორებისა და რელევანტური ორგანიზაციების/ინტერესთა ჯგუფების/კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება; ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეროვნულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს მანდატი საბჭოს/მის აპარატს დაეკისრა. ამ მიმართულებით განისაზღვრა ისეთი ამოცანები, როგორიცაა: საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა, ჰიბრიდული კომპონენტით განსაზღვრული საფრთხეების (ჰიბრიდული 12 საფრთხეების) კონცეპტუალურ დოკუმენტებში ასახვა/განმტკიცება, ჰიბრიდული საფრთხეებით გამოწვეული ეროვნული დონის კრიზისული ვითარების სტრატეგიული (პოლიტიკურ დონეზე) მართვის უზრუნველყოფა და საერთაშორისო დონორების კოორდინაცია. კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მიზანია გამოძიების, ოპერატიული და საუბნო მიმართულების ხარისხის ამაღლება. სისტემის შიგნით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციების გამიჯვნის პროცესის ფარგლებში, 2019 წლის 1 თებერვლიდან ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ახალი სტრუქტურით ფუნქციონირებს. თბილისის შემდგომ ფუნქციების გამიჯვნის პროცესი შეეხო ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტებს. გრძელდება მუშაობა საქართველოს მასშტაბით ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით. 11 რაც 2019 წ. განხორციელდა. სტრატეგია 2020-2023 წლებზეა გათვლილი; მოცემულ ეტაპზე, აღნიშნული, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის კონტექსტშია პრიორიტეტული. 12 26 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მოქმედი გამომძიებლების გადამზადების პროცესი, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ასევე ახალი კადრების მომზადება გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით. საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი, რომლის ამოქმედებისთვის, სისტემის მზაობის უზრუნველსაყოფად, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოწვეულ იქნა ექსპერტი, რომელიც სამინისტროს აღნიშნული გეგმის შემუშავების პროცესში დაეხმარება. გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წელს გაფართოვდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში − დეპარტამენტი) მანდატი და სისტემის შიგნით შეიქმნა გამოძიების ხარისხის კონტროლის ცენტრალიზებული მექანიზმი, რომელიც გამოძიების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადებასა და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს. დეპარტამენტი ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, ახორციელებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, რითაც რეფორმის წარმატებით იმპლემენტაციისათვის სისტემის მომზადებას უზრუნველყოფს. დეპარტამენტის საქმიანობა სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა და პრაქტიკაში დაინერგა 7 რეკომენდაცია, რომელიც ასევე განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალზე. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა  აქტიურად მიმდინარეობდა ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანია, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები რეგიონების ადგილობრივ მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან;  2019 წლის სასწავლო წლის განახლებასთან ერთად, ბავშვთა ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაგრძელდა კამპანია, სახელწოდებით − „ნუ წაართმევ ბავშვობას“;  2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი. გამოწვევას წარმოადგენდა მსხვერპლების მიერ პოლიციისადმი შეტყობინების შესაძლებლობა, მოძალადესთან ფიზიკური სიახლოვის გამო. მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში დამზადდა რამდენიმე საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომლის მთავარი მიზანი მსხვერპლებისთვის არსებული სერვისებისა და პოლიციასთან დაკავშირების გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. 15 აპრილს 27 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ე. წ. ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნის ინსტრუქციას შეიცავდა. აღნიშნული აქტივობის შემდგომ 3000-ზე მეტმა აბონენტმა გადმოწერა აპლიკაცია და გაიზარდა სერვისის გამოყენების შემთხვევები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება  გამომძიებლებისათვის მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტები, ბავშვთა მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით;  მომზადდა ანალიზის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიულ ორგანოებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სერტიფიცირებულ გამომძიებელთა ოპტიმალურ რაოდენობას;  მომზადდა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მართლმსაჯულებაში ჩართულ მოწმე და დაზარალებულ არასრულწლოვნებთან ქცევის ზოგად წესს. დოკუმენტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის დახმარებით, ექსპერტიზისთვის გაიგზავნა საერთაშორისო ექსპერტთან; ინფრასტრუქტურული ცვლილების განხორციელების გეგმა, რაც  შემუშავდა ითვალისწინებს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას, UNICEF-ის კონცეფციისა და რეკომენდაციების შესაბამისად;  მუშაობა დაიწყო სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს არასრულწლოვნის მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედების პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობის მექანიზმს;  დეპარტამენტისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, გაიმართა დისტანციური სწავლების კურსი ქ. თბილისის პოლიციის თანამშრომლებისთვის. დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები  2019 წელს გაიზარდა როგორც შეტყობინებებსა და ფაქტებზე რეაგირების ხარისხი, ისე საქმეებში დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთისა და იდენტიფიცირების შემთხვევები. შემთხვევების უმეტესობაში გამოიკვეთა გენდერული ნიშნით ძალადობა;  ეუთოსთან გაფორმებული მემორანდუმისა და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა სასწავლო მოდულები, რომელთა კომბინირების საფუძველზე, 2020 წლის იანვრიდან დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კასკადური გადამზადების პროცესი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და გამოძიების თემაზე. სასწავლო პროცესში ჩართულები არიან ფსიქოლოგები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კასკადური ტრენინგების ფარგლებში, ამ ეტაპზე ჩატარებულია 6 სასწავლო აქტივობა (მათ შორის, 2 დისტანციურად). ტრენინგები ჩატარდა თბილისსა და ბათუმში და, საერთო ჯამში, გადამზადდა სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 111 თანამშრომელი;  ამასთან, 2020 წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თემაზე ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელმა;  გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ჩართულობას დისკრიმინაციული 28 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ნიშნით 29 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილის ენის პრევენციის ღონისძიებებსა თუ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში; 2019 წლის 22 ნოემბერს „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გამოძიების შესახებ“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)  2019 წელს გარდამტეხი ტენდენცია გამოიკვეთა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულში, რაც განპირობებული იყო არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადებაგასაღების ფაქტების გამოვლენით;  გრძელდება ბავშვების ქუჩაში მოწყალების თხოვნის მიზეზების შესწავლა და ტრეფიკინგის ნიშნების გამოვლენა. მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოების მიზნით, 2019 წელს შსს-ში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია მოწმისა და დაზარალებულისთვის გამოძიების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, გამოძიების ეტაპზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაადვილება. გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების პროექტი. პროექტის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა. 2020 წლის მაისის მდგომარეობით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დანიშნული მართლწესრიგის ოფიცერთა საერთო რაოდენობა უკვე 262-ს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გაზრდის მიზნით, დაიგეგმა არაერთი სოციალური აქტივობა. მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის გეგმაზომიერი გაფართოება თბილისისა და საქართველოს მასშტაბით. განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივგამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესი. სასაზღვრო პოლიციის რეფორმა სასაზღვრო პოლიციაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. საზღვრის მართვის რისკების ერთიანი სისტემის განვითარება განსაზღვრულია როგორც ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით:  აშშ-ის მთავრობის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური დახმარებით აშენდა სასაზღვრო პოლიციის 3 სასაზღვრო სექტორი (ბიუჯეტი: 1 844 368,50 აშშ დოლარი); 30 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ნავმისადგომს ქალაქ ფოთში (ოქტომბერი, 2019 წელი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ბიუჯეტი 77 452,97 ლარი); აშენდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მარაგი ნაწილების საწყობი (დეკემბერი, 2019 წელი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ბიუჯეტი 669 768,75 ლარი);  მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სექტორის − „ნიალას“ მშენებლობა აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით;  DTRA-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს შემდეგი სამი სასაზღვრო სექტორის მშენებლობა: ბათუმის სამმართველოს სექტორი „ჩირუხი“, ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „ჯუთა“, ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „თრუსო“. ელექტრონული დაკვირვების სისტემების, პირადი აღჭურვილობისა საშუალებების მიმართულებით, DTRA-ის ფინანსური დახმარებით: და სატრანსპორტო  2019 წელს დასრულდა ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა სასაზღვრო პოლიციის სამ სასაზღვრო სექტორზე (დეკემბერი, 2019 წელი, ბიუჯეტი: 1 941 444,45 აშშ დოლარი);  2020 წელს დასრულდა ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა სასაზღვრო პოლიციის №4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) №11 სექტორის (ლეკისყურე) დასაცავ მონაკვეთზე (მაისი, 2020 წელი);  სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას გადმოეცა სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და კომუნიკაციის საშუალებები (ბიუჯეტი: 319 155,13 აშშ დოლარი);  სასაზღვრო პოლიციას გადმოეცა 7 მაღალი გამავლობის ავტომობილი (ბიუჯეტი: 175 180,00 აშშ დოლარი). საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარება აქტიურ ფაზაშია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) განვითარების პროცესი. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი გაძლიერდა შემდეგი მიმართულებებით:  შემუშავდა ცენტრის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის ოპერაციული პროცედურები (SOP); აუცილებელი სტანდარტული  ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დაიწყო ცენტრის მოსამსახურეთა გადამზადება;  აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ცენტრს გადაეცა საოფისე აღჭურვილობა და კომუნიკაციის საშუალებები (ბიუჯეტი 58, 919,00 აშშ დოლარი);  ცენტრი აღიჭურვა საზღვაო საინფორმაციო სერვერით. საქართველო, როგორც ნატოს საიმედო პარტნიორი, აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს საზღვაო უსაფრთხოების პროექტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. როგორც უკვე აღინიშნა, გაიზარდა ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთების 30 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ვიზიტების ინტენსივობა საქართველოს საზღვაო სივრცეში13, რომელთა ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი საანგარიშო პერიოდში შემუშავდა საპატრულო პოლიციის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების პროექტები, რომელიც შესაბამისობაშია საპოლიციო საქმიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან. აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსის14 განვითარების მიმართულებით, რომლის ძირითადი ამოცანა ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურით დატვირთულ სხვადასხვა ლოკაციაზე ტურისტებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდებაა. 2020 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეითი პატრულების რაოდენობა 226-მდე გაიზარდა, გაფართოვდა სამოქმედო არეალიც. მიმდინარე წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საპატრულო ეკიპაჟებისთვის გადაეცა 100 ერთეული ახალი ავტომობილი. ქ. თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ელექტრონულად ხორციელდება. საანგარიშო პერიოდში ქ. რუსთავში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით დაინერგა ცენტრის ექსპრესფილიალები, რომლებიც ახორციელებენ რეგიონებში მოქალაქეთათვის საპოლიციო სერვისების შეთავაზებას. საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, იგეგმება მცხეთა-მთიანეთის, გურიისა და შიდა ქართლის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნა. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ცენტრის სერვისების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და თვითშეფასების სისტემის დანერგვა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერება „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა“ და მისი სამოქმედო გეგმების შესაბამისად, ადმინისტრირებისა და აღსრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდში:  საქართველოს მასშტაბით დამონტაჟდა 556 ვიდეოკამერა15. 2020 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სულ ამოქმედებულია 4 508 ვიდეოკამერა;  სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გზებზე ამოქმედდა 37 სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 282 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს. 2020 წლის მაისის მდგომარეობით, ჯამურად ამოქმედებულია 225 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 971 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთი; 13 14 15 2019 წლის 25-30 ნოემბერს, ქ. ბათუმს, ნატოს საზღვაო შენაერთი ეწვია. 2020 წლის აპრილში, ქ. ფოთში, განხორციელდა ნატოს მორიგი შენაერთის საპორტო ვიზიტი. ტურისტული პატრული 297 ნომრის ამომცნობი; 259 - ზოგადი ხედვის 31 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი. 2020 წლის მაისის მდგომარეობით, გამოვლენილია 245 000-ზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მათ შორის, 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მაისამდე 141 000-ზე მეტი სამართალდარღვევა;  ნომრის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუჩებში გადაადგილებული ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების ავტომატიზირებული იდენტიფიცირება და ეკიპაჟების მხრიდან დროული რეაგირება. ძებნილი ავტომობილების იდენტიფიცირების მსგავსად, პროგრამული უზრუნველყოფა ახდენს სარისკო ხასიათის მატარებელი მძღოლების გამოვლენას.16 არსებული მდგომარეობით, მოცემული ტექნიკური საშუალებები დამონტაჟებულია საპატრულო პოლიციის 20 ერთეულ ეკიპაჟში. აღნიშნული ტექნიკური საშუალებებით პატრულირება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. საანგარიშო პერიოდში მომზადდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი მოდული, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვისთვის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას. ამ ეტაპისთვის მოდული მუშაობს სატესტო რეჟიმში ისანი-სამგორის ტერიტორიაზე, იგეგმება შემდგომი გაფართოება მთელი ქვეყნის მაშტაბით. ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემო პირობების შესახებ მოძიებულ იქნეს მეტად დეტალიზებული ინფორმაცია. 2019 წლის ნოემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო. ხორციელდება პროექტი „საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები საჯარო სკოლებში“. პროექტის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები ჩატარდა 27 საჯარო სკოლაში 1 763 მოსწავლესთან. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრისა და 112-ის გაერთიანების შედეგად, ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, რომელსაც ფუნქციურად დაემატა 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება, დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით. საანგარიშო პერიოდში „112“-ში დაინერგა ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამა ProQA, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლების საფუძველზე და მინიმუმამდე დაჰყავს საქმის პრიორიტეტის განსაზღვრისა და რეაგირებისას ადამიანური შეცდომების რისკი. სისტემის გამოყენება 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყო სახანძრო/სამაშველო პროტოკოლით და 2020 წლის ბოლომდე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული. მძღოლები, რომლებსაც ამოეწურათ მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები; მძღოლები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ მართვის უფლება ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის საფუძველზე; მძღოლები, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სატრანსპორტო საშუალება და არ აქვთ მართვის უფლება. 16 32 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან განვითარდა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების გზით. ამჟამად, 33 პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანასთან გაფორმებულია თანამშრომლობის შეთანხმება/მემორანდუმი. სულ, 2019 წელს, საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარდა 13 ერთობლივი ღონისძიება, რომლის დროსაც დაკავებულ იქნა სხვადასხვა დანაშაულში მხილებული საქართველოს 127 მოქალაქე, მათ შორის, 3 ე.წ. „კანონიერი ქურდი“. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ პოლიციასა და ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიასთან ცალკეულ საკითხებზე შეთანხმებების გაფორმების მიზნით. კერძოდ, უახლოეს პერიოდში იგეგმება შეთანხმების გაფორმება საქართველოს შსს-ის ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასა და იტალიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დირექტორატს შორის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში; ხოლო საქართველოს შსს-ს და ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიას შორის უახლოეს მომავალში გაფორმდება შეთანხმება ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „მაფიის ტიპის დაჯგუფებებისა და ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში" იტალიური მხარის ხელმძღვანელობით, ევროპოლის ფარგლებში 2014 წლიდან არსებულ პროექტში გაწევრიანების მიზნით. აღნიშნული პროექტის წევრები ასევე არიან საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ბელგიის სამართალდამცავი უწყებები და მისი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტული დახმარების აღმოჩენა ადგილზე და ა.შ. უახლოეს პერიოდში მოხდება აღნიშნულ პროექტში საქართველოს ოფიციალური გაწევრიანება. გრძელდება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ ეფექტიანად აღსრულება. აღნიშნული არაერთხელ შეფასდა დადებითად ევროპელი პარტნიორების მხრიდან. საანგარიშო პერიოდში, განხილულ იქნა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული 1 888 სარეადმისიო განაცხადი და 99%-ზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება. ამავე პერიოდში, განხილულ იქნა მესამე ქვეყნებიდან (შვეიცარია, ნორვეგია, დანია, მოლდოვა) შემოსული 110 სარეადმისიო განაცხადი. ყველა მათგანზე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარება მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმირება, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და შენარჩუნებას, კვლავ პრიორიტეტია. ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში პარტნიორი სახელმწიფოებიდან მოწვეული ექსპერტები აქტიურად მონაწილეობდნენ შესაბამისი პროგრამების/ტრენინგმოდულების შედგენაში. შსს-ის აკადემიაში შეიქმნა პოლიციელთა საბაზისო მომზადების ერთიანი სასწავლო პროგრამა, ასევე დამკვიდრდა პირველი საფეხურის საპოლიციო განათლებისთვის ერთიანი სტანდარტი. 33 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი საანგარიშო პერიოდში მოეწყო ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე. აკადემიის ახალი სასროლეთი, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას უფრო ეფექტიანს გახდის. გრძელდება შსს-ის სისტემის თანამშრომელთა სოციალური გარანტიების სისტემის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბინათმშენებლობის პროექტს, რომელიც გულისხმობს სამინისტროს მოსამსახურეთა საცხოვრებელი სახლებით შეღავათიან პირობებში უზრუნველყოფას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პროექტის პირველ ფაზაში 400მდე თანამშრომლისთვის საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და რუსთავი) 10 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბრძოლა ნარკოდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებებით ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს. აკრძალული ნივთიერებების ონლაინგაყიდვა, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტითა და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად. შედეგად, საანგარიშო პერიოდში ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული იქნა 19 პირი, ასევე დაიხურა ე. წ. „დარქნეტებთან“ (აკრძალული შინაარსის შემცველი ვებგვერდები) დაკავშირებული 7 ონლაინმაღაზია, რომლის მეშვეობითაც ნარკოტიკების რეალიზაცია ხდებოდა. ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის განვითარების მიზნით, 2020 წლის 16 იანვარს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ცენტრი შეიქმნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ან/და უკანონო ბრუნვის, ასევე ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების მონიტორინგის, სამეცნიერო თემატური კვლევებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით. ცენტრი შედგება ორი სტრუქტურული რგოლისაგან − მონაცემთა კვლევის დანაყოფისა და საკონსულტაციო დანაყოფისაგან. მონიტორინგის ცენტრი ანგარიშვალდებულია უწყებათაშორისი საბჭოს წინაშე და ცენტრის საქმიანობის განხორციელების ფარგლებში თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან, ასევე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ცენტრმა აქტიური მუშაობა დაიწყო მიმდინარე წლის მარტიდან და დაიგეგმა რამდენიმე კვლევა, რომელიც ჩატარდება წლის მანძილზე ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA) თანამშრომლობით. გრძელდება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების განვითარება. მზარდი გამოწვევებიდან გამომდინარე, 2019 წელს სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს საშტატო რაოდენობა 1/3-ით გაიზარდა. აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების, ასევე დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, დანაყოფის თანამშრომლები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამმართველოს საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა. 34 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი კიბერდანაშაულთან ბრძოლაში ჩამოყალიბებულია უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობა. და განვითარებულია სანიმუშო ტრეფიკინგის ფაქტების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მობილური ჯგუფების მიერ შემოწმებულ იქნა 55 ობიექტი. ამ მიმართულებით მთავრობის ეფექტიანი მუშაობის ნათელი დადასტურებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში. დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა აღნიშნული მიმართულებით. გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 3 ე. წ. „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისათვის ბრალი წარედგინა 39 პირს. საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაზრდა გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლება. განხორციელდა 30 ახალი გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანის შეძენა, რომელიც 2020 წლიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში გადანაწილდა. სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობისა და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს. საანგარიშო პერიოდში, ზუგდიდსა და სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძროსამაშველო შენობები გაიხსნა, სადაც თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო, სასადილო და საძინებელი სივრცეები, ასევე სპორტული დარბაზები. წლის ბოლომდე დაგეგმილია ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო შენობების დასრულება. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი სისტემური განახლების ფარგლებში, დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების, საზოგადოებრივი წესრიგისა და დანაშაულთან ბრძოლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება მუშაობა ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობაზე. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში შეიქმნა აღნიშნული სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალური შიდა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან რელევანტური სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და ექსპერტები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზების ურთიერთდაკავშირება და სისტემატიზაცია. ასევე მიმდინარეობს ინტერაქტიური რუკის (maps.pol.ge) განვითარების პროცესი. საანგარიშო პერიოდში, ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობაში ჩართული თანამშრომლების შესაძლებლობათა გაზრდის/გაძლიერების მიზნით, ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ ფარგლებში ტრენინგები და შეხვედრები. 35 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ასევე სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების ანალიტიკოსებისათვის გაიმართა ერთობლივი ტრენინგი „სერიოზული და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის შეფასების (SOCTA) შესახებ“. მიმდინარეობს ერთიანი მართვის სისტემის (E-Police) ინციდენტებზე პირველადი რეაგირების მოდულის შემუშავება. მოდულის მიზანია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განხორციელება, პრევენციული საქმიანობის ეფექტიანობის მატება, ინციდენტებზე რეაგირების ოპერატიულობის მონიტორინგი, დანაყოფების პირადი შემადგენლობის მუშაობის შეფასება. დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება 2019 წლის ბოლოს დასრულდა ახალი იზოლატორისა და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულების მშენებლობა თბილისში. გარდა ამისა, აშენდა ახალი იზოლატორი ბაკურიანში. აღნიშნულ დაწესებულებებში არსებული პირობები სრულად შეესაბამება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ დაწესებულ სტანდარტებსა და სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ოთხ იზოლატორში (სენაკი, ჭიათურა, ოზურგეთი, სიღნაღი) გაიხსნა სამედიცინო პუნქტი. ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა მომხმარებელთათვის განახლებული სერვისების მიწოდების მიზნით, ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების მიერ აქტიურად ხორციელდება დამატებითი პლატფორმებისა და ფუნქციონალების შექმნა. პარალელურად, მუშავდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საჯარო სივრცის კონცეფცია. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და უსაფრთხოების კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პოლიცია საგანგებო რეჟიმისა და ე. წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებდა. საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული. პოლიცია, ეპიდემიოლოგებსა და ადგილობრივი თვითმმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ინფიცირებულთა შესაძლო კონტაქტების მოძიების პროცესში. ასევე ხორციელდებოდა უცხო ქვეყნიდან შემოსული, კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით გადაადგილების მონიტორინგი. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 130-მდე ბლოკპოსტი. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მართლწესრიგის დაცვა პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის მაქსიმალური მობილიზებით ხორციელდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაული მნიშვნელოვნად (-16,3%) არის შემცირებული, კერძოდ, დაკლებულია ისეთი დანაშაულები, როგორიც არის ყაჩაღობა (-53,4%), ძარცვა (-23,9%), 36 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ქურდობა (-19%) და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, ასევე შემცირებულია ხულიგნობის (-19%), ცეცხლსასროლი (- 28,4%) და ცივი იარაღის ტარების (-51,8%) შემთხვევები, მნიშნვნელოვანი კლებაა ნარკოტიკულ (-36,6%) და სატრანსპორტო (-15,2%) დანაშაულებშიც. პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების შემდგომი გაუმჯობესება ეფექტიანი, საერთაშორისო და უმაღლეს ევროპულ სტანდარტებზე მორგებული პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით დასახული სტრატეგიული ღონისძიებების შესრულება წარმატებით მიმდინარეობს „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად. პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო პროცესში დისტანციურად (ელექტრონული საშუალებების გამოყენებით) მონაწილეობის შესაძლებლობა. ამისათვის, სათანადო სპეციალური ტექნიკით აღჭურვილია ყველა პენიტენციური დაწესებულება. მიმდინარეობს მუშაობა მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების მექაზნიზმის შემდგომ გაუმჯობესებაზე. შემუშავებულია კონცეფცია, რომლის თანახმადაც, განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. პენიტენციური სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მუშაობა. გაიზარდა საბჭოს სხდომების რაოდენობა და ზეპირი მოსმენით სხდომებზე საკითხის გადაწყვეტის პრაქტიკა. 2020 წლის თებერვალი − აპრილის პერიოდში 329 მსჯავრდებული დაექვემდებარა პირობით ვადამდე გათავისუფლებას. სასჯელის აღსრულებისთვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ამსახველი კანონებისა და რეგულაციების ამოქმედების მიზნით მიმდინარეობს თემატურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. მიმდინარეობს ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების საპროექტო სამუშაოები. დაბა ლაითურში 700 მსჯავრდებულზე გათვალისწინებული დაწესებულების მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება. მიმდინარე წლის პირველი მაისისთვის, პატიმართა ინტერესებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპის უზრუნველსაყოფად, განხორციელდა №9 პენიტენციური დაწესებულების (ე.წ. მატროსოვის) ლიკვიდაცია და პატიმრები გადაყვანილ იქნენ №12 დაწესებულებაში მოწყობილ ახალ ინფრასტრუქტურაში; მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს გეგმურად არსებული ინფრასტრუქტურის განახლება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში შემუშავდა 2 ერთობლივი სარეაბილიტაციო პროგრამა. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საჭიროებებზე მორგებული პროგრამების/ინტერვენციების შემუშავების პროცესი. დამტკიცდა სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, რისკისა და საჭიროებების შეფასების ახალი წესი. 37 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც შეიმუშავებს მიზნობრივ აქტივობებს/პროექტებს მსჯავრდებულთა პროფესიული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის. პრობაციის სისტემაში საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრძელდება ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეების დაფინანსების ბოლო წლებში ტრადიციად ქცეული პროგრამა. ეტაპობრივად მიმდინარეობს პრობაციის ბიუროების ოფისების გადატანა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სერვისის მიწოდების სტანდარტის ზრდას. 2019 წლიდან გამარტივდა როგორც შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობის, ისე პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები. 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ახალი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ კანონი, რომლითაც, სხვა ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებასთან ერთად, გაუმჯობესდა და მკაფიოდ განისაზღვრა პირობით მსჯავრდებულთა საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მიღების პირობები. პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში უზრუნველყოფილია რელევანტური სერვისების მიწოდება გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და შემცირების, სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით. საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მუშაობა სერვისების შემდგომ გაუმჯობესებაზე. აღსანიშნავია, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე წლის 5 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით განსაკუთრებული პირობები მოქმედებდა, რომლის პერიოდშიც გატარდა სპეციალური ღონისძიებები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. მათ შორის:  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამოქმედდა ყაზარმული რეჟიმი. სისტემის 780 თანამშრომელი 29 მარტიდან მათთვის სათანადოდ მოწყობილ სივრცეში ცხოვრობდა საპატიმროების ტერიტორიაზე;  20 მარტიდან ხორციელდება თანამშრომელთა მუდმივი სკრინინგი;  სპეციალური დროებითი შეზღუდვები დაწესდა როგორც ბრალდებულებისთვის /მსჯავრდებულებისთვის, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელი ადვოკატებისთვის, გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და ექსპერტებისთვის;  7 აპრილიდან პენიტენციური დაწესებულებების ტექნიკური პერსონალი სამუშაოდ გავიდა დაწესებულების ტერიტორიის გარეთ, ამისათვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში;  არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის უზრუნველყოფილია დისტანციური სწავლება; დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის  პენიტენციურ უზრუნველყოფილია ვიდეოპაემნებით სარგებლობის შესაძლებლობა;  მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც პენიტენციური სისტემის გარდა, ასევე დასაქმებულნი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, მისი არჩევანის შესაბამისად, პენიტენციურ სისტემაში აღარ მუშაობს. იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში განაგრძეს მუშაობა, მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღაურება; 38 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  თებერვალი − აპრილის პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა „ციხის პოპულაციის“ შესამცირებლად − მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონული მორიტორინგის სისტემის გამოყენების შემთხვევები; უცხო სახელმწიფოებს გადაეცათ თავიანთი მოქალაქეობის მქონე პატიმრები, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით;  ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული ინფორმირებულია დაწესებულებაში შემოღებული შეზღუდვების მიზნებისა და მნიშვნელობის, ასევე ჰიგიენური პროცედურების დაცვის აუცილებლობის შესახებ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათშორისმა საბჭომ (სისხლის სამართლის საბჭო) სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის, მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში განაგრძო სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვა. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2020-2021 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე მომზადდა 2019 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესის შესახებ ანგარიში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. მომზადდა რეფერირების ცენტრის კონცეფცია, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 2020 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. საანგარიშო პერიოდში მომზადდა 15-მდე სარეაბილიტაციო პროგრამა. ცენტრის სპეციალისტებმა შეაფასეს არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში მყოფი 9 მოზარდი და, გარდა ამისა, მუშაობა დაიწყეს 5 რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთან. 1.5 ადამიანის უფლებათა დაცვა 2019 წლის სექტემბერში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველოს მთავრობა აგრძელებდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ინტეგრირებას სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და კონონშემოქმედების პროცესში. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებასა და უწყებათაშორის კოორდინაციას. ამისათვის, ერთი მხრივ, გრძელდებოდა 2014 წელს დამტკიცებული საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა (2014 − 2020 წლებისთვის) და მისი სამოქმედო გეგმების აღსრულება, ხოლო, მეორე მხრივ, საანგაროშო პერიოდში დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის აპრილში დაამტკიცა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014 – 2020 წლებისთვის), რომელიც მოიცავდა ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს უფლებათა სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და თანამიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბების, „კარგი მმართველობის“ განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით. სტრატეგიის საფუძველზე 2014 − 2020 წლებში საქართველოს მთავრობამ 3 სამოქმედო გეგმა 39 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი დაამტკიცა, რომლის სტრატეგია, ფაქტობრივად, კონკრეტულ და დეტალურ საქმიანობებსა და აქტივობებში გაწერა. სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშები კი ყოველწლიურად წარედგინებოდა საქართველოს პარლამენტს. ვინაიდან ეროვნულ სტრატეგიას მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება ვადა, საქართველოს პრემიერმინისტრმა 2020 წლის დასაწყისში განაცხადა ახალ ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც 2020 წლის 2 მარტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის მიზანია რიგით მეორე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და რიგით მეოთხე ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების პროცესში, თითოეულ ეტაპზე, უზრუნველყოფილი იქნება როგორც საჯარო უწყებების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, დოკუმენტები იყოს ფართო კონსესუსის საგანი. ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო 2016 წლიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს კოორდინაციას უწევს მაღალი პოლიტიკური დონის მექანიზმი − ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, გაეროს სააგენტოებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აქტიური ჩართულობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2020 წლის დასაწყისში შეიმუშავა საბჭოს განახლებული დებულება, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ. უწყებათაშორისი საბჭოს განახლების შედეგად:  გაიზარდა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, კერძოდ, გაორმაგდა საბჭოს წევრი (სათათბირო ხმის უფლების მქონე) არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა და 6-ის ნაცვლად გახდა 12.  დამატებით, საბჭოსთან შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და რომლის მიზანია საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა. ამ ჯგუფის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია. დღესდღეობით საკონსულტაციო ჯგუფს უკვე შემოუერთდა 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.  საბჭოს ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველყოფისა და ყოველდღიური მხარდაჭერის მიზნით, გაძლიერდა ადამიანის უფლებათა სამდივნო.  საბჭოს ამოცანებსა და უფლებამოსილებებს დაემატა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების საფუძველზე, პარლამენტის დადგენილებით/რეზოლუციით მიღებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სახელშეკრულებო ორგანოებისა და უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის/პარლამენტის კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებაში/დასკვნაში ასახული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია. 40 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი აღნიშნულის შედეგად, მოხდა პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქციური გაძლიერება და მისი მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ქმედით ეროვნულ მექანიზმად გარდაქმნა. 2020 წლისათვის ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოკვეთა ოთხი პრიორიტეტული მიმართულება. ესენია − გენდერული თანასწორობა და ქალების უფლებების დაცვა; ბავშვთა უფლებების დაცვა; დისკრიმინაციასთან ბრძოლა და თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. გენდერული თანასწორობა და ქალების უფლებები საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებშიც აგრძელებდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრებასა და მუშაობას ქალების უფლებების დაცვის მიმართულებით. 2019 წლიდან გაძლიერდა ადამიანის უფლებათა საბჭოს ქვეშ მოქმედი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო და საერთაშორისო კოორდინაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით. 2019 წლის დეკემბერში, უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოიკვეთა სტრატეგიული პრიორიტეტები და, შესაბამისად, შეიქმნა ცხრა სამუშაო ჯგუფი17. თითოეული მიმართულებით 2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და გენდერული მეინსტრიმინგი პრაქტიკული მეთოდოლოგიის დამკვიდრებით. 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა და შესაბამისი რეაგირება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. აღნიშნულს ადასტურებს გამოძიების დაწყების, დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის, გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობის ზრდა და ორდერების დარღვევის მაჩვენებლის შემცირება. კერძოდ, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 10 266 შემაკავებელი ორდერი (2018 წელს − 7646 შემაკავებელი ორდერი), ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 6186 ფაქტზე (2018 წელს − 5621). 2020 წლის პირველ კვარტალში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 2 714 შემაკავებელი ორდერი (2019 წლის ანალოგიური პერიოდში − 2727 შემაკავებელი ორდერი), ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 1 551 ფაქტზე (2019 წლის ანალოგიურ პერიოდში − 1825). 2019 წელს საქართველომ დაიწყო სტამბულის კონვენციით გათვალისწინებული გრევიოს ანგარიშზე მუშაობა. ქვეყანა ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და მიმდინარე წელს წარადგენს შესაბამის ანგარიშს. პოლიტიკის განხორციელების აქტივობებთან ერთად, უწყებათაშორისი კომისია მუშაობს როგორც შიდაუწყებრივ, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით, საჯარო უწყებების 17 (1) ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; (2) ქალთა ეკონომიკური გაძლიერება; (3) გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი; (4) გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება; (5) თანამშრომლობა და კოორდინაცია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის; (6) საბიუჯეტო პროგრამებში გენდერული ასპექტის ასახვის ჯგუფი; (7) სექსუალური შევიწროება და პასუხისგების სისტემის დანერგვა საჯარო სექტორში; (8) ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელება და (9) ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების შესახებ სამუშაო ჯგუფი. 41 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი წარმომადგენლები რეგულარულად მართავდნენ შეხვედებს რეგიონებში. 2019 წლის ნოემბერში, 22 საჯარო უწყება შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან გლობალურ კამპანიას და, უწყებათაშორისი კომისიის კოორდინაციით, ჩაატარეს ფართომასშტაბიანი კამპანია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა 60-ზე მეტი საჯარო ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ პანდემიისას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესამცირებლად, გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისმა კომისიამ დაამტკიცა COVID-19ის დროს ოჯახში ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია და ჩაატარა ცნობიერების ამაღლების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით. პანდემიისას, საჯარო უწყებები, ერთის მხრივ, აწვდიდნენ ინფორმაციას მოსახლეობას ძალადობის შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ, ასევე ახდენდნენ მყისიერ რეაგირებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, უზრუნველყოფდნენ მსხვერპლთა დაცვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას და აგრძელებდნენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ძალადობის მიუღებლობასთან დაკავშირებით. ბავშვთა უფლებები არასრულწლოვანთა უფლებების სფეროში აუცილებელია აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები:  2020 წელს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლებით და რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებზე იმუშავებენ. სამმართველო აღჭურვილია ბავშვზე მორგებული სივრცითა და პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერისათვის საჭირო აღჭურვილობით;  2020 წლის დასასრულისთვის არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული გარემო მოეწყობა საქართველოს 2 დიდ ქალაქში, კერძოდ, ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო 2021-2022 წლებში დამატებით 3 დიდ ქალაქში − გურჯაანში, გორსა და ახალციხეში;  შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა არასრულწლოვანი მოწმეების, მსხვერპლებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან ქცევის ზოგადი წესები სამართალდამცველებისთვის;  გარდა ამისა, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა განისაზღვროს განჭვრეტადი კრიტერიუმები არასრულწლოვანთა საქმეში ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროების განსასაზღვრად. ბავშვთა უფლებების სფეროში განსაკუთრებით აღსანიშნავია ე. წ. „ბარნაჰუსის“ მოდელის დანერგვა საქართველოში. 2019 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის შემუშავება და ცენტრის საპილოტე პროექტის დანერგვისა და მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი. სამუშაო ჯგუფი მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას, არა უგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. 42 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მითითებული მომსახურების ცენტრი გულისხმობს ე. წ. „ბარნაჰუსის“ მოდელის დანერგვას საქართველოში, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებისა და მათი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. სამუშაო ჯგუფის წევრები, სახელმწიფო უწყებების გარდა, ასევე არიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და რელევანტური საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბავშვთა სიღარიბე საქართველოს მთავრობა საანგაროში პერიოდში აგრძელებდა მუშაობას ბავშვთა სიღარიბის შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით. 2019 წლიდან საქართველოს მთავრობამ 100 000-ზე დაბალი ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დანამატი 5-ჯერ: 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის კრიზისის შედეგების შერბილების მიზნით, სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. კერძოდ კი სოციალურ სისტემაში ჩართული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე შვილი, სახელმწიფო 6-თვიან პერიოდში გაუწევს 600-ლარიან დახმარებას. ამის გარდა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სახელმწიფო 6-თვიან პერიოდში გაუწევს 600-ლარიან დახმარებას. ანტიკრიზისული გეგმა ხელს უწყობს ბავშვთა სოციალურეკონომიკური საჭიროებების დროულ დაკმაყოფილებას, რაც, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს ბავშვთა სიღარიბის შემცირებაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა 2019 წლის დეკემბერში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მუშაობა ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს პრიორიტეტად გამოცხადდა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა შშმ პირთა უფლებების დაცვის გარანტიების შექმნისათვის, მათთან თანამშრომლობისა და მათი ინტერესების გათვალისწინებისთვის. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, შეიმუშავა კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“. 2020 წლის იანვარში კანონპროექტი მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. შშმ პირთა შესახებ საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიციირებულია საქართველოს პარლამენტში. კანონპროექტი შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებს. პაკეტი განსაზღვრავს სხვადასხვა უწყების ვალდებულებებს, მოამზადოს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის ეფექტიანი აღსრულებისათვის ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციისა და მათთვის ყველა სახის მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით. კანონპროექტის მიერ შემოთავაზებულ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სამედიცინო მოდელიდან ფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა, რაც ფუნდამენტურად შეცვლის შშმ პირთა უფლებების პოზიციონირებას და შექმნის მათი უფლებების დაცვის მეტ გარანტიებს. 43 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) წევრია 2014 წლიდან. შესაბამისად, კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაც ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა, გაეროს რელევანტური სააგენტოების მხარდაჭერით, მუშაობს აღნიშნული მექანიზმის შექმნაზე, რაც მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისში დასრულდება. მექანიზმის დოკუმენტის შექმნაში ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები. COVID-19-ის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირებზე: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შშმ ბავშვებს სახელმწიფო 6-თვიან პერიოდში გაუწევს 600-ლარიან მხარდაჭერას COVID-19-ით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად. საქართველოში ამ ეტაპზე რეგისტრირებულია მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე 28 365 პირი და 11 327 შშმ ბავშვი. ამის გარდა, პანდემიისას განხორციელდა არაერთი ღონისძიება შშმ პირთა, ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდაჭერისათვის. კერძოდ, შშმ ბავშვთა მშობლების მხარდაჭერის მიზნით, განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშსთა ფონდის თანამშრომლობით, დაიწყო ყოველკვირეული გადაცემა „მშობლის საათი“, რომელიც შშმ ბავშვთა მშობლებს პრაქტიკულ რჩევებს უზიარებს პანდემიასთან გასამკლავებლად; საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები მზადდებოდა და ვრცელდებოდა ჟესტური ენის თარგმანით; საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შემუშავების პროცესშია ისეთი პროგრამები, რომლებიც შშმ პირების პროფესიულ გადამზადებასა და სამომავლოდ დასაქმებას შეუწყობს ხელს. 2020 წლიდან ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო აქტიურად თანამშრომლობს შშმ ორგანიზაციებთან, შშმ აქტივისტებსა და თემის წარმომადგენლებთან. ჩამოყალიბდა თანამშრომლობის პლატფორმა, სადაც უწყებათაშორის რეჟიმში, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, რეგულარულად განიხილება თემისათვის აქტუალური პრობლემები/საკითხები. დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრების მიზნით, ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაემატა თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე მუშაობა. ჩამოყალიბდა თანამშრომლობის პლატფორმა, სადაც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო პროცესში, საკონსულტაციო ჯგუფის სახით, მონაწილეობას იღებენ დაინტერესებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტენსიური კონსულტაციებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2019 წლის დასასრულს შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018 − 2020) მე-15 თავი, რომელიც კონცენტრირებულია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციისა და გამოძიების, ასევე გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ. 2020 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ასევე ითვალისწინებს თანასწორობის 44 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი პოლიტიკის დამკვიდრებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს, მათ შორის − ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიან და შიდაუწყებრივ კამპანიებს. ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018 − 2020) მე-15 თავის აღსრულება დაწყებულია და მასში აქტიურად მონაწილეობას იღებენ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები − არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. 2019 წელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, გაიზარდა სახალხო დამცველის მანდატი დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. ასევე აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს უწყებათაშორისი თანამშრომლობა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან საბრძოლველად. 2019 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება, როგორც გამოვლენის, ასევე კვალიფიკაციისა და სტატისტიკის წარმოების მხრივ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაცია მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა, წლების განმავლობაში მიზანმიმართულმა და თანამიმდევრულმა პოლიტიკამ ხელშესახები შედეგები უკვე მოიტანა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღსანიშნავია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებში სახელმწიფო ენის ცოდნისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და მათი სრული მზაობა, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გამარტივებული გზით ირიცხებიან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ქართული ენის კურსის გავლის შემდგომ იღებენ უმაღლეს განათლებას. ბენეფიციარი სტუდენტების რაოდენობა პროგრამის დაწყების შემდეგ თითქმის 6-ჯერ გაიზარდა.18 2019 წელს სსიპ − ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში სწავლა დაასრულა ეთნიკური უმცირესობების 1277-მა წარმომადგენელმა (95 ჯგუფი). დამატებით დაკომპლექტდა 172 სასწავლო ჯგუფი, მათგან 128 მობილური ჯგუფი შედგა 3 ქალაქში, 50 სოფელსა და 5 სამხედრო ბაზაზე. COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, ამჟამად სახელმწიფო ენას დისტანციური სწავლების რეჟიმში ეუფლება 77 ჯგუფის 882 მსმენელი. 2019 წელს ქართული ენის შემსწავლელი კურსები დაინერგა სასულიერო პირებისთვის მარნეულის, დმანისის, გარდაბნის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტებსა და ქ. თბილისში. სულ საანგარიშო პერიოდში პროგრამის ბენეფიცირი გახდა ეთნიკური უმცირესობის 2261 წარმომადგენელი. გარდა ამისა, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რაც თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და ქართული ენის სწავლების ხელშეწყობას მოიცავს. კერძოდ კი, 2019-2020 აკადემიურ წელს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის 169 არაქართულენოვან სკოლაში მივლინებულ იქნა მასწავლებელთა 18 2010 წელს -247 აბიტურიენტი, ხოლო 2019 წელს -1335 45 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ჯგუფები: 121 კონსულტანტ-მასწავლებელი, 75 დამხმარე მასწავლებელი, 69 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ როგორც მოსწავლეებთან, ისე მასწავლებლებსა და თემის წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდში 76 პირი ჩაირიცხა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში და გაიარა ქართული ენის მოდული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ეთნიკური უმცირესობებისთვის პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად. საანგარიშო პერიოდში, მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონებში ფუნქციონირებდა საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოები, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მცირერიცხოვან ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფების მხარდაჭერა. კერძოდ, მიმდინარეობდა მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიური ენების სწავლება (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური, უდიური, ასურული) მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრულ საჯარო სკოლებში. ასევე გრძელდება აფხაზური ენის სწავლება ქ. ბათუმის №14 საჯარო სკოლასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის სკოლაში. მედიასა და ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდა საინფორმაციო გადაცემის ტრანსილირება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მატარებელი ხმოვანი ბილიკების თანხლებით. ასევე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შვიდენოვანი (ქართული, აფხაზური, ოსური, სომხური, აზერბაიჯანული, ინგლისური და რუსული) ვებგვერდი − www.1tv.ge, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს შესაბამის ენაზე მომზადებულ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულად იქცა ეთნიკური უმცირესებობისათვის, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ორ რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ვინაიდან, პანდემიისას სრულ, თანმიმდევრულ და სანდო ინფორმაციაზე წვდომა პირდაპირ კავშირშია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან, საქართველოს მთავრობა მუდმივად უზრუნველყოფდა კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მათ ელექტრონულ გავრცელებას. შეიქმნა სპეციალური საინფორმაციო ვებგვერდი − www.StopCov.ge, სადაც განთავსდა კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. ვებგვერდი ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე. მთავრობა მუდმივად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო/საინფორმაციო მასალების (მათ შორის, ვიდეორგოლები) შექმნასა და ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. ამასთან, აღნიშნული მასალები ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და უზრუნველყოფილია მათი სხვადასხვა არხით გავრცელება. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რეგულარულად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კარდაკარ საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიები სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ, ასევე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაცია, სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა, ქალთა უფლებები, ოჯახში 46 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ძალადობა, ტრეფიკინგი, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, მათ მშობლიურ ენებზე. COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისას, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა და კარდაკარ ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ბეჭდური საინფორმაციო მასალა, ჯამში − 529 100 ერთეული. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების კულტურის მხარდაჭერისა და წარმოჩენის მიზნით, ჩატარდა მულტიკულტურული ფესტივალები და სხვა ღონისძიებები. სოციალური მუშაობის გაძლიერება „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, დაიწყო სოციალური მუშაობის ინსტიტუტის გაძლიერება. 2020 წლის თებერვლის თვიდან გაიზარდა სოციალური მუშაკების ანაზღაურება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში (2021 − 2024 წ.წ.) დაგეგმილია სოციალური მუშაკების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა. სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა პროფესიული ტრენინგები. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისას, სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირებაში. შედეგად, გამოვლინდა რეინტეგრაციის, მინდობით აღზრდისა და რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების პროგრამებში ჩართული ოჯახების კონკრეტული საჭიროებები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოჯახების საჭიროებების ეტაპობრივი დაკმაყოფილება. საკუთრების უფლება და მიწის რეგისტრაცია საქართველოს მთავრობა აქტიურად უზრუნველყოფს საკუთრების უფლების განუხრელ დაცვას, ისევე როგორც ქონების სანდო და უსაფრთხო სარეგისტრაციო პროცედურების, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში კიდევ უფრო გამარტივდება საკუთრების უფლების სარეგისტრაციო პროცედურა. მიწის რეგისტრაციის რეფორმა ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სისტემური და სპორადული რეგისტრაციის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობისა და არსებული პრობლემების დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 11 დეკემბერს მიიღო და 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილებების შედეგად, მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო გამარტივდა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა და კიდევ უფრო გაფართოვდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ლეგალიზაციის საფუძვლები. მნიშვნელოვანია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გაფართოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები, შედეგად კი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებას აღიარებს საჯარო რეესტრი (ნაცვლად მუნიციპალიტეტში შექმნილი აღიარების კომისიებისა). 47 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 2022 წლის პირველ იანვრამდე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები უსასყიდლოდ სრულდება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება/ამ უფლებაში ცვლილება საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება. გარდა ამისა, 2022 წლის პირველ იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობაც უსასყიდლოდ გაიცემა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე, სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია გავლენას არ მოახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. 2020 წლის 30 მაისის მდგომარეობით, სპორადული წესით სააგენტოში წარდგენილ 815,120-ზე მეტ სარეგისტრაციო განცხადებაზე რეგისტრაცია დასრულდა წარმატებით, აღნიშნული რიცხვი იზრდება ყოველდღიურად. რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული ნაკვეთების ფართობი ჯამში შეადგენს 1 021 645 ჰექტარს. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ შემოღებული მედიაციის ინსტიტუტის დახმარებით, 1970-ზე მეტი დავა დასრულდა მორიგებით. რაც შეეხება საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, არსებული მდგომარეობით, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც სახელმწიფო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ამ ეტაპზე ტექნოლოგიური სიახლე გამოიყენება უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით. საანგარიშო პერიოდში სააგენტოდან ბლოკჩეინის სისტემაში 2 970 80-ზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა სტრასბურგის სასამართლოში სტრასბურგის სასამართლოში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია – 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს – 367, ხოლო 2019 წელს – 131. სტრასბურგის სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეროვნული ორგანოების საქმიანობა გახდა ეფექტიანი და საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირებს მათ მიმართ ნდობა გაუჩნდათ. 2019 წლის 31 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, საქართველოს გადაუხადოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია დაზარალებულთათვის გადასაცემად. საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ჩანიშნულ სამივე სხდომაზე19 რუსეთის ფედერაცია მწვავედ გააკრიტიკა გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო. 19 2019 წლის 23-25 სექტემბერს; 2019 წლის 3-5 დეკემბერს; 2020 წლის 3-5 მარტს 48 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მიერ დარღვეულ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებულ საქმეზე. აღსრულების კოდექსი დასასრულს უახლოვდება აღსრულების ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესი. კოდექსის მიღების შედეგად, სააღსრულებო წარმოება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს მოერგება. კოდექსში ასევე გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი ნოვაციები, რომლებიც, ძირითადად, მიზნად ისახავს აღსრულების ახალი, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, სააღსრულებო პროცესის გამარტივებას, აღსრულების პროცესში მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის განმტკიცებას, აგრეთვე აღსრულების პროცესში და მის მიღმა არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას, ასევე სააღსრულებო კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან მაქსიმალურად დაახლოებას. ჰააგის კონვენციები „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციასა და „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ ჰააგის 1970 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრვი პროცედურები კონვენციების რატიფიცირების მიზნით. ამასთან, შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებების პირველადი პროექტი. ადამიანის უფლებების სწავლება საჯარო უწყებებში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და კონონშემოქმედების პროცესში, დღესდღეობით საქართველოს მთავრობისა და ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, აქტიურად გრძელდება ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებული სწავლება საჯარო უწყებებში. ადგილობრივი ექსპერტიზის ჩამოყალიბებას მიზნით, ხორციელდება რესურსების ინვესტიცია და საჯარო მოხელეების განგრძობადი მხარდაჭერა, რათა საჯარო მოხელეებმა თავად შეძლონ კასკადური ტრენინგების ჩატარება ადამიანის უფლებების მრავალი მიმართულებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადამიანის უფლებების უწყებათაშორის საბჭოში შემავალმა საჯარო უწყებებმა უმასპინძლეს 80-ზე მეტ ტრენინგს ტრენერებისათვის, ხოლო კასკადურ სწავლებებში მონაწილეობა მიიღო 10,000-ზე მეტმა საჯარო მოხელემ. შრომის უსაფრთხოება შრომის უსაფრთხოების კუთხით მიღებული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულებისა და შრომის ინსპექციის მანდატის ქმედითი რეალიზაციის ფარგლებში, 100-მდე გაიზარდა შრომის ინსპექტორთა რაოდენობა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ნებადართული ეკონომიკური საქმიანობების ფუნქციონირებისა და შეზღუდული ეკონომიკური აქტივობების სწრაფად და უსაფრთხოდ განახლების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ადგილებზე ახალი 49 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის თაობაზე დეტალური რეკომენდაციები სხვადასხვა სექტორის მიხედვით, რომელთა აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი. 2020 წლის 1 მაისიდან 22 მაისამდე სულ განხორციელდა 10,479 ობიექტის შემოწმება. უნდა აღინიშნოს, რომ შემოწმების შედეგად „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-149/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების მოთხოვნები სრულად შესრულებული აქვს 3589 ობიექტს, ვერ აკმაყოფილებს 2294 ობიექტი, შემოწმებისთვის მზად არ აღმოჩნდა 4596 ობიექტი (მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების მიზნით დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე). 2020 წლის 22 მაისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია 19,977 ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი/მეწარმე სუბიექტი. 2. ეკონომიკური განვითარება 2.1 მაკროეკონომიკური სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი საფუძვლის − მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით, 2019 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი − დაფიქსირდა ისტორიულად ყველაზე დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი − მშპ-ის 5.1%-ის დონეზე, რაც 2016 წელს არსებული 12.4%-იდან მოყოლებული ყოველ წელს მცირდებოდა. 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის პირველადი ბალანსი (საინვესტიციო შემოსავლების გამორიცხვით) დადებითი იყო და მშპ-ის 3.5% (613.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან მიმდინარე ანგარიშის პირველადი ბალანსის დადებითი მნიშვნელობა ფიქსირდება. 2019 წელს გაგრძელდა ქვეყნის ეკონომიკის ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, გაგრძელდა ფისკალური კონსოლიდაცია და რესურსების მობილიზება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად: ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-თან მიმართებით შემცირდა 21%-მდე (2018 წელს 21.3% შეადგინა, 2017 წელს − 22.6%), მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე მიმართული სახსრები შემცირდა მშპ-ის 3.6%-მდე (2018 წელს 3.8% შეადგინა, 2017 წელს − 4.0%);  საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიმართული სახსრები მშპ-თან მიმართებით გაიზარდა 8.4%-მდე (2018 წელს მშპ-ის 8.1% მიიმართა, 2017 წელს მშპ-ის − 8.1%). 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კლასიფიკაციის თანახმად (GFSM 2014), მშპ-თან მიმართებით 2.7% შეადგინა, ხოლო „ეკონომიკური 50 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულმა სახელმწიფოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა − 2.6%.20 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ შეადგინა მშპის 39.8%.21 2019 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სრულად დააბალანსა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. 2019 წელს წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბალანსმა გადააჭარბა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და მშპ-ის 5.6% შეადგინა, ხოლო ვალით დაფინანსებული დეფიციტი უარყოფითი იყო. 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 267.7 მლნ აშშ დოლარი (მშპ-ის 7.1%) შეადგინა. მკვეთრად იმატა რეინვესტირების მაჩვენებელმა. 2019 წელს რეინვესტირების მოცულობა 40.1%-ით გაიზარდა და 612.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მისმა წილმა კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების − 48.3%. რეინვესტირების ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს მიმართ. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. ვალის მართვა ხორციელდება მთავრობის ვალის მართვის 2019 − 2021 წლების სტრატეგიის შესაბამისად. ასევე მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, დაწყებულია ვალდებულებების მართვის, გამოსყიდვის ოპერაციებისა და პირველადი დილერების სისტემის დანერგვის ღონისძიებები. პარალელურად, საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის, მნიშვნელობას და აგრძელებს კონსულტაციებს სხვადასხვა დონორთან/განვითარების პარტნიორთან საქართველოში საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების/ოფისების გახსნისა თუ გაფართოების შესახებ. ეს იძლევა საშუალებას, ქვეყანას მეტი არჩევანი ჰქონდეს შეღავათიანი ფინანსური რესურსით მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან/პარტნიორებთან სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის გრანტებისა და გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მოსაზიდად. საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 15 სასესხო/საგრანტო შეთანხმება დაახლოებით 900 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსზე. ეკონომიკური მიღწევები აისახა სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზეც. 2019 წლის განმავლობაში, ორმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს გაუზარდა სუვერენული რეიტინგი. კერძოდ, Fitch-მა და S&P-მა მთავრობის ვალის საკრედიტო რეიტინგი BB სტაბილურით შეაფასეს. როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ანგარიშებში აღინიშნა, გაუმჯობესება ძირითადად განპირობებული იყო მოწყვლადობის რისკების შემცირებით. 2020 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2019 წლის ბოლოსათვის არსებული მაკრეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზების გათვალისწინებით. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ იქნა 2.5%-ის ფარგლებში. თუმცა, არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზები სრულად შეცვალა COVID-19-ის პანდემიამ, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა მსოფლიო 20 21 ორგანული კანონის თანახმად განსაზღვრული ლიმიტი მშპ-ის 3% დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60% 51 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ეკონომიკას. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა ტურიზმი, ერთობლივი მოთხოვნა და შესაბამისად ვაჭრობის მაჩვენებლებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბაზისო სცენარით, 2020 წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის 3%-იანი კლება, ხოლო ნეგატიური სცენარის შემთხვევაში − ეკონომიკის კლება 5%-ს აჭარბებს. ვირუსისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენა შეეხო საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს. შედეგად, 2020 წლის პირველი 2 თვის საშუალო რეალური 3.7%-იანი ზრდის შემდეგ, მარტში დაფიქსირდა კლება 2.7%, ხოლო აპრილში კლების წინასწარმა მაჩვენებელმა 16.6% შეადგინა. 2020 წლის მარტში 22.1%-ით, ხოლო აპრილში 27.9%-ით შემცირდა საქართველოს ექსპორტი, იმპორტი კი იმავე თვეებში 12.7%-ითა და 38.5%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი სულ შემცირდა 11.9%-ით, ხოლო იმპორტი 11.8%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩენებელთან შედარებით. 2020 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი 17.6%-იანი ზრდის შემდეგ, თებერვალში − 5.2%-ით, მარტში − 69.8 %-ით, ხოლო აპრილში, საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, შემოსავლები 96.8%-ით შემცირდა და მხოლოდ 5.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალმა გამოწვევამ საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკური სტაბილურობის პოლიტიკა ახალი ამოცანის წინაშე დააყენა. კერძოდ, საჭირო გახდა ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლების მოსალოდნელი დანაკლისის დაფინანსება და გაზრდილი ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯებისა და ეკონომიკური ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებისთვის რესურსების მობილიზება. ეკონომიკის შემცირება, ასევე პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა, პირდაპირ აისახება როგორც ბიუჯეტის შემოსავლების, განსაკუთრებით კი საგადასახადო შემოსავლების, ასევე ხარჯების მოცულობაზე. 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების გარეშე დაგეგმილი იყო 13.7 მლრდ ლარის ოდენობით, რაც განახლებული პროგნოზების მიხედვით მცირდება 1.8 მლრდ ლარით. წარმოქმნილი დეფიციტის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. დაგეგმილია ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება დაახლოებით 600 მლნ ლარის ოდენობით. პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების მდგომარეობაზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის, ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დამატებითი ღონისძიებებისთვის საჭირო ფინანსურმა რესურსებმა დაახლოებით 3 მლრდ ლარი შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია გლობალურად ზუსტი პროგნოზის გაკეთება პანდემიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, დიდია გაურკვევლობა პანდემიის ეკონომიკაზე გავლენების შესახებ. შესაბამისად, აუცილებელია ბიუჯეტში გარკვეული რეზერვების შექმნა იმისათვის, რომ უფრო პესიმისტური და მძიმე სცენარების განვითარების შემთხვევაშიც არ წარმოიქმნას ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსების პრობლემა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ იქნა შეთანხმება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე მშპ-ის 8.5%-მდე. ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა მნიშვნელოვანი დაფინანსების 52 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მოზიდვა − 1.5 მლრდ აშშ დოლარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და ასევე 1.5 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა კერძო სექტორისთვის. მთავრობამ შემჭიდროებულ ვადებში შეძლო მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), გაანალიზდა მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების ჩარჩო, მოსალოდნელი დანაკლისებისა და საჭირო დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით და მომზადდა ახალი პროგნოზები. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ წარმატებით დასრულდა მე6 მიმოხილვა, რაც საქართველოს მდგრადი ფისკალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია, როგორც სხვა დონორებთან ურთიერთობისას, ისე ინვესტორთათვის. 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი მთლიანი მთავრობის ვალის 79%-ს შეადგენს, ამ რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისაგან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების/პროგრამების დაფინანსებისათვის. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის, პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც შეღავათიანი სესხების მოზიდვა ზრდის მთავრობის ვალის ოდენობას, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმობა მოზიდული სესხებით დაფინანსებული პროექტების შერჩევას, მათი პრიორიტეტულობისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით. პანდემიასთან ბრძოლის მიზნით გატარებული/გასატარებელი ღონისძიებებისა და საქართველოს ეკონომიკისათვის COVID-19-ით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი (პოსტკრიზისული პერიოდის) ღონისძიებების დაფინანსებისათვის მოძიებული ფინანსური რესურსის მობილიზებისთვის გრძელდება ინტენსიური სამუშაოები დონორებთან/ პარტნიორებთან. გლობალური პანდემიის შედეგად გაუარესებული ეკონომიკური პროგნოზები აისახება საკრედიტო რეიტინგებზეც. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში, Fitch-მა გააუარესა მხოლოდ რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურამდე, ხოლო თავად რეიტინგის მაჩვენებელი დატოვა უცვლელ დონეზე. საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე აწევასა და კრიზისის პერიოდში მის შენარჩუნებას ხელი შეუწყო საქართველოში მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გამორჩეულად მაღალი ხარისხის პრუდენციულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ. 2.2 საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა საქართველო ბოლო წლებში წარმატებით ახორციელებს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას. ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2019 კვლევის (Open Budget Survey – 2019) შედეგების მიხედვით, საქართველო კვლავ მოწინავე მე-5 ადგილს იკავებს მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის, სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს ამუშავდა, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვის მიზნით, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ჩართულობის სისტემა22, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე და აქტიურად ჩაერთონ იმ ძირითადი პრიორიტეტების დადგენაში, რომლის 22 Budget Transparency and Participation System - https://ebtps.mof.ge/ 53 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი დაფინანსებაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სისტემის მეშვეობით მოქალაქეები ასევე მიიღებენ უკუკავშირს მათ მიერ დაგეგმილი პრიორიტეტების/ორგანიზაციების ბიუჯეტების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების შესაძლებლობის თაობაზე. საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში განახლდა საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი. ცვლილების შედეგად განახლებული გზამკვლევი ვრცელდება ყველა ახალ საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტზე, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 5.0 მლნ ლარს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მათ შორის, დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. გზამკვლევით ზუსტდება და ნათლად არის განსაზღვრული საინვესტიციო პროექტების სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე საინვესტიციო პროექტების ინიციატორი და განმახორციელებელი მხარჯავი დაწესებულებების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს როლები და პასუხისმგებლობები. გზამკვლევის თანახმად, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია სამთავრობო დონეზე, რომელიც კოორდინაციას უწევს საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის დანერგვას. ფისკალური რისკების მართვის სამართლებრივი მოწესრიგების მიმართულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის სია“, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ფისკალური გამჭვირვალობის თვალსაზრისით. კერძოდ, მოხდება სახელმწიფო მმართველობის სექტორს მიკუთვნებული საწარმოების ასახვა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკაში, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ფინანსების შემოსავლებზე, ხარჯებსა და ვალდებულებების ნაწილზე. ასევე დამტკიცდა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელო“. აღნიშნული სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის ზრდას, ასევე საჯარო და კერძო სექტორებს შორის რისკების ადეკვატურ განაწილებას. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა შესაბამისობის აუდიტის სახელმძღვანელო, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები (IPPF) ქართულ ენაზე და სამაგიდო წიგნი შიდა აუდიტის სუბიექტებისათვის − ხშირად დასმული კითხვები. ასევე შემუშავდა ტრენინგმოდული „შიდა აუდიტის როლი თაღლითობის აღკვეთასა და თაღლითობის ფაქტის გამოვლენის პროცესში“, რომლის საფუძველზეც გადამზადდა 50-მდე შიდა აუდიტორი. განხორციელდა პილოტური პროექტი „ფინანსური მართვა და კონტროლი საქართველოში“ 4 სამინისტროში.23 საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 2 ეფექტიანობის აუდიტისა და 2 სისტემური აუდიტის პილოტური შემოწმება. ასევე შემუშავდა ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმის განვითარების ორწლიანი პროექტი და მომზადდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2019 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიში. 23 ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 54 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 2.3 დასაქმება მთავრობამ 2019 წელს დაამტკიცა საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019 − 2023 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ძირითად მიმართულებებს, მიზნებს, ამოცანებსა და შესაბამის ინდიკატორებს შემდგომი 4 წლის განმავლობაში. ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი ინსიტუტიციური ცვლილება შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარებისთვის. მოსახლეობის, მათ შორის, რთულად დასაქმებადი ჯგუფების შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. სააგენტოს ამოცანებია დასაქმებისა და საშუამავლო მომსახურების გაწევა, მათ შორის, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების (ცირკულარული მიგრაცია) შესაძლებლობის შექმნა, სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების რეგისტრაცია და ამ მიზნით შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება და გამართული ფუნქციონირება. ეკონომიკური ზრდის, განხორციელებული რეფორმებისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, 2019 წელს შემცირდა უმუშევრობის დონე და 11.6% შეადგინა. შედეგად, უმუშევრობის დონემ ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია ასევე, რომ 2019 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა (50.3%) აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას. მთლიან დასაქმებაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულებს პირველად 2018 წელს გადააჭარბა. 2019 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 713.9 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3%-ით აღემატება და 29.4 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ადამიანური კაპიტალის უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის შესწავლის მიზნით, განხორციელდა „შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა მშენებლობის ინდუსტრიაში“. ასევე განხორციელდა „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა“, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალის უნარებზე საწარმოების მოთხოვნის გამოვლენა, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებასა და უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებით დასრულდა და რიგ სხვა ქვეყნებთან გაგრძელდება მოლაპარაკებები ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებისა და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ამასთან, ნათელია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია გავლენას მოახდენს საქართველოში დასაქმების მაჩვენებლებსა და შრომის ბაზრის სტრუქტურაზე. აქედან გამომდინარე, პანდემიით შექმნილი ახალი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი იქნება შესაბამისი სახელმწიფო სერვისებისა და სტრატეგიების მოდიფიცირება. 55 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 2.4. ბიზნესგარემო ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებამდე და ასევე პანდემიის პირობებშიც კი მთავრობა, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, თანმიმდევრულად აგრძელებდა და აგრძელებს მუშაობას ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის, კერძოდ:  მთავრობის მხრიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახულ იქნა ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია, არსებულ პრობლემებსა და შესაძლო გადაწყვეტის გზებზე მოსაზრებების გაცვლისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით. სწორედ ამისათვის, საანგარიშო პერიოდში შედგა არაერთი შეხვედრა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან, ბიზნეს, მწარმოებელთა, დამსაქმებელთა საბანკო და სხვა სექტორულ ასოციაციებთან. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედ კვლევით და ანალიტიკურ ორგანიზაციებთან ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით, შეიქმნა აღნიშნულ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის სპეციალური პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის არაერთი ინიციატივა;  ასევე საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის როლი კერძო სექტორისა და მთავრობის კომუნიკაციის საკითხებში. ბიზნესომბუდსმენის აპარატის მედიაციით ხორციელდება ბიზნესის კანონიერი ინტერესის მხარდაჭერა სექტორისთვის ყველა მნიშვნელოვან პროცესში და მეწარმეების კანონიერი ინტერესების ადვოკატირება ადმინისტრაციულ ორგანოებთან;  გაერთიანდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია და „საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“ ინფორმაცია. მიმდინარეობს სავარაუდო დარიცხვის პროექტი. პროექტის მიხედვით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე;  2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს საბაჟო კოდექსი, რის შედეგადაც, საბაჟო კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. დამატებით მომზადდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლითაც ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარი („დამატებული ღირებულების გადასახადი”) და გადამუშავდა დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელი დებულებები;  მომზადდა ცვლილების პროექტი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2017 წლის რედაქციასთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით;  2019 წლიდან ამოქმედდა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადში რისკების მართვის თანამედროვე მიდგომებს და უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ პროცედურებს. ავტომატური დაბრუნების სისტემის სრულად ამოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდება სისტემის მიერ შემოწმებულ დეკლარაციებზე თანხის დაბრუნების ვადის 2 დღემდე შემცირება;  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მოქალაქის პორტალზე (my.gov.ge) მიეცათ შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად წარადგინონ განცხადება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერის მიღების მოთხოვნით; 56 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  მიმდინარეობს საგადასახადო დავების ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რაც გადასახადის გადამხდელს/მომჩივანს საშუალებას მისცემს, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, დისტანციურად ჩაერთოს დავების განხილვის პროცესში;  დასრულდა და ტესტირების რეჟიმშია პროექტი − „გადასახადების კალკულატორი“, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ საქონელზე დათვალოს იმპორტის გადასახდელები და დაადგინოს, ექვემდებარება თუ არა არასატარიფო კონტროლს;  საანგარიშო პერიოდში დასრულდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და მოხდა მისი ინიციირება საქართველოს პარლამენტში. ცვლილებების ამოქმედების შედეგად, გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის და შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად;  დასასრულს უახლოვდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონზე მუშაობა. კანონპროექტში ასახული იქნება ევროკავშირთან ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას. საამისოდ, შესამუშავებელი იყო მთელი რიგი რეგულაციებისა, რომლებიც, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გააძლიერებს, ხოლო, მეორე მხრივ, ერთგვარ მაკონტროლებელ ფუნქციას შეასრულებს მსგავსი ავტონომიით სარგებლობის პროცესში;  გარდა ამისა, განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა და პარლამენტის მიერ მიღება. საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა საქართველოს კანონის პროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ. დამტკიცდა საქართველოს კანონი ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ, განხორციელდა ცვლილებები საქართველოს კანონში დაგროვებითი პენსიის შესახებ. ამასთან, კორონავირუსის პანდემიამ სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ქართული ბიზნესი. მოთხოვნისა და მიწოდების ერთდროული შოკის პირობებში, ქვეყანაში შენელდა ეკონომიკური აქტივობა, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა კერძო სექტორს, განსაკუთრებით ცალკეულ ინდუსტრიას. პანდემიით გამოწვეული პირველადი ნეგატიური ეფექტების შესამსუბუქებლად, ბიზნესის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის, დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გაატარა შემდეგი გადაუდებელი ღონისძიებები:  ბიზნესსუბიექტებს 4 თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდათ 2020 წლის პირველ ნოემბრამდე;  მცირე სასტუმროებს მიეცათ შესაძლებლობა, თანადაფინანსებით ესარგებლათ; საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის  ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების გადასახადის 90-დღიანი ვადა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე გადაუვადდათ;  იურიდიულ პირებს, რომლებსაც შეექმნა საბანკო სესხის მომსახურების პრობლემა, შესაძლებლობა მიეცათ, მოახდინონ სესხის გამარტივებული რესტრუქტურიზაცია. 57 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი გარდა ამისა, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, ბიზნესის დასახმარებლად ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები:  სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, 750 ლარამდე ხელფასი გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათი ვრცელდება 1500 ლარამდე ხელფასზე, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, დროებით მცირდება საშემოსავლო გადასახადი;  იქმნება 330 მლნ ლარის საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომლის ფარგლებშიც გარანტიები გავრცელდება დაახლოებით 2.1 მლრდ ლარის სასესხო პორტფელზე. აღნიშნული გარანტიები ეხება როგორც ახალ სესხებს, ისე უკვე გაცემულ სესხებსაც;  იქმნება ლიკვიდობის მართვის სხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, როგორიცაა მშენებლობის დასრულების სახელმწიფო საგარანტიო პროგრამა, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მოდიფიცირებული პროგრამები და სხვა;  600 მლნ ლარით იზრდება დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა კომპანიებისთვის ლიკვიდობის პრობლემის გადასაჭრელად;  20 მლნ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის ხორციელდება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროექტი;  სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენელი ბიზნესსუბიექტები გათავისუფლდენენ 2020 წლის ქონების გადასახადის გადახდისაგან, ხოლო მათი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გადავადდა 2021 წელს;  ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ლარის ლიკვიდობის შესაქმნელად, სახელმწიფო დამატებით გამოუშვებს 600 მლნ ლარის ფასიან ქაღალდებს და მიღებულ თანხას განათავსებს კომერციულ ბანკებში გრძელვადიან დეპოზიტებზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ინსტრუმენტის შექმნა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. წარმოდგენილი ღონისძიებების გარდა, უკვე დაწყებულია მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე. ეკონომიკის აღდგენის გეგმას საფუძვლად დაედება ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდება ცალკეული სექტორის განვითარების შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა გამოწვევებმა გამოავლინა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება და გაფართოება მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ღონისძიებებსა და მოლაპარაკებებში, ასევე მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში. გაიმართა ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომები თურქეთთან, ჩეხეთსა და ბელარუსთან. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა მუშაობა ეკონომიკური პროფილის 100-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საქართველოში გატარებული რეფორმების/გამოცდილების გაზიარების მიზნით უცხო ქვეყნებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, სადაც შედგა მაღალი დონის შეხვედრები. გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა თავისუფალი და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. აღსანიშნავია, რომ დასრულდა მუშაობა საქართველო-ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების 58 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მიზანშეწონილობის კვლევაზე. ასევე დასრულდა მუშაობა ინდოეთთან ანალოგიურ კვლევაზე და დაიგეგმა მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა. აგრეთვე მიმდინარეობდა კონსულტაციები ექსპერტულ დონეზე, საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ინვესტიციების ლიბერალიზაციის ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა იაპონიასთან, ხოლო კვლავ მიმდინარეობს კანადასთან. შედგა ბიზნესდელეგაციათა ვიზიტები ისრაელიდან (1), აშშ-დან (2), დანიიდან (1), პორტუგალიიდან (1). პორტუგალიურმა სამშენებლო კომპანიამ − Elevio საქართველოში წარმომადგენლობა დააფუძნა. ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისათვის, მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და შესაბამის სამინისტროებთან, მათ შორის, ვიდეოკონფერენციების მოწყობის გზით. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მიანმარის კავშირის რესპუბლიკის, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, ავსტრალიის ვიქტორიის შტატისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან. ექსპორტის სტიმულირების მიზნით, მთავრობის თანადაფინანსებით, საანგარიშო პერიოდში:  83-მა ქართულმა კომპანიამ/მეწარმემ მიიღო მონაწილეობა 11 საერთაშორისო ღონისძიებაში. სულ 115 თანადაფინანსება იქნა უზრუნველყოფილი;  ჩატარდა ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 25 ექსპორტის მენეჯერი. სულ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 263 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ექსპორტიორების მხარდაჭერა, რათა მათ მიერ მოხდეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესაძლებლობების უკეთ ათვისება. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის პირობებში და მის შემდეგ მოსალოდნელია გლობალურად პროტექციონისტული და ბაზრის დაცვის ღონისძიებების გაძლიერება. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება 2019 წლის დეკემბერში მომზადდა სექტორების შეფასების დოკუმენტი და განისაზღვრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრიორიტეტული სექტორები. შემუშავდა სსიპ − აწარმოე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა. საანგარიშო პერიოდში პრიორიტეტული სექტორებიდან შესწავლილ იქნა 5,000-მდე კომპანია და შეირჩა 475 სამიზნე კომპანია, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს პროაქტიული კომუნიკაცია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ორგანიზება გაეწია 10 საერთაშორისო საინვესტიციო ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Acciona, Dubai Investments, PVH, Accenture, HCL, IBM, Dell Technologies და ა.შ. Bloomberg Media-სთან ერთად განხორციელდა საერთაშორისო საიმიჯო საინვესტიციო კამპანია − Pleasure Doing Business in Georgia. სარეკლამო კამპანიის მიზანი იყო საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესის კეთების ადგილმდებარეობის წარმოჩენა. სარეკლამო კამპანიის მედიამიქსი მოიცავს სატელევიზიო, ინტერნეტ და ციფრულ რეკლამას Bloomberg-ის მედიაპლატფორმებზე. 59 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 9 საინვესტიციო გზამკვლევი და საინვესტიციო პროექტების კატალოგი, რომელიც მოიცავს 70-მდე კერძო და სახელმწიფო საინვესტიციო პროექტს. ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო სექტორული რეიტინგებისა და ციფრული პლატფორმების ორგანიზატორებთან. აქტიური მუშაობის შედეგად, მარტის თვეში გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია საერთაშორისო მასშტაბით BPO სექტორის მოწინავე პლატფორმა SSON Analytics-ზე. ასევე საქართველო დაემატა fDI Benchmark პლატფორმაზე, რომლის მეშვეობით პოტენციურ ინვესტორებს შეუძლიათ ქვეყნების შედარება სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პოტენციალის მიხედვით. ამასთან, კორონავირუსის პანდემია ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. საქართველოს, ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და მთელი რიგი საინვესტიციო უპირატესობების პირობებში, გააჩნია რეალური შანსი, პოსტკრიზისულ პერიოდში გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და მოიზიდოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ახალი შესაძლებლობების გაჩენა მოითხოვს არსებული საინვესტიციო სტრატეგიის ახლებურად გააზრებას. შესაბამისად, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შექმნაზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პროცესი. შედეგად:  არაფინანსური აქტივების პრივატიზების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური 2019 წლის IV კვარტლის გეგმა (16 907 000 ლარი) შესრულდა 136.7%-ით, კერძოდ, პრივატიზებული ობიექტების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 23 108 128 ლარი;  2019 წლის გეგმა (67 000 000 ლარი) შესრულდა 116.7%-ით, კერძოდ, პრივატიზებული ობიექტების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 78 217 120 ლარი;  2020 წლის I კვარტლის გეგმა (2 300 0000 ლარი) შესრულდა 192%-ით, კერძოდ, პრივატიზებული ობიექტების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 43 633 544 ლარი. პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დაიწყო 2019 წლის ნოემბრიდან. პროექტში ამ მომენტისთვის ჩართულია 120 ობიექტი, ჯამური ღირებულებით − 305 990 395 ლარი, მათ შორისაა, 6 952 000 ლარის ღირებულების 14 ახლად დამატებული ქონება, რომელიც ამჟამად განთავსებულია აუქციონზე. პროექტის ფარგლებში გაყიდულია 69 ქონება, საწყისი ღირებულებით − 43 848 700 ლარი, ხოლო ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საპრივატიზაციო თანხა შეადგენს 57 833 700 ლარს. პროექტის დადებით ეფექტზე მიუთითებს კონკურენცია აუქციონებზე და ბიზნესსუბიექტების დიდი ინტერესი პროექტისადმი. 60 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 2.5 ბუნებრივი რესურსების მართვა საანგარიშო პერიოდში, წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად გამარტივდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცედურები. ლიცენზიის მფლობელს უკვე შეუძლია, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სასყიდლით, თუმცა, დამატებითი აუქციონის გარეშე მიიღოს. წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში, რისკების შეფასებაზე დაფუძნებული საზედამხედველო ფუნქციის დანერგვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, შემუშავდა რისკების შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას გარემოსდაცვითი, სოციალური და ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ირგვლივ. დანერგილია ლიცენზიის გაცემისა და ანგარიშგების ელექტრონული პროგრამა − www.nam.rs.ge. სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიური და ეკონომიკური პოტენციალის შეფასების განხორციელების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, სასარგებლო წიაღისეულთან მიმართებით, ხორციელდება მასშტაბური საპრივატიზაციო პროგრამა. სახელმწიფოს პრივატიზების პროგრამის − „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ − ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულ იქნა 100 საბადო და სააუქციონოდ მომზადდა ქვეყანაში არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტები. აღნიშნული ეხებოდა ისეთ სასარგებლო წიაღისეულს, როგორიცაა: პოლიმეტალები, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები და მიწისქვეშა წყლები. ამავდროულად, ახალი საინვესტიციო შეთავაზებების მომზადებაზე მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში ასევე მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე წიაღის სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვის მიმართულებით, რომლის მიზანიცაა სამთო-მოპოვებითი საქმიანობის უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია და მართვა. აგრეთვე გრძელდება მუშაობა საბადოთა დახურვისა და სამთომოპოვებითი ფართობის რეკულტივაციისა და რეგენერაციის სახელმძღვანელო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით. რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დანერგვა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვისა და რეგულაციების მიზნობრიობის წინასწარ დადგენის მიზნით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა რეგულირების გავლენის შეფასების მეთოდოლოგიური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელების წესსა და პირობებს, იმ საკანონმდებლო ინიციატივებთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულოა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დადგენილებით. შემუშავდა აგრეთვე რეგულირების ზეგავლენის შეფასების ტექნიკური სახელმძღვანელო, რომელიც არსებული ნორმატიული ჩარჩოს ფარგლებში სათანადო დახმარებას გაუწევს 61 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი კანონპროექტების ავტორებს, რეგულირების ზეგავლენის შეფასების წარმართვისა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების პროცესში. რეგულირების ზეგავლენის შეფასების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, დონორი ორგანიზაციების − საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, მსოფლიო ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჩართულობითა და დახმარებით, ამჟამად დისტანციურ რეჟიმში, მიმდინარეობს სამართალშემოქმედებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეთა ინტენსიური გადამზადების კურსის პირველი ეტაპი. აღნიშნული ტრენინგები სამომავლოდ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 2.6 მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა 2019 წლის მე-4 კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური აქტივობა. მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 23.8%-ით, მათ შორის, საშუალო ზომის საწარმოების გამოშვების ზრდამ 22.7%, ხოლო მცირე საწარმოების გამოშვების ზრდამ 24.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მე-4 კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში, რომელიც 15.7% იყო, მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა 14.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 2019 წლის მე-4 კვარტალში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის დასაქმებაში 63.8%-ს გაუტოლდა და დასაქმებულთა რაოდენობამ 455 ათასს გადააჭარბა. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის, „აწარმოე საქართველოში“ არსებული პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით: ინდუსტრიული კომპონენტით მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 82.2 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 55.2 მლნ ლარია; სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტში მხარდაჭერილია 26 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 67 მლნ ლარამდეა, ხოლო კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 29.9 მლნ ლარს აღწევს. ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას. აღნიშნული მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, GENIE-ის პროექტის ფარგლებში:  650 000-ლარიანი ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების ფარგლებში მიღებული 64 განაცხადიდან შერჩეულ იქნა 7 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი;  100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების ფარგლებში, საანგარიშგებო პერიოდში ჩატარებული ორი რაუნდის საფუძველზე, ჯამურად მიღებული 368 პროექტიდან გამოვლინდა და დაკონტრაქტდა 40 სტარტაპი. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ხელი მოეწერა კონტრაქტს „500 სტარტაპთან“, რაც მიზნად ისახავს წარმატებული მეწარმეების გამოვლენასა და მათ აქტიურ მხარდაჭერას ბიზნესის შექმნის პროცესში. განხორციელებული ღონისძიებებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიუხედავად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რამაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის ფონზე უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. 2020 წლის მარტის მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები 62 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მთლიანი სესხების 20.1%-ს, ხოლო ბიზნესსესხების 36.5%-ს შეადგენდა. ამ მიზეზით და კორონავირუსით განპირობებული მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ, 330 მლნ ლარი გამოიყოფა საკრედიტო-საგარანტიო სქემის უზრუნველსაყოფად − აღნიშნული გამოიყენება როგორც კონტრციკლური მექანიზმი ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლიკვიდობის მართვის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოფს რისკების ადეკვატურ განაწილებას სახელმწიფოს, კომერციულ ბანკსა და მსესხებლებს შორის. კრიზისის პერიოდში, როდესაც საბანკო სექტორის მხრიდან შემცირებულია რისკის მიმართ ტოლერანტობის ხარისხი, საკრედიტო-საგარანტიო სქემის გამოყენების მთავარი მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხის რესტრუქტურიზაციისთვის ან ახალი სესხისთვის, მათ შორის, საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მიმართულებები, რომელთაც უშუალოდ შეეხო კრიზისი და ამასთან, აქვთ კრიზისის შემდგომ, საშუალოვადიან პერიოდში, ოპერირების შედარებით სწრაფი აღდგენის პოტენციალი. სქემის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პირობები კერძო სექტორისთვის, რაც მოიცავს გარანტიის დაფარვის დონის ზრდას როგორც ინდივიდუალური სესხის, ასევე პორტფელის დონეზე, საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს შემცირებას, სესხის მოცულობის ზედა ზღვრის ზრდასა და გარანტიის მეტად გამოყენების შესაძლებლობას საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად. ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ახალი გამოწვევების საპასუხოდ, ასევე განხორციელდა ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში. შედეგად, თანადაფინანსების პირობები, კერძოდ სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი 24-დან 36 თვემდე გაიზარდა, შეიცვალა საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმი, მოხდა საქმიანობის სახეობათა ზრდა და სესხის/ლიზინგის მინიმალური ზღვრის დაწევა. ასევე მოხდა საბრუნავი საშუალებების დაფინანსება 80%-მდე. აღნიშნული მიზნობრიობით, ცვლილებები შეეხო ასევე მცირე მეწარმეობის განვითარების საგრანტო კომპონენტს. გრანტის მოცულობის მაქსიმალური ზღვარი გაიზარდა 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო ბენეფიციარის მხრიდან თანადაფინანსების მოთხოვნა შემცირდა 20%-იდან 10%-მდე. 2.7 საქართველო − რეგიონული ჰაბი 2019 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ამაღლების კუთხით, მათ შორის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების გაფართოების მიმართულებით. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას. 2019 წლის 22-23 ოქტომბერს ჩატარდა მაღალი დონის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. ოქტომბერშივე, პორტ კონსტანცადან ბათუმის პორტამდე საკონტეინერო გემის დანიშვნისა და რეგულარული მიმოსვლის შეთანხმებას მოეწერა ხელი. 2019 წლის 30 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 63 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე დამუშავდა სადგურების სამშენებლო პროექტები, წარმატებით დასრულდა ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე დამთავრდა შორაპანი-წევას მონაკვეთზე მიწის ვაკისის მოწყობის ძირითადი სამუშაოები. გარდა ამისა, გრძელდება მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედებისთვის. განხორციელდა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალით ჩინეთიდან ჩეხეთში სატესტო გადაზიდვა. ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის ათვისებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებით, ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს მზარდი ნაკადების მომსახურებისთვის შესაბამისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ იწყებს ჩრდილოეთ გაფართოების პროექტს, რომელიც მოიცავს ახალი 1 700 მ მოლის მშენებლობას, 700-მეტრიანი სანაპირო კედლისა და ტვირთების ეზოს მშენებლობას, რომელიც საბოლოოდ დაუკავშირდება სარკინიგზო/სახმელეთო ქსელს. ფოთის გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მოემსახუროს 300 მეტრი სიგრძის ხომალდებს, 13.5 მეტრამდე სიღრმის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომზე, საიდანაც 400 მეტრი განსაზღვრული იქნება ნაყარი ტვირთებისთვის, ხოლო 300 მეტრი − საკონტეინერო ტვირთებისთვის. კონტეინერების ყოველწლიური მოცულობა ფოთის საზღვაო ნავსადგურში გაიზრდება 1 მილიონ TEU-მდე და 60 000 ტონა (პანამაქსი) ნაყარი ტვირთის ხომალდებს მოემსახურება. ნავსადგურის ტვირთების წლიური მოცულობა დამატებით გაიზრდება 10 მლნ ტონით. პროექტი ვრცელდება ჩრდილოეთ მიწის ნაკვეთებსა და მის მომიჯნავე მიწებზე, რომელთა ნაწილი ზღვაში მდებარეობს, ხოლო ნაწილი − ზღვის სანაპირო ზოლთან. პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 250 მლნ აშშ დოლარს. მშენებლობის ვადად განსაზღვრულია 30 თვე. გარდა ამისა, ფოთის პორტში ინტენსიურად მიმდინარეობს PACE ტერმინალის პროექტის განხორციელება. ახალი ტერმინალი განთავსდება ფოთის ნავსადგურის ეგრეთწოდებული ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელში 25 ჰექტარ მიწის ფართზე, ნავმისადგომების კედლის საერთო სიგრძით − 650 მეტრი. ტერმინალის საერთო ტვირთგამტარიანობა 2.5 მლნ ტონა მშრალი ნაყარი და გენერალური ტვირთი და 100 ათასი TEU იქნება. პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მლნ აშშ დოლარს, რომლიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი ფინანსდება United States International Development Finance Corporation-ის (DFC (ყოფილი OPIC)) მიერ. აღსანიშნავია, რომ სესხის სიდიდიდან გამომდინარე, ეს არის DFC-ის მიერ საქართველოში პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება. რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიუხედავად ვადების არაერთხელ გადაწევისა, ინვესტორმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები, შესაბამისად, 2020 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა. იგეგმება ინტერესეთა გამოხატვის გამოცხადება ახალი ინვესტორის მოსაძიებლად, ვინაიდან ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი წარმოადგენს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს, როგორც ეკონომიკურ, ისე უსაფრთხოების კონტექსტში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის ფარგლებში, 2019 წელს დასრულდა ტერმინალის კონსტრუქციის მოწყობა და გადახურვა. შემდგომი სამუშაოების 64 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი განხორციელების პროცესში, სირთულეები წარმოშვა კორონავირუსის პანდემიამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა პროექტის მიმდინარეობისა და მოცულობის გადახედვის საკითხი. სამოქალაქო ავიაციის სფეროში „ღია ცის“ პოლიტიკის ხელშეწყობამ და ახალი ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე მოზიდვამ პოზიტიური ასახვა ჰპოვა მგზავრთა რაოდენობაზე. კერძოდ, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2019 წელს მოემსახურა 5.2 მლნ მგზავრს, რაც 3.4%იან ზრდას წარმოადგენს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, რეგულარული ფრენების შეჩერებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა სამოქალაქო ავიაციის სექტორს. 2020 წლის 4 თვის მონაცემებით, მგზავრთა რაოდენობა 50.8%-ით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქვეყნის არსებული პოლიტიკა გაგრძელდება, თუმცა, ფრენების სწრაფად აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გლობალურ ეპიდსიტუაციაზე. გაგრძელდა ძალისხმევა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნების განვითარებისა და ევროპულ ბაზრებზე პირდაპირი წვდომის კუთხით, კერძოდ: საანგარიშო პერიოდში დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“ ითვალისწინებს დღეს არსებული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივ გარდაქმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მიმართულებით. კონცეფციის მიხედვით, უკვე 2021 წლის ივლისიდან იგეგმება დღით ადრე საათობრივი ბაზრის მოდელის გაშვება. აღსანიშნავია, რომ თურქეთშიც დანერგილია ასეთი მოდელი, რაც ზრდის პოტენციურ შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზარი, იმავე თურქეთის ბაზართან სინქრონიზაციის საშუალებით, პირდაპირ დაკავშირდეს ევროპის ანალოგიურ ბაზრებთან;  პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ექნება ფიზიკური კავშირიც ევროკავშირის ენერგეტიკულ სივრცესთან. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, 2020 წლის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება შუა დერეფნის გაციფროვნების თაობაზე კვლევის განხორციელებისთვის ტექნიკური დახმარების გამოყოფის შესახებ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეპტუალურ დოკუმენტზე მუშაობა. 2019 წლის ბოლოს დასრულდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის ნავსადგურებს შორის საბორნე/საკონტეინერო მიმოსვლის განვითარების შესახებ. აღნიშნულ და სხვა კვლევებზე დაყრდნობით, დაიგეგმება უკვე შემდგომი ნაბიჯები საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის საბორნე/ფიდერული მიმოსვლის განვითარების კუთხით. ე.წ. „მწვანე გადაზიდვების“ ხელშეწყობის მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ განხორციელდა საქართველოში საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტის შესწავლა და შემუშავდა აღნიშნული პროექტის ეფექტიანად განხორციელების მოდელი. ამ ეტაპზე საკონტრეილერო გადაზიდვების განხორციელება შესაძლებელია სადგურ ბათუმში და იგეგმება აღმოსავლეთ რეგიონში, კერძოდ, სადგურ რუსთავში არსებულ „სატვირთო ეზოს“ ლოკაციაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მოწყობის განხორციელება. 65 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 2.8 ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულად ასათვისებლად საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა:  2019 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რეკორდული 804 კმ გზის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები განხორციელდა.  მაგისტრალების ნაწილში სამუშაოები მიმდინარეობდა 140 კმ-მდე გზაზე.  2020 წელს გაიხსნება მაგისტრალური გზის 70 კმ, მათ შორის, ხაშურის შემოვლითი 13 კმ გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანალანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი.  2020 წელს აქტიურ ფაზაში გადავიდა რიკოთის მონაკვეთის, გრიგოლეთი-ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები.  მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის პროექტზე. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება წყალმომარაგების ფართომასშტაბიანი პროექტები, რომელთა ძირითად მიზანს მოსახლეობისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების უწყვეტად მიწოდება წარმოადგენს.  2019 წელს დასრულდა ურეკის, მესტიის, ანაკლიის, ხობისა და კასპის წყალმომარაგების, წყალარინებისა და კანალიზაციის პროექტები, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალმომარაგებაზე ხელმისავწდომობა არსებული და დამატებით გამრიცხველიანებული დაახლოებით 69 600 ბენეფიციარისთვის.  2020 წელს დასრულდა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი, რის შედეგადაც ქუთაისის მოსახლეობას სრულად (90 000 ბენეფიციარი), 24 საათის განმავლობაში აქვს წვდომა ხარისხიან წყალმომარაგებაზე.  უახლოეს პერიოდში დასრულდება ზუგდიდის წყალმომარაგების სამუშაოები, რის შემდეგაც ზუგდიდის მოსახლეობას (45 000 ბენეფიციარი) ასევე ექნება წვდომა 24-საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე.  2020 წლის ბოლომდე დასრულდება ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარას, აბასთუმნის, ქუთაისის (2 ფაზა), ვალეს, ხობის, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშისა და ფოთის სხვადასხვა ტიპის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტები. შედეგად, ჯამში, 2020 წლის ბოლოსთვის 288 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურით. საანგარიშო პერიოდში სივრცითი მოწყობის მიმართულებით:  დამტკიცდა მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის 11 სოფლის, თუშეთის 12 სოფლის და ფოთის მალთაყვას უბნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია;  ასევე დამტკიცდა აბასთუმნის, ბორჯომის, კასპის, რუსთავის, ფოთისა და ჩხოროწყუს, ბახმაროს, ურეკი-შეკვეთილის, გუდაურის, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სარეკრეაციო ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია;  მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების დასაწყებად. გრძელდება სამისამართო და სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტი, რომლის მიზანია ეროვნული სამისამართო და სანავიგაციო მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება, საქართველოს სანავიგაციო გეოგრაფიული მონაცემების ინტეგრაცია ამ სფეროში მსოფლიო 66 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ბაზარზე არსებული ლიდერი სანავიგაციო კომპანიების პროდუქტებში (ელექტრონული რუკების მობილური და ვებაპლიკაციები, ავტომობილების ბორტკომპიუტერები, სანავიგაციო სისტემები და სხვა). საანგარიშო პერიოდში ჯამურად აღწერილია: 293 დასახლებული პუნქტი, 5 036 კვ. მ სამუშაო არეალი, 45 148 მიწის ნაკვეთი, 65789 შენობა-ნაგებობა, 46 719 სამისამართო ერთეული, 4 069 კმ საავტომობილო გზა, 3 801 ინტერესის ობიექტი (PoI), 3 374 საგზაო ნიშანი. საყოველთაო ინტერნეტიზაციის მიმართულებით, საქართველოს მთავრობამ 2020 წელს დაამტკიცა „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია“, რომელიც ორიენტირებულია მთლიანად საქართველოში ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით, შესაბამისი პოლიტიკის გატარებაზე, მათ შორის, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის განხორციელება, სათემო ინტერნეტიზაციის პროექტების, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტქსელების მშენებლობის გამარტივება, ინვესტიციების მოზიდვა, კონკურენციის ზრდა, მოსახლეობაში ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების ამაღლება, საბითუმო ინტერნეტბაზრის ეფექტიანი რეგულაცია, სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარება, ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმების გათვალისწინებით, საპილოტე ლოკაციად შეირჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია კანონპროექტი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების თაობაზე“. კანონპროექტის მიღების შედეგად, ავტორიზებულ პირებს საშუალება მიეცემათ, ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ ინფორმაცია ასეთი ინფრასტრუქტურის შესახებ. 2.9 დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკა 2.9.1 ენერგეტიკა ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების, ენერგეტიკული გაერთიანების/ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისა და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით: მიღებულ იქნა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის 6 სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დანერგვას;  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“ - კონცეფციით გაიწერა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ეტაპები და განსახორციელებელი ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესებზე და ბუნებრივი აირის ბაზრის მოდელის კონცეფციაზე. 67 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი აღსანიშნავია, რომ მიღებულ იქნა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა:  განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი;  თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი;  ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესი. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შემდეგ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე:  განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია;  განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემები;  განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა. 2020 წლის მაისში მიღებულ იქნა „ენერგოეფექტურობის ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონები. შესახებ“ და „შენობების ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე დასრულდა 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 13 მგვტ. აგრეთვე, 2019 წლის ბოლოს დასრულდა 230 მგვტ. სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებლობა და სადგური ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში. ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომლის სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 327 მგვტ. ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 543.5 მლნ. აშშ დოლარი. გარდა ამისა, მშენებლობა-ლიცენზირების და კვლევის ეტაპზეა ჯამში დაახლოებით 100 ჰიდრო, 18 ქარისა და 5 მზის ელექტროსადგურის პროექტი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლებში მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახებისთვის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა მზის პანელები. აქტიურად მიმდინარეობს უზრუნველსაყოფად: სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების  აშენებულია წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და თიანეთ-ხევსურეთის მკვებავი გაზსადენები.  ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დაახლოებით 16 300 პოტენციურ აბონენტს.  2019 წელს ხელისუფლებამ შეიმუშავა გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა. სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ. ლარი დაიხარჯება. აგრეთვე 2019 წელს განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის ორი უშუქო სოფლის - ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურის განვითარება გაზისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო და სტაბილური გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის 68 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი შესაქმნელად. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა:  220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობა;  220 კვ ეგხ „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაცია;  500/220 კვ „ჯვარი-ხორგა“ ეგხ-ის მშენებლობა. ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის ამაღლების მიზნით დასრულებულია შემდეგი პროექტები:  აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის 300 მმ გაზსადენის მშენებლობის პროექტი;  ქ. რუსთავის ბუნებრივი გაზის რედუცირების, ფილტრაციისა და აღრიცხვის სადგურის სამშენებლო სამუშაოები. აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი. თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის მიზნით, მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური დოკუმენტაცია. დასრულებულია ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევას. ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირველი ეტაპის სამუშაოები 2020 წელს დაიწყება, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წლის ბოლოს ამოქმედდება და გაზსაცავის პროექტი 2024 წლის დასაწყისში იქნება დასრულებული. 2.9.2 გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა სოფლის მეურნეობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოებაა. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში განხორციელდა ევროკავშირის 22 სამართლებრივ აქტთან დაახლოება, აქედან 7 სამართლებრივი აქტი - სურსათის უვნებლობის მიმართულებით, 7 - ვეტერინარიის და 8 - მცენარეთა დაცვის მიმართულებით. ამჟამად, მიმდინარეობს 2020 წლის გეგმით გათვალისწინებულ საკანონმდებლო დაახლოების პროგრამაზე მუშაობა. შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 7 დადგენილების პროექტი. სოფლის მეურნეობის კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა რჩება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად. საანგარიშო პერიოდში:  სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 43 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 11 ბენეფიციართან გაფორმდა ხელშეკრულება და სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 995,470 ლარი. 69 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 7 ბენეფიციართან გაფორმდა ხელშეკრულება და სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 30,000 ლარი.  ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მხარის კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგები შემდეგ თემებზე: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულირება და შიდასაწარმოო ურთიერთობები, საძოვრების მდგრადი მართვა და სხვა. დაიწყო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება. პროგრამა მხარდაჭერილია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ (IFAD). გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებების დაფინანსება: რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი, რძის გადამამუშავებელი საწარმო, ცხოველთა საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია. პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზაციას/გადაიარაღებას. მიმდინარე ეტაპზე მიღებულია 400-მდე აპლიკაცია. ერთიანი აგროპროექტის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიანი ფინანსური რესურსი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცა:  საბრუნავი საშუალების მიზნობრიობით 972 149 ლარის ღირებულების 3 სესხი;  ძირითადი საშუალების მიზნობრიობით 251 979 988 ლარის ღირებულების 3 898 სესხი. „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულია ბაღების 312 განაცხადი. ბაღების კომპონენტში გაშენებული/დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 1 742 ჰა-ს. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 12 419 427 ლარი. კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 356 განაცხადი. გაშენებული/დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 130 ჰა-ს. სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 4 624 703 ლარი. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია ერთი პროექტი გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში - ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 2 241 830 ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 600 000 ლარი. შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცდა 12 პროექტი, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 12 981 778 ლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 6 387 548 ლარი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პირველადი წარმოების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცდა 170 პროექტი, ჯამური ინვესტიციით 8 713 732 ლარი, სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 3 484 628 ლარს. პროგრამის - „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, გაფორმდა 58 ხელშეკრულება, ჯამური თანხით 5 706 082 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა 2 187 485 ლარი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 2 850 პოლისი, დაზღვეულია 2 287 065 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეულია 600 ჰა მიწის ფართობი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრემიის ოდენობამ შეადგინა 731 757 ლარი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 6 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 605 451 ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობაა 302 725 ლარი. 70 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, დამტკიცებულია ერთი განაცხადი. ჯამური ფართობი შეადგენს 145 ჰა-ს. ჯამური ღირებულება შეადგენს 363 404 ლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 254 382 ლარს. მიმდინარე პანდემიის ფონზე საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 14 მაისს დაამტკიცა აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე ღია და დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მოცულობის და ხარისხის ზრდა. 2019 წლის დეკემბერში მთავრობამ დაიწყო „სოფლის განვითარების პროგრამის“ განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას თანადაფინანსების გზით. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. აქტიურად გაგრძელდა სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემების გაუმჯობესება. საანგარიშო პერიოდში საირიგაციო და დამშრობ სისტემებზე დასრულდა 17 ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამური ღირებულებით - 9 988 443 ლარი. განხორციელებული აქტივობების შედეგად:  წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდა 2 255 ჰა სარწყავ მიწაზე;  რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობი გაიზარდა 1 681 ჰა-ით;  მიწის ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილება განხორციელდა 640 ჰა-ზე. შედეგად, ქვეყანაში წყლით უზრუნველყოფილია 129.9 ათასი ჰექტარი, დაშრობილია 39.5 ათასი ჰექტარი. ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების განხორციელების შედეგად:  გაიწმინდა - 910.1 კილომეტრი სიგრძის სარწყავი და სადრენაჟო არხი;  შეკეთდა ან შეიცვალა - 16.03 კმ მილსადენი;  შეკეთებულია მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა - 170 ერთეული;  განხორციელდა - 1 703 სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ერთეულის რემონტი ან შეცვლა ახლით. ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად და პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, შემუშავდა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - ფერმერების დახმარების უპრეცედენტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლისთვის გათვალისწინებულია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. მთავრობის მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს ის ზიანი, რაც ქვეყანაში გლობალურმა კრიზისმა შექმნა. აღნიშნული მიზნებისთვის მოხდა 250 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პაკეტის ფორმირება, რათა პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სოფლის მეურნეობაში ჩართულმა თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფოსაგან დახმარება მიიღოს. კერძოდ:  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის წახალისების მიზნით, იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას, 1 ჰა-ზე 200 ლარის მოცულობით. აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს 200 000-ზე მეტი ბენეფიციარი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ფლობენ 0.25 ჰა-იდან 10 ჰა-ის ჩათვლით რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, გარდა სათიბ-საძოვრებისა. 71 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის წახალისების მიზნით, დამატებით სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას ფერმერებს, რომელთაც აქვთ მფლობელობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 ჰა-იდან ფართობის მიწის ნაკვეთები (ფიზიკური და იურიდიული პირები), შეიძინონ დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა, არა უმეტეს 15 000 ლიტრისა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია 200 000-ზე მეტ ბენეფიციარს.  ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ. ლარის ოდენობის დავალიანება, რომელიც სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 2012-2019 წლებში დაუგროვდათ, ასევე მიმდინარე წელს 42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან.  გარდა ამისა, სახელმწიფო უზრუნველყოფს გაზრდილ ფინანსურ თანამონაწილეობას დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამებში. ვინაიდან კრიზისული ვითარების დროს რთულდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით „შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროგრამას დაემატა სხვადასხვა ახალი კომპონენტი, კერძოდ, გაფართოვდა დასაფინანსებელი მიზნობრიობების ჩამონათვალი, ასევე გაიზარდა პროცენტის თანადაფინსების ზღვრები, მაგალითად, ერთწლოვანი კულტურების საბრუნავ საშუალებებზე გაცემულ სესხებზე სახელმწიფო სრულად დაუფარავს საპროცენტო განაკვეთს ფერმერებს.  პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, ახლდება „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისა და ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვის/მონტაჟის თანადაფინანსებას, ასევე ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებისთვის/მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენას.  პირველადი წარმოების ზრდის ხელშესაწყობად, დამატებით, პროგრამა დანერგე მომავლის ფარგლებში, გარდა არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება მრავალწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვის/მონტაჟის თანადაფინანსება, 1 ჰა-ზე 50%ის ოდენობით, არა უმეტეს 2 500 ლარისა.  იწყება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას.  აგროდაზღვევის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პროგრამა სამწლიანი გახდა, შესაბამისად, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.  იწყება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება. ინიციატივის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.  პრიორიტეტული ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა. ამოქმედდა პროგრამა, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ 72 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი აღჭურვილობა, რომლის საშუალებით წარმოებული შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება. პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის საანგარიშო პერიოდში შესწავლილია სხვადასხვა ხარისხით დეგრადირებული ნიადაგები 20 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე (ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე), გამოკვლეულია ნიადაგის 256 ნიმუში, შედგენილია ნიადაგში ორგანული ნახშირბადის შემცველობის რუკა და მომზადდა 6 რეკომენდაცია დეგრადირებული ნიადაგების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონის პროექტზე „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“, რომლის მიზანია ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან აცილება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაშენებული სასოფლო–სამეურნეო კულტურებისათვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა. მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლების გაშენება. საანგარიშო პერიოდში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაშენდა 15 კმ ქარსაფარი ზოლი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 7 კმ-მდე, ხოლო გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში - 27 კმ-მდე ქარსაფარი ზოლი. საანგარიშო პერიოდში ექსტენციის მოქნილი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, დაინერგა მომხმარებელზე ადაპტირებული მონაცემების ელექტრონული აღრიცხვის სისტემა. მობილური ექსტენციის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა 50-მდე სოფელში, ხოლო საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 43 400 ბენეფიციარს. საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა ბიზნესოპერატორთა სახელმწიფო კონტროლი, კერძოდ, 8 221 ინსპექტირება, 6 613 დოკუმენტური შემოწმება, ლაბორატორიული კვლევის მიზნით აღებულ იქნა 2 355 სურსათის/სასმელი წყლის ნიმუში, განხორციელდა 186 ზედამხედველობა. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან. გატარებული ღონისძიებების შედეგად, შენარჩუნდა მოსავალი და მწვანე საფარი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართული იყო 250-მდე ერთეული სპეციალური ტექნიკა და დასავლეთ საქართველოში 27 მუნიციპალიტეტის 430 სოფელში დამუშავებულია 437 349 ჰექტარი ფართობი. გარემოს დაცვა მთავრობა აგრძელებს აქტიურ გარემოსდაცვით პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანიც არის მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად. გარემოსდაცვით ინფორმაციაზე დროული, მარტივი და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს „გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემის„ შექმნა. შემუშავებულია კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა დაინტერესებული უწყებებისგან მიღებული შენიშვნების განხილვა, ასევე შემუშავების პროცესშია ზიანის გაანგარიშების მეთოდოლოგიის პროექტი. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, მიმდინარეობს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე მუშაობა, მათ შორის, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის „გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან 73 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი აცილების და აღმოფხვრისათვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ 2004/35/EC დირექტივასთან დაახლოების მიზნით. დამუშავების პროცესშია „ხე-ტყის ტრანსპორტირების კონტროლის ელექტრონული სისტემა“, რომელიც უზრუნველყოფს ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის მონაცემების მყისიერ გადამოწმებას მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურის ზედნადებების ელექტრონულ სისტემაში და უზრუნველყოფილი იქნება შეუსაბამობების დროული გამოვლენა და რეაგირება. მიმდინარეობს მუშაობა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტზე. გაიმართა ოთხი საჯარო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენიშვნებისა და რეკომენდაციების განხილვა. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების მიზნით ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი; მიმდინარეობს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის თანამედროვე SMART – ტექნოლოგიების დანერგვა და სხვადასხვა კონსერვაციული პროექტები. დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით 2019 წელს მიღებული იქნა კანონი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოებასთან დაკავშირებით და შეიქმნა 3 აღკვეთილი, კერძოდ, საღამოს ტბის - 629 ჰა; ფარავნის ტბის - 4,031ჰა; აბულის ტბის - 211 ჰა. ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 20 მაისს მესამე მოსმენით მიიღო ტყის კოდექსი. საქართველოში დაწყებულია ტყის პირველი ეროვნული დონის ინვენტარიზაციის პროცესი. მთლიანობაში, ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდა 441 კლასტერზე. ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1 078 კლასტერზე. საანგარიშო პერიოდში დაიწყო და დასრულდა თბილისის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაცია 21 031 ჰა–ზე, მომზადდა ტყის მართვის გეგმა, რომელიც დამტკიცდა 2020 წელს – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის №2-35 ბრძანებით (16.01.2020); განხორციელდა ფშავ–ხევსურეთის ტყის ინვენტარიაზაცია 13 000 ჰა-ზე და მომზადდა ტყის მართვის გეგმა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული პრინციპების დანერგვისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით, მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი, რომელიც ამჟამად მიღებულია მეორე მოსმენით. კანონპროექტი ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის მიზნებისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ზონებად და აგლომერაციებად დაყოფას და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავებას იმ ზონებსა და აგლომერაციებში, რომლებშიც ფიქსირდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება. საქართველოში რვა ავტომატური სადგურის საშუალებით უწყვეტად ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, მუდმივად ხორციელდება სინჯების აღება ქალაქ თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე, ასევე ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. დამატებით, საქართველოს ტერიტორიაზე 25 ქალაქში ოთხ ეტაპად ტარდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები, რომლის დროსაც ისაზღვრება ბენზოლის, აზოტის დიოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციები. 74 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი საანგარიშო პერიოდში შემუშავდა კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის ჩარჩოდირექტივასთან და ემყარება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპებს. საქართველოში წყლის რესურსებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მონაცემებზე საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ქვეყანაში წყლის რესურსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში. მომზადდა „საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის პროგრამა - 2020“. გრძელდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის 56 წყალპუნქტიდან (50 ჭაბურღილი და 6 წყარო) ავტომატურ რეჟიმში მონაცემების მიღება-კონტროლი, მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ქსელის ჭაბურღილების ინსპექტირება და ტექნიკურ-პროფილაქტიკური სამუშაოები. 2020 წლის 23 იანვარს საქართველოში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემამცირებელი და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების კოორდინირების მიზნით შეიქმნა კლიმატის ცვლილების საბჭო. მომზადდა და კლიმატის მწვანე ფონდში დასაფინანსებლად გაიგზავნა საპროექტო წინადადება „საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმა“. სტიქიური პროცესების მართვის გაუმჯობესებისთვის საანგარიშო პერიოდში ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის გაფართოების მიმართულებით დამონტაჟდა და გაიმართა 5 ერთეული მეტეოროლოგიური სადგური.24 სტიქიური გეოლოგიური პროცესებისგან გამოწვეული საფრთხეების შემცირების მიზნით, გაფართოვდა გეოლოგიური მონიტორინგის არეალი, საქართველოს ყველა მხარეში განხორციელდა ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგი - შეფასებულია 1 089 დასახლებული პუნქტი; გეოლოგიური სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების შედეგად შეფასებულია 308 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 434 მოსახლის (კომლი) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოდინამიკური მდგომარეობა, სტიქიური გეოლოგიური მოვლენებით გამოწვეული საშიშროების რისკის განსაზღვრით და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები გადაუდებელი ღონისძიებების გატარების მიზნით; შედგენილ იქნა 203 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. ნარჩენების მართვის ევროკავშირის სტანდარტებისა და ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და პრევენციის მიზნით, შემუშავდა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის შესახებ ექვსი ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. ამათგან ოთხი ტექნიკური რეგლამენტი25 მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო ორი ტექნიკური რეგლამენტის პროექტი26 უახლოეს პერიოდში წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. ასევე შექმნილია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეესტრი. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევების ყოფილი ინსტიტუტის დაბინძურებული ტერიტორიისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე 24 გურჯაანი, გომბორი, თბილისი/ვარკეთილი, ბახმარო, გორი და 5 ერთეული ჰიდროლოგიური სადგური (მდ.ოცხე-აბასთუმანი, მდ.ალაზანი-ჭიაური, მდ.ალაზანი-შაქრიანი, მდ.სუფსა - ჩოხატაური, მდ.სტორი-ლეჩური). 25 „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ “; „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“; „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“ და „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“ 26 „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ და „ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესახებ“ 75 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი არსებული ძველი ლაბორატორიის შენობის რადიოლოგიური შესწავლა. დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებებში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ოპერატორების ფუნქციები, დარეგულირდა ტექნიკური საკითხები, რაც უზრუნველყოფს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. გრძელდება მუშაობა გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. 2019 წლის სექტემბრიდან „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ პროგრამის დანერგვის მიზნით, ტრენინგები გაიარა სამეგრელოზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეების, ასევე აჭარისა და თბილისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 555-მა წარმომადგენელმა, რომლებსაც გადაეცათ სახელმძღვანელოები დამხმარე მასალასთან ერთად. პროგრამა დაინერგა მთელი საქართველოს მასშტაბით და საერთო ჯამში გადამზადდა 1 600-მდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 1 963 აღმზრდელი და მეთოდისტი. სულ, საანგარიშო პერიოდში გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ტრენინგებსა და ლექციებში მონაწილეობა მიიღო 2 741-მა პირმა, ხოლო საინფორმაციო, საჯარო და სამუშაო შეხვედრებში − 728-მა პირმა. 2.9.3 ტურიზმი პანდემიამდე პერიოდში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორი იყო, რომლის წილი მშპ-ში 11.5%-ს შეადგენდა, ხოლო ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობა 150 ათას ადამიანს აჭარბებდა (2019 წლის მონაცემებით). ტურიზმის აქტიური პოზიციონირებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, 2019 წლის განმავლობაში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:  2019 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პირველად ესტუმრნენ აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან.  საქართველომ უმასპინძლა 150-მდე საერთაშორისო პრეს და გაცნობით ტურს, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნიდან მოწვეულმა 600-მდე პრესის წარმომადგენელმა და 300-მდე ტუროპერატორმა.  აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის მიღებულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა 2020 წელს საქართველოში UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გამართვა და 2022 წელს ITB-berlin მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მიღება, რაც უდიდესი მიღწევაა ამ მიმართულებით. გამოფენა მოიცავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანასა და 200 000-ზე მეტ ვიზიტორს, საერთაშორისო დაფარვის მაჩვენებელი კი დაახლოებით 1 მლრდ. ადამიანზე მეტს აღწევს.  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დასრულდა ვანის მუზეუმის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია. 2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურა მოეწყო კაცხის სვეტთან, გელათის, ზედაზნისა და მოწამეთას მონასტრებთან. დასრულდა თბილისის მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტი. 76 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  აქტიურად მიმდინარეობს აბასთუმნისა და გუდაურის ურბანული განახლების პროექტები, დაწყებულია მესტიაში ლაღამის უბნისა და უშგულის თემში არსებული სვანური კოშკების აღდგენისა და ქუთაისის ისტორიული უბნის აღდგენა-რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.  გატარდა არაერთი აქტივობა ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. COVID-19 პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით. ჯამში, 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით. შესაბამისად, მთავრობის მიერ საგანგებოდ ტურიზმის მხარდასაჭერად შემუშავდა მიზნობრივი ღონისძიებები, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ტურიზმის ინდუსტრიას კრიზისის დაძლევასა და აღდგენაში, კერძოდ:  ტურიზმის ინდუსტრიის ეკონომიკური სუბიექტები 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადავადება ხდება 2020 წლის ბოლომდე.  მთავრობა 6 თვის განმავლობაში მოახდენს სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას 20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის, რაც წარმოადგენს ქართული სასტუმრო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს.  კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ, მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები.  ტურისტული კომპანიებისთვის/ტურ-ოპერატორებისთვის მთავრობა გარანტიის პროცენტის სუბსიდირებას 6 თვის განმავლობაში. მოახდენს საბანკო  მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მოახდენს ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხების სუბსიდირებას. გარდა ამისა, უკვე განისაზღვრა ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების 3-ეტაპიანი გეგმა, რომლის მიხედვით მოხდება ინდუსტრიის მომზადება ახალ პირობებში ოპერირებისთვის. 15 ივნისიდან მოხდება შიდა ტურიზმის აღდგენა, ხოლო 1 ივლისიდან დაგეგმილია საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლის აღდგენა. 2.9.4 ტრანსპორტი გრძელდება აქტიური მუშაობა ტრანსპორტის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებთან დაახლოების კუთხით. სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით დაწყებეულია მუშაობა ასოციირებით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვის მიზნით, რაც მიზნად ისახავს სარკინიგზო ტრანსპორტის რესტრუქტურიზაციას. ამ მიმართულებით ლოკომოტივებისა და მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების შესახებ ევროდირექტივების განხორციელების მიზნით მომზადდა კანონპროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება 2020 წლის ბოლომდე. 77 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი საზოგადოებრივი სამგზავრო სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების შესახებ ევრორეგულაციის მიხედვით წარმატებით შეიქმნა ხარჯების კალკულაციის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, ლიანდაგზე წვდომის/დაშვების საფასურს შესაბამისი კომპენსაციის თანხის ოდენობის გაანგარიშებისთვის. შემუშავდა „საჯარო მომსახურების ვალდებულების“ შესახებ ხელშეკრულების პროექტი. შემუშავებული და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ იქნა კანონპროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ კოდექსის ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულია აგრეთვე საფრთხისშემცველი ტვირთების გადაზიდვის წესი (საქართველო აქტიურად ჩართულია ევროკავშირის სარკინიგზო სააგენტოსა (ERA) და რკინიგზებს შორის თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSJD) საკონტაქტო ჯგუფში, რომლის მიზანია ძირითადი პარამეტრების ტექნიკური და საოპერაციო თავსებადობის განსაზღვრა, მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტაცია. ასოციირების ხელშეკრულებით ასევე აღებულია ვალდებულება 2010 წლის 22 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს №913/2010 რეგულაციის დანერგვის თაობაზე, რაც ეხება კონკურენტულ ტვირთებს. საქართველო აქტიურად მონაწილეობს რამდენიმე საერთაშორისო სარკინიგზო დერეფანში (TRACECA, TITR, Viking), სადაც წევრები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. გარდა ამისა, 2018 წლის 9 ნოემბერს ევროკომისიამ მიიღო ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T-ის ძირითადი ქსელი) რუკები სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია უნდა ჩაითვალოს შესრულებულად. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტში არსებული ევრორეგულაციების ეფექტიან განხორციელებაში. 2019 წლიდან „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში“ პირველად დაინერგა სწავლების დუალური მეთოდი. 2019 წლის ოქტომბერში სს „საქართველოს რკინიგზაში“ დუალურ სწავლებაზე მიღებულ იქნა 88 სტუდენტი/შეგირდი, რომლებიც უზრუნველყოფილები არიან ანაზღაურებით (სასწავლო პრაქტიკის პერიოდში, ხანგრძლივობა 6-დან 8 თვემდე) და განიხილება მათი შემდგომი დასაქმება საქართველოს რკინიგზაში. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით შემუშავდა შესაბამისი რეგულაციების ქართულენოვანი პროექტები საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოსა და ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების სტანდარტებთან, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის კვალიფიკაციისა და მისი საქმიანობის რეგულირებასა და სპეციალიზებული და საერთო დანიშნულების ავიაციის რეგულირებასთან დაკავშირებით. ამასთან, მომზადდა ცვლილებები საქართველოს საჰაერო კოდექსში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მოთხოვნების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს და ამ ეტაპზე გადის საკომიტეტო მოსმენებს. 1958 წლის ტიპის აღიარების შესახებ შეთანხმების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციისთვის შემუშავდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, ასევე შემუშავებულია საქართველოში „ტიპის აღიარების სისტემის“ განხორციელების სამოქმედო გეგმა. დამტკიცდა საგზაო უსაფრთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ჯამში 29 აქტივობას და ითვალისწინებს 5 ძირითადი ამოცანის (უსაფრთხო ავტომობილები, საგზაო მოძრაობის მონაწილეების უსაფრთხოება, ეფექტიანი აღსრულება, უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა, ეფექტიანი რეაგირება საგზაო შემთხვევის შემდგომ) შესრულებას. მომზადების 78 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ეტაპზეა საგზაო უსაფრთხოების ახალი ეროვნული სტრატეგია 2020-2030 წლებისთვის. საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის მიზნით შემუშავდა პროექტი და მოხდა დონორების იდენტიფიცირება. პროექტის პირველი ეტაპი − „საჭიროებების კვლევა“ დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2020 წლის მაისში წარმოადგინა „საჭიროებების კვლევის“ ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები იურიდიულ, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. განხორციელდა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონულ ფორმატში გადატანა. ასევე მომზადდა საგადასახადო შეღავათების კონცეფცია ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, რომლის საფუძველზეც საქართველოში საზღვაო სექტორში საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში გემთმფლობელებს დაუწესდებათ შეღავათები. დაწყებულია ფოთის ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ამოქმედდება. საწყის ეტაპზე სასწავლებელში პროფესიული განათლების მიღება იქნება შესაძლებელი. სასწავლებელი გათვლილია 1 000 სტუდენტზე და დასაქმდება 250 პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული შეზღუდვების შედეგად საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრია უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. რეგულარული სამგზავრო საჰაერო გადაყვანების შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში არ შეზღუდულა რეგულარული და ჩარტერული სატვირთო ფრენები და ჩარტერული სამგზავრო ფრენები, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და საქართველოში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეების თავიანთ ქვეყანაში გადაყვანა. რეგიონული და საერთაშორისო სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა უსაფრთხო სატრანსპორტო დერეფნის პროტოკოლი, რომელიც მიეწოდა ყველა მეზობელ და პარტნიორ ქვეყანას. 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ დამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.0 ათასი ტონა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 26.4%-ით. შემცირება განპირობებულია ამ ეტაპისათვის რეგულარული სამგზავრო ფრენების შესრულების შეჩერებით, რომლის მეშვეობითაც ასევე დიდი რაოდენობით უზრუნველყოფდნენ ტვირთების გადაზიდვას. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებას, 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს აეროპორტები 0.7 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე შემცირებულია 30.1%-ით. ამავე დროს 2020 წლის იანვარ-მარტის პერიოდში სახმელეთო (საავტომობილო და სარკინიგზო) ტრანსპორტის მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების მოცულობამ შეადგინა 4.9 მლნ. ტონა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.3%-ით მეტია. აქედან საექსპორტო ტვირთების მოცულობა (0.6 მლნ. ტონა) შემცირებულია 8.9%-ით, იმპორტით შემოტანილი ტვირთების მოცულობა (1.6 მლნ. ტონა) გაზრდილია 18.7%-ით, ხოლო ტრანზიტული ტვირთების მოცულობა (2.7 მლნ. ტონა) ასევე გაზრდილია 18.4%-ით. რაც შეეხება საზღვაო ტრანსპორტს, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში (ფოთი, ბათუმი) და საზღვაო ტერმინალებში (ყულევი, სუფსა) გადამუშავებული ტვირთების ჯამურმა მოცულობამ 2020 წლის პირველ ოთხ თვეში შეადგინა 5.9 მლნ. ტონა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.9%-ით მეტია. 2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში კი საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში (ფოთი/ბათუმი) გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 185 655 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ 79 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი პერიოდთან შედარებით 1.8%-ით მეტია. მათ შორის: ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადამუშავდა 140 089 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%-ით ნაკლებია, ხოლო ბათუმის საზღვაო ნავსადგურში 2020 წლის იანვარაპრილის პერიოდში გადამუშავდა 45 566 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68.8%-ით მეტია. 2.10 რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში გათვალისწინებულია 64 მლნ. ევროს ღირებულების მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელება რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური როლისა და ფუნქციების გაძლიერებისათვის. დამატებით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით დაგეგმილი „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ განხორციელებისთვის უკვე დაწყებულია პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს ურბანული ინფრასტრუქტურის სრულყოფას, აგრეთვე საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. საანგარიშო პერიოდში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა დამატებით 6 დასახლებას, რის შედეგადაც საქართველოს 4 500-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით. მომზადდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. შედეგად, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებს, რომლებიც არანაკლებ 800 მეტრზე მდებარეობს, მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ასევე ცვლილებები შეეხო მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრების ვადებს და არსებული 9 თვის ნაცვლად განისაზღვრა 6 თვე. ხოლო მუნიციპალიტეტებში, სადაც დასახლებების 80% ან მეტი მაღალმთიანი სტატუსის მატარებელია, დარჩენილ დასახლებებსაც განხილვის გარეშე მიენიჭებათ მაღალმთიანის სტატუსი. ჯამში, აღნიშნული ცვლილებებით დამატებით 153 დასახლების 29 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს მაღალმთიანი დასახლებებისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტით. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მაღალმთიან დასახლებებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინტერნეტვაუჩერებით უზრუნველყოფა-ინტერნეტიზაცია. 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით 966 ბენეფიციარმა მიიღო ვაუჩერი. 2019 წელს განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და დაფინანსდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული 4 812 პროექტი. 3. განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება 3.1 განათლება და მეცნიერება 3.1.1 ადრეული და სკოლამდელი განათლება გრძელდება სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გარდაქმნა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად. ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების 15 დაწესებულების მონიტორინგი, რომლის შედეგები 80 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ინდივიდუალური რეკომენდაციებისა და წლიური ანგარიშის სახით მიეწოდა, როგორც ცალკეულ დაწესებულებებს, ისე მუნიციპალიტეტებს ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული მონიტორინგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის აღდგენისთანავე განახლდება და ეტაპობრივად მოიცავს ყველა სკოლამდელ დაწესებულებას. სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბილინგვური განათლების დასანერგად სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში, რაც უზრუნველყოფს, როგორც სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ასევე ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესს ზოგადი განათლების საფეხურზე და, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის წარმატებულ ინტეგრაციას. 3.1.2 ზოგადი განათლება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და ყველა მოსწავლისთვის საკუთარი პოტენციალის რეალიზების მიზნით, მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა-განვითარებაზე მუშაობა. გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ელექტრონული რესურსების შექმნის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცება. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა „ახალი სკოლის მოდელის“ პილოტირება 166 საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობას იღებს 4000-მდე მასწავლებელი. გაგრძელდა სკოლების ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის (WiFi) უზრუნველყოფა და სკოლების, რესურცენტრების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა. შედეგად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირით ჩართულია 1 098 საჯარო სკოლა. ცენტრალიზებული უკაბელო WIFI ქსელით აღჭურვილია 385 სკოლა და 500-მდე მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მოქმედებს ლოკალური უსადენო ქსელი. საანგარიშო პერიოდში მნიშნველოვანი ღონისძიებები განხორციელდა განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, რაც მოიცავს:  უფასო ტრანსპორტირების პროგრამას;  სკოლის მიღმა დარჩენილ მოსწავლეთა ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისთვის ტრანზიტული პროგრამების შეთავაზებას;  მაღალმთიანი რეგიონების მოსწავლეთა და საქართველოს გარეთ მცხოვრებ მოსწავლეთათვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარებას;  სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის შეთავაზებას არაქართულენოვანი სკოლებისთვის (ისარგებლა 372-მა პედაგოგმა, 24-მა სკოლის თანამშრომელმა და 585-მა მშობელმა);  სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით 1 395 სტუდენტის დაფინანსებას;  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 840-მდე მასწავლებლისა და 260-მდე ადმინისტრაციის თანამშრომლის ფინანსურ დახმარებას;  მიგრანტთა, მსჯავრდებულთა და პატიმართა განათლებას (ზოგად განათლებას იღებდა დაახლოებით 40-მდე ბრალდებული-მსჯავრდებული მოსწავლე. ექსტერნატის ფორმით გამოცდები დაძლია 28 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ პროგრამის სხვადასხვა კლასისა და საფეხურის დონეზე). მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟისა და მასწავლებელთა მოტივაციის სამინისტრომ შეიმუშავა და განახორციელა ახალი სახელფასო პოლიტიკა: 81 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო ამაღლებისთვის პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებლის ანაზღაურება 150 ლარითა და მეტით გაიზარდა (37 900 მასწავლებელი);  სტატუსი აიმაღლა 15 000-ზე მეტმა მასწავლებელმა (მაქსიმუმ 470 ლარით გაეზარდა ხელფასი).  6 ათასზე მეტმა პენსიონერმა მასწავლებელმა დატოვა სისტემა და 2 ათასზე მეტი ახალი მასწავლებელი დაემატა.  საპენსიო ასაკის 1 917 საჯარო სკოლის 8 426-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში მიიღო ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასის ოდენობით. ამასთან, შეუნარჩუნდათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).  2019 წლის ოქტომბრიდან საშუალოდ 20%-ით გაიზარდა სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურებაც. მათ შორის, სკოლის ექიმისა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტების თანამდებობრივი სარგო და ასევე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების ხელფასი (სულ 319 თანამშრომელი). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით, გაიზარდა მასწავლებელთა გადამზადება სხვადასხვა განახლებული მოდულებით. მზარდია ინკლუზიური განათლების მიწოდების მასშტაბი და ხარისხი. დღეისათვის საგანმანათლებლო სერვისით 9 000-ზე მეტი სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლე სარგებლობს. მათ 1 400-ზე მეტი სპეციალისტი ემსახურება. შეიქმნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვებისათვის ალტერნატიული და სენსორული სასწავლო გეგმები. უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფის მიზნით, გაიზარდა სკოლებში მანდატურების რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება. მანდატურები წარდგენილ იქნენ დამატებით 138 საჯარო სკოლაში. ამასთან, ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური არ არის წარმოდგენილი, გადამზადდა წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. გაიხსნა ფსიქოსოციალური მომსახურების დამატებით 2 ცენტრი სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (სულ ფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური მომსახურების 10 ცენტრი). საპილოტე საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახური, კერძოდ, მისი ფსიქო-სოციალური ცენტრი ახორციელებს ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ბულინგის პრევენციისა და ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის მიზნით საპილოტე პროექტს. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა აღდგენითი პროცესების დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებები. სკოლაში შეიქმნა შიდა რეაგირების სამოქმედო ჯგუფი. საპილოტე სკოლების მოსწავლეებისთვის დაინერგა აკადემიური წარმატებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, დაიგეგმა საგაკვეთილო პროცესების მიღმა შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები და თავისუფალი დროის მართვის უნარის განსავითარებელი ღონისძიებები. სასკოლო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში 2019-2020 წლებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითრების მიზნით სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ:  დასრულდა 7 ახალი სკოლის მშენებლობა, მათ შორის, მულტიფუნქიური საგანმანათლებლო კომპლექსის ფარგლებში საჯარო სკოლის, მიმდინარეობს 11 საჯარო სკოლის მშენებლობა ; 82 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი    დასრულდა 36 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია (ESIDA-3 , MCC-ამერიკული პროექტის ფარგლებში 33), მიმდინარეობს 4 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია; დასრულდა 62 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 19 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები; მიმდინარეობს ინოვაციური ცენტრის მშენებლობა ქალაქ ოზურგეთის №1 საჯარო სკოლის ბაზაზე; მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო 59 ახალი სკოლის, 57 საბავშვო ბაღისა და 100 სკოლის პროექტირება-მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ 640 სკოლაში განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები. ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით შემუშავდა და საჯარო სკოლებს დაეგზავნა რეკომენდაციები, რამაც უზრუნველყო, ფორსირებულ რეჟიმში, დისტანციური სწავლების ფორმატით სწავლა-სწავლების პროცესის მართვა და აკადემიური წლის დასრულება. სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა, მათ შორის, Microsoft Teams-ი, Feedc Edu. Microsoft Office 365 TEAMS-ში შეიქმნა ყველა სკოლის კლასებისა და საგნებისთვის ვირტუალური საკლასო ოთახები. სკოლებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი (528 327 მოსწავლე და 52 124 მასწავლებელი). Teams-ში ინტეგრირდა პლატფორმა el.ge და მოხდა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალისა და მასში არსებული კონტენტის თარგმნა ქართულ ენაზე. მიმდინარეობს ინტერაქტიული ქართულენოვანი Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგირება. 30 მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ხორციელდება სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის მიერ. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით ტელეგაკვეთილების ჩატარებას. გაკვეთილების ბადე მოიცავს I-XII კლასებს. პროექტი ითვალისწინებს აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც. სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ნათარგმნია ჟესტურ ენაზე და გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შეთავაზებულია „ქართული, როგორც მეორე ენა“. ასევე, მიმდინარეობს საგნების სწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მომზადდა პირველი არხი განათლების ეთერისთვის გადაცემათა ციკლი „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს“. 4 მაისიდან 4 ივლისის ჩათვლით ვებსკოლის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ვებინარები აბიტურიენტებისთვის. ჯამში 400-მდე ვებინარი იქნება განთავსებული პლატფორმაზე EL.GE. ვებინარები ტარდება წამყვანი მასწავლებლების მიერ ძირითად საგნებში. ამასთანავე სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ვებინარები ტარდება იმ საგანში, რომელსაც ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების კოალიციისა და 83 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტის ischool-ის ფარგლებში შეიქმნა კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგანში I-XII კლასის მოსწავლეებისთვის და განთავსდა ელექტრონული ბიბლიოთეკის პორტალზე EL.GE. პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზუნველყოფა. სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის, როგორც დამოუკიდებულად სამუშაოდ, ასევე მასწავლებლებისთვის. ამასთანავე მასალა მოიცავს ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და ინფორმაციას. ახალი გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყო ონლაინტრენინგების ფორმატის შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკებისთვის. აგრეთვე ცენტრის გვერდზე ყოველდღიურად ტარდება ვებინარები საგნობრივი და ზოგადი პედაგოგიკური მიმართულებით, რომელთაც მრავალი მასწავლებელი უსმენს. პანდემიის ვითარებაში პრევენციული ღონისძიებების მიზნით, გატარდა შემდეგი ზომები:  საქართველოს მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში დაბრუნდნენ „ფლექსის“ პროგრამის მონაწილე ქართველი მოსწავლეები.  მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი საჯარო სკოლების მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის დისტანციურად ახორციელებდა კონსულტაციებს. დაინერგა მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი, რომლის თანახმად 2019-2020 სასწავლო წელს განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. გარდა ამისა, შემუშავებულია შეფასების ალტერნატიული გზებიც, რაც მიმდინარე სასწავლო წელს მიღებული ქულების წლიურ ქულად განსაზღვრას ითვალისწინებს. ასევე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, შესაბამის ვადაში მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას კონკრეტულ საგანში საბოლოო ქულის გადასინჯვის მიზნით. პანდემიის პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებული კარანტინის გამო, ბენეფიციარებს საგანმანათლებლო მომსახურება უწყვეტად მიეწოდებათ ალტერნატიული ფორმებით. აღსანიშნავია, რომ დისტანციურ სწავლებას საქართველოში მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა: ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD), ჩარჩოდოკუმენტში Covid-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის კუთხით, საქართველოში განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა და OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამაც განათლების სფეროში გატარებულ ღონისძიებებსა და განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა. 84 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 3.1.3 პროფესიული განათლება ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, საანგარიშო პერიოდში ფორმალური განათლების ფარგლებში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიიღო 32-მა იურიდიულმა პირმა 110-ზე მეტ მოკლევადიან პროგრამაზე. აქედან, ოთხი დაწესებულება კერძო სექტორის წარმომადგენელია. საქართველოს 8 რეგიონში 10 მიმართულებით სახელმწიფომ დააფინანსა 102 პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამა. დაფინანსებულ პროგრამებზე სულ ჩაირიცხა 934 მსმენელი. 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე დამტკიცდა არაფორმალური განათლების აღიარების მარეგულირებელი დოკუმენტები და ჩატარდა კონსულტაციები. შედეგად, სისტემა მზად არის არაფორმალური განათლების აღიარებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისის მონაცემებით, არაფორმალური განათლების აღიარების უფლება უკვე მოიპოვა ერთმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. პროფესიული განათლებისა და ზოგადი განათლების საფეხურებს შორის მოქნილი კავშირის განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტები, დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ „ინტეგრირებული პროგრამების“ მასწავლებლები, ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებლებისათვის. 2020 წელს ხუთმა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოიპოვა „ინტეგრირებული პროგრამების“ განხორციელების უფლება და სტუდენტთა მიღება დაიწყება 2020 წლის მიღების ფარგლებში. პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდის მიზნით, გრძელდება მუშაობა დუალური განათლების მიდგომისა და კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით. 2020 წლის მდგომარეობით სისტემაში ხორციელდება 30 დასახელების დუალური პროგრამა. 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხა 230-ზე მეტი სტუდენტი (2016-2019 წლებში, ჯამში, დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხა 850-მდე პირი). დუალურ განათლებაში დამსაქმებლის როლის გაზრდის მიზნით, 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, აპლიკანტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, დუალურ პროგრამებზე ჩარიცხულიყვნენ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების (კონკურსის) საფუძველზე. ამასთან, საშემოდგომო მიღების ფარგლებშივე, სტუდენტები პირველად ჩაირიცხნენ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პორტის ლოგისტიკის მენეჯმენტის დუალურ პროგრამებზე. პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სამეწარმეო განათლება. საანგარიშო პერიოდში, სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების მიზნით, ტრენინგი ჩაუტარდა 200-მდე მასწავლებელს. განხორციელდა მეწარმეობის სწავლების მოდულის რევიზია და შეიქმნა დამხმარე მასალები. აღსანიშნავია, რომ OECD-ის მიერ „SME Policy Index - 2020“-ის ფარგლებში, ქვეყნების შეფასების შედეგების თანახმად, საქართველომ მეწარმეობის სწავლების კომპონენტი 2016 წელთან შედარებით 2.70-დან 4.24 ნიშნულამდე გააუმჯობესა. პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის თებერვლიდან ამოქმედდა ცვლილებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში, რაც კიდევ უფრო დააახლოებს პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ 85 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი სივრცესთან. 2020 წლიდან დაწესებულებების ავტორიზაცია წარიმართება ახალი სტანდარტების შესაბამისად. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გაიზარდა გეოგრაფიული დაფარვა. 2019 წლის შემოდგომაზე საკვალიფიკაციო პროგრამებზე პირველად მიიღო სტუდენტები ხულოს ფილიალმა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კომპანია M2-თან თანამშრომლობით დაფუძნებულმა სამშენებლო კოლეჯმა. ასევე დასრულდა ახალი კოლეჯის მშენებლობა კასპსა და შუახევში. ამასთან, პროფესიული განათლების მიწოდების არეალის გაფართოების მიზნით, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მხარდაჭერით მიმდინარეობს სამუშაოები ე.წ. „ექსელენს ცენტრის“ განვითარების მიმართულებით. მზარდია სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მასშტაბი: 2019 წლის განმავლობაში საორიენტაციო და სასერტიფიკატო კურსებში ქვეყნის მასშტაბით ჩაერთო 700-მდე სკოლის 9 000-ზე მეტი მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლების ადამიანური რესურსისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება. შემუშავდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რაც გაზრდის ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველებისა და სსსმ პირების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ჩარიცხვის მეტი მოქნილობის უზრუნველსაყოფად, გაუქმდა ცენტრალიზებული ტესტირება იმ პროგრამებზე, რომლებზეც არ დაფიქსირდება კონკურსი და აპლიკანტები გაივლიან მხოლოდ დაწესებულების შიდა შესარჩევ კონკურსს. სამინისტრომ ჩამოაყალიბა 17 დარგობრივი ქსელი, ონლაინპლატფორმები, სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გაერთიანდნენ (მაგ. სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.) და მიმდინარეობს პროგრამების იმ კომპონენტების ანალიზი, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი. შერჩეული კომპონენტების პილოტირება 1 ივნისიდან დაიწყება. ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან სტუდენტთა მიღებისათვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინ ავტორიზაციას, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან (სადიპლომო) პროგრამებზე ერთიანი რეგისტრაცია იწარმოებს 20 მაისიდან 10 აგვისტომდე, ხოლო სწავლა დაიწყება 12 ოქტომბრიდან. იგეგმება 8 000-მდე ადგილის შეთავაზება. საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულ პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო პროცესი აღდგება ე.წ. შემსუბუქების გეგმის მეექვსე ეტაპიდან. 3.1.4 უმაღლესი განათლება მთავრობა აგრძელებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ამ მიზნით:  განხორციელდა 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმება „უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების“ - ESG-2015-თან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტებითა და პროცედურებით;  განხორციელდა 17 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია განახლებული სტანდარტებით; 86 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი  განახლდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსი;  შემუშავდა 6 სპეციალიზებული ტრენინგმოდული; ჩატარდა 50-ზე მეტი ტრენინგი, რომლის შედეგად გადამზადდა 350 ექსპერტი, მათ შორის, სამედიცინო განათლების მიმართულებით, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) თანამშრომლობით. „ვისწავლოთ საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერილია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) საბაკალავრო STEM პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცის პროცესი ABET აკრედიტაციის და ACS სერტიფიცირების სტანდარტების შესაბამისად. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხელი მოეწერა Fulbright-ის გაცვლითი პროგრამის 2016 წლის თანამშრომლობის მემორანდუმის დამატებას. შედეგად, Fulbright-ის პროგრამა აფართოებს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროგრამის საქმიანობას. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გრძელდება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელების განხილვა შემდგომი დანერგვის მიზნით. წარმატებით გრძელდება სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი. 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში ჩართულია მიუნჰენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები. სწორედ ამ თანამშრომლობის ბაზაზე შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რომლებითაც ისწავლიან უნივერსიტეტის სტუდენტები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-იდან და იაპონიიდან. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც პაციენტების მკურნალობასთან ერთად ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევას, მედიცინის, სამედიცინო ფიზიკისა და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. უმაღლესი განათლების სასწავლო პროცესში გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიების როლი. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს სრულად ახორციელებენ დისტანციურ რეჟიმში სინქრონული და ასინქრონული მეთოდებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა (ENQA) და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ სხვადასხვა პლატფორმას ელექტრონულ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვისათვის, ძირითადად: Zoom, Microsoft Teams, დაწესებულებების სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემები, Moodle, Google Classroom. ინსტიტუციების უმეტესობამ გადაამზადა აკადემიური პერსონალი ელექტრონული სისტემების მოხმარებისთვის. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობაში მოხდა სასწავლო გეგმების მოდიფიცირება. ინიციირებულია უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დისტანციურ განათლებასთან დაკავშირებით. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენის მიზნით, მოხდა ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის სრულყოფა. 87 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 3.1.5 მეცნიერება მთავრობის პოლიტიკა მიმართულია ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ და ამ საქმეში მეცნიერების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეცნიერების, როგორც დარგის შემდგომი განვითარების მიზნით, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში მთავრობის პრიორიტეტებია:  მეცნიერ-თანამშრომელთა საკადრო კორპუსის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება და მოტივაციის ამაღლება;  მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის ჩამოყალიბება;  მეცნიერების ხარისხის განვითარება და  პრიორიტეტებზე ორიენტირებული ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობა. მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული სამეცნიერო პორტალის შექმნაზე. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობის შედეგების ზუსტი ინდიკატორებით განსაზღვრის, მათი კლასტერული გადალაგებისა და ეროვნული საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობდა. ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „Horizon-2020“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით ევროკავშირის საგარეო დახმარების ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI)-ის ფარგლებში, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, შემუშავდა 1.5 მლნ. ევროს ბიუჯეტის პროექტი „მკვლევართა მობილობის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს, კვლევისა და ინოვაციის სფეროში მოღვაწე 40-ზე მეტი ქართველი მკვლევრისა და ინოვატორის მობილობის დაფინანსებას. აგრეთვე პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში გაიმარჯვა საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით წარდგენილმა 6-მა პროექტმა, რომლებმაც ევროკავშირის მხრიდან გრანტის სახით მიიღეს ჯამში 1 985 991 ევროს ოდენობის დაფინანსება. 2020 წლის აპრილიდან ხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Twinning“ პროექტი, რომლის მიზანია სექტორთშორისი თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერა კვლევებსა და წარმოებას შორის. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 300 000 ევროს. სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად საანგარიშო პერიოდში „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილმა დაფინანსებამ შეადგინა 16.2 მლნ. ლარი. საქართველოს ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად დაიწყო „მეცნიერების მუზეუმის“ შექმნასა და მის კეთილმოწყობაზე მუშაობა. საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, დისტანციური ფორმით ჩატარდა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისა და ობსერვატორიის დირექტორის შესარჩევი კონკურსები. მიმდინარეობს ობსერვატორიის თბილისის ოფისის კეთილმოწყობა. საზღვარგარეთ ქართველოლოგიური და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა კონკურსი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად. 2020 წლის 31 მარტს გამოვლინდა პრემიის პირველი ლაურეატი. საანგარიშო პერიოდში აქტიურად გაგრძელდა მუშაობა „ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაზე“, რაც ხელს უწყობს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც 88 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტის ფარგლებში მეცნიერებისა და კომერციალიზაციის გუნდის კომპეტენციების განვითარება ხდება ტრენინგების მეშვეობით. შერჩეულ ცალკეულ პროექტებს აქვთ წვდომა ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე, სანამ მათი წარდგენა მოხდება პოტენციური მომხმარებლებისთვის/კლიენტისთვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. საანგარიშო პერიოდში მოხდა 13 პროექტის შესწავლა და მათი სრული ანალიზი, რის საფუძველზეც განვითარდა 8 პროექტის კომერციალიზაციის გეგმა. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების იდენტიფიკაციას და აძლევს სტიმულს მეცნიერებს შემდგომი განვითარებისათვის. პანდემიის პირობებში ქვეყნის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუციებმა მოახერხეს გადაწყობა და აქტიურად ჩაერთნენ COVID-19 პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო პროდუქციის წარმოებაში. მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა „მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონალურმა საგანმანათლებლო კვლევითმა ცენტრმა“, რომელიც მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონალური ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია. აკადემია რეგიონში უზრუნველყოფს მეცნიერული ცოდნის გენერირებას, გავრცელებას, პოპულარიზაციას, ევროპული სტანდარტებისა და მექანიზმების გაძლიერებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტში ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომლის მიზანია, ზუსტად დადგინდეს ვირუსების განადგურებისთვის საჭირო ულტრაიისფერი გამოსხივების მინიმალური ეფექტიანი დიაპაზონი, ინტენსივობა და დასხივების დრო, რათა შემუშავდეს რეკომენდაციები UV დიოდებზე მომუშავე კომპაქტური, იაფი ხელსაწყოს შექმნისთვის, რომლითაც შესაძლებელი იქნება ვირუსების დესტრუქცია ჰაერში და ზედაპირზე, ჰაერის მინიმალური ოზონიზაციის პირობებში და ადამიანისათვის უვნებელ დიაპაზონში. თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტმა ჩაატარა ქართული პირბადეების დასამზადებლად შემოტანილი მარლის მასალის ლაბორატორიული კვლევა, მისი კონდიციურობის დონის შესასწავლად შემდგომი დამუშავების პირობების დადგენის მიზნით. ინსტიტუტმა ოზონის ტექნოლოგიების გამოყენების ქიმიურ კვლევებში ათწლეულობით დაგროვილი ცოდნა, ახალი ვითარებიდან გამომდინარე, მიმართა სადეზინფექციო მიზნებისკენ. მოხდა შესაბამისი პირობებისთვის ადაპტირებული ოზონატორის შემუშავება-დამზადება და შეთავაზება ეპიდემიის პირობებში სადეზინფექციოდ შესაბამისი პროცესინგული მეთოდოლოგიის თანხლებით. ნიშანდობლივია, რომ პანდემიის პირობებში მეცნიერების ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, HORIZON 2020-ის მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსზე − „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა − „CAPTAIN: Science is the Captain“ გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა. 3.2 ახალგაზრდობის პოლიტიკა ქვეყანაში ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო ახალგაზრდული სფეროს 3-წლიან რეფორმაზე მუშაობა. 89 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი რეფორმა შედგება 4 ფაზისგან, რომლის პირველი ფაზის - სტრუქტურირებული რეფორმის ნაწილს სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მანამდე არსებული სამი ახალგაზრდული უწყების გაერთიანებით მთავრობის დაქვემდებარებაში შეიქმნა: 1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი 2. სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 3. სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. სააგენტოს წლიური ბიუჯეტი განისაზღვრა 5 მლნ ₾ (წინა სამი უწყების ჯამური ბიუჯეტი 7,5₾), საშტატო ერთეული კი - 44 (წინა სამი უწყების ჯამური საშტატო ერთეული - 60). სააგენტოს ძირითად ფუნქციად განესაზღვრა: 1. სახელმწიფოს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე დაყრდნობით, მთავრობის ახალგაზრდული სფეროსა და საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება 2. მათი აღსრულება და 3. შესრულების კოორდინირება სხვადასხვა სამინისტროსა და სსიპ-ს შორის, მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება; აღნიშნული 3-წლიანი, ფუნდამენტური რეფორმის მიზანია ახალგაზრდული სფეროს მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას. რეფორმის კონცეფცია ეფუძნება ევროპის საბჭოს ღირებულებებს, სტანდარტებს, ევროკავშირთან გაფორმებული ასოციირების ხელშეკრულების მიხედვით აღებულ ვალდებულებებსა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას. რეფორმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა, როგორც ადგილობრივი საჭიროებები, ასევე ახალგაზრდების, სფეროს ექსპერტების, ადგილობრივი თვითმმართველობების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები. რეფორმის ქვაკუთხედს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მონაწილეობაზე დაფუძნებული ეროვნული და მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება წარმოადგენს. სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ მომზადებული სამწლიანი რეფორმის მიმართულებები არის შემდეგი: 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია − 2025-ის შემუშავება; მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება; ახალგაზრდების მონაწილეობის მექანიზმების განვითარება; ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება; ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის ინსტიტუციონალიზაცია; ჰობი-განათლების სისტემის განვითარება; რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობის (ბანაკები) განვითარება; საინფორმაციო და ციფრულ-ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება; სამეწარმეო, ციფრული და სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა. სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025-ის შემუშავება: საანგარიშო პერიოდში დაიწყო მუშაობა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგია 2025“-ზე გაეროს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით. დოკუმენტის შემუშავება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. 90 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება: მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ექსპერტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად, პირველ ეტაპზე ქვეყნის 10 რეგიონიდან 11 საპილოტე მუნიციპალიტეტი შეირჩა. პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება, კერძოდ, მიმდინარეობს მუნიციპალური ახალგაზრდული მუშაკების სასერტიფიკატო კურსის მომზადება/განხორციელება და მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის თებერვალში, ათივე რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტის 15 სამთავრობო და 15 არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი სტრასბურგში 5-დღიან ტრენინგკურსზე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, მუნიციპალური ახალგაზრდული მუშაკების სერტიფიცირების 6-თვიანი პროგრამის ფარგლებში თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პირველ ონლაინტრენინგკურსში, რომლის მიზანიც არის, ხელი შეუწყოს მათი კომპეტენციების განვითარებას, ახალგაზრდების საჭიროებებსა და მონაწილეობაზე დაფუძნებული ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმართულებით. ახალგაზრდების მონაწილეობის მექანიზმების განვითარება: ახალგაზრდული პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის ექსპერტთა მისია. ადგილზე მდგომარეობის შესწავლის შემდეგ მისიამ მოამზადა რეკომენდაციები საქართველოში მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 29 ნოემბერს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის მხარდაჭერა. საანგარიშო პერიოდში მოწვეული ექსპერტის ჩართულობითა და ევროპის საბჭოს „ახალგაზრდული მიმართულების მრჩეველთა საბჭოს“ მოდელის გათვალისწინებით, შემუშავდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდობის სააგენტოს პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფასა და ახალგაზრდულ სექტორში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრობა არის სრულიად მოხალისეობრივი და მიზნად ისახავს უშუალოდ და მხოლოდ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებას. ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება: საანგარიშო პერიოდში მთავრობამ ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის შექმნა საგრანტო კონკურსი მილიონიანი ფონდით, რომელის მიზანს წარმოადგენს თითოეულ რეგიონში გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი ახალგაზრდული მდგრადი პლატფორმების შექმნა, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში 10 რეგიონის წარმომადგენელი ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები, მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებული საკონკურსო ჟიურის გადაწყვეტილებით, მიიღებენ დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ ახალგაზრდულ 91 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ორგანიზაციების 92 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ხელშემწყობ სხვადასხვა აქტივობაში. ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის ინსტიტუციონალიზაცია: სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდის მანძილზე, ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით შემუშავდა ახალგაზრდული მუშაკების მომზადების საგანმანათლებლო კურსი, რომელიც ამ ეტაპზე გადის სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ აკრედიტაციის პროცედურებს. ევროკომისიის მიერ დაფინანსდა პროექტი „უნარები წარმატებისთვის“, რომელიც ითვალისწინებს მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის, დასაქმებისთვის საჭირო საკვანძო უნარების განვითარების ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას, და ამ მიმართულებით მობილური ახალგაზრდული მუშაკის განვითარებას საპილოტე მუნიცპალიტეტებში. რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობის (ბანაკები) განვითარება: რეფორმის ერთ-ერთ მიზანს ახალგაზრდულ ბანაკებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ბანაკის მონაწილეებთან ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში დაიწყო ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკებისა და რეკრეაციული პროგრამების სტანდარტებზე მუშაობა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018-2020“, რომლის 2020 წლის ეტაპისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი არის მოსამზადებელი ფაზა საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პოტენციური სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ჰობი-განათლების სისტემის განვითარება: ჰობი-განათლება არის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას მათი ინტერესების/ჰობის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდში შესწავლილ იქნა ქვეყანაში ჰობი განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ჰობი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავებისთვის. საინფორმაციო და ციფრულ-ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება: ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საინფორმაციო და ციფრულ-ახალგაზრდულ საქმიანობას. საანგარიშო პერიოდში შეიქმნა ციფრული პლატფორმა youthplatform.gov.ge, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საინფორმაციო და ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის სერვისის განვითარება. აგრეთვე მომზადდა ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის სტრატეგია და ციფრული ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების სამუშაო ვერსია. სამეწარმეო, ციფრული და სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა: ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული ხარისხიანი არაფორმალური საგანმანთლებლო პროგრამები. საანგარიშო პერიოდში მომზადდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის მიმართულებით ახალგაზრდების წინაშე არსებული ბარიერების 93 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი გამოვლენას, მათზე რეაგირების ქმედითი მექანიზმების შემუშავებასა და ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის განვითარების ხელშეწყობას. 3.3 კულტურა კულტურის ეფექტიანი მართვისა და დაფინანსების დეცენტრალიზაციისთვის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საკონკურსო პროგრამის ინიციირება, სადაც ჩართულნი არიან დარგობრივი სსიპ ორგანიზაციები. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით, საკონკურსო კომისიების შემადგენლობა დაკომპლექტებულია დარგობრივი ექსპერტების, საჯარო და კერძო სექტორისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით. 2019 წელს ჩატარდა 19 კონკურსი. გრძელდება კულტურის ეროვნული ფონდის ფორმირება და სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის საჭირო სტრუქტურის, მართვის მექანიზმებისა და სამოქმედო გეგმის მომზადებისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება. საანგარიშო პერიოდში დაიწყო კულტურის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანიების შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა. 2020 წელს შრომის ანაზღაურება გაეზარდათ სსიპ − მუზეუმებისა და პროფესიული თეატრების თანამშრომლებს. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართლებრივი ნორმების შევსებისა და სრულყოფის მიზნით, მიმდინარეობს „ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის“ კოდექსის შემუშავება. ასევე მიმდინარეობს არქეოლოგიური მემკვიდრეობის ნაწილის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა, რაც უახლოეს მომავალში მზად იქნება საკანონმდებლო ინიციატივისთვის. საანგარიშო პერიოდში:  დასრულდა 71 ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, კონსერვაცია და არქეოლოგიური შესწავლა;  მომზადდა კულტურული მემკვიდრეობის 68 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო და წინასაპროექტო დოკუმენტაცია;  115 ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ 20 ძეგლს.  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრისათვის რეკომენდაცია გაეწია 96 ძეგლს. მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარული ნუსხის განახლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა ვარძიის ისტორიულ ლანდშაფტში არსებული რესურსების დეტალური კვლევა, მოხდა გამორჩეული ობიექტებისათვის (24 ობიექტი) ძეგლის სტატუსის განსაზღვრა. სრულდება მუშაობა საქართველოში ებრაელთა კულტურული ტრადიციების ნომინაციისთვის - იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანილ იქნა ქართული ნომინაცია „ქართული ჭიდაობა“. ორგანიზაციას სიაში შესატანად წარედგინა ორი ახალი ნომინაცია „ქართული სუფრის ტრადიცია“ და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლი „საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“. დაფინანსდა UNESCO-ს „კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის საერთაშორისო ფონდში წარდგენილი პროექტი „შემოქმედებითი გარდასახვა“. აღსანიშნავია, რომ UNESCO-მ თბილისი დაასახელა 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად. კულტურული მარშრუტების მიმართულებით გამოცხადებულ ორ საგრანტო კონკურსზე დაფინანსდა 8 პროექტი. შეიქმნა კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია 93 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი Cultural Routes Georgia, Android და iOS პლატფორმებისათვის, სადაც დატანილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. საქართველო ოფიციალურად შეუერთა ისტორიული ევროპული ბაღების ასოციაციას, რომელიც კურირებს ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში გაწევრიანებულ „ისტორიული ბაღების მარშრუტს“, სადაც საქართველო 5 ისტორიულ ბაღს წარადგენს. საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმის მასპინძელ ქვეყნად. საერთაშორისო მნიშვნელობის უმაღლეს ფორუმს 2021 წლის შემოდგომაზე ქ. ქუთაისი უმასპინძლებს. შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, ჩაატარდა ორი საგრანტო კონკურსი, სადაც დაფინანსდა 5 შემოქმედებითი და ინოვაციური პროექტი, რომელთა უმეტესობა გულისხმობს ფიზიკური ან ვირტულური სივრცეების განვითარებას შემოქმედებითობის ხელშესაწყობად. საანგარიშო პერიოდში სსიპ − შემოქმედებითმა საქართველომ მიიღო იუნესკოსა და ევროკავშირის დაფინანსება პროექტისთვის: „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში“. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა მუშაობა კულტურული დიპლომატიის მიმართულებით. მოხდა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში შეთანხმების პარაფირება. უცხოეთში ქართული კულტურის, ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ქართული ენის ჩართვა. ქართული კინოს ცნობადობის გაზრდის მიმართულებით განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი და უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებზე. ასევე პროექტის - „საქართველო ევროპაში/ევროპა საქართველოში“ ფარგლებში, ევროპასთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებთან ურთიერთანამშრომლობით, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ განხორციელდა ათეულობით ღონისძიება: გამოფენა, კონცერტი, კინოჩვენება, თეატრის გასტროლები და სხვა. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა 3 კონკურსი. ხელი შეეწყო მოსწავლეების, სტუდენტების, პედაგოგების, პროფესიული განვითარებისა და ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. კორონავირუსის პანდემით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, კულტურის ობიექტებისა და დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობს:  უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება და მისი დანერგვისათვის სექტორული გაიდლაინების შექმნა;  25 მარტიდან კულტურის სსიპ ორგანიზაციები შეუერთდნენ აქციას #დარჩისახლში გზავნილით #კულტურათქვენთვის. კამპანის ფარგლებში განხორციელდა 800-ზე მეტი ონლაინაქტივობა; მაყურებელს 200-ზე მეტი სარეპერტუარო სპექტაკლის ონლაინჩვენებაზე დასწრების შესაძლებლობა აქვს. 12 კონკურსი კულტურული ინსტიტუციების, ორგანიზაციებისა და ხელოვანებისათვის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდა მიმდინარე კონკურსების ფარგლებში განაცხადების მიღების ვადების გახანგრძლივება და საკონკურსო პირობების არსებულ გამოწვევებთან ადაპტირება, ასევე ამოქმედდა საკონკურსო განაცხადების მიღების ონლაინმექანიზმი. 94 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი 3.4 სპორტი გრძელდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატების/ტურნირების საქართველოში მასპინძლობისათვის აქტიური მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, აისახება, როგორც სპორტის, ისე ქვეყნის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. ამ მიზნით, სპორტის სხვადასხვა სახეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა სპორტის 43 სახეობაში 102 ეროვნული და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრის ორგანიზება ან/და მასში მონაწილეობა და 164 სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. საქართველომ უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს. „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ გაეროს მიერ დაწესებული სპორტის დღის წარმატებით განხორციელებისათვის, საქართველო მსოფლიო 148 ქვეყანას შორის ნომინირებულ იქნა 8 საუკეთესოში. 2019 წელს, 23-30 სექტემბერს, უკვე მეორედ გაიმართა ევროკომისიის ინიციატივით დაფუძნებული ყველაზე დიდი მასობრივ-სპორტული ღონისძიება „ევროპის სპორტის კვირეული“ ქალაქ თბილისსა და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში. ჯამში ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა. გაიხსნა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“, რომელიც სასწავლო წლის მანძილზე გრძელდება და მასში ასი ათასზე მეტი მოსწავლე ერთვება. დასრულდა „მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის სტრატეგიისა“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობაში იქმნება ახალი საუნივერსიტეტო ლიგები, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ეროვნულ ღონისძიებებსა და ასევე საერთაშორისო უნივერსიადებში. ქართული სპორტის ისტორიაში საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი სპორტული შედეგი - შემოდგომიდან წლის ბოლომდე სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მოპოვებულ იქნა 6 მსოფლიო ჩემპიონის მედალი. მთლიანობაში რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეული შედეგების მხრივ. კერძოდ, ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს ჯამში 1 222 მედალი (448 ოქრო, 356 ვერცხლი, 418 ბრინჯაო). გაიზარდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერა. ყოველწლიურად ხორციელდება დამსახურებული სპორტის მოღვაწეების და ვეტერანი სპორტსმენების სოციალური მხარდაჭერის პროგრამები. ასევე გრძელდება ოლიმპიური ჩემპიონების, პერსპექტიული და საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებული სპორტსმენების მხარდაჭერის პროგრამები. სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით, არსებული რეალობის შესწავლისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, შემუშავდა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2019 წელს საქართველომ მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვა „EUROBASKET 2021-ის“ მასპინძლობის უფლება, რაც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის. 2020 წლის თებერვალში მთავრობამ დაიწყო 10 ათას მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების 95 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები, ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობის მიზნით. ევროპის საბჭოსთან და ავსტრალიურ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად, ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციებში წარმატებით ჩატარდა სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების რისკების შეფასების კვლევა, რაც ასევე ერთ-ერთი პირველი და საპილოტე გამოცდილებაა მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაიდო ყველა სპორტის სახეობის ეროვნული ჩემპიონატები და შეჯიბრებები; შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებთან თანამშრომლობით გადაიდო საქართველოში გასამართი ყველა საერთაშორისო სპორტული ღონისძიება; მოხდა იმ დროს არსებული ყველა ნაკრები გუნდის გამოხმობა საზღვარგარეთ მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრებებიდან და შეკრებებიდან; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საზოგადოებრივი კოლეჯი გადასულია სწავლების დისტანციურ ფორმატზე; ჭადრაკის ფედერაცია მთლიანად გადავიდა ონლაინ სწავლებაზე; ტელესკოლაში ტარდება ჭადრაკის გაკვეთილები; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნული ფედერაციები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ სასწავლო-საწვრთნელ პროცესს ონლაინრეჟიმში. ასევე ახორციელებენ სამწვრთნელო და სამსაჯო ონლაინსემინარებს. გარდა ამისა, შემუშავდა სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი, რომელიც დაეხმარება პროფესიულ სპორტს სწრაფად გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან. 3.5 ჯანმრთელობის დაცვა მთავრობის სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას შედეგად მოჰყვა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამედიცინო სერვისების გამოყენების მატება, ფინანსური ბარიერების შემცირება და ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების მნიშვნელოვანი კლება (2012-56%; 2018 - 52%). მთავრობამ ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაზრდის მიზნით, 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო მაღალხარჯიან სერვისებზე გათანაბრებული ტარიფების შემუშავება (კრიტიკული მედიცინა, კარდიოქირურგია და არითმოლოგია). წარმატებით მიმდინარეობს პილოტური პროექტი „შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება და ინტეგრირებული მკურნალობის მოდელი ტუბერკულოზის მართვის ამბულატორიულ დონეზე“. 2020 წლის იანვარში დამტკიცდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სელექციის კრიტერიუმები რეგისტრირებული კონტინგენტის რაოდენობის შესაბამისად (13 000 და მეტი ბენეფიციარი), რომელიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდა მიმდინარე წლის 1 მაისიდან. გეგმური ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელი 140 დაწესებულებიდან შეირჩა 85 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი. აღნიშნული რეფორმის ბაზისს წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ამაღლება და ეფექტიანობის გაზრდა. დაავადებათა მკურნალობიდან პირველადი ჯანდაცვის დონეზე მის პრევენციასა და მართვაზე გადასვლის მიზნით აშენდა ან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 400-მდე სოფლის ამბულატორიას. 20192020 წლებში აშენდა 41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი. ოჯახის ექიმის როლისა და 96 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი მნიშვნელობის გაზრდისთვის, 2019 წლის სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სოფლის ექიმების მონაწილეობა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში. 2019 წლის შემოდგომიდან მომზადდა და უახლოეს მომავალში დაიწყება ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვის პროცესი პირველადი ჯანდაცვის ქსელში, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ისარგებლოს არამხოლოდ ექიმსპეციალისტის მომსახურებით, არამედ ადგილზე ჩაიტაროს კვლევები. იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებლის ზრდისა და მაღალი უსაფრთხოების პროფილის ვაქცინის დანერგვის მიზნით, 2020 წლის აგვისტოდან დაიწყება 18 თვის და 5 წლის ასაკის ბავშვების რევაქცინაცია ოთხვალენტიანი ვაქცინით (პოლიომიელიტი; დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი; დიფტერია-ტეტანუსი). ამ ტიპის ვაქცინებით ვაქცინაცია იმუნიზაციის სტანდარტია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მისი გამოყენება ამცირებს ვაქცინაციის უარყოფითი რეაქციების სიხშირეს და მათთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა 774 778 პირს, მათ შორის, გამოვლენილია სკრინინგით დადებითი 1.8% ახალი შემთხვევა. 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის მაისის თვის მდგომარეობით, C ჰეპატიტის ელიმინაციის კომპონენტში ჩაერთო 9 770 ბენეფიციარი. 2019 წლის აგვისტოდან პაციენტის მხრიდან თანაგადახდა სრულად მოიხსნა და მკურნალობის მთელ კურსს, დიაგნოსტიკიდან მკურნალობის პროცესის ჩათვლით (უფასო მედიკამენტები, მონიტორინგის კვლევები), ფარავს სახელმწიფო. ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლიდან უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა სავალდებულო გახდა პერინატალურ სერვისებში დასაქმებული ექიმებისათვის, ხოლო 2019 წლიდან - გადაუდებელი მედიცინის სერვისებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისათვის. უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობების ფარგლებში მისანიჭებელი კრედიტ-ქულების სისტემა შესაბამისობაში მოვიდა ევროპულ კრედიტებთან. საექთნო სფეროში სისტემური რეფორმის განხორციელების მიზნით, დამტკიცდა „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია“. 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დანერგვა, რომელიც, პრაქტიკულად, განსაზღვრავს სახელმწიფოს ეფექტიან და გრძელვადიან ინტერვენციებს ფარმაცევტული საქმიანობის, ფარმზედამხედველობის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსებისა და რეალიზაციის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. აღნიშნული უზრუნველყოფს ქართული ფარმაცევტული საწარმოო და სადისტრიბუციო პოტენციალის ამაღლებას, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს, საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას. ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა ცვლილებები ფსიქიკური დახმარების შესახებ კანონში შეზღუდვის მეთოდებთან დაკავშირებით. საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, 2020 წლიდან დაიწყო მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისების დაფინანსება. მიმდინარე წლის იანვრიდან ბედიანში ამოქმედდა თავშესაფრის ტიპის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება, სადაც მოთავსებულია 35 ბენეფიციარი. 2019 97 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი წლის ბოლოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელ რამდენიმე დაწესებულებას. მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის გაცემული ხარისხის სერტიფიკატის მქონე, ან ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშის მიერ რეგისტრირებული მედიკამენტების ნუსხის მიხედვით, პაციენტები წამლებს მიიღებენ უფასოდ, ნოზოლოგიური ჯგუფების ფარგლებში განსაზღვრული წლიური ლიმიტის შესაბამისად. აღნიშნული ხელს შეუწყობს მაღალხარისხიან მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც სახელმწიფოს მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დადასტურებაა საკუთარი მოსახლეობის მიმართ. წამლების ნუსხას 0-5 წლის ასაკის ბენეფიციარებისთვის დაემატა ანტიბაქტერიული მედიკამენტები. 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების აღნიშნული პროგრამით ისარგებლა 103 106 პირმა, მათ შორის, 65 953 იყო საპენსიო ასაკის. საქართველოს მასშტაბით განხორციელდა ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა, რომელშიც აისახება პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 2019 წელს შეიქმნა პაციენტის ელექტრონული ბარათი და იგი სავალდებულო გახდა ყველა სტაციონარული დაწესებულებისთვის 2019 წლის შემოდგომიდან, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის - მიმდინარე წლის 1 იანვრიდან. ევროკავშირის ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გახდება ჯანდაცვის პოლიტიკაში გასატარებელი მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი. ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებისკენ მიმართული ზემოაღნიშნული რეფორმების შედეგია მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალი COVID-19 (SARS-CoV-2) ვირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელების საპასუხო დროული, ეფექტიანი, წარმატებული ღონისძიებები და მიღებული შედეგები. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატება, ევროპისა თუ მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნელი ტემპით მიმდინარეობს და ქვეყანამ შეძლო COVID19-ის შემთხვევების მაღალი პიკის თავიდან აცილება. ქვეყნის მთავრობის ბრძოლა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მსოფლიოში წარმატებულ მაგალითად განიხილება. 3.6 სოციალური დაცვა მოსახლეობის სიღარიბისა და სოციალური რისკების პრევენცია/შემცირების მიზნით, ქვეყანაში უწყვეტად ხორციელდება სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით, საარსებო შემწეობით, სოციალური პაკეტით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ბენეფიტებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა. ასევე მიზნობრივი ჯგუფებისათვის გრძელდება სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამები. ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ეტაპობრივად გრძელდება სამთავრობო პროგრამით დეკლარირებული სახელმწიფო პენსიის ოდენობების ზრდა. 98 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საპენსიო განაკვეთის მატება დაიგეგმა ორ ეტაპად:   2020 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის გაიზარდა 20 ლარით და გაზრდილმა ოდენობამ შეადგინა 220 ლარი; 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისთვის განხორციელდება სახელმწიფო პენსიის ზრდის მეორე ეტაპი, პენსიის დამატებით 30 ლარით ზრდა 250 ლარამდე. სახელმწიფო პენსიის მატების პარალელურად, ავტომატურად გადაანგარიშდება სახელმწიფო კომპენსაციაც და მაღალმთიანი დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცემა გაზრდილი დანამატი, პენსიის 20% ოდენობით. სამთავრობო პროგრამაში მითითებული ვალდებულების შესაბამისად, მთავრობამ შეიმუშავა სახელმწიფო პენსიის შემდგომი ზრდის სქემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციას ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით. სქემა უზრუნველყოფს პენსიის ზრდას ყოველწლიურად ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის სოციალური გარანტიის შექმნას. 2020 წლიდან შშმ ბავშვების/მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტი 200 ლარიდან გაიზარდა 220 ლარამდე. 120 ლარიდან 140 ლარამდე ზრდა შეეხო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ პაკეტსაც. სოციალური პაკეტის ზრდის პარალელურად ავტომატურად გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაციაც და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები იღებენ გაზრდილ დანამატს სოციალური პაკეტის 20% ოდენობით. საქართველოს მთავრობის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს 15 ქვეპროგრამას. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება. აღნიშნული პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.  გრძელდება დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. ამ მხრივ, საანგარიშო პერიოდში:  ახალაშენებულ მრავალბინიან კორპუსებში განხორციელდა 772 ოჯახის განსახლება.  დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით მრავალბინიან კორპუსებში მიმდინარეობს 2265 ბინის მშენებლობა.  „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში შესყიდულია 509 საცხოვრებელი ფართი (სახლი/ბინა).  ეკომიგრანტებისთვის ახლად შესყიდულია 167 საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები.  დაიხურა 26 ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტები, საიდანაც 196 ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებელი ფართით. ჯამში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით აღნიშნულ პერიოდში დახარჯული თანხის ოდენობა შეადგენს 32 608 211.37 ლარს. 99 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, გამოვლინდა 50 გამარჯვებული. აქედან, 26 პირისთვის სრულად არის შეძენილი პროფესიით მათი თვითდასაქმებისთვის საჭირო სახელობო იარაღები, ხოლო დარჩენილ 24 პირზე მიმდინარეობს შესყიდვის ღონისძიებები. დამატებით, განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 14 გამარჯვებული, სასოფლო-სამეურნეო და სურსათის პირველადი წარმოება/გადამუშავების მიმართულებით. გარდა ამისა, დაახლოებით 130 დევნილ სტუდენტს, სწავლის შეჩერებამდე ყოველთვიურად უნაზღაურდებოდათ საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლებელში გადაადგილების ხარჯი. კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტიანად გამკლავების მიზნით სოციალური დაცვის მიმართულებით გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) უწყვეტად გაცემა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის იურიდიული ძალის შენარჩუნება და სოციალური პაკეტის უწყვეტად გაგრძელება, იანვრის თვიდან შეჩერებული საარსებო შემწეობების განახლება და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გაცემის უწყვეტობის უზრუნველყოფა და სხვა. სახელმწიფო დახმარების მიღების უფლება 6 თვის ვადით მოიპოვეს: „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებულმა 650001 – 100000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებმა (ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად). საკომპენსაციო თანხა ერთწევრიანი ოჯახებისთვის შეადგენს 70 ლარს, ორწევრიანი ოჯახებისთვის 90 ლარს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ოჯახის თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით. ასევე, ყოველთვიურ დახმარებას, თვეში 100 ლარის ოდენობით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001 მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ასაკის შვილი. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სოციალური პაკეტით განსაზღვრულ დახმარებასთან ერთად დამატებით მიიღებენ 100 ლარს, 6 თვის განმავლობაში. 4. სახელმწიფო მმართველობა 4.1 საჯარო მმართველობის რეფორმა დემოკრატიული და კარგი მმართველობის გამყარებისთვის საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან მიმდინარეობს და 6 მიმართულებას ფარავს. საჯარო მმართველობის გაუმჯობესების კუთხით საანგარიშო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული. კერძოდ, შედეგზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის დანერგვის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი. მთავრობის მიერ ასევე, დამტკიცდა პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების განახლებული სახელმძღვანელო, რომელიც ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპებისა და საჯარო მოხელეებისა და OECD/SIGMA-ის ექსპერტების პრაქტიკული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა. სახელმძღვანელო პრაქტიკული 100 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით დაეხმარება საჯარო მოხელეებს ხარისხიანი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და გაზომვადი, შედეგებზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების მიდგომის ჩამოყალიბებაში. ამავდროულად, 100-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა საჯარო პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სატრენინგო კურსში. სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის მიზნით, საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში გრძელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციური და ინსტიტუციური ანალიზის მეორე ეტაპი, რომლის საჭიროება დადგა შესაბამის კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, 2020 წლის პირველ კვარტალში. მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიის შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემებისა და არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სიღრმისეული ანალიზი, ასევე, მათი კატეგორიებად დაჯგუფება. უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაინერგა პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი. შედეგად, საჯარო მოხელეებმა, შემუშავებული წლიური გეგმების შესაბამისად, გადამზადება გაიარეს 2019 წელს აკრედიტებული ხუთი საბაზისო პროგრამის საფუძველზე. გადამზადების პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის განმავლობაში. საჯარო სამსახურის ბიურო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სწავლების პროცესის კოორდინაციას და, სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესაბამისად, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ელექტრონული და დისტანციური სწავლების მოდულების შემუშავების გზით, საჯარო სამსახურში ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობისა და არსებული სიახლეების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით 2019 წლის ბოლოს დამტკიცდა დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025 წლებისათვის, რომლის განხორციელებაც აქტიურად მიმდინარეობს. 4.2 ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები საქართველოში ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობისა და გაძლიერების, მოქალაქისა და ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნისა და ელექტრონული მომსახურების გამარტივების მიზნით, მომზადდა „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებების ამსახველი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მომსახურების გაწევისას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ერთიანი მომსახურების გაწევის ვალდებულების შემოღებას. ამასთან, კანონპროექტი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის აწესებს ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე ელექტრონული მომსახურების ინტეგრაციის ვალდებულებას, რაც ხელს შეუწყობს ელექტრონული მომსახურების პოპულარიზაციას და მის მიღებას „ერთი ფანჯრის პრინციპის" დაცვით. საანგარიშო პერიოდში ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) სერვისების დამატების შედეგად, დღეის მდგომარეობით პორტალზე ხელმისაწვდომია 680 სერვისი. ელექტრონული სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საარქივო დოკუმენტაციის გაციფრულების/დიგიტალიზაციის პროგრამა. საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირების 101 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი სარეგისტრაციო მასალების დამუშავებისა და მათი დიგიტალიზაციის პროექტი. საანგარიშო პერიოდში შესწავლილი და აღრიცხულია 4561 სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (სულ სააგენტოში დაცულია 125 000 სუბიექტის საქმე). აქედან 3 602 სუბიექტზე შექმნილია შესაბამისი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი. გრძელდება სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციის პროექტი. დიგიტალიზაციის პროცესი მოიცავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირებას შესაბამის ელექტრონულ აქტზე. საანგარიშო პერიოდში დიგიტალიზიბულ იქნა 506 510 აქტის ჩანაწერი, ხოლო სულ, პროექტის დასაწყისიდან დღემდე − 6 657 434 აქტი. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის დამატებითი ინსტრუმენტების პოპულარიზაციის კუთხით, საანგარიშო პერიოდში გადამზადდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციის თანამშრომლები, ბიზნესსუბიექტების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, ბიბლიოთეკების თანამშრომლები და ა.შ. დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. მითითებულ პერიოდში დამატებულ სერვისებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ელექტრონული დოკუმენტების მიწოდების სერვისი. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განვითარების, ისევე, როგორც „COVID-19“-ის დაწყებისთანავე მიღებული მყისიერი ზომების შედეგად, მოხდა ძირითადი სახელმწიფო სერვისების სათანადოდ მუშაობის გაგრძელება მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით. უმოკლეს ვადებში გაიზარდა ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ხელმისაწვდომობა, ამასთან, ის სერვისებიც, რომლებიც დისტანციურად არ იყო ხელმისაწვდომი (მაგალითად: პირადობის ელექტრონული მოწმობის, დაბადების პირველადი მოწმობისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა), ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ელექტრონულად. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სერვისით ელექტრონულად სარგებლობა, მათ შორის, სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან/და გვარის შეცვლის განმეორებითი მოწმობებისა და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობების მიღება. საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ერთიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მიდგომებს, როგორებიცაა: გამჭვირვალობა, ერთი ფანჯრის პრინციპი, „უპირობოდ ციფრული“ (Digital by Defoult) და სხვა. აგრეთვე შემუშავდა სახელმწიფო სერვისის ერთიანი ინდექსის კონცეფცია. მომზადდა საერთო შეფასების ჩარჩოს (CAF) მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც ეყრდნობა ევროპის საჯარო მმართველობის კავშირის სახელმძღვანელოს. ამასთან, მომზადდა სახელმწიფო სერვისების საკანონმდებლო ჩარჩო ცვლილებების პაკეტი. 2019 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა და ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალი ბოლნისში. 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება დამატებით 3 ახალი ფილიალი – წყალტუბოში, გარდაბანსა და ქარელში. ასევე მომზადებულია სამტრედიის, ხაშურის, ზესტაფონის, ახმეტის, თერჯოლის იუსტიციის სახლების პროექტები. 102 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი ადგილობრივ დონეზე სერვისების მიწოდებისა და თემის განვითარებისთვის მიმდინარეობდა საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა; საანგარიშო პერიოდში ფუნქციონირება დაიწყო 11-მა საზოგადოებრივმა ცენტრმა; დასრულებულია კიდევ სამი (ხობი, ხარაგაული და ჭიათურა) და მიმდინარეობს ექვსი (ბაღდათი, ვანი, ჩოხატაური, ნინოწმინდი, ასპინძა და დედოფლისწყარო) საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; აგრეთვე მალე დაიწყება ხევის საზოგადოებრივი ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა და მომზადებულია კასპის საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო პროექტი. საანგარიშო პერიოდში არსებული 76 საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით გაიცა 204 647 სერვისი, ხოლო ცენტრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობამ შეადგინა 505, სადაც მონაწილეობა მიიღო 7 800-მდე ადამიანმა. პარალელურად, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინერგება მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმა, რომლის დასრულებაც 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. საარჩევნო სიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის უფასო აქცია. აქცია მოქალაქეთა იმ კატეგორიას ეხება, რომლებსაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა აქვთ. კერძოდ: მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ იურიდიული ძალის მქონე არცერთ დოკუმენტს; მისამართის რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეებს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, დევნილის სტატუსშეჩერებულ მოქალაქეებს; მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს; არასწორ/არაზუსტ მისამართზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს და მოქალაქეებს, რომელთა ფოტოსურათების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაზიანებულია ან არ არსებობს. უფასო აქციით უკვე ისარგებლა 51 826-მა მოქალაქემ. საანგარიშო პერიოდში საველე სამუშაოების შედეგად სიიდან ამოღებულია 1 442 გარდაცვლილი პირი. 4.3 ანგარიშვალდებულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისი ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ღია მმართველობის საკითხების კუთხით საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს მაჩვენებლებზე დადებითი ტენდენცია ფიქსირდება. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (IBP) 2019 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ შეინარჩუნა მეხუთე ადგილი და მოქალაქეების ჩართულობის კუთხით შედეგი 22 ქულიდან 28 ქულამდე გააუმჯობესა. გრძელდება ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) აქტიური მონაწილეობა. მთავრობის ხედვა ღია მმართველობის პროცესის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კოორდინაციის კუთხით ეფუძნება ორ მიზანს: (1) სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და (2) ღია მმართველობის სფეროში ამბიციური რეფორმების ინიციირებას. აღნიშნულს მოყვა ღია მმართველობა საქართველოს პროცესის ორგანიზაციული გამართულობის, კოორდინაციის მაღალი ხარისხისა და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად რიგი ცვლილებების დამტკიცება. 2020 წლის 13 103 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი თებერვალს საქართველოს მთავრობის №110 დადგენილებით საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა ღია მმართველობის მაღალი რანგის საკოორდინაციო საბჭო.27 საანგარიშო პერიოდში დაიწყო ღია მმართველობა საქართველოს 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების მიღება და კონსულტაციები საჯარო უწყებებთან. პროცესი შეაფერხა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ, თუმცა, 2020 წლის ივნისიდან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში განახლდება. მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველო კვლავ მოწინავე ადგილებზეა საერთაშირისო რეიტინგებში ამ მიმართულებით. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის ღია მმართველობისა და კორუფციის არარსებობის კომპონენტში საქართველო რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს. საქართველო ლიდერია რეგიონში საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვითაც. დამატებით, საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა ანტიკორუფციული სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული ანტიკორუფციული დოკუმენტები მომზადდა ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით და მათი აქტიური მხარდაჭერით. სახელმწიფო ინსტიტუტებში გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების განმტკიცების მიზნით, ანტიკორუფციულმა საბჭომ დაამტკიცა კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია. მეთოდოლოგია მიზნად ისახავს, როგორც ინდივიდუალური, ისე ორგანიზაციული რისკებისა და რისკფაქტორების გამოვლენას, რისკის ალბათობის განსაზღვრასა და გავლენის შეფასებას. საჯარო სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნის მიზნით, გრძელდება ცნობიერების ამაღლების კამპანია ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების საკითხებზე. შეიქმნა ეთიკის ელექტრონული სწავლების პლატფორმა და მიმდინარეობს მოდულის შინაარსობრივ საკითხებზე მუშაობა. გარდა ამისა, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების სისტემის განახლების მიზნით, მიმდინარეობს დეკლარაციების შევსების ელექტრონული სისტემის სრულყოფა. ამასთანავე, გრძელდება შერჩეული დეკლარაციების მონიტორინგი. 27 „საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება №110, 2020 წლის 13 თებერვალი, ხელმისაწვდომია აქ. 104 | 2 0 1 9 - 2 0 2 0 ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ გ ა რ ი შ ი