რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსებიდან გამოთავისუფლებული თანხის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად მიმართვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1278
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსებიდან გამოთავისუფლებული თანხის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად მიმართვის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით მიმდინარე „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსებიდან გამოთავისუფლებული თანხის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად მიმართვის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს, „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ეკონომიის შედეგად მიღებული საკრედიტო რესურსებიდან გამოთავისუფლებული თანხით 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაციის დაფინანსების და შესაბამისად, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი