რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის(IBRD) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №462
2015 წლის 12მარტი
ქ. თბილისი
რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მმართველთა საბჭოს, 2011 წლის 16 მარტის №612 და №613 რეზოლუციების (შემდგომში - რეზოლუციები) ფარგლებში, IBRD-ის კაპიტალის გაზრდის შესახებ.
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რეზოლუციებით დადგენილი პირობების შესაბამისად და სათანადო პროცედურების განხორციელებით, უზრუნველყოს საქართველოს მონაწილეობა IBRD-ის კაპიტალის გაზრდაში საქართველოსთვის დამატებით გამოყოფილი აქციების სრულად გამოწერით (callable აქციები) და გამოსყიდვით (paid-in აქციები).
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს მიენიჭოს IBRD-ის სელექციური და ზოგადი კაპიტალის გაზრდის აქციების გამოწერის ფორმებზე და IBRD-ის კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული იურიდიული ქმედებების განხორციელების დამადასტურებელ მემორანდუმზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი