ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2057
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2057

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული საქართველოს ვალდებულე ბის თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალში ანაზღაურებადი აქციების „paid-in shares“გამოსყიდვასთან დაკავშირებით2,400,000 აშშ დოლარის გადარიცხვა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის არსებული რესურსის 2,400,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით შემცირება და ამავე თანხით საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან არსებული ვალდებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაზრდა.

პრემიერ-მინისტრი   ბ . ივანიშვილი