საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების (საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები 2014) პროექტის მოწონებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№406
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 02/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №406

2013 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების (საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები  2014) პროექტის მოწონებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტი (250,000 აშშ დოლარი) „საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული მოსამზადე ­ბე ­ლი სამუშაოები  2014“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტ ­როსათვის საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პროექტზე „საქართველოს მოსახლეობის აღწე ­რას ­თან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები 2014“ ხელმოწე ­რის უფლებამოსილების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით გათვა ­ლისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა „გრან ­ტე ­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სსიპ-საქართველოს სტა ­ტისტიკის ეროვნული სამსახური განისაზღვროს ამ განკარგულებით გათ ­ვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ.

პრემიერ-მინისტრი                                                   ბ . ივანიშვილი