„ამნისტიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/470/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისიწინებით, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას და ამ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 260-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ,273-ე მუხლის და 2731 მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს. მუხლი 1 1. გათავისუფლდნენ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომელებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 260-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მათ მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნიშნით. 2. გათავისუფლდნენ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 261-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მათ მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნიშნით. 3. გათავისუფლდნენ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომელებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. 4. გათავისუფლდნენ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომელებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 2731 მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მათ მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის ან/და შენახვის ნიშნით. 5. გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტებში მითითებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე. მუხლი 2 1. პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ერთობლიობის ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა წესის გამოყენებით, ეს კანონი შეეხება თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე. 2. ამ კანონით გათალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. მუხლი 3 ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4 პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. მუხლი 5 ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/ აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე, ასევე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე. მუხლი 6 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 31 მაისამდე. მუხლი 7 1. ბრალდებულზე, მათ შორის ძებნილ ბრალდებულზე, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. 2. მსჯავრდებულზე, მათ შორის ძებნილ მსჯავრდებულზე, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების შესახებ სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. 3. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 8 ყველა პირს, რომლებზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მუხლი 9 ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტრია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. მუხლი 10 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 11 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ამნისტიის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ჰუმანიზმისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე საკანონმდებლო ხარვეზის არსებობის პირობებში, რადგან დღემდე არ განხორციელდა ნარკოპოლიტიკის რეფორმა და არ მოხდა შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში საჭიროა პარლამენტმა მიიღოს ამნისტიის აქტი. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დღემდე ვერ განახორციელა ნარკოპოლიტიკის რეფორმა, არ მოამზადა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც აუცილებელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდგომ. დღეს საპატიმროში სასჯელს იხდის არაერთი პატიმარი იმ დანაშაულისთვის, რაც წესით არ უნდა ითვალსწინებდეს პატიმრობას და სასჯელის მოქმედ ზომას. 2001 წელს ევროპის კომისიის მიერ ევროკავშირის საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისათვის შემუშავებულ წინადადებაში, რომელიც ადგენს საბაზისო დებულებებს აკრძალული ნარკოტიკებით ტრეფიკინგის სფეროში დანაშაულის შემადგენელი ელემენტებისა და სასჯელის ზომების შესახებ მკაფიოდ არის გამიჯნული ერთმანეთისაგან ნარკოტიკული დანაშაული, ჩადენილი მოგების მიღების მიზნით, რაც უნდა შედიოდეს ნარკოტიკებით ტრეფიკინგის შემადგენლობაში და ნარკოტიკული დანაშაული, ჩადენილი მოგების მიღების მიზნის გარეშე, რაც უნდა შედიოდეს პირადი მოხმარების შემადგენლობაში. ევროკავშირის საბჭოს 2004/757/ JHA ჩარჩო გადაწყვეტილებაში, რომელიც ადგენს მინიმალურ დებულებებს აკრძალული ნარკოტიკებით ტრეფიკინგის სფეროში დანაშაულის შემადგენელი ელემენტებისა და სასჯელის ზომების შესახებ ხაზგასმულია, რომ წევრი ქვეყნების კანონმდებლობაში დასჯად ქმედებებად უნდა იქნეს მიჩნეული: ➢ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების წარმოება, დამზადება, ექსტრაქცია, მომზადება, ნებისმიერი შეთავაზება, პირობებით, გასაყიდად შეთავაზება, შუამავლობა, ტრანსპორტირება, იმპორტი, ექსპორტი; გაყიდვა, გადაგზავნა, მიწოდება ტრანზიტი, ➢ მოყვანა (კულტივაცია); ➢ ფლობა ან შესყიდვა რომელიმე ზემოჩამოთვლილი მიზნით; ➢ პრეკურსორების წარმოება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია წინასწარი შეცნობით, რომ გამოყენებული იქნება ნარკოტიკულ საშუალებათა წარმოების ან დამზადებისათვის. აღსანიშნავია, რომ აღიშნული ჩარჩო გადაწყვეტილება არ ვრცელდება დანაშაულებზე, თუ ისინი ჩადენილია პირადი მოხმარების მიზნით. წლებია მიმდინარეობს მსჯელობა საკითხზე, რომ ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და გახდეს მეტად ჰუმანური. ამ მიმართულებით, საზოგადოება თანხმდება რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე, თუმცა ჯერჯერობით საკანონმდებლო პროცესი არ არის დინამიკური. სამწუხაროდ, დღესაც, ძალიან ბევრი ადამიანი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სასჯელს იხდის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენის, შენახვის ან/და დამზადებისათვის. ის ოდენობები, რის გამოც ამ ადამიანებს საპატიმრო სასჯელი აქვთ დაკისრებული არის შემთხვევები, რომ ეს ნივთიერებები მათ არა გავრცელების, არამედ პირადი მოხმარების მიზნით ჰქონდათ. ოდენობების საკითხი არის ძალიან პრობლემური და საჭიროებს გადახედვას. დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც არსებობს რიგი აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელთაც საერთოდ არ გაჩნია მცირე ოდენობა და მოხმარებისთვის საწყისი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი კანონდამრღვევის მიმართ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა დგება, უფრო მეტიც, არსებული რეალობის მიხედვით, ოდენობას და განსაკუთრებით დიდ ოდენობას შორის დიდ ხშირად იმდენად მცირე განსხვავებებია, რომ მათზე დაწესებული სასჯელი ობიქტური პირისათვის ცალსახად უსამართლოა( მაგალითისთვის, „ბუპრენორფინი“- 0,012 გრამი მიიჩნევა დიდ ოდენობად, ხოლო 0, 12 განსაკუთრებით დიდ ოდენობად, „ეკგონინი- 0.02 გრამამდე მიიჩნევა დიდ ოდენობად, ხოლო 0, 02 გრამზე მეტი განსაკუთრებით დიდ ოდენობად, მესკალინი- 0,0006 გრამამდე მიიჩნევა დიდ ოდენობად, ხოლო 0,0006 გრამზე მეტი განსაკუთრებით დიდ ოდენობად და ა.შ). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოდენობების განსაზღვრის მიმართულებით დაგეგმილია რეფორმა და რაც დღეს მიიჩნევა დიდ ოდენობად, რეფორმის შემდეგ შესაძლოა მცირე ოდენობად იქნეს მიჩნეული და ა.შ. ამიტომ, რეფომის განხორციელებამდე აუცილებელია მსჯავრდებულ და ბრალდებულ პირებს შეეხოს ამნისტიის მოქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი კონსტუციური უფლებების ხელყოფა. საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდება პარლამენტის რეაგირებას, რომ განახორციელოს ცვლილებები და არსებული პრობლემები გადაჭრას. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა დღემდე ვერ შეძლო გადაწყვეტილება საკითხის და განეხორციელებინა მოსაწესრიგებლად. განსხვავებით, ამ ცვლილებები პერიოდის ნარკოპილიტიკასთან მიეღო კანონმდებლობაში ამ მანძილზე, პარლამენტისაგან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. კერძოდ: თავდაპირველად, 2015 წელს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ბექა წინარიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამის შემდეგ, საკონტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე წინააღმდეგ. საქმე ლაშა ეხებოდა ბახუტაშვილი საქართველოს 0.00009 ნარკოტიკული გრამი პარლამენტის საშუალება „დეზომორფინის“ შეძენა-შენახვისთვის არსებულ სასჯელს. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინი“ მოსახმარებლად უვარგისია, ამიტომ მისი შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება ცნო არაკონსტიტუციურად. ამავე წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდევ ერთი სარჩელი საქმეზე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საპატიმრო სასჯელის გამოყენება ცნო არაკონსტიტუციურად 151 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანადათესვისთვის. უმნიშველოვანესი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბერს საქმეზე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშულ საქმეში სასამართლომ პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურად დაკისრება ცნო ნარკოტიკული სისხლის სამართლის საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, ხოლო 2018 წლის 30 ივლისს საქმეზე ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიახუნის მოხმარებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია. 2020 წლის 4 ივნისს, საქმეზე ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, ძალადაკარგულად ცნო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პირს მოხმარებისთვის არასაკმარისი ნარკოტიკი აღმოაჩნდება, ის აღარ დაისჯება პატიმრობით. ამ გადაწვეტილებების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ პარლამენტმა ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ არსებული მკაცრი და უსამართლო პოლიტიკა უნდა შეარბილოს და განახორცილოს შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებები. განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე არსებულ მარეგულირებელ კანონმდებლობა დროულად მოწესრიგდეს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით მოხმარება კვლავ კრიმინალიზირებულია. წიქარიშვილის საქმეში, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან საკუთარი აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია. შესაბამისად, მანამ, სანამ პარლამენტი არ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს მიზანშეწონილია განხორციელდეს ამნისტია, რომ თავიდან იქნეს აცილებული მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული უსამართლო სასჯელები. 2019 წელს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ განხორციელდა კვლევა საქართველოში ნარკოპოლიტიკის შესახებ. კვლევაში მიმოხილულია ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკის, საკანონმდებლო ჩარჩოს და სისხლისსამართლებრივი პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები. აღნიშნული კვლევის თანახმად:1 ➢ ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი შეჩერებულია და ხელისუფლებას საჯაროდ ამ დრომდე არ წარმოუდგენია საკუთარი ხედვა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. დღემდე გაურკვეველია, რომელი უწყებაა პასუხისმგებელი ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესის კოორდინირებასა და დაინტერესებულ ჯგუფებთან საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნაზე; ➢ ხელისუფლება კვლავაც საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებების აღსრულების რეჟიმში რჩება, თავს არიდებს სისტემური რეფორმის ინიცირებას და საკითხზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებას; ➢ მართალია, 2018 წელს გაზრდილია პირობითი მსჯავრის გამოყენების შემთხვევები ნარკოტიკების მოხმარების ან მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისთვის, თუმცა, ამ დანაშაულებისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება; ➢ გასულ წელს, შემცირდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა და მცირედით გაიზარდა დადებითი პასუხის მაჩვენებელი გადაყვანილ პირთა ექსპერტიზის შედეგებში. მიუხედავად ამისა, ნარკოტესტირებაზე გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლები და გადაყვანილ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავაც კრიტიკის საგანია; ➢ არ აღირიცხება სტატისტიკური ნარკოტიკულ მონაცემები, დანაშაულთან რომელიც დაკავშირებული არსებითად ისეთი მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის სფეროში პოლიტიკის რაციონალურად და სამართლიანად განსაზღვრისთვის. ➢ კანონმდებლობით ავტოტრანსპორტის შეიცვალა მძღოლის და გარკვეულწილად, ნარკოტესტირების უკეთ მოწესრიგდა მეთოდები, თუმცა, უცვლელია ზოგადად ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები და ქუჩიდან ნარკოტესტიერბაზე პირთა გადაყვანის პროცედურები; ➢ მოქმედი კანონმდებლობა, ნარკოტიკული ნივთიერების ობიექტური ოდენობის მიუხედავად, უშვებს არაჰუმანური სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თავიდან აცილების ერთადერთი, ლეგიტიმური საშუალება ბრალდებულისთვის, საპროცესო შეთანხმებით, ალტერნატიულ სანქციებზე მორიგებაა; 1 https://emc.org.ge/ka/products/narkopolitika-sakartveloshi-shecherebuli-reforma-da-akhali-tendentsiebi ➢ სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ნარკოტიკულ დანაშაულებზე იმდენად დაბალია, რომ პოლიციელთა შეთანხმებული ჩვენებებისა და ნარკოტიკულ საშუალებაზე დანიშნული ქიმიური ექსპერტიზის არსებობის პირობებში, პირის მსჯავრდება უკვე შესაძლებელი ხდება. ამ ფონზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 მარტის N3844 წერილის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის 6 მარტის მდგომარეობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მხოლოდ შეძენა-შენახვისათვის) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულია 969 პირი, რომელთაგან ბრალდებულია 156, ხოლო მსჯავრდებული − 813. ამავე წერილის მიხედვით, მდგომარეობით, საქართველოს ასევე ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 6 მარტის სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელს იხდის 1 პირი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამნისტიის პროექტის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული მსჯავრდებული და ბრალდებული პირების კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან მსჯავრდებული პირები დროულად გათავისუფლდნენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან, ხოლო ბრალდებულების მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეთა წარმოება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებიც მსჯავრდებულნი/ბრალდებულნი არიან ამნისტიის პროექტში მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ამნისტიის მიღების შემთხვევაში აღნიშნული პირები დატოვებენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს. ასევე, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა. გარდა ამისა, მნიშნელოვანია ის გარეოება, რომ იმ პირებს, რომლებსაც შეეხება ამნისტიის მოქმედება აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის მიხედვით: ➢ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 260-ე მუხლის პირველი, მეორე , მესამე ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მათ მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნიშნით; ➢ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც ჩადენი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 261-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მათ მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნიშნით; ➢ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ➢ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 2731 მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მათ მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის ან/და შენახვის ნიშნით. გარდა ამისა, პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ერთობლიობის ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა წესის გამოყენებით, ეს ამნისტიის კანონი შეეხება თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე. ამასთან, ამნისტია ერთაირად და პროპორციულად გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ნასამართლეობის საკითხს რაც შეეხება, მისი მოხსნა მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პირებს, რომლებსაც შეეხება ამნისტიის მოქმედება უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. პროექტის მიხედვით, კანონის მოქმედება არ გავრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/ აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე, ასევე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე. ამნისტიის მოქმედება მხოლოდ იმ პირებს შეეხება, ვინც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 31 მაისამდე. რაც შეეხებაა, ამნისტიის აღსრულებას იგი უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. პროექტის მიხედვით, ბრალდებულზე მათ შორის ძებნილ ბრალდებულზე, ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. რაც შეეხება მჯავრდებულ პირებს, მათ შორის ძებნილ მსჯავრდებულებს, ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მიიღებს შესაბამისი სასამართლო. იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება დასრულებელ სამართალწარმოებას, გადაწყვეტილებას მიიღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს გაგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. ძებნილ მსჯავრდებულებზე, ამნისტიის აღსრულების შესახებ სასამართლოს მიმართავს საქართველოს პროკურატურა. კანონპროექტის მიხედვით, ყველა პირს, რომლებზეც გავრცელდება ამნისტიის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით, ხოლო კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდება ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია იმ პირების პასუხისმგებლობისაგან დროულ გათავისუფლებასთან, რომელსაც შეეხება ეს კანონი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროკურატურისათვის და სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. სწორედ მათ მიერ, არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოხდება იმ პირთა საქმეების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ვისაც შეეხება ამნისტია. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2020-2023 წლების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტი გამოიწვევს 2020 და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. კერძოდ, ის პირები რომლებსაც შეეხება ამნისტიის აქტის მოქმედება, პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლდებიან, რა შემთხვევაშიც სახელმწიფო დაზოგავს აღნიშნული პირების მოვლის ხარჯებს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯია ბიუჯეტისთვის. დღეს არსებული ინფორმაციით, თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი.2 სამწუხაროდ, საქართველოში არ იწარმოება დეტალური სტატისტიკა, თუმცა რიგი მონაცემების მოპოვება მაინც მოხერხდა. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 მარტის N3844 წერილის მიხედვით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (მხოლოდ შეძენა-შენახვის ნიშნით) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულია 969 პირი, რომელთაგან ბრალდებულია 156, ხოლო მსჯავრდებული − 813. თუ ერთი პატიმრის შენახვის ხარჯი წლის განმავლობაში არის 12 045 ლარი გამოდის, რომ 813 მსჯავრდებულის შენახვის წლიური ხარჯი არის 9 792 585 ლარი, რასაც შეიძლება დაემატოს 156 ბრალდებულის შენახვის ხარჯიც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათ არ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას ანდა სასჯელის სახით შეუფარდებს თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით დგინდება, რომ 2020 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემების მიხედვით: • სისხლის სამართლის კოდესის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - მსჯავრდებულია 242 ადამიანი, მათ შორის, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 16 პირს; • სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი- მსჯავრდებულია 25 ადამიანი, მათ შორის, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 2 პირს; 2 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/215491? https://info.parliament.ge/#law-drafting/17462 • სისხლის სამართლის კოდესის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი- მსჯავრდებულია 177 ადამაინი, მათ შორის, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 61 პირს; • სისხლის სამართლის კოდესის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილი - მსჯავრდებულია 57 ადამიანი, მათ შორის, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 55 პირს; • სისხლის სამართლის კოდესის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი- მსჯავრდებულია 13 ადამიანი; • სისხლის სამართლის კოდესის 261-ე მუხლის მესამე ნაწილი- მსკავრდებულია 6 ადამიანი, მათ შორის, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 1 პირს; • სისხლის სამართლის კოდესის 273-ე მუხლი- მსჯვარდებულია 18 ადამიანი. • სისხლის სამართლის კოდესის 2731 მუხლის პირველი ნაწილი- მსჯავრდებულია 12 ადამიანი; • სისხლის სამართლის კოდესის 2731 მუხლის მეორე ნაწილი- მსჯავრდებულია 241 ადამიანი, მათ შორის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 1 პირს; • სისხლის სამართლის კოდესის 2731 მუხლის მესამე ნაწილი- მსჯავრდებულია 9 ადამიანი; • სისხლის სამართლის კოდესის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილი- მსჯავრდებულია 38 ადამიანი; • სისხლის სამართლის კოდესის 2731 მუხლის მეხუთე ნაწილი- მსჯავრდებულია ერთი ადამიანი. • სისხლის სამართლის კოდესის 2731 მუხლის მეექვსე ნაწილი- მსჯავრდებულია 8 ადამიანი. აღნიშული მონაცემი არის 2020 წლის მხოლოდ 4 თვის მონაცემები. უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს წინა წლების დეტალური სტატისტიკის გამოყენება არ იქნება რელევანტური, ვინაიდან შესაძლებელია დღეის მონაცემებით პირებთან მიმართებაში შეცვლილი იყოს სასჯელის სახე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველწლიური გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების კუთხით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი იხდის სასჯელს შესაბამისი მუხლების მიხედვით პენიტენციურ სისტემაში და რამდენი წელი ჰქონდათ დარჩენილი პენიტენციურ სისტემაში შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მსჯავრის მოსახდელად. რაც შეეხება, საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოს ხარჯებს, ამ მიმართულებით გამოძიებისა და სასამართლოს სტადიაზე სახელმწიფოს აღარ მოუწევს შესაბამისი საპროცესო ხარჯის გაწევა. მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის აქტის აღსრულება არ გამოიწვევს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯებს. მისი აღსრულება მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პირები, რომლებიც ბრალდებულნი/მსჯავრდებულნი არიან ამნისტიის პროექტში მითითებული მუხლების საფუძველზე დანაშაულის ჩადენაში გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, რაც გამოიწვევს მათი ფინანსური ხარჯის შემსუბუქებას. კერძოდ, ამნისტიის აქტის მიღების შემთხვევაში იმ პირებს, რომლებსაც შეეხება კანონის მოქმედება აღარ მოუწევთ თავის დასაცავად შესაბამისი საპროცესო ხარჯების გადახდა. ასევე, ამნისტიის მოქმედებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირებზეც, ვინც ახორციელებდა მომსახურებას შესაბამის საპროცესო მოქმედებებზე. მნიშვნელოვანია ნასამართლობის მოხსნის საკითხიც, რამეთუ აღნიშნული დადებით გავლენას მოახდენს შესაბამის პირებზე. ნასამართლეობის სტატუსის არქონა მომავალში მათ მისცემს საშუალებას დასაქმდნენ ისეთ დაწესებულებებში ან თანამდებობებზე, სადაც ნასამართლობა ამის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (მაგალითად,სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და ა.შ.). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის დაწესება. სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება ამგვარ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა- ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კონსულტაციები წარიმართა ცნობილ ექიმთან, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტთან, მედიცინის დოქტორთან ბატონ ზაზა წერეთელთან, ასევე, ცნობილ ექიმთან, მედიცინის დოქტორთან და ექსპერტთან ქალბატონ ჯავარა უგრეხელიძესთან. გარდა ამისა, კონსულტაციები განხორციელდა ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: პროექტის მომზადების დროს განხორციელდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი. მოხდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლაც. ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რამეთუ აუცილებელია რეპრესიული პოლიტიკა წამალდამოკიდებულთა მკურნალობა/რეაბილიტაციასა და მათთვის ფართო სპექტრის სოციალური სერვისების შეთავაზებაზით შეიცვალოს. ამრიგად, პროექტის მომზადების პროცესში, გამოყენებულ იქნა ევროპის ქვეყნების გამოცდილება და გამოიკვეთა შემდეგი სურათი: პორტუგალია- პორტუგალია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც 2001 წელს ოფიციალურად გააუქმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. მათ, რეპრესიული სადამსჯელო მიდგომის ნაცვლად, აირჩიეს ლიბერალური მიდგომა, რომელიც ორიენტირებული იყო ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნაალობაზე. პორტუგალიაში დაკავებულ პირს, რომელსაც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდება, საპატიმრო დაწესებულებაში განთავსების ნაცვლად, აფრთხილებდნენ, მსუბუქად აჯარიმებდნენ ან ავალდებულებდნენ ადგოლობრივ კომისიასთან წარდგენას. კომისია ექიმის, იურისტისა და სოციალური მუშაკისგან შედგება, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას მათთვის არსებული მკურნალობის, ზიანის შემცირებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ. პორტუგალიაში აქტიურად მუშაობენ პრევენციის პროგრამებზე. ნარკომანიის პროფილაქტიკა სასკოლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. მოსწავლეებს უტარებენ ტრენინგებს, აძლევენ საკითხავებს ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. პორტუგალიაში არსებობს სპეციალიზირებული საზოგადოებრივ ცენტრები, რომლებიც მკურნალობენ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს. ცენტრები მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ ორგანოებთან, არასამთავრობოებთან და სხვა სამკურნალო ცენტრებთან ერთად, რომლებიც კომპეტენტური არიან ამ საკითხში. საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურება უფასოა და ხელმისაწვდომია ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვისაც მკურნალობა სურს. ლატვია- ლატვიის კანონმდებლობის მიხედვით, მცირე ოდენობით ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა და შენახვა გასაღების მიზნის გარეშე ან მისი უკანონო გამოყენება, თუ ეს დანაშაული ჩადენილია ისეთი პირის მიერ, რომელიც გაფრთხილებული იყო ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გამოყენებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე, ისჯება დროებით თავისუფლების შეზღუდვით ან საზოგადოებრივი სამუშაოებით ან ჯარიმით. აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი მცირე ოდენობით ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენასა და შენახვას უკავშირებს პირადი მოხმარების მიზანს და საწყის ეტაპზე შემოიფარგლება მხოლოდ გაფრთხილების საჭიროებით. ალბანეთი - ალბანეთის კანონმდებლობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა, შეთავაზება, გადაცემა ან მიღება ნებისმიერი სახით, დისტრიბუცია, ტრანსპორტირება, გადაგზავნა, მიწოდება და შენახვა. აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა საქმე ეხება პირად გამოყენებას. ჩეხეთი-ჩეხეთში, ნარკოტიკების მოხმარება და „მცირე ოდენობის“ ნარკოტიკული საშუალებების ქონა პირადი მოხმარების მიზნით არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და, „სამართალდარღვევების შესახებ“ აქტის თანახმად, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას. ჩეხეთის ხელისუფლებამ შეიმუშავა ნარკოტიკების პოლიტიკასთან დაკავშირებით 2010-2018 წლების ეროვნული სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ნარკოტიკული საშუალებების ხშირი მომხმარებლების მკურნალობა და მათი რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. შვედეთი- შვედეთში ნარკოტიკის ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალიზირეულია, თუმცა სასამართლოს შეუძლია ალტერნატიული სასჯელის გამოყენებაც - აიძულოს ბრალდებული გაიაროს სამკურნალო კურსი. ნიდერლანდების სამეფო- კანონი არ კრძალავს მსუბუქი ტიპის (მარიხუანა, ჰაშიში) ნარკოტიკის მოხმარებას, რომელიც იყიდება ნებისმიერ სრულწლოვანზე „კაფეშოპებში“. 2012 წლიდან „კაფეშოპები“ დახურულ კლუბებად გადაკეთდა და მათი სერვისით მხოლოდ წევრებს შეუძლიათ სარგებლობა. ნიდერლანდების სამეფოში ნარკოდამოკიდებული ადამიანი, თუ ნებაყოფლობით თანხმდება სამკურნალო კურსის გავლას, პროკურორს შეუძლია შეაჩეროს სასამართლო განხილვა. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს შუალედური განაჩენი ნარკომანის სარეაბილიტაციო ცენტრში მისავლინებლად. სასამართლოს შეუძლია, აგრეთვე, მიიღოს გადაწყვეტილება იძულებით მკურნალობის შესახებ. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია.