„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009), შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის
წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი
დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა. გარდა ამ მუხლის მე-51
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მე-18 მუხლს დაემატოს მე-51 პუნქტი:
„51. საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნი მოსამართლის კანდიდატებს ასახელებენ
უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრები. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომის
თარიღი, რომელზეც კენჭი ეყრება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის
კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება სხდომამდე არაუგვიანეს
ათი კალენდარული დღისა. პლენუმის სხდომამდე არაუგვიანეს შვიდი კალენდარული
დღისა, პლენუმის წევრი ხელს აწერს და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და
პლენუმის სამდივნოებს აბარებს დოკუმენტს კანდიდატურის წარდგენის თაობაზე.
დასანიშნად საჭიროა, კანდიდატმა მიიღოს პლენუმის სიითი შემადგენლობის არანაკლებ
ორი მესამედის მხარდაჭერა. თუ წარმოდგენილია რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან
ვერცერთმა მოიპოვა პლენუმის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის
მხარდაჭერა, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს კენჭი განმეორებით ეყრება.
დანიშნულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში პლენუმის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს. თუ კანდიდატი ვერ
მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, მოსამართლის დანიშვნის პროცედურა ხელახლა
იწყება. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა, საზოგადოების დემოკრატიულობის, ადამიანის
უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მაჩვენებელია.1 თუმცა, ბუნებრივია მხოლოდ
არსებობა არ კმარა და მისი ლეგიტიმურობა, ფუნქციების შესრულების ხარისხი
დიდწილადაა დამოკიდებული დაბალანსებულ და გამჭვირვალე, დაკომპლექტების
პროცედურებზე.2 სხვაგვარი პროცედურები ეჭვქვეშ აყენებს გადაწყვეტილებათა
სანდოობას.3
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) განმარტების შესაბამისად,
კანდიდატთა შერჩევის პირობებში სრული გამჭვირვალობაა საჭირო.4 ეს აუცილებელია
რამდენადაც, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მის საქმეს კომპეტენტური
მოსამართლეები განიხილავენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობაზე გამწესებაში მონაწილეობს
ხელისუფლების სამივე შტო.5 სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს
ნიშნავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.6 დღესდღეობით, არ არსებობს უზენაესი
სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის
პროცედურის მომწესრიგებელი ნორმა, თუმცა, ამ წესის საჭიროება ნათლად დაგვანახა ბოლო
დროს განვითარებულმა მოვლენებმა.
2020 წლის 3 აპრილს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი გაამწესა.7 ამ ფაქტს მწვავე კრიტიკა მოჰყვა,8 რადგან
1
European Commission For Democracy Through Law (VENICE COMMISSION), Compilation of Venice Comission
opinions, reports and studies on constitutional justice, გვ.: 5, ვენეციის კომისიის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:
https://bit.ly/2LXs45A, განახლებულია 25.05.2020.
2 იქვე.
3
იქვე.
4 ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნა N10 (2007), §50, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ea0EFN, განახლებულია 19.05.2020.
5 საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტი.
6
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის, მე-2 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტი.
7 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საია უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნას პროცესს უარყოფითად აფასებს, 2020 წლის 3 აპრილი, საიას
ვეგბვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2xT9Kap, განახლებულია: 11.05.2020.
8 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საია მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს პლენუმს
საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის
პროცედურები, 2020 წლის 30 მარტი, საია-ს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2XnH6Hg,
განახლებულია 19/05/2020.
2
საგანგებო მდგომაროებისა და პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო საკითხის გარშემო
ჯეროვანი დისკუსიის გამართვა, ხოლო სხდომის ფორმალურად ღიაობა ვერ შეავსებდა
საჯარო მსჯელობის იმ დეფიციტს, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ამ
პირობებში დანიშვნა წარმოშობს.9 მოსამართლე თანამდებობაზე განწესდა ისე, რომ
დაინტერესებული საზოგადოებისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი კანდიდატურის ვინაობა
და შესაბამისად, არ იყო შესაძლებელი მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
მიუხედევად კრიტიკული შეფასებისა, 2020 წლის 29 მაისს, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს პლენუმმა იმავე პროცედურით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ
როინიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. კანდიდატურის დასახელება და მისი კენჭისყრა
მოხდა ერთდროულად, რამაც ისევ შეუძლებელი გახადა ამ პროცესში დაინტერესებული
საზოგადოების მონაწილეობა. პლენუმზე გამართული დისკუსია არ იყო სრულფასოვანი,
კანდიდატთან გასაუბრება მხოლოდ ოთხი კითხვით შემოიფარგლა. მთლიანობაში, საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცესს აკლდა გამჭვირვალობა, რაც აუცილებელია
სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არსებული პრაქტიკა არსებითად შეიცვლება.
დაინტერესებულ საზოგადოებას გონივრული ვადით ადრე ექნება ინფორმაცია
კანდიდატ(ებ)ის შესახებ, რაც უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლის დანიშვნის პროცედურის გამჭვირვალობას და ხელს შეუწყობს საზოგადოების
ნდობის გაზრდას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.
პრობლემურია კანდიდატის წარდგენის წესიც. მოქმედი რეგულირებით კანდიდატის
დასახელების უფლება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თამჯდომარეს აქვს.10 პლენუმი
მნიშვნელოვანი თვითმმართველობის ორგანოა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს
თითოეული მოსამართლის სასამართლოს მართვის პროცესზე გავლენის მოხდენის
საშუალება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა უნდა უზრუნველყოს.11
წარმოდგენილი პროექტი ამ მიდგომას ეყრდნობა და პროცესებზე ინდივიდუალური
მოსამართლის გავლენას ზრდის.
მესამე საკითხი ეხება კვორუმს. მოქმედი წესის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლის დასანიშნად საჭიროა პლენუმის სხდომაზე დამსწრეთა 2/3-ის მხარდაჭერა,
თავად პლენუმი უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა 2/3.12 ამჟამად პლენუმი 24
წევრისგან შედგება, შესაბამისად მინიმალური დასწრების შემთხვევაში, საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის დასანიშნად საჭირო მინიმალური ხმების რაოდენობა თერთმეტია.
საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არ შეესაბამება პლენუმის წევრთა შორის გადაწყვეტილების
კონსენსუსით მიღების იდეას. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის
საკითხის
მნიშვნელობის
გათვალისწინებით,
აუცილებელია
გადაწყვეტილების
მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა გაიზარდოს.
9
იქვე.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-73-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
11 კუკავა ქ., ტალახაძე მ., ნოზაძე ნ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი
ჩარჩოს ანალიზი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია, საია-ს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2AHeSPZ, განახლებულია: 19.05.2020.
12 საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის, მე-4 პუნქტი.
10
3
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი ცვლილებების მიღების გარეშე შეუძლებელია უზენაესი სასამართლოს მიერ
დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონმდებელობა, უზენაესი სასამართლოს პლენუმს, თავისი სტატუსიდან გამომდინარე,
ორ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას აკისრებს - თავისი კომპეტენციის ფარგლებში
სასამართლოს
მიმართ
ხალხის
ნდობის
განმტკიცებას13
და
სასამართლოს
14
დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის გაზრდას საკონსტიტუციო
სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის დროს, გაიზრდება მოსამართლეთა მონაწილეობა
სასამართლო ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
და გადაწყვეტილები მეტად დაეფუძნება კონსენსუსს.
გაიზრდება
ინდივიდუალური
მოსამართლის
როლი.
კანონპროექტი
უზენაესი
სასამართლოს პლენუმის წევრებს შესაძლებლობას მისცემს თავადაც წარადგინონ
საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ორგანული კანონის პროექტით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესიდან
საგამონაკლისო შემთხვევა ემატება მე-51 პუნქტზე მითითებით. ამით, უზენაესი
სასამართლოს პლენუმის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
ასარჩევად არა დამსწრეთა ხმების ორი მესამედის, არამედ სიითი შემადგენლობის ორი
მესამედის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
ემატება მე-51 პუნქტი, საკითხი უფრო დეტალურად მოაწესრიგებს უზენაესი სასამართლოს
პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად კანდიდატების წარდგენის წესს და
არჩევის პროცედურებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები არ საჭიროებს დამატებით პროცედურებს,
ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ კანონის ძალაში შესვლა მისი გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტს არ ენიჭება უკუძალა.
13
14
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტი
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტი.
4
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ არსებობს დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
ცვლილებები არ იწვევს დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებს, შესაბამისად დაფინანსების
წყაროს მოძიების საჭიროება არ არსებობს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
5
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე,
დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები (დამოუკიდებელი
დეპუტატები): თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო
გოგუაძე.
6