„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/472/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“ (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996) მე-73 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 73. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავდა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად ცვლილება შედის უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესში. ამ პროექტის დანაწესმა, სამართლებრივი სიცხადის უზრუნველსაყოფად და ნორმათა დუბლირების თავიდან ასაცილებლად გამოიწვია თანმდევი ცვლილებების აუცილებლობა საქართველოს ორგანულ კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი ცვლილებების მიღების გარეშე შეუძლებელია სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა. უზენაესი ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობა საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. პროექტის მიღებითაც განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევის დეტალური წესი და დამკვიდრდება ახალი პრაქტიკა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლიებები შედის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 73 მუხლში. ახალი რეგულირებით, საკითხი უფრო დეტალურად მოწესრიგდება ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“, ხოლო ორგანულ კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მხოლოდ ზოგადი ნორმა დარჩება. უქმდება მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც აქამდე განსაზღვრავდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის ზოგად წესს უზენაესი სასამართლოს პლენუმიეს მიერ. 2 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები არ საჭიროებს დამატებით პროცედურებს, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ კანონის ძალაში შესვლა მისი გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტს არ ენიჭება უკუძალა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების ასეთი არ არსებობს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 3 კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 4 დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები (დამოუკიდებელი დეპუტატები): თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე. 5