„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველო საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-22
ბიუროს ნომერი 363
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge),
მიღების
თარიღი:
17/09/2010,
სარეგისტრაციო
კოდი:
200000000.05.001.016012) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. დაქირავებულის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, მის
მიერ წინა კალენდარულ წელს გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან, პოლიტიკური
პარტიის დაფინანსების საკითხი რეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ ორგანული კანონით. დაქირავებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან
პარტიის დაფინანსების პროცედურას, განცხადების წარდგენის ვადებს და წესს განსაზღვრავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“
2. 309-ე მუხლის 116-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 117-ე ნაწილი:
„117. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
დაქირავებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან პარტიის დაფინანსების
პროცედურის, განცხადების წარდგენის ვადების და წესის დასადგენად ბრძანების გამოცემა.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი
იანვრიდან;
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი 2020 წ.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ გაუქმდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების
ამჟამინდელი სისტემა, როდესაც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები იმყოფებიან
პრივილეგირებულ მდგომარეობაში და მთელი დაფინანსება, მილიონობით ლარი, მიემართება
მხოლოდ მათკენ, რის შედეგადაც, ისინი ფაქტობრივად იმყოფებიან არაკონკურენტულ
გარემოში.
ვფიქრობთ, რომ ყველაზე მისაღებ სისტემას წარმოადგენს, როდესაც მოქალაქეები თავად
წყვეტენ, რომელი პოლიტიკური ძალები უნდა დაფინანსდნენ მათ მიერ გადახდილი
გადასახადებით. და საერთოდ - დაფინანსდნენ თუ არა.
მაგალითად, იტალიაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც
ძალში შევიდა 2014 წლიდან, ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიებისთვის ნებაყოფლობით
კონტრიბუციებს. გადასახადის გადამხდელები უფლებამოსილნი არიან პირადი საშემოსავლო
გადასახადის გარკვეული პროცენტი გადარიცხონ (წინა წლის საგადასახადო დეკლარაციის
შესაბამისად) ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, რომელიც რეგისტრირებულია
რეესტრში. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრი არჩევანია
გაკეთებული.
აღსანიშნავია,
რომ
პოლიტიკური
პარტიებისთვის
საშემოსავლო
გადახადის
ნაწილის
გადარიცხვის წესი მოქმედებს რუმინეთშიც - ინდივიდუალურ და კორპორატიულ დონორებს
შეუძლიათ პროცენტული განაწილების შესახებ კანონის საფუძველზე (Percentage Law System)
მიმართონ
გადახდილი
თანხის
2%
რომელიმე
ერთი
არასამთავრობო
ორგანიზაციის,
გაერთიანების, ფონდის, რელიგიური ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიისა და ა.შ.
სასარგებლოდ (ორგანიზაციის მითითება ხდება ყოველწლიური დეკლარაციის შევსებისას)
გადასახადების ე.წ. „პროცენტული განაწილების“ პრინციპი,იტალიისა და რუმინეთის გარდა,
ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში (მაგ. უნგრეთი , პოლონეთი, სლოვენია, ლიტვა) მოქმედებს
და ძირითადად, სხვადასხვა საქველმოქმედო და არაკომერციულ ორგანიზაციებსა და
ფონდებში, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის (Public benefit organizations)
საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილის (0,5-დან 6%-მდე) გადარიცხვას გულისხმობს.
(გამოყენებულია - საქართველოს პარლამენტის საინფორმაციო ფურცელი - „პოლიტიკური
პარტიების დაფინანსება პროცენტული განაწილების პრინციპით იტალიის მაგალითზე“,
(ავტორი: ნატო ნიაური, 13.08.2018).
აღნიშნული წესი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავად განსაზღვრონ მათი საშემოსავლო
გადასახადის ნაწილის მიმართულება.
ამგვარი მიდგომა უფრო სამართლიანია, ვიდრე დღეს მოქმედი სისტემა, ვინაიდან როდესაც
მოქალაქე არჩევანს აკეთებს, ხშირად ხდება ისე, რომ პოლიტიკური პარტია არ ასრულებს
დაპირებას და მოქალაქე იცვლის პოზიციას, თუმცა მთელი 4 წლის განმავლობაში, მომდევნო
არჩევნებამდე, გრძელდება პარტიის დაფინანსება მის მიერ გადახდილი გადასახადებიდან.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, როდესაც მოქალაქე საერთოდ არავის აძლევს ხმას და არ გააჩნია
სიმპატია არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ, თუმცა მის მიერ გადახდილი
გადასახადები მიემართება ამ პარტიების დასაფინანსებლად, რაც არასამართლიანია.
მაგალითად, ბოლო დროინდელ არჩვნებში მოქალაქეთა ნახევარზე მეტი საერთოდ აღარ იღებს
ხოლმე მონაწილეობას, ძირითადად იმის გამო, რომ მხარს არ უჭერენ არსებულ პოლიტიკურ
ძალებს და არც სურთ მათი ყოფნა პოლიტიკურ არენაზე. მიუხედავად ამისა, არსებული
რეგულაციებით, მათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან მიმდინარეობს ამ პარტიების
დაფინანსება, საკმაოდ დიდი თანხებით.
თავის მხრივ, საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს თავისთავად „მოქალაქეთა პოლიკური
გაერთანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის შედეგადაც:
1. გაუქმდება ის ნორმები, რომლები არეგულირებენ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების
ამჟამინდელ სისტემას.
2. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მოხდება საქართველოს მოქალაქის განცხადების
საფუძველზე, პირის საშემოსავლო გადასახადიდან. მოქალაქეს უფლება ექნება, საგადასახადო
ორგანოს ყოველწლიურად წარუდგინოს განცხადება, მის მიერ წინა კალენდარულ წელს
გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან, განცხადებაში დასახელებული ერთი კონკრეტული
პარტიის 0.3%-ით დაფინანსების მოთხოვნით.
საშემოსავლო
გადასახადის
0.3%
პროცენტი
აღებულია
გათვალისწინებით. კერძოდ,
პოლიტიკური პარტიების
ასიგნებების
შეფარდებით
ბიუჯეტში
მობილიზებულ
არსებული
მონაცემების
დაფინანსებაზე მიმართული
საშემოსავლო
გადასახადის
მაჩვენებლებთან.
3. გარკვეული ცვლილებები ავტომატურად შეეხება ფონდის - „საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსების წესს. ამჟამად, 30’1 მუხლი
ითვალისწინებს
აღნიშნული ფონდის დაფინანსებას 30-ე მუხლით
დარეგულირებული
პარტიების დასაფინანსებელი თანხის ნახევრის ოდენობით. მაგრამ, ვინაიდან კანონპროექტი
ითვალისწინებს არსებული დაფინანსების წესისა და შესაბამისად 30-ე მუხლის მთლიანად
გაუქმებას, შესაბამისი ცვლილება შედის 30’1 მუხლშიც, რის შედეგადაც, ფონდის დაფინანსების
ოდენობა აღარ იქნება დამოკიდებული ამ გარემოებაზე. ეს ბუნებრივია, რადგან თუ არ
იარსებებს პარტიების დაფინანსება, მასთან თავისთავად ვერ იქნება მიბმული ფონდის
დაფინანსების
წესიც.
კანონპროექტის
მიხედვით,
ფონდის
დასაფინანსებლად
თანხის
განსაზღვრა მოხდება შესაბამისი საბიუჯეტო წლის კანონის მიხედვით და თანხის ოდენობა არ
უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ნახევარზე მეტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საქართველოს კანონში - „საქართველოს
საგადასახადო კოდესი“ ცვლილებების შეტანის გზით (აგრეთვე სხვა ნორმატიულ აქტებში
ცვლილების შეტანის გზით, რასაც მოიცავს საკანონმდებლო პაკეტი).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღების შედეგად, მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიზნობრივად
მიმართონ მათ მიერ გადახდილი გადასახადები მათთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიებზე.
ეს შექმნის უფრო
შესაძლებლობები.
ჯანსაღ
გარემოს,
სადაც
პოლიტიკურ
ძალებს
ექნებათ
თანაბარი
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება
განხორციელდება სხვაგვარი წესით, ვიდრე ეს ხდება ამჟამად. საგადასახადო კოდექსში გაკეთება
მითითება
„პოლიტიკური
გაერთიანებების
შესახებ
კანონზე“,
რომლის
მიხედვითაც,
დაქირავებულის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, მის
მიერ წინა კალენდარულ წელს გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან, პოლიტიკური
პარტიის დაფინანსების საკითხი დარეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანებების
შესახებ“ ორგანული კანონით. ამასთან, დაქირავებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო
გადასახადიდან პარტიის დაფინანსების პროცედურას, განცხადების წარდგენის ვადებისა და
წესის განსაზღვრა დაეკისრება საქართველოს ფინანსთა მინისტრს და ვადა განესაზღვრება 2021
წლის 1 იანვრამდე, ვინაიდან კანონის ამოქმედება დაკავშრებულია ამ თარიღთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან დაკავშირებით.
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონის ამოქმედება საჭიროებს გარკვეულ ღონისძიებებს და პერიოდს ვინაიდან საქართველოს
ფინანსთა მინისტრმა ჯერ უნდა შეიმუშაოს დაქირავებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო
გადასახადიდან პარტიის დაფინანსების პროცედურა, განცხადების წარდგენის ვადები და წესი.
შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი ამოქმედება 2021 წლის 1 იანვრიდან. ხოლო ის მუხლი
(გარდამავალ დებულებებში), რომელიც ავალდებულებს ფინანსთა მინისტრს წესის შემუშავებას,
უნდა ამოქმედდეს დაუყოვნებლივ. გათვალისწინებული არაა უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სა ხელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტისბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდანკანონპროექტით
ცვლილება
არ
ეხება
საშემოსავლო
გადასახადის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის საკითხს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან შეიცვლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ამჟამინდელი სისტემა ისეთი
მიდგომით, როდესაც პარტია ფინანსდება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, მის მიერ
გადახდილი საშემოსავლო გადასახადებიდან. კანონპროექტს ასევე გავლენა ექნება ა/რ
რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც, ვინაიდან დღეს მოქმედი კანონმდებლობით,
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ
გადახდილი საშემოსავლო გადასახადი სრულად მიიმართება ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში, რაც
წარმოადგენს შესაბამისი ბიუჯეტის საფინანსო რესურსს. გავლენა დამოკიდებული იქნება იმ
წესზე, რომელსაც განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.
ამასთანავე მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტიდან პარტიების დასაფინანსებლად გასაცემი
თანხების ოდენობა გარკვეულწილად შემცირდება, ვინაიდან, დაფინანსება დამოკიდებული
გახდება მოქალაქეთა განცხადებებზე, ხოლო, როგორც ბოლო წლების არჩევნების სტატისტიკა
აჩვენებს, საარჩევნო უფლების მქონე პირთა ნახევარი ხმის მისაცემადაც კი არ ცხადდება, რადგან
მხარს არ უჭერენ არცერთ პოლიტიკურ ძალას. რათქმაუნდა, ყველა საარჩევნო ხმის უფლების
მქონე არაა გადასახადის გადამხდელი, თუმცა ეს გვაძლევს ზოგად სურათს, რომ მოქალაქეთა
გარკვეული ნაწილი (ვინც არის საარჩევნო ხმის უფლების მატარებელი და იმავდროულად
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი) არ მოისურვებს საკუთარი გადასახადებიდან
პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას.
როგორც ერთ-ერთი კვლევიდან ირკვევა, (საქართველოს პარლამენტის საინფორმაციო
ფურცელი - „პოლიტიკური პარტიების დაფინანსება პროცენტული განაწილების პრინციპით
იტალიის მაგალითზე“, (ავტორი: ნატო ნიაური,13.08.2018), მსგავსი რეგულაციის ამოქმედების
მომდევნო წელს, იტალიაში გადასახადის გადამხდელთა მხოლოდ 2,7%-მა მიუთითა
კონკრეტული პარტია. ასევე საინტერესოა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთმა პარტიამ მოახერხა
საკუთარი მხარდამჭერების წარმატებით მობილიზება ამ საშუალების გამოსაყენებლად დემოკრატიული პარტიის შემოწირულობებმა სრული თანხის (9,6 მლნ. 2015 წლისთვის) 55,8%
შეადგინა (5,358,250 ევრო). აიროგორც იტალიის მაგალითი გვიჩვენებს, დიდია იმის ალბათობა,
რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხის გაცემა მოუწიოს.
არსებული მონაცემების მიხედვით:
საშემოსავლო
გადასახადი
სულ ნაერთი
ბიუჯეტი
სახელმწიფო
ბიუჯეტი
ტერიტორიულ
ი ერთეულის
ბიუჯეტი
პოლიტიკურ
სახელმწიფო
ი პარტიების
ბიუჯეტი
დაფინანსება
პოლიტიკური პარტიების
დაფინანსება % სულ ნაერთ
ბიუჯეტში საშემოსავლო
გადასახადთან
პოლიტიკური პარტიების
დაფინანსება % სულ
სახელმწიფო ბიუჯეტში
მობილიზებულ საშემოსავლო
გადასახადთან
2016
2,414,050,332.
3
1,978,136,419.
4
წლები (ლარი)
2017
2018
2,918,865,406. 3,247,088,831.
4
0
2,525,970,731. 2,877,895,118.
0
2
2019
3,482,793,823.
0
3,200,254,679.
1
435,913,912.9
392,894,675.4
369,193,712.7
282,539,143.9
8,662,378.0
9,598,004.2
9,584,815.0
9,539,160.0
0.4%
0.3%
0.3%
0.2%
0.4%
0.4%
0.3%
0.3%
საშემოსავლო გადასახადის მონაცემები აღებული სახაზინო სამსახურის ფორმა #1-დან http://treasury.ge/5669; პოლიტიკური
პარტიების დაფინანსების მონაცემები აღებულია სახაზინო სამსახურის ფორმა # E6-ით.
აღნიშნული ცხრილის მიხედვით, ოთხი წლის მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების
დაფინანსებაზე (ფონდიდან დაფინანსების გარდა)სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართებოდა
სულ ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადის საშუალოდ 0.3 პროცენტი,
ხოლო უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადის ასევე
საშუალოდ 0.3 პროცენტი.
საინტერესოა ასევე, აღნიშნულ საბიუჯეტო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური
პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე გამოყოფილი ასიგნებების
მოცულობაც, რომელშიც გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსებისა, ასევე
ასახულია საარჩევნო კოდექსის 301მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფონდიდან
გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, რაც წარმოადგენს პარტიების დაფინანსების ნახევარს.
პარტიების დაფინანსება კი წლების მიხედვით იხილეთ ცხრილში:
2016
ფაქტი
წლები (ათასი ლარი)
2017
2018
2019
ფაქტი
ფაქტი
ფაქტი
2020
გეგმა
პროგრამული
კოდი
დასახელება
06 03
პოლიტიკური პარტიებისა და
არასამთავრობო სექტორის
დაფინანსება
06 03 01
პოლიტიკური პარტიების
დაფინანსება
8,662.4
9,598.0
9,584.8
9,539.2
9,539.2
06 03 02
პარტიებისა და
არასამთავრობო სექტორის
განვითარება
4,213.4
4,638.4
4,739.2
4,686.7
4,769.6
12,875.8 14,236.4 14,324.1 14,225.8 14,308.7
რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილ თანხებს, ფინანსთა სამინისტროს
ინფორმაციით:
2020
პროგნოზი
საშემოსავლო
გადასახადი
ბიუჯეტი
პოლიტიკური
პარტიებისა და
06 03
არასამთავრობო
სექტორის
დაფინანსება
პოლიტიკური პარტიების
დაფინანსება % სულ ნაერთი
ბიუჯეტის საპროგნოზო
საშემოსავლო გადასახადთან
წლები ( მლრდ. ლარი)
2021
2022
2023
2024
პროგნოზი პროგნოზი პროგნოზი პროგნოზი
3.2
3.8
4.1
4.5
4.9
0.014
0.014
0.014
0.014
0.014
0.4%
0.4%
0.3%
0.3%
0.3%
06 03 პროგრამული კოდის 2020-2023 წლების მონაცემები აღებულია 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის პროგრამული დანართიდან, 2024 წელს დავუშვით, რომ იგივე თანხების მიმართვაა
დაგეგმილი აღნიშნული პროგრამული კოდის დასაფინანსებლად. აქვე ისიც არის
გასათვალისწინებელი, რომ 06 03 კოდი მოიცავს ფონდის თანხასაც.
შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საშუალო წლიური ოდენობა კვლავ,
ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 0.3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ფონდიდან გამოსაყოფ თანხას, ფონდში (კანონის მიხედვით ფონდის ფუნქციას
ასრულებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი),
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გადასარიცხი თანხა უნდა იყოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად პარტიებზე პირდაპირ
გასანაწილებელი თანხის ნახევარი, რაც საშუალოდ წლიურად შეადგენს 4.5 მლნ ლარს, კანონის
პროექტის მიხედვით კი ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი თანხა
განისაზღვრება შესაბამისი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის
მიხედვით და მისი ოდენობა არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ნახევარზე
მეტი.
შესაბამისად, თუ დავუშვებთ, რომ ყველა, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ფიზიკური
პირი გამოთქვამს სურვილს თავისი საშემოსავლო გადასახადიდან 0.3% მიმართოს შესაბამისი
პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე კვლავ
მიიმართება საშუალოდ წლიურად 9.0 მლნ ლარი, ხოლო ფონდიდან მისამართი თანხის
ოდენობა კი იქნება საშუალოდ წლიურად 4.5 მლნ ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს იმ პოლიტიკური პარტიებისათვის, რომლებიც
ვეღარ მიიღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამჟამინდელი წესით, არამედ
მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე, მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან.
კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს აგრეთვე ფონდისთვის (საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“), რომლის დაფინანსება, ამჟამად მოქმედი
რედაქციის მიხედვით, არის პარტიების დაფინანსების ნახევარი. ვინაიდან კანონპროექტი
გავლენას ახდენს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე, შესაბამისი გავლენა ექნება ფონდის
დაფინანსებაზეც, ვინაიდან პრინციპი იგივე რჩება - პარტიების დაფინანსების თანხის ნახევარი.
გავლენა ასევე დადგება ფონდის თანხებით მოსარგებლე ბენეფიციარების მიმართაც, შესაბამისი
არასამთავრობო სექტორის მიმართ, ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით, ფონდის მიზანია
პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი
პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
კანონპროექტის მიხედვით, პარტიების დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იქნება
მოქალაქეთა (საარჩევნო ხმის უფლების მქონე და საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ)
განცხადებებზე.
მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა თანხებით ფინანსდებოდა მიმდინარე წლებში პოლიტიკური
პარტიები და ფონდი, იხილეთ ცხრილში:
2016
ფაქტი
წლები (ათასი ლარი)
2017
2018
2019
ფაქტი
ფაქტი
ფაქტი
2020
გეგმა
პროგრამული
კოდი
დასახელება
06 03
პოლიტიკური პარტიებისა და
არასამთავრობო სექტორის
დაფინანსება
06 03 01
პოლიტიკური პარტიების
დაფინანსება
8,662.4
9,598.0
9,584.8
9,539.2
9,539.2
06 03 02
პარტიებისა და
არასამთავრობო სექტორის
განვითარება
4,213.4
4,638.4
4,739.2
4,686.7
4,769.6
12,875.8 14,236.4 14,324.1 14,225.8 14,308.7
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/დანაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი