საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-7125/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-02
ბიუროს ნომერი 370

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-7125/20 01-07-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 9 ივნისის #6038-IIს დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“ გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე. პატივისცემით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის წევრი ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“. 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 155 700 ლარით. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2020 წლის -- ივლისი. №---- – რს არჩილ თალაკვაძე