„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-07-13
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-7125/20
01-07-2020
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ
ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 9 ივნისის #6038-IIს დადგენილების
შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის
განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ“
გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების
ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი
აუდიტორული ფირმის შესარჩევი
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე
პარლამენტის წევრი
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური
აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე
მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური
აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს
„ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 155
700 ლარით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური
აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ
ფირმასთან – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-სთან გააფორმოს
ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2020 წლის -- ივლისი.
№---- – რს
არჩილ თალაკვაძე