საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/470; 16.06.2020) საქართველოს კანონის პროექტის უახლოეს რიგგარეშე სხდომებზე განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-06
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-7291/20
06-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ ჩემს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (07-3/470;
16.06.2020).
კანონპროექტის მიმართ არსებობს დიდი საზოგადოებრივი მოლოდინი.
ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს პროექტის განხილვას ამ მოწვევის პარლამენტში
დროულად, თუმცა კომიტეტები აგვიანებენ პროექტის განხილვას.
მიუხედავად სასესიო პერიოდის დასრულებისა მოგმართავთ, რომ
გაითვალისწინოთ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი და აღნიშნული
კანონპროექტის განხილვა ნაცვლად დაჩქარებულისა მოხდეს უახლოესი რიგგარეშე
სხდომების დროს.
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge