„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-13
ბიუროს ნომერი 373
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“
ქვეპუნქტი:
„დ1) ატარებს ამ კანონის 75-ე მუხლის 11 – 13 პუნქტებით გათვალისწინებულ
კენჭისყრის შედეგების სავალდებულო შემოწმებას;“.
2. 67-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად შერჩეული მთვლელების,
დამკვირვებლებისა
და
წარმომადგენლების
ვინაობა
კომისიის
მდივანს
დაუყოვნებლივ შეაქვს ჩანაწერთა წიგნში.“.
3. 69-ე მუხლის:
ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო
ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული
საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო
საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება
ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად
მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების
დასტას. ამასთანავე, ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს დაეწერება
„მიჩნეულია ნამდვილად“, ხოლო ბათილად მიჩნეულს – „მიჩნეულია ბათილად“.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ
მთვლელები ითვლიან მოცემული საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილ ბათილად
მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს (ცალ-ცალკე თითოეული სახის არჩევნებისთვის),
დათვლის შედეგს ამოწმებს კომისიის თავმჯდომარე და ამ ბიულეტენებს კრავს
პაკეტებად (ცალ-ცალკე თითოეული სახის არჩევნებისთვის); პაკეტებს ეწერება
„ბათილი“ და მას ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე. მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. სხვა
საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები და
დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა
აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.“;
ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ
მთვლელები ითვლიან თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემულ ხმათა
რაოდენობას და ყოველი საარჩევნო სუბიექტის კუთვნილ ათ-ათ საარჩევნო
ბიულეტენს და ათ-ათად დაჯგუფების შემდეგ დარჩენილ ათზე ნაკლებ ბიულეტენს
კრავენ ლითონის შემკერით. ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს,
ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა..
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ
კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს დათვლის შედეგს, რის შემდეგაც თითოეული
საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა ცალკე უნდა
შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო ბიულეტენების დასტას უნდა დაეწეროს
საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო სუბიექტის მონაცემები (შესაბამისად,
დასახელება ან სახელი და გვარი) და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ამ
პროცედურის დასრულებისთანავე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა
რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და
ჩანაწერთა წიგნში. ამის შემდეგ ერთი და იმავე სახის ბიულეტენების დალუქული
დასტები ერთად უნდა შეიფუთოს, დაილუქოს და ზედ დაეწეროს საარჩევნო უბნის
ნომერი, არჩევნების დასახელება (პარლამენტის, საკრებულოს, მერის არჩევნები),
საარჩევნო სისტემა (პროპორციული, მაჟორიტარული), საარჩევნო სუბიექტების
მონაცემები (შესაბამისად, დასახელებები ან სახელები და გვარები) და მათ მიერ
მიღებული ხმების რაოდენობები.“.
4. 71-ე მუხლის მე-3 პუნქტში:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, გარდა ამ პუნქტის
„ლ1“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბიულეტენებისა;“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილ და დაუდგენელი ნიმუშის
საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;“.
5. 75-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი
ოქმებისა და ამ მუხლის 11 – 14 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმების
საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის
შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს
რეფერენდუმის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგებს,
ადგენს
საქართველოს
პარლამენტის
არჩევნების,
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის არჩევნების შედეგებს და
საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული
სახის შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს
ცესკოს.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 14 პუნქტები:
„11. საოლქო საარჩევნო კომისია ყველა საუბნო საარჩევნო კომისიისაგან კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და შესაბამისი დალუქული საარჩევნო საბუთების
მიღებისთანავე იწყებს ამ მუხლის 12 პუნქტში აღნიშნულ საარჩევნო უბნებში
გამართული კენჭისყრის შედეგების შემოწმებას ამ კანონის 751 მუხლით დადგენილი
წესით. შემოწმებას ექვემდებარება არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა,
ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა, სხვა საარჩევნო უბნისათვის
განკუთვნილ და დაუდგენელი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენთა და ყოველი
საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები.
12. პირველ რიგში შესამოწმებელ საარჩევნო უბნებს, რომლებშიც შემოწმდება ამ
მუხლის 11 პუნქტის მეორე წინადადებაში აღნიშნული ყველა შედეგი, მიეკუთვნება:
ა) ის საარჩევნო უბნები, რომლებშიც ამ მუხლის 11 პუნქტის მეორე წინადადებაში
აღნიშნული რომელიმე შედეგის შემოწმებას განცხადებით/საჩივრით მოითხოვდნენ
უფლებამოსილი პირები. თუ ასეთი მოთხოვნა 3-ზე მეტ უბანს ეხებოდა, საოლქო
საარჩევნო კომისია მათგან წილისყრით შეარჩევს 3 საარჩევნო უბანს;
ბ) წილისყრით შერჩეული თითო საარჩევნო უბანი იმ საარჩევნო ოლქებში,
რომლებშიც არ იყო არცერთი უბნის შემოწმების მოთხოვნა.
13. თუ ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგად
რომელიმე სახის არჩევნების საარჩევნო სუბიექტების პაკეტებში სხვა საარჩევნო
სუბიექტების კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები ან/და ბათილი ბიულეტენების
პაკეტებში ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენები ან/და საარჩევნო სუბიექტების
პაკეტებში ბათილი საარჩევნო ბიულეტენები გამოვლინდა და ასეთი ბიულეტენების
ჯამური რაოდენობა შესაბამისი სახის ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების 1
პროცენტზე მეტი აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისია 751 მუხლით დადგენილი
წესით დამატებით შეამოწმებს მხოლოდ იმავე სახის საარჩევნო ბიულეტენებს იმ
საარჩევნო უბნების დალუქულ საბუთებში, რომლებშიც ასეთი შემოწმება
განცხადებით/საჩივრით მოთხოვნილი იყო უფლებამოსილი პირების მიერ
კენჭისყრის შედეგების შემოწმების დაწყებამდე.
14. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ, გარდა ამ მუხლის 11 – 13 პუნქტებით
გათვალისწინებული
სავალდებულო
შემოწმებისა,
უფლებამოსილი
პირის
განცხადების/საჩივრის საფუძველზე დამატებით მიიღო საუბნო საარჩევნო კომისიის
მიერ დადგენილი ამა თუ იმ სახის არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის
ან/და საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების შემოწმების
გადაწყვეტილება, საარჩევნო უბანში გამართული კენჭისყრის შედეგები შესაბამისი
სახის არჩევნებისთვის შემოწმდება ამ კანონის 751 მუხლით დადგენილი წესით.“;
გ) მე-2 პუნქტში:
გ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, გარდა ამ პუნქტის
1
„ზ “ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბიულეტენებისა;“;
გ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილ და დაუდგენელი ნიმუშის
საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;“.
6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 751 მუხლი:
„მუხლი751. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი კენჭისყრის შედეგების
შემოწმება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ
1. ამ კანონის 75-ე მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმების
მიზნით, შესამოწმებელი უბნების გამოვლენისთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე ამ კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი
წესით კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს არჩევნებში მონაწილეთა
რაოდენობისა და დახარისხებულ საარჩევნო ბიულეტენთა შემმოწმებელ ორ-ორ
მთვლელს,
ხოლო
დამკვირვებლები
თავიანთი
შემადგენლობიდან
ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები
ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე). ამასთანავე, კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო
კომისიაში მყოფი წარმომადგენლებისაგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2
წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ
მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ არჩევნებში მონაწილეთა და საარჩევნო
ბიულეტენების გადათვლის პროცესში (ამ წარმომადგენელთა წილისყრაში არ
მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ
დანიშნული კომისიის წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან).
მეთვალყურეებსა და წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დააკვირდნენ შემოწმების
მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება,
ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საოლქო საარჩევნო
კომისიის მოქმედება ცესკოში, შემდეგ კი – სასამართლოში.
2. საოლქო საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნულ შემოწმებას ატარებს შემდეგი წესის
დაცვით:
ა) ცალ-ცალკე ამოწმებს შესამოწმებელ საარჩევნო უბნებს და ყოველი საარჩევნო
უბნის შემოწმების დასრულებისთანავე იღებს განკარგულებას შესაბამისი საუბნო
საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ
ცვლილებები იქნა შეტანილი);
ბ) შესამოწმებელი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიები გადააქვთ
განცალკევებით მდგარ ერთ მაგიდაზე და მასთან ჯდება საარჩევნო ბიულეტენთა
შემმოწმებელი ორი მთვლელი, ხოლო საარჩევნო ბიულეტენთა დალუქული დასტები
– განცალკევებით მდგარ მეორე მაგიდაზე და მასთან ჯდება საარჩევნო ბიულეტენთა
შემმოწმებელი ორი მთვლელი. მთვლელთა ორივე წყვილის გვერდით დგებიან
დამკვირვებელთაგან გამოვლენილი თითო მეთვალყურე და თითო წარმომადგენელი.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და კომისიის სხდომაზე ყოფნის უფლების მქონე
პირები განთავსდებიან ამ მაგიდებისგან 2 მეტრის დაშორებით;
გ) შემოწმება იწყება მთვლელების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქული
მასალის გახსნით. ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო ბიულეტენთა შემოწმება
პარალელურად მიმდინარეობს;
დ) მთვლელთა პირველი წყვილი ითვლის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას,
ადგენს შემოწმების ოქმს, ხელს აწერს მას და გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიის
მდივანს, რომელიც დათვლის შედეგს დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო
ოქმში;
ე) მთვლელთა მეორე წყვილი ამ პუნქტის „ვ“ – „ი“ ქვეპუნქტებში აღწერილი წესით
ამოწმებს ჯერ ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენებს, შემდეგ მეორე სახის
ბიულეტენებს და ა.შ. ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენების შემოწმებისას ჯერ
გადაითვლება სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი და დაუდგენელი ნიმუშის
საარჩევნო ბიულეტენები, შემდეგ – ბათილი საარჩევნო ბიულეტენები, შემდეგ კი –
თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი ბიულეტენები;
ვ) თუ ბათილი საარჩევნო ბიულეტენების გადათვლისას რომელიმე ბიულეტენის
ბათილობა საეჭვოდ იქნა მიჩნეული, მისი ბათილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს
საოლქო საარჩევნო კომისია. თუ ასეთი ბიულეტენი ნამდვილად იქნა მიჩნეული, იგი
დაემატება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი ბიულეტენების დასტას. ამის
შემდეგ მთვლელები შეადგენენ შემოწმების ოქმს, ხელს აწერენ მას და გადასცემენ
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც შემოწმების შედეგს დაუყოვნებლივ
აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმში. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ბათილი,
სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი და დაუდგენელი ნიმუშის საარჩევნო
ბიულეტენები შეიკვრება პაკეტებად ამ კანონის 69-ე მუხლის მე-6 პუნქტით
დადგენილი წესით;
ზ) თუ საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი ბიულეტენების გადათვლისას რომელიმე
ბიულეტენი სხვა საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი აღმოჩნდა ან ბათილად იქნა
მიჩნეული, იგი შესაბამისად დაემატება ამ საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი ან
ბათილი ბიულეტენების დასტას;
თ) ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის დასრულების შემდეგ
მთვლელები შეადგენენ შემოწმების ოქმს, ხელს აწერენ მას და გადასცემენ საოლქო
საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც შემოწმების შედეგს დაუყოვნებლივ
აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმში. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ საოლქო
საარჩევნო კომისია იღებს განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამისი
შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ
ცვლილებები იქნა შეტანილი). ამის შემდეგ თითოეული საარჩევნო სუბიექტის
კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა, ბათილი, სხვა საარჩევნო უბნისათვის
განკუთვნილი და დაუდგენელი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენები უნდა შეიფუთოს
და დაილუქოს ამ კანონის 69-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით;
ი) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული განკარგულების მიღების შემდეგ
გამეორდება ამ პუნქტის „ვ“–„თ“ ქვეპუნქტებში აღწერილი შემოწმების პროცედურა
მეორე, მესამე და ა.შ. სახის საარჩევნო ბიულეტენებისთვის.
3. ამ კანონის 75-ე მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას
შემოწმდება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი
საკითხები.
7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 861 და 862 მუხლები:
„მუხლი 861. ამომრჩევლის პასუხისმგებლობა კენჭისყრის დღეს მის მიერ
კენჭისყრის შენობიდან საარჩევნო ბიულეტენის გატანის, წაღების ან
განადგურებისათვის, ანდა ამის მცდელობისთვის
ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან საარჩევნო
ბიულეტენის გატანა, წაღება ან განადგურება, ანდა ამის მცდელობა −
გამოიწვევს ამომრჩევლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 862. არჩევნებში/რეფერენდუმში ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების
არასწორად დათვლა
საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების), აგრეთვე საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების
არასწორად დათვლა ან/და საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების არასწორად
შეჯამება, −
გამოიწვევს, შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და
კომისიის წევრების (მთვლელების) ან/და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების
(მთვლელების) დაჯარიმებას − თითოეულისა 1500 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში “ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოში 2020 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები
მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების
პერსპექტივებს. შესაბამისად, მოსალოდნელი არჩევნების მიმართ მაღალია არა
მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლის ინტერესი, არამედ – დემოკრატიული
საერთაშორისო
საზოგადოებისაც.
პოლიტიკურ
სტაბილურობას,
არჩეული
ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას განაპირობებს მრავალი ფაქტორი,
რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესია არჩევნების შედეგებისადმი ნდობის ხარისხი.
ნდობის ხარისხს კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მრავალი წლის განმავლობაში
არჩევნების შედეგების შეჯამებისას მასობრივი გაყალბების მოარული აზრი. ამ აზრს
კვებავს საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ საარჩევნო დავების
განხილვისას საკმაოდ ბევრი საარჩევნო უბნის შედეგების გადამოწმების (საარჩევნო
ბიულეტენების გადათვლის) მოთხოვნაზე ტოტალური უარის სამწუხარო პრაქტიკა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია, ვინაიდან კანონპროექტის
მიზანია
საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას გაყალბებისაგან დაცვის პრევენციული
პროცედურის შემოღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკანონმდებლო ცვლილებების მიღება უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების
დათვლისას გაყალბებისაგან დაცვის პრევენციული პროცედურის შემოღებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
შემოთავაზებულია
საარჩევნო
ბიულეტენების დათვლისას გაყალბებისაგან დაცვის პრევენციის შემდეგი
პროცედურა. ყოველ საარჩევნო ოლქში სავალდებულო წესით შემოწმდება
(გადაითვლება მიცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა):
ა) წილისყრით შერჩეული 1 საარჩევნო უბანი, თუ ოლქში არცერთი
საჩივრით/განცხადებით არ იყო მოთხოვნილი შედეგების გადათვლა;
ბ) ის საარჩევნო უბნები, რომლებშიც გადათვლას განცხადებით/საჩივრით
მოითხოვდნენ უფლებამოსილი პირები. თუ ოლქში ასეთი მოთხოვნა 3-ზე მეტ უბანს
შეეხება, საოლქო საარჩევნო კომისია მათგან წილისყრით შეარჩევს შესამოწმებელ 3
საარჩევნო უბანს;
გ) თუ ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგად რომელიმე სახის არჩევნების
საარჩევნო სუბიექტების პაკეტებში სხვა სუბიექტების კუთვნილი ბიულეტენები ან/და
ბათილი ბიულეტენების პაკეტებში ნამდვილი ბიულეტენები ან/და საარჩევნო
სუბიექტების პაკეტებში ბათილი ბიულეტენები გამოვლინდა და ასეთი
ბიულეტენების ჯამური რაოდენობა შესაბამისი სახის ნამდვილი ბიულეტენების 1
პროცენტზე მეტი აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისია დამატებით შეამოწმებს
მხოლოდ იმავე სახის საარჩევნო ბიულეტენებს იმ საარჩევნო უბნების დალუქულ
საბუთებში, რომლებშიც ასეთი შემოწმება განცხადებით/საჩივრით მოთხოვნილი იყო
უფლებამოსილი პირების მიერ კენჭისყრის შედეგების შემოწმების დაწყებამდე.
საუბნო საარჩევნო კომისიაში მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების
დათვლის შედეგს ამოწმებს და დათვლის სისწორეზე პასუხისმგებელია საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიის მთვლელების, აგრეთვე საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების
არასწორად დათვლის ან/და საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების
არასწორად შეჯამებისთვის შემოღებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
(ჯარიმა – 1500 ლარი).
განსაზღვრულია საოლქო საარჩევნო კომისიაში მთვლელების შერჩევისა და
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი კენჭისყრის შედეგების შემოწმების
პროცედურები.
2. იმის გათვალისწინებით, რომ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო
ბიულეტენი არის სახელმწიფო საკუთრება და აკრძალულია კენჭისყრის დღეს
კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა, წაღება ან განადგურება, ასეთი მოქმედებისთვის
ან ამის მცდელობისთვის შემოღებულია ამომრჩევლის დაჯარიმება 500 ლარით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
მიმართებაში.
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის თარიღის შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი დაკავშირებულია
საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას გაყალბებისაგან დაცვის პრევენციული
პროცედურის შემოღების აუცილებლობასთან.
შესაბამისად, კანონპროექტის
მიღების შემთხვევაში იგი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის
განხილვა
უნდა
მოხდეს
დაჩქარებული
წესით,
ვინაიდან
პარლამენტი ასრულებს მუშაობას და აუცილებელია ამ საკითხის დროული
მოწესრიგება. პარლამენტმა სწრაფად უნდა მიიღოს ეს კანონპროექტი, რათა
საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას გაყალბების შემთხვევები თავიდან იქნეს
აცილებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღების
ხარჯები
დაიფარება
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. ხარჯების დაფარვა მოხდება ბიუჯეტიდან ცენტრალური სარჩევნო
კომისიისათვის და სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ,
პირები
რომელიც
დაჯარიმდებიან
დარღვევისათვის გადაიხდიან ჯარიმას, ხოლო
სახელმწიფო
ბიუჯეტში.
კანონპროექტი
საარჩევნო
კანონდებლობის
თანხის მიმართება მოხდება
ითვალისწინებს
2
სახის
სამართალდარღვევას. ერთი მათგანი ეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის დღეს
კენჭისყრის შენობიდან საარჩევნო ბიულეტენის გატანას, წაღებას ან განადგურებას,
ანდა ამის მცდელობას რომელიც გამოწვევს კანონდამრღვევის დაკარიმებას 500 ლარის
ოდენობით, ხოლო მეორე ეხება
არჩევნებში/რეფერენდუმში ამომრჩეველთა მიერ
მიცემული ხმების არასწორად დათვლას რომელიც გამოწვევს კანონდამღვევის
დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. თანხის რაოდენობა დამოკიდებული იქნება
იმაზე, თუ რამდენი პირი დაარღვევს კანონს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსის
გამოყოფის საჭიროებას. საარჩევნო კომისიების არსებული რესურსი სრულად არის
საკმარისი პროექტით გათვალისწინებული ბიუეტენების გადათვლის პროცედურის
განხორციელებისათვის.
ხმების გადათვლისათვის
დროის ის მონაკვეთი, რაც
პროექტით არის შემოთავაზებული ემთხვევა იმ პერიოდს, როცა საარჩევნო
ადმინისტრაციის მიერ დროებით დასაქმებული პერსონალის სახელშეკრულებო ვადა
არ არის გასული. შესაბამისად, დამატებითი რესურსის მობილიზება არ მოხდება და
არსებული
ადამიანური
და ფინანსური რესურსი სრულად დააკმაყოფილებს
შესაბამის მოთხოვნას.
რას შეეხება, შემოწმების პროცედურისათვის საჭირო დამატებითი ოქმების ხარჯებს
მისი დაფარვა მოხდება
ბიუჯეტიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
სასამართლების მონაწილეობის ასპექტთან დაკავშირებით უნდა ითქვას, პროცესის
წარმართვის ხარჯები დაიფარება ბიუჯეტიდან სასამართლოებისათვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
ვალდებულებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება, თუ ისინი დაარღვევენ საარჩევნო
კანონმდებლობას. კერძოდ, მათ მიერ დადგენილი წესის დარჩვევა გამოიწვევს
დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით- კანონპროექტი ითვალისწინებს 2 სახის
სამართალდარღვევას. ერთი მათგანი ეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის დღეს
კენჭისყრის შენობიდან საარჩევნო ბიულეტენის გატანას, წაღებას ან განადგურებას,
ანდა ამის მცდელობას რომელიც გამოწვევს კანონდამრღვევის დაკარიმებას 500 ლარის
ოდენობით, ხოლო მეორე ეხება არჩევნებში/რეფერენდუმში ამომრჩეველთა მიერ
მიცემული ხმების არასწორად დათვლას რომელიც გამოწვევს კანონდამღვევის
დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. კონკრეტული ფინანსური გავლენა
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი დაარღვევს კანონს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს 2 სახის სამართალდარღვევას. ერთი მათგანი ეხება
ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან საარჩევნო ბიულეტენის
გატანას, წაღებას ან განადგურებას, ანდა ამის მცდელობას რომელიც გამოწვევს
კანონდამრღვევის დაკარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ეხება
არჩევნებში/რეფერენდუმში ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების არასწორად
დათვლას რომელიც გამოწვევს კანონდამღვევის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება ამგვარ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზა-
ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კონსულტაციები წარიმართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია ვახტანგ ხმალაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია.