„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.07.2020
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ხმალაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/479/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-13
ბიუროს ნომერი 373

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 164-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება 1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში წარმომადგენლად ან დამკვირვებლად დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა, − ისჯება ჯარიმით 1000-დან 3000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლა, რაც გამოიხატა ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების სხვა საარჩევნო სუბიექტისათვის მიკუთვნებით, − ისჯება ჯარიმით 3000-დან 5000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე “ საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. მისი მიღების მიზეზია ზემოხსენებული კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლისთვის, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლში არსებული ტერმინოლოგიური ხარვეზების არსებობა და სანქციის სიმსუბუქე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პროექტის მირება აუცილებელია, ვინაიდან მისი მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლისთვის, სანქციის გამკაცრება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ხმების არასწორად დათვლის ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებისთვის, აგრეთვე არსებული ტერმინოლოგიური ხარვეზების გამოსწორება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საკანონმდებლო ცვლილებების მიღებთ ხდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლისთვის, სანქციის გამკაცრება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ხმების არასწორად დათვლის ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებისთვის, ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლში. სახელდობრ, არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისთვის, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში წარმომადგენლად ან დამკვირვებლად დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბებისთვის, ხმების განზრახ არასწორად დათვლისთვის, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამების ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენისთვის სანქცია განისაზღვრა ჯარიმით 1000-დან 3000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. დაწესდა სანქცია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლისთვის, რაც გამოიხატა ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების სხვა საარჩევნო სუბიექტისათვის მიკუთვნებით. ასეთ შემთხვევაში სანქცია განისაზღვრა ჯარიმით 3000-დან 5000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი უკავშირდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დროული განსაზღვრის აუცილებლობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს სანქციის გამკაცრება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ხმების არასწორად დათვლის ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებისთვის. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან პარლამენტი ასრულებს მუშაობას და აუცილებელია ამ საკითხის დროული მოწესრიგება. პარლამენტმა სწრაფად უნდა მიიღოს ეს კანონპროექტი, რათა საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას გაყალბების შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხარჯების დაფარვა მოხდება იუსტიციის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, პირები რომელებსაც სანქციის სახით დაეკისრებას ჯარიმის გადახდა შესაბამის თანხას გადაიხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში. პროექტის მიხედვით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 დან 3000 ლარამდე,ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლა, რაც გამოიხატა ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების სხვა საარჩევნო სუბიექტისათვის მიკუთვნებით გამოიწვევს დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე ოდენობით. ბიუჯეტის შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი დაჯარიმდება სისხლის სამართლის წესით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ის პირები რომლებსაც სასჯელის სახით დაენიშნებათ თავისუფლების აღკვეთა განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. მათი მოვლის ხარჯები დაიფარება ბიუჯეტიდან იუსტიციის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბოლო მონაცემებით, ერთი თავისუფლებააღკვეთილი პირის მოვლის ხარჯია 12045 ლარი. კონკრეტული გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს განესაზღვრება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებებს. არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება, თუ ისინი დაარღვევენ სიხლის სამართლის კანონმდებლობას. კერძოდ, მათ მიერ დადგენილი წესის დარჩვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 დან 3000 ლარამდე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლა, რაც გამოიხატა ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების სხვა საარჩევნო სუბიექტისათვის მიკუთვნებით გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 დან 5000 ლარამდე ოდენობით. კონკრეტული ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი დაარღვევს კანონს. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონდარმღვევთა მიმართ იმოქმედებს აკრალვა თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შესაბამისად, ამ პირები, ვინც სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლება შეეზღუდებათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიხედვით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება ისჯება ჯარიმით 1000-დან 3000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების (მთვლელების) მიერ ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების განზრახ არასწორად დათვლა, რაც გამოიხატა ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების სხვა საარჩევნო სუბიექტისათვის მიკუთვნებით ისჯება ჯარიმით 3000-დან 5000 ლარამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება ამგვარ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა- ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კონსულტაციები წარიმართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია ვახტანგ ხმალაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია.