საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშების“ თაობაზე (№1-302/20; 10.01.2020, №1-6110/20; 01.05.2020)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.07.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7617/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-14
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7617/20 13-07-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს „ადამიანის მთავრობის უფლებების მიერ წარმოდგენილი დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშების“ თაობაზე (N1-302/20; 10.01.2020, №1-6110/20; 01.05.2020) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშები. ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისთვის შესრულების ვადა ძირითადად განსაზღვრულია 2018-2020 წლებში. წარმოდგენილი შუალედური ანგარიშები მოიცავს ინფორმაციას 2018-2019 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ანგარიშები წარმოდგენილია სამთავრობო სამოქმედო გეგმის თემატური თავების მიხედვით, იმავდროულად, ისინი არ მოიცავენ გეგმის მე-13, მე-14 და მე-15 თავებს. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-13 თავით განსაზღვრულ სფეროში საქართველოს გააჩნია ცალკე გეგმა - „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა“. ანალოგიურად, ცალკე გეგმაა შემუშავებული მე-14 თავით განსაზღვრულ სფეროშიც - „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორცილების 2018–2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა“. აღნიშნული გეგმების შესრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილია ცალკე ანგარიშები, რომლებიც ასევე მოიცავს ინფორმაციას 2018-2019 წლებში განსახორციელებული აქტივობების შესახებ. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიშის მიხედვით: 1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საანგარიშო პერიოდში ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულაციების განმტკიცების მიზნით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო მუშაობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პროექტის შემუშავებაზე. პროცესი გრძელდება 2020 წლის განმავლობაშიც. ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს სამდივნომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შსს აკადემიის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საბჭომ 2018 წლის 31 მაისს დაამტკიცა. ამჟამად ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასკვნითი კონსულტაციები, რის შემდგეგაც 2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია პროცესის დასრულება. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებებზე. მომზადებული ცვლილებების პაკეტის პირველადი განხილვა მოხდა დაინტერესებულ მხარეებთან, რომელშიც მათ შორის, ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მიღებული შენიშვნების განხილვის შემდეგ დაგეგმილია კანონპროექტის წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის. გამოძიების დაწყების არსებულ სტანდარტებზე მონიტორინგის განხორციელებისა და შესაბამისი გაიდლაინების შემუშავების კუთხით აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ საანგარიშო პერიოდში შემუშავდა რამდენიმე რეკომენდაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, შემუშავებულ იქნა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სახელმძღვანელო პრინციპები. რაც შეეხება სისხლის სამართალწარმოების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების განხორციელების შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების კვლევას და მათი აღმოფხვრის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ ანგარიშში არ არის მოცემული ინფორმაცია აღნიშნული აქტივობის შესრულების მდგომარეობის შესახებ. აღდგენითი მართლმსაჯულების, განრიდების და მედიაციის პროგრამების ფარგლებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების, უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის გაუმჯობესებისა და პროცესში ჩართული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა რეგულარული აქტივობები, მათ შორის რეგიონებშიც, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და მოწვეული ექსპერტის მონაწილეობით, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული პროფესიონალების, პროკურორების, სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და გამომძიებლების აქტიური ჩართულობით. პრობაციის ოფიცრებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2019 წელს, ევროკავშირის პროექტების მხარდაჭერით, გაიმართა 2 ტრენინგი „აღდგენითი მართლმსაჯულება - მედიაცია სისხლის სამართალში“. ამასთანავე, ევროკავშირის პროექტების მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებისთვის აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის მედიაციის საკითხებზე. 2019 წლის განმავლობაში სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებდა განრიდების საქმისწარმოების პროცესის ზედამხედველობასა და მონიტორინგს ინდივიდუალურ რეჟიმში, აღრიცხავდა და აქვეყნებდა შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს განრიდების პროგრამების ვებ-გვერდზე. საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა მომზადება და სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოსათვის წარდგენა. როგორც წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, ვითარების შეცვლის გამო, შესაბამისი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებისა და საბჭოსთვის წარდგენის საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა. საანგარიშო პერიოდში სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის შიდა სამართლებრივი აქტით დამტკიცდა მედიატორთა საქმიანობის მონიტორინგისა და მედიატორთა შეფასების ფორმები. 2019 წელს განრიდების პროგრამების ფარგლებში სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებდა მონიტორინგს ინდივიდუალურ დონეზე და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავდა რელევანტურ უწყებებს. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია, პროექტის წესდება, პროექტის დოკუმენტი, ტექნიკური დოკუმენტი, არქიტექტურა, საქმეების დეტალური ჩაშლა. მიმდინარეობს დაფინანსების წყაროს მოძიებაზე მუშაობა სისტემის შემუშავების მიზნით. წარმოდგენილი ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ:  „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიშში წარმოადგინოს სრულყოფილი ინფორმაცია იმ აქტივობის შესრულების მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეეხება სისხლის სამართალწარმოების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების განხორციელების შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების კვლევას და მათი აღმოფხვრის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას. 2. სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა სამოქმედო გეგმის თანახმად, საანგარიშო პერიოდში განსახორციელებელ ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა მოსამართლის დაწინაურების ცხადი, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემის შემუშავება. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, ამ დროისთვის ასეთი სისტემის შემუშავება არ განხორციელებულა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებსა და მოსამართლეობის კანდიდატებს შორის კონკურსის დროს გადაწყვეტილების დასაბუთების შესახებ წინადადებების მომზადებას, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - განკარგულების, მათ შორის, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე რაიონული და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე განწესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გამოქვეყნების ვალდებულებას. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, გადაწყვეტილებას კანდიდატის სკოლაში მსმენელად ჩარიცხვის თაობაზე, მიიღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭო, რომელსაც ამავდროულად დაეკისრება აღნიშნულის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ანგარიშის თანახმად, სასამართლო რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის" საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის განახლების მიზნით შესაბამისი ცვლილებების პროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამოუკიდებლობის გარანტიების, სტატუსის, კომპეტენციის, დაკომპლექტების წესის, გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და მისი გასაჩივრების მექანიზმების შემდგომი სრულყოფის კუთხით აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციით განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი და მისი დაკომპლექტების წესი. სასამართლო რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის" ფარგლებში „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - განკარგულების დასაბუთების ვალდებულება გაითვალისწინა. ამასთან, ორგანულმა კანონმა დაადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილე პირთათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პირის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობა. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დისციპლინური სამართალწარმოების გაუმჯობესებისა და სამოსამართლო ეთიკის ნორმების დახვეწის მიმართულებით. სასამართლო რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, დაიხვეწა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების ჩამონათვალი; დისციპლინური პასუხისმგებლობის 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა შემცირდა 3 წლამდე; დადგინდა დისციპლინური სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე გამოსაყენებელი მტკიცებულებითი სტანდარტები; დამოუკიდებელ ინსპექტორს, კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, დისციპლინურ საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის უფლებამოსილება მიენიჭა. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია საკანონმდებლო დონეზე დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დადგენა. საანგარიშო პერიოდში მომზადდა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამოსამართლო ეთიკის ახალი წესების პროექტი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროექტი 2020 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოიწონა და მიიღო მოსამართლეთა კონფერენციისთვის წარდგინებით მიმართვის გადაწყვეტილება. საანგარიშო პერიოდში მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობდა, რომელიც აერთიანებდა როგორც ხელისუფლების სამივე შტოს, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სასამართლო ხელისუფლება აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იყო სამივე ინსტანციის სასამართლოს წარმომადგენლებით. საანგარიშო პერიოდში სასამართლო სისტემაში საუკეთესო პოტენციალის მქონე კადრების მოზიდვის მიზნით შესაბამისი წინაპირობების შექმნაზე, სასამართლო რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა. რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის მსმენელთა მოსამზადებელი პროგრამის ხანგრძლივობა 16 თვემდე გაიზარდა. ამასთან, საუკეთესო პოტენციალის მქონე კადრების სასამართლო სისტემაში მოზიდვის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2019 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მსმენელთა სტიპენდია გაორმაგდა და 2000 ლარი შეადგინა. სასამართლო რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მიღების წესი. კერძოდ, მსმენელთა მისაღები კონკურსის ჩატარების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად მიენიჭა იუსტიციის უმაღლეს სკოლას. ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა მსმენელობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მისაღები კრიტერიუმები, რაც შეეხება იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა მისაღები კონკურსის ფორმას, მსმენელობის კანდიდატების რეგისტრაციასა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნული დარეგულირდება სკოლის წესდებით. სასამართლოს აპარატის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდში სასამართლოს მოხელეებისთვის განხორციელდა 46 ტრენინგი, რომელშიც 692 მოხელე მონაწილეობდა, ასევე, 8 გაერთიანებული ტრენინგი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის, რომელშიც 89 მოსამართლემ და მოხელემ მიიღო მონაწილეობა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, სასამართლო სისტემის ხარისხის გაზომვის ინდიკატორების შემუშავების მიმართულებით მუშაობა არ დაწყებულა. ანგარიშის თანახმად, ასევე არ დაწყებულა მუშაობა მოსამართლეთა შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული პერიოდული შეფასების სისტემის დახვეწაზე. საანგარიშო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) ექსპერტმა, იესპერ ვიტრუპმა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, 2018 წელს მოამზადა კვლევა, რომლის მიზანიც იყო საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა. ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ ოპტიმალური რაოდენობის მისაღწევად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს, საშუალოდ 100 ერთეულით. ამჟამად მიმდინარეობს კვლევის მეორე ფაზა, რომელიც თანამშრომლების მიზნად სასამართლოებში ისახავს მოსამართლეებისა განაწილების შეფასებას, და ასევე სასამართლოს საქმეთა წონების განსაზღვრის გონივრული სისტემის შემუშავებას. 2020 წლის პირველ ნახევარში ექსპერტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას შესთავაზებს. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, პრობლემურ აქტივობად არის მიჩნეული კომერციული/საგადასახადო პალატ(ებ)ის დაარსება და ამოქმედება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სტატისტიკის სექტორმა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მონაცემთა შეგროვების ახალი სტანდარტები დანერგა: გაუმჯობესდა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თაობაზე გამოცემული დამცავი ორდერების და გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერების საფუძველზე ძალადობის ყველა ფორმის მიხედვით; გაუმჯობესდა დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკური აღრიცხვის ფორმები; მომზადდა და ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატისტიკური ინფორმაცია ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილული საქმეების თაობაზე, სადაც მონაცემების ანალიზი გაკეთებულია სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით. დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების კუთხით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი აქტივობები. 2019 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მედიაციის შესახებ“. 2019 წლის 27 დეკემბერს მოხდა სასამართლო მედიაციის პროგრამის დამტკიცება, ხოლო 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განსაზღვრა სასამართლო მედიაციის პროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი. პროგრამის იმპლემენტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. სასამართლოს თავმჯდომარეთა და მენეჯერთა ფუნქციების გამიჯვნის მიზნით, ევროპის საბჭოს ექსპერტმა რეკომენდაციები წარუდინა სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფს. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარეთა და მენეჯერთა უფლებამოსილებების გამიჯვნის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტების მხარდაჭერით, 2018 წლის 16 ნოემბერს სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა ექსპერტმა მონაწილეებს წარუდგინა სასამართლოს თავმჯდომარეთა და მენეჯერთა ფუნქციების გამიჯვნის საუკეთესო მაგალითები და გაუზიარა საკუთარი რეკომენდაციები. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობაზე განწესების პროცედურების დახვეწის მიზნით, მუშაობა მიმდინარეობდა სასამართლო რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში. შედეგად, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობაზე განწესების პროცედურა. კერძოდ, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, აგრეთვე მისი მოადგილე, თანამდებობაზე დაინიშნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, პროცედურა ითვალისწინებს კანდიდატის შესარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციების გამართვის ვალდებულებას. სასამართლო სისტემაში გარემოს, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების შშმ პირებისათვის ადაპტირების შეფასების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და ევროპის საბჭოს პროექტის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოამზადა დასკვნა/ანგარიში - „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“, რომელიც საზოგადოებას 2019 წლის ოქტომბერში წარედგინა. კვლევის ფარგლებში, უცხოელ ექსპერტთან თანამშრომლობით შეფასდა 65 სასამართლოს შენობა, როგორც ადგილზე დათვალიერებით, ისე ექსპერტების მიერ შედგენილი კითხვარების მეშვეობით. საერთო სასამართლოებმა დაიწყეს კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების შესწორებაზე მუშაობა. მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის და სასამართლო პროცესზე ინფორმაციის მარტივად და გასაგებად მიწოდების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების" 2019 წლის პროგრამის ფარგლებში მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის ჩატარდა 7 ტრენინგი. ტრენინგების ფარგლებში გადამზადდა 77 მოსამართლე და 21 სასამართლოს მოხელე. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მერ ასევე მოხდა 13 მოსამართლის გადამზადდა თემაზე: „კომუნიკაციის ფსიქოლოგია". 2019 წელს კომუნიკაციის საკითხებზე 2 ტრენინგი ჩატარდა სასამართლოს მანდატურებისთვისაც, რომლის ფარგლებშიც 51 მანდატური გადამზადდა. ევროპის საბჭოს „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მომზადდა სოციალური მედიის მართვის სახელმძღვანელო და გაიმართა 2 სამუშაო შეხვედრა სასამართლოს მედიის სამსახურების მონაწილეობით. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ზოგად პრინციპებზე, წესებსა და სხვა პროცედურებზე მოკლე გასაგები ინფორმაციის მომზადების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, მუშაობა არ დაწყებულა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზის კუთხით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ მოამზადა კვლევები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ადამიანის  უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა და გადაწყვეტილებათა კრებული საქართველოს საქმეებზე 2018-2019 წლები; აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენება არასრულწლოვანთა მიმართ: საერთაშორისო  სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში; წამების აკრძალვა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6  მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობების განვითარების კუთხით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა რამდენიმე სხდომა. შეხვედრებზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები გერმანიისა და საქართველოს მაგალითის მიხედვით; მხარეთა შეჯიბრებითობის საკითხები სისხლის სამართლის პროცესში; საქართველოში კონკურენციის სამართლის განვითარების პერსპექტივები და სხვა. სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით:  შემუშავდეს მოსამართლის დაწინაურების ცხადი, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემა, რაც სამოქმედო გეგმის თანახმად, საანგარიშო პერიოდში განსახორციელებელ ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა;  დაიწყოს მუშაობა სასამართლო სისტემის ხარისხის გაზომვის ინდიკატორების შემუშავების მიმართულებით;  დაიწყოს მუშაობა მოსამართლეთა შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული პერიოდული შეფასების სისტემის დახვეწაზე;  დაიწყოს მუშაობა სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ზოგად პრინციპებზე, წესებსა და სხვა პროცედურებზე მოკლე გასაგები ინფორმაციის მომზადების მიმართულებით. 3. ადამიანის უფლებები და სამართალდამცავი სისტემა დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირების საჭირო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად, 2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების 4 იზოლატორში გაიხსნა ახალი სამედიცინო პუნქტი. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 29 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, სამედიცინო პუნქტი 19 იზოლატორში ფუნქციონირებს, სადაც მოსათავსებელ/მოთავსებულ პირებს სამედიცინო შემოწმება სტამბოლის პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად უტარდებათ. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისთვის შექმნილია საკუთარი ხარჯებით სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის შესაბამისად, მოთავსებულ პირს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს, იზოლატორში მოთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების ჩატარების მიზნით, საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს ექსპერტი. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, გადამზადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორებში დასაქმებული 20 ექიმი, სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, დაზიანებების დოკუმენტირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის, სუიციდისა და თვითდაზიანებების პრობლემებზე, ასევე გადამდები დაავადებების პრევენციის საკითხებზე. იმავე წელს, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, დაიწყო ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ორი ტრენერთა ტრენინგი ექიმებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალში დასასაქმებელი და მოქმედი ექიმების გადამზადებას დაზიანებების დოკუმენტირების კუთხით. ტრენერთა ტრენინგების შედეგად შერჩეული იქნა 9 ექიმი, რომელთა მომზადება დასრულდა 2020 წლის თებერვალში. საანგარიშო პერიოდში არასამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსის განახლება. განახლებული კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, 2018-2019 წლებში, იზოლატორების უკლებლივ ყველა თანამშრომელმა გაიარა. 2019 წელს ჩატარდა სარემონტო სამუშაოები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამავდროულად, დასრულდა ახალი იზოლატორისა და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულების მშენებლობა ქ. თბილისში. ორივე დაწესებულება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. დროებითი მოთავსების იზოლატორებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვებითი პირობების უზრუნველყოფის კუთხით, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში (გარდა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორისა) დაკავებულებს მიეწოდებათ მზა მშრალი საკვები ულუფები, ხოლო თბილისის იზოლატორში საკვების მიწოდება ხორციელდება უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი თბილისის სასადილოდან. ახალ იზოლატორსა საქვაბე და კვება ასევე ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში. 2019 წლის ბოლომდე იგეგმებოდა საქვაბე კვების შემოღება მინიმუმ ოთხ იზოლატორში, რაც ამ ეტაპისთვის არ განხორციელებულა. საანგარიშო პერიოდში მოხდა სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების წესის შემუშავება და დანერგვა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა, რომ პატრულ- ინსპექტორის მიერ ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები შეინახება სპეციალურ სერვერზე. სპეციალურ სერვერზე ინფორმაციის განთავსება ხდება სამხრე ვიდეოკამერაზე პასუხისმგებელი პატრულინსპექტორის მიერ. აღნიშნული მონაცემები ინახება 30 დღის ვადით. სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადამიანის უფლებებსა და იძულებითი ღონისძიებების სტანდარტებთან და გამოყენების ტექნიკასთან დაკავშირებით პოლიციელების სწავლების კუთხით, აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პოლიტიკას ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით. რაც შეეხება ძალის გამოყენების მეთოდებს, აღნიშნული კომპონენტი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში/კურსებში იფარება რამდენიმე საგნის ფარგლებში, მათ შორის თეორიული ნაწილი იფარება ადამიანის უფლებების, პოლიციის შესახებ კანონისა და საცეცხლე (ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები) და ტაქტიკური მომზადების სწავლებისას, ხოლო პრაქტიკული ნაწილი ტაქტიკური მომზადებისა და ფიზიკური იძულების სპეციალური ილეთების საგნის სწავლებისას. საანგარიშო პერიოდში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში "ევროკავშირი საქართველოსთვის" და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამის განახლების მიზნით და დაინერგა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისათვის შექმნილი მოდული ადამიანის უფლებებში. პოლიციის ყველა სამმართველოს შენობაში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის კუთხით საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებებიდან, აღსანიშნავია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად, სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, განისაზღვრა 14 დღე. სამართალდამცავების მიერ ჩადენილი გადაცდომების (ფინანსური დარღვევების, დისციპლინური და სხვა გადაცდომების) პროაქტიული გამოვლენის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამინისტროს დანაყოფებში სისტემატურად ტარდებოდა ინსპექტირება,. ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად დაკისრებული იქნა 18 სახდელი და გაიცა 31 სარეკომენდაციო ბარათი. სამართალდამცავების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწის მიზნით, 2019 წელს გენერალურ ინსპექციაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს დისციპლინური წარმოების პროცედურების საუკეთესო პრაქტიკის მოძიებასა და დანერგვაზე. იმავე წელს ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრაზე განხილულ იქნა დისციპლინური წარმოების პროცედურების პრაქტიკა ევროპული ქვეყნების მაგალითზე. 2018 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ინსტიტუციური მექანიზმი - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი ადმინისტრაციული დანაშაულის საქმისწარმოების ფაქტებზე მიმდინარე მონიტორინგს გამოძიებისა ახორციელებს. 2019 და წელს დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და იგი გარდაიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტად. 4. ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა უფლებები 2018 წლის ივლისიდან, მას შემდეგ რაც ყოფილი სასჯელაღსრულების სამინისტრო შემოუერთდა იუსტიციის სამინისტროს, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების გაუმჯობესების, თანამედროვე საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების საპასუხო სისტემის ჩამოყალიბებისა და ამ მიზნით სახელმძღვანელო პოლიტიკის დოკუმენტების შესაქმნელად. მომზადდა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პასუხობს ყველა იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ რეკომენდაციებსა და გამოწვევებს, რომელზეც მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველი თუ ევროპის საბჭოს წამებასთან ბრძოლის კომიტეტი (CPT), მათ შორის პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაძლიერების (გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრისა და მცირე დაწესებულებების ფორმირების კუთხით), მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების რაოდენობის გაზრდის, პენიტენციური ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს. სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად, პენიტენციურ და დანაშაულის პრევენციის სისტემებში დაიწყო რეფორმის ახალი ტალღა, რომელიც ემსახურება ეფექტიანი სისტემების არსებობას და მათ შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან, როგორც სასჯელის აღსრულების, ასევე, სასჯელის ალტერნატიული სახეებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა თავისუფლება აღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის მხრივ. და იმავდროულად სტრუქტურული ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პენიტენციური სისტემა, როგორც ერთიანი ძლიერი სამსახური, რომელიც უფრო მოქნილად და ეფექტურად უზრუნველყოფს პენიტენცური და დანაშაულის პრევენციის სისტემების თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და სრულად დაექვემდებარება პოლიტიკურ და სამოქალაქო კონტროლს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის შექმნით, სისტემა გადავიდა დაწესებულებების მართვის მეტად მოქნილ და საერთაშორისო სტანდარტების საპასუხო მოდელზე. საყურადღებოა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია გარდაიქმნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფად და ჩამოყალიბდა - მონიტორინგის დეპარტამენტის ფორმით, რომლის ვალდებულებადაც განისაზღვრა სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება, მათ შორის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის ფარგლებში ხარვეზებისა და პრობლემების გამოვლენა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამგებლობიდან გავიდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც მთლიანად ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. აღნიშნული კი გაზრდის ამ დეპარტამენტის დამოუკიდებლობის ხარისხს და მისი გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას შეუწყობს ხელს. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ეტაპობრივად მცირე ზომის პენიტენციურ დაწესებულებებზე გადასვლაა. რეფორმის შედეგად, პენიტენციურ სიტემაში ყველა მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სულ მცირე 4მ2 საცხოვრებელი ფართით. გამოწვევას წარმოადგენს N2, N8, N14, N15 და N17 დაწესებულებები მსჯავრდებულ/ბრალდებულთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პერიოდში შეიქმნა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. საანგარიშო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა ზრდასრული მსჯავრდებული და ბრალდებული პირებისთვის არსებული პატიმრობის პირობების შესწავლა/გადახედვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. პენიტენციურ და პრობაციისა სისტემაში განახლდა ზრდასრულთა რისკისა და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტი. კერძოდ, რისკის გამოთვლა ხდება ქულების საშუალებით. ამ მხრივ, დასრულდა მუშაობა ზრდასრულ მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმაზე და შემთხვევის მართვის ინსტრუქციაზე. რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებაგადამზადებისა და დასაქმების მაქსიმალური ხელშეწყობა. ამოქმედდა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია მსჯავრდებულთა საჭიროებებისა და შესაძლებლობების დადგენაზე, რაც მნიშვნელოვანია მათი სწავლების, აგრეთვე, პროფესიული მომზადებისა/გადამზადებისა და დასაქმების კუთხით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადდა ,,მსჯავრდებული პირებისათვის და ყოფილი პატიმრებისათვის პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამა“. პროგრამა ითვალისწინებს მსჯავრდებულებისათვის (პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გათავისუფლებული და განთავსებული პირობითი მსჯავრდებული, მსჯავრდებული) პირობით პროფესიული ვადამდე მომზადების პროგრამების (ტრეინინგ-კურსი, მოდული) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით. ყოფილ პატიმართა ბიზნეს იდეების დაფინანსების მიზნით, 2018 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი 180 000 ლარის ოდენობით, რომლითაც 2019 წელს დაფინანსდა 34 ბენეფიციარის ბიზნეს იდეა, 500-დან 5000 ლარის ფარგლებში ინდივიდუალურად. დამატებით აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდი მსჯავრდებულთა რისკების შეფასება/გადაფასებისას მოახდენს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულის ჩართულობის, ცვლილებების მოტივაციისა და დანაშაულის მიმართ მისი დამოკიდებულების შეფასებას. პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტრონული მეთვალყურეობისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი შეინახება არანაკლებ 30 დღისა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ წახალისების კეთილსინდისიერი წარდგინებით, ფორმით, სანიმუშო დამოკიდებულების სპეციალური ყოფაქცევის შემთხვევაში, პენიტენციური ან/და საქმიანობისადმი დაწესებულების სამსახურის გენერალური დირექტორის დირექტორის გადაწყვეტილებით ისარგებლონ დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლებით. აღნიშნული შესაძლებლობა მათ ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას. დამტკიცდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ცვლილებები იქნა შეტანილი თხუთმეტივე პენიტენციური დაწესებულების დებულებაში და ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა. მაცივრის ჩამორთმევა ვერ მოხდება პატიმრის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ყოველწლიურად უფრო მეტად აქტიურად ფუნქციონირებს. დეპარტამენტის სახით ცალკე სტრუქტურულ ქვედანაყოფად ჩამოყალიბდა ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი. 2018-2019 წლების განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლდა 2107 მსჯავრდებული (მათ შორის: 2032 კაცი მსჯავრდებული, 64 ქალი მსჯავრდებული და 11 არასრულწლოვანი); სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით - შინაპატიმრობით შეეცვალა 259 სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულს და 3 ქალ მსჯავრდებულს, ხოლო სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეეცვალა 58 სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულს. საანგარიშო პერიოდში გადაიხედა და დაიხვეწა პენიტენციური და პრობაციის სისტემებისთვის შემუშავებული რისკებისა და საჭიროებების ინსტრუმენტი (RNA), რომლის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის შედეგად მსჯავრდებულებისთვის განხორციელდება მათ საჭიროებებს მორგებული ინტერვენციების შემუშავება/მიწოდება. სათანადო ყურადღება ეპყრობა საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფილნი არიან რბილი ინვენტარითა და აუცილებელი პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით. თითოეული პენიტენციური დაწესებულება რეგულარულად, მათი საჭიროების მიხედვით, მარაგდება შესაბამისად. დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ჰიგიენურ პირობებზე ზრუნვა. ამასთან, ყოველთვიურად ხდება თითოეული დაწესებულების დეზინფექცია, საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოთხოვნით, შესაძლებელია დამატებითი დეზინფექციის ჩატარება. პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა. მოთხოვნათა რეგისტრაცია ელექტრონულ პროგრამაში ხდება დაუყოვნებლივ და მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხდება რიგითობის პრინციპით, სამედიცინო ჩვენებათა გათვალისწინებით უპირატესობით სარგებლობენ ურგენტული ან/და სასწრაფო დაყოვნებადი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები, რომელთა რაოდენობაც მაღალია, 2019 წლის დეკემბრიდან აქტიურად დაიწყო დაგეგმილი რეფერალების განხორციელება და დღეის მდგომარეობით შესრულდა 244 სტაციონარული და 127 ამბულატორიული რეფერალი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დამატებით აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში პრევენციული სამედიცინო გასინჯვები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპობრივად განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ინიციატივით დაგეგმილი პრევენციული სამედიცინო გასინჯვები. აღსანიშნავია, რომ პრევენციული სამედიცინო გასინჯვები იგეგმება და გაგრძელდება ასევე 2020 წელს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2019 წლის 9 დეკემბერს დაიწყო პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დაგროვილი ე.წ. სამედიცინო რიგის, ანუ სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა მომსახურებას და ამ რიგის განულებას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ პენიტენციურ სისტემაში, C ვირუსული ჰეპატიტის, აივ- ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალურია. 2018-2019 წლების განმავლობაში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა - 8897 სკრინინგი და მკურნალობაში ჩაერთო - 1595 პირი. ამავე წლებში, ანტიტუბერკულოზური მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით, ჩატარდა - 112445 სკრინინგი, "DOTS" და "DOTS+" მკურნალობის პროგრამაში ახალჩართულთა რაოდენობამ შეადგინა - 116, მათ შორის, 77 ახალი შემთხვევა. აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით, ჩატარდა - 12834 სკრინინგი და ანტირეტროვირუსული მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო - 19 ახალი პაციენტი. პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ჯანდაცვის (პაციენტთან) შემდგომი ხანგრძლივი გაუმჯობესების, რემისიის მიღების, მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნითა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე სტაციონარიზაციის შემცირებისათვის მნიშვნელოვანია კრიზისის მართვის მექანიზმის არსებობა. ევროპის საბჭოს „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტთან თანამშრომლობით მომზადდა პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის სტრატეგიის პირველადი პროექტი. არსებული სტრატეგიის დოკუმენტის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა იმუშავა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების სამოქმედო გეგმაზე და მომზადებულია აღნიშნული დოკუმენტის პირველადი ვერსია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე. დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში გარდაცვალების მაჩვენებელი არ სცდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, რომელიც 10000 პატიმარზე არის არაუმეტეს 25 შემთხვევისა. გარდაცვალების ძირითად მიზეზს წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ონკოლოგიური დაავადებები, ისე როგორც ეს პროცესი ვითარდება სამოქალაქო სექტორშიც. რაც შეეხება სუიციდის შემთხვევებს, პენიტენციურ სისტემაში სუიციდით გარდაცვალების მაჩვენებელი არ სცდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, რომელიც 10000 პატიმარზე არის არაუმეტეს 7 შემთხვევისა. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში პირის ჩართვა ხდება ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის მიერ სუიციდის რისკის იდენტიფიცირების შემთხვევაში. 2018-2019 წებში, სუიციდის რისკის მქონე ყველა იდენტიფიცირებული პირი ჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში, სულ - 273 ბენეფიციარი. შესაბამისად, სუიციდის პრევენციის პროგრამა 273 ბენეფიციარს დაეხმარა სუიციდალური კრიზისის დაძლევაში. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამოქალაქო სექტორის ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მედპერსონალის უწყვეტობა. 24-საათიან ეკვივალენტური სასჯელის მოხდის მომსახურებაზე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო ადგილას მომსახურება. ხელი მიუწვდებათ უზრუნველყოფილია მკურნალობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულია 26 პროფილის 53 ექიმი-სპეციალისტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, პენიტენციურ სისტემაში წარმატებით ხორცილდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები (აივ-ინფექცია/შიდსის, C ჰეპატიტის მართვის, ტუბერკულოზის მართვის და სხვ.) პენიტენციურ სისტემაში წამალდამოკიდებული ბრალდებულებისთვის/ მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია ექიმი-ნარკოლოგის მომსახურება და ექიმისპეციალისტის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. 2018-2019 წლების განმავლობაში - 1422 ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაუტარდა ნარკოლოგის კონსულტაცია. ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის პროგრამები, რომელშიც ჩართვის კრიტერიუმები დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით. პროგრამას ახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი და ის ხელმისაწვდომია სისტემაში განთავსებული, საჭიროების მქონე ყველა პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს. პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება და მათთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგების მიწოდება პრიორიტეტული საკითხია. პენიტენციური და დანაშაულის პრეცენციის სისტემების სრატეგიითა და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თანამშრომელთა უწყვეტ და საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების განვითარებას. საჭიროებისამებრ გადახედვა/განახლება განხორციელდა და მომზადდა ყველა ახალი მოქმედი სასწავლო სასწავლო პროგრამა - პროგრამის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და პატიმრების სხვა განსაკუთრებულ კატეგორიებთან მოპყრობის თავისებურებები“, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი და ტრენინგები პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის. ეტაპობრივად მიმდინარეობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (მოწყვლადი) ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მიმართულებით მომუშავე თანამშრომელთა სპეციალური პენიტენციური გადამზადება. საქართველოს სამსახურისთვის იუსტიციის სამინისტროსა და თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება და საჭიროებებს მორგებული ტრენინგების შეთავაზება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. პენიტენციური სისტემის ისტორიაში პირველად, ესკორტის ოფიცრები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დასაქმდნენ ღია კონკურსის გზით და დადგენილი წესების (გასაუბრება, წერითი დავალება) შესაბამისად. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან მუშაობის თავისებურებები შედის ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში: საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის არსრულწლოვანთა) მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით გადამზადდა ასეულობით მოსამსახურე. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შშმ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებს. აბილიტაცია/რეაბილიტაციის მიმართულებით პენიტენციურ სისტემაში მიმდინარეობს ფიზიკური და სენსორული შეზღუდვის მქონე ბენეფიციართა უზრუნველყოფა ხელჯოხით, ეტლით, სათვალით, ყურსასმენი აპარატით და საჭიროებისამებრ სხვა აღჭურვილობით. 2018-2019 წლებში პრობაციის სისტემისთვის განახლდა, ხოლო პენიტენციური სისტემისთვის შეიქმნა ერთობლივი "მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა", ესპანურ მოდელზე დაყრდნობით და ესპანელი ექსპერტის ჩართულობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში. ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინერგა შეფასების ინსტრუმენტი - „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პირველადი სკრინინგი“, რომელიც ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა. შეფასების პროცესის თანახმად მიღებული შედეგები ქულობრივია და სპეციალური კრიტერიუმების მეშვეობით ხდება ბენეფიციარის გადამისამართება შესაბამის მომსახურებაში. შეიქმნა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა სარეაბილიტაციო პროგრამების შეფასების მატრიცა და ლოგიკური ჩარჩო. ჯგუფის შემდგომი მიზანია სამ სექტორში (პენიტენციური, პრობაცია და პრევენცია) შექმნას სარეაბილიტაციო პროგრამების და თანმდევი შეფასების ერთიანი სტანდარტი. შეიქმნა „ქალების გაძლიერების პროგრამა“, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლი (და არა მარტო) ქალების გაძლიერება, პოზიტიური ცვლილებების და მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა. ქალი ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან გენდერულ საჭიროებებს მორგებული ნივთებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდის მიერ სისტემატიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსჯავრდებულთათვის საშიშროების რისკების შეფასებისა და გადაფასების პროცედურა. პატიმართა უფლებების შესახებ განახლებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ტექსტური ვიდეო რგოლები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა დაწესებულებაში ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე. ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გარანტირებულია პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გასაჩივრების უფლება. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან ხდება საჩივრის წარდგენა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში. ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია საჩივრის ყუთები. ევროკავშირის „პენიტენციური და პრობაციის მხარდაჭერის პროექტის“ (EU4Justice) მხარდაჭერით მომზადდა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ განახლებული ბროშურები. ბროშურები ითარგმნება პენიტენციური დაწესებულებების პოპულაციის ენობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე. პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხარდაჭერა და მათ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული პროგრამების/ინტერვენციების შემუშავება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 5. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა 2018 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება, რომლის ძალითაც გაიზარდა მოსამართლეთა უფლებამოსილებები წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატა 1911 მუხლი, რომელიც განამტკიცებს, რომ თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლეს შეუძლია რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და მეტიც, უფლებამოსილია, გენერალურ განჩინებით დირექტორს დაავალოს ასეთი სპეციალური პენიტენციური ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამსახურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება. 2018 წელს სტამბოლის ოქმის მიხედვით დაზიანებების აღწერისა და მათი დოკუმენტირების თემაზე გადამზადდა როგორც დასაქმებული, ასევე დასასაქმებელი სამედიცინო პერსონალიც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახური მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს იზოლატორებში დასაქმებული ექიმების საქმიანობას და მათ მიერ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ დოკუმენტირებას. სამედიცინო შემოწმებისას დაშვებული ხარვეზების კორექტირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იზოლატორში დასაქმებულ ექიმებს პერიოდულად უტარდებათ ტრენინგები სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად დაზიანებების დოკუმენტირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის, სუიციდისა და თვითდაზიანებების პრობლემებზე, ასევე, გადამდები დაავადებების პრევენციის საკითხებზე. იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებული კანონპროექტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "სახელმწიფო ინსპექციის შესახებ". კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სახით ახალი, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცავებისა და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა ცალკეულ კატეგორიებზე მიუკერძოებლად და ეფექტურად გამოიძიებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კანონი უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველწლიურად ქვეყნდება რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ცალკეული მუხლების მიხედვით. გარდა ამისა, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა პროაქტიულად ქვეყნდება ყოველთვიურადაც. პრიორიტეტულია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ პირთა ჯანმრთელობის უფლების დაცვა. არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი ყველა ის პაციენტი, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის და სხვა სახელმწიფო პროგრამების სამკურნალოდ ისარგებლოს ბენეფიციარს, უფლებამოსილია სომატური დაავადებების აღნიშნული პროგრამებით. რეფერალური პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია, განხილულ იქნას იმ მომსახურების დაფინანსების საკითხი, მიუხედავად პაციენტის მოქალაქეობისა, რომელიც არ იფარება ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების განახლებასა და და ქიმიური შეზღუდვის წესისა და პროცედურების შემუშავებაზე. საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა ფსიქიკური დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. მიმდინარეობს დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების პროცედურები. 6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციისა და ევროპის საბჭოს 108 კონვენციის მოდერნიზების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა (სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი) მოამზადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონის პროექტი. შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები. მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განახლების საჭიროება განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და კერძო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებთან. კანონპროექტი, შემდგომი საკანონმდებლო პროცედურებისთვის წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და მისი დამტკიცების შემდეგ მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება. 2018 წელს ინსპექტორის აპარატმა განახორციელა საჯარო სექტორის, მათ შორის, სამართალდამცავი სექტორის, მონაცემთა დამმუშავებლების ინსპექტირება, შეისწავლა საჯარო სექტორში მონაცემთა დამუშავების 115 ფაქტი, ასევე, 20 ინსპექტირების ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოების მიერმონაცემთა დამუშავების 70-მდე პროცესი, ხოლო 2019 წელს განხორციელდა საჯარო სექტორში არსებული 58 ორგანიზაციის შემოწმება, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებებიდან შემოწმდა 33 ორგანიზაცია/მონაცემთა დამმუშავებელი. 2018 წელს ინსპექტორის აპარატმა მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და ინსპექტირებების შედეგად კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების 355 შემთხვევა შეისწავლა, ხოლო 2019 წელს განხორციელდა კერძო სექტორში არსებული 79 ორგანიზაციის/მონაცემთა დამმუშავებლის შემოწმება. 2018 წელს ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა მოქალაქეთა 382 განცხადება და შეტყობინება, ხოლო 2019 წელს - მოქალაქეთა 176 განცხადება და შეტყობინება და განახორციელა შესაბამისი რეაგირება. 2018 წელს ინსპექტორის აპარატმა ჩაატარა 38 ტრენინგი, საჯარო ლექცია და საინფორმაციო შეხვედრა, საგანამანათლებლო ჯამში 1200-მდე დაწესებულებების საჯარო და კერძო წარმომადგენლებისთვის, სექტორის, ხოლო 2019 ასევე, წლის განმავლობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯამში 33 ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 600-ზე მეტი მსმენელი მონაწილეობდა, მათ შორის, 15 აქტივობა ჩატარდა საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის. 2018 წელს ინსპექტორის აპარატმა გასწია 6101 კონსულტაცია, აქედან კონსულტაციების 50%-ი გაეწია მოქალაქეებს, 35% - კერძო ორგანიზაციებს, ხოლო 15% საჯარო უწყებებს, ხოლო 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის გასწია 1784 კონსულტაცია, 3000 სხვადასხვა თემატიკაზე. 2018 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, ხოლო პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 14 პირის მიმართ. 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის ფარგლებში, მოქალაქეთა ელექტრონული მომართვიანობის მექანიზმებისა და სამსახურის საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, დაინერგა და ამოქმედდა საქმისწარმოების პროგრამა (Case Manegement). პროგრამა იძლევა მონაცემთა აღრიცხვის საშუალებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სამსახურში შემოსული შეტყობინებების, განხილული განცხადებების, გაწეული კონსულტაციების, ინსპექტირებების, გაცემული ნებართვებისა და სასამართლო დავების შესაბამისად. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში განახლდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რისი საჭიროებაც, მეტწილად, განპირობებული იყო 2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებით. 2018 წელს სამინისტროს ზედამხედველობის ადმინისტრაციის განყოფილების პერსონალურ ინიცირებით მონაცემთა დაცვის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადების განსაზღვრის თაობაზე მომზადდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებ(ებ)ის ცვლილების პაკეტი. 7. გამოხატვის თავისუფლება 2018 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ("ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა") გამოძიება დაიწყო 12 საქმეზე, ხოლო ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ. აგრეთვე, ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ. გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურა 2016 წლიდან აწარმოებს სტატისტიკას ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. იუსტიციის სამინისტრომ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე წარადგინა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონის შემუშავების გეგმა. პირველ ეტაპზე სამინისტროს მიერ მოხდა მიმდინარე რეგულაციაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, რის შესახებაც ინფორმაცია წარედგინა ანტიკორუფციულ საბჭოს. ამის შემდგომ, ჩატარდა არაერთი კვლევა საერთაშორისო კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კანონპროექტის შემუშავება გადაწყდა არსამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით, შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობით პროცესი წარიმართა ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით და სხვა არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით. კანონის პროექტის შემუშავების პროცესისა და ცვლილებების შეფასების მიზნით საქართველოს ეწვია შოტლანდიის პირველი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი ქევინ დანიონი. ექსპერტმა სრულად განიხილა კანონპროეტი ვიწრო სამუშაო ჯგუფთან და გასცა კონკრეტული რეკომენდაციები. 8. შეკრების თავისუფლება 2018 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა. შეკრებისა და მანიფესტაციის, თავისუფლების თვითნებური შეზღუდვისა და ძალადობის ფაქტების თავიდან აცილებისა და ასეთ შემთხვევებზე ეფექტიანად რეაგირების მიზნით აკადემია, როგორც პროფესიული მომზადების, ასევე გადამზადების პროგრამებზე ახორციელებს პოლიციელთა სწავლებას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული უფლების სწავლებისას განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ: შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების არსი და განმარტება ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად; კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმართ; ძალის გამოყენება შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს; პოლიციის როლი და მნიშვნელობა ამ უფლების დაცვისას. 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრებისა და მანიფესტაციის მართვის ტექნიკასა და მეთოდებზე განხორციელდა:  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ჯგუფი, 62 მსმენელი;  უბნის - ისპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ჯგუფი, 65 მსმენელი;  დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 4 ჯგუფი, 75 მსმენელი;  სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამა - 10 ჯგუფი, 176 მსმენელი;  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი (ელექტრონული) - 12 ჯგუფი, 201 მსმენელი;  სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი - 12 ჯგუფი, 222 მსმენელი;  დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება- გადამზადების სასწავლო კურსი - 8 ჯგუფი, 119 მსმენელი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო მესაზღვრეთა მომზადების საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ჯგუფი, 75 მსმენელი;  კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცრის გადამზადების კურსი - 4 ჯგუფი, 66 მსმენელი;  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა საბაზისო მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა - 7 ჯგუფი, 123 მსმენელი;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსის სასწავლო პროგრამა - 4 ჯგუფი, 68 მსმენელი;  მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 4 ჯგუფი, 73 მსმენელი;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი - 3 ჯგუფი, 55 მსმენელი. 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრებისა და მანიფესტაციის მართვის ტექნიკასა და მეთოდებზე განხორციელდა:  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 50 მსმენელი;  საქართველოს დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეთა სახმელეთო მომზადების საზღვრის სპეციალური დაცვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 88 მსმენელი;  უბნის ინსპექტორთა მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 32 მსმენელი;  პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 256 მსმენელი;  გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი -108 მსმენელი;  სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი - 276 მსმენელი;  წვევამდელთა და პოლიციის უმცროს ლეიტენანტთა სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამა - 313 მსმენელი;  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი (ნახევრად ელექტრონული სწავლების მეთოდი - 57 მსმენელი. 9. შრომითი უფლებები შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის მიზნად ისახავდა შრომის უფლების დაცვას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. მიზნის მისაღწევად, სამოქმედო გეგმით დასახული იქნა ამოცანები, რომელთა შესასრულებლად საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის პროცესის გაგრძელების მიზნით, 2019 წლის 19 თებერვალს, ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვით განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც გულისხმობს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე შევიწროებისა და დისკრიმინაციის სექსუალური გრძელდება მუშაობა დაუშვებლობას შევიწროების ცნებები რაიმე ნიშნით, არსებულ დაზუსტდა კანონმდებლობაში. დანართი XXX განსაზღვრული სხვა დირექტივების შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. შრომის სამართლის და დისკრიმინაციის აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის სფეროს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ხელშეწყობის მიზნით, ასოცირების შესახებ შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული დირექტივებიდან (ჯამში 40 დირექტივა), 3 დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და წარედგინა საქართველოს პარლამენტს 2017 წელს. 2019 წლის თებერვლის თვეში განხორციელდა ცვლილებები შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;  საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;  საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“; განხორციელებული ცვლილებების მიხედვით :  განისაზღვრა დამსაქმებლის თანასწორუფლებიანობის ურთიერთობებში, პრინციპი არამედ ვალდებულება არამარტო დაიცვას შრომით წინასახელშეკრულებო პირთა სახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც გულისხმობს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით;  იკრძალება პირისთვის მითითების მიცემა, განახორციელოს მესამე პირის მიმართ დისკრიმინაცია;  იკრძალება დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და/ან რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა ასეთ ორგანოსთან;  განისაზღვრა დამსაქმებლის, ასევე საჯარო დაწესებულების ვალდებულება მიიღოს ზომები სამუშაო ადგილზე პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვ. დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება; განისაზღვრა, რომ დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც  რისკფაქტორის, ისევე როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის გამოყენებამ, არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება დაზღვევის პრემიებისა და სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრისას; დაზუსტდა შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ცნებები არსებულ  კანონმდებლობაში; ასევე აღნიშნული ტერმინების განმარტებები დაემატა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონს და სხვ. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან დაახლოების მიზნით: 2018 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს კანონს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. ხოლო 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც 2019 წლის 1 სექტემბრიდან გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე და ზედამხედველ ორგანოს გაეზარდა მანდატი, რაც გამოიხატება შედეგში, რომ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სასამართლოს ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება. მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექტირების მექანიზმის ინსტიტუციურ განვითარებაზე/დახვეწაზე. აღნიშნული სამართლებრივი აქტი დაფუძნებულია „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ“ 1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC ევროსაბჭოს დირექტივაზე, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში აისახა ასოცირების ხელშეკრულების XXX დანართით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. გარდა ამისა, ორგანული კანონის 25ე მუხლითა და აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მომზადდა შესაბამისი იქნა აგრეთვე, შრომის სამართლებრივი აქტების პროექტები. სამოქმედო გეგმით, უსაფრთხოების/შრომითი ამოცანად უფლებების დასახული მარეგულირებელი ნორმების დაცვა შრომის ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ამოცანის შესასრულებლად დაგეგმილი აქტივობები პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის (შრომის ინსპექციის) ეფექტურ მექანიზმად გარდაქმნას, მის ფუნქციონირებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად. დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შედეგად: 2018 წლის დასასრულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა ორი სამმართველო: ინსპექტირების სამმართველო და მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამმართველო, რომელთა დაკომპლექტება 2019 წლის მაისიდან დაიწყო და დეკემბრის თვეში დასრულდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, 2018 წლის დასასრულს შრომის ინსპექტორთა რაოდენობა განისაზღვრა 40 საშტატო ერთეულით, რომელიც 100 ერთეულამდე გაიზარდა 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. შრომის ინსპექტორთა შესაძლებლობების/უნარების გაზრდის მიმართულებით განხორციელდა 9 ტრენინგი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სხვა ადგილობრივი უწყებების მხარდაჭერით. ასევე გაფორმდა 4 თანამშრომლობის მემორანდუმი ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან. გარდა ამისა, 2019 წლის 19 თებერვალს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც 2019 წლის 1 სექტემბრიდან გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე და გაიზარდა ზედამხედველი ორგანოს მანდატი დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სასამართლოს ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექტირების მექანიზმის ინსტიტუციურ განვითარებაზე/დახვეწაზე. შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის განსაზღვრული ვადების შესაბამისად, მომზადებულ იქნა 25-ე მუხლით საკანონმდებლო აქტების პროექტები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. დაცვისა და დეპარტამენტმა მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემების დანერგვის/დაცვის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა 1575 ინსპექტირება და რეინსპექტირება, მათ შორის, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად 1264 (პირველადი და შემდგომი, დარღვევების აღმოფხვრამდე) ინსპექტირება - 558 ობიექტზე; ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 150 ინსპექტირება 150 ობიექტზე, მათ შორის, 19 კომპანიის 107 ობიექტი შემოწმდა შრომითი უფლებების მიმართულებით; იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით საქართველოს მთავრობის №112 დადგენილების შესაბამისად, 127 ინსპექტირება - 127 ობიექტზე; საწარმოო უბედური შემთხვევის მოკვლევისთვის - 35 ინსპექტირება; 2019 წელს განხორციელებული ინსპექტირებები ჯამში შეეხო დაახლოებით 210 390 დასაქმებულს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 20-ჯერ აღემატება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარების პარალელურად ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დეპარტამენტი ახორციელებს სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირებებს შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს შემოწმდა 8 კომპანიის 46 ობიექტი, 2019 წელს კი შემოწმდა 19 კომპანიის 107 ობიექტი. დამსაქმებლებთან, დასაქმებულებთან გასაუბრებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის გაცნობისა და შესწავლის შემდგომ, აღნიშნულ კომპანიებში გამოვლინდა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, რაზედაც დეპარტამენტის მიერ კომპანიებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები. გარდა აღნიშნულისა, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირად (შრომის ინსპექცია) გარდაქმნა და მისი ინსტიტუციური გაძლიერება. ასევე მისი მანდატის გაზრდა, კონკრეტულად შემუშავდა კანონპროექტი შრომის ინსპექციის შესახებ, რომლის თანახმად შრომის ინსპექციის მანდატი სავალდებულო წესით გავრცელდება შრომით უფლებებზეც. აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს შრომის კოდექსი" დაგეგმილია ცვლილებების განხორციელება, რომლის თანახმადაც შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით ზედამხედველ ორგანოდ განისაზღვრება შრომის ინსპექცია. საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და შრომის უფლებასთან დაკავშირებით არსებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების/ კონვენციების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესის გაგრძელების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების მოთხოვნების შეფასების და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი; სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არარატიფიცირებული N81, N129, N155, N176, N183, N102, N156 კონვენციების მოთხოვნების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზის შეფასების საფუძველზე და საქართველოს განიხილავდა მათი რატიფიცირების მიზანშეწონილობის საკითხს. 2020 წელს დაგეგმილია ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი, ისევე როგორც არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების მიზანშეწონილობის განხილვა. შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება შრომითი მედიაციის წარმოების პროცესის სრულყოფა: საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა 10 მომართვას შრომითი მედიატორის დანიშვნის შესახებ. 9 მათგანზე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი. 6 მათგანი დასრულდა შეთანხმების გარეშე, 2 დავა დასრულდა შეთანხმებით, ხოლო ერთი დავა ამჟამად მიმდინარეობს. 2019 წლის აპრილში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა პირველი სერტიფიცირებული (საერთაშორისო) ტრენინგი შრომითი მედიატორებისთვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის- ITC/ILO- ტრენერების მონაწილეობით. საანგარიშო კოლექტიური პერიოდის შრომითი განმავლობაში დავების მიმდინარეობდა მედიაციის მექანიზმის და კვლავ გრძელდება განვითარების ხედვის ჩამოყალიბება; შრომითი დავების ეფექტურად მოგვარების მიზნით მართლმსაჯულებაზე დასაქმებულთა მისაწვდომობის გაძლიერების წინადადებების განხილვა და რეფორმის ხედვის შემუშავება. ცენტრალურ და განვითარება/გაძლიერების რეგიონულ მიზნით, დონეზე საანგარიშო სოციალური პერიოდში ჩატარდა დიალოგის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის 6 შეხვედრა. ასევე, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ერთი სხდომა. სხდომის მიზანი იყო შპს - „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“-ს მმართველობაში არსებული ქ. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შესახებ ანგარიშის მოსმენა. 2019 წლის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრები ასევე დაეთმო სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის გადახედვას, შრომისა და დასაქმების სტრატეგიის პროექტს და სხვადასხვა აქტების, მათ შორის, მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტებს. 2019 წლის განმავლობაში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის ტერიტორიული სამმხრივი კომისიის 3 სხდომა. სამუშაო ძალის შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის, ლეგალური შრომითი მიგრაციის სქემების დანერგვის მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა რიგ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის. ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილია 152 შევსებული შეტყობინების ფორმა შრომითი იმიგრანტების შრომითი მოწყობის შესახებ. რეკომენდაციები შრომითი უფლებების დაცვის მიზნით: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:  გააგრძელოს მუშაობა შრომის სამართლის და დისკრიმინაციის აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის სფეროს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ხელშეწყობის მიმართულებით (საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების XXX დანართით განსაზღვრული დირექტივების ვადების შესაბამისად);  შეიმუშავოს შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი;  გააგრძელოს მუშაობა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის (შრომის ინსპექციის) ინსტიტუციური, ადმინისტრაციული გაძლიერებისა და კომპეტენციების ზრდის მიმართულებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად.  უზრუნველყოს ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნების შეფასების და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზის პროცესის დაწყება, ასევე ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების მიზანშეწონილობის განხილვა;  კოლექტიური შრომითი დავების ეფექტიანად გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმის ხედვის შემუშავება. განვითარების 10. საკუთრების უფლების დაცვა საკუთრების უფლების ხელშეწყობის მიზნით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, მიწის რეგისტრაციის რეფორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან. რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. 2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით დადგენილი შეღავათები და მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული მთელი რიგი სხვა პროცედურები აღარ არის დროებითი და კანონის მუდმივმოქმედ ნორმებად გარდაიქმნა. ამდენად, რეფორმის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაცია მიმდინარეობდა 2019 წელსაც და გაგრძელდება სამომავლოდ. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება 1500-დან 2000-მდე განცხადება, რეფორმის ფარგლებში, მისი დაწყებიდან 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებულია 775 800-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. აქედან, 2019 წელს დარეგისტრირდა 232 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. მოქალაქეთათვის მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისათვის გამარტივებული პროცედურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, შესაბამისად, ის მოქმედებდა 2019 წელსაც. კანონის საბოლოო რედაქციის თანახმად, იგი აღარ არის დროებითი - გამარტივებული და მოქალაქის ინტერესზე მორგებული რეგულაციები მუდმივმოქმედ ნორმებად გარდაიქმნა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2019 წლის 11 დეკემბერს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. საპილოტო პროექტის ფარგლებში 2019 წელს შექმნილია მიწის მონიტორინგის და შეფასების სისტემა. აღნიშნული სისტემის საფუძველზე მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საპილოტო არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციისა და პროცედურების ეფექტიანობის, მათ შორის მიწის რეგისტრაციის რაოდენობრივი ზემოქმედების (მიწასთან დაკავშირებული ტრანზაქციების, დავების, განხორციელებული ინვესტიციების, მეურნეობების პროდუქტიულობისა და მომგებიანობის) შეფასება. მსოფლიო ბანკის ჩართულობით, საერთაშორისო ექსპერტის მიერ, მომზადდა მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის შეფასების საბოლოო ანგარიში. დოკუმენტში ასახულია რეკომენდაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწაზე უფლებების სისტემური რეგისტრაციის წესით წარმოებისთვის, ასევე ინფორმაცია საჭირო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის შესახებ. მიმდინარეობს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, შესწავლა და დამუშავება, რის შედეგად, სისტემატიზირებულია და ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შესაბამისობაშია მოყვანილი საქმის 49%. დოკუმენტაციის გაციფრების (სკანირების) შედეგად, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია სუბიექტთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის 100%. შესაბამისად, ჯამში 2019 წლის მდგომარეობით, შესრულებულია აქტივობის 74.5%. 11. ეკოლოგიური უფლებები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძირითად მიზანს წარმოადგენდა ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის შინასახელმწიფოებრივი სამართლებრივი გარანტიების განმტკიცება გარემოსდაცვითი ინფორმაციის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუმჯობესებით, გარემოსდაცვით მიღების სფეროში ხელმისაწვდომობის პროცესის უზრუნველყოფით, საჯაროობის მართლმსაჯულების მექანიზმების ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სამართლებრივი კრიტერიუმების დანერგვით, აგრეთვე გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ მიმართულებით უწყების მიერ გატარებული ღონისძიებები შემდეგია:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებით დამტკიცებული -„საჯარო განხილვის წესი“ ადგენს საჯარო განხილვის ჩატარების, მასში საზოგადოების მონაწილეობისა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესებს.  გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით სამინისტროს ფარგლებში 2018 წელს გარემოსდაცვით საკითხებზე გაიმართა 90მდე ტრენინგი და ლექცია-სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2020-მა პირმა.  გარემოსდაცვითი თემატიკით სოციალურ მედიაში, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გავრცელდა 300-მდე საინფორმაციო-შემეცნებითი სიახლე. ეკოლოგიური უფლებების დაცვის კუთხით 2019 წელს სახელმწიფოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობის და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი". რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო განხილვების ჩატარებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რაც მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, 2018 წლის 1 იანვრიდან სკრინინგის გადაწყვეტილების, სკოპინგის დასკვნის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია თავსდება სამინისტროს ვებგვერდზე და ეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტ(ებ)ს საინფორმაციო დაფაზე განთავსების მიზნით. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების ხელმისაწვდომობას. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ასევე ქვეყნდება ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას. მოსაზრებების და შენიშვნების წარმოდგენა ხდება როგორც წერილობით, ასევე ზეპირად, საჯარო განხილვის დროს. ამასთანავე, სამინისტრო იხილავს ყველა შენიშვნას/მოსაზრებას და საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს ასახავს გადაწყვეტილებებში. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტს საინფორმაციო დაფაზე გამოქვეყნების მიზნით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ჩატარებული საჯარო განხილვების რაოდენობა: 2018 წელს - 31 საჯარო განხილვა, საჯარო განხილვაზე დამსწრეთა რაოდენობა დაახლოებით - 550; 2019 წელს - 82 საჯარო განხილვა, საჯარო განხილვაზე დამსწრეთა რაოდენობა დაახლოებით -700. რაც შეეხება სკოპინგის დასკვნის გაცემის ადმინისტრაციულ ეტაპზე ჩატარებული საჯარო განხილვების რაოდენობას: 2018 წელი - 60, საჯარო განხილვაზე დამსწრეთა რაოდენობა დაახლოებით - 920; 2019 წელი - 188, საჯარო განხილვაზე დამსწრეთა რაოდენობა დაახლოებით -2500. 2018 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ფარგლებში 2018 წელს გაიცა ერთი, ხოლო 2019 წელს 3 სკრინინგის გადაწყვეტილება; ამასთან, 2019 წელს სამინისტროს მიერ გაიცა 3 სკოპინგის დასკვნა. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურების თაობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია თავსდება სამინისტროს ვებგვერდზე და ეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტ(ებ)ს საინფორმაციო დაფაზე განთავსების მიზნით. ორჰუსის კონვენციის სტანდარტების დანერგვის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა ტრენინგები "გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები". ტრენინგები მოიცავდა ორჰუსის კონვენციის მიხედვით გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის, გარემოსდაცვითი კონტროლის და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებს. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს ყველა მხარეში, ასევე აჭარასა და თბილისში სახელმწიფო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგებში მონაწილეობდა 475 პირი. 2019 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მომართა 234 განმცხადებელმა: რეაგირება განხორციელდა ყველა განცხადებაზე. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა 219 განცხადება. 2019 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გარემოსდაცვით საკითხებზე გაიმართა 66 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდა 1953 პირი, მათ შორის, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული 158 პირი, ხოლო დაინტერესებული საზოგადოება - 1795 პირი. ასევე, გაიმართა გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ასამაღლებელი 35 ლექცია-სემინარი, რომელსაც ესწრებოდა 1402 მოსწავლე, სტუდენტი და მასწავლებელი. გარემოსდაცვითი თემატიკით სოციალურ მედიაში გავრცელდა 474 საინფორმაციოშემეცნებითი სიახლე. ამასთან, უშუალოდ სამინისტროს მიერ, ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სამინისტროს მიმდინარე, განხორციელებული თუ დაგეგმილი საქმიანობისა და აქტივობების შესახებ. ასევე წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება გარემოსდაცვითი მწვანე დღეების აღსანიშნავად, რის შესახებაც საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ხდება სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო გადაცემების საშუალებებით. 12. გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება 2018 წლის საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მომზადდა უწყებათაშორისი კომისიის ვებგვერდის სამუშაო ვერსია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია კომისიის უფლებამოსილების, საქმიანობის შესახებ; გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე საერთაშორისო არსებული ინსტრუმენტები კანონმდებლობა, და სხვა. პოლიტიკის ამასთანავე, დოკუმენტები გენდერული და თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრა ყველა მუნიციპალიტეტში და უმეტესობამ შეიმუშავა სამუშაო აღწერილობა. 2018 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება, მათ შორის საქვეუწყებო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას გენდერულ ჭრილში. აღნიშნული გულისხმობს გენდერული ნიშნით დაყოფილი სტატისტიკის ფლობას სერვისების მიწოდებისა თუ პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში. ამასთანავე, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ევროკავშირის მიერ თანასწორობის დაფინანსებული პრინციპების პროექტის, გათვალისწინების სახელწოდებით მიზნით “გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერა“ ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის “დანაშაულის პრევენცია და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია“ ანალიზი. გენდერული თანასწორობის საკითხებზე კოორდინაციის გაძლიერების თვალსაზრისით გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიამ შეიმუშავა კონცეფცია „მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმა“, რომელშიც ინტეგრირდა არასამთავრობო ორგანიზაცია, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ რეკომენდაციები. მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის მიზნით, 2019 წლის იანვარსა და მარტში გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა, სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 11-12 მაისს მოსამართლეებისთვის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდა ევროკავშირის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი“-ს ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი, გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ მომზადებული ორი კვლევის პრეზენტაცია. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორი უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებიდან მიღებული სტატისტიკის წარმოებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. სამსახური სასამართლოებიდან მიღებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს და უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე 1 აპრილიდან აქვეყნებს ინფორმაციას ოჯახურ ძალადობაზე სტამბოლის კონვენციის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით და დაზარალებული ქალების რაოდენობის მითითებით. 2018 წელს უზენაესმა სასამართლომ მოამზადა კვლევა, ,,ოჯახური ძალადობის საქმეებზე სისხლის სამართლის კანონმდებლობა და პრაქტიკა“. უზენაესმა სასამართლომ, კერძოდ, ანალიტიკურმა განყოფილებამ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით 2018 წელს გამოსცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, აგრეთვე, კვლევა „საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში ძალადობის შესახებ საქმეებზე“. დამატებით, ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრი მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეების მიმართვის საფუძველზე, იძიებს, თარგმნისა და აანალიზებს ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლის შესაბამის პრაქტიკას. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2018 წელს განხორციელებული სასწავლო- საგანმანათლებლო პროექტებიდან ორ პროგრამაში „საარჩევნო განვითარების სკოლა“ და ,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ გათვალისწინებული იყო სასწავლო მოდული გენდერულ საკითხებზე. ცესკომ და სწავლების ცენტრმა, ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, თბილისსა და საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, განახორციელეს პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 472-მა ახალგაზრდამ, მათ შორის 311 (66%) იყო ქალი და 161 (34%) – კაცი. გარდა ამისა, 2018 წელს, საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საგრანტო კონკურსის დაფინანსების ერთ-ერთ მიმართულებად ცესკომ განსაზღვრა – მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის. აღნიშნული მიმართულებით დაფინანსდა ოთხი პროექტი, დაფინანსების ბიუჯეტმა შეადგინა 72 774.4 ლარი. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების გასაძლიერებლად ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე საქართველოს პარლამენტის გენდერული ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლების თანასწორობის გენდერული მონაწილეობით საბჭოს წევრებმა თანასწორობის ორგანიზებულ მონაწილეობა არსებული სხვადასხვა მიიღეს მექანიზმების ტიპის შეხვედრებში. გენდერული თანასწორობის საკითებზე პასუხისმგებელი პირი განსაზღვრულია ყველა მუნიციპალიტეტში. 2019 წელს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან რეგიონული თანამშრომლობით განვითარებისა შემუშავდა გზამკვლევი და - "პრაქტიკული რჩევები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში." 2019 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა სამინისტროს თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გენდერული გავლენის შეფასების ჯგუფის მიერ განხორციელდა გენდერული გავლენის შეფასება "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონის ცვლილების პროექტზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ საქსტატს გაეგზავნა უწყებაში დასაქმებულთა გენდერულად სეგრეგირებული 2019 წლის სტატისტიკა. დროებითი სპეციალური ღონისძიებების შემუშავების, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ ქალების მეტი რაოდენობის დასაქმების მიზნით 2019 წელს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო), მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირდა ადმინისტრირებული ვებგვერდი - csb.gov.ge. კერძოდ, უსინათლო და მცირემხედველთათვის განკუთვნილია ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია სამი სხვადასხვა ფუნქციით: ხმოვანი, კონტრასტული და ზრდადი. 2019 წლის 28-30 იანვარს, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი "ტრენერთა ტრენინგი გენდერული თანასწორობა და მეინსტრიმინგი". ასევე, 2019 წლის 22-25 ნოემბერს სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური თანასწორობა". შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საანგარიშო პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშროლობით განახორციელა პროექტი "როგორ დავგეგმოთ და განვავითაროთ ბიზნესი" პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალებისთვის. პროექტი მიზნად ისახავდა ბიზნესის დაწყება/განვითარებისთვის საჭირო ცოდნის გაფართოებას და უნარ-ჩვევების გაძლიერებას. საუკეთესო 11 ბიზნეს პროექტი დაფინანსდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ. 2019 წელს ბიურო კვლავ შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამთავრობო 16 დღიან კამპანიას, რომლის მთავარი თემაც სექსუალური შევიწროება იყო. ამასთანავე, სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისთვის, ბიურომ საჯარო დაწესებულებებს გაუზიარა ვიდეორგოლი, საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ. ვიდეორგოლი მომზადდა საქართველოს ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. 2019 წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სექსუალური შევიწროების შესახებ შეხვედრა ჩაატარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 110 და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების 150 წარმომადგენელთან, საჯარო სკოლების 25 მასწავლებელთან, შრომის ინსპექტორებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფესიული კავშირების და სხვადასხვა საჯარო უწყებების 80 თანამშრომელთან. 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კერძო სექტორში სექსუალური შევიწროებისა და მასზე რეაგირებისთვის შიდა პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს შრომის ინსპექტორებს, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ჩართული ქალებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების პროგრამების განხორციელების კუთხით სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ახალ ტექნოლოგიებზე აქცენტირებით 2019 წლის ბოლოს (ოქტომბერიდეკემბერი) ჩატარდა ურთიერთობები და თემატური ტრენინგები: სამართლებრივი კოოპერატივების რეგულაციები, შიდასაწარმოო სათიბ-საძოვრების მართვა და მსხვილფეხა საქონლის მოვლა და ხელოვნური განაყოფიერება. ტრენინგებში მონაწილე 78 კოოპერატივის 110 მეპაიედან 24 (26.4%) მეპაიე ქალია. გარდა ამისა, 2019 წელს, კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებთან დაკავშირებით რეგიონებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანიები და საკონსულტაციო შეხვედრები, რომლის დროსაც განიხილებოდა საკითხები. კოოპერატივების შეხვედრებს შექმნასა ესწრებოდნენ და ფუნქციონირებასთან ქალბატონებიც. 2019 წლის დაკავშირებული 31 დეკემბრის მდგომარეობით, 147 კოოპერატივში თავმჯდომარე ქალია, სასოფლო-სამეურნეო სტატუსით ფუნქციონირებს 40 ქალთა კოოპერატივი და სასოფლო სამეურნეო სტატუსის მქონე 1044 კოოპერატივში გაერთიანებულ 10739 მეპაიეს შორის, 2594 (24.1%) მეპაიე ქალია. მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით 2019 წელს განხორციელებულ პროგრამაში "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" დაფინანსებული 48 ბენეფიციარიდან 22 იყო ქალი (45.8%). ჯანდაცვის მუშაკთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის საკითხთან მიმართებაში მომზადდა ორსულობის პირველი ტრიმესტრის (14 კვირამდე) სტანდარტული ულტრასონოგრაფიული კვლევის ალგორითმი, სადაც მითითებულია, რომ ნაყოფის სასქესო ორგანოების შეფასება და სქესის დადგენა, უზუსტობის ალბათობის გამო, არ არის რეკომენდებული ორსულობის 14 კვირამდე. აღნიშნული ალგორითმი დაურიგდათ ჯანდაცვის პროფესიონალებს. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ეროვნული სკოლის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ტრენინგი გაიარა 279მა მაძიებელმა მასწავლებელმა. ერთ-ერთი განსახილველი თემაა - ადრეულ ასაკში ქორწინება. ამასთანავე, 2019 წლის 24-25 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ორგანიზებით, 10 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ჩაუტარდა ტრენინგი „დამაზიანებელი სექსუალური ქცევა ბავშვებსა და მოზარდებში“. პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისთვის“ განხორციელების შედეგად, 282 შეხვედრა ჩატარდა 21 მუნიციპალიტეტის 196 სოფელში, შეხვედრას 7849 ბენეფიციარი დაესწრო. შეხვედრებზე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეული ქორწინებისა და ტრეფიკინგის საკითხებზე. ამასთანავე, გრიფირებისადმი დაქვემდებარებული სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზირების გენდერული თანასწორობის ჭრილში აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გრიფირებულია I-VII კლასების სახელმძღვანელოები, რომლებიც შეფასდნენ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით- გენდერული თანასწორობის ჭრილში. გარდა ამისა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გენდერული თანასწორობის შესახებ ქალთა მიმართძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 500 თანამშრომელს დაურიგდა ინფორმაციული მასალა სექსუალური შევიწროების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის მიწვევით გამომცემლებს ჩაუტარდათ სემინარი მდგარდი განვითარების მიზნების გათვალისწინების თაობაზე; ასევე ორგანიზაცია TDI-ს მიერ განხორციელდა ეთნიკური, სამუშაო რელიგიური შეხვედრა ნიშნით ავტორებთან დაბალანსებული გენდერული თანასწორობის, ინფორმაციის წარმოდგენაზე სახელმძღვანელოებში. სსიპ - შემოქმედებითმა საქართველომ, „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსის ფარგლებში“ დააფინანსა 5 პროექტი. ერთ-ერთი პროექტი - „შემოქმედებითი კავკასიის მენტორობის პროგრამა“ მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების და კულტურული მენეჯერების პროფესიულ ხელშეწყობას და ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია და მენტორობის პროგრამა, რომელიც მოიცავდა ფინეთში სასწავლო ვიზიტებსაც, გაიარეს ქალმა მეწარმეებმა. სსიპ - შემოქმედებითმა საქართველომ, იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის დაფინანსების მოსაპოვებლად წარადგინა პროექტი „შემოქმედებითი გარდასახვა“. პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოსალოდნელი შედეგი ქალი შემოქმედებითი მეწარმეების აქტიური ჩართულობა და პოპულარიზაციაა. გარდა ამისა, კულტურის სფეროში მიზნობრივი ქვეპროგრამის "კულტურის ხელშეწყობა" ფარგლებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში 2018-2019 წლებში ჯამში დასაქმებული იყო 10461 ქალი, მათ შორის უმრავლესობა პროექტების მენეჯმენტში. 16. ბავშვთა უფლებები პრევენციული და ოჯახის მხარდამჭერი სახელმწიფო მექანიზმების გაძლიერება საანგარიშო პერიოდში, უწყებათაშორისი მუშაობის შედეგად მომზადდა „განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის და მათი ფორმალურ განათლებაში ჩართვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ბავშვთა განათლების უფლების დაცვის მიზნით, შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესს, უწყებათაშორის ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა განათლებისა და განვითარების უფლების დაცვასთან. დამტკიცდა არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმის კონცეფცია, რომელშიც განსაზღვრულია ყველა პასუხისმგებელი უწყების როლი და უფლებამოსილება, არასრულწლოვანთა დანაშულის პრევენციის მექანიზმის შექმნის მიზნით. უწყებათაშორისი კოორდინირებული მუშაობის მიზნით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის, შეთანხმდა თანამშრომლობის მექანიზმი. 2019 წელს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა დაემატა სამ მუნიციპალიტეტში. მოქმედებს ასევე ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის და განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამები. დაიხვეწა "ტექნიკური რეგლამენტი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი". შესაბამისად, მონიტორინგი განხორციელდება ახალი სტანდარტებით. განახლდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესაბამისად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2020 წლიდან „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ფარგლებში იქმნება სპეციალური სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ასევე დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკის მქონე პირთა მიღებაზე, შეფასებაზე, ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაზე, შემდგომში სერვისების მიწოდებასა და რეფერირებაზე. „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განისაზღვრა მიზნობრივი პროგრამების/სერვისების შემუშავებისა და დანერგვის ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. მნიშვნელოვანია:  შედგეს პროგრამების აქტიური და დროული იმპლემენტაცია და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით მათი დახვეწა. ღარიბი და მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების მომსახურების გაძლიერება და დახვეწა პენიტენციურ სისტემაში 2019 წელს შემუშავდა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის განვითარებისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. სსიპ - „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მომზადდა სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის პროფესიული ზედამხედველობის კონცეფციის სამუშაო ვერსია. ასევე, მომზადდა საჭირო დოკუმენტაცია მექანიზმის პილოტირებისათვის და სამოქმედო გეგმა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის სტრატეგიის პროექტი სკოლის მიღმა დარჩენილი და დარჩენის მაღალი რისკის მქონე ბავშვებისათვის. შემუშავდა დაწევის პროგრამების კურიკულუმები. დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისთვის სასწავლო რესურსებისა და მეთოდოლოგიის შექმნა და შექმნილი რესურსების და მეთოდოლოგიის პილოტირება. ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდა ქვეყანაში არსებული მიუსაფარი ბავშვების ყველა სერვისის ბენეფიციარებისთვის. პროგრამა მუშაობს მიუსაფარი ბავშვების ფსიქო-სოციალურ გასაუმჯობესებლად და რეაბილიტაციაზე, სკოლაში ან მათი პროფესიულ სოციალური ჩართულობის სასწავლებელში სწავლის ხელშეწყობისთვის, სასწავლო პროცესებში სრულფასოვანი ჩართვისთვის. სოციალური ინკლუზიის მიზნების შესაბამისად ხდება პროგრამის ბენეფიციარებისა და მათი თანატოლების საერთო ინტერესების გარშემო მოზიდვა, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება. განხორციელებულ პროგრამებთან ერთად მნიშვნელოვანია:  გაფართოვდეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა წრე. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ცვლილებები პარლამენტმა 2018 წლის მაისში მიიღო. 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის შენობაში და რუსთავის რაიონული პროკურატურის ოფისში შეიქმნა არასრულწლოვანზე მორგებული სივრცე. საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა გამომძიებლებმა დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია არასრულწლოვანთა დანაყოფის შექმნა. ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის, სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა არსებობის და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნის აუცილებლობის შესაბამისად, 2018 წელს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში გაიხსნა არასრულწლოვნის დაკითხვა/გამოკითხვისთვის ადაპტირებული ოთახი და შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანზე მორგებული გარემოს ეფექტიან გამოყენებას. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში დამატებით გადამზადდნენ პროკურორები და გამომძიებლები. 2018- 2019 წლებში, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივ ინსტრუმენტებთან და არასრულწლოვნებთან მუშაობის სტანდარტებთან დაკავშირებით, საპილოტე მუნიციპალიტეტებში გადამზადდნენ პატრულ-ინსპექტორები და გამომძიებლები. 2019 წლის განმავლობაში მსჯავრდებულებისთვის კონცეფციაზე. მიმდინარეობდა განახლებული დაწესებულებებში მცირე მუშაობა (ოჯახური) განთავსებული ტიპის არასრულწლოვანი დაწესებულებების არასრულწლოვნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებები. 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილია 2 ახალი მცირე (ოჯახური) ტიპის დაწესებულების მოწყობა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის. გატარებული რეფორმების პარალელურად, საჭიროა:  მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს და იურიდიული დახმარების შენობებში შეიქმნას ბავშვზე მორგებული გარემო, შემუშავდეს გეგმა ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის გაფართოების შესახებ; სასჯელაღსრულების სისტემა მოეწყოს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების რეალიზაციის კონცეფციის შესაბამისად. საქართველოს კანონების „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შეიქმნა 5 სამუშაო ჯგუფი, რომელთაგან ორში, კერძოდ, კანონქვემდებარე აქტების/სამოქმედო გეგმების ჯგუფსა და სამინისტროების პროგრამების ჯგუფში ჩართულია სპეციალური პენიტენციური სამსახური. დაიწყო მუშაობა სპეციალიზაციის მარეგულირებელი აქტების შემუშავებაზე, რაც გაუმჯობესებაზე და მიმართული უნდა სახელმწიფოს მიერ იყოს ბავშვთა ნაკისრი უფლებრივი მდგომარეობის ვალდებულებების შესრულებაზე არასრულწლოვანთა მიმართებით. გაიზარდა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სოციალური მუშაკების რაოდენობა. ზღვრული ოდენობის დადგენა და სოციალური მუშაკების რაოდენობის შემდგომი ზრდა დაგეგმილია "სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ჩამოყალიბდა მეურვეობისა და მზრუნველობის ერთიანი სისტემა სსიპ "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შექმნილი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შექმნისას საშტატო რიცხოვნობაში განისაზღვრა ფსიქოლოგის 40 საშტატო ერთეული და სოციალურ მუშაკთა 90 საშტატო ერთეული. დადგენილია ასევე სოციალური მუშაკის მიმდინარე საქმეთა (შემთხვევათა) ზღვრული ოდენობა. ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის პრევენციული მექანიზმების ჩამოყალიბება და გაძლიერება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“. ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განისაზღვრება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი - მანდატური/უფლებამოსილი პირი. კერძო სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს წესით, ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს წესი, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებას. 2019 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა შეიმუშავა ძალადობის პრევენციის გრძელვადიანი თანმიმდევრული პროგრამა. პირველ ეტაპზე, პროგრამის განხორციელება დაიწყო საპილოტედ. 2019 წელს მანდატურის სამსახურმა დაიწყო მუშაობა სასკოლო მედიაციის სტანდარტულ გეგმაზე. დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა სწავლების საკითხი, ხოლო საბაზო საფეხურის „მოქალაქეობის“ სასწავლო გეგმა ასევე მოიცავს ადამიანის/ბავშვის უფლებათა კომპონენტს. აღნიშნული საგნების სწავლება, მათ შორის ემსაუხება ძალადობის პრევენციას. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ატარებს ტრენინგებს თემაზე „სკოლებში პრევენცია და ტოლერანტული საგანმანათლებლო ბულინგის კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. დაწესებულების მანდატურის სამსახურის სსიპ - ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს პროგრამას „ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია“. ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვისათვის, მნიშვნელოვანია:  დაიგეგმოს და განხორციელდეს ძალადობის წინააღმდეგ. სახელმწიფო გაგრძელდეს კამპანია სკოლების ბავშვთა მიმართ ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის, მათ შორის არაქართულენოვანი სკოლებისთვის ბავშვთა უფლებებისა და ბულინგის თემაზე ტრენინგების ჩატარება. ძალადობის მსხვერპლ ბავშვთათვის სარეაბილიტაციო მექანიზმების გაუმჯობესება/გაძლიერება დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქცია, შემუშავდა და დამტკიცდა სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურულ ერთეულებში (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიულ ერთეულებში (ჩვილ ბავშვთა სახლი; კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი) ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სამოქმედო ინსტრუქციები. ამასთან, გამოიცა „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება. საანგარიშო წლისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში და ასევე სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში დამტკიცებულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების შიდა ინსტრუქციები და განსაზღვრულია შესაბამისი პასუხისმგებელი პირი/პირები. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი. შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია მიუსაფარი ბავშვების სერვისების სპეციფიკა. 2018 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში და ასევე სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა დამატებით ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების მექანიზმებზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გადამზადება/ტრენინგი. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ, იმ საჯარო სკოლებში, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატურის სამსახური, გადამზადდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი 129 პირი. საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანდატურის მიერ ხორციელდება ძალადობის ნებისმიერი ფორმის პირველადი იდენტიფიცირება, რის საფუძველზეც იგი ახდენს შესაბამისი სამსახურის ინფორმირებას, სადაც განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურების საჭიროება და ხდება შესაბამისი მომსახურების გაწევა. ამასთან, მომზადდა ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეებზე რეფერირებისა და აღსრულების მექანიზმის პროექტი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები. შეზღუდული შესაძლებლობის და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დიდი ზომის სამზრუნველო დაწესებულებათა დეინსტიტუციონალიზაცია საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიტოვების პრევენციის ბრძანება სამოქმედო „სამედიცინო ინსტრუქცია“. დაწესებულებებში ბავშვების ბავშვის ინტერესებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მუდმივად მიმდინარეობს მათი საქმეების გადახედვა და ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან ალტერნატიულ სერვისებში გადასვლის დაგეგმვა. „ტექნიკური რეგლამენტის - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების პროექტში გათვალისწინებულია სპეციალიზებული ოჯახური ტიპის მომსახურების სპეციფიკა. "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაიზარდა მინდობით აღმზრდის (მათ შორის განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის) დაფინანსება. საანგარიშო პერიოდის დასასრულს, ქვეყანაში ფუნქციონირებს 2 სპეციალიზებული ოჯახური ტიპის მომსახურება. მიმდინარეობს სერვისის მონიტორინგი. "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაიზარდა მინდობით აღზრდის დაფინანსება. გადამზადდნენ მინდობით აღმზრდელები. გაიხსნა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის 1 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ქ. თბილისში. ბავშვების ინტერესებისა და ჯანმრთელობის მდგომარების გათვალისწინებით ჩვილ ბავშვთა სახლიდან ბენეფიციარები გადადიან სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში. საჭიროა:  შემცირდეს და მინიმუმამდე დავიდეს შშმ და განსაკუთრებული საჭიროების ბავშვების რაოდენობა სახელმწიფო 24-იან ზრუნვაში. მოხდეს დიდი ზომის სამზრუნველო დაწესებულებათა დეინსტიტუციონალიზაცია. პარალელურად, მნიშვნელოვანია განვითარდეს და დაიხვეწოს ოჯახის ჩამნაცვლებელი ალტერნატიული მომსახურებები. რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრირებული ბავშვთა თავშესაფრების და სკოლა-პანსიონების რეგულირების სფეროში მოქცევა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე განხორციელდა დაწესებულებების შეფასება, რის შედეგადაც გამოიკვეთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმანური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების დაწესებულებებში მოხვედრის მიზეზები და საჭიროებები. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშნელოვანია:  დასრულდეს რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრირებული ბავშვთა თავშესაფრების და სკოლა-პანსიონების ოპტიმიზაცია. დადგინდეს რელიგიურ დაწესებულებებში და ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრირებული ბავშვთა თავშესაფრების და სკოლა-პანსიონების მარეგულირებელი ჩარჩო. 2019 წლიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (მაღაროსკარი, ბარისახო, შატილი) მდებარე სკოლა-პანსიონი მართვაში გადმოეცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. სკოლა-პანსიონში ირიცხებიან მოსწავლეები, ახლომდებარე რომლებიც ცხოვრობენ სოფლებიდან სკოლიდან მშობლის/კანონიერი დაშორებულ სოფლებში, წარმომადგენლის ასევე მომართვის საფუძველზე. მომზადდა სპეციალური პროფილის მქონე რესურს სკოლების ზრუნვის სტანდარტის პირველადი დოკუმენტი. ბავშვთა დაცვის საკითხებზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესის დახვეწის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადდა რეკომენდაციები, რომლებიც, ასევე, შეეხებოდა კომისიის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. შესაბამისად, დაგეგმილია კომისიის დებულების მოდიფიცირება და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა. საჭიროა: განხორციელდეს ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო  სამოქმედო გეგმის ბავშვთა უფლებების თავის შესრულების მოხდეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მონიტორინგი; განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის დებულების მოდიფიცირება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. 17. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლების ფარგლებში სამინისტრომ 2018 წლის 24 ოქტომბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა უფასო ტრენინგები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ დიდ ქალაქებსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონულ ცენტრებში. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქალაქებში (მარნეული, გარდაბანი, ახალქალაქი, თეთრიწყარო) ტრენინგს უძღვებოდა ორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ტრენერი, ხოლო ტრენინგის მასალები ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. იუსტიციის სასწავლო ცენტრს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გადასცა დისკრიმინაციის თემაზე მომზადებული რამდენიმე ენოვანი ბროშურის ელექტრონული ვერსია, რომელიც მოგვიანებთ ელექტრონულად უნდა გავრცელებულიყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებ. გვერდზე. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების ენებზე ბეჭდვითი მედიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნთ საანგარიშო პერიოდში წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხარდაჭერით გამოიცა სომხურენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „გურჯისტანი“. გაზეთები გავრცელდა როგორც თბილისში, ისე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ყველა პენიტენციურიდაწესებულებების ბიბლიოთეკებში. ეროვნულ უმცირესობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ორგანიზებული მიმართულებით ფართომასშტაბიანი სახელმწიფო საინფორმაციო მინისტრის კამპანიის აპარატის გზით მიერ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, პანკისის ხეობა) მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ (ჩატარდა 50-ზე მეტი შეხვედრა). მომზადდა საინფორმაციო მასალები საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ ქართულ, აფხაზურ, ოსურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საინფორმაციო მასალები სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ქართულ ენებზე გავრცელდა ქ. თბილისში, ასევე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის (I და II ტური), ცესკოს მიერ მომზადდა სპეციალური საინფორმაციო ვიდეო რგოლი ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ. ასევე ცესკოს მიერ მომზადებული 15 საინფორმაციო ვიდეო რგოლი ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და განთავსდა რეგიონული ტელევიზიების ეთერში. 2018 წელს, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, ცესკომ ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განახორციელა. ინფორმირების კამპანიის ფარგლებში გავრცელებული ყველა საინფორმაციო ფლაერები და ვიდეო რგოლები, ნათარგმნი იყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 2018 წელს, ცესკომ საგრანტო კონკურსის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში, რომლის ფარგლებშიც ცესკოსთან არსებულმა სსიპ – საარჩევნო სისტემებისგანვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), საგრანტო კომისიისგადაწყვეტილებით, დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციების 10 პროექტი, რომელიცგანახორციელა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ეთნიკური უმცირესობებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების კუთხით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა შეხვედრები „ქართულ ენაში მოსამზადებელი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის“ შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (ბოლნისის, ახალქალაქის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები). გარდა ამისა, ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საჯარო მოხელეთა პროფესიული ზრდისა და განვითარების კუთხით სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის განახორციელა პროექტი -„პროფესიული განათლების ხელშეწყობა ეროვნული უმცირესობებისთვის“. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 10 ჯგუფი. თითოეულმა დაასრულა მუშაობა B1+ დონის კონკრეტული დარგობრივი მიმართულების სახელმძღვანელოსა და სამუშაო რვეულის შექმნაზე; სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში სწვლების კურსი გაიარა საქართველოს სამ რეგიონში ჩარიცხულმა 1072-მა და 2018 წელს 2058-მა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელმა. საანგარიშო პრიოდის განმავლობაში ასევე 2018-2019 წლებში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში ჩაირიცხა ეროვნული უმცირესობების ათასობით წარმომადგენელი. საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამით 2018 წელს ისარგებლა 307-მა პირმა, მათ შორის ეროვნული უმცირესობის 48 წარმომადგენელმა. ეროვნული/ეთნიკურიუმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების მიღების ხელშეწყობის და სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაცია/გაუმჯობესების კუთხით განხორციელდა "1+4 პროგრამა“, სადაც 2018 წელს პროგრამაზე ჩაირიცხა 424 სომხურენოვანი სტუდენტი (დაფინანსდა 93), 806 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი (დაფინანსდა 96), 1 ოსურენოვანი სტუდენტი (დაფინანსდა 1). 2019 წლის განმავლობაში ეროვნულ უმცირესობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით 2019 წელს საზოგადოებრივი ცენტრის დაფინანსებით დმანისის საზოგადოებრივ ცენტრში ერთი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 26 ადამიანი ესწრებოდა. ასევე, სხვადასხვა უწყებების ჩართულობით საზოგადობრივი ცენტრის ბაზაზე 2019 წლის განმავლობაში სულ გაიმართა 11 შეხვედრა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროექტი ”ახალგაზრდა ევროპელი ელჩები”, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებულობის გაზრდას. 2017-2019 წლებში პროექტის ფარგლებში 39 მუნიციპალიტეტის 241 სოფელში 302 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაესწრო 6349 მონაწილე. საინფორმაციო ცენტრმა ეთნიკური უმცირესობების ენებზე 2019 წელს მოამზადა და გაავრცელა საინფორმაციო მასალები, მათ შორის: „13 მითი ნატოს შესახებ“ (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე), „10 მითი ევროკავშირის შესახებ“, საინფორმაციო ბროშურები უვიზო მიმოსვლის შესახებ (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე). ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საჯარო მოხელეთა პროფესიული ზრდის კუთხით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 7 პროგრამა, გადამზადდა ეროვნული უმცირესობის 3545 წარმომადგენელი. აღნიშნული პროგრამა განხორციელდა 4 ქალაქში, 66 სოფელსა და 7 სამხედრო ბაზაზე. საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდა 7 პროგრამა და გადამზადდა 442 საჯარო მოსამსახურე, ხოლო აღნიშნული პროგრამით ისარგებლა 46 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების მიღების ხელშეწყობის და სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციისთვის 2019 წელს ქართულ ენაში მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაირიცხა 1181 სტუდენტი. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების კულტურისა და თვითმყოფადობის დაცვის უზრუნველყოფის კუთხით 2019 წელს მიმდინარეობდა და 2020 წელსაც გაგრძელდება საქართველოში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური მულტიდისციპლინარული კვლევისა და ინვენტარიზაციის პროგრამის პირველი ეტაპი პოლონელ არქიტექტორთა და ინჟინერთა მიერ დაპროექტებული შენობების, პოლონელთა კუთვნილი ან მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული შენობების (,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა“ - 94500 ლარი). საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობის, ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების ტრადიციების და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდასაჭერად, ასევე შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა კონკურსი და გამოვლენილ იქნა გამარჯვებული 6 პროექტი. კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ფარგლებში გამოიცა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 5 წიგნი-ალბომი და აუდიო-დისკი (სულ 2150 ეგზემპლარი). 18. რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა სეკულარიზმის და რელიგიური ნეიტრალიტეტის განმტკიცება საანგარიშო პერიოდში, საჯარო სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნისა და კორუფციის პრევენციული მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურომ, შეიმუშავა „საჯარო დაწესებულების ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების კომენტარი, რომელიც ხელს უწყობს ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოს საჯარო დაწესებულებებში. საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით რეგულარულად იმართება საჯარო სამსახურის ეთიკის ფორუმები, რომლებზეც განიხილება პრობლემური საკითხები და მუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები საჯარო სამსახურში ეთიკური გარემოს გაუმჯობესების მიზნით. შემუშავდა სახელმძღვანელო რელიგიური ნეიტრალიტეტზე საჯარო სამსახურში. 2018 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა საჯარო სამსახურში ეთიკის ელექტრონული სასწავლო პლატფორმის კონცეფცია. რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტომ ტრენინგები ჩაატარა საქართველოში თანამშრომლებისთვის. სხვადასხვა საერთაშორისო და მოქმედი მასმედიის ადგილობრივ ანგარიშებში გამოვლენილი პრობლემების მიზეზების კვლევის მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მასთან არსებულ ინტერრელიგიური სათათბიროს წევრ რელიგიურ ორგანიზაციებთან. ასევე, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან სამუშაოდ. რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების, ასევე, რელიგიური შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის კულტურის გაძლიერების მიზნით სააგენტომ ჩაატარა ტრენინგები საქართველოს მასშტაბით. ტრენინგის მონაწილე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირების მიერ სახელმწიფო ენის სათანადოდ, ან საერთოდ ვერ ფლობის გამო, გადაწყდა, განხორციელებულიყო პროექტი სახელწოდებით: „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, რომელშიც ამ ეტაპზე მონაწილეობას იღებენ: საქართველოს მუსლიმი თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენცია და ასეთ დანაშულზე რეაგირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის წარმოადგენს. უწყებაში შექმნილი ადამიანის ერთ-ერთ უფლებათა მთავარ დაცვის გამოწვევას დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე სათანადო სამართალწარმოების განხორციელებას და სპეციალური ფორმის მეშვეობით აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც შესაძლოა იკვეთებოდეს (მათ შორის, რელიგიური ნიშნით) შეუწყნარებლობის მოტივი. დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადამზადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეუთოს ODIHR-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე სპეციალური ტრენინგ-პროგრამა დაინერგა. ამასთან, 2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დანერგილ იქნა ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული ახალი სასწავლო მოდული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღკვეთისკენ მიმართული საპოლიციო ზომების გატარებასთან დაკავშირებით. სკოლების მიერ, ხორციელდება მულტიკულტურალიზმისა და თანასწორობის ხელშეწყობისათვის პოზიტიურ აქტივობები. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანიზაციებს სკოლებში აღნიშნულ თემატიკაზე პროექტების განხორციელებაში. 2018-2019 წლებში სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „ქართული ენის საზაფხულო სკოლაში“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების 400-მა მოსწავლემ. საზაფხულო სკოლის მიზანი იყო სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ენობრივი კომპეტენციების განვითარება. განათლების, მეცნიერების სახელმძღვანელოების კულტურისა შეფასების და სპორტის კრიტერიუმებში სამინისტრო ითვალისწინებს სასკოლო რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს. აღნიშნული პრინციპის დაცვით განხორციელდა დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. მულტიკულტურალიზმის და თანასწორობის ხელშეწყობისათვის პოზიტიურ აქტივობებს ახორციელებენ სკოლები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთერთ პრიორიტეტს დისკრიმინაციისაგან ინდოქტრინაციის, თავისუფალ პროზელიტიზმისა საგანმანათლებლო და სივრცის რელიგიური უზრუნველყოფა წარმოადგენს. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონმა შექმნა საჯარო სკოლებში სეკულარული სამართლებრივი და გარანტიები. ტოლერანტული სამინისტრო გარემოს რელიგიური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს სხვადასხვა დაცვის მნიშვნელოვანი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულებით. სკოლების მონიტორინგის ფუნქცია დაეკისრათ აგრეთვე საგანმანათლებლო რესურსცენტრებს და სკოლის დირექციაც ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლაში საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვა და ამ კუთხით აკონტროლოს მდგომარეობა. მონიტორინგის ჯგუფი, აღმოჩენილი გადაცდომის სირთულისა და ხასიათის შესაბამისად სკოლას ადგილზე აძლევს მითითებას, წერილობით რეკომენდაციას ან/და მიმართავს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით. 2018 წელს საქართველოს პროკურატურამ მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ. მომზადდა პროკურორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები. ასევე, საანგარიშო პერიოდში გაიმართა კონფერენცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე. შემუშავდა სპეციალური კურსი დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად გადამზადდნენ პროკურატურის თანამშრომლები, ტელე-რადიო და ონლაინ მედიის ჟურნალისტები, სპიკერ პროკურორები. ამასთან, 2018 წელს განხორციელებული სპეციალიზაციის მიხედვით, შეირჩნენ პროკურორები, რომლებმაც გადამზადების ინტენსიური კურსები გაიარეს და დანაშაულებზე რელიგიური იმუშავებენ. ნიშნით საქართველოს შეუწყნარებლობის სიძულვილით მოტივირებულ გენერალური ფაქტებზე პროკურატურა აწარმოებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ სტატისტიკას. 2018 წელს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე განხორციელდა დამატებითი ტრენინგი "რელიგიის თავისუფლება, საერთაშორისო სტანდარტები". ერთობლივ ტრენინგში საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2019 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთა გამოძიების პროცესში დანაშაულის მსხვერპლთა კმაყოფილების შესწავლა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე მომზადდა ანგარიში. 2019 წელს, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემუშავდა რეკომენდაცია დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი გამოძიების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი რეგულაციების შევსებას/მოდიფიცირებას. საკანონმდებლო ცვლილებები გააადვილებს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირებას და მათზე ეფექტიან რეაგირებას, ასევე შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას. საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობანაგებობების დაბრუნების პროცესი გრძელდება. სრულად დაუბრუნდა სინაგოგები ებრაულ თემს. მუსლიმურ თემს 2018 წლის განმავლობაში დაუბრუნდა 30 მეჩეთი. 2014-2019 წლებში გადაცემულია 200 მეჩეთი. საქართველოს ევანგელურ¬ლუთერული ეკლესიას დაუბრუნდა თბილისში არსებული ეკლესია სასაფლაოს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთთან ერთად. რელიგიის სააგენტოს მიერ გამოცემული საკულტო ნაგებობების რუკის მიხედვით, სომეხთა სამოციქულო ეკლესია ფაქტობრივად ფლობს 58 საკულტო ნაგებობას, რომლებიც გადაცემული არ არის სარგებლობაში და მიმდინარეობს მუშაობა. საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სადავო ისტორიული საკულტო შენობა-ნაგებობების კონფესიური წარმომავლობისა და დავების გადაწყვეტის პოლიტიკის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვების და დამუშავების პროცესი. 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების კუთხით ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული იქნა ბიოფსიქო-სოციალური მოდელის დანერგვისათვის საჭირო ინსტრუმენტები. შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების მიზნით შეფასების ახალი ინსტრუმენტების პირველადი ვერსია შემუშავებულია და დაწყებულია მათი ტესტირების დანერგვის პროცესი. 2018 წელს საქართველოს კანონმდებლობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან ჰარმონიზაციის მიზნით განხორციელდა ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, დაზუსტდა კანონში არსებული ისეთი ტერმინები, როგორიც არის ინკლუზიური განათლება, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. დამტკიცდა საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი. მომზადდა უმაღლესი განათლების მისაწვდომობის მოდელი, რომელიც ასახავს იმ საბაზისო და აუცილებელი სტანდარტების დანერგვის გზებს, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების წარმატებული და ღირსეული ინკლუზია უმაღლეს განათლებაში. ყველა სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ და სსსმ პირების საჭიროების შესაბამისად, მათ შორის 4 დაწესებულება ადაპტირებულია უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად (ნორვეგიული სტანდარტი). 2018-20119 წლებში ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო გამოცდებზე სპეციალური პირობები (ბრაილის/ხმოვანი პროგრამებით უზრუნველყოფა, ტესტური დავალებების გაზრდილი შრიფტით მიწოდება, საგამოცდო დროის დამატება, დამხმარე პირის გამოყოფა მოტორული ფუნქციების დარღვევის მქონე აპლიკანტებისათვის და სხვ.) შეექმნა 1093 (ათას ოთხმოცდაცამეტი) აბიტურიენტს და მაგისტრანტობის კანდიდატს (აბიტურიენტი - 998 და მაგისტრანტობის კანდიდატი - 95). 2018-20119 წლებში უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდა 91 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შშმ პირები. წელს 2018 დაიწყო საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროფესიის გაძლიერების, სპეციალისტების გადამზადების, მომსახურების გაუმჯობესების, შშმ პირებისათვის დამხმარე და ტექნოლოგიური საშუალებების ხელმისაწვდომობისა და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობას. ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი გაიზარდა 550 000 ლარით და შეადგინა 3 400 000 ლარი. სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი გაიზარდა 899 500 ლარით და შეადგინა 2 299 500 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის თანხა გაიზარდა 20 ლარამდე, ხოლო ბენეფიციართა დღიური შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციართა დღიური თანხა გაიზარდა 30 ლარამდე. ამასთან, მომსახურების მიმღებთა ლიმიტი გაიზარდა 300 ბენეფიციარამდე. სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია სულ 26 ორგანიზაცია 391 ბენეფიციარზე. დაწყებულია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი: ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებისა და საოჯახო ტიპის მცირე ზომის დაწესებულებების ჩამოყალიბება. ფსიქიკური ჯანმრთელობის დეინსტიტუციონალიზაცია გაერთიანდება დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიაში. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სათემო ამბულატორიული მომსახურების და თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურება ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაწესებულებას მოეთხოვება ყოველთვიური ბიუჯეტის არანაკლებ 35%-ის მდგ წევრების ხელფასების ასანაზღაურებლად მიმართვა. 2018 წლიდან ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ბიო-ფსიქოსოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაზე. აღნიშნული სერვისები ქ.თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე მიეწოდება დედაქალაქის 18 წლამდე ასაკის მოსახლეობას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმის შეფასების პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუმენტარის გამოყენებით. შედეგების და რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა ახალი 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა. 2018 წლის განმავლობაში ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში დარეგისტრირდა და სერვისის მიწოდების განხორციელება დაიწყო 3 ახალმა ორგანიზაციამ თბილისში, რუსთავსა და ახალციხეში. სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია მომსახურებას ახორციელებს გურჯაანსა (3 ორგანიზაცია) და თბილისში (2 ორგანიზაცია) სულ 25 ბენეფიციარზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემის ყველა მუზეუმში შემუშავებულია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები შშმ პირებისთვის. დამტკიცდა ალტერნატიული სასწავლო გეგმა და განმავითარებელი აქტივობები დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბუნებისმეტყველებაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სპორტში. შემუშავდა გაფართოებული სასწავლო გეგმა უსინათლო მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენისა და წერითი მეტყველების სტანდარტი სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის დაწყებულია მუშაობა სენსორულ სასწავლო გეგმაზე. შემუშავდა „პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესი და პირობები". აღნიშნული დოკუმენტი განხილვის პროცესშია მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით. სსსმ პირების განათლების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში, მომზადდა სსსმ პირის ასისტენტისა და სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე ფსიქოლოგის ფუნქცია-მოვალეობების ამსახველი დოკუმენტი, რომლის დამტკიცებაც იგეგმება 2020 წელს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის შემუშავებულია ალტერნატიული ტესტირების პროცედურა, მოწმდება აეროპორტების სამგზავრო ტერმინალის აღჭურვილობა, შშმ პირების მიღების ადგილების მონიშვნა, შშმ სავარძლების, სპეც. ავტოტრანსპორტის მდგომარეობა, პერსონალის მომზადება შშმ პირების მომსახურებისათვის და სამგზავრო ტერმინალის ადაპტირება შშმ პირებზე. აღსანიშნავია, რომ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით 2019 წელს განახორციელა ქ. თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ამბროლაურის, მესტიის და ნატახტრის აეროპორტების შემოწმება. „საქართველოს რკინიგზის“ მიერ განსახორციელებელი/განხორციელებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ტექნიკური დავალება ითვალისწინებს შშმ პირთა საჭიროებებზე ინფრასტრუქტურის ადაპტირებას. შშმ პირთა სტატისტიკურ მონაცემები რაოდენობრივ, ასაკობრივ, რეგიონალურ, გენდერულ ჭრილში, ასევე, სოციალური პაკეტის ოდენობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხების შესაბამისად, ხელმისაწვდომია სამინისტროსა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდებზე. მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სივრცის ადაპტირება და მათი წახალისება. დასრულდა მუშაობა და საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტზე, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმიანება გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ითვალისწინებს ძირითად პრინციპებს დაინტერესებული სახელმწიფო და, მეორე უწყებების, მხრივ, მაქსიმალურად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. კანონპროექტის მიზანია, ერთიანი საკანონმდებლო აქტის მიღების გზით საქართველოს კანონმდებლობაში კონვენციის მოთხოვნათა სრულფასოვანი იმპლემენტაცია და მისი პრაქტიკული აღსრულებადობის უზრუნველყოფა, ისევე, როგორც საქართველოს მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ხელშეწყობა შშმ პირთა უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებისა და განვითარების თაობაზე, რომლითაც ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შშმ პირების უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე საზოგადოებაში ამ პირთა სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით. 20. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა 2018 წელს განახლდა პროკურორების სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთან და დაზარალებულთან მოპყრობის შესახებ. საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი. მონიტორინგის ანგარიში გამოქვეყნდა პროკურატურის ვებგვერდზე. 2018 წელს, ადამიანის უკანონო ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე, გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის განხორციელდა მიზნობრივი სასწავლო აქტივობები. სწავლება შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანით ვაჭრობასა (ტრეფიკინგის) და მასთან მომიჯნავე დანაშაულებზე განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეები; ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ბავშვთა პორნოგრაფია; ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაციის მნიშვნელობა; საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების პროაქტიულად გამოვლენის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მობილური ჯგუფების მიერ, თბილისი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი) დაწესებულებები და შემოწმებული განხორციელდა იქნა ტრეფიკინგის რისკ-ჯგუფებს რისკის მიკუთვნებული შემცველი მოქალაქეების გამოკითხვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ფუნქციონირებას აგრძელებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ სამართალდამცავი ბრძოლის ორგანოების დაკომპლექტებული შემოწმების ჯგუფი (Task Force), განყოფილებაში წარმომადგენლებით რომელთა ძირითად მოვალეობას წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რისკის შემცველი დაწესებულებების, ადგილების გამოვლენა, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებს, ასევე, რისკ ჯგუფს მიკუთვნებულ პირთა გამოკითხვა მათ მიმართ შესაძლო განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენის მიზნით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლების მიერ, საანგარიშო პერიოდშ განხორციელებულ იქნა აჭარის მასშტაბით ტრეფიკინგის რისკშემცველი ადგილების გამოვლენა-აღრიცხვა, გამოვლენილ იქნა რიგი დაწესებულებებისა, მათ შორის ისინი სადაც სისტემატურად ხდებოდა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული ჯგუფის მიერ 2019 წელს აჭარის რეგიონში შემოწმებული იქნა ტრეფიკინგის რისკშემცველი 23 დაწესებულება და განხორციელდა რისკ ჯგუფს მიკუთვნებული 44 მოქალაქის გამოკითხვა, მათ მიმართ შესაძლო განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენის მიზნით, ქ.ბათუმში შემოწმებული იქნა ქუჩაში მომუშავე რისკის შემცველი 9 ჯგუფი და განხორციელდა რისკ ჯგუფს მიკუთვნებული 49 მოქალაქის გამოკითხვა მათ მიმართ შესაძლო განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენის მიზნით; Task force ჯგუფის მიერ პროაქტიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა და გამოძიება დაიწყო ტრეფიკინგის 2 ფაქტზე, რომლებიც შემდგომ გადაკვალიფიცირდა და სსკ 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემული იქნა 3 პირი, ასევე პროაქტიული ღონისძიებების შედეგად პროსტიტუციის გადაცემის ფაქტზე 4 სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული იქნა გამოძიება, რის საფუძველზეც პასუხისგებაში იქნა მიცემული 10 პირი, განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე 3 სისხლის სამართლის საქმეზე, საიდანაც 1 სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, ხოლო ორზე მიმდინარეობს გამოძიება, ასევე შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დაკავებული იქნა 2 პირი, დაზარალებულად კი იქნა ცნობილი 4 არასრულწლოვანი. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტრეფიკინგი თემატიკა ისწავლება, როგორც გადამზადების, ისე საბაზისო მომზადების პროგრამებში და მოიცავს ისეთ საკითხებს, საქართველოში; როგორიცაა: ტრეფიკინგის ტრეფიკინგის გამომწვევი განმარტება;ტრეფიკინგის მიზეზები და პრობლემები ხელშემწყობი ფაქტორები; ტრეფიკინგში მსხვერპლის ჩათრევის გზები; ექსპლუატაციის ნიშნები; საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის პრევენცია; ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეფერალური მექანიზმები. 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ტრეფიკინგის თემაზე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მომზადება/გადამზადება გაიარა 372 მსმენელმა. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და ტერიტორიებიდან დევნილთა, დახმარების შრომის, სახელმწიფო ჯანმრთელობისა ფონდის, და ოკუპირებული სოციალური დაცვის სამინისტროს (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტრეფიკინგის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ასევე, მიუსაფარ ბავშვთა ექვსივე თავშესაფარში, რომელსაც 44 მიუსაფარი ბავშვი დაესწრო. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოჯახის ექიმები, სოციალური მუშაკები, მიუსაფარი ბავშვები და ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე, 2019 წლის 15-17 თებერვალს, ქ. თბილისში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტებისთვის გაიმართა პროექტის ,,გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე” ზეპირი რაუნდები. პროექტში მონაწილეობა მიიღო 5 უნივერსიტეტის 8 გუნდმა (სულ 36 მონაწილე). ბავშვთა შრომის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული (12 ივნისი) კვირეულის ფარგლებში სსიპ - ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრმა’’ საქართველოს 12 ქალაქში/დაბაში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები 13-18 წლის მოზარდებთან. კამპანიის მიზანს წარმოადგენდა შრომითი უფლებების შესახებ ბავშვებისთვის ცნობიერების ამაღლება. 2019 წლის 30 ივლისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის ორგანიზებით სტუდენტებისთვის სახელმწიფო გაიმართა უნივერსიტეტის კონფერენცია ერთობლივი ტრეფიკინგის თემაზე (მონაწილეთა რაოდენობა - 15). 2019 წლის განმავლობაში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების გზით გაღრმავდა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან (არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან). ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. 2019 წლის განმავლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაიმართა არაერთი ვიზიტი საზღვარგარეთ და განხორციელდა ერთობლივი სასწავლო აქტივობა. ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციისა და რეადმისიის საკითხებზე შს სამინისტრომ 2019 წელს გააფორმა რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტი. საანგარიშო პერიოდში დაინერგა პრაქტიკა, რომლის თანახმად თავშესაფარში მიღებიდან 48 საათის განმავლობაში სექსუალური ექსპლუატაციის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე უტარდებათ სამედიცინო შემოწმება. 2019 წელს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და სოციალური მუშაობის სახელმძღვანელოებში მოხდა ბავშვებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშობის სპეციფიკური საკითხების ინტეგრირება, რაც ემსახურებოდა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მოქმედი ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურებების დახვეწას. მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკის გათვალისწინებით, თავშესაფარში დასაქმებული პერსონალის გადამზადების კუთხით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა. 2019 წლის 24 – 27 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) და ფონდთან თანამშრომლობით გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით: "ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია", რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფონდის სამმა თანამშრომელმა. 2019 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით გამართულ ტრენინგში: „Trauma Informed Approach to Identification of Victims of Trafficking“, მონაწილეობა მიიღეს ფონდის ცენტრალური აპარატის, თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) და ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) თანამშრომლებმა. საანგარიშო პერიოდში ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში მოხდა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის ინდივიდუალური პროგრამების შემუშავება; 2017 წლის ივლისში ფონდის მიერ გადაიხედა, განახლდა და დაიხვეწა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის (შემთხვევის მართვა) გეგმები. არსებული აღნიშნულ გეგმებში დეტალურად ხორციელდება თითოეული ბენეფიციარისათვის (მათ შორის ბენეფიციარზე დამოკიდებული პირების) საჭირო მომსახურებების დაგეგმვა და მისი განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების განსაზღვრა. ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის შექმნილია კულტურულ და შემეცნებით აქტივობებში ჩართვის პირობები. აღნიშნული მიმართულებით აქტივობები ხორციელდება პარტნიორ დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობით. საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. 21. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები ანგარიშის მიხედვით, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებულ იქნა შემდეგი აქტივობები და საქმიანობები:  უზრუნველყოფილ იქნა ყველა დევნილის სოციალურ პროგრამებში ჩართვა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს;  გაუმჯობესებულ იქნა დევნილთა საარსებო წყაროებზე წვდომა, მხარდაჭერილ იქნა დაწესებულებებში სახელმწიფო ჩარიცხული, პროფესიულ საჭიროების მქონე კერძოდ საგანმანათლებლო ყველა დევნილი და ანაზღაურებულ იქნა მათი ტრანსპორტირების ხარჯი, დაფინანსებულ იქნა სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასწარგანსაზღვრული პროფესიების 50-მდე კურსდამთავრებული დევნილი, უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, წინასწარგანსაზღვრული პროფესიების კურსდამთავრებულ დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობა;  დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსების (კომპლექსების) მშენებლობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში და დევნილი ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემა;  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნა დევნილებისათვის საკუთრებაში გადაცემულ მრავალბინიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსება სახლებში მუნიციპალიტეტებთან ერთად;  გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ იქნა იმ დევნილთა ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის შენობაში. ასევე, რეგულაურად მიმდინარეობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობების შესახებ ინფორმაციის განახლება და აღნიშნული ობიექტების დახურვა;  უზრუნველყოფილია დევნილთა ოჯახებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარებების გაწევა, საცხოვრებელი ფართების დაქირავების მიზნით;  დევნილთათვის დევნილთა განკუთვნილი ჩართულობით და პროგრამების შემუშავება უზრუნველყოფილია პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. მათი მიმდინარეობს ინფორმირება  სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საველე ვიზიტების ფარგლებში განხორციელდა დევნილთა დასახლებებში საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარ პრინციპით განხორციელდა დევნილთა ინფორმირებულობა საარსებო წყაროების პროგრამების განხორციელდა შესახებ; საარსებო წყაროს მთელი საქართველოს განმახორციელებელი მასშტაბით ორგანიზაციების ფორუმები;  უზრუნველყოფილ იქნა დევნილთა მონაწილეობის ხელშეწყობა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროგრამებსა და აქტივობებში; ასევე, არაფორმალური განათლების პროგრამებში დევნილთა ჩართვა.  ხორციელდება საერთაშორისო ტერიტორიებიდან იძულებით ძალისხმევის მობილიზება, გადაადგილებულ პირთა ოკუპირებული უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით; ჟენევის საერთაშორისო მიმდინარეობს ამ თანამეგობრობის მოლაპარაკებების საკითხის დღის საგნობრივი წესრიგში ფარგლებში განხილვა მუდმივად ინტენსიურად და საერთაშორისო დგას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის საკითხის დასმა/შენარჩუნება;  გაეროს გენერალური ინიცირებული ასამბლეაზე რეზოლუცია მიღებულ "აფხაზეთიდან, იქნა საქართველოს საქართველო და მიერ ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ." გარდა განხორციელებული მნიშვნელოვანი სამთავრობო სამოქმედო გეგმით 2019 წელსაც ერთჯერადი ფულადი დახმარება, აქტივობებისა და საქმიანობისა, არ დაწყებულა იმ დევნილი ოჯახების რომლებმაც მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ ვადამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი და იგი არის მათი ერთადერთი ფაქტობრივი საცხოვრებელი; (2019 წელს არ გაცემულა დახმარება იპოთეკური სესხების დაფარვის მიზნით და პროგრამა შეჩერებულია.) 22. მიგრანტთა და ლტოლვითა უფლებები ანგარიში მოიცავს ინფორმაციას, სამთავრობო გეგმის შესაბამისად მიგრანტთა, იმიგრანტთა და სოციალური დაცვის მქონე პირთა დაცვის და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობების და საქმიანობების შესახებ:  იმიგრანტთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის იმიგრანტთა ინტეგრაციის მექანიზმი, გამოვლენილია გრანტის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საინტეგრაციო პროექტებს. შეუფერხებლად მიზნით ფუნციონირებს ინტეგრაციის ცენტრი. შეუფერხებლად საერთაშორისო დაცვის ფუნქციონირებს მქონე მიმღები ასევე პირთა  განხორციელდა იმიგრანტთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინფორმირება მათი უფლებებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ;  განხორციელდა სერვისებზე საქართველოში დაბრუნებულ ხელმისაწვდომობის მიგრანტთა გაუმჯობესება; რეინტეგრაციის უზრუნველყოფილ იქნა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების აღიარების ხელმისაწვდომობის და მისი წესისა და რეფერალურ მექანიზმში გათვალისწინება.  უზრუნველყოფილია არაფორმალური განათლების პირობების დამტკიცების შემდეგ დახმარების პროგრამებში გათვალისწინება; პროგრამების ფარგლებში აღნიშნული აღიარების სერვისის სარეინტეგრაციო შესაბამისად, მიმდინარეობს საინტეგრაციო კონსულტაციის გაწევა დაინტერესებული პირებისადმი არაფორმალური განათლების აღიარების წესისა და პირობების შესახებ. გარდა განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებისა და საქმიანობისა, სამთავრობო სამოქმედო გეგმით 2019 წელს, ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, სამართლებრივ აქტებში რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე, სტრუქტრურული რეორგანიზაციის გამო ვერ მოესწრო - მიმღები საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ. ასევე, საჭიროა სარეინტეგრაციო პროგრამის გაფართოება/დახვეწა და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამაში ცვლილებების განხორციელება; რისი განხორციელებაც, ანგარიშში აღნიშნული განმარტების თანახმად, სტრუქტურული რეორგანიზაცის გამო ვერ მოხერხდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაბრუნებულ მიგრანტთა საჭიროებების კვლევა, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნო. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მოხდება სარეინტეგრაციო პროგრამების დახვეწა. 23. ეკო-მიგრანტთა უფლებები ანგარიში მოიცავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) სამართლებრივი და სოციალური დაცვისა და მათი ინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ შემდეგ აქტივობებს:  სტიქიური მოვლენების დაქვემდებარებული შედეგად ოჯახების დაზარალებული (ეკომიგრანტების) და გადაადგილებას სამართლებრივი და სოციალური დაცვისა და ინტეგრაციის მიზნით, განხორციელდა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის (ეკომიგრანტებისთვის) საცხოვრებელი ფართების გადაცემა;  განხორციელებულ იქნა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) საარსებო წყაროების საჭიროებების შესწავლა და იდენტიფიცირება. წინასწარ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით, ჩატარებულ იქნა ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევითობის პრინციპით სატელეფონო გამოკითხვა. გარდა განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისა, წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით 2019 წელსაც არ განხორციელებულა საცხოვრებელი ფართების დაკანონება იმ ეკომიგრანტებისათვის, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრამდე არიან განსახლებული სამინისტროს მიერ. ასევე, არ განხორციელებულა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განსახლების ადგილებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საინტეგრაციო პროგრამების შემუშავება და შესრულება. 24. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებათა დაცვის ხელშეწყობის კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, საანგარიშო პერიოდშ რეგულარულად ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციებისა კოორდინაცია. თუ განსაკუთრებული პარტნიორების აქცენტები ინფორმირება, კეთდებოდა დავით მათთან მჭიდრო ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის წამების და მკვლელობის ფაქტებზე, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე, გადაადგილების თავისუფლების უხეშ დარღვევებზე და სხვ. პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთდა მრავალი განცხადება, რომლებიც ეხმიანებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ე.წ. ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას, გადასასვლელი პუნქტების დახურვას და მის სავალალო შედეგებს, დაკავებებსა და გატაცებებს, საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ასევე, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად გამოეხმაურა რუსეთ- საქართველოს ომის წლისთავს. 2019 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველი ყოველწლიური, 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც გავრცელდა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის კონსოლიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით საგარეო სამინისტრო აქტიურად იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მექანიზმს, რათა მოეხდინა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება, რათა გამოსწორდეს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე. საქართველო, 2018 წლის განმავლობაში, აქტიურად და რეგულარულად იყენებდა საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატების, გენერალური ასამბლეის და მისი ძირითადი კომიტეტების სხდომების, ასევე ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს შესაბამის ფორმატებს სადაც აქცენტი გაკეთდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებებზე. საანგარიშო პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფებსა და პლენარულ სხდომებზე, აგრეთვე საქართველოგაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში და საქართველო-გერმანია-საფრანგეთის სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების დროს, ასევე დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგისას. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გაწეული საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობის შესაბამის დოკუმენტებში ასახვა:  გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ;  გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ;  გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ;  გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ;  ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება;  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები საქართველოში კონფლიქტის შესახებ (აპრილი, ნოემბერი);  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სერგეი მაგნიცკის და დაუსჯელობის წინააღმდეგ სანქციებით ბრძოლის შესახებ (იანვარი);  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია (Resolution 2261) ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის შესახებ.  ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეზოლუცია ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში;  ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები რუსეთსაქართველოს კონფლიქტის შესახებ (სექტემბერი; დეკემბერი); 2019 წლის 8 ივლისის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია "უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთი, საქართველო"  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია;  აშშ-ს 2019 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში;  გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიში ადამიანის უფლებები და დემოკრატია;  დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისა და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. მიმდინარეობდა აქტიური ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების განახლების მიზნით. ქართული დელეგაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს მწვავედ აყენებდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა რაუნდზე. ასევე მუდმივად მიმდინარეობდა მუშაობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და მათ ორგანიზაციებთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 2019 წლის განმავლობაში ქართული მხარე ყველა შესაძლო დონეზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მუდმივად აყენებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს აუცილებლობას. მთელ შედეგად, ტერიტორიაზე ევროკავშირის ორმა განხორციელებისა წევრმა და გაძლიერების სახელმწიფომ (საფრანგეთი, სლოვენია) მიიღო გადაწყვეტილება მისიაში თავიანთი წარმომადგენლების გამოგზავნის თაობაზე. საქართველოს ძალისხმევით, 2018 წელს შემუშავდა არაერთი განცხადება, რეზოლუცია, დეკლარაცია, გადაწყვეტილება თუ ანგარიში, რომლებშიც ასახულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა, რუსეთის ფედერაციის მიმართ მოწოდებით, რომ შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2018 წელს ლიეტუვამ შემზღუდავი ზომები დააწესა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესული პირების მიმართ, რაც ასევე იყო უპრეცედენტო ხასიათის გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. 2018 წლის 23 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია A/HRC/RES/37/40 „თანამშრომლობა საქართველოსთან“. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რეზოლუციაში არის მოწოდება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, მექანიზმების ადამიანის აფხაზეთისა და უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცხინვალის რეგიონებში და რეგიონული დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველსაყოფად. ასევე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ავალებს რეზოლუციის შესრულების შესახებ საბჭოს 38-ე და 39-ე სესიებზე, შესაბამისად, ზეპირი და წერილობით ანგარიშების წარდგენას. რეზოლუციის შესაბამისად, 2018 წლის 4 ივლისს, ადამიანის უფლებათა საბჭოს 38-ე სესიაზე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა წარადგინა ზეპირი ანგარიში, ხოლო 2018 წლის 27 სექტემბერს საბჭოს 39-ე სესიის ფარგლებში გაიმართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წერილობითი ანგარიშის განხილვა. საქართველომ, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული - „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში. 2018 წლის განმავლობაში ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით აღსანიშნავია სახელმწიფო მინისტრის აპარატი მონაწილეობა ერგნეთსა და გალში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2019 წელს ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) 5 შეხვედრა, IPRM-ის გამართულ შეხვედრებზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად მწვავედ აყენებდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით აღსანიშნავია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი არსებული ორგანიზაციების მიერ საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების განვითარების მიზნით 2018 წელს განხორციელებული 15 პროექტი. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2019 წელს განხორციელდა საავტომობილო გზების, წყალმომარაგების სისტემების, ამბულატორიების, სკოლების, საბავშვო ბაღების, სოფლის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიების მოწყობა-რეაბილიტაციის 220-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარს შეადგენს. გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია 2018 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გამართული 7 საინფორმაციო შეხვედრა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასთან. შეხვედრების დროს, იურისტებმა ადგილობრივებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრნენ სოციალური დახმარების პროგრამების, საკუთრების, მათ შორის მიწის, უძრავი ქონების რეგისტრაციისა და პრივატიზების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის და სხვა მათთვის რელევანტურ საკითხებზე. 2019 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მსგავს საკითხევზე განახორციელეს 11 შეხვედრა გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობასთან. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიმართულებით დასრულდა სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა. ამჟამად აღჭურვისა და კადრებით დაკომპლექტების სამუშაოები მიმდინარეობს. გამყოფი ხაზის სიახლოვეს სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით აღსანიშნავია პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებული გალის რაიონში ფუნქციონირებადი სკოლების პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის გადასაცემად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაეცა 977 ცალი პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი).ასევე, პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული 18 წარჩინებული მოსწავლე. „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლის, ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი ოცი სკოლის პირველი კლასის და ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი ოცი სკოლის II-XI კლასის (მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები) მოსწავლეებისთვის გადასაცემად I-VI კლასის 12193 ცალი და პირველკლასელთათვის განკუთვნილი დედაენა 710 ცალი (I-II ნაწილი) სახელმძღვანელო გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას”, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტები, მათ შორის ქალები, რომლებიც განმახორციელებელ ირიცხებიან პროფესიული სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი არიან ვაუჩერული დაფინანსებით, ხოლო სააგენტოს მხრიდან ტრანსპორტირების ხარჯით. გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების განხორციელების კუთხით აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის N463 დადგენილებება, რომლის შესაბამისადაც უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდა 199 სტუდენტს. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის N257 დადგენილებით შექმნილი გამყოფი საჭიროებებზე ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში უმაღლესი განათლების პირველ საფხურზე დაფინანსდა 1012 ბაკალავრი და 181 მაგისტრანტი, ხოლო შემოდგომის სემესტრში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე დაფინანსდა 1374 ბაკალავრი და 233 მაგისტრანტი. 2018-2019 სასწავლო წელს ამოქმედდა დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიების ქვეპროგრამა, რომლის ბენეფიციარები არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში. თითოეული სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 300 ლარს. 2019 წლის 17 აპრილს ამოქმედდა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული აბიტურიენტების მომზადების პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მომზადებასა და უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვას, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით და საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას. პროგრამაზე სწავლა დაიწყო 142-მა სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდამ და აქედან 139-მა გამარტივებული წესით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. ჯამში 2019-2020 აკადემიურ წლებში უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან 348 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგებული რიცხვია. 2019 წელს რეფერალური პროგრამის მომსახურებით ოკუპირებული რეგიონების 1481 მცხოვრებელმა ისარგებლა. ამასთან, 2019 წელს აფხაზეთის რეგიონს გადაეცა იმუნიზაციის, წითელას და ანტი-რაბიული ვაქცინები, დიაბეტის, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტები. 2019 წელს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს გადაეცა ვეტერინარული ვაქცინები და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაწამლი ტექნიკა, ფერომონები, სპეციალური აღჭურვილობა და საჭირო პესტიციდები. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 6 ივნისს შესული ცვლილების საფუძველზე 2019 წლის 28 იანვარს გამოიცა საქართველოს მთავრობის N14 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს. ბრძანებებით გაიწერა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის, პირადი ნომრის მინიჭებისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას პროცედურა, როდესაც სააგენტო ცნობად იღებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებს. იუსტიციის მინისტრის ბრძანებებში შესაბამისი ცვლილებები ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ყველა პირის დაბადებისა და გარდაცვალების აღრიცხვას და სახელმწიფოს ინფორმატიულობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ დაწესებულებები ადგილობრივ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ პროფესიული უნარების განმავითარებელი გაკვეთილების/აქტივობების კურსების განხორციელებას, რომლებშიც ჩართულნი არიან საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VIII და IX კლასის მოსწავლეები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის № 1067 ბრძანებით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის“ შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შესული განცხადებების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2019 წელს, მიღებულ იქნა 17 (ჩვიდმეტი) დადებითი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. ამათგან, 5 (ხუთი) განცხადება წარმოდგენილი იყო 2018 წელს, ხოლო დანარჩენი 12 (თორმეტი) განცხადება 2019 წელს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მოთხოვნით, 2019 წელს, წარმოდგენილ კიდევ 1 (ერთი) განცხადებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა 2020 წლის იანვარში (განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებით). ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების განათლების სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით გამარტივდა 1+4 პროგრამაზე აფხაზურ და ოსურენოვანი აბიტურიენტების წვდომა, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა უნარების ტესტის ნაცვლად, რომლის ჩაბარება სპეციფიური ტერმინების გამო მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენდა, ჩააბარონ აფხაზური და ოსური ენის ტესტი. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის გამარტივების მიზნით, ამოქმედებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების სრულიად სტატუს-ნეიტრალური შესაძლებლობა. ამგვარი აღიარების მიღება და შემდგომში სწავლის გაგრძელება, როგორც დანარჩენ საქართველოში, ისე საზღვარგარეთ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის აღების და კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსვლის გარეშე, ელექტრონულად, საერთაშორისო ორგანიზაციის ან საქართველოს უმაღლესის სასწავლებლის მეშვეობით, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. 2018 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის გარდა, აღიარების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელს. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 22 თებერვლის N15 ბრძანებით, დამტკიცებულია „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, გალის რაიონის მუნიციპალიტეტის სკოლების მიეწოდათ მათ მიერ და ახალგორის მოთხოვნილი სასკოლო სახელმძღვანელოები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსიტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 მარტის N16 ბრძანებით, დამტკიცებულია „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, გალის რაიონის სკოლების მიეწოდათ მათ მიერ მოთხოვნილი სასკოლო სახელმძღვანელოები. სააგენტომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გადასცა 1-6 კლასის 10410 ცალი სახელმძღვანელო, ღირებულებით - 27212.6 ლარი. გალის რაიონის 91 პედაგოგი გადამზადდა 9 საგანში. მასწავლებლებს გადაეცათ საგამოცდო ტესტების კრებულები და შესაბამისი საგნების მეთოდური სახელმძღვანელოები, აბიტურიენტებს გადაეცათ საგამოცდო კრებულები, პედაგოგების მიერ ეროვნული გამოცდებისათვის მომზადდა 760 აბიტურიენტი. 2019 წელს ოკუპირებული გალის რაიონის აბიტურიენტებისთვის "სკოლის შემდგომი განათლების" ჯავახიშვილის სახელობის თსუ-სა და ზუგდიდში, ემზადებოდა პროგრამის ფარგლებში, მესხიას სახ. უნივერსიტეტში, 140 აბიტურიენტი. მათი ეროვნული გამოცდების ყველა პროცესში მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სახელმწიფოებრივ სივრცეში არსებული სერვისებისადმი წვდომის გაუმჯობესება და ხელშეწყობის კუთხით მნიშნველოვანია სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ. ამ უკანასკნელის მიზანია, მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გადასახადებისგან გათავისუფლება (2018 წლის 6 ივნისის N2476-რს საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება და დაემატა 242 მუხლი), ვაჭრობის წახალისების მიზნით სპეციალური საგრანტო პროგრამის და ფონდის შექმნა, რათა მოხდეს თანხების სხვადასხვა დონორისაგან, საერთაშორისო პარტნიორებისგან ან კერძო ორგანიზაციებისგან მოზიდვა. ვაჭრობის წახალისება გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოშობილი/წარმოებული პროდუქციის გამყოფი ხაზების გავლით საგარეო ბაზრებზე წვდომას იმ უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, რაც საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა ევროკავშირთან ინტეგრაციის შედეგად. ეს უპირველესად მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმს (DCFTA). ინიციატივის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი პროცესის სრულად დასრულების შედეგად, იარსებებს მსგავსი სიკეთით სარგებლობისთვის საჭირო სამართლებრივი და პრაქტიკული შესაძლებლობები. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, 2019 წელს საგრძნობლად გამარტივდა საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების პროცედურები. აღნიშნული სამშვიდობო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სავაჭროეკონომიკური საქმიანობისთვის გამყოფ ხაზებთან ახლოს სოფელ რუხთან, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მოიცავს სავაჭრო ოპერაციებისათვის აუცილებელი მომსახურების გაწევას ერთი სარკმლის პრინციპით. ამ სივრცეში თავს მოიყრის იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები, საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი, მრავალფუნქციური ტრენინგ ცენტრი და ბიზნეს ინკუბატორი, ავტომანქანების ბაზრობა საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გამარტივება. ამ მხრივ გრძელდება სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ეფექტური ფუნქციონირება, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებს ჯანდაცვის მომსახურეობას უფასოდ აწვდის. აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც კვეთენ საოკუპაციო ხაზს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრულფასოვანი, საჭიროებაზე გათვლილი სამედიცინო მომსახურეობა საქართველოში არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. 2018 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 1 516 ადამიანის განცხადება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან სამედიცინო დახმარების შუამდგომლობის თაობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები აგრძელებენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას და სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას. გარდა ამისა, საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, რომელიც აგრძელებს ეფექტურად მუშაობას ჩართულობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა განაგრძობს აფხაზეთის რეგიონისთვის საჭირო ვაქცინების, მათ შორის იმუნიზაციის და ვეტერინარული ვაქცინების, დიაბეტის, B ჰეპატიტის ვაქცინების და C ჰეპატიტის ტესტები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკების, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიწოდებას. საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით აფხაზეთის რეგიონს ასევე პერიოდულად გადაეცემა სასწრაფო დახმარების მანქანები, სამედიცინო ინვენტარი, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების ნივთი. საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯული თანხა 2018 წელს დაახლოებით 7 მილიონი ლარი შეადგინა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ დაქვემდებარებაში არსებული საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს მეჯვრისხევში (გორის მუნიციპალიტეტი), ტყვიავში (გორის მუნიციპალიტეტი), ბერძენაულში (ქარელის მუნიციპალიტეტი), რუხში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ორსანტიასა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ჯვარში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო (სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ და შპს „მექანიზატორი“) და კერძო სექტორის („მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“) სერვისებით. სერვისების გარდა, საზოგადოებრივ ცენტრებში ხელმისაწვდომია ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ელექტრონული და მატერიალური ბიბლიოთეკა; ასევე, შეხვედრების ოთახი. აღნიშნულ ცენტრებში 2018 წლის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, საინფორმაციო და კულტურული ხასიათის 89 ღონისძიება (მათ შორის, გენდერის და ოჯახში ძალადობის, შშმ პირთა საკითხებსა და ადამიანის უფლებების თემებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სხვ.), სადაც მონაწილეობა მიიღო 1450-მდე ადგილობრივმა მცხოვრებმა. სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის 12 მარტს გამოცხადდა საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პირველი საგრანტო კონკურსი, რომელიც ითვალისწინებდა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ინდივიდუალური და ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას 7,000-დან 35,000 ლარამდე. საგრანტო კონკურსის შედეგად შემოვიდა განაცხადების უპრეცედენტო რაოდენობა - 368 განაცხადი, აქედან 274 განაცხადი (75%) უშუალოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საგრანტო პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში (500 000 ლარი, საიდანაც პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 320,643.11 ლარი, რომლიდანაც 285,788,11 ლარი გაიცა 2019 წელს, ხოლო 34,885 ლარი 2020 წელს) უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოვლინდა და დაფინანსდა 14 გამარჯვებული პროექტი. 2019 წლის 12 აგვისტოს, სს - „საპარტნიორო ფონდთან“ და საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატასთან ერთად, შეიქმნა სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებული მეორე ფინანსური ინსტრუმენტი, არაკომერციული იურიდიული პირი - „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის. 2019 წელს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ შემუშავდა და გამოიცა ,, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ’’ 2019 5 აპრილის N184, ,,პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N 185 და ,,სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N186 დადგენილებები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით:  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაგრძოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ. ასევე იზრუნოს საერთაშორისო ძალების კონსოლიდაციის გაძლიერებაზე აღნიშნულ ტერიტორიებზე გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მიზნით.  დროებითმა სამთავრობო კომისიამ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ განაგრძოს გამყოფი ხაზის სიახლოვეს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა.  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის როგორც განათლების სერვისებზე წვდომა, ასევე არაფორმალური განათლების პროგრამების განხორციელება, მოსწავლეთა სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და შესაძლებლობის ფარგლებში სტუდენტების მაქსიმალური დაფინანსება.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე გააძლიეროს მუშაობა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დონორებთან საგრანტო პროგრამების შემუშავების მიზნით ფონდების აქტუალიზაციის ტერიტორიებზე კუთხით. მაცხოვრებლებისათვის ასევე, გააგრძელოს ოკუპირებულ ევროპის კავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესით მიღებული ბენეფიტების შეთავაზება. გამყოფ ხაზს აქეთ და იქით მცხოვრები მოსახლეობის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ- კულტურული ურთიერთობების გაღვივება და ამ მიზნით რელევანტური პროგრამების შემუშავება. 25. ბიზნესი და ადამიანის უფლებები თავისუფალი მეწარმეობის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანია „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა“, რომლის მიზანს მოზარდების პროფესიული თვითგამორკვევის ხელშეწყობა წარმოადგენს. სასკოლო საგნებში „მე და საზოგადოება“ და „მოქალაქეობა“ უკვე მოიცავს მიმართულებას - ინიციატივა და მეწარმეობა. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით საბოლოოდ ფორმირდება მეწარმეობის საგანმანათლებლო მოდული, რომლის საშუალებითაც საშუალო განათლების ყველა საფეხურზე იქნება შესაძლებელი მეწარმეობის მოდულის შესწავლა, აღნიშნული კომპონენტი უკვე ინტეგრირებულია ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და University of California, Davis-ის ჩართულობით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში, პილოტური სწავლება მეწარმეობის საგანში უკვე დაწყებულია. ბიზნესში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის აქტივობიდან აღსანიშნავია მთავრობისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 25-27 თებერვალს გამართული სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც პასუხისმგებლიანი შრომითი ურთიერთობების ხელშეწყობას შეეხებოდა. შეხვედრაზე სხვა არაერთ საკითხთან ერთად იქნა განხილული: სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი, ქალთა მეწარმეობის საკითხი. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ორგანიზებით საქართველოს ოთხ ქალაქში - რუსთავი, ზუგდიდი, მესტია, თელავი გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი განვითარების თემაზე. მოცემულ შეხვედრებში მონაწილეობდა მთავრობის წარმომადგენელი. შეხვედრებზე სხვა არაერთ საკითხთან ერთად იმსჯელეს ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო აქტივობებზე. საქართველოს საერთაშორისო მთავრობის თანამშრომლობის ადმინისტრაციის საზოგადოების" ორგანიზებით დახმარებით და "გერმანიის განხორციელდა რეგულირების ზემოქმედების ანალიზის ჯგუფის შექმნა და მათი გადამზადება. პროცესში ჩართული იყო საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის ორი წარმომადგენელი. უწყვეტი სამეწარმეო სწავლების (LLEL) დანერგვის პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, 2019 წლის 28 ივნისის N857 ბრძანებით, დამტკიცდა განათლების სისტემის ყველა დონეზე უწყვეტი სამეწარმეო სწავლების (LLEL) დანერგვის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 8 ნოემბრის N1423 ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, და დამტკიცდა მისი შემადგენლობა, სადაც შესულია ყველა ის ძირითადი დაინტერესებული მხარე, რომელიც უწყვეტი სამეწარმეო სწავლების პროცესშია ჩართული. 2019 წელს განხორციელდა OECD-ის მიერ ქვეყნის შეფასება „SME Policy Index - 2020“-ის ფარგლებში. შეფასების შედეგების თანახმად, მეწარმეობის სწავლების კომპონენტი 2016 წელთან შედარებით 2.70-დან 4.24 ნიშნულამდეა გაუმჯობესებული. ETF-ის და UNDP-ის მხარდაჭერით, დაიგეგმა პროფესიულ სასწავლებლებში მეწარმეობრივი კულტურის დანერგვის მოდელის შექმნა. მოდელზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და დეკემბრის თვეში განხორციელდა ვორქშოფი „სამეწარმეო პროფესიული სასწავლებელი“, ვორქშოფის ფარგლებში, შემუშავდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეწარმეობრივი კულტურის დანერგვის მოდელები. აღნიშნული მოდელების პილოტირება დაგეგმილია 2020 წელს, შერჩეულ 4 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ხორციელდება სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა“, რომლის მთავარ მიზანსაც ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის საფუძველზე კარიერის მართვის/პროფესიული ორიენტაციის სერვისების განვითარება წარმოადგენს. პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის შესაბამისად, სამინისტრო გეგმავს საშუალო პროფესიული პროგრამების განხორციელებას, რომელშიც ინტეგრირებული იქნება სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. აღნიშნული პროგრამები შეთავაზებული იქნება პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებიც პროფესიულ პროგრამებზე სავალდებულო საბაზო განათლების (9 კლასი) საფუძველზე ჩაირიცხებიან. პროგრამის გავლა დასრულდება დიპლომის გაცემით, რომელიც სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ქალთა მეწარმეობის განვითარების და საჭიროებათა იდენტიფიცირების მიზნით, კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილია პლატფორმა - ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭო. 2019 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ბათუმში, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების ქალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ჩატარდა ტრენინგი მენეჯმენტის, ლიდერობისა და გენდერის საკითხებში. 2019 წელს, ბიურომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, დაიწყო ტრენინგების ჩატარება საჯარო სამსახურში ლიდერობისა და მართვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, შემუშავდა სახელმძღვანელოები საჯარო სამსახურში მოტივაციების სქემების, ასევე, მენტორინგისა და ქოუჩინგის შესახებ. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, მომზადდა კვლევა საჯარო სამსახურში მომავლის პროფესიების დაგეგმვის შესახებ. ბიზნესის და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აქტიურად გააგრძელოს თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეწარმეობის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი სერვისების დანერგვის მიზნით. ასევე, კარიერის მართვის/პროფესიული ორიენტაციის სერვისების განვითარებისათვის განაგრძოს სკოლის მოსწავლეებში „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ განხორციელება.  სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ მიმდინარე წლის დასრულებამდე ჩაატაროს პრაქტიკის კვლევა კერძო სექტორში მამხილებლის დაცვის გარანტიების შესახებ. 26. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა პოლიტიკის წარმოების პროცესში და კარგი მმართველობის ინსტრუმენტების განვითარება კარგი მმართველობის ინსტრუმენტების განვითარების კუთხით აღსანიშნავია ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით მომზადებული საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგ-პროგრამის კონცეფცია, რომელსაც თან შესაბამისი კურიკულუმებიც ერთვის. საანგარიშო პერიოდში, მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შეერთებული შტატების მხარდაჭერით ტრენინგები ჩაატარეს ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში. ტრენინგი შეეხებოდა საჯარო სამსახურის კანონის სიახლეებს, ეთიკის და ანტიკორუფციულ საკითხებს. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს საჯარო მოხელეებმა შემდები მუნიციპალიტეტებიდან და თვითმმართველი ქალაქებიდან: სენაკი, ხობი, ბათუმი, წალენჯიხა, ხულო, ზუგდიდი, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ოზურგეთი, ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ტყიბული, წყალტუბო, ცაგერი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ქუთაისი, ხონი, ასპინძა, ნინოწმინდა, ხაშური და სხვ. 27. ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით კოორდინაციას. საგარეო საქმეთა საქართველოს წევრობით გათვალისწინებული სამინისტრო და სხვა მრავალმხრივი ანგარიშების ეტაპობრივად მუშაობს მომზადების სხვადასხვა ვადაგადაცილებული ანგარიშის მომზადების კოორდინაციის მიზნით. გაგზავნილია 3 ვადაგადაცილებული ანგარიში: 1) „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის შესრულების შესახებ“ მე-4 პერიოდული ანგარიში 2) „შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ ბავშვის უფლებების კონვენციის“ დამატებითი ოქმის შესრულების შესახებ პირველადი ანგარიში და 3) „ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დამატებითი ოქმის შესრულების შესახებ პირველადი ანგარიში. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში შუალედური ანგარიში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველომ წარადგინა 2019 წლის მარტში, ხოლო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (CCPR) შესრულებაზე მე-5 პერიოდული ანგარიში წარადგინა 2020 წლის თებერვალში. სისხლის სამართლის საქმეზე საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმების პროექტზე კონსულტაციებისა და ტექნიკური მოლაპარაკებების ეტაპი ევროჯასტის მხარესა და საქართველოს შორის 2018 წლის იანვრიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა. ტექნიკური მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გაიმართა 2018 წლის 30 იანვარს ჰააგაში. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმების გაფორმების თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად 2018 წლის 3 ივლისს საქართველომ მოახდინა ხელშეკრულების ტექსტის პარაფირება და პარაფირებული ტექსტის ევროჯასტისთვის მიწოდება, ხოლო საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის 29 მარტს, ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. 2018 წლის 24 დეკემბერს დამტკიცდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის კონკრეტული მიზნების და აქტივობების გაწერის პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წამყვანი უწყება, ითვალისწინებს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს საერთაშორისო რეკომენდაციების სამომავლო აქტივობების სახით ასახვას სამოქმედო გეგმაში. განიხილა რა წარმოდგენილი ანგარიშები, კომიტეტმა დადებითად შეაფასა საანგარიშო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობა და ამ სფეროში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. იმავდროულად აღინიშნა, რომ გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით კვლავ არსებობს და საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ამ გამოწვევების დასაძლევად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე