საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/470; 16.06.2020) საქართველოს კანონის პროექტის მიმდინარე რიგგარეშე სასესიო კვირაში განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-14
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-7582/20
13-07-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ ჩემს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი ამნისტიის შესახებ ( 07-3/470;
16.06.2020)
კანონპროექტის მიღებას ელოდება არაერთი მსჯავრდებული და მათი
ოჯახები. ბევრი ადამიანი ითხოვს პროექტის განხილვას ამ მოწვევის პარლამენტში
დროულად, თუმცა კომიტეტები დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად
აგვიანებენ პროექტის განხილვას.
შესაბამისად, მოგმართავთ, რომ დაავალოთ ბიუროს მიერ განსაზღვრულ
კომეტეტებს აღნიშნული პროექტის განხილვა მიმდინარე რიგგარეშე სასესიო კვირის
განმავლობაში.
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge