„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
26.08.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი,
ნომერი
#07-3/484/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ (სსმ, 06/11/2009,010.240.020.05.001.003.688) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 32, 1. მე-7 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “დ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის პრევენცია, გამოვლენადა აღკვეთა; “2. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-71 მუხლი: „მუხლი 71. გამონაკლისები სამსახურის საქმიანობის კომპეტენციიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საფინანსოეკონომიკურ სფეროში კორუფციულ გარიგებათა გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 144
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეს კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები განაწილებულია სხვადასხვა უწყებებს შორის, მათი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, რაც ართულებს კოორდინაციას და შედეგად, კორუფციასთან ბრძოლას არაეფექტიანს ხდის. საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სახელმწიფო ორგანო, სადაც, საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით, თავმოყრილი იქნება კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები. აღნიშნული კანონპროექტის ნორმებმა გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა საქართველოს კანონში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ.” ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი ცვლილებების მიღების გარეშე შეუძლებელი იქნება ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ სრულად განახორციელოს თავისი მანდატი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, კორუფციასთან ბრძოლა - მისი პრევენცია, გამოძიება და აღკვეთა ცენტრალიზებულად ერთი ორგანოს კომპეტენციაში იქნება თავმოყრილი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საფინანსოეკონომიკურ სფეროში კორუფციულ გარიგებათა გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებული იქნება ინფორმაცია ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს მიაწოდოს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 145 აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართვებით (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან სააგენტო ახალი ინსტიტუციაა, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წინასწარი ღონისძიებების გატარება, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შემოთავაზებულია 2021 წლის 1 ივლისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ აისახება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებას. სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ 146 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის, ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გააძლიერებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან 147 ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავებულიია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ თანამშრომლობით. ასევე, სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის კანონპროექტის ავტორთა მიმართვის საფუძველზე მოამზადებულ დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ მომზადებულა. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. 148