„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“
- „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„პროკურატურის
(საქართველოს
შესახებ”
საკანონმდებლო
მაცნე
საქართველოს
ორგანული
(www.matsne.gov.ge),
კანონში
30/11/2018,
სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ი) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს
მთავრობის სხვა წევრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარის,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
წევრის,
საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის, გენერალური
აუდიტორის,
ეროვნული
ანტიკორუფციული
სააგენტოს
თავმჯდომარის,
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და
დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი
სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის,
პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას;”.
2. 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საგამოძიებო
ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს პროკურატურა, გარდა
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი გამონაკლისებისა.”
202
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
203
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეს კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები განაწილებულია სხვადასხვა
უწყებებს შორის, მათი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, რაც ართულებს
კოორდინაციას და შედეგად, კორუფციასთან ბრძოლას არაეფექტიანს ხდის.
საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული „ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სახელმწიფო ორგანო, სადაც, საქმეთა
საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით, თავმოყრილი იქნება კორუფციასთან
ბრძოლის მექანიზმები.
აღნიშნული კანონპროექტის ნორმებმა გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა
საქართველოს ორგანულ კანონში „პროკურატურის შესახებ.”
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი ცვლილებების მიღების გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოს
პროკურატურისა
და
ეროვნული
ანტიკორუფციული
სააგენტოს
უფლებამოსილებების გამიჯვნა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, კორუფციასთან ბრძოლა - მისი
პრევენცია, გამოძიება და აღკვეთა ცენტრალიზებულად თავმოყრილი იქნება ერთი
ორგანოს კომპეტენციაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
იმ თანამდებობის პირთა სიას, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას
საქართველოს
პროკურატურა
ახორციელებს,
ემატება
ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე.
გარდა ამისა, პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს,
საგამოძიებო
ქვემდებარობის
შესაბმისად,
გამოიძიებს
ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
204
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან
მიმართვებით (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს
მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან
სააგენტო
ახალი
ინსტიტუციაა,
რომლის
სრულყოფილი
ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წინასწარი ღონისძიებების გატარება,
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შემოთავაზებულია 2021 წლის 1
ივლისი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს
ახალ ფინანსურ
ვალდებულებას.
205
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის,
ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“
(GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის
(OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის
მიღება
გააძლიერებს
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი
მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
206
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი
შემუშავებულია
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველოსთან“ თანამშრომლობით. ასევე, სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის კანონპროექტის ავტორთა
მიმართვის საფუძველზე მოამზადებულ დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია
რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ მომზადებულა.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა,
ირინა ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა,
ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
207