„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.09.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/519/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მეწარმეთა შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი: „22. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს ორი თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში.“. 2. მე-40 მუხლის 31 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრების მიუხედავად. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ქვითარი არ არის გასაჩივრებული. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ხოლო თუ დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში − პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17716 და 17717 მუხლები: „მუხლი 17716. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება – გამოიწვევს სამეწარმეო სამეწარმეო საზოგადოების საზოგადოების, ფილიალის ასევე, საზღვარგარეთ ხელმძღვანელობაზე რეგისტრირებული უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე ინფორმაცია აისახება ერთიან ელექტრონულ პორტალზე, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 4. სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს პირს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 17717. სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების დარღვევა 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო სამეწარმეო საზოგადოების საზოგადოების, ფილიალის ასევე, საზღვარგარეთ ხელმძღვანელობაზე რეგისტრირებული უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით დარღვევა – გამოიწვევს სამეწარმეო სამეწარმეო საზოგადოების საზოგადოების, ფილიალის ასევე, საზღვარგარეთ ხელმძღვანელობაზე რეგისტრირებული უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას, თითოეულ შემთხვევაში, 200 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან. 3. სამეწარმეო საზოგადოების, ასევე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს პირს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 4. 2221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2221. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 17716, 17717, 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 5. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ დგება ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე. ამ შემთხვევაში მიიღება ამ კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება.“. 6. 252-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1353 მუხლის მე-2 ნაწილით, 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“. 7. 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო და ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო მის იურიდიულ მისამართზე.“. 8. 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის 22 ნაწილით გათვლისწინებული შემთხვევისა.“. 9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2631 მუხლი: „მუხლი 2631. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“. 10. 266-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 ნაწილები: „8. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. მართვის ავტომატური საშუალებებით მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მოთხოვნებს, მათი შინაარსის გათვალისწინებით. 9. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული დადგენილების გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 11. 267-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღების წესი და მისი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 12. 268-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული დადგენილება განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე - მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სუბიექტის ფილიალისთვის მიკუთვნებული ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად ჩაითვლება.“. 13. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა). 2. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.”. 14. 276-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში, ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.“. 15. 278-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე - მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სუბიექტის ფილიალისთვის მიკუთვნებული ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც გადაწყვეტილების ოფიციალურ ჩაბარებად ჩაითვლება.“. 16. 283-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.“. 17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2907 მუხლი: „მუხლი 2907. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება 1. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევების ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი პირი კარგავს ამ ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 4. თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ჩაითვლება.“. 18. 291-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2907 მუხლით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 2282 მუხლის მე-2 ნაწილითა და 2283 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება 1291 მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“. მუხლი 2. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სათანადო პასუხისმგებლობის დადგენა და შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, მისი გასაჩივრებისა და აღსრულების სპეციფიკური წესის, აგრეთვე ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რათა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსით მოწესრიგდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, მისი გასაჩივრებისა და აღსრულების წესები და განისაზღვროს ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი ორგანო. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, მოწესრიგდება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი სახდელის გამოყენების საკითხი, დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, მისი გასაჩივრებისა და აღსრულების წესები, აგრეთვე განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი ორგანო. ამ ცვლილებების გატარებით ხელი შეეწყობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცალკეული ვალდებულებების შესრულებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 17716 და 17717 მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გამოქვეყნებისთვის გათვალისწინებული მონაცემების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულების დარღვევის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების დარღვევისთვის. კერძოდ,  17716 მუხლის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გამოქვეყნებისთვის გათვალისწინებული მონაცემების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება - დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.  17717 მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ იგივე ვალდებულების განმეორებით დარღვევა - დაჯარიმებას, თითოეულ შემთხვევაში, 200 ლარის ოდენობით. კანონპროექტის შესაბამისად, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან, ხოლო შესაბამისი პირის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი. კანონპროექტის თანახმად, კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილია იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო. კოდექსის 38-ე მუხლს ემატება რეგულაცია, რომლის თანახმად, „ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს ორი თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში“. ვინაიდან აღნიშნული მუხლებით განსაზღვრულ სამართალდარღვევას წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულ პორტალზე ინფორმაციის გამოქვეყნებისა და საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების დარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო ყოველთვის მყისიერად ვერ გააკონტროლებს იმას, თუ რამდენად იცავს ვალდებული პირი კომერციულ ურთიერთობებში საქმიანი წერილისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რადგანაც აღნიშნული ურთიერთობები მაკონტროლებელი ორგანოსგან დამოუკიდებლად წარიმართება. შესაბამისად, თუ შესაბამისი სახდელის დადება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოცემული სამართალდარღვევის ჩადენიდან 2 თვის ვადაში, სამართალდარღვევათა დიდი ნაწილი შესაძლოა დარჩეს რეაგირების გარეშე. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადება დაუკავშირდეს არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, არამედ მისი გამოვლენის ფაქტს. ამასთან, კანონპროექტით დგინდება საერთო ხანდაზმულობის ვადა და განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს არ უკავშირდება. შესაბამისად, სამართალდარღვევათა განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო არ შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ადმინისტრაციული სახდელიც დამრღვევ პირს დაუსწრებლად შეეფარდება. კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო საქმე განიხილება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს იურიდიულ მისამართზე. ასეთ დროს გამოიცემა სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება, რომლითაც პასუხისგებაში მიცემულ პირს წერილობით განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები. კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ სახით მიღებული დადგენილება შესაძლებელია არ აკმაყოფილებდეს კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მართვის ავტომატური საშუალებებით გამოცემულ დადგენილებაზე გავრცელდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდრო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ელექტრონული დოკუმენტის შედგენის წესები. კანონპროექტით დგინდება ელექტრონულად გამოცემული დადგენილების სამართალდამრღვევისთვის ჩაბარების სპეციალური წესი. კერძოდ, დადგენილება განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე- მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სუბიექტის ფილიალისთვის მიკუთვნებული ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად ჩაითვლება. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტისთვის შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მეწარმის მიერ მისი გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე მისვლის მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან 15 დღეში. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში. შესაბამისი აქტის ელექტრონულად გამოცემისა და მისი ჩაბარების სპეციალური წესები, დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში, ზემდგომი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ვრცელდება. კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან აღსრულდება. კოდექსს ასევე ემატება სპეციალური რეგულაცია, რომლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულების ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი მისი ფილიალების მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო დადების გამოტანილი თაობაზე ჩასარიცხად. მონაცემები, შესაბამისი თანხის გადახდისას მიეთითება ადმინისტრაციული სახდელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტი აწესებს შეღავათს იმ შემთხვევებისთვის, თუ სამართალდამრღვევი სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდის ჯარიმას. ასეთ დროს ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შემცირდება. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი პირი კარგავს ამ შეღავათით სარგებლობის უფლებას. კანონპროექტით დგინდება იუსტიციის მინისტრის ვალდებულება, კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მიერ უნდა დადგინდეს:  უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენის წესი;  კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ დადგენილების მიღების წესი;  ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღების წესი და მისი საფუძვლები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირდება. აღნიშნულ ვადამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს შესაბამისი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირებისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე მათთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი აწესებს ჯარიმას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევებისთვის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების 319-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXVIII დანართში (კორპორაციული სამართალი) მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVIII დანართის (კორპორაციული სამართალი) ნაწილში მითითებულ შემდეგ დირექტივასთან:  2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივა იმ გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც, წევრებისა და მესამე მხარეების ინტერესების დასაცავად, ითხოვენ კომპანიებისგან წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულების 48-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი;  1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს მეთერთმეტე, 89/666/EEC დირექტივა, რომელიც ეხება მეორე სახელმწიფოს გარკვეული კატეგორიების კომპანიების სამართლით მიერ წევრ დარეგულირებული სახელმწიფოებში ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით კომპანიის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროების მოთხოვნებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომელიც შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, დონორი ორგანიზაციების - PROLoG-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.