„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.09.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/519/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მეწარმეთა შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №4748, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა7“ ქვეპუნქტი: „ა7) განცხადებაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის მოთხოვნით;“; 2. 39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) განცხადებაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის მოთხოვნით - 300 ლარი, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე - 500 ლარი;“. 3. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) უფლებამოსილების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობითი ან/და და კომანდიტური ხელმძღვანელობითი საზოგადოების პარტნიორის უფლებამოსილების ჩამორთმევის მოთხოვნით.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV4 თავი: „თავი XXXIV4 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვის წესი მუხლი 30922. განხილვის წესი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხები, გარდა ამ კოდექსის XXXIV2 თავით განსაზღვრული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საკითხებისა, განიხილება ზოგადი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებს განიხილავს სასამართლო სამეწარმეო სუბიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნილია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა. 3. ამ თავით გადაწყვეტილების განსაზღვრულ (განჩინების) საკითხებზე გასაჩივრების პირველი ინსტანციის სასამართლოს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი პროცედურისთვის ამ თავით დადგენილი დასაშვებობისა და განხილვის ვადებით. 4. კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით განიხილავს მის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხს. ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხზე გამოტანილი განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 30923 . პირთა დანიშვნის საკითხის განხილვის ზოგადი წესი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირთა დანიშვნის საკითხს განიხილავს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისებისა. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს ზეპირი მოსმენა განმცხადებლის (განმცხადებლების) და დასანიშნი პირის მონაწილეობით, თუმცა მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე. 2. დანიშვნის საკითხს სასამართლო განიხილავს 1 თვის ვადაში და გამოაქვს განჩინება, სადაც მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ დანიშნული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და დაკავებული თანამდებობა. რამდენიმე კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს დასაკავებელ თანამდებობასთან ყველაზე მეტად შესაბამის კანდიდატს. 3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, განმცხადებლის (განმცხადებლების) ან დასანიშნი პირის შუამდგომლობით სასამართლომ შესაძლებელია ამავე განჩინებით დაადგინოს დანიშნული პირის გასამრჯელოს ოდენობა და ანაზღაურების წესი. 4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რეორგანიზაციის დროს წილის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დანიშნულია დამოუკიდებელი ექსპერტი. მუხლი 30924. განცხადება პირთა დანიშვნის თაობაზე 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირთა დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, ასევე დასანიშნი პირის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას; გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს სასამართლოს კონკრეტულ პოზიციაზე პირის დანიშვნის მოთხოვნით; გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები; დ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას კონკრეტული პირის დანიშვნის შესახებ და ამ პირის მხარდაჭერის მიზეზებს; ე) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე; ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დამადასტურებელი ქვითარი, მტკიცებულებები, დასანიშნად სახელმწიფო დასახელებული ბაჟის პირის გადახდის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი, ამ პირის წერილობითი თანხმობა, სათანადო წესით დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში. 3. სასამართლო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობის წინაპირობებს. იმ შემთხვევაში თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ან დარღვეულია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 30925. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა 1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს გამოსაწვევი წევრის ადგილსამყოფლის მიხედვით. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, ასევე გამოსაწვევი პირის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას; გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს სასამართლოს სამეთვალყურეო საბჭოს გამოწვევის მოთხოვნით; დ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ კანონით“ დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მნიშვნელოვანი საფუძვლები; ე) განმცხადებლის მოთხოვნას კონკრეტული პირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გამოწვევის შესახებ; ვ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 3. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი გადაწყვეტილება წევრის გამოწვევის დამადასტურებელი ქვითარი. მტკიცებულებები, თაობაზე, სამეთვალყურეო სახელმწიფო ბაჟის საბჭოს გადახდის 4. სასამართლო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობის წინაპირობებს. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განხილვაზე. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. თუ განცხადების დასაშვებობის წინაპირობები სახეზეა, სასამართლო აცნობებს გამოსაწვევ პირს სამეწარმეო საზოგადოების მოთხოვნის შესახებ, გადაუგზავნის მას განცხადებას თანდართული მტკიცებულებებით და დანიშნავს სხდომას. სხდომაზე გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე. 5. გამოსაწვევი პირი უფლებამოსილია, წარმოადგინოს წერილობითი პოზიცია განცხადებასა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმში მითითებულ საფუძვლებზე. 6. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. მუხლი 30926. წილის გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენა 1. პარტნიორს, რომელმაც კრებაზე ხმა მისცა სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის საწინააღმდეგოდ და არ არის თანახმა მისი წილის გამოსყიდვის შეთავაზებულ ფასზე, წილის გამოსასყიდი ფასის შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუძლია განცხადებით მიმართოს სასამართლოს წილის სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) და სამეწარმეო საზოგადოების დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას; გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები; დ) დამოუკიდებელ ექსპერტად დასანიშნი პირის მონაცემებს; ე) მითითებას იმის თაობაზე, რომ დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის ვადა; ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ზ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 3. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 4. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო პარტნიორის მოთხოვნის შესახებ აცნობებს სამეწარმეო საზოგადოებას და წილის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ამ კოდექსის 30912 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს. 5. წილის სამართლიანი ფასის დადგენის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სხდომა პარტნიორის და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე. 6. სასამართლო წილის ღირებულების სამართლიანი ფასის დადგენის საკითხზე იღებს განჩინებას. წილის ღირებულების სამართლიანი ფასის დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ა) წილის ღირებულება; ბ) სამეწარმეო საზოგადოების მიერ მისაღები სავარაუდო შემოსავლები; გ) სამეწარმეო საზოგადოების აქტივები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების რეზერვები, მისი საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები. 7. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 30927. სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა 1. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორი ან პარტნიორი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაციის შენახვის ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, მის მიერ დაკავებულ თანამდებობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას; გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები; დ) სამეწარმეო საზოგადოების ყველა ლიკვიდატორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს; ე) დოკუმენტების შესანახი სავარაუდო ადგილების დასახელებას და მისამართებს, თითოეული მათგანის უპირატესობის და ნაკლოვანების დასაბუთებით; ვ) დოკუმენტების შენახვაზე და გაცნობაზე პასუხისმგებელი პირის/პირების ვინაობას და მათ წერილობით თანხმობას; ზ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; თ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე; ი) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 3. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შენახვაზე პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის წერილობითი თანხმობა. 4. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო აცნობებს სხვა ლიკვიდატორს/ლიკვიდატორებს განცხადების შესახებ და მისცემს მათ საპროცესო ვადას პოზიციის წარმოდგენისთვის. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტს საკითხს განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა ლიკვიდატორთა მონაწილეობით. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე. 5. განჩინებაში მითითებული უნდა იყოს შესანახი ადგილი და პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. 6. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 30928. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა 1. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხს სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის/აქციონერთა განცხადების საფუძველზე. 2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებულნი არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), ასევე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას; გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები; დ) კრების მოწვევის მიზანს, მიზეზებსა და დღის წესრიგს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ამ აქციონერის/აქციონერთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი. ასევე კრების თავმჯდომარედ დასანიშნი პირის ვინაობას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილია კრების თავმჯდომარის დანიშვნა; ე) კრების ჩატარების სავარაუდო პერიოდს; ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ზ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 4. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, კრების თავმჯდომარის დანიშვნის მოთხოვნის შემთხვევაში, თავმჯდომარედ დასანიშნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის წერილობითი თანხმობა, ასევე ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო აცნობებს სამეწარმეო საზოგადოებას აქციონერთა მოთხოვნის თაობაზე და განუსაზღვრავს სამდღიან ვადას საპასუხო პოზიციის წარმოსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო განიხილავს საკითხს არსებითად ზეპირი მოსმენის გარეშე და მიიღებს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სხდომა პარტნიორის და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე. 6. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხს სასამართლო წყვეტს განჩინებით. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო განსაზღვრავს საერთო კრების ჩატარების კალენდარულ თვეს და ანიჭებს განმცხადებელ აქციონერებს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილებას. სასამართლოს ასევე შეუძლია დანიშნოს კრების თავმჯდომარე. 7. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხზე მიღებული განჩინება ჩაბარებიდან საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 30929. აქციონერთა კრების დღის წესრიგში საკითხთა დამატება 1. აქციონერთა კრების დღის წესრიგში საკითხთა დამატების მოთხოვნას სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ განცხადების საფუძველზე. 5 პროცენტის მფლობელი აქციონერის/აქციონერთა 2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებულნი არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებელების) ასევე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას; გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები; დ) კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხთა ჩამონათვალს და დასაბუთებას დღის წესრიგში მათი შეტანის საჭიროებაზე; ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ზ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 4. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო აცნობებს საზოგადოებას აქციონერთა მოთხოვნის თაობაზე და განუსაზღვრავს სამდღიან ვადას საპასუხო პოზიციის წარმოსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო განიხილავს საკითხს არსებითად ზეპირი მოსმენის გარეშე და მიიღებს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სხდომა პარტნიორის და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს წერილობითი მასალების საფუძველზე. საკითხის განხილვას წარმოდგენილი 6. აქციონერთა კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელ აქციონერებს ანიჭებს გამოქვეყნების გზით უფლებამოსილებას. 7. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 30930. კოოპერატივის კრების მოწვევა დღის წესრიგში საკითხის დამატების კოოპერატივის წევრთა 10 პროცენტს ან წესდებით გათვალისწინებული რაოდენობის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო 30928-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს განმცხადებელ წევრთათვის საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. მუხლი 30931. სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება 1. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის, ასევე ლიკვიდატორის მოთხოვნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს სამეწარმეო საზოგადოების ქონების შემცირებულ ვადაში განაწილების საკითხს. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის(განმცხადებლების) ასევე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას; გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები; ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ზ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 3. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 4. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო 5 დღეში სასამართლო განიხილავს საკითხს არსებითად ზეპირი მოსმენის გარეშე და მიიღებს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სხდომა განმცხადებლის მონაწილეობით. მისი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე. 5. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო დაადგენს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების სამეწარმეო განცხადების გამოქვეყნებიდან სამთვიან ვადას. საზოგადოების დაშლის 6. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით 5 დღის ვადაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შესახებ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: თანამედროვე პირობებში, როდესაც სამეწარმეო საზოგადოებებთან დაკავშირებული საკითხები ყოველდღიურად ვითარდება და უფრო კომპლექსურ ხასიათს იძენს, საჭირო ხდება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ იქნეს არსებული გარემოს შესაბამისი რეგულაციები. დღითიდღე ცხადი ხდება, რომ სამეწარმეო სამართალთან დაკავშირებით არსებული ნორმები მთელ რიგ ასპექტებში საჭიროებს შევსებას. ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები განსაკუთრებით თვალსაჩინოა დავების სასამართლოსთვის გადაცემის შემდგომ. საგულისხმოა, რომ დღეისათვის კანონმდებლობით არასათანადოდ არის მოწესრიგებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება სასამართლოში საქმის წარმოების ხარისხსა და კორპორაციული დავების განხილვისას მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსზე. არსებული ვითარების ხელშესახებად შესაცვლელად საჭიროა სამეწარმეო სამართლის სფეროში კომპლექსური საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება და თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობებზე მორგებული კანონმდებლობის შემუშავება. ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სრულყოფილად ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ამ მიზნით მომზადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი, რომელიც სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერებასა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას ემსახურება, რამაც, თავის მხრივ, წარმოშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საჭიროება. საყურადღებოა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტით გაფართოებულია სამეწარმეო ურთიერთობებისას წარმოშობილი ზოგიერთი საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისა და გადაწყვეტის შემთხვევები, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კი არ ითვალისწინებს სამეწარმეო ურთოერთობიდან გამომდინარე საკითხების განხილვის სპეციალურ წესსა და პროცედურას; სათანადო რეგულაციების არარსებობის პირობებში მითითებული საკითხების განხილვა ხდება საერთო სასარჩელო წესით, სამი ინსტანციის მიერ, რაც შეუსაბამოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხის გადასაწყვეტად და ნეგატიურად იმოქმედებს ახალი კანონპროექტით დასახული მიზნების მიღწევაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განისაზღვროს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ცალკეული საკითხების გადაწყვეტისათვის ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღება აუცილებელია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხთა სასამართლოს მიერ განხილვისა და გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შემოღება და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება მატერიალური ნორმის მიზნების შესაბამისად, საპროცესო ეკონომიურობის პრინციპის მაქსიმალური დაცვით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების სასამართლოს მიერ განხილვა-გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შემოღება და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება მატერიალური ნორმის მიზნების შესაბამისად, საპროცესო ეკონომიურობის პრინციპის მაქსიმალური დაცვით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად მოწესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხის სასამათლოს მიერ განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები. ამ მიზნით, კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზოგიერთ თანამდებობაზე პირთა დანიშვნის სპეციალურ პროცედურას და არეგულირებს სასამართლოს მიერ გამოსაკვლევ საკითხთა ჩამონათვალს. კანონპროექტით ასევე მოწესრიგებულია სასამართლოს მიერ აქციონერთა და კოოპერატივის წევრთა კრების მოწვევის პროცედურები, საწარმოს შერწყმისას/გაყოფისას პარტნიორთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ წილის ღირებულების სამართლიანი ფასის დადგენის წესი, აგრეთვე საწარმოს დაშლის შემთხვევაში სასამართლოს მიერ საწარმოს დოკუმენტაციის შენახვის ადგილის განსაზღვრისა და ქონების განაწილების ვადის შემცირების საკითხთა განხილვის პროცედურა. კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს ზემომითითებულ საკითხებს, მათ შორის, წარსადგენი განცხადების სავალდებულო რეკვიზიტებს, სასამართლო განხილვისთვის დადგენილ ვადებს, ასევე შესაბამისი განჩინებების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ნორმებს (კანონპროექტით უზრუნველყოფილია თითოეულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) ერთჯერადი გასაჩივრების უფლება). კანონპროექტი ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე საკითხთა განხილვას შემჭიდროვებულ ვადებში, კერძოდ, თითოეული ინსტანციის სასამართლოსთვის განხილვის ერთთვიან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - 5-დღიან ვადებს, რაც განმცხადებლის ინტერესების ეფექტიან დაცვას ემსახურება. კანონპროექტი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ახალ სახეს, კერძოდ, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიღებამდე და შესაძლებელი კომანდიტური იქნება საზოგადოების პარტნიორის წარმომადგენლობითი ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების შეჩერება, ამ უფლებამოსილებათა ჩამორთმევის მოთხოვნით აღძრულ საქმეებზე. კანონპროექტის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნით საქართველოს კანონით წარდგენილ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 300 ლარით, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე - 500 ლარით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც შემოღებული იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნით წარსადგენი ახალი განცხადების ტიპი, რომელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაც შეადგენს 300 ლარს. რაც შეეხება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟს 500 ლარის ოდენობით, აღნიშნულს ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დაინტერესებულ პირს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, მოუწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით. რაც შეეხება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟს 500 ლარის ოდენობით, აღნიშნულს ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ბაჟი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე, რომლის ოდენობა განისაზღვრება 300 ლარით. რაც შეეხება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟს 500 ლარის ოდენობით, აღნიშნულს ითვალისწინებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომელიც შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, დონორი ორგანიზაციების - PROLoG-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.