საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ (07-3/470; 16.06.2020) საქართველოს კანონის პროექტის სექტემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს, დღის პირველ ნახევარში განხილვისა და კენჭისყრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-9267/20
11-09-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ ჩემს მიერ მიმდინარე წლის 16 ივნისს დაინიცირებულია
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი(07-3/470; 16.06.2020).
მიუხედავად ჩემი არაერთი მიმართვისა პროექტი დღემდე არ განუხილავს
ადამაინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ
საკითხთა კომიტეტებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად მოგმართავთ, რომ ა.წ სექტემბრის თვეში, პლენარული სხდომების ბოლო
კვირის პარასკევს, დღის პირველ ნახევარში აღნიშნული კანონპროექტისათვის
განსახილველად და კენჭსაყრელად მოხდეს დროის გამოყოფა. შესაბამისად, გთხოვთ
რეგლამენტით დადგენილი წესით საკითხი შეიტანოთ პარლამენტის პლენარული
სხდომის დღის წესრიგში.
პარლამენტის წევრი
ეკა ბესელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge