საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ (07-3/470; 16.06.2020) საქართველოს კანონის პროექტი - 30 ოქტომბრამდე; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი წერეთლის და სერგი კაპანაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის თაობაზე“ (07-3/357; 29.05.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - 30 ოქტომბრამდე; გ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-6872/20; 28.05.2020) – 30 დღით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9329/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9329/20 14-09-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (N07-3/470; 16.06.2020); წარმოდგენილია აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე“ (N07-3/357; 29.05.2019); და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-6872/20; 28.05.2020). აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, ზემოხსენებული კანონპროექტისა და პარლამენტის დადგენილების პროექტის საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 2020 წლის 30 ოქტომბრამდე, ხოლო საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა − 30 დღით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-9314/20 14-09-2020 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 22 ივნისის N363/2 გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/470; 16.06.2020), რომლის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 15 სექტემბრამდე. გასათვალისწინებელია, რომ მოცემული მომენტისთვის საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი, რის გარეშეც მითითებული კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილი არ არის. გთხოვთ, უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge