„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.09.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/520/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-21
ბიუროს ნომერი 390

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 220050000.05.001.018461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკში ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დეპოზიტორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და რომელსაც კომერციულ ბანკში აქვს დეპოზიტი; გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიში, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დაზღვეული დეპოზიტი – დეპოზიტი, რომელსაც ანაზღაურებს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით დადგენილი ზღვრის ფარგლებში;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სადაზღვევო შემთხვევა – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება;“; დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ – საბჭო) – ამ კანონის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო;“; ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ფინანსური ინსტიტუტი - იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, საპენსიო ფონდის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით.“. 3. მე-3 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფონდის სახსრების განთავსების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, ჰქონდეს ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში.“; ბ) მე-7-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოს სტრუქტურა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით საბჭოსთან შეთანხმებით, ხოლო უფლებამოსილება - სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. სააგენტოს საშტატო განრიგი (მათ შორის, თანამდებობრივი სარგო) და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება ამ კანონით დადგენილი წესით. 9. სააგენტოს საშტატო განრიგის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს) დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.“. 4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკებისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს ზუსტი ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ან/და გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების გარე აუდიტორების მეშვეობით;“; დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან.“. 5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს ზედამხედველობის მიზნით იქმნება საბჭო. მისი შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით.“. 6. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საბჭოსთან შეთანხმებით შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკების სავალდებულო შენატანის ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-13 მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა;“; გ) „კ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, სააგენტოს საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს;“. 7. მე-8 მუხლის: ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, სააგენტოს საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;“; 8. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. 9. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მათ შორის, სააგენტოს უფროსის მოთხოვნით ან საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წერილობითი მოთხოვნით.“. 10. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფონდის სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის მიზნებისათვის. ფონდიდან ფინანსდება სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები. ფონდის ანგარიშიდან ფინანსდება აგრეთვე სესხების მომსახურების და დეპოზიტორთა ანაზღაურების გაცემის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.“. 11. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომერციული ბანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდის ეროვნული ვალუტით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ინსტრუქციის შესაბამისად.“. 12. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ზღვრის ოდენობის საერთაშორისო სტანდარტებთან და პრაქტიკასთან შესაბამისობის ანალიზს.“. ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო, საბჭოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას ზღვრის ცვლილების შესახებ, რომელიც ფორმდება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით.“. 13. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპოზიტორს უფლება აქვს, მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი, კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ამ კანონით ან სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ფარგლებში.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაზღვეული დეპოზიტის თანხა დეპოზიტორისათვის განისაზღვრება კომერციულ ბანკში არსებული ყველა დაზღვეული დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით.“; გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომერციული ბანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში არსებული, ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტის ცალ-ცალკე ანაზღაურება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად. 6. დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით.“. 14. მე-18 მუხლს: ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტები;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული ადმინისტრაციული ორგანოების დეპოზიტები.“. კოდექსით განსაზღვრული 15. მე-19 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის საშუალებით აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და ანაზღაურების გაცემის წესი.“. 2. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთა ანაზღაურების მიზნით გახსნას ამ კომერციულ ბანკში შესაბამისი ანგარიშები. დეპოზიტორთა ანაზღაურების მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის წესი და ანაზღაურების ორგანიზების საკითხები წესრიგდება ინსტრუქციის შესაბამისად.“. 3. შესაბამისი კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.“. 16. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს: ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, წლიური ანგარიშები სააგენტოს საქმიანობის შესახებ, სააგენტოს დებულება, ინსტრუქციები, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი, აუდიტორის ანგარიში.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომერციული ბანკის ან მისი კლიენტების შესახებ სააგენტოში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის აგენტ ბანკს და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებს, რომელის წევრიც არის სააგენტოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“. 17. 22-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სააგენტოში ხორციელდება შიდა აუდიტი, რომლის მიზანია სააგენტოს მმართველობითი, რისკის მართვის, შიდა კონტროლის პროცესების ქმედითობის და ასევე საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება. 2. სააგენტოს ანგარიშგების აუდიტს და ფონდის აქტივების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებს გარე აუდიტორი, რომელიც შეირჩევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სააგენტოსთვის გარე აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისათვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი.“. 18. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2023 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების დამატება, კომერციული ბანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისათვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობის განსაზღვრის გადავადება, სადაზღვევო შემთხვევის ცნების განმარტების დახვეწა, კანონით გათვალისწინებული ისეთი პროცედურების გამარტივება, რომელიც პრაქტიკაში აღმოჩნდა ხელის შემშლელი. მკაფიოდ განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების ფონდიდან ანაზღაურების საკითხი და სხვა აუცილებელი ტექნიკური ხასიათის ცვლილება. კანონპროექტის მიღებით, აღმოიფხვრება ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, უზუსტობები, ასევე გამარტივდება პროცედურები, მათ შორის ბანკების მხრიდან ანგრიშგების წარმოდგენისას. გაიზრდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ეფექტიანობა. სადისკონტო ოპერაციების შესაძლებლობის გაჩენის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ფასიანი ქაღალდების სწრაფი განაღდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფონდის მიერ თავისი ძირითადი ფუნქციის - დეპოზიტორების სწრაფი და ეფექტიანი ანაზღაურების პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. ამავე მიზნით, ასევე, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ხასიათის ბარიერების მოხსნა სადაზღვევო შემთხვევის დროს ფონდის სახსრების გამოყენებისთვის, იმისთვის, რომ არ დაირღვეს კანონით გათვალისწინებული 20 დღიანი ვადა დეპოზიტორების ანაზღაურებისთვის. ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, ასევე, მნიშვნელოვანია რეპო-ოპერაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გააფართოებს საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტებს და მას უფრო მოქნილს, მართვადს და სრულყოფილს გახდის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ყველა ტექნიკური და შინაარსობრივი უზუსტობა, რომელმაც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან პრაქტიკაში იჩინა თავი დარეგულირებულია აღნიშნული კანონით, შესაბამისად, მხოლოდ ამ კანონში ცვლილების შეტანით გზით არის შესაძლებელი, არსებული პრობლემის გადაჭრა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რაც გამოიხატება სისტემაში იურიდიული პირების დამატებით. კომერციული ბანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისათვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა გადავადდება, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს კანონმდებლობასთან, გამოსწორდება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები, გაიზრდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობა, ასევე დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული პროცესები უკეთესად დარეგულირდება რაც უზრუნველყოფს კანონპროექტის კიდევ უფრო დახვეწას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით დეპოზიტების დაზღვევის სისტემას ემატება იურიდიული პირები, კერძოდ, თუ მოქმედი რედაქციით დაზღვეულია მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები, ცვლილების შემდეგ დაზღვეული იქნება ასევე იურიდიული პირების დეპოზიტები. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამ, გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევის ცნების განმარტების დახვეწა, კონკრეტულად კი გადახდისუუნარობისა და გაკოტრების ამოღება. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით სადაზღვევო შემთხვევა დგება მხოლოდ კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას. კანონპროექტით დაზუსტდა დეპოზიტის განმარტება, კერძოდ: ყოველგვარი ინტერპრეტაციის გამოსარიცხად, არსებულ განმარტებას ემატება: მიმდინარე ანგარიში. კანონპროექტით, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დაუზღვეველ დეპოზიტებს ემატება ფინანსური ინსტიტუტების და საჯარო უწყებების დეპოზიტები, შესაბამისად - ფინანსური ინსტიტუტების (ტერმინი) განმარტება. კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ სააგენტოს სახელმწიფო ხაზინის გარდა შეუძლია ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფონდის სახსრების განსათავსებლად (დღიური სარგებლის დარიცხვის მიზნით). სადაზღვევო შემთხვევის დადგომამ და პროცესების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია კომერციული ბანკებისაგან სააგენტომ მიიღოს და გადაამოწმოს არა მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, არამედ თავად შეამოწმოს იგი, შესაბამისად კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სააგენტოს უფლება აქვს კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ან/და გადაამოწმოს ადგილზე. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება აწარმოოს რეპო ოპერაციები. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, სამეთვალყურეო საბჭოს სავალდებულო წესით აღარ წარუდგენს კვარტალურ ანგარიშებს. მკაფიოდ დაკონკრეტდა, რომ სადაზღვევო ზღვარი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, საბჭოსთან შეთანხმებით. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებიდან ამოღებულ იქნა გარე აუდიტორის შერჩევის უფლებამოსილება, ვინაიდან გარე აუდიტორის შერჩევის წესს აწესრიგებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. მკაფიოდ განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს მოწვევის წესი. ვინაიდან, სააგენტოს მიერ დეპოზიტორთა ასანაზღაურებლად შერჩეული კომერციული ბანკი (აგენტი ბანკი) დეპოზიტორთა ანაზღაურების პროცესთან დაკავშირებით იღებს შესაბამის საკომისიოს, კანონპროექტით, დაკონკრეტდა, რომ ანაზღაურების გაცემის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფინანსდეს დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან, რათა არ დაექვემდებაროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას და უზრუნველყოფილი იყოს ანაზღაურების ოპერატიულობა. დეპოზიტორების ანაზღაურების მიზნით, სააგენტოს ეძლევა უფლება გახსნას ანგარიში აგენტ ბანკში. კანონპროექტით მკაფიოდ განისაზღვრა შიდა აუდიტის განხორციელების მიზანი, ასევე გარე აუდიტორის და სააგენტოს ვალდებულება უზრუნველყოს ფონდის აქტივების შეფასება. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ კომერციული ბანკების შერწყმის შედეგად დეპოზიტორთა ანაზღაურების სპეციალური წესი დადგინდება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით. დაკონკრეტდა, რომ კომერციული ბანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდის ეროვნული ვალუტით, დაანგარიშების და არა გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ინსტრუქციის შესაბამისად. საერთაშორისო დონორების რეკომენდაციების და სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელზე გადასვლა ამ ეტაპზე ნაადრევია, შესაბამისად მიზანშეწონილია ამ სისტემის მოქმედება შეჩერდეს 3 წლით, 2023 წლამდე. საერთაშირისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, საქართველოში არსებული საბანკო სტრუქტურის გათვალისწინებით, რისკზე დაფუძნებული შენატანებზე გადასვლა შეამცირებს დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შემოსავლებს რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მიზნობრივი ფონდის მიღწევის ვადის გადავადებას. აღსანიშნავია, რომ ახლად შექმნილი სისტემებისთვის მიზნობრივი ფონდის მიღწევა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ სისტემა იყოს ფუნქციონირებადი და შეძლოს მისი ძირითადი მანდატის შესრულება, რაც გულისხმობს სადაზღვევო შემთხვევის დროს დეპოზიტორების შეუფერხებელ ანაზღაურებას. ასევე, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი როლი, როგორც ფინანსური უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღების საწყის ეტაპზე, მოიაზრებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან გარკვეული დაფინანსების გამოყოფა, თუმცა ამ ეტაპზე დეპოზიტების დაზღვევის ფონდი მხოლოდ ბანკების მიერ განხორციელებული შენატანების საშუალებით იზრდება. შესაბამისად, დონორების რეკომენდაციით მიზანშეწონილია დეპოზიტების დაზღვევის ფონდმა ჯერ მიაღწიოს მიზნობრივ მაჩვენებელს და შემდგომ მოხდეს რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელის შემოღება. კანონპროექტით ასევე წარმოდგენილია, სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიღება და ძალაში შესვლა მნიშვნელოვანია, როგორც სააგენტოს, ასევე საბანკო სექტორისათვის. ამ სისტემისათვის მკაფიოდ განსაზღვრული დრო და სიცხადე, ქმნის სწორ მოლოდინებს, შესაბამისად შეირჩა 2021 წლის 1 იანვარი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას სახელმწიფო ან მის სისტემაში შემავალი უწყებისთვის. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების დამატების შემთხვევაში (2021 წლის 1 იანვრიდან) მთელ საბანკო სექტორს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გადასახდელი თანხა დაახლოებით 2021 წელს 2.61 მლნ ლარით, 2022 წელს 2.69 მლნ ლარით, ხოლო 2023 წელს 2.76 მლნ ლარით გაეზრდება და რეგულარული შენატანის ოდენობა გახდება 2021 წელს დაახლოებით 30.57 მილიონი ლარი, 2022 წელს 31.83 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს 33.05 მილიონი ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ფონდის შემოსავლების ზრდა არ გულისხმობს სსიპ - დეპოზიტების სააგენტოს შემოსავლების ან/და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. აღნიშნული ცვლილება ასევე არ აისახება დეპოზიტორებზე, ვინაიდან მთლიანი საბანკო სექტორისთვის შენატანების საშუალოდ 2.6 მილიონით ზრდა არ წარმოადგენს არსებით ფინანსურ წნეხს. კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა განისაზღვრება განაკვეთით, რომელთა მაქსიმალური ზღვარი დადგენილია კანონით, ხოლო კონკრეტული ოდენობა სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით. ამდენად, დეპოზიტორთა წრის გაფართოება შენატანების ზრდას არ გულისხმობს, ვინაიდან, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს აქვს უფლებამოსილება, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიტანოს ცვლილება ნორმატიულ აქტში და შეამციროს შენატანის განაკვეთი, თუ არსებული ვითარება მოითხოვს ამის საჭიროებას. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სადაზღვევო ზღვრის ოდენობის 15 000 ლარამდე გაზრდასთან ერთად ლარში დაზღვეული დეპოზიტებისათვის განაკვეთი 0.067%-დან 0.03%-მდე შემცირდა. ამით შემსუბუქდა კომერციული ბანკებისთვის ფინანსური ვალდებულება. აღნიშნულ ცვლილებას წინ უძღვოდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, არსებული სტატისტიკის ანალიზი, პროგნოზირება და მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, კომერციულ ბანკებთან და საბანკო ასოციაციასთან. აღნიშნულის საფუძველზე, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ზღვრის ოპტიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15 000 ლარი. სისტემას 2021 წელს დაემატება დაახლოებით 153 000 იურიდიული პირი, 2022 წელს რაოდენობა დაახლოებით გაიზრდება 155 000-მდე, ხოლო 2023 წელს - 156 000-მდე. მათი დაზღვეული დეპოზიტები შესაბამისად იქნება 442 მილიონი ლარი, 457 მილიონი ლარი და 472 ლარი. დაზღვეული დეპოზიტების ჯამური ოდენობა (იურიდიული და ფიზიკური პირების ერთად) გახდება დაახლოებით 4.3 მილიარდი 2021 წელს, 4.5 მილიარდი - 2022 წელს და 4.7 – 2023 წელს. აღნიშნული სტატისტიკა დაანგარიშებულია არსებული სადაზღვევო ზღვრის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 1 ივლისიდან შეადგენს 15 000 ლარს. სისტემაში იურიდიული პირების ჩართვასთან ერთად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კანონპროექტით, ასევე განისაზღვრა გამონაკლისების ჩამონათვალი იურიდიული პირებისთვის, როგორც ეს ამ დრომდე განსაზღვრული იყო ფიზიკური პირებისთვის. დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეულია ფიზიკური პირების ყველა სახის ანგარიშები (კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა) დადგენილი ზღვრის ფარგლებში. მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ დაზღვეული იქნება ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების 20% (ზღვრის შესაბამისად), ხოლო სისტემაში იურიდული პირების ჩართვის შემთხვევაში, იურიდიული პირების მთლიან დეპოზიტებში დაზღვეული წილის ოდენობა დაახლოებით 3% იქნება. 2021 2022 2023 15,000 ლარი (სადაზღვევო ზღვარი) დაზღვეული ფიზიკური პირების რაოდენობა დაზღვეული იურიდიული პირების რაოდენობა დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა (ფიზიკური პირები) დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა (იურიდიული პირები) სულ დაზღვეული დეპოზიტები 4 776 000 4 820 000 4 870 000 153 411 154 945 156 495 3 823 409 582 4 065 307 076 4 283 208 906 442 285 576 457 564 162 472 210 389 4 265 695 158 4 522 871 238 4 755 419 295 რეგულარული შენატანები (ფიზიკური პირების დეპოზიტები) რეგულარული შენატანები (იურიდიული პირების დეპოზიტები) სულ რეგულარული შენატანი მთლიანი დეპოზიტები (ფიზიკური) მთლიანი დეპოზიტები (იურიდიული) სულ მთლიანი დეპოზიტები 27 962 641 29 146 097 30 301 010 2 610 573 2 686 412 2 758 499 30 573 214 18 056 651 241 15 182 037 613 33 238 688 855 31 832 509 19 706 368 521 16 569 120 382 36 275 488 902 33 059 509 21 504 187 120 18 080 726 782 39 584 913 902 საკანონმდებლო ცვლილებით, სააგენტოს ექნება შესაძლებლობა ფონდში არსებული სახსრები (როდესაც ვერ მოხერხდება მათი სრული ინვესტირება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად), განათავსოს საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე და მიიღოს დამატებითი სარგებელი. აღნიშნული სარგებლის პროგნოზი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ რა მოცულობის თანხა იქნება კონკრეტულ დროს თავისუფალი, ასევე, რეფინანსირების განაკვეთზე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის კალენდარზე და ა.შ. მიახლოებითი გათვლებით, აღნიშნული ცვლილების ფინანსური შედეგი შესაძლოა იყოს წლიურად 100 000-დან 1 000 000 ლარამდე სარგებელი დეპოზიტების დაზღვევის ფონდისთვის. საკანონმდებლო ცვლილებით, სააგენტოს ექნება შესაძლებლობა აიღოს მოკლევადიანი სესხი (რეპო ოპერაციები), საჭიროების შემთხვევაში, ინვესტირების მიზნით. ცვლილების ფინანსური შედეგი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე როგორებიცაა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის კალენდარი, ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები, კომერციული ბანკების მიერ რეგულარული შენატანების გადახდის კონკრეტული თარიღები და ა.შ. სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან. „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აგენტი ბანკის შესარჩევად საჭიროა სახელმწიფო ტენდერის გამოცხადება, რაც უკავშირდება ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პროცედურას. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს პირდაპირ ფონდიდან, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ანაზღაურების პროცესი და არ დაირღვეს კანონით დეპოზიტორების ანაზღაურებისთვის განსაზღვრული 20 დღიანი ვადა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ვადა 7 დღემდე უნდა შემცირდეს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. აღნიშნული ცვლილებით დაკონკრეტდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის წესი და მოხდება მისი შესაბამისობაში მოყვანა არსებულ პრაქტიკასთან. აგენტი ბანკის შერჩევის და მისთვის საკომისიოს გადახდის კონკრეტული წესი და პროცედურები განისაზღვრება შესაბამისი ინსტრუქციით, რომელზეც ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა დაინტერესებული მხარეებისა და საერთაშორისო ექპერტების ჩართულობით. ცვლილება არ გამოიწვევს სააგენტოსთვის ფინანსური ხარჯის ზრდას/შემცირებას, ვინაიდან აგენტი ბანკის დაქირავება და მისთვის საკომისიოს გადახდა კანონის არსებული რედაქციითაც არის უზრუნველყოფილი და დანერგილია პრაქტიკაში. აგენტი ბანკისთვის გადახდილი მომსახურების საფასურის ოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ სადაზღვევო შემთხვევაზე, ანაზღაურებული დეპოზიტების მოცულობასა და აგენტ ბანკთან ხელშეკრულებით შეთანხმებულ საკომისიო განაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს აგენტი ბანკის მხრიდან მომსახურების გაწევას საფასურის გარეშე. კანონპროექტში მიმდინარე ანგარიშის დამატება არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს კანონის ფორმულირებაში მეტი სიცხადის შეტანას და ინტერპრეტაციის გამორიცხვას. მიმდინარე ანგარიშები ამჟამადაც დაზღვეულია, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება არ წარმოქმნის ახალ ფინანსურ ვალდებულებას სისტემის არც ერთი მონაწილისთვის. სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში ამჟამად შტატით გათვალისწინებული 6 ერთეული სამუშაო ადგილია. სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა, არ განაპირობებს სააგენტოს ფუნქციებში არსებით ცვლილებებს. შესაბამისად, დამატებითი კადრების მოზიდვა, უშუალოდ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საჭიროებას და არ იგეგმება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ შემუშავდა და ამჟამად დანერგვის პროცესშია მართვის ელექტრონული სისტემა სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომერციულ ბანკებსა და სააგენტოს შორის მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემაში მოქცევას და პროცესების სრულ ავტომატიზაციას. სააგენტოს საშტატო განრიგის (მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს) დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. აღნიშნული ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და მიზნად ისახავს კანონის უკვე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. ამდენად, ის არ გამოიწვევს ცვლილებას სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მიმართულებით. კვარტალური ანგარიშების მომზადების ამოღების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება არ უკავშირდება სააგენტოსთვის რაიმე ტიპის ფინანსური ან ადმინისტრაციულ ხარჯების ზრდას ან დაზოგვას. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, სტატისტიკური მონაცემები და ანალიტიკა, კვარტალურად, პრეზენტაციის სახით, წარედგინება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო დოკუმენტის სახით მომზადებული ანგარიში მზადდება ყოველწლიურად. აღნიშნული ცვლილების საჭიროება გამოვლინდა არსებული სამუშაო პრაქტიკით. სააგენტოს უფროსი, საბჭოსთან შეთანხმებით შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრავს კომერციული ბანკების სავალდებულო შენატანის ოდენობას და სადაზღვევო ზღვრის ოდენობას. აღნიშნული ცვლილებები არის ტექნიკური ხასიათის და ის აკონკრეტებს უკვე არსებულ და პრაქტიკაში მოქმედ უფლებამოსილებას. შესაბამისად, არ ზრდის სააგენტოს ფუნქციებს, არ ზრდის ხარჯებს და არ აქვს ფინანსური გავლენა. კანონპროექტით სადაზღვევო შემთხვევის განმარტებიდან გაკოტრებისა და გადახდისუუნარობის ამოღებით „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონთან. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების პროცესში რაიმე ტიპის ცვლილებას, ვინაიდან, როგორც გადახდისუუნარობა, ისე გაკოტრება, ძველი სისტემით სრულდებოდა ლიკვიდაციით და ეს წარმოადგენდა სააგენტოსთვის პროცესში ჩართვის საფუძველს. ცვლილება გავლენას არ ახდენას სადაზღვევო შემთხვევის დადგომის და ანაზღაურების პროცესზე და შესაბამისად, არ აქვს ფინანსური გავლენა სისტემის წევრებზე. სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უფლებამოსილია, დაზღვეული დეპოზიტების შესახებ კომერციული ბანკების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე ან დისტანციურად. კანონპროექტით, სააგენტოს, ინფორმაციის გადამოწმების უფლებამოსილების განხორციელება შეეძლება ნებისმიერ დროს. ცვლილების მიზანია, სააგენტოს ჰქონდეს დროული წვდომა უახლეს ინფორმაციაზე მოსალოდნელი სადაზღვევო შემთხვევისთვის სრულყოფილად მოსამზადებლად. ცვლილება არ იწვევს რაიმე ტიპის დამატებით საინფორმაციო ვალდებულების ან/და ადმინისტრაციული ტვირთის აღებას სააგენტოს მხრიდან. ასევე, არ საჭიროებს დამატებითი ადმინისტრაციული ან ფინანსური რესურსის მობილიზებას კომერციული ბანკის მხრიდან, რამდენადაც აღნიშნული ინფორმაცია კომერციული ბანკებში სისტემატურად მუშავდება და ნებისმიერი დროისთვის ხელმისაწვდომია. კანონპროეტის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო იხილავს და ითანხმებს სააგენტოს სტრუქტურას, სააგენტოს საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; ასევე, იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ. აღნიშნულ ცვლილებას, მათ შორის შესათანხმებელი დოკუმენტებიდან კვარტალური ანგარიში ამოღებას, აქვს ტექნიკური ხასიათი და მიზნად ისახავს კანონის არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. არ უკავშირდება ფუნქციების ზრდას ან შემცირებას და არ იწვევს ხარჯების ცვლილებას. საბჭოს ფუნქციებიდან გარე აუდიტორის შერჩევის ამოღება, მიზნად ისახავს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან წინააღმდეგობის აღმოფხვრას. აღსანიშნავია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი) არ იღებენ დამატებით ანაზღაურებას საბჭოს წევრის ფუნქციების განხორციელებისთვის, ხოლო საბჭოს 2 დამოუკიდებელი წევრის ხელფასის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ბრძანებით და ის არ იცვლება. კომერციული ბანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში არსებული, ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტის ცალ-ცალკე ანაზღაურება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად. აღნიშნული სამართლებრივი აქტი შემუშავდება წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში და მასში გაიწერება კანონის მითითებული მუხლით უკვე განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებისთვის საჭირო ზუსტი პროცედურა. სამართლებრივი აქტის შემუშავება არ გამოიწვევს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. „თუ დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულება ვალდებულებების ურთიერთგაქვითვას ითვალისწინებს, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით“ კანონის არსებული რედაქციიდან წინადადების პირველი ნაწილის ამოღება წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, რომლის მიზანია კანონის არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვინაიდან, კომერციული ბანკების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების გაქვითვა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება. „სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს: ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, წლიური ანგარიშები სააგენტოს საქმიანობის შესახებ, სააგენტოს დებულება, ინსტრუქციები, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი, აუდიტორის ანგარიში.“ აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს და საჭიროებისამებრ აახლებს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მათი გამოქვეყნება არ უკავშირდება დამატებით ფინანსურ ხარჯს ან ადმინისტრაციულ რესურსს. შესაბამისად, ჩამონათვალიდან კვარტალური ანგარიშის ამოღება ასევე არ იწვევს ფინანსური ან ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვას. კანონპროექტით შიდა აუდიტის განმარტების ცვლილებას აქვს ტექნიკური ხასიათი და მის მიზანს წარმოადგენს კანონის ჩანაწერის შესაბამისობაში მოყვანა შიდა აუდიტის საყოველთაოდ მიღებულ განმარტებასთან. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, არ უკავშირდება დამატებით ფინანსურ ხარჯს სააგენტოსთვის, ვინაიდან შიდა აუდიტის განხორციელების ვალდებულება კანონის მოქმედი რედაქციითაც ეკისრება. სააგენტომ უკვე შეიმუშავა შიდა აუდიტის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი აქტი და აუდიტის განხორციელების სტრატეგია. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა სახის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.