„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-21
ბიუროს ნომერი 390
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 30. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის
ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ
ბანკთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან და საჯარო სამართლის იურიდიულ
პირთან დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თავის მიერ დადგენილი წესითა და
პირობებით.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო
ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.“.
2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა
ფინანსური ინსტიტუტების, სარეზოლუციო ფონდის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და
საპენსიო სააგენტოს ანგარიშები ეროვნულ ბანკში
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების, საპენსიო სააგენტოს და
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ
დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისათვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო
ფონდი.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
ეროვნული
ბანკისათვის
სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, რათა მან სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსაგან
მიიღოს დეპოზიტები, ასევე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სახელზე არსებული
ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები.
კანონპროექტის მიღებით, აღმოიფხვრება ხარვეზი, რომელიც დაკავშირებულია
დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული თავისუფალი სახსრების დამატებითი
სარგებლის მიუღებლობასთან, ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სახელმწიფო
ფასიანი ქაღალდების ოპერატიული განაღდების შესაძლებლობის უქონლობასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ყველა ზემოაღნიშნული საკითხი რეგულირდება „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, შესაბამისად პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია
მხოლოდ ამ კანონში ცვლილების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ექნება
შესაძლებლობა დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებული თავისუფალი სახსრები
სარგებლის მიღების მიზნით განათავსოს საქართველოს ეროვნულ ბანკში, ასევე
ოპერატიულად განახორციელოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაღდება, საჭიროების
შემთხვევაში (სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც საქართველოს
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული
ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები, მათ შორის
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან. ასევე, ცვლილება შედის 32-ე მუხლში და
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, ჰქონდეს კომერციული ბანკების,
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების და
საპენსიო სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები, ჩამონათვალს დაემატა სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის მიღება და ძალაში შესვლა მნიშვნელოვანია, როგორც სააგენტოს, ასევე
საბანკო სექტორისათვის. ამ სისტემისათვის მკაფიოდ განსაზღვრული დრო და სიცხადე, ქმნის
სწორ მოლოდინებს, შესაბამისად შეირჩა 2021 წლის პირველი იანვარი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს
ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო ან მის სისტემაში არსებული უწყება არ იღებს
რაიმე ახალ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საკანონმდებლო ცვლილებით, სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ექნება
შესაძლებლობა ფონდში არსებული სახსრები განათავსოს საქართველოს ეროვნული ბანკის
ანგარიშზე. აღნიშნული ცვლილების პროგნოზი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ
შორის იმაზე, თუ რა მოცულობის თანხას განათავსებს სააგენტო, დროის რა მონაკვეთში, ასევე,
დამოკიდებულია რეფინანსირების განაკვეთზე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის
კალენდარზე და ა.შ. მიახლოებითი გათვლებით, აღნიშნული ცვლილების ფინანსური შედეგი
შესაძლოა იყოს წლიურად 100 000-დან 1 000 000 ლარამდე სარგებელი დეპოზიტების
დაზღვევის ფონდისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ეს ნიშნავს ანალოგიური
მოცულობის სარგებლის გადახდას დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის, მაგრამ არა
აუცილებელ დამატებით ხარჯს, ვინაიდან სააგენტოს მიერ განთავსებული სახსრების
გამოყენება
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
შეუძლია
სხვადასხვა
ინსტრუმენტებით,
სარგებლის მისაღებად.
აღნიშნული არ წარმოქნის დამატებით ადმინისტრაციულ ფუნქციას საქართველოს
ეროვნული ბანკისთვის და არ იწვევს ხარჯების ზრდას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.