„ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე
ნომერი
#07-3/495/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი `ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ~ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს ფილანთროპიის, ქველმოქმედების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობისა და საზოგადოებრივი სამართლებრივ საფუძვლებს, პრინციპებსა და ფორმებს. პარტნიორობის განხორციელების 2. ამ კანონის მიხედვით უზრუნველყოფილია ფილანთროპიის, ქველმოქმედების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის თავისუფალი და შეუზღუდავი განხორციელება. ამ კანონით გათვალისწინებული ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების აღიარებისა (სტატუსის მინიჭების) და ანგარიშგების მოთხოვნები ვრცელდება ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ მხოლოდ იმ სუბიექტებზე, რომელთაც სურს ისარგებლონ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სტიმულირების მექანიზმებით. მუხლი 2. კანონის მიზნები ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს: ა) ფილანთროპიისა და ფილანთროპიული საქმიანობის, აგრეთვე ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშემწყობი საკანონმდებლო საფუძვლების განსაზღვრა; ბ) საზოგადოებრივი პარტნიორობის დამკვიდრებისა და მისი განვითარების ხელშეწყობა ფილანთროპიისა და ფილანთროპიული საქმიანობის, ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების მიზნით; გ) ფიზიკური პირების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წახალისების პირობების განსაზღვრა ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობისათვის; დ) ფიზიკური პირების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სოციალური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივ პარტნიორობაში მათი ჩართულობის გაძლიერება; ე) სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი სოციალური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა; 1 ვ) საზოგადოების კონსოლიდაციისა და საზოგადოებრივ პროცესებში მისი ყველა წევრის ჩართულობის ხელშეწყობა. მუხლი 3. ფილანთროპიის, ქველმოქმედების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობისა და და საზოგადოებრივი პარტნიორობის განხორციელების ძირითადი პრინციპები ფილანთროპიის, ქველმოქმედების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის განხორციელება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) საქმიანობის თავისუფლებასა და ნებაყოფლობითობას; ბ) ურთიერთდახმარებას; გ) ურთიერთთანამშრომლობას; დ) უანგარობას; ე) თვითინიციატივობას; ვ) საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას; ზ) ადამიანის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების აღიარებას, პატივისცემას და დაცვას; თ) მშვიდობის, დემოკრატიის პრინციპებისა და ფასეულობების დაცვას. მუხლი 4. ტერმინთა და ცნებათა განმარტება 1. ამ კანონში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფილანთროპია - იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ ფინანსური ან სხვა სახის რესურსის ნებაყოფლობითი გაცემა, აგრეთვე მოხალისეობა და მეცენატობა ფილანთროპიული საქმიანობის მხარდასაჭერად. ბ) ფილანთროპიული საქმიანობა - სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობა მიმართული სოციალური სამართლიანობის, მშვიდობის, უსაფრთხოების, საზოგადოების კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარებისაკენ. გ) ქველმოქმედება - ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის კონკრეტული საჭიროებისთვის გაღებული ფინანსური ან მატერიალური დახმარება, აგრეთვე მოხალისეობა და მეცენატობა საქველმოქმედო მიზნით. დ) საქველმოქმედი საქმიანობა - სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობა მიმართული ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფისთვის კონკრეტული ჰუმანიტარული ან/და გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად. ე) სოციალური სამართლიანობა - ყოველი ადამიანისთვის უზრუნველყოფილი და თანასწორი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და შესაძლებლობები. სხვა სახის უფლებები, თავისუფლებები და ვ) საზოგადოებრივი პარტნიორობა - ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპების საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტების 2 (სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ბიზნეს ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის) ორმხრივი ან/და მრავალმხრივი ნებაყოფილებითი თანამშრომლობა და ურთიერთქმედება ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის ხელშესაწყობად. ზ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და მისი ფილიალი, შემოქმედებითი კავშირი, საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა (ფილიალი), აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირები (მათ შორის არარეგისტრირებული სათემო ჯგუფები, ამხანაგობები, საინიციატივო ჯგუფები და სხვ.) თ) კორპორაციული ფილანთროპია - ბიზნეს ორგანიზაციის მიერ უშუალოდ, ან მის მიერ საამისოდ დაფუძნებული ფონდის საშუალებით, ფილანთროპიული საქმიანობის ხელშესაწყობად გრანტების, შემოწირულობათა ან/და ქონების უანგარო გაცემა, ან ბიზნეს ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მოხალისეობა (თანამშრომელთა ნებაყოფლობითი მონაწილეობით) ფილანთროპიული საქმიანობის ან სოციალური პარტნიორობის განხორციელების მიზნით. ი) კორპორაციული ქველმოქმედება - ბიზნეს ორგანიზაციის მიერ უშუალოდ, ან მის მიერ საამისოდ დაფუძნებული ფონდის საშუალებით, საქველმოქმედო საქმიანობის ხელშესაწყობად გრანტების, შემოწირულობათა ან/და ქონების უანგარო გაცემა, ან ბიზნეს ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მოხალისეობა (თანამშრომელთა ნებაყოფლობითი მონაწილეობით) საქველმოქმედო საქმიანობის ან სოციალური პარტნიორობის განხორციელების მიზნით. კ) სოციალური მეწარმეობა - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, რომლის მოგება ორგანიზაციის წესდებით გაცხადებული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ორგანიზაციის ფილანთროპიულ ან/და საქველმოქმედო საქმიანობას ხმარდება. ლ) სპონსორობა - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური პირის ან/და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა ან/და სხვა სახით) სპონსორის საქმიანობის რეკლამის გავრცელების პირობით ან აღნიშნულის გარეშე. მ) მეცენატობა - ფიზიკური პირის მიერ სხვა ფიზიკური პირის მხარდაჭერა, ფულადი სახსრების ან ქონების უანგარო გაცემით, მისი განათლებისა და განვითარების მიზნით. ნ) ბიზნეს ორგანიზაციები - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სამეწარმეო კანონმდებლობით სუბიექტი დადგენილი ან/და წესით მისი ფილიალი, რეგისტრირებულ აგრეთვე უცხო საქართველოში ქვეყნის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობა (ფილიალი). ო) ფონდი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი ან/და მისი ფილიალი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი 3 ძირითადი მიმართულებაა ფულადი სახსრების მოძიება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთის ქვეყნებში, და ფულადი სახსრებისა ან/და ქონების შემდგომი გაცემა გრანტის სახით ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო მიზნებისთვის. პ) სათემო ფონდი - წევრობაზე დაფუძნებული ფონდი, რომლის ძირითადი მიზანია სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა ადგილობრივ, სათემო დონეზე და რომელიც, საქმიანობისათვის დახმარებას თავისი ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო იღებს იმ თემისგან, რომლის სასარგებლოდაც ძირითადად საქმიანობს, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსგან. 2. მოხალისეობის ცნება და მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება `მოხალისეობის შესახებ~ საქართველოს კანონით. 3. ამ კანონში მოცემული სხვა ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 5. ფილანტროპიის, ფილანთროპიული საქმიანობის, ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები და განხორციელების ფორმები 1. ამ კანონის შესაბამისად ფილანთროპიას და ქველმოქმედებას შეიძლება ახორციელებდნენ ფიზიკური პირები, ფონდები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები, ბიზნეს ორგანიზაციები. 2. ამ კანონის მიხედვით, ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობას შეიძლება ახორციელებდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად, აღიარებული არიან ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებად. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ფილანთროპია ან/და ქველმოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს გრანტის გაცემის, შემოწირულობის, მოხალისეობის, სპონსორობის (სპონსორის საქმიანობის რეკლამის გავრცელების პირობის გარეშე), მეცენატობის, სოციალური მეწარმეობიდან მიღებული შემოსავლის გამოყენების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით. 4. ამ კანონის შესაძლებელია შესაბამისად, განხორციელდეს ფილანთროპიული პროექტების, ან/და აქციების, საქველმოქმედო კამპანიების, საქმიანობა ადვოკატირების, დახმარების გაწევის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით. 5. ამ კანონის შესაბამისად, ფილანთროპიას და ქველმოქმედებას, ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობას არ მიეკუთვნება, თუ აღნიშნული საქმიანობა განხორციელებულია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ოჯახის წევრების ან/და ახლო ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) ან/და მმართველი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრების ან/და მათი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისათვის. ამ პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრსა და 4 ახლო ნათესავს მიკუთვნებულ პირთა წრე განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად. 6. ამ კანონის შესაბამისად, აღიარებული ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობაზე ვრცელდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სტიმულირების მექანიზმები. მუხლი 6. საზოგადოებრივი პარტნიორობის განმახორციელებელი სუბიექტები და პარტნიორობის განხორციელების ფორმები 1. ამ კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი პარტნიორობა (შემდგომ - პარტნიორობა) ხორციელდება ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერის, განვითარებისა და წახალისების მიზნით. პარტნიორობა შესაბამისი სუბიექტების მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში და პარტნიორობისას გამოიყენება ფილანთროპიის, ფილანთროპიული საქმიანობის, ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ფორმები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობის სხვა ფორმები. 2. ამ კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი პარტნიორობის მონაწილე სუბიექტები შეიძლება იყვნენ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ბიზნეს ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მათ შორის განათლების, კულტურის, მედიცინის, სპორტის და სხვა სფეროებში მოქმედი ორგანიზაციები და დაწესებულებები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. 3. საზოგადოებრივ პარტნიორობაში ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოები მონაწილეობენ და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 7. ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობების განხორციელების სფეროები 1. ამ კანონის შესაბამისად, ფილანთროპია და ფილანთროპიული საქმიანობა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ სფეროებში: ა) ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის სფეროში; ბ) ქალთა უფლებების დაცვისა და უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის სფეროში; გ) ბავშვთა უფლებების დაცვისა და უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის სფეროში; დ) უმცირესობების უფლებების დაცვისა და ქსენოფობიის დასაძლევად მიმართული საქმიანობის სფეროში; ე) დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის სფეროში; ვ) ცნობიერების დონის ამაღლებისა და სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობის სფეროში; 5 ზ) დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმებისა და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის სფეროში; თ) სიღარიბის აღმოფხვრის, სოციალური მობილიზაციის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სისტემის უზრუნველყოფის სფეროში; ი) მშვიდობის შენარჩუნებისა და კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული სამოქალაქო ინიციატივების განვითარების სფეროში; კ) ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის სფეროში; ლ) ნარკომანიის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის სფეროში; მ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (პენიტენციური დაწესებულებებში) მყოფი პირების მოვლის, რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების სფეროში; ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური და სამართლებრივი დაცვის და რეაბილიტაციის სფეროში; ო) იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვისა და რეაბილიტაციის სფეროში; პ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შედეგად დაზარალებული ადამიანების დაცვის და რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის სფეროში; ჟ) ძალადობასთან ბრძოლის, ტოლერანტობის, არაძალადობრივი ცნობიერების დანერგვის სფეროში; რ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების, ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული ადამიანების (მსხვერპლების) სოციალური და სამართლებრივი დაცვის და რეაბილიტაციის სფეროში; ს) გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, აგრეთვე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში; ტ) კულტურის, ხელოვნების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში; უ) განათლების, სწავლების, ცოდნის მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის (მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმაღლესი და სპეციალური განათლების მიღების ხელშეწყობის), მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების სფეროში; ფ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (ფიქსაციის, კონსერვაციისა და რესტავრაციის) სფეროში; ქ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, ლობისტური საქმიანობის განხორციელების, საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტების შესრულების მონიტორინგის სფეროში; ღ) სოციალური სისტემის ცვლილება-გაუმჯობესების სფეროში, იმ შემთხვევაში, როცა არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას; ყ) რელიგიური ორგანიზაციების ფილანთროპიული საქმიანობის მხარდაჭერის სფეროში; შ) ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისა და ინოვაციური პროექტების განხორციელების სფეროში; 6 ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზოგადოებრივი ურთიერთობის სხვა სფეროში. 2. ამ კანონის შესაბამისად, ქველმოქმედება და საქველმოქმედო საქმიანობა შესაძლებელია განხორციელდეს: ა) დახმარების გაწევით იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ხანდაზმულთათვის, ობოლი ბავშვებისათვის, ძალადობის მსხვერპლთათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, საერთაშორისო დაცვის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის, ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის; ბ) დახმარების გაწევით ბავშვთა, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, ხანდაზმულთა მომსახურებისთვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის; გ) რელიგიური ორგანიზაციების საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერის სფეროში; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზოგადოებრივი ურთიერთობის სხვა სფეროში. მუხლი 8. პარტნიორობაში მონაწილე სუბიექტების უფლებები და მოვალეობები 1. პარტნიორობაში მონაწილეობისათვის სახელმწიფო, მისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით: ა) უზრუნველყოფს საქველმოქმედო საზოგადოებრივი საქმიანობის პარტნიორობის, განხორციელებისათვის ფილანთროპიული ხელშემწყობი და სამართლებრივი საფუძვლებისა და შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრას (ფორმირებას). ბ) ხელს უწყობს და ქმნის სათანადო პირობებს საზოგადოებრივი პარტნიორობის მიზნისა და ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის; გ) უფლებამოსილია საზოგადოებრივი პარტნიორობის, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნების მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროექტების დაფინანსება (თანადაფინანსება) ან/და მატერიალურ-ტექნიკურ ან/და საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწიოს მსგავს პროექტებს; დ) უფლებამოსილია უზრუნველყოს (მათ შორის საკუთარი დაფინანსებით) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობით მიღწეული შედეგების შენარჩუნება, განვითარება და ინსტიტუციონალიზაცია. 7 ე) ახორციელებს საზოგადოებრივი კანონმდებლობით პარტნიორობის, გათვალისწინებულ ფილანთროპიისა და სხვა უფლებამოსილებებს ქველმოქმედების მიზნების განსახორციელებლად. 2. პარტნიორობაში მონაწილეობისათვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: ა) თანამშრომლობენ პარტნიორობაში მონაწილე სხვა სუბიექტებთან და ერთმანეთთან; ბ) ხელს უწყობენ საზოგადოებრივი პარტნიორობის სისტემის დანერგვასა და განვითარებას, საზოგადოებრივი პარტნიორობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას; გ) ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს საზოგადოებრივი პარტნიორობის, ფილანთროპიისა და ქველმოქმედების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად. 3. პარტნიორობაში მონაწილეობისათვის, ბიზნეს ორგანიზაციები: ა) მონაწილეობენ საზოგადოებრივ პარტნიორობაში ფილანთროპიისა და ქველმოქმედების მიზნით, ახორციელებენ ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობას; ბ) უფლებამოსილი არიან ფინანსურ-მატერიალური რესურსები გასცენ, აგრეთვე მხარდაჭერა გაუწიონ ფიზიკურ პირებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ორგანიზაციებს, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მათი ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის მხარდასაჭერად; გ) უფლებამოსილი არიან შეიმუშავონ და განახორციელონ თავიანთი ორგანიზაციის ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო პოლიტიკა და სტრატეგია. დ) უზრუნველყოფენ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას პარტნიორობის, ფილანთროპიისა და ქველმოქმედების მიზნების მისაღწევად. მუხლი 9. პარტნიორობასთან, ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები 1. პარტნიორობის, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ბიზნეს ორგანიზაციის მიერ გაცემული მიზნობრივი სახსრები; გ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები; დ) სოციალური მეწარმეობისგან მიღებული შემოსავლები; ე) საჩუქრად, საწევროებისა და შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები და ქონება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. პარტნიორობის მონაწილე სუბიექტი უფლებამოსილია პარტნიორობასთან დაკავშირებულ ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობაზე ფინანსური ან/და სხვა რესურსები გასცეს უშუალოდ ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ 8 სუბიექტებზე ან/და უზრუნველყოს ფინანსური რესურსების გაცემა საჯარო კონკურსის საფუძველზე. 5. პარტნიორობასთან დაკავშირებულ პროექტებზე ფინანსური რესურსების გამცემი სუბიექტი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონიტორინგი გაუწიოს მის მიერ გაცემული ფინანსური რესურსების მიზნობრივ ხარჯვას. მუხლი 10. სტიმულირების მექანიზმები 1. ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების წახალისების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განვითარებისა და პარტნიორობის სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განისაზღვრება სტიმულირების მექანიზმები. 2. სტიმულირების მექანიზმები გულისხმობს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სუბიექტების საქმიანობაზე საგადასახადო შეღავათების გავრცელებას, ამ საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმების გამოყენებას. 3. ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა, თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან. 4. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის (ღონისძიებების) შედეგად მიღებული თანხების გადაცემა შემდეგი ფიზიკური პირებისათვის: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირისათვის; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის; მარტოხელა და მრავალშვილიანი დედისათვის; ობოლი და მარჩენალდაკარგული პირისათვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირისათვის, სტიქიური უბედურების, ავარიების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების, ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული პირისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრისათვის, მძიმე და ქრონიკური დაავადებების მქონე პირისათვის. 5. ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ფიზიკურ პირებზე, მეურნეობის განვითარებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისათვის შემოსავლის მომტანი (ეკონომიკური საქმიანობის) საქმიანობის დაწყებისათვის, ერთჯერადად გადაცემული ფულადი თანხა, არაუმეტეს 5000 დაბეგვრისაგან. ლარის ოდენობით, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით 9 6. სოციალური მეწარმეობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე გაცემული თანხები ან/და ქველმოქმედების ან/და ფილანთროპიის მიზნით გაწეული ხარჯები. 7. საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. 8. ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მიღებულ შემოწირულობასთან დაკავშირებული სატელეფონო მომსახურება თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან. მუხლი 11. ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების აღიარება (სტატუსის მინიჭება) 1. ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნეს ორგანიზაციების სტიმულირების, ამ კანონის შესაბამისად მათი საქმიანობის რეგულირებისა და საჯაროობის მიზნით ხორციელდება აღნიშნული სუბიექტების აღიარება - სტატუსის მინიჭება (შემდგომ - „აღიარება“). 2. აღიარება გულისხმობს შესაბამისი სუბიექტების თაობაზე, მონაცემების ერთიან რეესტრში შეტანას. ამ კანონის შესაბამისად აღიარებას ექვემდებარება სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ორგანიზაციები. სუბიექტების აღიარებასა და შესაბამისი რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. 3. აღიარების მიზნით შესაბამისი სუბიექტი განცხადებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. განცხადება შესაძლებელია წარდგენილი იქნეს როგორც ელექტრონული, ისე წერილობითი ფორმით. 4. განცხადებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი ორგანიზაციის: ა) სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) საწესდებო მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; გ) წარმომადგენლობაზე ან/და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მათი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია; 5. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ორგანიზაციის წესდების ასლი; ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბოლო 5 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობისა და მიღწეული შედეგების აღწერას; 10 ე) ბოლო 5 წლის ფინანსური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. განცხადებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარდგენის საფუძველზე შესაბამისი სუბიექტი შეიტანება ერთიან რეესტრში, რითაც განხორციელდება მისი ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად აღიარება. 7. ერთიან რეესტრში შეტანილი სუბიექტი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს: ა) ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის და მიღწეული შედეგების აღწერას; ბ) ფინანსური ანგარიში ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მითითებით და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 8. სუბიექტების აღიარების გაუქმება და შესაბამისი სუბიექტის რეესტრიდან ამორიცხვა ხდება: ა) სუბიექტის განცხადების საფუძველზე; ბ) თუ შესაბამისი სუბიექტის მიერ ორი თანმიმდევრული წლის განმავლობაში რეესტრში წარმოდგენილი არ ყოფილა მის მიერ განხორციელებული ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის თაობაზე ანგარიში; გ) თუ შესაბამისი სუბიექტის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და ანგარიშგების მიზნით წარდგენილი იქნა ყალბი და არაზუსტი ინფორმაცია და მონაცემები; დ) შესაბამისი სუბიექტის სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმებისას; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აწარმოებს სუბიექტების ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება სუბიექტის თაობაზე ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და მონაცემები. 10. სუბიექტების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია ცვლილებისთანავე ელექტრონულად ან წერილობით აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი ცვლილების შესახებ. 11. ერთიანი რეესტრი, ასევე შესაბამისი სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშები (მათ შორის განზოგადებული ფინანსური ანგარიში) საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 12. თუ საქართველოს კანონმდებლობით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაუშვებელია აღიარებული სუბიექტის მოგებისა და აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის. მსგავსი სუბიექტის ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი აღიარებული ფილანთროპიულ ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციად. აღიარებული სუბიექტის სტატუსის მქონე, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. 11 13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ერთიანი რეესტრისა და შესაბამისი სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშების ელექტრონულ წარმოებას და მათ განთავსებას სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მუხლი 12. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის რეესტრის ფორმის, მისი წარმოებისა და საჯაროობის წესის დამტკიცება და უზრუნველყოს აღნიშნული რეესტრის ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 2. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი (პროექტები), რომელიც გაითვალისწინებს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტში მითითებულ სფეროში ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი შესაბამისი სუბიექტისათვის დამატებით სტიმულირების (მათ შორის საგადასახადო შეღავათის) მექანიზმებს. მუხლი 13. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 12
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი `ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ~ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმით, რომ ხელი შეუწყოს ფილანთროპიის, როგორც საზოგადოების განვითარებისა და სოციალური ცვლილებების უზრუნველმყოფი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის, ინსტიტუციურ დამკვიდრებას, მის განვითარებასა და მისი განხორციელების სამართლებრივი ბაზის შექმნას, აგრეთვე ქველმოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების შემდგომ სრულყოფას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ურთიერთთანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება წარმოადგენს. აღნიშნული კი მოიცავს სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანამშრომლობას საერთო სარგებლიანობის უზრუნველსაყოფად. ბიზნეს ორგანიზაციების როლი უმნიშვნელოა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებისა და საერთო სარგებლიანობისათვის მატერიალური რესურსების გაცემის სფეროში, სამოქალაქო სექტორი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენაში, მათი დაძლევისათვის შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავებასა და წარდგენაში, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის გაძლიერებაში, ხოლო სახელმწიფო ორგანოები ხელს უწყობენ და ქმნიან სათანადო სამართლებრივ საფუძვლებს მსგავსი თანამშრომლობის ეფექტური განხორციელებისათვის. მსგავსი საკითხების სამართლებრივ რეგულირებას ისახავს მიზნად წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ერთის მხრივ განსაზღვრავს ფილანთროპიისა და ქველმოქმედების განხორციელების სამართლებრივ პირობებს, მეორეს მხრივ კი შეეხება სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანამშრომლობის საკითხებს, მათ მიერ ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისათვის. 1 კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია კანონის მიზნები, რომლის მიხედვით კანონის მიზანია უზრუნველყოს ფილანთროპიისა და ფილანთროპიული საქმიანობის, ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშემწყობი საკანონმდებლო საფუძვლების განსაზღვრა; სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა თანამშრომლობის პრინციპების განსაზღვრა მათ მიერ საზოგადოებრივი პარტნიორობის სისტემის დამკვიდრებისა და მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ფილანთროპიისა და ფილანთროპიული საქმიანობის, ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების მიზნით ფიზიკური პირების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წახალისების პირობების განსაზღვრა; ფიზიკური პირების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და საზოგადოებრივ ყველასათვის პარტნიორობაში ხელმისაწვდომი მათი ჩართულობის სოციალური გარემოს გაძლიერება; სამართლიანი და ჩამოყალიბება; საზოგადოების კონსოლიდაციისა და საზოგადოებრივ პროცესებში მისი ყველა წევრის ჩართულობის ხელშეწყობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, ფილანთროპიისა და ქველმოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებისა და ფილანთროპიისა და ქველმოქმედების ქველმოქმედების განვითარების ხელშემწყობი პირობების, ასევე ფილანთროპიისა და განხორციელების მიზნით სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენელთა თანამშრომლობის პრინციპების, მათი უფლებებისა და ურთიერთვალდებულებების განსაზღვრა. ასევე - ფილანთროპიისა და ქველმოქმედების განხორციელების მიზნით სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენელთა სისტემური თანამშრომლობის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი პარტნიორობის სისტემის შექმნის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება ფილანთროპიისა და ქველმოქმედების არსი, მათი ფორმები, განხორციელების წესი და პირობები, ასევე ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საფუძვლები. ფილანთროპია ბერძნული სიტყვისაგან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით ადამიანის სიყვარულს ნიშნავს. თუმცა მისი შინაარსობრივი დატვირთვა ბევრად უფრო ფართო და უნივერსალურია და გულისხმობს სხვა ადამიანებზე ზრუნვას, მათი განვითარების ხელშეწყობას, წახალისებას, ადამიანის შესაძლებლობების რეალიზებას, მათ ღირსეულ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი მთავარი 2 ასპექტია ადამიანთა ურთიერთობებისა, არსებითი დასაყრდენი და სარგებლის მომტანი საზოგადოების სოციალური განვითარებისათვის. თანამედროვე პრაქტიკაში ფილანთროპიამ კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა, იგი დემოკრატიული პრინციპების დანერგვისა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საშუალებად განიხილება და მოიცავს სოციალური სამართლიანობის, საზოგადოების განვითარების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის მიმართულ მიზნებს და ამ მიზნების შესაბამისად, საზოგადოების სასარგებლოდ ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გაწეულ პირად ან კორპორატიულ ღვაწლს. ფილანთროპია სოციალური პრობლემების დაძლევის ეფექტური მექანიზმია, იგი ეფუძნება ცოდნას იმის შესახებ, რომ მოსახლეობის სიღარიბე რესურსების არათანაბარი გადანაწილებით და გადაწყვეტილების მიღების დონეზე მათი არათანასწორი მონაწილეობითაა გამოწვეული და ამიტომ, ამგვარ სოციალურ ჯგუფებს უნდა მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ საარსებო პირობებს ეხება. რითაც ხელი შეეწყობა მართვის არსებული სტრუქტურებისა და მექანიზმების გაუმჯობესებას და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას. ამასთან, ფილანთროპია განიხილება დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. იგი გულისხმობს ბიზნესის მიერ სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებას და კორპორაციის მენეჯმენტსა და პოლიტიკაში მის გათვალისწინებას იმგვარად, რომ ერთდროულად მოახდინოს დადებითი გავლენა როგორც საკუთარ ბიზნესზე, ასევე მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე. რაც ასევე, გულისხმობს ბიზნესის მიერ მისი მოგებიდან, ან მისი რესურსებიდან შემოწირულობების გაცემას არამომგებიანი, საზოგადოებისთვის სასარგებლო, დემოკრატიული განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით ფილანთროპია სისტემურ და ინსტიტუციონალურ დამოკიდებულებას გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის, მაგალითად, ბიზნეს სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც უმნიშვნელოვანეს მონაწილეებს ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ხოლო მსგავსი ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება მნიშვნელოვანი ელემენტია ფილანთროპიის ინსტიტუციური დამკვიდრებისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის. ფილანთროპია, როგორც საზოგადოებრივი სარგებლიანობის უზრუნველმყოფი საქმიანობა თავის გამოხატულებას სხვადასხვა ფორმით ჰპოვებს. არსებული შეხედულების მიხედვით გამოყოფენ ფილანტროპიის განხორციელების შემდეგ ფორმებს - მეცენატობა, მოხალისეობა, სოციალურ მეწარმეობა, გრანტგაცემით საქმიანობა, შემოწირულობების გაცემას და სხვა. ტრადიციული ფილანთროპიის პირველად ფორმად ასევე განიხილავენ ქველმოქმედებას, თუმცა მიიჩნევა რომ ფილანთროპიისაგან განსხვავებით ქველმოქმედება გულმოწყალეობის მიზნით ერთჯერად დახმარებას ან მხოლოდ სერვისის გამწევი ორგანიზაციისათვის 3 (ხანდაზმულთა მომსახურება, სააღმზრდელო დაწესებულებები, საავადმყოფოები, სოციალური სახლები და ა.შ.) დახმარებას მოიცავს. ფილანთროპია კი, თავისი არსით, უფრო კომპლექსური სფეროა და გულისხმობს იმ ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობის სისტემურ მხარდაჭერას, წახალისებასა და დახმარებას, რომელიც მიმართულია დემოკრატიის, მოქალაქეთა უფლებების დაცვის, სამართლიანობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სხვა მსგავსი საქმიანობის უზრუნველყოფაზე. ფილანთროპიის შემთხვევაში აქცენტი კეთდება ადამიანების სისტემურ დახმარებაზე, საზოგადოებაში სოციალური ცვლილებების განხორციელებაზე იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს საზოგადოების განვითარებას და იმ შესაძლებლობების გაჩენას, რომ ადამიანებმა შემდგომში შეძლონ საკუთარი თავის დახმარება. აღნიშნულის გათვალისწინებით კანონპროექტში გამიჯნულია ფილანთროპია და ქველმოქმედება და მოცემულია მათი გამოვლენისა და განხორციელების ფორმები და სფეროები. ამასთან, ფილანთროპიასა და ქველმოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში სისტემური თავმოყრა ბევრად შეუწყობს ხელს პრაქტიკაში მათ ეფექტურ გამოყენებას. კანონპროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფილანთროპიისა და ქველმოქმედების, აგრეთვე მათ განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული სპეციფიკური ცნებებისა და ტერმინების განმარტებას. კანონპროექტის მიხედვით განმარტებულია ფილანთროპია და ფილანთროპიული საქმიანობა, ქველმოქმედება და საქველმოქმედო საქმიანობა, მოცემულია აღნიშნული ტერმინების დამახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშნები. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით ფილანთროპია გულისხმობს იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ ფინანსური ან სხვა სახის რესურსის ნებაყოფლობითი გაცემას, აგრეთვე მოხალისეობას და მეცენატობას ფილანთროპიული საქმიანობის მხარდასაჭერად, ხოლო ფილანთროპიული საქმიანობა გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობას მიმართული სოციალური სამართლიანობის, მშვიდობის, უსაფრთხოების, საზოგადოების კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარებისაკენ. კანონპროექტის მიხედვით ქველმოქმედება კი გულისხმობს ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის კონკრეტული საჭიროებისთვის გაღებული ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას, აგრეთვე მოხალისეობასა და მეცენატობას საქველმოქმედო მიზნით, ხოლო საქველმოქმედი საქმიანობა გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობას მიმართული ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფისთვის კონკრეტული ჰუმანიტარული ან/და გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად. კანონპროექტის მე-4 მუხლში ასევე მოცემულია ფილანთროპიასა და ქველმოქმედებასთან დაკავშირებული ისეთი ცნებებისა და ტერმინების განმარტება, როგორიცაა საზოგადოებრივი პარტნიორობა, კორპორაციული ფილანთროპია, კორპორაციული ქველმოქმედება, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობ, სპონსორობა, მეცენატობა და ა.შ. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სოციალური მეწარმეობა გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მოგების მიღების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მოგების არსებითი ნაწილი, ორგანიზაციის წესდებით გაცხადებული მიზნებისა და 4 ამოცანების შესაბამისად, ხმარდება ორგანიზაციის ფილანთროპიულ ან/და საქველმოქმედო საქმიანობას. კორპორაციული ფილანთროპია კი გულისხმობს ბიზნეს ორგანიზაციის მიერ უშუალოდ, ან მის მიერ საამისოდ დაფუძნებული ფონდის საშუალებით, ფილანთროპიული საქმიანობის ხელშესაწყობად გრანტების, შემოწირულობათა ან/და ქონების უანგარო გაცემას, ან ბიზნეს ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მოხალისეობას (თანამშრომელთა ნებაყოფლობითი მონაწილეობით) ფილანთროპიული საქმიანობის ან სოციალური პარტნიორობის ფილანთროპია, ქველმოქმედება, განხორციელების მიზნით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობა და საზოგადოებრივი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ისეთ ურთიერთდახმარება; ძირითად პრინციპებს, ურთიერთთანამშრომლობა; როგორიცაა: უანგარობა; ნებაყოფლობითობა; თვითინიციატოვობა; საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება; ადამიანის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების აღიარება, პატივისცემა და დაცვა; მშვიდობის, დემოკრატიის პრინციპებისა და ფასეულობების დაცვა. კანონპროექტის მიხედვით, ფილანთროპია ან/და ქველმოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს გრანტის გაცემის, შემოწირულობის, მოხალისეობის, სპონსორობის (სპონსორის საქმიანობის რეკლამის გავრცელების პირობის გარეშე), მეცენატობის, სოციალური მეწარმეობიდან მიღებული შემოსავლის გამოყენების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით, ხოლო ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობა შესაძლებელია განხორციელდეს პროექტების, აქციების, კამპანიების, ადვოკატირების, დახმარების გაწევის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით. კანონპროექტის მიხედვით, გამიჯნულია ფილანთროპიისა და ქველმოქმედების, აგრეთვე ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები, კერძოდ, პროექტის მიხედვით ფილანთროპიას და ქველმოქმედებას შეიძლება ახორციელებდნენ ფიზიკური პირები, ფონდები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები, ბიზნეს ორგანიზაციები, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები იმ შემთხვევებში, თუ ისინი გასცემენ ფინანსურ და სხვა რესურსებს ფილანთროპიული ან საქველმოქმედო საქმიანობისათვის ან/და მონაწილეობენ საზოგადოებრივ პარტნიორობაში. პროექტის მიხედვით კი, ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობას შეიძლება ახორციელებდნენ, კანონის შესაბამისად, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ამ კანონით დადგენილი წესით აღიარებული სუბიექტები. კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია საზოგადოებრივი ურთიერთობის ის სფეროები, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ფილანთროპია და ფილანთროპიული საქმიანობა, ქველმოქმედება და საქველმოქმედო საქმიანობა. კერძოდ, პროექტის მიხედვით ფილანთროპია და ფილანთროპიული საქმიანობა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის სფეროში; დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშწყობის სფეროში; ცნობიერების დონის ამაღლებისა და სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობის 5 სფეროში; დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმებისა და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის სფეროში; სიღარიბის აღმოფხვრის, სოციალური მობილიზაციის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სისტემის უზრუნველყოფის სფეროში; მშვიდობის შენარჩუნებისა და კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული სამოქალაქო ინიციატივების განვითარების სფეროში; ჯანმრთელობის დაცვისა და დავადებათა პრევენციის სფეროში; ნარკომანიის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის სფეროში; პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სფეროში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური და სამართლებრივი დაცვის და რეაბილიტაციის სფეროში; იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვისა და რეაბილიტაციის სფეროში; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შედეგად დაზარალებული ადამიანების დაცვის და რეაბილიტაციარეინტეგრაციის სფეროში; ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული ადამიანების (მსხვერპლების) სოციალური და სამართლებრივი დაცვის და რეაბილიტაციის სფეროში; გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, აგრეთვე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში; კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროში; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (ფიქსაციის, კონსერვაციისა და რესტავრაციის) სფეროში; სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, ლობისტური საქმიანობის განხორციელების, საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტების შესრულების მონიტორინგის სფეროში; სოციალური სისტემის ცვლილება-გაუმჯობესების სფეროში, იმ შემთხვევაში, როცა არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას; რელიგიური ორგანიზაციების ფილანთროპიული საქმიანობის მხარდაჭერის სფეროში; კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზოგადოებრივი ურთიერთობის სხვა სფეროში. პროექტის მიხედვით კი, საზოგადოებრივი პარტნიორობის განმახორციელებელი (მონაწილე) პირები შეიძლება იყვნენ სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოები, ფიზიკური პირები, ბიზნეს ორგანიზაციები, თვითმმართველობის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, აგრეთვე განათლების, კულტურის, მედიცინის, სპორტის და სხვა სფეროებში მოქმედი ორგანიზაციები და დაწესებულებები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა. კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია პარტნიორობაში მონაწილე სუბიექტების უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სახელმწიფო მისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საზოგადოებრივი პარტნიორობის, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისათვის ხელშემწყობ საკანონმდებლო საფუძველს, სამართლებრივ პოლიტიკასა და მიდგომებს; ხელს უწყობს და ქმნის სათანადო პირობებს საზოგადოებრივი პარტნიორობის მიზნისა და ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის ეფექტური განხორციელებისათვის; უფლებამოსილია საზოგადოებრივი პარტნიორობის, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნების მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროექტების დაფინანსება 6 (თანადაფინანსება) ან/და მატერიალურ-ტექნიკურ ან/და საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწიოს მსგავს პროექტებს. კანონპროექტი შეეხება პარტნიორობასთან, ფილანთროპიასა და ქველმოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს. პროექტის მიხედვით, პარტნიორობის, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბიზნეს ორგანიზაციის მიერ გაცემული მიზნობრივი სახსრები; „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები; სოციალური მეწარმეობისგან მიღებული შემოსავლები; საჩუქრად, საწევროებისა და შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები და ქონება; საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიდან ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ფილანთროპიის, ფილანთროპიული საქმიანობის, ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტისათვის გადახდილი თანხები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. პარტნიორობაში მონაწილე სუბიექტების წახალისების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განვითარებისა და პარტნიორობის სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებულია ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სტიმულირების მექანიზმები და აღნიშნული სუბიექტების მიერ გარკვეული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. კერძოდ, პროექტის, მიხედვით, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა, თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან; საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის შედეგად მიღებული თანხების ფიზიკური პირებისათვის ქველმოქმედების ან/და ფილანთროპიის მიზნით გადაცემა თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან; მცირე ბიზნესის დაწყების მიზნით ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ ფიზიკურ პირზე ერთჯერადად გადაცემული ფულადი თანხა, არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან; ფიზიკური პირის, სამოქალაქო საზოგადოების ან/და ბიზნეს ორგანიზაციის მიერ მის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული ქონების ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით გადაცემა თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადებისაგან; ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების (განხორციელების) მიზნით გამოყოფილი (დათმობილი) ფართისა და შესაბამისი ინვენტარის გადაცემა თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისაგან; ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მიღებულ შემოწირულობასთან დაკავშირებული სატელეფონო მომსახურება თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან. 7 ამასთან, პროექტის მიხედვით, საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. ანალოგიურად, სოციალური მეწარმეობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციებზე გაცემული თანხები ან/და ქველმოქმედების ან/და ფილანთროპიის მიზნით გაწეული ხარჯები. ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის რეგულირების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიმართ სტიმულირების მექანიზმების გამოყენებისა და შესაბამისი საქმიანობის საჯაროობის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების აღიარებას - სტატუსის მინიჭება. პროექტის მიხედვით, აღიარება გულისხმობს ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების თაობაზე მონაცემების ერთიან და საჯარო რეესტრში შეტანას. პროექტის მიხედვით, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების აღიარებასა და შესაბამისი რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. პროექტით გათვალისწინებულია აღიარების პროცედურა და აღიარების მიზნით წარსადგენი დოკუმენტები. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი აღიარების მიზნით განცხადებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. განცხადებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი ორგანიზაციის: სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია; საწესდებო მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; წარმომადგენლობაზე ან/და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მათი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია; განცხადებას უნდა დაერთოს: ორგანიზაციის წესდების ასლი; სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობისა და მიღწეული შედეგების აღწერას; ბოლო წლის ფინანსური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განცხადებისა და მითითებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე შესაბამისი სუბიექტი შეიტანება ერთიან რეესტრში, რითაც განხორციელდება მისი ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად აღიარება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ანგარიშგების წესი, რომლის მიხედვით, ერთიან რეესტრში შეტანილი სუბიექტი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 8 1 აპრილამდე წარუდგინოს: ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის და მიღწეული შედეგების აღწერას; ფინანსური ანგარიში ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მითითებით და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პროექტის მიხედვით, ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ერთიანი რეესტრი, ასევე შესაბამისი სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშები (მათ შორის განზოგადებული ფინანსური ანგარიში) საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ერთიანი რეესტრისა და შესაბამისი სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშების ელექტრონულ წარმოებას და მათ განთავსებას სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით, (პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისთვის გარკვეული პერიოდია საჭირო, სწორედ ამიტომ, ძალაში შესვლის თარიღად 2021 წლის 1 მარტი განისაზღვრა. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით იყოს გათავლისწინებული ხარჯების დაფინანსების წყარო შეიძლება საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 9 მიზნობრივი სახსრები, ასევე ბიზნეს ორგანიზაციის მიერ გაცემული მიზნობრივი სახსრები. გარდა ამისა შესაძლებელია გამოყენებული იყოს , „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები, სოციალური მეწარმეობისგან მიღებული შემოსავლები, საჩუქრად, საწევროებისა და შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები და ქონება და აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გარკვეული საგადასახადო შეღავათების გავრცელება ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე. თუმცა, აღნიშნული შეღავათებით მოსარგებლე სუბიექტების რაოდენობა და მათი საგადასახდო შეღავათების კონკრეტული მოცულობა შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი აღიარებულნი იქნებიან ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებად და განახორციელებელ შესაბამის საქმიანობას. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი გავლენას მოახდენს საშემოსავლო ნაწილზე, რადგან კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი სუბიექტების საქმიანობაზე დაწესდება საგადასახადო შეღავათები. ეს კი აისახება შემდგომი საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს პარტნიორობაში, უფლებამოსილი იქნება საქველმოქმედო და ფილანთროპიულ პროექტებს გაუწიოს მატერიალურ ან/და ტექნიკური მხარდაჭერა. აგრეთვე შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობით მიღწეული შედეგების შენარჩუნებასა და განვითარებაში. ამის გათვალისწინებით საჭირო იქნება შეაბამისი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ფილანთროპიული საქმიანობის წახალისების კამპანია და ამ საქმიანობის ხელშეწყობა. ასეთ შეთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ხარჯვითი ნაწილი კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გამოიყენებს სახელმწიფო ამ უფლებამოსილებას და რა ტიპის ღონისძიებებს გაატარებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. 10 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პარტნიორობაში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნეს ორგანიზაციები ხელს შუწყობენ საზოგადოებრივი პარტნიორობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. ბიზნეს ორგანიზაციები უფლებამოსილნი იქნებიან ფინანსურ-მატერიალური რესურსები გადასცენ ფიზიკურ პირებს, სამოქალაქო საზოგადოებებსა და სხვა ორგანიზაციებს ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის მხარდასაჭერად. ამას გავლენა ექნება მათ ფინანსულ მდგომარებაზე. კანონით განსაზღვრულ პირებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიულ საქმიანობაში დაუწესდებათ საგადასახადო შეღავათები, რაც აისახება მათ ფინანსურ მდგომარებაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გარკვეული საგადასახადო შეღავათების (მოგებისა და საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება, გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან და ა.შ.) გავრცელება ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე. ხოლო საგადასახადო შეღავათების სახეობები და მათი გამოყენების წესის თაობაზე ცვლილებების პროექტი წარმოდგენილ კანონპროექტს თან ერთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის სახით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 11 კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: 1. ფონდი „ტაოსო“ 2. ქალთა ფონდი საქართველოში 3. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 4. კავკასიი ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტი 5. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 6. გადასახადის გადანმხდელთა კავშირი 7. ქალთა საინფორმაციო ცენტრი 8. აფხაზეთის ქალთა საბჭო 9. ასოციაცია დეა 10. ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი 11. საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარი“ 12. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი 13. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრი 14. საქართველოს ქურთ–იზეიდ ქალთა დამოუკიდებელი ლიგა 15. კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი 16. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი 17. გენდერ–მედია–კავკასია 18. საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია 19. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 20. მოხალისეთა ბანკი – ჰელფინგ ჰენდ 21. პარტნიორები – საქართველო, არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“ 22. სათემო ორგანიზაცია „ლელი“ 23. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ცენტრი 12 24. ქალები რეგიონის განვითარებისათვის 25. კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი 26. შიდა ქართლის ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის 27. სათემო ფონდი ეგრეისი 28. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია 29. ასოციაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“ 30. რადარმი 31. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ექსპერტები: 1. გია გოგიბერიძე 2. ნიკა ოსტაპენკო 3. ნინო ლაგვილავა 4. ნანა ფანცულაია 5. ლია მუხაშავრია 6. ნინო კიკნაველიძე 7. ანი ახალკაცი 8. ვახტანგ ბერიშვილი 9. ხათუნა იოსელიანი 10. თამარ ცირეკიძე 11. მიხელი ადეიშვილი 12. თამარ კვარაცხელია დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: გუგული მაღრაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: გუგული მაღრაძე. 13