„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე
ნომერი
#07-3/495/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-09-28
ბიუროს ნომერი 391

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისშეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქველმოქმედო და ფილანთროპიული საქმიანობა“; 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობა 1. ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმიანობას მიკუთვნებული საქმიანობის სახეები, განხორციელების სფეროები და პირობები განისაზღვრება „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. 2. ქველმოქმედებას/ფილანთროპიას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა: ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების მიერ; ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად; გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის; დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.“. 3. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა არ ითვლება საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად.“. 4. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაცია ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარების წესი და პირობები, ასევე შესაბამისი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ შესაბამისად.“. 5. 82-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;“; ბ) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ46“ ქვეპუნქტი: „ჰ46) საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის შედეგად მიღებული თანხების ფიზიკური პირებისათვის ქველმოქმედების ან/და ფილანთროპიის მიზნით გადაცემა, თუ აღნიშნული მიზნით თანხების ხარჯვა დოკუმენტალურად არის დადასტურებული.“. 6. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ნაწილები: „კ) საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის უსასყიდლოდ მიწოდებული ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება ან/და საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა; ლ) ფილანთროპიის ან/და ქველმოქმედების განხორციელების მიზნით გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი.“. 7. 111-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებათა საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის უსასყიდლოდ მიწოდებისას - მათი საბაზრო ღირებულება, აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსთვის, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება.“ . 8. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 117. საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით გაცემული თანხების გამოქვითვა 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიულ ორგანიზაციებზე გაცემული თანხის ორმაგი ოდენობა, მაგრამ არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვის გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა. 2. „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მეწარმეობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციებზე გაცემული თანხები. 3. საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები.“. 9. 171-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი „შ) საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განხორცილების მიზნით საქონლის გადაცემა ან/და მომსახურების გაწევა.“. 11. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) ფილანთროპიის ან/და ქველმოქმედების განხორციელების მიზნით გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი `საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ~ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია ფილანთროპიისა და ქველმოქმედების განვითარების ხელშეწყობასა და მითითებული საქმიანობის სტიმულირებასთან, აგრეთვე აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პროცესში საგადასახადო საკითხების რეგულირებასა და განმახორციელებელი სუბიექტებისათვის ცალკეული სახის საგადასახადო შეღავათების განსაზღვრასთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტი დაკავშირებულია „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასთან და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ფილანთროპიისა და ქველმოქმედების განვითარებას, მითითებული საქმიანობის სტიმულირებას და აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვროს ცალკეული სახის საგადასახადო შეღავათების ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შესაბამისად, ქველმოქმედება და საქველმოქმედო საქმიანობა შესაძლებელია განხორციელდეს: დახმარების გაწევით იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის (მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ხანდაზმულთათვის, ობოლი ბავშვებისათვის, ძალადობის მსხვერპლთათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისთვის, ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის); დახმარების გაწევით ბავშვთა, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მომსახურების მიმწოდებელებისათვის, მათ შორის: სააღმზრდელო ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, ადრეული და დაწესებულებებისთვის, სკოლა- სკოლამდელი აღზრდისა და 29 განათელბის დაწესებულებებისთვის და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, ხანდაზმულთა მომსახურებისთვის, უფასო სასადილოებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის; სამედიცინო რელიგიური დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერის სფეროში. კანონპროექტის მიხედვით ფილანთროპიისა და ქველმოქმედების განხორციელების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს საზოგადოებრივი პარტნიორობა. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი პარტნიორობა არის ამ კანონით განსაზღვრული სუბიექტების ორმხრივი ან/და მრავალხრივი ნებაყოფილებითი თანამშრომლობა და ურთიერთქმედება ფილანთროპიული და საქველმოქმედო მიზნების მისაღწევად. კანონპროექტის მიხედვით, პარტნიორობაში მონაწილეობისათვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: თანამშრომლობენ პარტნიორობაში მონაწილე სხვა სუბიექტებთან და ერთმანეთთან; ხელს უწყობენ საზოგადოებრივი პარტნიორობის სისტემის დანერგვასა და განვითარებას, საზოგადოებრივი პარტნიორობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას; ბიზნეს ორგანიზაციები კი - მონაწილეობენ საზოგადოებრივ პარტნიორობაში ფილანთროპიისა და ქველმოქმედების მიზნით, ახორციელებენ კორპორაციულ ფილანთროპიასა და კორპორაციულ ქველმოქმედებას; უფლებამოსილი არიან ფინანსურმატერიალური რესურსები გასცენ, აგრეთვე მოხალისეობრივი მხარდაჭერა გაუწიონ ფიზიკურ პირებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ორგანიზაციებს მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მათი ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის მხარდასაჭერად; უფლებამოსილი არიან შეიმუშავონ და განახორციელონ თავიანთი ორგანიზაციის ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო პოლიტიკა და სტრატეგია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებლი სუბიექტების ცალკეული საქმიანობაზე მოგების, საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებას, აგრეთვე საქველმოქმედო ან ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით გაცემული თანხების გამოქვეითვის შესაძლებლობას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება საქველმოქმედო საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციის მოგების ორგანიზაციის მოგება (აღსანიშნავია, რომ გადასახადისაგან განთავისუფლებას უკვე ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქცია). პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის შედეგად მიღებული თანხების ფიზიკური პირებისათვის ქველმოქმედების ან/და ფილანთროპიის მიზნით გადაცემა, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის დაწყების მიზნით ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ ფიზიკურ პირზე გრანტის სახით ერთჯერადად გადაცემული ფულადი თანხა, არაუმეტეს 5000 ლარის 30 ოდენობით, თუ ზემოაღნიშნული მიზნით თანხების ხარჯვა დოკუმენტურად იქნება დადასტურებული. პროექტის მიხედვით, დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე თავისუფლდება ქველმოქმედების ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქონლის გადაცემა ან/და მომსახურების გაწევა, ხოლო ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან თავისუფლდება – ფილანთროპიის ან/და ქველმოქმედების განხორციელების მიზნით გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქველმოქმედების ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით გაცემული თანხების გამოქვითვის შესაძლებლობას. კერძოდ, პროექტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიულ ორგანიზაციებზე გაცემული თანხის ორმაგი ოდენობა, მაგრამ არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტისა. „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მეწარმეობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი აგრეთვე სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიულ ორგანიზაციებზე გაცემული თანხები. პროექტის მიხედვით, საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან ასევე სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. პროექტის მიხედვით, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად, ხოლო საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადახემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა არ ჩაითვლება საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად პროექტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ერთობლი შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის უსასყიდლოდ მიწოდებული ძირითადი საშუალებების საბაზრი ღირებულება ან/და საქველმოქმედო ან/და ფილანთროპიული ორგანიზაციისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა, აგრეთვე ფილანთროპიის ან/და ქველმოქმედების განხორციელების მიზნით გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი. პროექტის მიხედვით, ფილანთროპიულ და საქველმოქმედო საქმინაობას მიკუთვნეული საქმიანობის სახეები, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების სფეროები და პირობები, აგრეთვე ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარების წესი, პირობები და შესაბამისი ორგანიზაციების რეესტრის 31 წარმოების წესი განისაზღვრება „ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით, (პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისთვის გარკვეული პერიოდია საჭირო, სწორედ ამიტომ, ძალაში შესვლის თარიღად 2021 წლის 1 მარტი განისაზღვრა. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გარკვეული საგადასახადო შეღავათების გავრცელება ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე. თუმცა, აღნიშნული შეღავათებით მოსარგებლე სუბიექტების რაოდენობა და მათი საგადასახდო შეღავათების კონკრეტული მოცულობა შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი აღიარებულნი იქნებიან ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებად და განახორციელებელ შესაბამის საქმიანობას. ინიციატივის სტიმულირების მექანიზმები გულისხმობს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სუბიექტების საქმიანობაზე საგადასახადო შეღავათების გავრცელებას, ამ 32 საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმების გამოყენებას, აგრეთვე ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა, თავისუფლდება მოგების დაბეგვრისაგან, რაც გავლენას იქონიებს შემდგომი წლების ბიუჯეტზე. გადასახადით ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის ითვალისწინებს განსაზღვრული წესით დადგენილი სუბიექტების გადათვისუფლებას ჩათვლის გარეშე აქციზისაგან, აგრეთვე ფილანთროპიული ან/და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა, თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან, რაც გავლენას მოახდენს მათ ფინანსურ შედეგებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გარკვეული საგადასახადო შეღავათების (მოგებისა და საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება, გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან და ა.შ.) გავრცელება ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებზე, განსაზღვრულია მათი სახეობები და გამოყენების წესი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან 33 გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: 1. ფონდი „ტაოსო“ 2. ქალთა ფონდი საქართველოში 3. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია 4. კავკასიი ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტი 5. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 6. გადასახადის გადანმხდელთა კავშირი 7. ქალთა საინფორმაციო ცენტრი 8. აფხაზეთის ქალთა საბჭო 9. ასოციაცია დეა 10. ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი 11. საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარი“ 34 12. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი 13. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრი 14. საქართველოს ქურთ–იზეიდ ქალთა დამოუკიდებელი ლიგა 15. კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი 16. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი 17. გენდერ–მედია–კავკასია 18. საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია 19. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 20. მოხალისეთა ბანკი – ჰელფინგ ჰენდ 21. პარტნიორები – საქართველო, არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“ 22. სათემო ორგანიზაცია „ლელი“ 23. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ცენტრი 24. ქალები რეგიონის განვითარებისათვის 25. კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი 26. შიდა ქართლის ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის 27. სათემო ფონდი ეგრეისი 28. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია 29. ასოციაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“ 30. რადარმი 31. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ექსპერტები: 1. გია გოგიბერიძე 2. ნიკა ოსტაპენკო 3. ნინო ლაგვილავა 4. ნანა ფანცულაია 5. ლია მუხაშავრია 6. ნინო კიკნაველიძე 7. ანი ახალკაცი 8. ვახტანგ ბერიშვილი 9. ხათუნა იოსელიანი 10. თამარ ცირეკიძე 11. მიხელი ადეიშვილი 12. თამარ კვარაცხელია დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: 35 ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: გუგული მაღრაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: გუგული მაღრაძე. 36